შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხანდახან სიტყვები სათქმელს ვერ ამბობენ (12)


28-11-2016, 21:43
ავტორი Anye-Any
ნანახია 2 515

დილით სამსახურში წავედი,საშინლად წვიმდა,აპრილი მიიწურა,იმედი მქონდა რომ მაისში მაინც დაცხებოდა,თორმ ამ სიცივემ უკვე თავი მომაბეზრა.გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ადამიანს ხალისიც ემატება,უფრო მხიარული და ენერგიული ხდება. გაზაფხული ჩემთვის სიცოცხლესთან ასოცირდება!რადგან ზამთრისგან გამხმარი და გაყინული ბუნება სიცოცხლეს იბრუნებს თან ძალიან ლამაზი პერიოდია..ყვავილები ყვავის,ყველაფერი მწვანეში იფარება და თან ახლად აყვავებული ყვავილების სურნელი, წვიმა,უცნაური ამინდები და ამოუცნობი დუმილი...
ორსულობის გამო მაღალქსულიან ფეხსაცმელებს ვერ ვიყენებ,დაბალ ძირზე მაცვია შუზი,ახლა ჩემი ფეხსაცმელი მარმარილოს ჰოლში შესვლისას აღარ კაკუნობს და ეს ძალიან მაკლია,ჩემს მაგიდასთან ვჯდები და კომპიუტერს ვრთავ.თითქოს ყველაფერი რიგზეა,ყველაფერი ისეა როგორც უნდა იყოს,მაგრამ თავს უცნაურად ვგრძნობ,განა ეს საკმარისია ბედნიერებისთვის? რა თქმა უნდა არა,ქალს სრულყოფილებისთვის გვრდითძლიერი მამაკაცი სჭირდება,რომელსაც ეყვარება და პატივს სცემს,თუმცა ამ ეტაპზე ეს ჩემთვის მეორეხარიხსოვანია,ახლა მხოლოდ ის მინდ აწარმატებული ქალი გავხდე,ჩემი პატარა გავაჩინო და მისთვის სამაგალითო დედა ვიყო,არასოდეს ვაპატიებ მათ,ვინც ზურგი მაქციეს,არც საკუთარ მშობლებს და დას!,რომლებმაც სასიკვდილოდ გამწირეს და ხელი სამუდამოდ მკრეს.მე არ განვეკუთვნები მიმტევებელ ადამიანთა კატეგორიას! ეს ჩემში არ ზის! არავის ვაპატიებ დაუმსახურებელ ტკივილს,ყველას თავისას მივუზღვი როცა ამის დრო მოვა! თავს მაღლა ვწევ და მუშაობას ვიწყებ. შესვენების დროსაც მუშაობაში ვატარებ ხვალისთვის რომ მოვასწრო ყველაფრის გაკეთება,არ მინდა დღევანდლი საქმეც ხვალისთვის გადმომყვეს. 6 საათისთვის ვამთავრებ მუშაობას და გარეთ გამოვდივარ,თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო ნიკა დავინახე შემოსასვლელტან ატუზული,რომ დამინახა გამიღიმა და ჩემსკენ წამოვიდა
-კატო როგორ ხარ?-მანქანის გასაღებს ატრიალებს ხელში და თავხედურად მიღიმის,სწორედ ისე როგორც მაშინ, პირვლად
-აქ რა გინდა?-მკაცრად ვპასუხობ
-აბა თუ გამოიცნობ?-განაგრძობს სითავხედეს
-შენი გამოცანების თავი არ მაქვს,საშინლად ვარ დაღლილი და სახლში უნდა წავიდე
-უკეთესი აზრი მაქვს
-შენი აზრები შენთვის შეინახე
-ასე როდემდე უნდა მელაპარაკო კატო?
-ნიკა მისმინე,ტყუილად იწუხებ თავს, სულ რომ შუაზე გაიხე მაინც არ გაპატიებ წარსულს
-მე უშენოდ ცხოვრება არ შემიძლია კატო,გამაგდე,გამლანძღე რაც გინდ აის მიქენი,უბრალოდ ნუ მომთხოვ რო შენგან და ბავშვისგან შორს ვიყო-თვალები აემღვრა,შესაძლოა სიმართლეს ამბობდა კიდეც
-ჩაიხედე ჩემს სულში,გარწმუნებ იტირებ, ახლა კი გამატარე უნდა წავიდე-გამოვცარი კბილებში
-მაგის გამო საკუთარი თავი მეზიზღება კატო,ამისთვის უშენობით ვისჯები
-ნიკა არ გინდა რა,დროა უკვე გაიზარდო და მიხვდე იმას რომ ჩვენ ერთმანეთთან მხოლოდ ბავშვი გვაკავშირებს მეტი არაფერი,შენი ცხოვრებით იცხოვრე ნახე ვინმე ვინც ისეთს მიგიღებს როგორიც ხარ,ერთს გირჩევ უბრალოდ,გრძნობებით არასოდს ითამაშო ცოდვაა თან დიდი,ღმერთი არასოდეს გაპატიებს ამას.-თავი ძლივს შევიკავე და ყელში გაჩხერილი ბურთი ძლივს გადავაგორე.
-უშენოდ არაფერი არ მინდა კატო რატო არ გესმის?-თვალები ცრემლებით აევსო,ხმა აუკანკალდა
-შენ რა ტირი?-თვალბი მოვჭუტე და დაეჭვებულმა შევხედე
-ჰო ამის დედაც! -ამოისრუტუნა და ცრემლები მოიწმინდა
-გეყოფა,გეყოფა ნიკა-თავი ვერც მე შევიკავე და მასთან ერთად ავტირდი
-რა გავაკეთო მითხარი კატო?-ტირილი შეწყვიტა და თვალებში შემომხედა
-არაფერი ნიკა,უბრალოდ მე არ შემიძლია გაპატიო გესმის? არ ვარ საკმარისად ძლიერი-ცხვირი ხელისგულით შევიმშრალე და თვალები მაგრად დავხუჭე,რომ ისევ არ მეტირა
-მხოლოდ ერთი შანსი კატო,მხოლოდ ერთადერთი-ჩესმ წინ დაიხარა მუხლებზე დადგა და ფეხებზე მომეხვია-კინაღამ ჭკუიდან გადავედი ყველა ჩვენ გვიყურებდა
-ნიკა გეყოფა,ნიკა ადექი სირცხვილია,ყველა ჩვენ გვიყურებს-ირგვლივ ვიხედებოდი და ვთხოვდი ამდგარიყო,ყველა ჩვენ გვიყურებდა ზოგი იღიმოდა და მთხოვდა მისთვის მეპატიებინა.
-უშენოდ მოვკვდები კატო,შენ ჩემი სიცოცხლე ხარ, ისე ძალიან მიყვარხარ სიტყვებით სათქმელს ვერ გეუბნები,ხანდახან სიტყვები სათქმელს ვერ ამბობენ-წამოდგა და თვალებში შემომხედა.
-ნიკა მე არ შემიძლია -თავი გავაქნიე და იქიდან სწრაფად წამოვედი
ასრუტუნებულმა და გულამოვარდნილმა გავაჩერე ტაქსი და მისამართი ვუთხარი,რამდენჯერმე მკითხა ტაქსისტმა თუ როგორ ვიყავი,მხოლოდ თავი დავუქნიე და ისიც მომეშვა.ყველაზე მეტად წარსულის გახსენება გვტკენს გულს,რადგან ჩვენ აღარ ვართ ის ადამიანები რომლებიც ადრე ვიყავით და ვერც იმ წუთებს დავაბრუებთ უკან რომელშიც ოდესღაც ბედნიერები ვიყავით.სახლში ავედი,იმდენი ვიტირე სარკეში რომ ჩავიხედე საკუთარი თავის შემეშინდ აისე მქონდა თვალები დასიებული.წყალი გადავივლე და ლევანის მოსვლამდე ტელევიზორს ვუყურებდი,ვფიქრობდი ნიკას დღევანდელ საქციელზე და გული შუაზე მეგლიჯებოდა,ერთ ნაწილს ისევ ძლიერ უყვარდა ის ხოლო მეორე ნაწილს ისე სძულდა,რომ შერიგებაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელი იყო. გონებაში თითქმის ყოველდღე ვახვევდი კადრებს და ვიხსენებდი იმ ლამაზ დღეებს,რომელიც მასთან მაკავშირებდა,არა მარტო ნიკასთან არამედ ჩემი ცხოვრების ძველ დღეებს ვიხსნებდი,დედას მამას,ლიკუნას... ყოველთვის მეტირებოდა თმცა სწრაფადვე ვიმშრალებდი ცრემლებს. ყურსასმენები გავიკეთე და LP-ის Lost on you ჩავრთე,ბოლოს ნიკასთან ერთად მოვუსმინე მანქანაში,ეს სიმღერა ორივეს ძალიან გვიყვარდა და ყოველთვის როცა ვუსმენდი მის თავს მახსენდებდა ამ ყველაფრის შემდეგ კი ძალიან შემძულდა და აღარ მომისმენია,დღეს უბრალოდ მომინდა და მოვუსმინე.თვალები დიდხანს მქონდა დახუჭული,შიგადაშიგ მეღიმებოდა კიდეც და მუცელზე რითმულად ვისმევდი ხელს ჩემს პატარას ვეფერებოდი.
გვიანი იყო ლევანი რომ მოვიდა თიკასთან ერთად
-მშვიდობაა?-ვკითხე და გამოვეცალე რომ შემოსულიყვნენ,თიკა მისი შეყვარებული იყო და ერთად ცხოვრობდნენ,უბრალოდ ლევანი ხნადახან მოდიოდა ხოლმე ჩემთანაც და რჩებოდა,არ უნდოდა სულ მარტო ვყოფილიყავი,არც თიკა იყო ამის წინააღმდეგი,პირიქით ერთადაც მოდიოდნენ ხოლმე და რჩებოდნენ.
-კატო ახლა რაღაც უნდა გითხრათ ოღონდ დაგვპირდი,რომ არ ინერვულებ-ერთმანეთს გადახედეს
-რა ხდება?-ხმა გამიწყდა,მივხვდი კარგის თქმას არ აპირებდნენ
-ნიკა ავარიაში მოყვა,მძიმედაა-მითხრა ლევანმა
უცებ ვერ მივხვდი რა მითხრა,დავიბენი დ აკიდევ ერთხელ ვთხვე გაემეორებინა,ერთიანად ამაკანკალა,ვერ გავიაზრე,უცებ თავში ყველაზე დი აზრები მომივიდა,ტვინში სისხლი მომაწვა
-წავიდეთ ჩქარა-მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე ქურთუკს ვეცი და დაბლა ჩავირბინე
მოკვდა? გადარჩა? ღმერთო ახლა რა იქნება? ნეტავ როგორაა? რომ მოკვდეს? მერე მე რა გავაკეთო მის გარეშე? ლევანმა გადმომიყვანა მანქანიდან,ჩემითქო ვუთხარი და სწრაფად შევედი საავადმყოფოში,თვალზე ბინდი მქონდ აგადაკრული ახლა არავის ვხედავდი,მხოლოდ მისი დანახვა თუ გამომიყვანდა ამ მდგომარეობიდან.
-ვეღარ გაივლის! და ეს შენი ბრალია-მტკივნულად ჩამესმა ვიღაცის ბოხი და ცივი ხმა,მგონი ქალის ხმა იყო
თვალებს ვხუჭავ და რაღაც მომენტში, ვხვდები რომ ყველაფერი ისე აღარ იქნება როგორც იყო და ეს ყველაზე მეტად მტკივა.ვეღარ გაივლის და ეს ჩემი ბრალია,ტკივილისგან ყვირილი მინდა,თუმცა ხმა არ მაქვს.მინდა ვიღრიალო და დავწყვევლო მამაჩემის წყეული ბიზნესი! რომ არა ის ყველაფერი დღეს ნიკას სიცოცხლე საფრთხის ქვეშ აღარ დადგებოდა.
-აქ რა ნამუსით მოხვედი?-ვიღაც ქერა,გამხდარი ქალი ღრიალებდა პირდაპირ ჩემი მიმართულებით
ხმას ვერ ვიღებდი,უბრალოდ არ შემეძლო,იქვე სკამზე დამსვა ლევანმა და იმ ქალს მიუბრუნდა
-ვერ ხედავთ ორსულდაა გოგო რა სიტყვბს კადრულობთ ქალბატონო?
-აქედან წაიყვანე და თვალით აღარ დამენახოს,მაგის და მაგის დამპალი ოჯახის ბრალია რაც ჩემს ნიკას ჭირს! ჯერ მამამისი ახლა რა გინდათ ნიკაც წაგართვათ?!-ღრიალებდა ქერა და არ ცხრებოდა,ყურებზე ხელები ავიფარე და სახე თიკას ყელში ჩავრგე.
-ადექი კატო წავიდეთ-დამექაცა ლევანი
-არა,ნიკასთან დავრჩები-მუდარით ავხედე ლევანს და ცრემლები შევიმშრალე
-უფლებას არ მოგცემ ჩემს ნიკას გაეკარო! წაეთრიე აქედან-მისმა ხმამ დაიგრუხუნა საავადმყოფოს მიმღებში
-რატომ ყვირით? ყურები მეტკინა,ყრუ კი არ ვარ!-არც მე დავრჩნილვარ ვალში
-რაო?! კიდევ აქეთ ბედავ და პასუხს მიბრუნებ?!!
-მამიდა შეეშვი იყოს-შეაწყვეტინა ნიკას ძმამ და გამომხედა
-რას ქვია იყოს?! ამას აქ როგორ გავაჩერებ?!-წამოიენთო ისევ
-ქალბატონო ამას სახელი აქვს,კატო მქვია-თვალები დავახამხამე
-შენზე კარგად ვიცი რაც გქვია! გველის წიწილო! მოშორდი აქედან! ნეტავ მუცელშივე მოგიკვდებოდეს ეგ და არ დაიბადებოდეს!
მომენტალურად წამოვდექი და სახეში ისეთი ვლეწე წაბარბაცდა
-თქვენ, არცერთი ჩემი შვილის ფეხის ფრჩხილადაც კი არ ღირხართ!-თავზე სრულიად დავკარგე კონტროლი.
ყველა გაოცებული მიყურებდა,იჭაჭებოდა ქერა,თუმცა გააკავეს,კიდევ რამე რომ ეთქვა ჩემს შვილზე ალბათ თვალებს დავთხრიდი,ასეთი კატო არასოდეს არავის უნახავს,საკუტარი თავის თვითონვე შემეშინდა.
არსად წასვლას არ ვაპირებდი,ნიკას ასეთ მდგომარეობაში ვერ დავტოვებდი,ყველაფრის მიუხედავად ის ჩემი პირველი სიყვარული იყო,ჩემი პირველი მამაკაცი და ჩემი შვილის მამა.
-კატო ხომ იცი შენთვის სტრესი არ შეიძლება? იქნებ წამხვიდე სახლში?-დედაც სახლშია და გელოდება,ღელავს შენზე
-მე დედა არ მყავს-გაბრუებულმა ვუთხარი
-გყავს კატო და მას ელზა ქვია გესმის? ელზას შვილად მიაჩნიხარ,ახლა კი წმაოდი ძალიან გთხოვ შენს შვილზე მაინც იფიქრე
-ნიკას ვერ დავტოვებ
-ხვალ ისევ მოვალთ
-არა ლევან არა! არ გესმის?-თავზე კონტროლი დავკარგე და დავუღრიალე
არაფერი უთქვამს,გვედით ჩამოჯდა და ჩემი ხელი თავისაში მოაქცია
-კარგად იქნება-ჩამჩურჩულა და გამიღიმა
არვიცი რამდენხანს ვისხედით მიმღებში,ექიმი რომ გამოვიდა მაშინვე მას ვეცი
-როგორაა?
-კატო რომელი ხართ?-ყველას გადმოგვხედა
-მე ვარ-სწრაფად ვუპასუხე
-ნარკოზიდან გამოვიდა და თქვენ გკითხულობთ წამობრძანდით
მაშინვე გავყევი ექიმს და მასთან შევედი,მთლიანად დალეწილი იყო,სახე ძლივს უჩანდა,გული დამეწვა,თუმცა არ მიდოდა მეტირა და უარესად დამეთრგუნა
-ნიკა-მისი ხელი ავიღე და ვაკოცე-ეს რა დაგემართა-ვერ შევძელი თავის შეკავება და ცრემლებმა მაინც დაიწყეც ცვენა
-მადლობა რომ მოხვედი კატო
-არასოდეს მიგატოვებ გესმის?-ცრემლებს ვყლაპავდი თან იდიოტივით ვიცინოდი
-ფეხებს ვერ ვგრძნობ კატო
-არაუშავს ნიკა ეგ დროებითია-ცხვირზე მაჯა სწრაფად გავისვი და სრუტუნით ვუთხარი
-არვიცი კატო-თავი გვერდით გაატრიალა
-მიყვარხარ უზომოდ,მე შენს გვერდით ვიქნები და არასოდეს მოგცემ უფლებას დანებდე გესმის?
-ჩემი ძლიერი გოგო-გაეცინა,ამის დანახვისას მეც გამეცინა,გადავიხარე და შუბლზე ვაკოცე
იმ საღამოს მასთან დავრჩი,გვერდიდან არ მოვცილებივარ,დილით მისი თხოვნით სახლში წავედი რამდენიმე საათში კი უკან დავბრუნდი,მთელი 2 კვირა მასთან ვიყავი,წუთიტაც არ ვტოვებდი,უკვე მერვე თვეც სრულდებოდა ორსულობის და სიარულიც მიჭირდა,თუმცა ნიკას გვერდით ყოფნა უფრო მეტად მაძლიერებდა. მამაიდამისს არ მოსწონდა ცემი იქ ყოფნა მაგრამ ეს სულაც არ მადარდებდა ეს ქალი ჩემთვის მაინც არ არსებობდა,მისი ძმა და რძალი კარგად მექცეოდნენ,თუმცა დიდად არც ეს მაღელვებდა.
-კატო ბალიში გამისწორე
-კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ?-გამეცინა და ბალიში გავუსწორე
-როგორ არის ჩემი ბიჭი?-მუცელზე მომეფერა
-კარგადაა,ერტი სული მაქვს როდის დაიბადება
-მეც,ვერც კი წარმოიდგენ როგორ მინდა,რაო ექიმმა როდის გიკეთებენ ოპერაციას?
-ფიზიოლოგიურად უნდა ვიმშობიარო
-ეგ უკეთესია,გაუძლებ-გაეცინა
-გინდა გარეთ გავიდეთ?
-ამ ეტლით სიარული არსად არ მინდა-ზიზღით გახედა ეტლს და სახე მოექუფრა
-ეს მხოლოდ დროებითია ხომ იცი?
-და სამუდამო რომ აღმოჩნდეს მერე?
-ნუ გეშინია და ცუდზე უ ფიქრობ
-მე შენს გამო მეშინია კატო,არ მინდა მთელი ცხოვრება ასეთს მიყურო,ასეთი ეგოისტი ვერ ვიქნები
-ნუ სულელობ,მე შენ როგრიც არ უნდა მაინც მეყვარები,ასე რომ ახლა მოკეტე და წამოდი გარეთ გავიდეთ,დაგეხმარები წამოდგომაში,ან იქნებ ჯობს ექიმს დავუძახო?-ორივეს გაგვეცინა



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

მანდამაინც ავარიაში უნდა მომხდარიყო რომშერიგებოდა.მომეწონა ეს თავი ოღონდ ნიკა მეცოდება
--------------------
ლანა

 


№2 სტუმარი Guest Lika

Rodis dadeb?

 


№3  offline მოდერი Anye-Any

დღეს დავდებ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent