შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯადოსნური თოვლი (თავი 1)


27-11-2016, 22:29
ავტორი თინანო
ნანახია 1 649

დილის 6 საათი.
-შეგიძლია მითხრა რა ჯანდაბას აკეთებ ამდენიხანი ? რად უნდა ქურთუკის ჩაცმას ერთი საათი ? ისედაც ვაგვიანებთ ადამიანი არ ხარ ?
-რას დამჩხავი ბებერი დედაკაცივით ? სულ არ მინდოდა წამოსვლა და მადლობა მითხარი სანამ აზრი არ შევიცვალე.
-იდიოტი ხარ ! ყოველთვის წუწუნებ ! აწიე შენი საჯდომი და წამოდი !
ნია და მეგი დილიდან ჩხუბობდნენ , ექვსი საათი გამხდარიყო და ისინი ჯერ კიდევ არიყვნენ სახლიდან გადასულები , ყოველთვის ჰქონდათ დებს ურთიერთობაში წვრილმანი პრობლემები...
-უკაცრავად მაგრამ შეიძლია ამიხსნა ვინ იქნება იქ ჩვენთან ერთად ?
-ჰო გითხარი საერთო საცხოვრებელია-მეთქი , ვიქნებით მე შენ ანა და ქეთა , დანარჩენი არ ვიცი , მარტო ჩვენ ვერ ვინქებით იქ.
-რატომ? აი რატომ ?
-იმიტომ რომ საერთო საცხოვრებელია და არა მხოლოდ ნიასთვის განკუთვნილი კერძო სახლი , გასაგებია ?!
-წინ იყურე და ნელა ატარე მანქანა იდიოტო .
-დილიდან წუწუნებ აი დილიდან შენი მოსაწონი ხომ ვერაფერი გავაკეთე ჩვიდმეტი წლის განმავლობაში !
-არ მიყვარს ახალი წელი არაააა ! შენი ბრალია რომ ვყვირივარ მე კი არ მიხარია , გითხარი დავრჩები სახლში-მეთი მაგრამ არა , შენ ხომ აუცილებლად უნდა გაიტანო შენი . ჰოდა ახლა მოკეტე და ამიტანე როგორმე ორი საათი , მერე ჩავალთ და სულ არ გამოვალ ჩემი ოთახიდან.
-ყველაზე უჟმური და ხარ მთელს მსოფლიოში!
-ასევე !
ორი საათიის განმავლობაში კიდევ რამდენიმეჯერ იკამათეს , თითქმის არასდროს ემთხვეოდა მათი აზრები . საბოლოოდ კი როგორც იქნა მივიდნენ .მანქანიდან გამოვიდნენ თუ არა ქეთა და ანა დაინახეს ისეთი ბედნიერი სახეები ჰქონდათ იფიქრებდი ანგელოზი ჩამოვიდა ციდან და უხვად დაასაჩუქრა ორივეო.
-გამარჯობაააა ! - ანა მეგის ჩაეხუტა , შემდეგ ნიასთან მივიდა და მასთანაც იგივე ჟესტი გაიმეორა . - თქვენ არ იცით რა კარგია აქაურობა ! უკვე ყველაფერი დავათვალიერე ოთახებიც განაწილებულია როგორც შევთანხმდით , ნიას ოთახი ცალკეა , როგორც თვითონ მოისურვა ეგრე გავაკეთე , მერე კი არ იცის რომ მოეწყინება და ჩვეთან შემოიძურწება. ჩვენი ოთახი მეორე სართულზეა ისეთი საყვარელია ! ერთი სული მაქვს როდის განახებთ.
-მე პირდაპირ ჩემს ოთახში ავალ ძალიან გთხოვთ , დავიღალე , ცოტას დავისვენებ და მერე აუცილებლად ჩამოვალ თქვენთან.
-კარგი - უკმაყოფილო სახით დაეთანხმა მეგი.
-რა სჭირს ამას ?
-არ იცი ქეთა ამის ამბავი ? არ უყვარს გოგოს ახალი წელი , მთელი გზაა წუწუნებს , მადლობა მითხარი საერთოდ რომ წამოგყევიო , უნდა გამოვიყენოთ ეს არდადეგები მის გამოსასწორებლად თორემ ნიას საშველი არ არის.
-არ ინერვიულო ერთად შევძლებთ . უი ისე ჩვენს სართულზე , გვერდითა ოთახში , ისეთი ბიჭები არიააააან !
-სწრაფად მეორეზე !
გოგოებმა თითქმის მთელი დღე მოანდომეს ოთახის დალაგებას , დაათვალიერეს ყველა სართული , ნიასაც ააკითხეს მესამეზე , ისიც კარგად მოეწყო კარადა თავისი ტანსაცმელებით გამოევსო , დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა მისთვის ოთახის კედლები იისფერი იქნებოდა თუ ლურჯი , მთავარია თავი მშვიდად და აურზაურისგან დაცული ეგრძნო.
[/center]***
გოგოების ოთახის კარებზე კაკუნია , ვიღაც ძალიან მშვიდად ცდილობს გოგოებს ხმა მიაწვდინოს.
-ვინ არის ?
-მეზობელი გვერდითა ოთახიდან. -ბიჭის ხმა იყო , ბოხი ხმა , გოგოები იმ წამსვე საგონებელში ჩავარრდნენ რადგან უკვე იცოდნენ რომ გვერდითა ოთახში ვიღაც ძალიან სიმპატიური ბიჭები ცხოვრობდნენ.
-ახლავე გაგიღებთ - მეგი კარისკენ წავიდა მაშინ როცა ქეთამ სასწრაფოდ გააჩერა- რა იყო ?
-თმები გაისწორე სულელო !
-გამარჯობათ
-გამარჯობათ , მე თვქენი გვერდითა ოთახის მეზობელი ვარ , გავიგე რომ დღეს ჩამოხვედით და ვიფიქრეთ უკეთ გაცნობისთვის დღეს წვეულებაზე დავპატიჟებთ-მეთქი
-იფიქრეთ?
-ჰო ანუ ჩემგარდა კიდევ ოთხია , უკვე რამდენიმე დღეა ჩამოვედით. მოკლედ რას იტყვით დღეს თორმეტის მერე მოხვალთ მთავარ შემოსასვლელთან?
-შეგიძლია უკეთ გაგვარკვიო რა ხდება?
-დღეს თორმეტის მერე მთავარ შემოსასვლელთან გელოდებით.
გოგოებმა ვერაფრის თმქა მოასწრეს , ბიჭი ისე გავიდა ოთახიდან მათთვის არც მოუსმენია.
-ეს რა იყო ?
-ქეთააააა ჰოლაა აქ ვართ და დღეს ძალაინ სიმპატიურმა ბიჭმა წვეულებაზე დაგვპატიჟა
-გილოცავთ არდადეგების დაწყებაააააააააას ! - სიხარულისგან სამივე ერთმანეთს ჩაეხუტა . მალევე დაიწყეს მზადება , შემდეგ კი გახსენდათ რომ მესამე სარტულზე ნია იყო და მისთვისაც აუცილებლად უნდა ეთქვათ , როცა მასთამ ავიდნენ აღმოცნა რომ ნიას ეზინა და გადაწყვიტეს წერილი დაეტოვებინათ მისთვის , ბარათი თაროზე ჩამოდეს და ოთახისკენ გაბრუნდნენ.
-ეს მასუქებს !
-არა გიხდება
-მატყუებ ? მასუქებს-მეთქი რომ გეუბნები ესეიგი მასუქებს.
-ორივე კარგად ხართ მოკეტეთ და წავედით პირველი დაიწყო უკვე , უხერხული იქნება რომ ვალოდინოთ
-რა თქვი რომელიაო ?
-პირველი დაიწყო , ჩამოფრინდი დედამიწაზე , წავედით მალე.
[center]
***
წვეულებაზე გოგოებმა ძალიან ბევრი ახალი ადამიანი გაიცნეს , ერთი მეორეზე უკეთესი ბიჭი და მხიარული გოგოები , ისე კარგად ერთობოდნენ ნია სულ არ ახსოვდა არც ერთს სანამ თვითონ არ შეახსენა მათ თავი.
-ეს ვინაა ?- ალექსი კიბეზე ჩამომავალი გოგოსკენ იხედებოდა რომელსაც სავარაუდოდ ყველაზე თბილი პიჟამა ეცვა მთელს დედამიწაზე.
-ეს , ეს ჩვენი მეოთხე დაქალია .- ქეთა თავიდან დაიბნა და სიტყვები ერთმანეთში აერია.
-ოთხი ხართ ? ეს სად იმალებოდა ?
-ბუნაგში.
-უკაცრავად არ ვაპირებ თქვენი ძალიან მხიარული საახალწლო თუ რაც არის წვეულების ჩაშლას ან რამეში ხელის შეშლას , მომშივდა და რახან საერთო საცხოვრებელში ვართ სამზარეულოც საერთო გვაქვს , ამიტომ სრული უფლება მაქვს როცა მომინდება მაშინ ვჭამო . ყურადღებას ნუ მომაქცევთ შეგიზლიათ გააგრძელოთ.
-გაბურძგნული მაჩვი.
-უკაცრავად ?
-რამოხდა? - ალექსი ისე იქცეოდა თითქოს არაფერი უთქვამს.
-ეგ გაბურძგნული მაჩვი სანამ შესანიშნავ ხასიათზეა გირჩევს შეეშვა.
-თორემ აფეთქდება და უფრო გაიბურძგნება ?- ყველას გაეცინა მათ შორის მეგის, ქეთას და ანასაც.
-შემეშვი და გააგრძელე მოუქნელად ცეკვა.
ნიამ სამზარეულოდან საჭმელი აიღო და თავისი ოთახისკენ წავიდა , სულ არ შეუმჩნევია რომ ალექსი უკან მოყვებოდა.
-მაჩვო -ნიამ გაკვირვებით შეხედა მას
-აქაც შენ ?
-ხო მზე ვარ
-ეს უკბილო ხუმრობები !
-როგორი ხასიათი გაქვს რა უბედურებაა
-არავის უთხოვია გამომელაპარაკეო
-არ გიყვარს ახალი წელი ?
-მცივა , მშია , ოთახში მინდა შესვლა
-არარის პრობლემა იქ ვილაპრაკოთ
-უკაცრავად ?
-რომელია შენი ოთახი ?
-აი რა შენი საქმეა ?
-შენზე ვზრუნავ , შიგნით შევიდეთ და იქ ვილაპრაკოთ
-მოდი შევთანხმდეთ იმაზე რომ შენ ჩემს ოთახში არაფერი გესაქმება
-მგონი ესაა . -ალექსმა ნიას ოთახის კარი შეაღო - მოიცა კარებს რატომ არ კეტავ ?
-აი შენ მაკლდი სრული ბედნიერებისთვის !
-საყვარელი ოთახია , შენი ნახატებია ? ხატავ ? იქნებ მეც დამხატო.
-იოცნებე
-დავნიძლავდეთ რომ ერთხელ აუცილებლად დამხატავ
-რა აზრი აქვს ?
-ის რომ შენ აუცილებლად დამხატავ ერთხელ , აუცილებლად ! და ეს იქნება მაშინ როცააააა....
-მაშინ როცა არასდროს
-მაშინ როცა ყურებამდე იქნები ჩემზე შეყვარბეული.



№1  offline აქტიური მკითხველი mi ra

მეტისმეტად ბევრი დიალოგი იყო.
უკეთესი იქნება თუ აღწერას მეტს დაამატებ,ბევრ დიალოგს ყოველთვის ჯობს,მითუმეტესი პირველ თავში
რაღაც შეცდომები არის მაგ:
სიმპატიური-სიმპათიური.
ყურადღება მიაქციე <3
წარმატებებს გისურვებ
ვნახოთ რა იქნება შემდეგი თავისთვის <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

რაჭირს ჩვენს გოგოს რატომ არის ასეთი უხასიათო.რაღაც მიზეზი ხომ უნდა ჰქონდეს.საინტერესოა ძალიან
--------------------
ლანა

 


№3  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent