შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობი ნაცნობები (ნაწილი 4)


22-11-2016, 22:34
ავტორი ანტა
ნანახია 1 601

ბიბლიოთეკაში ვართ. დივანზე კომფორტულად ვზივარ. ხელში ვაჟა-ფშაველას ლექსები მიჭირავს და სახეზე მაქვს აფარებული. წიგნს ცოტა დაბლა ვწევ და უცნობისკენ ვაპარებ მზერას. მაგიდასთან ზის. წინ რამოდენიმე წიგნი აქვს გადაშლილი. ხელში კალამი უჭირავს და დროდადრო რაღაცეებს ინიშნავს. გაოგნებული ვარ. დილით არც ყვირილი იყო არც ჩხუბი და არც სიცილი. ჩემს გეგმას არანაირი შედეგი არ გამოუღია. თუ იმას არ ჩავთვლით რომ ჩემი წასვლა გადაიდო. როგორც უცნობმა თქვა ეს იმიტომ რო ჭკუა ისწავლოო. მოულოდნელად დგება ფუცლებს რვეულში დებს, წიგნებს ხურავს და ოთახიდან გადის. გაფრთხილებული ვიყავი მისი ნივთებისთვის ხელი არ მეხლო მაგრამ ადამიანები ხომ იმას ვაკეთებთ რაც აკრძალულია. წიგნი დავხურე და წამოვდექი. მაგიდას მივუახლოვდი,უკვე რვეულის გადაშლას ვაპირებდი კარი რომ გაიღო. ერთბაშად გაწითლდა მაგრამ მალევე დაიწყნარა სახე და უკანმოუხედავად გაბრუნდა. ვერაფერი გავიგე. რვეულს თავი ვანებე და უკან გავყევი. სამზარეულოში ვნახე, ხელებით მაგიდაზე იყო დაყრდნობილი,ზურგით ჩემგან და მძიმედ სუნთქავდა.
-წაიკითხე?
-მმმ... არა... მე... არ მინდოდა... უბრალოდ... მმმ... დამაინტერესა.
-კარგი,არაუშავს.-თქვა და გარეთ გავარდა. ერთი ღრმად ჩავისუნთქე რომ ნერვები დამეწყნარებინა და უკან გავყევი. უბრალოდ არ შემეძლო არ წავყოლილიყავი, თავს რაღაცნაირად დამნაშავედ ვგრძნიბდი მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი არაფერი დაიშავებია. ტბის ნაპირას იჯდა. რამოდენიმე ნაბიჯის მოშორებით გავჩერდი.
-რატომ გარბიხარ ასე უაზროდ?ჩემზე გაბრაზებული ხარ?კარგი ბოდიში რომ საერთოდ იმ რვეულის გადაშლა გავიფიქრე.აჰა ახლა კმაყოფილი ხარ?!-ელვის სისწრაფით წამოდგა. სახეზე ეშმაკური ღიმილი ეხატა.ჩემკენ ერთი დიდი ნაბიჯი გადმოდგა და ყველაფერი დატრიალდა.ორ წამში მხრებზე ვყავდი გადაკიდებული.
-რას აკეთებ იდიოტო!!!
-რაღაც ჩამოცხა,არ გინდა გავგრილდეთ?-ჩემს პასუხს არ დაელოდა ისე გადახტა. ღრმად ჩავისუნთქე და თვალები დავხუჭე. წყალზე ზურგით დავცი. მთელი ძალით მოვხვიე უცნობს ხელი. წყლიდან ამოყვინთა და მანაც ძლიერად მომხვია ხელები.
-არ მითქვამს რომ ჩემი ტანსაცმელი ძალიან გიხდება?-დღესაც მისი მაისური მეცვა ოღონდ სალათისფერი რომელზეც ჩიბუხი ეხატა.გააზრების შემდეგ თვალები ვჭყიდე და სასწრაფოდ გავშორდი.
-განსაკუთრებით სველი-თქვა და თმაზე ხელი გადაისვა მე კი მაისურს დავხედე,სველი მაისური სხეულზე მიმკრობოდა და მის ქვეშ ყველაფერი მიჩანდა.
-აუტანელი ხარ!-ვუთხარი და წყლიდან ამოვედი.უცნობმა მზერით გამაცილა. ბიბლიოთეკას მივაშურე. გაბრაზებული ჩავეშვი დივანზე ისე რომ არ მივაქციე ჩემს სველ ტანსაცმელს ყურადღება. დასამშვიდებლად სახეზე ხელი მოვისვი.
-იდიოტი!კრეტინი!შტერი!-სალანძღავი სიტყვები არ მენანებოდა. შემდეგ ისევ ვაჟა-ფშაველა ავიღე და კითხვა დავიწყე. ნელ-ნელა სანთლები იწვებოდა და იატაკზე იღვენთებოდა. რამოდენიმე სანთელი  ჩაიწვა და ოთახში ჩამობნელდა. ახალი სანთლების მოსატანად წავედი.
-უხნობო!სანთლები მინ...-სიყყვები პირზე შემახმა. უცნობი იატაკზე ეგდო,სახე ასწითლებოდა და ვერ სუნთქავდა. მაშინვე მივვარდი თავი წამოვაწევინე კალთაზე დავიდე.
-ინ..ინჰალატ..
-სად დევს?ოჰ ღმერთო გონება არ დაგარგო!-ვუყვირე როცა თვალები დახუჭა
-..ტუმ...ბოში.-ისევ იატაკზე დავაწვინე და სწრაფად ავვარდი მის ოთახში. ტუმბოს უჯრა ლამის გამოვგლიჯე და ძებნა დავუწყე.
-ვიპოვე!-ხელი დავავლე და ისევ უცნიბთან დავბრუნდი.
-იდიოტო!ამის ხმარება არ ვიცი!ვუთხარი,ხელში ჩავუდე და პირთან მივუტანე. ძალა მოიკრიბა და ინჰალატორიდან ჰაერი ღრმად შეისუნთქა.
-მა...დლობ.-სანამ გონებას დაკარგავდა დივანზე დავაწვინე.არეული თვალებით შემომხედა და ჩემს კალთაში დაკარგა გონება.
-ახლა რა გიყო?-ისე ვკითხე თითქოს მიპასუხებდა.თვალცრემლიანმა გაუღიმე და ჩხვლეტია წვერზე თითის ზურგი გადავუსვი.-ჯანდამა შენს თავს უცნობო...შემაშინე.-ჩემს თვალს ცრემლი მოწყდა და უცნობს შუბლზე დაეცა. ერთს მეორე მოყვა და ასე დავასველე ჩემი უცნობი...
  თვალებს ვახელ. არ მახსოვს როდის ჩამეძინა, ნესტოებს ნაცნობი გრილი სურნელი მიწვავდა. უცნობს ხელები წელზე შემოეხვია და სახით ჩემს მუცელს ეკროდა.თითები უცნობის თმებში ამხლართვოდა.მოულოდნელობისგან ლამის დივნიდან გადმოვარდი.ნელა დავიწყე წამოწევა. როდესაც უცნობმა წინააღმდეგობა იგრძნო, უფრო ძლიერად ჩამეჭიდა.ამოვიოხრე და ბედს დავმორჩილდი.ისევ თავდაპირველ პოზას დავუბრუნდი და თვალები დავხუჭე.
ძილ-ბურანში ვიყავი როცა კარი გაიღო და ბიჭები შემოვიდნენ. გაცისკროვნებული სახეებით მოაბიჯებენ. ქერა, მაღალმა ბიჭმა რომელსაც ცალ ხელში ლუდის ბოთლები ეჭირა პირველმა შეგვამჩნია. ჯერ თვალები დააჭყიტა მაგრამ მალე მოეგო გონს. მინდოდა წამოვმხტარიყავი მაგრამ ძალა არ მქონდა. ქერა მიბრუნდა და დანარჩენების გაჩუმება დაიწყო. წამებში ირგვლივ ბურუსი ჩამოწვა,ქუთუთუები დამიმძიმდა და თვალები უნებურად დამეხუჭა.
 გრილ სურნელს ღრმად ვისუნთქავ. ფეხებზე პლედი მაფარია. დიდი ხანი მჭირდება იმის მისახვედრად რომ უცნობის მკერდზე მიდევს თავი.მისი გულის რიტმული ფეთქვა უჩვეულოდ მამშვიდებს,ისეთი შეგრძნება მეუფლება თითქოს იგი ყველასგან და ყველაფრისგან დამიცავს. თვალებს ოდნავ ვახელ და ვხედავ ირგვლივ ბიჭებით ვარ გარშემორტყმული. ერთი სავარძელზე ზის, ორი იატაკზე, ერთი კი მაგიდაზეა შემომჯდარი. ყველას ლუდის ბოთლები უჭირავს. უცნობს ერთი ხელი ჩემს ზურგზე აქვს შემოვლებული მეორე თავქვეშ უდევს.სახით ბიჭებისკენაა მიბრუნებული. მე ყურადღებას არავინ მაქცევს. ისევ დავხუჭე თვალები და მათ საუბარს დავუგდე ყური.
-საინტერსო გოგო ჩანს.
-ალბათ საინტერესო ისტორიაც ექნება. აქ როგორ მოხვდა?
-ერთ დღეს ალბათ თვითონ მოგიყვებათ მაგრამ არამგონია ეგ დღეს მოხდეს.
-სულ ასეთი დამპალი ხარ!
-ჩუმად იდიოტო. გააღვიძებ.-მივხვდი ეს ჩემი შანსი იყო. ღრმად ჩავისუნთქე თითქოს ახლა გამოვერკვიე ძილიდან და თვალები ავახამხამე.
-ოჰო,გამოიღვიძა ქალბატონმა.-ქერა სავარძლიდან წამოწეულიყო და ლაღად იცინოდა.
-იდიოტო არ შეაშინო-შეუღრინა უცნობმა. ღიმილით შემომხედა და თმზე ხელი ჩამომისვა. წამოვჯექი,თვალები ავაფახულე და უცნობს გავუღიმე,თვალებში ვუყურებდი და ნაცრისფერ ბურუსში ვიკარგებოდი.
-ოჰო!ეს რაღაც ახლია,ადრე მარტო ჩვენთან იცინოდი, ვეჭგიანობ პატარავ. -მყუდროება ამჯერად წითურმა დაგვირღვია.
-საბა რომ ავდგები ნაწილებად დაგშლი.
ახლაღა მივაქციე ბიჭებს ყურადღება. ქერას ლუდი მოეყუდებინა და მისი დალევით იყო გართული,წითური ენას არ აჩერებდა და ერთდროულოდ ელაპარეკებოდა ყველას, შავ თმიანი ბიჭი ჩუმად იჯდა და უცნაური ლურჯი თვალებით იყურებიდა ირგვლივ, ყველას და ყველაფერს აკვირდებოდა. ყავისფერ თმიანი ბიჭი კი ისე მიღიმოდა მეგონა უნდოდა მისი პირის ღრუ გამომეკვლია.
-ესენი ჩემი ძმები არიან. -მითხრა მშვიდად უცნობმა და ხელით ბიჭებისკენ მიმითითა.
-სასიამოვნოა მე... -სიტყვა ჩემს მაგივრად უცნობმა დაამთავრა.
-ეს ლილია.-უჩვეულოდ ფრთხილად მოსწყდა მის ბაგეებს ეს სახელი, გული დამწყდა რადგან იგი მე არ მეჯუთვნოდა მაგრამ მაინც გამიღიმე. .
-მე ბექ ვარ,ბექა ვიბლიანი.-კვლავ ისე გამიღიმა რომ მთელი პირის ღრუ გამოაჩინა.
ყავისფერი თმები და ლამაზი მწვანე თვალები ჰქონდა.
-მასთან სვანებზე ხუმრობების მოყოლას არ გირჩევ-"ჩუმად"გადმომილაპარაკა უცნობმა.
-ყველანი სამზარეულოში!-გაისმა სამზარეულოდან, ბიჭები ერთმანეთთან ღლაბურცით მიიწევდნენ სამზარეულოსკენ.
-მალე მიეჩვევი.-მითხრა უცნობმა. შუბლზე წამიერად დამადო ცხელი ტუჩები და წამოდგა. ჯერ კიდევ არ ვიყავი ბოლომდე გამოფხიზლებული, ამას დამადებული უცნუბის ცხელი ტუჩები რომელთაც ჯერ კიდევ ვგრძნობდი შუბლზე, არეული ნაბიჯებით წავედი სამზარეულოსკენ და მაგიდას დავეჯახე. ისე დავხედე თითქოს აქამდე აქ არ ყოფილიყო.
-მოდი,თორემ კიდევ რაღაცას შეეჯახები-მოულოდნელად უცნობის ცხელი ხელი ვიგრძენი წელზე და ჟრუანტელმა დამიარა. მისი დახმარებით ცოცხალმა მივაღწიე სამზარეულოს. ბიჭები ირგვლივ დაფუსფუსებდნენ და მაგიდას შლიდნენ.
-აბა ახლა დაეყარენით და ჭამეთ. -ყველა მივუჯექით მაგიდას. გაზთან მდგომი წითური შემობრუნდა და მაგიდის შუაში შემწვარი კარტოფილი დადო. შემდეგ ისიც მიუჯდა სუფრას და საუბარში ჩაერთო. მე როგორც უცხო აწურული ვიჯექი და ბიჭებს თვალს ვადევნებდი. როგორც ჩანს ქერა მიხვდა რა უხერხულად ვიჯექი.
-მოიცა არ უნდა გაეცნოთ ადამიანს?!-წამოიძახა ქერამ. -დემეტრე ერისთავი.ისე ჩვენში დარჩეს და ამათ მე რომ არ ვყავდე ალბათ მოკვდებოდნენ მოწყენილობით.-სინანულით გაიქნია თავი და არარსებული ცრემლი მოიწმინდა.
-მართალია შენ და შენი ხუმრობები რომ არა...-ლაპარაკში შავთმიანი ჩაერთო, მაგრამ წინადადება არ დაასრულებინეს და პირზე ხელები ააფარეს. ახლა მივაქციე მათ ყურადღება,შავთმიანის ორივე მხარეს წითური ბიჭები იჯდნენ. თვალები ავახამხამე,მეგონა მეჩვენებოდა. სიტუაციის გარკვევაში უცნობი დამეხმარა.
-ესენი ტყუპები არიან,საბა და რეზი.დამიჯერე ზედმეტად კრეატიულები არიან.ეს კი ჩვენი მწარე ანდრეაა.მიმითითა ლუჯთვალება ბიჭზე.ბიჭებს გავუღიმე და კარტოფილს ჩანგლით დავუწყე წვალება.
-ალბათ მიხვდი რომ რამოდენიმე დღე აქ მოგიწევს დარჩენა.-გაკვირვებულმა გავხედე უცნობს რომელსაც მოესწრო საუბარში ჩართვა და გულიანად იცინოდა.
-მმ..არ მშია ასე რომ დაგტოვებთ.-ვთქვი და ფრთხილად წამოვდექი.
-სად მიდიხარ?-მკითხა დემეტრემ.
-ბიბლიოთეკაში მე...
-წადი..-მითხრა უცნობმა და თბილად გამიღიმა.



№1 სტუმარი Takia

Sakmaod sainteresoaaaa dzaan damainteresa da momewona gaagrdzele

 


№2  offline წევრი ანტა

Takia
Sakmaod sainteresoaaaa dzaan damainteresa da momewona gaagrdzele

ძალიან მიხარია რომ მოგწონსს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent