შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სადღაც შორს...მთებში... თავი 4


27-11-2016, 18:04
ავტორი kato wiklauri
ნანახია 4 369

ბექაური თავის კაბინეტში იჯდა და საბუთებს ჩაჰკირკიტებდა. ჯერ კიდევ დარდობდა და განიცდიდა ერთი კვირის უკან მომხდარ ამბავზე და გამოსავალის პოვნას ცდილობდა.
-შეიძლება ?-კაბინეტის კარი შემოაღო დათამ
-შემოდი. გელოდებოდი,-უპასუხა და ისევ საბუთებში ჩარგო თავი. დათა მაგიდას მიუჯდა და მეგობარს მიაჩერდა. მისი ასე უცებ დაბარების მიზეზი არ იცოდა.
-აბა რა ხდება?რაშია საქმე?-ჰკითხა
-გამოძიებელმა დარეკა.ინციდენტს იძიებენ, დამნაშავის პოვნას ცდილობენ. ხომ იცი დიდი ხანია ჩვენს კომპანიას ემტერებიან და ცდილობენ ჩაგვძირონ. ახლა რომ ეს ამბავი საქვეყნოდ გასკდეს, ჯურნალისტებმა გაიგონ ან პოლიციამ ძიება დაიწყოს, ეს ჩვენზე იმოქმედებს.
-ვიცი რეზი და ისიც კარგად ვიცი რომ ნათლიაჩემი აღარ გვაპატიებს.
-ამიტომ დაგიბარე. გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. მე დღესვე დავბრუნდები უკან რომ მუშებს შევხვდე და მოველაპარაკო, შენ კი პოლციაში წადი გამოძიებელს შეხვდი.ეს საქმე სასამართლოების გარეშე უნდა მოვაგვაროთ.არა პასუხისმგებლობას კი არ გავურბივარ. ჩვენი ბრალია რომ კარგად არ გავაკონტროლეთ ისინი, მაგრამ ეს არავის არ აინტერესებს. მოსახდენი მოხდა და ხალხია დაშავებული. აი საბუთები რომლებიც ჩვენს უდანაშაულობას ამტკიცებს. ყველაფერი აქაა, გამომძიებელს გადაეცი და როცა ყველაფერს მოაგვარებ იქ გელოდები. პირადად ვუხელმძღვანელებ ამიერიდან ყველაფერს.
-კარგი ძმაო. იცი ვინ ხელმძღვანელობს გმოძიებას?
-მანდ წერია ყველაფერი. უპასუხა რეზომ და საბუთები მიაწოდა. დათამ საბუთები აიღო და ერთად დატოვეს კაბინეტი.
-წარმატებები.-მიაძახა დათას და საჭეს მიუჯდა.
-შენც. -უპასუხა მან და ისიც თავის მანქანაში ჩაჯდა..
ყველაფერზე ფიქრობდა რეზო.თავში ათასი აზრი აერია.გამოსავალს ეძებდა შექმნილი სიტუაციიდან. ისიც არ უნდოდა რომ ცუდად გამოსულიყო.დაშავებულებიც ეცოდებოდა და არც ის უნდოდა კომპანიის საქმე ცუდად წასულიყო.
რაც უფრო მეტად უახლოვდებოდა ყაზბეგს მით უფრო მეტს ფიქრობდა სოფოზეც.ადრე ასეთი რა არასოდეს მოსვლია. ამდენი ხანი ქალზე არასოდეს უფიქრია და არც ასე გამუდმებით.არც ამდენეი ხანი ყოფილა უმოქმედოდ.ისე აბნევდა რომ მასთან სასაუბრო თემას ვერ პოულობდა და ვერც სიტყვებს უყრიდა თავს. მოუთმენლობა იპყრობდა რომ ერთი კვირა იყო თითქმის გასული და არ ენახა.
-როგორც კი საქმეებს მოვაგვარებ მაშინვე ვნახავ,ან დღესვე.-დაიიმედა თავი და უფრო მოუმატა სიჩქარეს....

****************
სოფო მაღაზიაში საქმიანობდა, როცა ზეზვა დაადგა თავზე. დაბნეული იდგა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ ბედავდა.
-აბა ამოიღებ ხმას?-მოუბრუნდა მას
-საქმე მაქვს. შეიძლება ვილაპარაკოთ.
-კი როგორ არა. წამოდი კაბინეტში შევიდეთ.
-მოკლედ ასეა საქმე.-დაიწყო ზეზვამ მორიდებით.-მუშები კომპანიის წინაღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებენ
-მერე?
-მერე ის რომ არ იციან როგორ მოიქცნენ. ვის მიმართონ. შენ განათლებული და ყველაფერში გარკვეული ადამიანი ხარ და იქნებ შეხვდე მათ, დაეხმარო. აუხსნა როგორ მოიქცნენ.
-ეს ცოტა რთული საკითხია ზეზვა.
-გთხოოვ, შეეხვეწა ბიჭი
-კარგი რამეს ვიზავთ.-დაეთანხმა ცოტა ყოყმანის შემდეგ.
-მადლობა სოფო. ისინი ჩვენთან არიან შეკრებილები და გელოდებიან წამოხვალ?
-დავკეტავ მაღაზიას და წავიდეთ....

-ისე რატომაც არა. კი იმსახურებენ დასჯას მეპატრონეები. ფიქრობდა გზაში.-ბოლოსდაბოლოს ამდენი ადამინი დაშავდა.ისინი კი არ დაინტერესებულან მათი ბედით.ასე არ დავტოვებ ამ საქმეს, უსამართლობა იქნება.-ფიქრობდა და ამ ფიქრებში იყო როცა ზეზვას სახლის კარი შეაღო. თითქმის ყველა აქ შეკრებილიყო და ერთმანეთში ხმამაღლა საუბრობდნენ. მის დანახვაზე საუბარი შეწყვიტეს და ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა რომ ბუზის გაფრენის ხმა ისმოდა. მათ დაბალი მშვიდი ხმით მიესალმა და თვალი მოავლო ყველას.
-აბა მეგობრებო რაშია საქმე?-სკამი გამოსწია და ჩამოჯდა პასუხის მოლოდინში.
-მოკლედ ასეა საქმე, ჩვენ გავიგეთ რომ მეპატრონეები ფულის დაზოგვის მიზნით უხარისხო მასალას ყიდულობენ და ყველაფერი ამიტომ მოხდა. ამასთანავე კონტრაქტებიც არ მოგვიტანეს, არც ჩვენი სიცოცხეა დაზღვეული.ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ვუჩივლოთ.-დაიწყო ზეზვას მამამ.
-ამაში დარწმუნებულები ხართ?
თანხმობის ნიშნად ყველამ თავი დაუქნია ერთხმად.
-თქვენ რას ითხოვთ ან რითი უნდა დაგეხმაროთ მე?
-ჩვენ გვინდა რომ ჩვენი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ იყოს,ხარისხიანი მასალა შეიძინონ, ნორმები იყოს დაცული და ჩვენი კუთვნილი ხელფასები დაგვირიგონ
-როგორ?ხელფასებს არ გაძლევენ?
-ბოლო ორი თვეა ხელფასები არ მოუცით.ამიტომ გადავწყვიტეთ საჩივარი შევიტანოთ პოლიციაში.
-ამ საქმეში მე ვერ გამოგადგებით. ამისთვის ადვოკატი დაგჭირდებათ რომ მათთან მოლაპარაკებები აწარმოოს, სარჩელი შეადგინოს, ეს საქმე მე არ მეხერხება
-იქნებ შენ წახიდე მათთან შესახვედრად და მოელაპარაკო.ადვოკატი მერე ჩავრთოთ?
-მეე. მეეე არ ვიცი რა უნდა ვუთხრა.-დაიბნა გოგო
-არც ჩვენ არ ვიცით. ჩვენ გვინდა ყველაფერი მშვიდობანი მოლაპარაკებებით დასრულდეს. თქვა ზეზვას მამამ
-არა მგონია ეგ გამოვიდეს ისეთი ამაყი და დიდგულა ხალხია ყველაფერს ჩაფარცხავენ.იმდღესაც ადვოკატი გამოგვიგზავნეს რომ ხმა არ ამოგვეღო და არვისთან არაფერი გვეთქვა,არც ის მგონია რომ ძველი ხელფასები დაგვიბრუნდეს.-ჩაერთო ერთ-ერთი მამაკაცი.
იმ დღეს ბევრი ცუდი რამ მოისმინა მფლობელებზე.რამდენად შეესაბამებოდა ეს ყველაფერი სიმართლეს არ იცოდა. მაგრამ იმის არ მოთმენა რომ ხელფასებს არ აძლევდნენ მათ არ შეიძლებოდა.
-მოკლედ ასე ჩემო მეგობრებო, არ ვიცი ეს ყველაფერი რასაც მეუბნებით სიმართლეა თუ არა ამიტომ წინასწარ დასკვნებს ვერ გამოვიტან მანამდე მაინც სანამ მათ არ შევხვდები.
-იქნებ ჯობს ვიჩქაროთ რადგან გუშინ მშენებლობა შეაჩერეს და შეიძლება უკვე წავიდნენ კიდეც.ჩვენ კი შეიძლება ყველაფერი დავკარგოთ
-არაფერს არ დაგარკავთ ახლავე წავალ. ზეზვას მისამართი გამოართვა და გაცეცხლებული გავარდა მითითებულ მისამართზე. თითქმის მირბოდა. რაც უფრო უახლოვდებოდა შენობას მით უფრო ერეოდა ბრაზი.
შენობაში შევიდა. მდივანს გვერდი აუარა.მან ვერც მოასწრო მისი შეჩერება. არ დაემორჩილა, არ დაელოდა და გაცეცხლებულმა შეგლიჯა კაბინეტის კარი.
-მაპატიეთ ვერ შევაჩერე. ახლავე დავუძხებ დაცვას
-თქვენთან სალაპარაკო მაქვს და არც კიფიქროთ რომ დაცვას დაუძახოთ. აქედან არ წავალა სანამ არ მომისმენთ.-თითქმის უყვირა მან
-წადი მარტო დაგვტოვე,უპასუხა კაცმა და ხელით ანიშნა გადიო.
სოფოს წესივრად არც შეუხედია მანამდე ვინ იყო მამაკაცი რომელიც კაბინეტში დახვდა.მაგრამ რომ დამშვიდდ და ყურადღებით დაინახა დაიბნა . ეს ხომ ის კაცი იყო ვინც იმ დღეს დაეხმარა.ზეზვას მამის გადარჩენაში. ოპერაციის დროსაც მის გვერდით იყო.
-გამარჯობათ,-მიესალმა მამაკაცი.
-თქვენ ხართ მფლობელი?როგორ ვერ მივხვდი? თქვენი ჩაცმულობიდან გამომდინარე მაინც უნდა მივმხვდარიყავი.-ირონიით უთხრა მან
-არასწორად გაიგეთ და იფიქრეთ,მე არ ვარ მფლობელი,-იცრუა მან.-იქნებ იმიტომ რომ არ უნდოდა გოგოს ეფიქრა პასუხისმგებლობას გაურბოდა ან დამნაშავე იყო
-მოდი ჯერ ერთმანეთი გავიცნოთ და მერე ყველაფერზე ვისაუბროთ.რეზო ბექაური.-ხელი გაუწოდა მან, სახეზე ღილიმა გადაუარა. სოფომ ხელი აუკრა და მაგიდას დაეყრდნო.
-თქვენს უფროსებთან საუბარი მინდა.
-კარგით, რეზომ ხელი უკან წაიღო.-დაბრძანდით მაინც და მშვიდად ვილაპარაკოთ.
სოფო ჩამოჯდა
-აბა რასთან დაკავშირებით ხართ?-დასერიოზულდა ბექაური,მიხვდა გოგო ძალიან იყო გაბრაზებული.
-მე თქვენი უფროსის ნახვა მინდა. არ მოგცემთ უფლებას რომ დაუცველი მუშები მოატყუოთ. მათი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენოთ.
-რას გულისხმობთ?-დაიბნა რეზო.
-თქვენ რა არ იცით რა ხდება თქვენს მშენებლობაზე?
-იქნებ გამარკვიოთ.
-მოკლედ თქვენ თვითონ შეესწარით რა მოხდა იმ დღეს და როგორ ჩამოინგრა შენობს ნაწილი. ეს იმიტომ კი არ მოხდა რომ მუშებმა შეცდომა დუშვეს, იმიტომ მოხდა რომ თქვენი ქვეშევრდომები უხარისხო მასალას ყიდულობენ, ფულს ჯიბეში იდებენ, მშენებლობაზე მუშების სიცოცხლე საფრთხეშია
რეზო გაკვირვებული უყურებდა.რამდენი რამე არ სცოდნია.
-ეს როგორ?
-როგორ და ასე, და ძალიან გთხოვთ გადაეცით თქვენს უფროსებს რომ ამ ყველაფერს არ შეარჩენენ, მუშები სასამართლოში ჩივილს აპირებენ. ამასთანავე მოითხოვენ მათი კუთვნილი ხელფასები დაურიგდეთ რომელიც ორი თვეა არ აუღიათ და ატყუებენ.რომ მოითხოვეს სამსახურიდან გაანთავისუფლეს. გაფრთხილებთ თუ ისინი სამსახურში არ დაბრუნდებიან, არ დაურიგდებათ ხელფაები დ დაზარებულებს კომპენსაციას არ გადაუხდიან პირადად მე ჩავუდგები ამ საქმეს სათავეში და საქმე ძალიან ცუდად წაგივათ.
-ეს დაუჯერებელია, ჩემი უფროსი ამას არ დაუშვებდა, პირადად აკონტროლება ამ ყველაფერს.
-ეტყობა კარგად არ აკონტროლებდა ან თავის საქმე არ იცის. ან ატყუებენ.
-ყველაფერი შეიძლება.-დამნაშავსავით ჩაილაპარაკა რეზომ
-მოკლედ გადეცით თქვენს უფროსებს რაც გითხარით და უახლოეს მომავალში ველოდები რომ მათი მოთხოვნები შესრულებული იქნება.წინააღმდეგ შეემთხვევაში რაც მოხდება უკვე გითხარით.
-აუცილებლად. პირადად გადავცემ და ყველაფრის მოგვარებას ვეცდები.
-ახლა წავედი ამდენი დრო არ მაქვს, ისედაც უამრავი საქმე მაქვს..უპასუხა სოფომ, წამოდგა და წასვლელად მოემზადა
-ერთი წუთით მოიცადეთ.-შეაჩერა რეზომ.-იქნებ ცოტა ხანს დარჩენილიყავით.კიდევ ვისაუბროთ.-მოიფიქრა უცებ.
-ვისაუბროთ?რაზე?ჩვენ რა გვაქვს სალაპარაკო?მე უკვე გითხარით ჩემი სათქმელი
-მაგალითად იქნებ მითხრათ ის მამაკაცი როგორ არის?ფეხი როგორ აქვს?
-ფეხი კარგად, მაგრამ დიდხანს მოუწევს უსაქმოდ ყოფნა.მისი ოჯახი კი ერთადერი ოცი წლის ბიჭის იმედზე რჩება, რომელიც თავს იკლავს მუშაობით. ასე რომ ესეც გაითვალისწინეთ და თქვენს უფროსებს გადაეცით რომ კომპენსაციებზე იფიქრონ.
-კარგით, მაშინ აღარ შეგაჩერებთ.
რეზო მიხვდა რომ სოფოს ვერ გააჩერებდა. ის მხოლოდ საქმეზე იყო მოსული და უბრალო საქმით და საუბრით ვერ დააკავებდა. ამიტომ დაემშვიდობა და კარამდე მიაცილა. უკან ისეთი გაბრაზებული დაბრუნდა პირდაპირ ცეცხლს აფრქვევდა პირიდან. მობილური მოიძია და დათასთან დარეკა.
ნახევარ საათში დათა მის წინ იჯდა და მოპოვებული ინფორმაცია გააცნო, მაგრამ რეზო ამან არ დაამშვიდა.
- ის გოგო რომ არ მოსულიყო და ყველაფერი არ ეთქვა კიდევ არ მეცოდინებოდა სიმართლე და თავი მართალი მეგონებოდა. ყვიროდა რეზო.
-რა მოხდა?რა გოგო?რა სიმართლე?
-რა სიმართლე?ჩემს მშენებლობაზე მუშებისთვის ორი თვის ხელლფასი არ მიუციათ და ის კი არა ვისაც ხმა ამოუღია გაუნთავისუფლებიათ, დათა გეკითხები რა მოხდა?სად წავიდა ფული?ვინ დგას ამის უკან?
-წარმოდგენა არ მაქვს, ალბათ ისინი ვინც მასალების საქმეშია გარეული.
-თვალწინ ასეთი რამ გამიკეთეს და ვერ დავინახე, ვერც მე და ვერც შენ, ამის მერე მამაჩემი როგორ უნდა გვენდოს.
-დამშვიდდი ყველაფერს ეშველება. მაგასაც გავაკრკვევთ.პოლიციაში საქმე მოვაგვარეთ და ის საბუთები გადავეცით. ძიება დაიწყო, მაგასაც გაარკვევენ და დამნაშავეს იპოვიან.
-ამ საქმეში ჩვენც დამნაშავეები ვართ თან ყველაზე მეტად.-ცხარობდა რეზო.
-დაჯექი და დაწყნარდი რააა. უკვე გაღიზიანდა დათაც.ბექაური სავარძელში ჩაჯდა და გაჩუმდა.ფიქრებში წავიდა. უცებ სახეზე ღიმილმა გადაუარა და წამოიძახა
-არა მაგარა გოგოა რააა.-თავზე ხელი გადაისვა და მოიქექა
-ასე გამოშტერებული სახე დიდი ხანია არ გქონია. ჩაეცინა დათასაც .-აბა რა მოხდა?
-ის იყო მოსული .
-სად აქ?-გაუკვირდა დათას.
-ხო აქ. იყვირა, იჩხუბა და წავიდა მაგრამ გეფიცები ამ ჩხუბში და ასეთი გაცაცხლებულიც კი საყვარელი იყო.
-ახლა შემიძლია გითხრა რომ გაები რეზო ბექაურო მახეში.-ჩაეცინა დათას...

***********************
რამდნიმე დღემ ჩაიარა. მთელი კვირა წვიმდა და სოფო ძირითადად სახლში ატარებდა დროს . აღარაფერი გაეგო სასტუმროს მფლობელებისგან. რამდენჯერმე ჰკითხა ზეზვას ახალი ხომ არაფერი იყო, მაგრამ ის უარის ნიშნად თავს გაუქნევდა და საქმეს აგრძელებდა. ბოლოს მოთმინების ფიალა ამოეწურა. რომ ფიქრობდა რომ მისმა საუბრამა ასე უშედეგოდ ჩაირა
-იქნებ არც გადასცა ჩემი ნათქვამი.- გაიფიქრებდა ხოლმე და მერე თვითონვე უარყოფდა ამ აზრს.-იქნებ თვითონ ისინი არიან უგულო და ამპარტავანი ხალხი და ფეხებზე ჰკიდიათ მათი ბედი. საქმიანობას თავი დაანება. მანქანაში ჩაჯდა და ბარისკენ დაეშვა...

რეზო სასტუმროდან გამოვიდა და მშენებლობაზე მიდიოდა. დილით დათამ დაურეკა კარგი ამბავი ამცნო და უხაროდა რომ ყველაფერი გაირკა და მოგვარდა. ბედნიერი მიაბიჯებდა ქუჩაში. უცებ მანქანის ხმა მოესმა სწარაფად უახლოვდებოდა. გვერდით ჩაუქროლა და ერთიანად დაასველა ჭუჭყიანი წყლით.
-ფუ შენი...,- შეიკურთა ხმამაღლა და მაშინვე მოეშხმა გუნება. მანქანისკენ გაიხედა რომელიც იქვე შორიახლოს გაჩერდა. მაშინვე იცნო. ამჯერად ჩაეღიმა.სოფო დაინახა რომელიც შეწუხებული სახით გადმოვიდა და მისკენ მოდიოდა.
-გამარჯობა.-მიესალმა ის
-გაგიმარჯოს.უპასუხა რეზომ
-მაპატიეთ ვერ დაგინახეთ.-მოუბოდიშა სოფომ
-არა უშავს,.ხდება ხოლმე.
-მართლა ვწუხვარ.არადა სწორედ რომ თქვენთან მოვდიოდი.
რეზო ცხვირსახოცით სახეს იმშრალებდა როცა ეს სიტყვები გაიგო და თვალები შუბლზე აუვიდა.- რაო ჩემთან მოდიოდაო?-გაივლო გუნებაში.
-დიახ, იმ საქმეზე მინდოდა დაგლაპარაკებოდით მაგრამ ასე კი დაგაზარალეთ.-გაუღიმა სოფომაც.
-დღეს ველოდები პასუხს და აუცილებლად შეგატყობინებტთ ყველაფერს.
-ესეგი გადაეცით რაც გითხარით?
-აბა ისე როგორ? მაპატიეთ მე წავალ სასტუმროში დავბრუნდები და გამოვიცვლი თორემ ხედავ რა ცუდ დღეში ვარ.
-მე წაგიყვანთ.
-არ შეწუხდეთ აქვე ვცხოვრობ, რამდენიმე ნაბიჯს ფეხით გავივლი და სასტუმროში ვარ. ასე რომ შეგიძლიათ თქვენს საქმეზე წახვიდეთ, გზა მშვიდად გააგრძლეთ.
-დარწმუნებული ხართ?
-დიახ, უპასუხა რეზომ.-მოტრიალდა და სოფო ადგილზე გაშეშებული დატოვა.
-უხეში, დახმარება მინდოდა და არც კი შემოხედა წესივრად.-ჩაილაპარაკა ნაწყენმა.

მაღაზიაში მისულს ზეზვამ ახალი ამბები დაახვედრა.
-შენმა დალაპარაკებამ გაჭრა სოფო. ძალიან დიდი მადლობა.
-კარგი რაა ისეთი არაფერი გამიკეთებია. მიხარია რომ ყველაფერი მოგვარდა.
-ხო მეპატრონეებმა ფული ყველას დაბრუნეს,ყველა მუშა დააბრუნეს სამსახურში, კომპენსაცია დაუნიშნეს დაშავებულებს და რომ გამოჯანმრთელდებიან სამსახურებში დააბრუნებენ. ამას გარდა მკურნალობის ხარჯებიც მთლიანად დაფარეს.-აღფრთოვანეული ლაპარაკობდა ზეზვა.
-ეს ძალიან კარგი ამბავია.მიხარია ასე რომ მოხდა.ესეგი არ ყოფილა ცუდი ხალხი და მათზე ტყუილად ვფიქრობდით ასე.
-ხო შენ სწორად მიხვდი. უფროსებმა არაფერი იცოდნენ. მშენებლობის ხელმძღვანელები ვინც იყვნენ,მათ ითაღლითეს და გაქცევას აპირებდნენ. უკვე დააკავა პოლიციამ
-შენ საიდან გაიგე ეგ ამბავი?
-იმ ბიჭმა მითხრა იმდღეს ჩვენთან ერთად რომ იყო.
-მართლა?რა საინტერესოა. ესეგი იცნობ მას?
-კი ვიცნობ, აქ ხშირად ჩამოდის ხოლმე და ბიძაჩემის სასტუმროში ჩერდება.
-კიდევ რა იცი მასზე?
-კიდევ ის ვიცი რომ საშინელი მექალთანეა და სულ სხვადასხვა ქალთან ერთად ჩამოდის
-უყურე მაგას შენ.- ჩაეცინა სოფოს თუმცა გულმა რაღაცნაირად ცუდი უგრძნო. არ ესიამოვნა.მითუმეტეს წეღან მის სახეზე სხვა რამ დაინახა. ისევ წარსული გაახსენდა.

""იმ დღეს ძალიან წვიმდ, საავადმყოფოს მოსაცდელში იდგა და ტაქსს ელოდა. სმენა ახალი დამთავრებული ჰქონდა. უცებ ის ბიჭი დაინახა მისკენ მოდიოდა. უხალისოდ შეიშმუშნა. ახლა მასთან ლაპარაკის გუნებაზე არ იყო.
-ისე მიდიხართ რომ არ მემშვიდოდებით?-გაეცინა მას
-არ ვარ ვალდებული.-უხეშად უპასუხა
-მართალია, მაგრამ ისე ზრდილობა რომ გამოიჩინოთ და უბრალოდ გამარჯობა მაინც რომ მითხრათ არაფერი დაგიშავდებათ.
-გამარჯობა.
-აი ასე შეგძლებია თუ მოინდომებ. იქნებ გაიღიმოთ კიდეც და უფრო კარგი გოგო იქნები.
სოფომ გაბრაზებულმა შეხედა.
-კარგი კარგი. როგორც ჩანს დღეისთვის ბევრი მომივა.-ხელები ასწია მაღლა.-ისე იცი რომ კარგი გოგო ხარ?
-მართლა?არა არ ვიცოდი.
-ნუ ხარ ასეთი უჟმური. რანაირი ექიმი ხარ შენ. ვერ წარმომიდგენია.ნუთუ პაციენტებთანაც ასეთი ხარ?
-მისმინე..რაო რა გქვიაო რა მითხარი?
-ზაზა-შეაშველა ბიჭმა.
-მოკლედ ასე ზაზა, უჟმური არ ვარ. მაგრამ აი შენ ნამდვილად ხარ მომაბეზრებელი ადამიანი და ეს თუ უთქამთ შენთვის?
-არა და სწორედ ამიტომ დავინტერესდი თქვენით.
-არ გირჩევ.-მოუჭრა სოფომ და გვერდი აუარა. არც დამშვიდობებია.გარეთ ტაქსი ელოდა უკვე



№1 სტუმარი Guest თიკო

მაგარია..სასიამოვნო წასაკითხია და კარგადაც წერ..

 


№2 სტუმარი lizazu

ძალიან მომწონს და სულ არ მყოფნის. დიდი მადლობა რომ არ აგვიანებ და ყოველდღე დებ ახალ თავს. kissing_heart

 


№3 სტუმარი makukuna

ვაიმე რა ფიცხია ეს გოგო. ნორმალურად არ დაელაპარაკა ადამიანს და მერე კი გაუკვირდა, მისი შეთავაზება რომ არ მიიღო და მისი მანქანით რომ არ ისარგებლა. ისე, კი გამიკვირდა რეზის, აშკარად მასთან ურთიერთობის და საუბრის საშუალებას ეძებდა, და როცა ეს საშუალება მიეცა, რატომღაც უარი თქვა. ალბათ, არ უნდოდა სასტუმროში ვინმეს მისი ვინაობა გაემჟღავნებინა და გოგოს გაეგო. არ ვიცი. მის მაგივრად, მე გამოვიყენებდი ამ შანსს. მგონი, სოფოც გააბრაზა მისი უარით და ამის მიღწევა უნდოდა. არ ვიცი, არ ვიცი და მოუთმენლად გელოდები. heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent