?!.
როცა წყენისა და დაკარგვის შემდეგ მიხვდებით,რომ ცხოვრება გრძელდება მათ გარეშე ვინც ვერ დაგაფასათ,როცა თქვენში ჩაისახება პატარა იმედის ნაპეწკალი,მაშინ მზად ხართ ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ. ნოემბერი. მიყვარს ეს თვე. ყვითელი ფოთლები,ლურჯი ცა და წვიმისფერი ბუნება,დანამული ბალახები და გადამფრენი ჩიტები. მოგონებები. 02\11\16 მომაბაზრებელი ერთფეროვნება ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილია.ბევრჯერ ვცადე მისი გაფერადება,თუმცა უშედეგოდ. ადამიანები გამირბიან,ალბათ ზედმეტად ბანალური ვარ. 03\11\16 დავიღალე.მთელი დღის განმავლობაში არაფერი მომხდარა.სკოლა,სახლი,წიგნები,ლოგინი.დღეს მხოლოდ ფლეილისთი მიფერადებს,კიდევ კარგი. 04\11\16 დღეს ვისვენებ.ვწევარ,სიმღერებს ვუსმენ და არავიზე ვფიქრობ. წავედი. 05\11\16 ყველაფერი ვიმეცადინე,თუმცა ახლა მაინც უსაქმოდ ვარ.მოვიწყინე. ფიქრს ვაპირებ მაგრამ ახლა იმდენად დაღლილი ვარ ამის თავიც არ მაქვს. 05\11\16 (ღამე) მოგონებები. ისევ და ისევ. ვფიქრობ და ვხვდები,რომ ჩემი აწმყო და წარსული არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან...არც მე განვსხვავდები ვინმესგან,თუმცა ჩემი ცხოვრება მაინც მოსაწყენია. მიუხედავად ამისა ჩემი ოცნებები ჩემს ცხოვრებას მაინც არ უკავშირდება.თუმცა ფანტაზია მაქვს იდეალური.როცა ჩემს მომავალს გადავხედავ,თვალწინ გამუდმებით ერთი ადამიანი მიდგას.მას არ ვიცნობ,არ მინახავს. 06\11\16 (და ა.შ)... ვერ ვიტან სიარულს,მაგრამ მაინც გადავწყვიტე გასეირნება. რუსთაველი. არ მიყვარს ეს ადგილი,მუდამ ხალხმრავლობაა.რა ჯანდაბა მინდა აქ?! დღეს ვერ ვარ კარგად. ნაცნობი. როგორ გამიხარდა მისი ნახვა(ირონია). გაგიკვირდებათ და გავესაუბრე,კაფეშიც დავაპატიჟებინე თავი.ვზივართ და წაშლილი სახით სისულელეებზე ვესაუბრები.ჩვენი შესანიშნავი საუბარი ტელეფონის ზარმა გაწყვიტა(კიდევ კარგი). მისამართი და კაფის სახელი ჩააწერინა,ზრდილობიანად გამიღიმა და ყავა მოსვა. გარეთ საშინლად ცივა,რადგან ყავას ვერ ვიტან,ვცდილობ ჩაით მაინც გავთბე. სანამ ხედის ყურებით ვტკბები,ჩვენს მაგიდას ახალგაზრდა,გაფითრებული და “აკანკალებული” ყმაწვილი მოუჯდა. გადამიკოცნა ნაცნობი და საინტერესოდ მომაჩერდა. -ეს მარიამია. -მე ალექსი. ზრდილიბიანად გავუღიმე,მადლობაც გადავუხადე(ნაცნობს) და კაფე დავტოვე. რა თქმა უნდა ასე წყნარად და მშვიდად ვერ დავაღწევდი თავს იქაურობას,მობილური დამრჩა. -გოგონი. ვერ ვიტან მიმართვის ამ ფორმას,მზად ვიყავი თავში რამე ჩამეცხო ან გემრიელად მეგინებინა,თუმცა ტელეფონი.მხოლოდ ამის ხათრით შევიკავე თავი. სასწაულების გჯერათ? წიგნებს მიჯაჭული ახალგაზრდა,რომელიც მხოლოდ სიმღერებით ერთობა. მეტისმეტად ბანალური და სათავისო ცხოვრებით. მიკვირს თუ რატომ ვწუწუნებ იმაზე,რომ ცხოვრებაში არაფერი იცვლება. ადამიანები საკუთარ ბედს თვითონ წარმართავენ.როცა თავად მე არ ვცდილობ რაიმეს შეცვლას,სიახლეების შემოტანას და გამრავალფეროვნებას რა ჯანდაბა მაწუწუნებს? სასწაულების გჯერათ? გაფითრებული ყმაწვილი შემხვდა. უფრო სწორედ მე შევხვდი. არა,ისე არაა როგორც გგონიათ. წიგნები. ყველაფერი მათი ბრალია. წიგნს,რომელსაც თვეებია ვეძებ ვპოულობ,თუმცა უცნობის სახლში. როდესაც სოც. ქსელში განვაცხადე,რომ ვეძებდი ერთ-ერთ წიგნს, ის ნაცნობი გამომეხმაურა,კაფეში რომ “დამპატიჟა” და მითხრა რომ წიგნი მას ჰქონდა,თუმცა ამჟამად განათხოვრებული იყო...მის ასაღებად ერთად წავედით და ასე შევხვდი იმ ბიჭს. რაღა დაგიმალოთ და ისეთი სახლი აქვს,ბავშვობაში რომ მინდოდა: პატარა,მყუდრო,არც მეზობლები ყავს ახლოს და არც მთავარ გზასთანაა ახლოს. სახლში შესვლისთანავე ავღნიშნე ეს ფაქტი,მას კი მადლობაც არ უთქვამს. როგორც სჩანს მოვაცდინეთ,კითხულობდა. როგორც მითხრა (ნაცნობმა) დიდი ხანია რაც ეს წიგნი ამ ვაჟბატონს აქვს,ხოდა ამ მომენტის “გამაზვას” არ ვაპირებ. -საუკუნეა რაც აქ გაქვს და მაინც და მაინც ახლა კითხულობ? ისე გამომხედა,ლამის იყო ბოდიში მომეხადა და გამოვსულიყავი იქიდან. ვხუმრობ. ამ ქვეყნად არავის ძალუძს (მითუმეტეს ბიჭს) ასე მაფიქრებინოს,ბოდიში მომახდევინოს და ჩემი საქმის დასრულება არ მაცადოს. -ცოტა დამრჩა,თუ დამელოდებით აქვე დავამთავრებ. -ახლა ამას ველოდო? -გეჩქარება სადმე? წიგნების კარადა გავსებული ჰქონდა. ბუკოვსკი. სერიოზულად?! ნელ-ნელა ვხვდები თუ როგორი პიროვნებაა. იქნებ ღირდეს გაცნობად? თუმცა ასეთი ცივი მზერით თუ დამიწყო ყურება,სურვილი უმალვე გამიქრება. -ყავა გნებავთ? - … -გაიცინა(ალექსმა) თავიდან ვცდილობდი სერიოზული სახე ბოლომდე შემენარჩუნებინა,თუმცა დიდხანს ვერ გავძელი… მგონი დროა, მიხვდეს ჩემი ნაცნობი,რომ ზედმეტია და დაგვტოვოს. მობილური რეკავს. “დიახ...დიახ...გამოვდივარ უკვე”. მისი ტელეფონის ზარის ხმა შემიყვარდა. -წავედი მე,საქმე მაქვს...იმედია ერთმანეთს გაუგებთ. -მე ვეცდები… -მეც. მგონი ველოდებით თუ როდის დაიწყებს რომელიმე ჩვენგანი საუბარს. -ყავა მინდა. -შენს სახლში ყავის მომზადებას მთხოვ?! -არ მაქვს უფლება? -ყავა სადაა? -წამოდი. “თავი ისე იგრძენი,როგორც საკუთარ სახლში”-ო ამაზეა ნათქვამი. -მარიამ,ყავის მოდუღებაც არ იცი?! კარგი რა. -უკაცრავად?! მგონი შენ უნდა მიგეხედა. -შეხედე ეხლა ამას… რამდენს მიბედავს ეს თავხედი,თავის სახლში ყავის მიდუღებასაც არ კადრულობს და კიდევ აქეთ აქვს პრეტენზიები. ყავა დალია,მე ნამცხვარი მივირთვი და ისევ სასტუმრო ოთახში გავედით. აიღო ყურსასმენები,დივანზე მიკალათდა,მაგიდაზე შემოაწყო ფეხები და კითხვა დაიწყო. სერიოზულად?! ამაზე უხერხულად თავი არასდროს მიგვრძნია. ავდექი და წიგნებს დავუწყე თვალიერება. რემარკი,კოელიო,ტოლსტოი,ვერნი,მურაკამი,ბეროუზი… “გრეის ორმოცდაათი ელფერი”,სიცილი ამიტყდა,ვეღარ ვჩერდები. -რა ნახე? -დავიჯერო მოგწონს გრეის “ხერხები”? -საიდუმლოა. -მგონი ჯობია წავიდე,სანამ… -ნუ გეშინია,ჯერ არაფერს ვაპირებ,მითუმეტეს შენთან. იდიოტებივით ვიცინოდით დაახლოებით ათი წუთი. -მოვრჩი. ახლა შეგიძლია დაიწყო კითხვა,მაგრამ მხოლოდ იმ პირობით გაგატან თუ წაკითხვის შემდეგ შთაბეჭდილებებს გამიზიარებ. -ვნახოთ როგორ მოიქცევი. კარგი,უნდა წავიდე. -ძალიან თუ არ გეჩქარება დარჩი რა… 2წელია ერთად ვართ. მოგონებები. მიყვარს მათი გახსენება,სევდიანი თუმცა სახალისო წარსული იმედს მაძლევს...არ ვიცი რის იმედს მაგრამ… პატარაობიდანვე მჯეროდა,რომ წარსული უკვალო არასდროს ქრება. მეტიც,იმისიც მჯერა რომ მომხდარი კიდევ განმეორდება. დღემდე მიყვარს მისი ორგანულობა,მისი ბუნებრივობა.ბავშურ ხასიათს დართული,სერიოზული გამოხედვა. სასაცილო და მხოლოდ “თავისი” მიმიკები,კომპეტენტური რჩევები...მისი ჩახუტება. სეირნობის დროს,ქარში,ცივ ამინდში მის ჯიბეში გამთბარი ხელები… ზოგჯერ ეს ყველაფერი მჭირდება. როცა ადამიანის დაკარგის შემდეგ,სულში ახალი გრძნობები და ამბიციები იღვიძებს,როცა ყველაფრის იმედს იბრუნებ,მაშინ მზად ხარ ყველაფერი ახალი ფურცლიდან დაიწყო. ხოდა,მეც ვიწყებ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.