პირველი ჩოგანი (1)
პირველი ჩოგანი ადამიანები ხშირად ნებდებიან , ფიქრობენ გამოსავალი აღარ არსებობს. ცდილობენ მათი სისუსტე გარემოებას გადააბრალონ და ბოლოს თავისსავე შეცდომებზე იდარდონ დაუსრულელად . პირველად ... პირველად თვრამეტი წლის ასაკში მივხვდი , რომ დანებება აღარ შემეძლო . უნდა მებრძოლა . ვერავის ... ვერავის დავუთმობდი პირველობას . კიდევ ერთხელ , კიდევ ერთხელ , რომ წამეგო მე ვეღარ გადავიტანდი და ცოცხლად მოვკვდებოდი . 2014 წელი , 11 ოქტომბერი . ამსტერდამი . -ნახევარფინალური მატჩი დასრულდა ქართველი საბიანას მოგებით . მან სენსაციურად შედეგთ დაამარცხა რუსი მოწინააღმდეგე , ანგარიშით 6:0 და ტურნირის რეიტინგით მეორე ბელგიელი , კიმ კლაისტი ანგარიშით 6:2 . ამ გამარჯვებების შემდეგ ჩვენ უკვე დარწმუნებით შეგვიძლია თქვათ , რომ საქართველოს ახალი მსოფლიო დონის ჩოგბურთელი ეზრდება , თქვენ როგორ ფიქრობთ გიორგი ? -მართლაც , რომ შესანიშნავი თამაში ვიხილეთ ახალბედა ჩოგბურთელისგან და მისგან მხოლოდ და მხოლოდ ოქროს მედალს მოველით ახლა , დარწმუნებული ვარ მთელი საქართველო დიდ იმედებს მასზე , ამყარებს ამიტომ მას ახლა უფრო მეტი მოეთხ... პულტს ვიღებ და ვთიშავ , ტანში უსიამოვნო ჟრჟლა მივლის . ვგრძნობ პასუხისმგებლობის სიმძიმეს და მეშინია . მეშინია გაცრუებული იმედების და დამწუხრებული მზერის . უბრალოდ გაქცევა მინდა , მაგრამ არ გავრბივარ , ეს ღალატის ტოლფასია , ეს ქვეყნის და ჩემი თავის ღალატია , უბრალოდ უნდა დავისვენო ხვალ მძიმე მატჩია , ხვალ თავი არ უნდა დავზოგო . უბრალოდ ლოგინში ვწვები და დაძაბულობის მიუხედავად ვითიშები ... ... -ეს შენთვის მნიშვნელოვანი თამაშია ,ამ მოგებით ისტორიას შეცვლი, ამ ომში კი მხოლოდ შენ უნდა იყო გამარჯვებული დაიმახსოვრე ეს . მოიგებ ?! მსოფლიო გზა შენთვის ხსნილია , თუ არადა ... არვიცი მერე რა იქნება . უკვე ბოლომდე ხარ მოსული მხოლოდ ერთი ნაბიჯიც და შენს ცხოვრებას მთლიანად შეცლი . იბრძოლე ბოლომდე და მოიგე ! უბრალოდ ვუსმენ , ფეხებს ვავარჯიშებ ვცდილობ სხეულიდან დაძაბულობა მოვიხსნა და გასასვლელ კარში ვდგები , ვხედავ ... ვხედავ განათებულ კორტს , მწვანე ხელოვნურ საფარს , უჩვეულოდ თეთრ ბადეს და ტრიბუნებს . ხალხის გამაყრუებელი ზუზუნი და მაინც ისმის სადღაც შორეული ხმები , რომელიც ჩემს სახელს გაჰყვირიან , ისევ მივლის უამო ჟრჟოლა , გაოფლილ ხელს მაისურზე ვიწმენდ და მთელი ძალით ვეკვრი ჩოგანს . ვებუტბუტები , ვევედრები არ მიღალატოს , ამ ერთხლაც გამიმაგროს ხელი და შემდეგ შევასვენებ , თუ უნდა სამუდამოდაც ოღონდ ახლა არ მიღალატოს . უჩვეულო თავისუფლების შეგრძნება მეუფლება მოულოდნელად , თითქოს ფრთები მაქვს და გაფრენაც შემეძლოს , ჩოგანს ტუჩებითაც ვეხები ჩვენი კავშირის გასამყარებლად და სწრაფი ნააბიჯებით მივდივარ კორტისკენ ... ...და ალბათ გაინტერესებთ რა იყო შემდეგ . შემდეგ იყო უჩვეულოდ გამოფიტული სხეული , რომელიც ჩოგანსაც ვეღარ წიკავდა , ცრემლები რომელსაც სხვას ვერ დავანახები , უბრალოდ მივდივარ ბადესთან ხელის ჩამორთმევით და ღიმილით ვულოცავ მოწინაარმდეგეს , მისი სახეე კი ჩემს მახსორობაში სამუდამოდ აღიბეჭდება . უკან გამობრუნებული ვცდილობ ქვითინი არ წამსკდეს ტრიბუნებისკენ ვბრუნდები და თავს ვუკრავ გულშემატკივრებს , მერე მუხლებზე ვეცემი და რამოდენიმე წუთი ვჩერდები ასე . ისევ მახსოვს ყოველი წამი იმ დღიდან და ვერასდოს დავივიწყებ ჩემს მოწინააღმდეგეს . დავიფიცე , რომ მას მისივე ქვეყანაში სამხრეთ კორეაში გავანადგურებდი , თუმცა მე დავნებდი . ვეღარ გავუძელი გაცრუებულ იმედებს და დამწუხრებულ მზერებს , უბრალოდ გავიქეცი და ერთადერთი საქმიანობა რაც კი ცხოვრებაში გამომდიოდა ასე უბრალოდ დავთმე , ბევრი ტირილით , მარტო ყოფნითა და საკუთარ თავთან ჩაკეტვით . 2016 წელი , 14 ივლისი . სამხრეთ კორეა , სეული . უჩვეულად მაღალი გოგო მოაბიჯებს მაღაზიებს შორის , სპორტული მაღაზიების ვიტრინებთან ჩერდება და მის თანხმლებ ბიჭს ღიმილით ებუტბუტება , ახალგაზრდა ბიჭიც ღიმილით პასუხობს და სასაჩუქრე ყუთების მოხერხებულად დაკავებას ცდილობს . -რას ფიქობ ოპა , ხომ არ გვენახა . გრაციოზული ხელის მოძრაობით მიუთითებს ვიტრინაში გამოფენილ ახალ სპორტულ ფეხსაცმელზე . -რატომაც არა იუნა და მაღაზიის კარებს უღებს ყუთების მიუხედავად . არვიცი რამ გამაბედინა თუმცა უკან მივყვები და სწრაფად ვაღებ მეც კარებს და შიგნით შევდივარ , როგორც ქურდი ისე ვუთვალთვალებ თუმცა მისმა თანმხლებმა ბიჭმა სარკიდან შემამჩნია და გაოცებუმა გამომხედა , უკმეხი მზერა შევაგებე მეც და ჩემი საქმიანობა ისევ განვაგრძე , თუმცა ის მიახლოვდება და მესაუბრება , ვერაფერს ვიაზრებ მისი ნათქვამიდან და გაყინული მზერით ვუყურებ , შორიდან ვერც კი შევამჩნიე როგორი იყო , თუმცა ახლოდან არიყო ის სიმპატიური , უჩვეულოდ ლამაზი იყო და მაინც მისი საუბრიდან ერთი სიტყვაც კი ვერ გამეგო . -Can you speak English ? (შეგიძლია ინგლისურად საუბარი ? ) , მხოლოდ ახლა მოვდივარ ამ ქვეყნად და ინგლისურის ნაცვლად კორეულად მივმართავ : -კორეულადაც შემიძლია . და მის გაოცებულ მზერაზე ფართო ღიმილს ვსტყორცნი . -ძალიან კარგი , მაგრამ შენ ჩვენ გვითვალთვალებდი . -ხო რათქმაუნდა შენი ფანი ვარ . არაფორმალურ საუარზე გადავდივარ და სარკასტულად ვეუბნები , ის კი კმაყოფილი მიღიმის ყუთებს იატაკზე აწყობს და პატარა ჩანთიდან ავტოკალამს და ფურცელს იღებს . -მუდამ დამაქვს მზგავსი სიტუაციებისათვის , არმეგონა ვინმე თუ მიცნობდა ასეთ ფორმაში , თუმცა , რადგან მიცანი ჩემგან საჩუქრად მიიღე და არავის უთხრა , რომ მე ვარ . მიღიმის და ფურცელს მიწვდის . გაოცებული ვუყურებ და ვფიქრობ ვინ არის , თუმცა არავინ მახსნდება, მის უკან ვიხედები და მომლოდინე მზერით იუნას ვხედავ, რომელიც ინტერესით გვიყურებს , ბიჭს ყურადღებას არც ვაქცევ გვერდს ვუვლი და იუნასკენ მივდივარ , ხელს ვუწვდი და საქმიანი მზერით ვუყურებ . თვითონაც აგებებს ჩემს ხელს თავისას და მეკითხება : -ვიცნობთ ერთმანეთს ? უეცრად ბრაზი მივლის მთელს სხეულში , ორი წელია მისი სახე ჩემთვის კოშმარად ქცეულიყო და ჩემი დღევანდელი სიტუაციაც მისი ბრალი იყო , მას კი არც ვახსოვდი . -საბიანა , მე საბიანა ვარ . არ გახსოვარ ? . არაფრის მთქმელი მზერით მიყურებს და თვალებმოჭუტული ცდილობს თავს ძალა დაატანოს , თუცა მისიმიმიკებით ვხვდები , რომ არაფერი გამოდის . - ჩვენ ორი წლის წინ ფინალში შევხვდით ერთმანეთს ამსტერდამში . თითქოს დიდი აღმოჩენა გაეკეთებიოს პირს ფართოდ აღებს , შემდეგ კი საბრალო ღიმილს მჩუქნის . ამ დროისთვის მისი მეწყვილე უბრალოდ გვაკვირდება და საუბარში არ გვეჭრება . -გამახსენდი , შესანიშნავი თამაში გვქონდა , სიმართლე ითქვას ჩემი დღევანდელი მდგომარეობა მაგ თამაშმა გადაწყვიტა , თუმცა გავიგე , რომ აღარ თამაშობ , სიმართლე ითქვას სიამოვნებით ვითამაშებდი შენთან ერთად ისევ . საუბარში ქედმაღლურ ტონს ვიჭერ მისი ღიმილის და მიუხედავად , მაგრძნობინებს , რომ ის ჩემზზე მაღლა დგას ახლაც და მაშინაც , მაგრძნობინებს რომ თვითონ გაიზარდა მე კი ჩემს ძველ დონესაც კი ჩამოვრჩი . უეცრად , თავში მივლის იდეა და აშინვე ვცდილობ თავიდან გავფანტო , თუმცა ენა მისწრებს და ვეუბნები : -შეგვიძლია ახლაც ვითამაშოთ . და ჩემი დაზაფრულობის მიუხედავად რატომღაც ამაყად ვუღიმი . თვითონაც საპასუხოდ დაბნეული მიღიმის . -რათქმაუნდა , როდის ? რამდენ ხანს რჩები სეულში ? -სეულში კიდევ დიდხანს ვაპირებ დარჩენას , თვის ბოლომდე ქალაქიდან გასული ვიქნები თუმცა , როდესაც ჩამოვალ შეგეხმიანები _ ვეუბნები და ტელეფონს ვუწვდი ნომრის ჩასაწერად , სანამ ჩემი სმარტფონის შიგთავსის შეცნობით კავდება ბიჭს ისევ ვავლებ თვალს , რომელიც მომლოდინე რეჟიმშია . ღმერთო ჩემო ! უნაკლოა ! უჩვეულოდ თეთრი ფერის კანი , სწორი პატარა ცხვირი , მუქი ფერის ტუჩები და აზიური ჭრილის თვალები . თავზე კეპი ახურავს მაგრა მის ბრინჯაოსფრად შეღებილ თმას მაინც ვხედავ , ოდნავ მოჩანჩლული ზედის საყელოდან მის ლავიწებს ვხედავ სურვილი მიჩნდება ხელით შევეხო და უკვე მისკენაც გადავდგამდი ნაბიჯს რომ არა იუნას ხმა მომაფხიზლებლად , ბიჭის თვალებს ვაწყდები გაკვირვებული თუმცა კმაყოფილი სახით მიყურებს . გამომიჭირა ! იუნას ვუბრუნდები , ვემშვიდობები და ფეხარეული მაღაზიიდან გამოვდივარ . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.