შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სადღაც შორს.... მთებში. თავი 2


25-11-2016, 19:47
ავტორი kato wiklauri
ნანახია 4 198

სოფომ მთელი დღე მაღაზიებში შეკვეთების დარიგებას მოანდომა. საღამოს როგორც იქნა დაასრულა და ამოისუნთქა. ახლა დასვენება შეეძლო. სახლში დაბრუნებამდე მის კუთვნილ მაღაზიაში შეიარა, რომელიც ახლახანს გაეხსნა და წარმატებით ფუნქციონირებდა.
-საღამო მშვიდობის ლია დეიდა.როგორ ხართ?აბა როგორ მიდის საქმეები?
-კარგად სოფო. ყველაფერი კარგად მიდის.შეიძლება ითქვას რომ ამ კვირაში კარგი შემოსავალი გვქონდა თითქმის აღარაფერი დაგვრჩა.-ანგარიში ჩააბარა მან.
-ძალიან ხომ არ იღლებით ლია დეიდა?თუ ვერ ასწრებთ საქმეს დამხმარეს ავიყვან.
-არა ჯერჯერობით ვასწრებ,არც ვიღლები. მაგრამ თქვენ თუ გინდათ...
-არა, არა, მე უბრალოდ თქვენთვის ვთქვი. რომ არ მინდა ძალიან გადაიღალოთ.
სოფო მობრუნდა და კაბინეტში შევიდა. რომელიც იქვე ჰქონდა მოწყობილი. პატარა და მყუდრო იყო, მხოლოდ სამუშაო მაგიდა და კარადა ეგდა საბუთებისთვის. ქალიც უკან მიჰყვა და საბუთები ჩააბარა მაღაზიაში არსებული მდგომარების შესახებ. თან ეტყობოდა რომ რაღაცის თქმა უნდოდა და ერიდებოდა. ბოლოს ვეღარ მოითმინა და მორიდებით დაიწყო.
-ერთი სათხოვარი მაქვს.
-მითხარი. -სოფომ საბუთები გვერდით გადადო და ინტერესით მიაჩერდა.
-რამდენიმე დღის ხელფასი წინასწარ რომ გამოგართვათ თუ შეიძლება. ჩემი მეუღლე თავს ცუდად გრძნობს და მინდა წამლები ვიყიდო.
სოფომ უხმოდ გამოხსნა უჯრა. იქიდან რამდენიმე მსხვილი კუპიურა ამოიღო და ლიას მიაწოდა.
-ეს ხომ მთელი თვის ხელფასია და იმაზე მეტიცაა.არა ვერ ავიღებ.- იუარა ქალმა.
-ლია მომისმინე. კარგად ვხვდები შენი ქმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არაა, ისიც კარგად ვიცი რომ მას გამოკვლევები სჭირდება. ამიტომ გამომართვი ეს ფული და საავადმყოფოში წაიყვანე.რამდენიმე დღით გაგანთავისუფლებ, აქაურობას მე მივხედავ.-უთხრა სოფომ, მერე ქაღალდზე რაღაც წააწერა და მიაწოდა.-ეს ჩემი მეგობარი ექიმის სახელი და გვარია და საავადმყოფოს მისამართი. მიდი და ის იკითხე. დაგეხმარება.
-ეს.. ეს.. მე არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ. ღმერთმა დაგლოცოთ.- დაიბნა ქალი და თავჩაღუნული იდგა.
-არ არის სააჭირო მადლობა და შეწუხება, უბრალოდ ერთს გთხოვთ არავის უთხრათ რომ მე გაგაგზავნეთ და ჩემს შესახებ არაფერი წამოგცდეთ.
-როგორც იტყვით, ქალმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და სოფო მარტო დატოვა. ცოტა ხანს კიდევ დაჰყო მაღაზიაში ხარჯთაღრიცხვები და შემოსავალი შეამოწმა. მერე საბუთები შეინახა. მაღაზია დაკეტა. უკვე გვიანი იყო. ბნელოდა. მოულოდნელად მანქანა გამოჩნდა სწარაფად მოდიოდა. გახედა. შავი ფერის მერსედესი იყო დაბურული მინებით. რაც უფო უახლოვდებოდა მით უფრო ანელებდა სვლას. წამით შეეშინდა და გულმა ბაგაბუგი დაუწყო. მანქანამ ნელი სვლით ჩაუარა. ისიც კი შეამჩნია რომ იქიდან ვიღაც დაჟინებით უმზედა.
-ალბათ მომეჩვენა,-ჩაილაპარაკა, როცა მანქანა კუთხეში გაუჩინარდა.სწრაფად გადაკეტა მაღაზია, მანქანში ჩაჯდა და სწრაფად დაძრა ადგილიდან....
***************

რეზო სასტუმროს ნომერში გაღიზიანებული და ჩაფიქრებული დაბრუნდა. ნომერში ერთ-ერთი საყვარელი ელოდა. რომელიც მაშინვე მისკენ წამოვიდა და ნაზად დაუწყო მოფერება.
-მომენატრე საყვარელო. მთელი დღე დამტოვე და წახვედი.
რამდენიმე დღის უკან ეს ალბათ მოეწონებოდა არც უარს ეტყოდა ალერსსა და სექსზე. მაგრამ დღეს არც ამის ხასიათზე იყო და საერთოდაც მარტო დარჩენა ერჩივნა. არც ის უნდოდა ქალისთვის ეწყენინებინა.აღგზნებული ქალი შეაჩერა. ხელები კისრიდან მოიშორა და სააბაზანოში შევიდა.თვითონაც ვერ ხვდებოდა რა ემართებოდა ან იმ გოგომ რატომ აღუძრა ასეთი ინტერესი. გაბრაზდა საკუთარ თავზე რატომ არ გადავიდა და არ გამოელაპარაკა. არადა მისგან ერთი ნაბიჯზე იყო. საკმარისი იყო მანქანა გაეჩერებინა.გოგოს სახეს რომ შეხედა შეშინებული თავლები ჰქონდა. ალბათ შევაშინეო გაიფიქრა და სიჩქარეს მოუმატა ჩაუარა გვერდით და კუთხეში შუხვია.
-ხვალ ისევ მივალ და ნამდვილად გამოველაპარაკები. გავარკვევ ვინაა. დაიიმედა თავი. წყალი გადაკეტა და გამშრალება დიაწყო.
-საყვარელო მალე გამოხვალ?-დაუკაკუნა კარზე ქალმა.პირსახოცი წელზე შემოიხვია და ოთახში დაბრუნდა.
-მაპატიე ანი. გასავლელი გავხდი საქმეზე. დათამ დამირეკა.არ ვიცი როდის დავბრუნდები. დაიძინე შენ.-იცრუა უცებ და ტანსაცმლის არჩევას შეუდგა. ამჯერად სპორტულად გამოეწყო. უარი თქვა შარვალ-კოსტუმსა და ჰასლტუხზე.სწრაფად გადაიცვა ტანსაცმელი და ოთახიდან გავიდა. ქვემოთ ჩადიოდა ბარში. ბევრი ხალხი არ იყო. მობილური ამოიღო და ნომერი აკრიფა.
-დათა სად ხარ?ჰკითხა როგორც კი უპასუხა ბიჭმა.-ჩამო რა ბარში ვარ.გელოდები.
რამდენიმე წუთში მეგობრები ვისკის სვავდნენ და საუბრობდნენ.
-აბა იტყვი რა მოხდა?
-ისეთი არაფერი. ჩაიბურტყუნა რეზომ.
-კარგად გიცნობ. რაღაც მოხდა ისე აქ არ დამიბარებდი და არც ასეთი სერიოზული სახე გექნებოდა. შენი რომელიმე საყვარელი ორსულადაა და ბავშვის გაჩენა გადაწყვიტა?ეს როგორ დაგემართა?აქამდე ასეთი რამე არ დაგიშვია.
-არა.
-აბა ნუ გადამრიე ადამიანო. ამოიღე ხმა.
-ერთი გოგოა რაა.
-როგორც ყოველთვის ქალი. აბა ისე როგორ შეიძლება.- ჩაეღიმა დათას.
-არა. ეს სხვა ქალია. ჩემი საყვარელი არ არის. არც კი ვიცნობ. უბრალოდ რამდენჯერმე მოვკარი თვალი. და ძალიან დამაინტერესა. მოსვენება დამიკარგა. აი რომ გითხრა ძალიან ლამაზია-თქო არა. ჩვეულებრივი გოგოა. არც მაკიაჟი, არც ზედმეტად მოდური ტანსაცმელი .არაფერი მსგავსი. მაგრამ მაინც რაღაცით მიმიზიდა.
-მდაა. საინტერესოა. ჩაილაპარაკა გაკვირვებით დათამ.-ვერ ვიტყვი რომ შეყვარებული ხარ. მაგრამ ძალიან მინდა ის ქალი გავიცნო. მან ხომ თვით მექალთანე რეზო ბექაური მახეში გააბა, ისე რომ თვითონაც არ იცის.-ჩაეცინა მას....


-სოფო ბებო. სუფრა გავშალე მოდი ვისაუზმოთ.-მარო ბებომ დაუკითხავად შეაღო სოფოს საძინებლის კარი. მაგრამ სოფო იქ არ დახვდა.-ნუთუ უკვე წავიდა.?-გაუკვირდა მას.
-აქ ვარ ბეე, არსად წავსულვარ. სააბაზანოდან გამოვიდა ის და სველ თმას იმშრალებდა.
-რამდენჯერ გაგაფრთხილე დილაადრიანად თავს ნუ დაიბან-თქო,-გაუწყრა ის.-გაცივდები
-ზაფხულია მარო ბებო, ზაფხული, რა გამაცივებს. გაეცინა სოფოს და ტანსაცმლის ჩაცმას შეუდგა.
-აქ ზაფხულსაც უნდა ერიდო. მესამე წელია აქ ხარ და როგორ ვერ დაიმახსოვრე.
გოგომ ჩაცმა დაამთავრა და ბებოს მიუბრუნდა.
-არაფერი არ მომივა. ხომ ხედავ როცა აქ პირველად ჩამოვედი რა ცუდად ვიყავი და მაშინ გადავრჩი, ახლა რაღა მომკლავს.-სოფო გარეთ გამოვიდა აივანზე და გაშლილ სუფრას მიუჯდა. ბებოც უკან აედევნა.
-მაგ დღეს რა დამავიწყებს, უცებ ერთ მშვენიერ დღეს მომადექი ერთი ჩემოდნით და უცნაური სურვილით. მაშინ მეგონა ხუმრობდი და მალე გადაგივლიდა აქ დარჩენის სურვილი.მეც არ გაწუხებდი. მეგონა გაზაფხულამდეც ვერ გაძლებდი. შენ კი მას შემდეგ მესამე გაზაფხულია აქ ხარ. ჩაეცინა მოხუცს და ჩაი ჩამოასხა ჭიქებში
-მაშინ აქაურობა გაპარტახებული იყო. ახლა კი ხედავ რა სილამაზეა. ერთი პერიოდი კი ვიფიქრე ნეტავ თუ შევძლებ-თქო.კი შემეპარა საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი, მაგრამ მალე ავიყვანე თავი ხელში და ახლა ხედავ მოსავლის აღებას ძლივს ავუდივართ. -ჩაეცინა სოფოს.
-სხვათაშორის მარტო აქაურობა კი არა შენც სხვანაირი გახდი. უფრო დამშვიდდი. წარსულზე აღარ ლაპარაკობ. ახლა უფრო ხშირად იღიმი.
-ეჰ თურმე ტკივილსაც ვეგუებით ხანდახან და მასთან ერთად ცხოვრებას ვსწავლობთ. სოფომ ჩაის უკანასკნელი ყლუპი მოსვა და სწრაფად წამოხტა.
-აბა წავედი. საღამოს არ დამელოდო, გვიან დავბრუნდები. დაიძინე.
-მაშინ მოიცადე ეს ხაჭაპურები გაიყოლე. ხომ ვიცი იქ არაფერს შეჭამ და მთელი დღე მშიერი იქნები. მარომ სწრაფად გაუხვია ხაჭაპურები, პარკში ჩადო და თითქმის ძალით გაატანა სოფოს.
-თავს გაუფრთხილდი შვილო. მიაძახა და პირჯვარი გადასახა.-უფალი გფარავდეს. ბოლო სიტყვები სოფოს არ გაუგია.ქალი ისე არასოდეს არ უშვებდა სახლიდან რომ არ დაელოცა და მისი ლოცვა არ გაეყოლებინა....
ნახევარი დღე შეკვეთების დარიგებაში გატარა სოფომ. იმ სასტუმროსაც ესტუმრა სადაც რეზო იყო დაბინავებული. შეკვეთა ჩააბარა და ვერც კი შენიშნა როგორ მისჩერებოდა ოთხი წყვილი თვალი...
შუადღით მაღაზიაში დაბრუნდა და მარტოდ დარჩენილ ზეზვას ეხმარებოდა. საღამოს დაღლილ-დაქანცულები კაბინეტში ისხდნენ და მარო ბებოს გამოტანებულ ხაჭაპურებს მიირთმევდნენ
-ზეზვა გახსოვს ჩვენი გაცნობის დღე. როგორ გაგიბრაზდი და გაწყენინე.
-არაუშავს. მაშინ მეც ზედმეტი მომივიდა. მთხოვე თავი დამანებეო და არ მოგეშვი.
-კარგი ბიჭი ხარ შენ, ძალიან კარგი.ძალიან მეხმარები და გვერდში მიდგახარ.იცი რა მინდა გთხოვო. რამდენიმე კარგი დამხმარე მჭირდება. მე უკვე ვეღარ ავუდივარ ამდენ საქმეს. რაც უფრო დრო გადის უფრო მემატება და აბა შენ იცი ყოჩაღი ხალხი შემირჩიე.
-კარგი ხვალვე მოვნახავ. სოფელში გავალ, ხალხს დაველაპარაკები.
-ოღონდ ძალიან გთხოვ პირველ რიგში ისეთები შეარჩიე ვისაც ძალიან უჭირს და არანაირი შემოსავალი არ აქვს.
-ხანდახან ვფიქრობ ამხელა გული საიდან გაქვს რომ ყველას სითბოს და სიყვარულს იტევს. ამხელა სიკეთეს აკეთებ ჩვენთვის.
-იქნებ საერთოდ არ მაქვს გული. ჩაილაპარაკა სოფომ.შესასვლელში იდგა და სულაც არ დაუნახავს როგორ შემოვიდა მამაკაცი მაღაზიაში და მას მიაჩერდა.
-არ შეიძლება ასეთი სულის ადამიანი უგულო იყოს.ბედნიერი იქნება ის მამაკაცი ვისაც ცოლად გაყვები.-უპასუხა ზეზვამ და უეცრად საუბარი შეწყვიტა. სტუმრისკენ წავიდა.მყიდველი დაბნეული იდგა.გოგოსთან დასალაპარაკებლად მოვიდა და პირიქით მოხდა. ახალგაზრდა ბიჭი გამოელაპარაკა.
სოფოს კი ისევ ეტკინა. სახე ეცვალა და წარსულში დაბრუნდა რამდენიმე წამით.ბოლომდე ვერ შეძლო წარსულის დავიწყება. რა ექნა მაინც ყოველ გახსენებაზე ეხსნებოდა ჭრილობა. რომელიც ამაოდ ცდილობდა პირის შეკვრას. სწრაფად მომზადა წასავლელად და დარბაზში დაბრუნდა.
-რა გნებავთ?-ზეზვა უკვე კლინტს ემსახურებოდა.
-ეს ვაშლი ამიწონეთ.-მოუჭრა მან და თან სოფოს არ აშორებდა თვალს. რომელიც წასავლელად ემზადებოდა.
-ზეზვა წავედი მე და აბა შენ იცი. მიხედავ ხო ყველაფერს?
-წადი სოფო. მე დავკეტავ მაღაზიას. სოფომ გვერდით ჩაუარა კლიენტ. საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება. ის კი დაჟინებით მისჩერებოდა და გულში ბრაზობდა რომ მაინცდამაინც ეს ბიჭი შეხვდა და არა ის. ვერც უარის თქმა გაბედა არადა გულინუცნაურად აუძგერდა მის დანახვაზე. როცა გარეთ გამოვიდა. მანქანა უკვე თვალს ეფარებოდა მოსახვევში.
-რა ჯანდაბად მინდოდა ეს ხილი. -შეიგინა ჩუმად და იქვე მოთამაშე ბავშვებს დაურიგა. მერე ფეხით აუყვა გზას სასტუმროსკენ.
"-იქნებ არც მაქვს გული.'''-სულ ეს სიტყვები ჩაესმოდა ყურებში რომელიც მან გაიგონა. როგორი ტკივილით ამბობდა გოგო...
-აუცილებლად გავიგებ ვინ ხარ და რა გადაგხდა თავს. -ჩაიბურტყუნა მან...

*******************

რამდენიმე დღემ ისე გაიარა რომ მაღაზიიდან გასვლა ვერ მოახერხა. როგორც იქნა ლიაც დაბრუნდა და საქმე მას გადააბარა. მუშები აიყვანა მეურნეობაში დასახმარებლად და თითქოს თავისუფალი დროც გამოუჩნდა. მაგრამ შეკვეთების დასარიგებლად მაინც თვითონ დადიოდა.
იმ დღესაც სასტუმროდან დაურეკეს. მეპატრონემ მორიგი შეკვეთა მისცა. ზეზვამ ყველაფერი საბარგულში ჩაულაგა და ერთად წამოვიდნენ ქალაქში... სატუმროში მხიარული სახით შევიდა და მეპატრონეს მიესალმა.
-როგორ დაგვივიწყე სოფო. მოგვაკლდა შენი პროდუქცია.
-არა უშავს სამაგიეროდ ახლა მოგიტანეთ. გაუღიმა მას და ზეზვას გახედა რომელსაც ხილ-ბოსტნეულით სავსე ყუთები შემოჰქონდა და საწყობში მიჰქონდა.
-ხშირად შემოგვიარე. ხანდახან ისე უბრალოდ მოგვიკითხე მაინც.
-აბა სად მაქვს ამდენი დრო რომ უქმად მოვცდე?-უპასუხა სოფომ და ფული გამოართვა.
-ამდენი ენერგია საიდან გაქვს ძალიან მიკვირს ქალაქიდან ჩამოსულ ამ სიფრიფანა გოგოს.
-მეც არ ვიცი,-გაეცინა სოფოს და დაემშვიდობა. გასვლისას დარბაზში რატომღაც ორი ელეგანტურად ჩაცმული მამაკაცი მოხვდა თვალში. ერთისგან დაჟინებული მზერა იგრძნო და დაიძაბა. მანაც გახედა და თვალი თვალში გაუყარა.საიდანღაც ეცნო მაგრამ ვერ გაიხსენა საიდან. მოტრიალდა და უხმოდ დატოვა იქაურობა.
-ეს იყო?-ჰკითხა დათამ როგორც კი ძმაკაცის გაშტერებულ სახეს გახედა.
-ხო.-თავი დაუქნია მან
-რაღაცნაირი გოგოა. არაფრით განსაკუთრებული. ასეთებს ერთ დროს ზედაც არ შეხედავდი და რამ გადაგრია.-გაუკვირა დათას
-ეგ რომ ვიცოდე ასეთი გამოშტერებული კი არ ვიჯდებოდი. რეზო ადგა და რესტორნის მეპატრონესთან მივიდა.
-გამარჯობა ძია კაცო. მიესლამა შინაურულად.
-გაგიმარჯოს.
-ახლა აქედან რომ გოგო გავიდა იცნობთ?
-ვის სოფოს?-გაუკვირა მას
-სახელი არ ვიცი რა ჰქვია. უბრალოდ ახლა იყო მოსული. რაღაცეები მოიტანა.
-დიახ ვიცნობ. ძალიან კარგი და ყოჩაღი გოგოა. მაგრამ თქვენ რატომ დაინტერესდით?-ეჭვით ჰკითხა მერე.
-ისე უბრალოდ... დაიბნა რეზო..-მე რაღაც ბიზნესი მაქვს და ხომ ხვდებით-იცრუა უცებ.-აქაურია?
-არა, ჩვენთან სამი წლის უკან ჩამოვიდა ქალაქიდან. ასე უცებ გამოგვეცხადა,მიწების დაქირავება უნდოდა. ზემოთ სოფელში ერთ ბებოსთან ერთად ცხოვრობს. სოფლის მეურნეობას მისდევს.თავის ხელით მოჰყავს ყველაფერი.ჩვენს მხარეში საუკეთესო ხილ-ბოსტნეული და სოფლის პროდუქტები აქვს.
-კი მაგრამ ასე როგორ ჩამოვიდა?ან საიდან იცოდა ეს ყველაფერი?
-ეგ არ ვიცი, სალხი ხომ იცი ჭრელია და ათას რამეს ლაპარაკობს მასზე.
-ასეთს რას ლაპარაკობენ?
-რავიცი აბა. ზოგი ამბობს რომ ქალაქში საყვარელს გამოექცა, რომელიც ბორდელში მუშაობას აიძულებდაო, ზოგი ამბობს რომ ქმარმა მიატოვა და საყვარელთან გაიქცაო. ზოგი ამბობს რომ დაჭერას უპირებდნენ და გამოერიდა იქაურობასო. მაგრამ მე ამას ვერ დავიჯერებ, იმდენად თბილი და კეთილი ადამიანია არ შეიძლება ასეთი რამის გამკეთებელი იყოს. ვინც სთხოვს უსასყიდლოდ ეხმარება. ფულს რასაც შოულობს ნაწილს გაჭირვენულებს ახარჯებს, განსაკუთრებით ობოლ ბავშვთა თავშესაფარს ეხმარება. თან სულ ცდილობს რომ ეს ამბები დამალოს, მაგრამ ერთმა ჩვენმა მეზობელმა დაინახა როგორ მიაქვს ფული და საკვები პროდუქტები იმ თავშესაფარში.ბევრს გაუმართა ხელი და ბევრი კარგი საქმის გამკეთებელია. მაგრამ ხომ იცი ყოველთვის მოიძებნებიან უსაქმური და ჭორიკანა ხალხი ვინც ცილს დაგწამებს პატიოსან ადამიანს.
-ხო რათქმა უნდა.-დაემშვიდობა და უკან გამობრუნდა. გული თითქოს ორად გაუჭრეს. ერთ ნაწილს სჯეროდა რომ ის კარგი ადამიანი იყო, მეორე ნაწილს კი ეჭვის ჭია ღრღნიდა და აწამებდა.
-არა არ შეიძლება ასეთი სუფთა თვალების ადამიანი ცუდი იყოს.თვალები არ იტყუებინ.- ჩაილაპარაკა მან და მანქანას მიუჯდა.
რადაც არ უნდა დასჯდომოდა უნდა ენახა და დალაპარაკებოდა.მაგრამ რას ეტყოდა ასე რომ მისდგომოდა უცაბედად?ვინ ვარო რა უნდა ეთქვა?
ასე ფიქრებმა წაიღო და თვითონაც ვერ მიხვდა გაუაზრებლად როგორ დაადგა სოფლის გზას.ნახევარი გზა ჰქონდა გავლილი როცა ტელეფონმა დაურეკა.ეკრანს დახედა. ყურადღება მოადუნა. წინ რომ გაიხედა საპირისპირო მხრიდან მომავალი მანქანა დაინახა. ასავლელი გზა არ იყო. მანძილი მათ შორის სულ ურო მცირდებოდა, მაგრამ ორივემ დროულად მოასწრო დამუხრუჭება და შეჯახება არ მომხადრა. სამაგიეროდ მეორე მანქანა გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. სწრაფად გადმოხტა და მისკენ გაიქცა რაც უფრო უახლოვდებოდა მით უფრო რწმუნდებოდა ვინ იყო მანქანში და მით უფრო მატულობდა გულისცემა.
-ჰეი ცოცხალი ხართ?-მიუკაკუნა მინაზე მაგრამ გოგომ ხმა არ გასცა. თავი საჭეზე ედო, თვალები დახუჭული ჰქონდა და სახე სისხლით დასვროდა. სწრაფად გამოხსნა კარი. გოგონა ხელში აიყვანა. ქარივით მსუბუქი იყო. შავი კულულები სახეზე ეყარა როგორც ყოველთვის და კიდევ უფრო აბურდვოდა ერთმანეთში. უკანა სავარძელზე დააწვინა, სწაფად დაძრა მანქანა საავადმყოფოსკენ....
სოფომ თვალი მძინედ გაახილა. თავი სტკიოდა. და თვალებში უბნელდებოდა. ადგილი არ ეცნო და ვერც იმას იხსენებდა სად იყო. მის თავთან ექთანი დაინახა წვეთოვანს უსწორებდა.
-სად ვარ?-იკითხა მაშინვე.-რა მოხდა?
-ავარიაში მოყევით. ახლა საავადმყოფოში ხართ
გონება დაძაბა. სცადა ავარიის დეტალები გაეხსენებინა და აღიდგინა კიდეც.შეჯახების მომენტიც ახსოვდა. მეტი აღარაფერი.
-აქ როგორ მოვხვდი?ვინ მომიყვანა?
-ერთმა ახალგაზრდა მამაკაცმა მოგიყვანათ და წავიდა.
-ჩემთან არავინაა?
-გარეთ მოხუცი ბებო დ აერთი ახალგაზრდა ყმაწვილი გელოდებათ.
-თუ არ შეწუხდებით დაუძახეთ.-სთხოვა ექთანს.
-ახლავე.
რამდენიმე წამში პალატში შეშინებული ზეზვა და მარო ბებო შემოვიდნენ. ქალს გადაღლილი და ნანერვიულები სახე ჰქონდა.
-მადლობა ღმერთს გადარჩი. ახლა კარგად ხარ. ორი დღე უგონოდ იყავი.
-ამდენი ხანი ბებო?
-ხო.მაგრამ არაუშავს, უფალმა გიშველა და იმ ბიჭმა.გაიხაროს იმან.
-ვინ ბიჭმა?
-შემთხევის ადგილს შეესწრო და მან მოგიყვანა საავადმყოფოში.
-შემთხვევის ადგილს შეესწრო კი არა მისი ბრალია ყველაფერი. წამოენთო სოფო.
-რას ამბობ შვილო?
-ხო ასე იყო. ისე მოდიოდა წინ არ იყურებოდა. ტელეფონის ეკრანს დასცქეროდა.
-არაუშვს, მთავარია გადარჩი.
-ზეზვა შეგიძლია ექიმს დაუძახო. უნდა ვკითხო როდის გამწერენ აქედან.
-ჯერ ადრეა შვილო. როგორც მან მითხრა მსუბუქი ტვინის შერყევა გქონია და წოლითი რეჯიმი უნდა დაიცვასო
-იმდენი საქმე მაქვს რა დროს წოლითი რეჟიმია. წამოდგომა სცადა სოფომ, მაგრამ ზეზვამ და ბებომ ერთობლივი ძალებით უკან დააბრუნეს და ექიმიც გამოჩნდა.
-ვინ ვინ და შენ ნამდვილად არ გელოდი სოფო გიგაურო.-გაეცინა მას
-იკაა. გაეღიმა სოფოს მის დანახვაზე.
-აბა ჩემო მოუსვენარო გოგო. ახლა რა ჩაიდინე. რატომ იყავი ასეთ დღში?
-ჩემი ბრალი არ იყო.
-დავიჯერო?-ეჭვით ჰკითხა ექიმმა.
-უნდა დაიჯერო. მოდი ბიჭო ჩამეხუტე მაინც, ასე უნდა ძველ თანამშრომელთან შეხვედრა?.-სოფომ ხელები გაშალა და ბიჭს თბილად ჩაეხუტა.
-მარო ბებო მე და იკა თანაკურსელები ვიყავით, ერთად ვსწავლობდით მთელი ექვსი წელი, მერე მან სხვა სპეციალობა აირჩია, მე სხვა და ასე დავშორდით ერთმანეთს, რამდენი ხანია ერთმანეთი არ გვინახია?
-ოთხი წელია მგონი ხო?
-ხო იკა.ოთხი წელია.
-შენი ამბავი გავიგე, ძალიან მეწყინა.
-არ გვინდა ამის გახსენება კარგი,- დასევდიანდა ისევ სოფო.-შენზე მომიყევი.
-მე ცოლი მოვიყავნე და ორი პატარა ანგელოზი გოგო მყავს, სხვათაშორის ერთს შენი სახელი დავარქვი და როგორც ერთ დროს შევთანხმდით შენ უნდა მონათლო. ჯერ მხოლოდ ერთი თვისაა.
-გილოცავ იკა.ძალიან მიხარია შენი ამბავი.
-შენ სად ხარ ახლა?ცუდია რომ მედიცინას თავი დაანებე, შენ საუკეთესო პედიატრი იყავი. წინ დიდი კარიერა გელოდა.
-რას ვიზავთ ახლა აღარ მინდა. ახლა მთაში ვარ და სოფლის მეურნეობას მივყვები. ულამაზესი ბაღები მაქვს ,ერთ დღეს აუცილებლად მეწვიე ოჯახთან ერთად
ახლა კი მითხარი როდის გამწერ?
-დღეს გაგიშვებ, მაგრამ მითხარი რომ დაისვენებ, თავს არ გადაიტვირთავ და არ გადაიღლები?
-ეგ ცოტა ძნელია.
-დამპირდი თორემ აქ გამოგკეტავ-გაეცინა იკას.
-კარგი კარგი. გპირდები. დათმო სოფომ.
-კარგი წავალ საბუთებს გავაფორმებ, გაწერისთვის მოგამზადებ.
-იკაა კიდევ ერთი თხოვნა, არავისთან არ წამოგცდეს რაა ეს ყველაფერი.
-როგორც შენ იტყვი. ეს ჩვენი მერამდენე საიდუმლო იქნება?
-უუფ ვინ მოსთვლის. გაეცინა სოფოს....
საღამოს საავადმყოფოს წინ იდგნენ. ზეზვას დაყრდნობდა რომ არ წაქცეულიყო. თავი ცოტა ისევ სტკიოდა.ტაქსი უნდა გაეჩერებინა, მაგრამ მის წინ მოულოდნელად შავი მერსედესი გაჩერდა და იქიდან მამაკაცი გადმოვიდა.
-ჩემი უფროსი ბოდიშს გიხდით ყველაფრისთვის და გთხოვთ რომ ბოდიშის ნიშნად მისი მანქანით ისარგებლოთ.
-თქვენს უფროსს გადაეცით რომ ამისთვის პასუხს მოვთხოვ, წინ უნდა იყუროს როცა მანქანას მართავს. ბოდიში კი არ მჭირდება.
-გთხოვთ უარი არ მითხრათ თორემ სამსახურიდან გამანთავისუფლებს.
სოფოს კაცი შეცოდა და მხოლოდ ამის ხათრით ჩაჯდა მანქანში...
მისი გაოცება ჯერ კიდევ წინ იყო.სახლში რომ მივიდნენ მისი მანქანა ეზოში იდგა ისევ ისეთი ხელუხლებელი თითოს ავარიაში სულაც არ მოყოლილიყოს და არც კი გაეყვანოს ეზოდან...



№1 სტუმარი makukuna

უფ, ძალიან სასიამოვნოდ წერ. მინდა, რომ არ დამთავრდეს და სულ ვიკითხო. რეზო მოწონს ძალიან და იმედია, სოფოს გულს გაალღობს.

 


№2 სტუმარი Mariami

Dasawyisshive etyoba ukve rom dzalian magari istoria iqneba..

 


№3  offline წევრი kato wiklauri

ეს ისტორია თანდათან იბადება და რა გამოვა მეც არ ვიცი. მგონი კარგია.
ახლაი თავივ მზადააა თიტქმის...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent