შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საყვარელი ღიმილი და "ასდ" დაუსრულებლად (თავი 9)


30-11-2016, 00:02
ავტორი buubbuuu)))
ნანახია 1 259

დღეები ჩვეულებრივად მიდიოდა. მე და ლოლა ერთად ვიყავით. ბავშვებს დაუახლოვდა, აღარავისი ეშინოდა. განსაკუთრებით ელენეს და ანანოს დაუახლოვდა. რამდენჯერმე შევამჩნიე, ჩემი დანახვისას სიცილი როგორ აუტყდათ. არასდროს უხსენებია ლოლას თავისი ოჯახის წევრები. არც არასდროს შემიმჩნევია, რომ ვინმეს დაერეკოს მისთვის. ზედმეტად არც ვეკითხებოდი რამეს. მინდოდა თვითონ გასჩენოდა ჩემთან საუბრის სურვილი.
პროექტზეც დავიწყეთ მუშაობა. ბავშვებმა „შენ უნდა უხელმძღვანელოო“. თავიდან არ მიდოდავ „უფროსობა“ მაგრამ აზრი არ ჰქონდა აზრი მათთან შწინააღდეგებას. რა მექნა, იდეები ჩემ გარდა იდეები არავის ჰქონდა. კრიმინალური პოლიციის დახმარებით ძველ, გაუხსნელ სააქმმეებს ვიკვლევდით და თუ რაიმე ხელმოსაჭიდი იყო, ვცდილობდით დაგვეხურა. რამდენიმე დღეში მოვახერხეთ კიდეც, ერთ-ერთი ასეთი საქმის დახურვა. ამბროლაურის პოლიციაში შეგვაქეს კიდეც ამის გამო. მთელ რაჭაში დავბოდიალებდით დიდი გამოცდილი დეტექტივებივით. ჩვენი მომავლისთვისაც კარგი იყო ეს ყველაფერი. საკმაოდ დიდ გამოცდილებას ვიღებდით.
ჩვენი რაჭაში ჩასვლიდან ორ კვირაში, ონში, მკვლელობა მოხდა. ლოლა მთხოვდა არ წახვიდე მეშინიაო. თითქოს რამე დამიშავდებოდა. ამ ხნის მანძილზე პირველად შეეშინდა, არადა ჩემი წაუშვლელობა არ გამოდიოდა. თან ვერ წავიყვანდი, არ მინდოდა იქაც რამეზე ენერვიულა. მიცვალებულების ეშინოდა სასწაულად. ბოლოს ძლივს დავითანხმე, დემეტრეს ვთხოვე მიეხედა, მართალია მასაც ძაან უნდოდა წამოსვლა, მაგრამ ძმაკაცობაში მაინც დამითმო. ლოლას კი დავპირდი, რომ ხშირად დავურეკავდი. ანანომაც მითხრა მე დავრჩებიო, ამაზე უფრო დაწყნარდა. ონში დარამულები ჩავედით.
ტოტო აჟიტირებული დარბოდა წინ და უკან. მისი პირველი საქმე იყ მკვლელობაზე. ერთადერთი რისი გარკვევაც მოვახერხეთ, ის იყო, როც ცხრამეტი წლის გოგო მოუკლავთ. მიზეზეი არავინ იცოდა. პირველივე დღიდან დავიწყეთ გარკვევა თუ ვინ იყო და ვისთან ჰქონდა კონტაქტი. თუმცა ადგილობრივი არ აღმოჩნდა. იქაური ქალები ამბობდნენ, მეგობრებს ჩამოაკითხა თბილისიდანო. ელენემ გვითხრა „მკვლელობა დილით მომხდარა და გვამს ხვალამდე არავინ გვაჩვენებსო.“ ჩვენ იქ ყოფნას აზრი არ ჰქონდა. ხვალამდე მაინც ვერაფერს გავიგებდით. ამიტომ უკან, სასტუმროში დავბრუნდით. იქაურმა პოლიციამ გამოძიების უფლება მოგვცა და დახმარებასაც დაგვპირდა.
როდესაც ლოლამ დამინახა სიხარულისგან კისერზე შემომახტა. მთელი საღამო არ მომშორებია და ისიც მთხოვა, ღამე მასთან დავრჩენილიყავი. ისიც მთხოვა რომ ბარგი მის ოთახში გადამეტანა წასვლამდე. არ დაგიმალავთ და გამიკვირდა, თუმცა დავთანხმდი და ახლა მის ოთახში, მის საწოლზე ვარ წამოწოლილი და ველოდები როდის გამოვა სააბაზანოდან. არა ის არ იფიქროთ, არაფერი ზედმეტი, უბრალოდ 15 წუთია არ მინახავს და მომენატრა.
-შენ კიდევ გღვიძავს? (ლოლა)
-უშენოდ რა დამაძინებდა. (ვაჩე)
გაეცინა და ჩემ წინ დახრილი გაჩერდა. შუბლი მომიწია საკოცნელად. მედც არ ვუღალატე ჩვეულებას და შუბლზე ნაზად ვაკოცე. სწორედ ამ დროს იდილია ჩემი მობილურის ხმამ დაარღვია.
-გისმენთ ბატონო ზაზა. (ვაჩე)
ისეთი სერიოზული სახე მივიღე თითქოს პრემიერ მინისტრი მირეკავდეს.
-ვარჩილ გეყოს ახლა ცანცარი და მითხარი, თამუნა როგორ ჩამოვიდა, ნერვიულობს მამამისი. (ზაზა)
-რა ხდება მამა? (ვაჩე)
-როგორ ჩამოვიდა თამუნათო. რთული გასაგებია? (ზაზა)
-მამა ის... მამა თამუნა არ ჩამოსულა საიდან მოიტანე? (ვაჩე)
-მორჩი მეთქი მაიმუნობას, გითხარი ერთხელ მგონი. (ზაზა)
-ზაზა სერიოზულად გეუბნები, თამუნა აქ არ არის. (ვაჩე)
-დილის ექვს საათზე წამოსულა სახლიდან და აქამდე როგორ ვერ შემოვიდოდა. (ზაზა)
-არა... - ხმა გამიწყდა, თითქოს მეტის თქმა არ შემეძლო. - სერიოზულად გეუბნები ზაზა, არ ჩამოსულა. ახლა უნდა გავთიშო, საქმე მაქვს. თუ რამეს გავიგებ შეგეხმიანბი. (ვაჩე)
მთელი დღის მომხდარი ამბები გადავხარშე და რატომღაც დღევანდელი მკვლელობა გამახდენდა. ის უცნობი ცრამეტი წლის გოგონა, რომელიც თბილისიდან მეგობრებთან ჩამოვიდა. ლოლას დაახლოებით ავუხსენი სიტუაცია. ანანოს დავურეკე და მასთან დავტოვე ჩემი გოგო. მერე ელენეს და ბიჭებს ვთხოვე გაყოლა, დანარჩენები აღარ შემიწუხებია. ოფიცერს ვხოვე, რომ გვამი აუცილებლად დღესვე უნდა მენახა. ტოტო თუ აქამდე აჟიტირებული დარბოდა ამ მკვლელობისთვის, ახლა გაშტერებული თვალბით იყურებოდა და ფრჩხილების მაგივრად უკვე თითებს იჭამდა. ღმერთას ვევედრებოდი, რომ თამუნა არ ყოფილიყო. მორგში ოფიცერმა მიგვიყვანა და მისი ბრძანებით შეგვიშვეს. ტოტომ მაშინვე განაცხადა შიგმით ვერ შემოვალო. ჩემი და ელენეს გარდა ეს ვერავინ შეძლო. ელენე და თამუნა უახლოესი მეგობრები იყვნენ. მართალია ეს გოგო არასდროს მომწონდა, მაგრამ მთელი ბავშობა მასთან ერთად გავატარე, მართლა მეგობრად ვთვლიდი სანამ გზას აცდებოდა.
ცხედარს შავი ნაჭერი ჰქონდა გადაფარებული. ოთახში მე, ელენე და სამი ცხედარიი ვიყავით. იმ მაგდასთან მივედით რომელიც შუაში იდგა. რაც ვერ შევძელი, ელენემ გააკეთა. მიცვალებულს ნაჭერი გადახადა. ნეტავ ეს არ გაეკეთებინა და წამი გაჩერებულიყო. ძლიერ მეტკინა. აი იქ, გულის სიღრმეში ბავშობა მეტკინა. მხოლოდ ლოლა მჭირდებოდა ახლა. მჭირდებოდა, რომ ტკვილი შეემსუბუქებინა. ვიცოდი ტოტოს როგორ ეტკინებოდა და ეს უარესად მაგიჟებდა. ელენე გაშტერებული იდგა და არ იცოდა რა გაეკეთებინა.. მისთვის არაფერი მითქვამს, გარეთ გავედი და იქვე ჩავიკეცე. რამის თქმას აზრი არ ჰქონდა, ისედაც ყველაფერი ნათელი იყო. ტოტო ოთახში შევარდა და იქიდან განწირული ღრიალის ხმა ისმოდა. ოფიცერმა პარკი გადმომცა, სადაც მისი პირადი ნივთები იდო. ავიღე და მაშინვე სასტუმროში დავბრუნდი, არავის დავლოდებივარ. მხოლოდ ლოლა მჭირდებოდა.
ოთახის კარი ანანომ გამიღო. როდესაც შერყეული სახით დამინახა, ჩემს გოგოს დაემშვიდობა და ოთახი უხმოდ დატოვა. თამუნა, ანანო და ელენე საუკეთესო მეგობრები იყვნენ. თითქმის სულ ერთად იყო განუყრელი სამეული. არც მისთვის გამიმხელია ჩემი ეჭვები ისე წავედი, ამიტომაც შემხვდა მშვიდად. პარკი იქვე დავაგდე და სავარძელში ჩავიკეცე. იგრძნო როგორ მტკიოდა, კითხვებით არ შევუწუხებივარ, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი აინტერესებდა. მხოლოდ მთხოვა წყალი გადამევლო. მაშინ მივხვდი, რომ იმ საშინელი ადგილის სუნად ვყარდი, ამ სიბინძურეს კი სუფთა „საყვარელი ღიმილი“ სუნთქავდა. მეც უსიტყვოდ ავდექი და სააბაზანოში შევედი.
მალევე გამოვედი, ის კი ტანსაცმელს მიმზადებდა. გავუღიმე და მაიკა გადავიცვი ნახევრად შიშველ სხეულზე. კუთხეში, იატაკზე დაგდებული ის პარკი შევნიშნე, რომელიც ოფიცერმა გამომატანა. ლოლა მოვიდა და ჩამეხტა. ცოტა ხანში მოვშორდი და საწოლზე ჩამოვჯექი.
-შენ ხომ არასდროს მოკვდები? (ვაჩე)
არ ვიცი ეს იდიოტობა საიდან მომივიდა აზრად, მაგრამ შემეშინდა, რომ მეც ისევე მეტკინებოდა, როგორც ტოტოს ეტკინა.
-სულელო, რა აზრები მოგდის? (ლოლა)
გაღიმება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.
-უშენობის მეშინია! იცი ვინ მოკვდა? (ვაჩე)
-ნუ მაშინებ რა, ხომ იცი.... (ლოლა)
აღარ დავამთავრებინე.
-ტოტოს ერთი გოგო უყვარდა. ჩვენი კურსელი. სკოლიდან, მეექვსე კლასიდან მოყოლებული უყვარდა. მერე უმაღლესშიც ერთად ჩავაბარეთ. იმ გოგოს მამა და მამაჩემი მეგობრები იყვნენ. შესაბამისად ის გოგო ჩემთან ერთად გაიზარდა. ვმეგობრობდით სანამ გზას აცდებოდა. ტოტოს კი უყვარდა ყველაფრის მიუხედავად. ამბობდა „სხვანაირია, თქვენ არ გესმითო.“ როცა კისერზე შემომეხვია აუდიტორიაში, სწორედ მაშინ დავინახე შენი საყვარელი ღიმილი პირველად. თამუნა დღეს დილით მოკლეს. მასზე არაფერი ვიცოდით, მაგრამ როცა მამაჩემმა დამირეკა: „თამუნა როგორ ჩამოვიდაო“. რაღაც ვიეჭვე და ბავშვებთან ერთად მორგში წავედი. არ მინდოდა თამუნა იქ დამხვედროდა. მიუხედავად იმისა, რომ მის საქცილს ვერ ვიტანდი, მეტკინა და არ მინდა რომ, შენ რაიმე მსგავსი დაგემართოს. ტოტოს ყველაზე მეტად ეტკინა და არ მინდა ასე მეტკინო. (ვაჩე)
ვეხვეოდი და ბედნიერებასთან ერთად მტკიოდა.
-ღმერთო რა სშინელებაა. (ლოლა)
კანკალებდა და სიტყვებს თავს ვერ აბამდა.
-შემპირდი, რომ არასდროს მოკვდები. (ვაჩე)
-თამუნა ტოტოსთვის სიყარული იყო. მე კი შენთვის სულ სხვა ვარ. მაგრამ გპირდები, რომ არასდროს მოვკვდები. (ლოლა)
-ეს შენ გგონია, რომ სხვა ახრ. (ვაჩე)
-ანუ? (ლოლა)
დაიბნა... მეც...
-რაც არ უნდა წარმოუდგენლად ჟღერდეს .... მიყვარხარ. ხო... ასეთ პატარა დროში შემიყვარდი. პირველად ვიგრძენი ეს რაღაც. რაღაც სხვა. უშენობას ვერ ავიტან. (ვაჩე)
წინ და უკან დავდიოდი. არ ვიც საიდან მქონდა ამდენი ძალა.
-ვაჩეეე.... (ლოლა)
-ხო პატარავ... (ვაჩე)
-რაღაცას გთხოვ კარგი? (ლოლა)
-რაც გინდა. (ვაჩე)
-თვალებში შემომხედე და კიდევ ერთხელ მითხარი. (ლოლა)
ხელები ხელებზე დავადე და თვალებში ჩავხედე.
-პატარა დედოფალო მიყვარხარ, გაღმერთებ და უშენოდ არ შემიძლია. (ვაჩე)
-ასეთ დროს რას ეუბნებიან ხოლმე გოგოებუ ბუჭებს? - ლოყებაწითლებული თვალებს ვერ მისწორებდა.
-არ ვიცი პატარავ. პირველად ვარ ასეთ სიტუაციაში. თუმცა გამიგია, რომ ზოგი სახეში ურტყამს, ზოგი დროს ითხოვს, ზოგი კი მაშინვე ეუბნება რას და როგორ გრძნობს. (ვაჩე)
-ისე გარტყმაზე უარს არ ვიტყოდი. (ლოლა)
გაეცინა, ჩემთვის კი ნათელი გახდა რას ფიქრობდა. ვუთხარი „გასაგებიათქო“ და აივნისკენ წავედი.
-მიყვარხარ სულელო ბავშვო. (ლოლა)
გამოექანა და ზურგზე შემომახტა. აი თურმე რა სდომებია პატარა მაიმუნს. უბედნიერესი ვიყავი. ამ წუთების დასრულება არ მინდოდა. ტოტო გამახსენდა, რომელსაც ასე სტკიოდა და ჩამოვსვი. მიხვდა რასაც ვაპირებდი და პარკი თვითონ მომაწოდა.
ყურსასმენები, მობილური, დღიური, mp3 ფლეიერი, ბეჭდები, საყურე, პიტნის საღეჭი რეზინი და კიდევ რამდენიმე წვრილმანი. ლოლამ დღიური გამომართვა და სავარძელში ჩაჯდა. ისეთი სახით შემომხედა, თითქოს წასაკითხად ნებართვას მთხოდა. მეც თავი დავუქნიე და გვერდით მივუჯექი, რომ მეც წამეკითხა. კითხვა თავიდან არ დაგვიწყია. უბრალოდ გადავშალეთ და იმ გვერდით დავიწყეთ სადაც თვითონ გადაიშალა. ფურცელი სულ ფერადი იყო, რის საფუძველზეც თუ დავფიქრდებოდით, თამუნა სულაც არ იყო ისეთი ცუდი, როგორიც ჩანდა. ერთი შეხედვით თუ ვიმსჯელებდით, ის სამყაროში ჩაკეტილ გოგონას გავდა, რომელიც თავად შექმნა.

„12 იანვარი
გამარჯობა მეგობარო. როგორც ყოველთვის ახლაც აღვნიშნავ, რომ შენ გარდა არავის შეუძლია ჩემი გაგება. თუმცა არა... ჩემიც ესმის ერთ სულიერს, ზუსტად ისე, როგორც შენ. თუმცა მასთან არასდროს მილაპარაკია როგორც მეგბართან. ყოველთვის შორიდან მიყურებს და მის თვალებში ჩანს, რომ ესმის. რაც უნივერსიტეტში დასვენებები დაგვეწყო არ მინახავს. დღეს კი სახლში მომაკითხა და საახალწლო საჩუქარი დაგვიანებუთ მომიტანა. მთხოვა გეკეთოსო და წავიდა. ასეთი ბიჭი არსადროს შემხვედრია. ჩემი ძველი მეგობრის ძმაკაცია. თან სკოლაში კლასელები ვიყვით მეათე კლასამდე. მე მე გადავედი და მას შემდეგ არ მინახავს სანამ უნივერსიტეტში არ ჩავაბარე. თუ გახსოვს ადრე რამდენჯერმე შენთანაც ვახსენე. ტოტო ჰქვია. ფიზიკურობის აღწერას არ დაგიწყებ, ყველაზე კარგია. მხოლოდ ამას გეტყვი და რაღაცაში გამოგიტყდები.
მიყვარს. თუმცა რა აზრი აქვს. ის საუკეთესოს იმსახურებს. მე კი, ასეთი ბინძური სულის მქონე ადამიანი არ ვარ მისი ღირსი.“

მე და ლოლას პირი გვქონდა დაღებულივერ ვიჯერებდი, რომ თამუნას ტოტო უყვარდა. დღიური ჩემს ჩანთაში ჩავდე და ლოლას ვთხოვე როდ დაეძინა. მეორე დღეს ყველა თბილისში ვბრუნდებოდით. ერთ თვეში არდადეგებც გვეწყებოდა სასწავლო კი სულ ორი კვირა დაგვრჩენოდა. აქ კი 10 დღე გვქონდა კიდევ დარჩენილი. თუმცა თამუნას გამო ხვალ ყველანი უკან ვბრუნდებოდით. ჯერ კიდევ აგონიაში ვიყავი და ვერც ვაცნობიერებდი ამ ამბავს. ხვალ უფლებას მოგვცემენ ცხედარი თბილიში გადავასვენოთ. ალბათ ტოტო გამოყვება და შეწინააღმდეგებასაც ვინ გაბედავს. ყველაფერი ჩემი ბრალი იყო. უნდა მიმეცა უფლება ჩვენთან ერთად წამოსულიყო. მამაჩემისთვის არ უნდა მეთხოვა ზვიადთან ლაპარაკი. მე რომ ეს არ გამეკეთებინა ახლა ის ჩვენთან ერთად იქნებოდა, ნერვებს მომიშლიდა, მაგრამ ცოცხალი იქნებოდა. თუმცა ალათ ასე იყო საჭირო. თუ რაიმე მოსახდენია წინ ვერ გადაუდგები.
ხვალისთვის დიდი საფიქრალი მქონდა. როგორ ამეხსნა ზვიადისთვის და მამაჩემისთვის, რომ თამუნა აღარ იყო. ისინიც მე დამადანაშაულებდნენ და მართლებიც იქნებიან. ამ საშინელი ამბის მოყოლა კი მე მომიწევს. ალბათ პირველ რიგში ზაზას დაველაპარაკები. ზვიადთან ვერ ივალ. ამაში აუცილებლად დახმარება მჭირდება, სხვანაირად მარტო ვერ შევძლებ ამ ყველაფერს.
ორივე დავწექით. ლოლა ჩემგან ზურგით იწვა, მე კი ჭერს მივშტერებოდი და საფიქრალი არ მელეოდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent