შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უგუნური საქციელი...


29-11-2016, 19:02
ავტორი Phenomenon
ნანახია 1 471

ჩემ ყოფილთან რამდენიმე თვის გაშორებული ვიყავი, ბევრი ობიექტური მიზეზების გამო... მე ის ძალიან მიყვარდა, იმდენად, რომ ყოველთვის ვპატიობდი თავის ტყუილებს და თვალს უმალ ვხუჭავდი. მოკლედ დავბრმავდი, მაგრამ მე თვითონვე ავიხილე თვალი ბოლოს და დავშორდი, თანაც ისე, რომ ყოველთვის მეგონა მომწერდა ან რამეს გააკეთებდა ჩემ დასაბრუნებლად.. ალბათ ცალი თვალი ავიხილე მხოლოდ, რადგან დაშორების მერეც რომ მოეწერა, დიდი ალბათობით შევურიგდებოდი... რაც დრო გადიოდა ჩვენი დაშორებიდან მით უფრო ვრწმუნდებოდი ჩემი ნაბიჯის სისწორეში...
მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო ყოფილზე საუბარი მინდა მოგიყვეთ ერთ(ერთადერთ, რომლის მსგავსიც კი არ მინახავს...) ადამიანზე...


მე მე_11 კლასში... ის სტუდენტი... მე თბილისში... ის ბათუმში...
ბევრი აღნიშნავს, რომ ლამაზი ვარ და ბევრსაც მოვწონვარ, მაგრამ თავში რატომღაც ( საბედნიეროდ ) არ "ამვარდნია"...
ისიც სიმპათიურია საკმაოდ, მაგრამ როგორც პიროვნება უფრო განსაკუთრებულს ხდის...
ყველაფერი ისე დაიწყო როგორც ხშირად ხდება ალბათ დღევანდელ საქართველოში... ინტერნეტით მომწერა და ყველაზე გამაოგნებელი ის იყო, რომ პირველივე სმს_დან ვგრძნობდი, რომ ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობდით... ჯერ ხუმრობით დავიწყეთ... ისე ჩამთრევი იყო ყოველი მისი კითხვა, რომელსაც მე მისვამდა და ზოგადად მასთან საუბარი, რომ როცა გადიოდა საიტიდან, ველოდებოდი ყოველთვის როდის შემოვიდოდა... თანდათან უფრო დავმეგობრდით და ისე გაშინაურებულები ვიყავით ერთმანეთისთვის, რომ არ ვუმალავდით ბევრ რამეს, ერთმანეთს რჩევებსაც კი ვაძლევდით, თანაც ისე, როგორც მეგობრები.. ვიღაც გოგო მოწონდა და რჩევებს მთხოვდა რავქნაო, აქეთ მეც ვეუბნებოდი, რომ ვიღაც ბიჭებს მოვწონვარ და რამე მირჩიე თქო :დ ... სულ ერთმანეთს ვწერდით ... ასე გადიოდა კვირეები...
იმდენად ყურადღებიანი, თბილი, უბრალოდ კარგი ადამიანი იყო რომ აღფრთოვანებული ვიყავი.. ვიდეოებს ვუგზავნიდი, მეგობრებთან მასზე ვლაპარაკობდი სულ, დედაჩემმაც იცოდა მის შესახებ ჩემიდან...
2 თვის შემდეგ ჩამოვიდა თბილისში და ჩვენი შეხვედრა ყოველთვის დამამახსოვრდება :/
დედაჩემი არ მიშვებდა და დავითანხმე როგორღაც ^_^
ისე ვნერვიულობდი, ვკანკალებდი, იმდენად აღფრთოვანებული ვიყავი მისით და ველოდებოდი მისი სახის დანახვას...
როცა დავინახე... გავიქეცი და ჩავეხუტე... მაგრად ჩავეხუტე... არვუშვებდი ხელს... არ მჯეროდა, რომ ის აქ იყო, თბილისში, ჩემ გამო და მე მას ვეხუტებოდი... ფოტოებს არ დებდა ფეისბუქზე, 1-2 ფოტო ჰქონდა, მაგრამ რეალურად უფრო სიმპათიური იყო და დახვეწილი... მაგრამ მე მასში პიროვნება უფრო მეტად მიზიდავდა... იმ მომენტში ეიფორიაში ვიყავი, ბევრი დრო მე არ მქონდა, თვითონ კი იმ ღამესვე მიდიოდა... "ვიბოდიალეთ" აქეთ-იქით.. ორივენი ვგრძნობდით რომ ჩვენ შორის რაღაც ჯადოსნური იწყებოდა და ეს ვაღიარეთ ორთავემ....

დრო ისევ გადიოდა... უფრო და უფრო მაგრად ვიყავით ერთმანეთთან. უფრო და უფრო ვგრძნობდი გული როგორ მევსებოდა მისით... მასზე ვფიქრობდი, მასზე ფიქრებს სხვას ვუზიარებდი, სიზმრებში ვნახულობდი, მენატრებოდა...
შემდეგ ისევ ჩამოსვლას აპირებდა და უკვე ისე ვიყავით ერთმანეთთან, რომ ვხვდებოდით რომ გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ არც ის და არც მე არ ვამბობდით მაგ სიტყვას... თითქოს მეშინოდა, არვიცი...

...ისევ ვნახე... ისევ ისე ჩავეხუტე... ისევ ისე არ გავუშვი ხელი... ისევ ისე მქონდა მის გულში თავი ჩარგული და ვთბებოდი გულისგან წამოსული სიმხურვალით <3 ჩემი ბიჭი ჩემთან იყო ისევ... ბევრი კარგი დრო გავატარეთ... და რაც მთავარი იყო ჩვენი რამდენიმე თვიანი ურთიერთობის შემდეგ ავუხსენით სიყვარული... ისეთი დაბნეული იყო რომ ახლაც მეცინება ^_^ უკვე ვხვდეობი რაც უნდა ეთქვა, მაგრამ ჯერ შორიდან მოუარა :დდ მე ნერვები მეშლებოდა ( ვამბობდი გულში : თქვიიი ჩქარაა ^_^ <3 ), მაგრამ ის მაინც განაგრძობდა და როცა მითხრა ეს იყო ერთ-ერთი უბედნიერესი დღე ჩემ ცხოვრებაში ^_^ მიხაროდა ყველაფერი და ყველა მიყვარდა, ნუუ ყველა რაა, ჩემი ბიჭი მიყვარდა და ამას უკვე მასაც ვეუბნებოდი <3


1 კვირაზე მეტი დარჩა თბილისში და სულ ერთად ვიყავით. როცა წავიდა ჩვეულებრივად გავაგრძელეთ ურთიერთობა... ისევ ყოველწამს ერთმანეთზე გვეფიქრებოდა...ბედნიერი ვიყავი ყველაზე მეტადდ... უბედნიერესიი...

არ მინდა ბევრი ვილაპარაკო უკვე შემდგომ რაც ხდებოდა და როგორც მოხდა.. უბრალოდ მოკლედ გეტყვით ძალიან... <3
ალბათ 2 თვე ისევ მაგრად ვიყავით ერთმანეთთან, მაგრამ მე ძალიან მერყევი ადამიანი ვიყავი, მითუმეტეს ასაკი "მიწყობდა" ხელს ჩემს არამდგრადობაში ყველაფრის მიმართ.. კიდევ ის, რომ ასე შორს ვიყავით ერთმანეთისგან...
1-2 ჯერ ვუთხარი, რომ არვიცოდი მიყვარდა თუ არა... უბრალოდ თავს კარგად ვგრძნობდი მასთან...
ბოლოს თვითონაც დაიღალა ალბათ და არც ვამტყუნებ... მეც დავიღლებოდი მის ადგილას... ისევ გავწყვიტეთ მიმოწერა ( ჩემი ინიციატივით )

...

ისევ მე ვაწყენინე, ისევ მე გავუცრუე იმედები... ისევ ვინანე... ისევ ვნანობ... მას შემდეგ გავიდა დრო... ახლა მეოთხე კურსს ვამთავრებ... მყავდა თაყვანისმცემლები... მაგრამ ისევ მენატრება... მე ვერ შევძელი მისი ის სითბო დამევიწყებინა, რომელიც ჩემ მიმართ ჰქონდა... მე ყველაზე საშინელ ადამიანად ვგრძნობ თავს, როცა ვხვდები, რომ ის ადამიანი დავკარგე, ვინც თურმე მყვარებია, ასაკმა დამაბრმავა, რადგან ასეთი მერყევი ვიყავი და მეგონა, რომ ეს გატაცება იყო... არავინაა მისნაირი... ყველას მას ვადარებ და ვხვდები ისევ და ისევ ჩემ მწარე დანაშაულს...
ვწუხვარ, რომ ვერ გადავდგი ის ნაბიჯი მის დასაბრუნებლად და ვხვდები ამდენი იმედგაცრუების შემდეგ მას გაუნელდებოდა ჩემდამი გრძნობა (ალბათ)...


პ.ს. ეს ის შემთხვევაა, როცა მე არ ვითხოვ თქვენგან რჩევას... მე გაძლევთ მას... დააფასეთ ადამიანები, რომლებიც თქვენ გვერდით დგანან... ნუ ეძებთ უკეთესებს, ისინი არ არსებობენ... ალბათ უნდა დამეკარგა, რომ მივმხდარიყავი მის ფასს და გთხოვთ არ მოიქცეთ ასე... არ დაკარგოთ.. თუ თვლით, რომ დამნაშავე ხართ, ისევ თქვენ გადადგით ნაბიჯი, ყოველთვის თქვენ თავზე აიღეთ ინიციატივა, რომ არ ინანოთ... ნუ "გიტყდებათ" პირველი მიწერა... ისიც ზის ალბათ ისე, როგორც თქვენ და ელოდებით ერთმანეთს...
გავა დრო და დაგრჩებათ მხოლოდ ის ადამიანები ვისაც მართლა სჭირდებით და ყველაფერი გააკეთეთ, რომ ის ადამიანები არ დაკარგოთ, ვისაც მართლა სჭირდებით...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent