მე,შენ და ცუდი ბიჭები (1)
მე და კატერინა დივანზე ვსხედვართ და დაზაფრულები მივშტერებივართ ერთმანეთს. „პოლიციაში რომ დავრეკოთ?“-ვეუბნები ერთადერთ საღ აზრს რომელიც თავში მიტრიალებს. „აზრი არ აქვს ლიკა “ -მიყურებს ჩემი საუკეთესო დაქალი განადგურებული სახით-„თუ გაიგეს რომ მაინც ციხეში უწევთ წასვლა, უეჭველი მოკლავენ“, ვაანალიზებ მის ნათქვამს და სიმართლეს ამბობს. ლოყიდან წითელ კულულს იშორებს და აგრძელებს „ხომ მითხრა არ მოვკლავო. მე ჩემს პირობას შევასრულებ ის კი თავისას“. პირობის გახსენებაზე თავისით ამევსო თვალები ცრემლებით და კატერინას ჩავეხუტე,არ მჯერა რომ ეს ჩვენს თავს ხდება,ამის გაფიქრება და კარებზე ზარის ხმა ერთი იყო, კატომ ლურჯი თვალები მომანათა და ხელი მაგრად მომიჭირა ,მას მოაკითხეს... ყველაფერი კი 4 თვის წინ დაიწყო,როცა ქუჩაში მათ გადავეყარეთ,ვისაც არ უნდა გადავყროდით... ლიკა (4 თვით ადრე) ივლისის შუა რიცხვებია,მგონი ქუჩაში მარტო ჩემი და კატოს კისკისი ისმის. უკვე 12 დაიწყო,სულ ასე გვიან გვიწევს მასწავლებლიდან წამოსვლა,არა აბიტურიენტები არ ვართ,უკვე მესამე კურსს ვხურავთ ორივე,მაგრამ კატოს დაჟინებული მოთხოვნით TOEFL გამოცდის ჩაბარება გადავწყვიტეთ,ამ სერთიფიკატს ყველა გაცვლითი პროგრამა და სერიოზული კომპანია ითხოვსო დამჩხავლა კატერინამ,ხოდა ავდექით და წერეთელზე რეპეტოტორთან დავიწყეთ სიარული. სულ გვიან გვიწევს მისვლა,დღისით ჩვენც ლექციები გვაქვს და ეს ქალბატონი მანანაც სადღაც მუშაობს. როგორც ყოველთვის ფეხით ვბრუნდებით უკან,კატო მანანას იმიტაციას აკეთებს,მკერდს წინ სწევს,ტუჩებს მაქსიმალურად ბერავს და რაც შეიძლება ძერკად ამბობს „ოფ ქორს ზის იზ ე ვერიი ძიფიქალტ იკზეემ,ბათ იუ ჰევ ზი ბესთ თიჩა“,რა თქმა უნდა,მანანა ასეთი გამანადგურებელი ინგლისურით არ ლაპარაკობს მაგრამ ხოშიანი სწერვაა ხოდა კატოც შეძლებისდაგვარად ბაძავს,უკვე მუცელი მტკივა სიცილისგან და ლამის ასფალტზე ვიხოხო. უკვე გამოფენის პარკს უნდა ჩავუაროთ და ორივე ვჩუმდებით. ბოლო დროს 20-30 ბიჭი გროვდება ხოლმე აქ,ზოგჯერ გოგონების და მუსიკის ხმაც ისმის,ნუ იგინებიან, ჩხუბობენ,სვამენ,ხოდა მე და კატერინა ყოველთვის გზის საპირისპირო მხრიდან მივდივართ ხოლმე,მაგრამ დღეს ისე შევყვევით მაიმუნობას ვის გაახსენდა გამოფენა და ბიჭები. -კაი დაიკიდე ჩვეულებრივი უსაქმურების ბანდაა-მეუბნება კატო,როცა ჩემს სახეს ხედავს,შორიახლოს უკვე ისმის მათი ხმა -ორ წუთში ჩავუვლით და ეგაა-ამატებს უდარდელი სახით,ამის თქმა და მანქანქანის გამაყრუებელი სიგნალის ხმა ერთია,ფარები პირდაპირ სახეში გვანათებს,ვერ ვხვდები საით წავიდე. წამებში საბურავების გამაყრუებელი ჭრიალი სულ ახლოს მესმის და შავი BMW ზედ კატოს ცხვირწინ ჩერდება. მე მრთელი ვარ,მაშინვე კატოს ვუყურებ,გაოგნებული დგას მაგრამ არაფერი დაშავებია,შვებით ამოვისუნთქე და კატოსკენ გავიწიე რომ ვუთხრა ჩქარა წავიდეთ თქო,მაგრამ უკვე გვიანია, ვხედავ როგორ მიდის გაცხარებული კატერინა მძღოლის კარებისკენ,ფარები ჯერ კიდევ ანთებულია და სახეს ვერ ვარჩევ მაგრამ მანქანიდან გადმომავალ სილუეტს ვხედავ,შემდეგ ჩემს მხარესაც მესმის კარის გაღების ხმა,კატერინა 172-73 მაინც იქნება სიმაღლეში მაგრამ მის წინ მასზე ერთი თავით მაღალ სილუეტს ვარჩევ და ჩემთვის ვფიქრობ -ღმერთო გადაგვარჩინე. ასე მგონია დაძაბულობისგან სმენა დამეხშო,მხარზე ხელის დადებას ვგრძნობ და კატოდან მზერა ჩემს წინ მდგარ ბიჭზე გადამაქვს,ოჰო ამას არ ველოდი -კარგად ხარ?-მეუბნება არაამქვეყნიურად სიმპათიური ბიჭი არაამქვეყნიურად უგრძნობი,ცივი ხმით . ჯანდაბა! პრიალა ჟურნალის გარეკანიდან გადმოსულ მოდელს გავს,ზემოდან მიყურებს მუქი,შავი თვალებით და მთელ სახეზე პატარა საყვარელი ხალები აქვს. ოჰოო,მგონი ახლა დავდნები. -კკარ..კარგად ვარ-ვამბობ ენის ბორძიკით. თითქოს როგორღაც მეცნობა,მაგრამ ვერაფრით ვერ ვიხსენებ. მის სახეს თვალს ვერ ვწყვეტ სანამ კატოს ყვირილი არ მესმის,იმ მაღალ სილუეტს გამწარებული ეჩხუბება,მზერა სილუეტზე გადამაქვს,ისიც ძალიან მეცნობა,ვცდილობ უკეთ დავაკვირდე,ოღონდ ეს არა! ეს ბაჩი ონიანია,მხოლოდ ახლა მოვდივარ აზრზე,ეს კი გვერდით რომ მიდგას ლევანი უნდა იყოს, ადგილს ვწყდები და კატოსკენ მივდივარ,სანამ გვიანი არაა უნდა შევაჩერო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.