საბედისწერო გრძნობა (სრულად)
* * * „ როცა საკუთარ თავში მოახერხებ სიყვარულის ჩაკვლას, შენ მართლა შეგიძლია გახდე დიდი ადამიანი, მაგრამ იცოდე ყოველთვის ინანებ, რომ სიყვარული განაგდე. თაობები მოგიგონებენ, ყველას ეყვარები, მაგრამ მარტოსული იქნები ცხოვრების ბოლომდე.. ამიტომ როდესაც სიყვარული მოვა, კარგად დაფიქრდი.. ეს საბედისწერო გრძნობაა..“ * * * - ნელა სადმე არ გადავცვივდეთ რაა - დაიწუწუნა გოგონამ - სიცოცხლე ჯერ არ მომბეზრებია. - ნელა თუ ვივლი დამიღამდება და გვიან თამარა აღარ გამომიშვებს - ჩაიცინა იოაკიმემ. - ორ დღეში ჩამოხვალ ხო? - იმედიანი თვალებით შეხედა ევამ. - ხო რავი ვეცდები რაა. გზაში ხმა აღარ ამოუღიათ. მშვიდობით ჩავიდნენ სოფელში. ეს იყო ადგილი სადაც ისვენებდნენ ყველაფრისგან. აქ ხვდებოდნენ ახალ წელს, აღდგომის დღესასწაულს, დაბადების დღეებს, ერთობოდნენ მეგობრებთან ერთად ზაფხულსა და ზამთარში. ახლაც ახალი წლის შესახვედრად ჩამოაკითხეს თამარა ბებოს. თამარა ყველას უყვარდა, დიდიან-პატარიანად. ყველას ძმაკაცი და დაქალი იყო. ყოველთვის სულით და გულით უმასპინძლდებოდა მასთან ჩამსვლელებს. მისთვის შვილიშვილების ყველა მეგობარი მისი შვილიშვილია. - ბებოო.. - გაისმა ეზოში თაიას წკრიალა ხმა - სად ხარ? - რომელი ხარ? - გამოეხმაურა თამარა - ევა ვარ ბებო. - უი შენ შემოგევლოს შენი თამარა ბებო, დიდი ხანია რაც მოხვედი შვილო? ვინ მოგიყვანა? - იოაკიმეც აქაა ბებო, ახლახანს მოვედით - უპასუხა შვილიშვილმა - მაგრამ იოაკიმე დღესვე მიდის და ორ დღეში ჩამოვა ისევ. - რავა ხარ თამარა? ხო ხარ ჯანზე? - ეზოში სიცილით შემოვიდა იოაკიმე. - რა მიჭირს ბებო, შენ როგორ ხარ? - ნიჩევო რაა - იქაურობას მოავლო თვალი - მშია თამარა მაჭამე რამე და გავიქცევი რაა. დატრიალდა თამარა და მისთვის საკადრისი სუფრაც გაუშალა საყვარელ შვილიშვილებს. მისი დაზრდილები იყვნენ და ორივე სიცოცხლეზე მეტად უყვარდა. - დარჩენილიყავი ბებო, სად გეჩქარება? - იოაკიმეს გადარწმუნებას ცდილობდა თამარა - თან ამ ბნელ ღამეში როგორ უნდა იარო. - ხვალ სამსახურში უნდა მივიდე და მერე ძმაკაცებთან ერთად ჩამოვალ. გააცილეს იოაკიმე და სუფრაც მიალაგეს ბებომ და შვილიშვილმა. ევას ბებო განსაკუთრებით უყვარდა, ალბათ იმიტომ რომ ყველაზე კარგად სწორედ ის უგებდა. ხშირად ურეკავდა ხოლმე და დედის მაგივრად თამარას უყვებოდა თავისი პრობლემების შესახებ. - ბებიი.. სად დავწვე? - მთქნარებით მიმართა თამარას - ამ ოთახში დაწექი ბებო, მაღლა უკვე ძალიან ცივა. აკოცა თამარას, ძილი ნებისა უსურვა და თავისთვის განკუთვნილ ოთახს მიაშურა. დილა კარგი განწყობით დაიწყო. სწრაფად ჩაიცვა და ბებოსთან გავიდა, უნდოდა რამეში დახმარებოდა. თამარა ეზოში იყო, იქ საქმობდა. - ბებო რაში დაგეხმარო? - გაიღვიძე ბებო? - სიყვარულით შეხედა შვილიშვილს - ცომი გამზადებული მაქ და ხაჭაპურებს თუ დააცხობ კარგი იქნება, მეც მალე შემოვალ სახლში და ერთად ვისაუზმოთ. * * * ორი დღე გავიდა. ბებო და შვილიშვილი მოუთმენლად ელოდნენ იოაკიმეს და მის მეგობრებს. სუფრა გაეშალათ და აგიზგიზებულ ბუხართად ისხდნენ სავარძლებში. გარეთ თოვდა. არ უყვარდა ევას ზამთარი და სიცივე. ხედავდა გარეთ როგორ იბარდნებოდა და თეთრდებოდა ყველაფერი.. როგორ ჭაღარავდებოდა არემარე... თოვლის ფიფქები დაუსრულებლად ირეოდნენ ერთმანეთში და ეფინებოდნენ ყველაფერს... დიდი ფიფქები ფანჯრის მინას ეკრობოდნენ და მაშინვე დნებოდნენ... გარედან მანქანის ხმა გაისმა. შემდეგ ბიჭების ხმაურიც მოესმათ და ორ წუთში იოაკიმემ შემოაღო ოთახის კარები. - ჭუკჭუკებთ გოგოებო? - გაისმა მისი მხიარული ხმა - მოვედი და სტუმრებიც მოგიყვანეთ - მოდით შვილო, მოდით - შეეგება თამარა - დიდი ხანია გელოდებით. - დამიანეს და იოანეს კი იცნობთ და გაიცანით ეს ვატო დევდარიანია ჩემი თანამშრომელი და მეგობარი - წარუდგინა ევას და თამარას - ვატო გაიცანი ეს ბებოჩემია, თამარა და ეს ჩემი დაა, ევა. - სასიამოვნოა - გაუღიმა თავისი საფირმო ღიმილით ‘ გოგოებს ‘ - ბევრი მსმენია თქვენს შესახებ. - სუფრასთან წამოდით შვილო - გამოცოცხლდა თამარა - მოშიებულები იქნებით. გვიან ღამემდე ისხდენ სუფრასთან და წარსულის მოგონებებს იხსენებდნენ ბიჭები. თამარა და ევა კი სულგანაბულები უსმენდნენ მათ. ევას არ გამორჩენია ვატოს განსაკუთრებული ყურადღება მის მიმართ. მოურიდებლად ათვალიერებდა გოგონას და როცა მათი თვალები ერთმანეთს შეხვდებოდა ცალყბად ჩაცინებასაც სჩუქნიდა ხოლმე დაბნეულს. ევა პატარაობიდანვე განთქმული იყო თავისი საოცარი გარეგნობით. შავი ხუჭუჭა თმები ქონდა, ამავე ფერის თვალები, პატარა ცხვირი, დიდი ზომის ვარდისფერი ტუჩები. მუდამ ყურადღების ცენტრში იყო. თუმცა შეყვარებული არასდროს ყოლია. სკოლის პერიოდში მხოლოდ სწავლაზე ფიქრობდა და შემდეგ როგორც თვითონ ამბობს მისთვის მოსაწონი არავინ გამოჩენილა. - ევა ხვალ ვგუნდაობთ ხო? - ნასვამი იყო იოაკიმე - ანდა, თუ გინდა ახლავე ვიგუნდაოთ. - არ გვინდა იო, ხვალ ვიგუნდაოთ - გაუცინა გოგონამ და თვალი ვატოსკენ გააპარა. ეს უკანასკმნელი კი ფანჯარაში იყურებოდა. ცოტა ხნის შემდეგ ევას კითხა: - რამდენი წლის ხარ ევა? - ოცის - სწავლობ? - კი! - სად? - უნივერსიტეტში - კვლავ მოკლედ უპასუხა გოგონამ. - ენა გადაყლაპე თუ აღარ გყოფნის? - გაეცინა ვატოს, მასთან ერთად გაეცინათ ბიჭებს. ევა კი გაიბუტა და ვატოსკენ აღარც გაუხედავს. - თამარა ბებო სად დავწვეთ? - თვალებს ძლივს ახელდა დამიანე. - გეძინებათ შვილო? წამოდით საწოლებს გაგიშლით და დაიძინეთ - ევას გადახედა - ევა ბებო, წადი შენც დაწექი თორე დაგეძინა მაგ თეფშზე. ვატოს ჩაეცინა და ფეხზე წამოდგა. ევაც ადგა, ძილინებისა ყველას ერთად უსურვა და თავისი ოთახისკენ გაემართა. ეძინებოდა მაგრამ ფიქრები ამის საშუალებას არ აძლევდნენ. ეფიქრებოდა ყველაფერზე და მათ შორის ვატოზე. გარეგნულად ძალიან მოეწონა. მუქი წაბლისფერი თმები ქონდა ვატოს, თაფლისფერი თვალები, ევასავით პატარა ცხვირი ქონდა და დიდი ზომის ტუჩები, დაკუნთული მხარ-ბეჭი ამშვენებდა მის საკმაოდ მაღალ სხეულს. არასდროს უფიქრია ძილის წინ ბიჭზე. ძილის წინ კიარა მგონი საერთოდ არ უფიქრია. ალბათ გაგეცინებათ მასზე, მაგრამ არასდროს არავინ მოწონებია და რა ექნა?! ვატო კი მგონი გულში ჩაუვარდა. მაგრამ არა, ვატო მისი ძმის ძმაკაცია, ეს კი საქართველოა... * * * დილით ტელეფონის ხმამ გააღვიძა, იოაკიმე ურეკავდა. - ევაჩკა ნაბეღლავს თუ შემომიტან კარგი გოგო იქნები - ძილისაგან დაბოხებული ხმით ეუბნებოდა ბიჭი - ჭიქაც შემოაყოლე, ვატოსაც უნდა. ტანზე ჩაიცვა, ნაბეღლავი აიღო და ოთახისაკენ წავიდა. ერთ ოთახში ეძინათ ოთხს. დამიანეს და იოანეს ერთად, ვატოს და იოაკიმეს ერთად. ოთახში ჩუმად შევიდა და იოაკიმეს თავთან დაუდგა ბოთლი და ჭიქა. აპირებდა ისევ ჩუმად გაპარულიყო ოთახიდან, მაგრამ.. ხალიჩას ფეხი წამოკრა და ძირს ხმაურით დაეცა. ოთხივეს გამოეღვიძა. დამიანემ სიცილით ფეხზე წამოაყენა და უთხრა - ხო კარგად ხარ ხიფათ? - თუ იმას არ ჩავთვლით რომ მგონი მუხლი ვიღრძე, ხო - გაუცინა გოგონამაც. - ცხვირიდან სისხლი მოგდის - ჩაილაპარაკა იოანემ - თამარა ბებო სადაა? დავუძახოთ. - მგონი მეზობელთან გადავიდა, როცა გავიღვიძე სახლში არ იყო - უპასუხა ევამ. - ბამბას სად ინახავთ? - იკითხა ვატომ. - სადმე უჯრაში ნახე საწოლზე დასვეს ხიფათად წოდებული გოგონა. პატარაობიდანვე ასეთი იყო. როგორც იტყოდნენ, ხიფათს იზიდავდა. ერთხელ ველოსიპედით ხევში გადავარდა და რომ არა იოაკიმე და მისი მეგობრები, ვერც ამოვიდოდა იქიდან. ერთხელ კიდევ სოფლის ჭაში ჩავარდა. ამჯერად იმან გადაარჩინა, რომ ჭაში წყალი გაყინული იყო. სანამ მასზე ვსაუბრობდი ვატოს ბამბა მოეტანა და ბიჭების დახმარებით სახეს უწმენდდა ევას. - რათ უნდა ამას ოთხი კაცი, მეთვითონ.. - იცინოდა გოგო, იცინოდნენ ბიჭებიც, მაგრამ არ ეცინებოდა ვატოს. რა უჟმურიაო, ფიქრობდა ევა. რა ბავშვურიაო, გაიფიქრა ვატომ. * * * მთაზე ასვლა გადაწყვიტეს. იქ უკეთესად ვიგუნდავებთო. ბატარა ბავშვებივით იცინოდნენ, უხაროდათ ერთად ყოფნა, ზამთარი და თოვლი. ევა ჩასვეს თოვლში და თან ზედაც თოვლს აყრიდნენ. მარტო ვატომ მოიფიქრა და ამოსვა იქიდან. ლოყაზე აკოცა და აუღაჟღაჟა ისედაც მუდამ წითლად შეფერილი ლოყები. წამოსვლის წინ დიდი თოვლის პაპა გააკეთეს. სულ დასველდნენ, ევას ისე სციოდა ვატომ თავისი ქურთუკი ათხოვა, მოიტყუა მე არ მცივაო. არადა რთული შესამჩნევი არ იყო როგორ კანკალებდა. სახლში მისულებს თამარას საყვედურების მოსმენა მოუწიათ. ამხელა კაცები რაღამ აგაცანცარათო და ისინიც ღიმილით უსმენდნენ თამარას, რომელიც არა და არ იღლებოდა ამდენი ლაპარაკით. ევა ოთახში შევიდა, გამოიცვალა და ბიჭების ოთახისკენ წავიდა. იქ ეგულებოდა ვატო. ბიჭი საწოლზე იწვა და ტელეფონს ჩაყურებდა. ოთახში შემოსული ევასთვის ყურადღება არ მიუქცევია. - ქურთუკისთვის მადლობა - გაუღიმა გოგონამ - სად წავიღო? - თავზე დამადე - შეუღრინა ვატომ - რა უჟმური ხარ - ჩაიბურტყუნა ევამ. - რასმეუბნები.. - რაც გაიგე - გაბრაზდა გოგონა. ვატოს აღარაფერი უთქვამს, გაბრაზებული სახით კვლავ ტელეფონს ჩააშტერდა, რითაც ევას აგრძნობინა შენი თავი არ მაქვს, შემეშვიო. გოგონამაც უსიტყვოდ დატოვა ოთახი. ბიჭები ბუხართან ისხდნენ და საუბრობდნენ. იოაკიმეს გვერდით მიუჯდა და მხარზე თავი დაადო. სითბოში მალევე დაეძინა. * * * მეორე დილით დამიანე და იოანე თბილისში დაბრუნდნენ, ვატო კი იოაკიმესთან ერთად დარჩა, რადგან გაცივდა და მგზავრობისთვის ვერ გაიმეტეს. - ევა ვატოს ჩაი შეუტანე რაა - სთხოვა დას იოაკიმემ ჩაი გააკეთა და ოთახისკენ წავიდა. ვატო საწოლში იწვა, მშვიდად ფშვინავდა. ჩაი ტუმბოზე დადო და ოთახიდან გამოსვლას აპირებდა როცა ვატომ უთხრა - მადლობა. ევამ ნაზად გაუღიმა და ოთახი დატოვა. ცოტა ხანში თამარამ სთხოვა წამალი შეუტანეო. ისიც მორჩილად ადგა და წყალთან ერთად შეუტანა ოთახში წამალი. - აუ დარჩი რაა. მომწყინდა.. - სთხოვა ვატომ ევაც იქვე ჩამოჯდა. - ლამაზი თმები გაქვს - გაუღიმა ვატომ ევასაც გაეღიმა - ღიმილზე აღარაფერს ვამბობ. კვლავ აუწითლდა ლოყები ევას. - სიცხე კიდევ გაქვს? - თემის შეცვლა ცადა. - კი, ვიწვი - გაეცინა ვატოს “ შენ დაგეძებ დილაა თუ ბინდია, ავადა ვარ გულში ცეცხლი მინთია, ექიმობას თუ გამიწევ მადლია, დაილოცოს შენი სოფლის ნათლია. „ წაიღიღინა.. - აშკარად მაღალი სიცხე გაქვს - გაეცინა ევას, მაგრამ ვატოს აღარ ეცინებოდა, უყურებდა გოგონას რომელმაც თავისი ბავშვურობით თავი შეაყვარა და ფიქრობდა მომავალზე.. რა იქნებოდა მომავალში?.. - ვატო სიყვარული რა არის? - ორი სული - ერთი ფიქრი, ორი გული - ერთი ფეთქვა - უპასუხა ბიჭმა და თავის გვერდზე მიუთითა - მოდი რაა... იწვნენ გვერდიგვერდ და იწვოდნენ ერთმანეთის სიყვარულით. ვატო თმაზე ეფერებოდა, ევა კი მის გულის ფეთქვას უსმენდა. სიყვარულის დამალვა შეუძლებელია: ერთი სიტყვა, ერთი მალული გამოხედვა, ხანდახან კი სიჩუმეც გასცემს ხოლმე მას. - ვატო! - რატომღაც ჩურჩულით მიმართა ევამ. - ჰო! - გეშინია? - რისი? - წინ რაც გველოდება... - შენ? - მე არა. - ჰოდა მე უფრო არა... ბიჭის ხმაში სიმკაცრე ნედლი შეშასავით ტკაცატკუცით ტყდებოდა. - ევა! - ჰო! - იცი რას მივხვდი? - რას? - შეიძლება ღმერთს სურს ჩვენ ვხვდებოდეთ უვარგის ადამიანებს მანამ, სანამ შევხვდებით იმ ერთადეთს, იმიტომ რომ, როცა ეს მოხდება ჩვენ მადლიერები ვიყოთ! - რა მიხვედრილი ხარ - ჩაიცინა ევამ. - სულელო ბავშვო! - გაეცინა ვატოსაც - ტკბილი ძილი ვატუნტულა, უნდა გავიდე - ლოყაზე აკოცა და საწოლიდან წამოდგა. - შენც - გაუღიმა ბიჭმა - ოღონდ ვატუნტულა არა რაა! - იმ წამსვე შეკრა წარბები. ოთახი ბედნიერმა დატოვა. გაუმართლა თამარა და იოაკიმე სახლში რომ არ იყვნენ. ბუხართან ჩამოჯდა და უსასრულო ფიქრებს მიეცა... * * * ახალ წელს მხიარულად შეხვდნენ ოთხნი, იოაკიმე, თამარა, ევა და ვატო. როცა თბილისში დაბრუნების დრო მოვიდა ევამ ძალიან მოიწყინა, არ უნდოდა თამარას დატოვება. - ბებო ძალაინ მომენატრები - ტირილამდე ცოტაღა ეკლდა. - რა გატირებს შე სულელო სულ აქ არ ვართ? - გამოეხმაურა იოაკიმე. - ბებოს სიცოცხლე, მეც ძალიან მომენატრები - გულში ჩაიკრა შვილიშვილი თამარამ. ასე, რის ვაივაგლახით ძლივს დატოვეს სოფელი და გაემართნენ თბილისისკენ. * * * იოაკიმეს დაბადების დღე იყო, 9 იანვარი. ძლივს მოახერხეს ვატომ და ევამ შეხვედრა. რესტორანშიც ერთად ისხდნენ, მესიჯების საშუალებით საუბრობდნენ, როცა უცებ წამოაყენა ვატომ ევა და საცეკვაოდ გაიყვანა. - რას აკეთებ? - არ შეიძლება ჩემთვის სასურველ მანდილოსანს ვეცეკვო? - კაი რაა ვატო, აქ არა. - აბა სხვაგან სად ვიცოკვოთ ევა? - სერიოზული სახით იკითხა ვატომ - არ ვიცი.. ცეკვავდნენ და ირგვლივ ვერაფერს ხედავდნენ. - ევა, წამო რაა გავიპაროთ... - სად უნდა გავიპაროთ ვატო? - თამარასთან სოფელში. - სრულ ჭკუაზე ხარ? - მმ.. - ვითომდა ჩაფიქრდა - მგონი კი! - ვატო ჯერ ძალიან ადრეა, ორი კვირაა რაც ერთმანეთს ვიცნობთ. - ევა! - ჰო! - გიყვარვარ? დაიბნა გოგონა, ამ კითხვას არ ელოდა... - კი ვატო, მიყვარხარ.. - და მერე... - ჯერ ძალიან ადრეა ვატო, თან ჩემი ძმის ძმაკაცი ხარ... - მერე მხოლოდ ეს გაბრკოლებს? - რა ხისთავიანი ხარ.. არაფერი გესმის - ამოიოხრა ევამ. - უკანასკმნელად გეუბნები, გახდები ჩემი ცოლი? - ვატო.. - გეკითხები! - ადრეა ვატო.. - გასაგებია! ადგა და წავიდა რესტორნიდან, იოაკიმეს მოუბოდიშა, მეჩქარებაო. აი ასე დატოვა. არც დამშვიდობებია. მოიწყინა ევამ. უყვარდა, მთელი არსებით უყვარდა თავისი ვატუნტულა, მაგრამ გათხოვებაზე არც არასდროს უფიქრია... ყველა მხიარულობდა მის ირგვილვ, მხოლოდ ის იჯდა და იყურებოდა სადღაც შორს, უსასრულობაში... რა უნდა ექნა?.. გულში სიცარიელე იგრძნო, აკლდა ვატო, ბიჭი რომელიც მისი პირველი და დარწმუნებული ვარ უკანასკმნელი სიყვარული იყო. ადგა, ძმასთან მივიდა, ლოყაზე მაგრად აკოცა და უთხრა: - დავიღალე, წავალ რაა.. ოღონდ არ გეწყინოს! - წადი ევა.. წადი, დაისვენე - გაუღიმა იოაკიმემ. დააპირა ტაქსი გაეჩერებინა მაგრამ ფეხით გასეირნება ამჯობინა. მიდიოდა ქუჩაში და ყველგან ვატოს ეძებდა, თითოეულ კუთხე-კუნჭულში.. მაგრამ ვატო არა და არ ჩანდა ჰორიზონტზე. ბოლოს გადაწყვიტა თამარასთან წავალო. სახლში ავიდა, გამოიცვალა, საჭირო ნივთები ზურგჩანთაში ჩააწყო და ტაქსით სოფელში წავიდა. ეზოში მანქანა რომ დაინახა, სიხარულით შევარდა შიგნით. სახლიდან სინათლე გამოდიოდა. ბევრი იფიქრა შესულიყო თუ არა... მერე საკუთარ თავს შეუძახა ეს ხომ საბედისწერო გრძობააო და კარები შეაღო. მისი მოლოდინი გამართლდა. ბუხართან ვატო იჯდა და წიგნს კითხულობდა. შევიდა თუ არა ევა, წიგნი გვერდით გადადო და თვალი გაუსწორა. ისე იქცეოდა თითქოს ელოდა ამ ყველაფერსო. ბებო სახლში არ იყო. გაექანა მისკენ, ვატოც ფეხზე წამოდგა და მთელი გრძნობით გადაეხვივნენ, თითქოს წლებია ერთმანეთი არ უნახავთო. პირველი კოცნაც მოპარა ვატომ თავის ევაჩკას. დაუგემოვნა მარწყვის ტუჩემი. - არ წავედით? - იკითხა ევამ. - სად სულელო? - გაეცინა ვატოს - სად და ეკლესიაში, ვიღაცა ცოლობას მთხოვდა - გაიცინა ევამაც უნდა გენახათ ვატოს გაოცებული სახე ამის გაგონებისას. ხელში აიყვანა საცოლე და ჰაერში დააბზრიალა. - კი მაგრამ ამ შუაღამისას ჯვარს ვინ დაგვწერს? - მაგას მე მოვაგვარებ ვატუნტულა - გაუცინა ევამ. ვატოსაც გაეცინა. მისი მანქანით წავიდნენ და პირდაპის სახლში დაადგნენ სოფლის მღვდელს. - მამაო ჯვარი უნდა დაგვწეროთ! - კიბატონო შვილო, ხვალ დილით მოდით და დაგწერთ ჯვარს. - არა მამაო ეხლავე უნდა დაგვწეროთ ჯვარი! - გადაჭრით უთხრა ევამ. ბევრი იყოყმანა, მაგრამ მაინც დაითანხმეს, როცა დარწმუნდა რომ მთვრალები არ იყვნენ. ჯვრისწერის შემდეგ ბედნიერები თამარას დაადგნენ, სუფრა გაშალეო.. თამარასაც მეტი რა უნდოდა, ძალიან გაუხარდა შვილიშვილის გაბედნიერება და მხიარულად შეუდგა ევას დახმარებით სუფრის გაშლას. მერე მოუწია მშობლებთან დარეკვა. წარმოიდგინეთ მათი გაკვირვება როცა მათი გოგო, რომელსაც შეყვარებული არასდროს ყოლია შუა ღამით ურეკავს და ეუბნება გავთხოვდიო. მშობლებთან საუბრის შემდეგ იოაკიმემ დაურეკა... შეეშინდა. პირველად შეეშინდა, თუ რა რეაქცია ექნებოდა მის ძმას. - ევა! - მკაცრად ჩაილაპარაკა იოაკიმემ. - ჰო! - ძლივს გასაგონად თქვა გოგონამ. - მშობლებისგან უნდა ვიგებდე შენი გათხოვების ამბავს? - გაიცინა და გაბედნიერება მიულოცა საყვარელ დაიკოს. ევას ბედნიერებას საზღვარი არ ქონდა, მის გვერდით იყო მისი საყვარელი ადამიანი და ეს ყველაფერი ახლობლებმა კარგად მიიღეს. მალევე ესტუმრნენ მშობლები, ძმა, მეგობრები. და ღამის ოთხ საათზე დაიწყეს ქეიფი... მერე იყო უფრო დიდი ქორწილი, ამის შემდეგ ევას გაბერილი მუცელი და პატარა გაბრიელი. მშობლების ბედნიერება და თქვენი აზრით ეს დასასრულია? სულაც არა! ყველაფერი სწორედ აქედან იწყება! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.