შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ ვიხილავ შენს ტუჩებს (თავი 1)


22-11-2016, 19:15
ავტორი livy
ნანახია 1 827

-ლააალაააააა...რარა...
-ნუ ღნავი! -იღრიალა ლილემ
-გაუნათლებელო,ეს სიმღერაა..
-ძალიან კარგად ვიცი რას ქვია სიმღერა და რას ღნავილი..და ეს ღნავილია!
-ლეკა შენც ხომ ხედავ ლილეს დამოკიდებულებას ჩემი ვოკალისადმი...დამაცირებელი და შეურაცხმყოფელია-საწყალი ბავშვის თვალებით გადმომხედა ნიკომ.
-ვოკალი ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია -მომიტრიალდა ლილე. ეს ორი , მე რომ არა, დიდი ხნის წინ დახოცავდნენ ერთმანეთს,თანაც როგორი სიამოვნებით.ნიკოს ლილეს კანალიზაციაში ჩახრჩობის სურვილი აქვს,ლილეს ნიკოს სიკვდილი ნელი და მტანჯველი წარმოუდგენია,და მაინც, რა იქნებოდა ლეკა ამ ორი პარაზიტის გარეშე.
- მორჩით მაიმუნობას,ჩავდივართ..-წავავლე ხელი ორივეს და ვაგონიდან ჩავყარე.
რუსთაველს ფეხით ავუყევით
-უუუფფ...-ნიკომ ჩვენს წინ მიმავალ ქერას თვალი გააყოლა
-მეგონა შავგვრემნები მოგწონდა- გადახედა ლილემ
-თმას ვინ უყურებს..ნახე რა ტ*აკი აქვს..
-ახლა გული ამერევა..
-გულის არევას ჯობს წახვიდე და ივარჯიშო...
-ახლა შემოგარტყამ!
-ლეკა რაღაც ჩუმად ხარ,მოეგე გონს,აგერ კაცებზე ძალადობენ...-"პადრუჩკი" გამიყარა ნიკომ.
- რა გჭირს? -მეორე მხრიდან ლილე ჩამომეკიდა.
-გიორგი...
-ამჯერად რაში გაყო თავი-აწიწმატდა ლილე
-არ ვიცი,მთელი ღამე არ მოსულა,დილით მამას დაურეკეს განყოფილებიდან...
-არ ვიცი შენს მშობლებს გიორგისნაირი შვილი როგორ გამოუვიდათ...
-ოჰ,ლილე,და შენებს შენნაირი შვილი როგორ გამოუვიდათ? -გაოცება ვერ დამალა ნიკომ.
-ახლა მაგარს გთხლიშავ მაგ თვითკმაყოფილ სიფათში!
-კაცებზე ძალადობის ცხელი ხაზის ნომერი უნდა ჩავიწერო..რაიცი რაში დამჭირდეს...და ლეკა,რაც შენს ძმას შეეხება,ნერვიულობადაც არ ღირს,თვითონ ირჩევს ცხოვრების გზას და იჯექი და ინერვიულე,აზრი?!
-ხო,ვიცი,უბრალოდ ჩემებზე ვნერვიულობ,დედამ მთელი ღამე გაათენა,გიორგის ყველა და ყველაფერი ფეხებზე კიდია!მართლები ხართ,ნერვიულობად არ ღირს!
უნივერსიტეტის ეზოში შევედით,ნიკო ეზოს წინ მსხდომ ბიჭებთან დარჩა.
-უნის მერე გნახავთ- მოგვაძახა უკნიდან
-თუ არც მნახავ...-არ დააყოვნა ლილემ.
რამდენიმე მოსაწყენი ლექციისა და სემინარის შემდეგ უნივერსიტეტის წინ ნიკოს ლილეს და აკოს შევხვდი,მეტროსაკენ ფეხით წავედით.
-ჰოდა ბიჯო რა ფეხები ქონდა-ქაქანებდა აკო.
-აუ მარტო ფეხები?!-აყვა ნიკო
-ახლა ვარწყევ..- სასაცილოდ დაიჭყანა ლილე.
-ამჯერად ვის ეპრანჭები?-გადავხედე აკოს
-აუ ლეკა,ფილოსოფიის სემინარზე ჩემს გვერდით გოგო იჯდა... აი თვალი მომცა და მაცქერინაო რა
-თვალი კი გაქვს შე საწყალო,თან ორი ცალი და,ტვინი მოგცათ ორივეს,ტვინი!
-ლილე ნუ იკბინები-გაფრთხილების ტონით გადახედა ნიკომ
-ღმერთმა დამიფაროს შენნაირ მწარე ხორცს ვკბენდე..
-დაიწყეს..-გადმომხედა აკომ და ჩემს გვერდით დადგა.-გუშინ შენი ძმა გვიან მოვიდა?
-საერთოდ არ მოსულა,რატომ მეკითხები?
-არაფერი,ერთად ვიყავით ჩემი მეგობრის ბარში და მე ცოტა ადრე წამოვედი და...
-აბა კი,დავიჯერე.სიმართლე დაფქვი...
-მართლა ერთად ვიყავით გვიანობამდე,პროსტა მერე ხითაროვის სასტავზე იწევდა და მე იმათთან არაფერი მესაქმებოდა და წამოვედი რა..
-ხითაროვი ვიღაა?
-შენს ძმას და მაგას ადრე რაღაც შელაპარაკება მოუვიდათ..იტოგში დიდი ამბავია,ვნერვიულობ,ვერც ვურეკავ გიოს.
-საშინლად დამღალა ჩემმა ძმამ და მისმა დაუსრულებელმა შელაპარაკებებმა.

მეტროში ჩავედით.
***
კიბეები ავირბინე,სახლში არავინ იყო,არც ტელეფონს პასუხობდნენ.ცოტახანში დედამ დარეკა,გიორგი  დაჭრილი იწვა საავადმყოფოში.ტაქსით გავედი,დერეფანში დედა,მამა და მამას მეგობარი მიხეილ დადიანი ისხდნენ.
-გამარჯობათ-მივესალმე მიხეილს-როგორაა?-მივუტრიალდი აცრემლებულ დედას.
-ცუდად,დანით აქვს ჭრილობა მიყენებული მუცელში ორჯერ...-ტირილი აუტყდა,თვალებში დამიბნელდა,მუხლებზე დავემხე,არ მახსოვს როგორ აღმვჩნდი სახლში.
***

-როგორაა? -მომიახლოვდა ლილე და ყავის ჭიქა მომაწოდა.
-ისევ უგონოდაა.სამი კვირა გავიდა და არაფერი შეცვლილა,საერთოდ არაფერი...
-ეს ისევ არ გშორდება?-მანიშნა დერეფნის ბოლოში მდგარ მიხეილის შვილზე.
-რავიცი,არა
-ისე ძალიან სიმპატიურია...
-ჰო,ალბათ,უბრალოდ ახლა გაპრანჭვის თავი არ მაქვს..
-ჰო,მესმის...
-ნიკო სადაა?
-რავიცი..მაგის ძიძა კი არ ვარ ...სოფელშია ჩასული,ბებო ყავდა ცუდად,ხვალ ჩამოვა..
-ძალიან სასაცილოები ხართ..
-სულაც არა!

***
ერთვი თვის თავზე გიორგი გონზე მოვიდა. პოლიცია სისტემატურად კითხავდა,ამ ჩხუბზე ხელჩასაჭიდი ვერაფერი ნახეს,ჩემი ძმის "მკვლელი" კი ისევ თავისუფალი დაწანწალებდა.
-იქნებ თქვა ბოლოს და ბოლოს ვინ გაგიმეტა სასიკვდიკოდ.-პალატის კარი მივხურე და საწოლს მივუახლოვდი.
-იოცნებონ... არავის გასარკვევი არაა,მეთვითონ გავარკვევ..
-შენი გარკვეული ამბები ყოველთვის სისხლით მთავრდება.
-არაა შენი საქმე.
-იცი რას გეტყვი...დავიღალე!!! შენზე უშედეგო ნერვიულობით დავიღალე,დამღალა შენმა დაუსრულებელმა ჩხუბებმა,ატირებულმა დედამ,შერცხვენილმა მამამ!! 21 წლის ბიჭი ხარ,არავის არაფერი დაუკლია შენთვის,მამა წელზე ფეხს იდგამს რომ ჩვენ არაფერი მოგვაკლოს,მაგრამ იცი რა?შენ ერთი განებივრებული დედიკოს ბიჭი ხარ,და ერთ-ერთ ასეთ ჩხუბს სანამ არშეეწირები,არ მოისვენებ!-თავი ვეღარ შევიკავე,ვტიროდი.
-მამენტ მართალი ხარ -აუღელვებლად მიპასუხა.
ავდექი და სწრაფი ნაბიჯით გამოვედი პალატიდან. წინ რეზი დადიანი შემხვდა.
-რა გჭირს?
-დავიღალე გესმის?! ამ ადამიანს სძულს სიცოცხლე და უნდა რომ ყველას ყველას გაგვიმწაროს!!!

რეზი მამას დაბადების დღეზე გავიცანი,როდესაც მიხეილი თავის ოჯახთან ერთად გვესტუმრა.მას შემდეგ რამდენმჯერმე დამირეკა,მომიკითხა,ერთხელ კინოშიც დამპატიჟა,მაგრამ გამოცდების გამო უარის თქმა მომიწია. ამ 4 კვირის განმავლობაში სისტემატიურად მაკითხავდა საავადმყოფოში,ყველანაირად ჩემს გვერდით იდგა.
გულში ჩამიკრა,ვტიროდი,მინდოდა ყველა და ყველაფერი გამქრალიყო და სულ ცოტა ხნით,სულ ცოტა ხნით სიმშვიდეში მეცხოვრა.

***
ნიკომ გამომიარა და უნივერსიტეტში მანქანით წავედით.გვერდით აკო ეჯდა,უკან მე და ლილე მოვკალათდით
- ლექციაზე ვაგვიანებ,ცოტა სწრაფად-აბუზღუნდა ლილე
-გაგიჩერებ და ტაქსით წადი.
-ოფ,შემაშინა.გააჩერე..
ნიკომ მანქანა გააჩერა.ლილე ჯერ დაიბნა,ნიკოს თვალი თვალში გაუყარა,სწრაფად გამოაღო კარი და მანქანიდან ისკუპა.
-კარგით რა,რას ბავშვობთ!-ვეღარ მოვითმინე.
ლილემ კარები მთელი ძალით მოხურა,ნიკომ მანქანა სწრაფად დაძრა.
-აი,რა უნდოდა?!-ახლა აკო აბუზღუნდა.
-მიგაყოლებ ახლა ლილეს-გადახედა ნიკომ გვერდით მჯდარ აკოს.
ტელეფონზე რეზი მწერდა,საღამოს ბაიკერების შეჯიბრზე მთხოვა წავყოლოდი და მეც დიდი ხვეწნის შემდეგ დავთანხმდი.

-დღეს საღამოს მაგრად უნდა გავერთო..-დაიწყო აკომ.
-ბაიკების შეჯიბრზე მოდიხარ?-ვკითხე მხიარულად.
-მე კი მივდივარ მაგრამ შენ ??-გაოცებულმა გადმომხედა
-რეზიმ დამპატიჟა,დადიანმა..
-მიშას ბაღანამ?
-კი-გამეცინა
-არ მევასება ეგ ტიპი რა..-მიტრიალდა აკო.
-შენ ვინ გევასება საერთოდ?-ვკითხე უკმაყოფილოდ
-მაგალითად ნიკო..
-შენ ახლა ბიჯო ნუ...- სასაცილოდ გადახედა ნიკომ.
-ძმობის პონტში რა-სიცილითვე აყვა აკო-ლეკა,ეგ ბიჭი ძაან რაღაცნაირია,აი მამიკოს ფულები და ამბები რა...
-მე მსგავსი ვერაფერი შევატყვე.
-კაი ბატონო...შენი საქმის შენ იცი.

***
საღამოს ლილემ გამომიარა,ტყავის შარვალი,ტყავის დიდი ბათინკები და ქურთუკი ეცვა.
-მიხარია რომ მოდიხარ...ბაიკერს გავხარ..
-სადაც მიდიხარ იქაური ქუდი დაიფარეო თუ როგორცაა...და შენ რა გაცვია გაფიცებ...-გაოცებულმა ამათვალიერა.წითელი მოკლე კაბა მეცვა.
- ბაიკზე ამით ჯდები?
-და ვინ თქვა რომ ბაიკზე ვჯდები?
-ააა არ ჯდები?-სიცილი აუტყდა-რამე შარვალი ჩაიცვი...თან რაღაცნაირი ამინდია,იწვიმებს...
-არ იწვიმებს..ნიკო სადაა?
-მოვა მალე.
-მიხარია ერთად რომ მოდიხართ
-ერთად არ მოვდივართ,უბრალოდ ერთი ბაიკით მოვდივართ.აკოც მოდის,ის გოგო "დაკერა" სემინარზე ერთად რომ არიან...მთელი თვე იჩალიჩა ტიპმა და მაინც თავისი მიიღო...
-აკოს არაფერი არ შეცვლის...
-ნიკო მოვიდა. ჩავედი მე და იქ გნახავ.
-მიდი.

რეზის დავურეკე,ვუთხარი რომ მოედანზე თვითონ მივიდოდი.ტაქსით გავედი.საღამოს 8 საათი იყო,დაბნელებას იწყებდა,საშინელი ხმაური და ბაიკების ზუზუნი ისმოდა. ლილეს დავურეკე და 10 წუთიანი ძებნის შემდეგ მივაგენი. ნიკოს ეწუწუნებოდა.
-რაიყო ლეკა,კარნავალზე მიდიხარ?-გადმომხედა ნიკომ.
-ჩემს კაბაზე არაფერი თქვა...-გამეცინა.
-კარგი,მაშინ კეტებზე დაგცინებ
-კეტებს რას ერჩი?
-ხოდა მეც მაგას ვამბობ,ანუ კაბაზე უნდა დაგცინო..
რეზიმ დარეკა,მოედნის შესასვლელთან მელოდებოდა.
-მე წავედი,რეზის ვნახავ.
-არ იცელქო-თვალი ჩამიკრა ლილემ.
გასასვლელისაკენ წავედი,ჩემს გვერდით მდგარი მოტოდან სტვენა მოისმა,ინსტიქტურად გავიხედე.შავ დიდ მოტოს 21-22 წლის ბიჭი მიყრდნობოდა და დამცინავი მზერით მიყურებდა.
-რას მომჩერებიხარ?
-პრინცესების ადგილი აქ არაა
-პრინცესა არ ვარ
-ოჰ კაი კაცო,რას ლაპარაკობ.
გამეცინა.ახლოს მოვიდა.
-მე აჩი ვარ,აჩი ხითაროვი..-ხელი გამომიწოდა.
-ხითაროვი?-ნაბიჯი უკან გადავდგი
-კი,ხითაროვი.-ხელი უხერხულად ჩაწია.
-მეჩქარება-სწრაფი ნაბიჯით გასასვლელისაკენ წავედი.
რეზი დავიანხე.
-ვინმე მოგდევს?
-არა..
-შეშინებული მეჩვენები.
-არაფერია.
-კაბა რამ ჩაგაცმევინა?
-რა?!-გაოცებულმა შევხედე.
-აქ პირველად ხარ?-გაბრაზებული ტონით იკითხა რეზიმ.
-კი!-იგივე ტონით ვუპასუხე.
-აუ ჩემი.. რა ვქნა ახლა?მეწყვილე მჭირდება,შენ მაგ კაბით მოტოზე ვერ დაჯდები,ასე უცებ ვინ ვნახო...
-შეჯიბრში იღებ მონაწილეობას?
-კი!-ისევ უხეშად მიპასუხა.
-მისმინე,ასე უხეშად ვისაც გინდა იმას ელაპარაკე,უფლებას არ მოგცევ ასე მელაპარაკო!!-ვყვიროდი.
-პრობლემაა რამე?-უკნიდან ნაცნობი ხმა მომესმა.სწრაფად მოვტრიალდი.ჩემს წინ შაგმვგვრემანი,მაღალი ბიჭი იდგა.საშინლად ლამაზი შავი თვალებით და ცხვირით.ოდნავ წამოზრდილი წვერით და მოკლე თმით-აჩი ხითაროვი.



№1 სტუმარი elen

ramoicdis axla shemdeg tavamde❤ dzalian momewonaa

 


№2  offline წევრი livy

elen
ramoicdis axla shemdeg tavamde❤ dzalian momewonaa

Dges davdeb

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent