მე,შენ და ცუდი ბიჭები (4)
ლიკა ტელევიზორის წინ ჩვენს საყვარელ პუფში მოკალათებული ველოდები კატო ყავას როდის მოიტანს. მანამ კი გასულ ერთ კვირას გონებაში ვაჯამებ,როგორც კატო იტყოდა თავი კაგებეს აგენტი მგონია,არაა გაქცეული კრიმინალი უფრო,მგონი მომწონს კიდეც ეს სიტუაცია. მთელი კვირაა მე და კატო რასაც ქვია თითის წვერებზე დავდივართ ქუჩაში,ახლა მესმის როგორ გრძნობენ თავს ძებნილი დამნაშავეები. ნუ სანამ ათი თუ თერტმეტი დღის წინ კატო მანანასგან დაბრუნდებოდა გამოფენის ინციდენტი ლამის დამავიწყებული მქონდა,დღევანდელივით თვალწინ მიდგას იმ საღამოს სცენა: კატერინამ კარი შემოაღო კიარადა შემოგლიჯა და თვალებანთებულმა მომახარა მოვედიო. კიდევ კარგი თორე უკვე მოწყენილობისგან ვკვდებოდი,მე და მარტოობა აშკარად ვერ ვეწყობით ერთმანეთს, ეგ რომ არ მყავდეს რა მეშველებოდა-ვფიქრობ ჩემთვის,კატო გაბერილ ჩანთას დივანზე აგდებს - წიგნების მაღაზია გაძარცვე თუ რა უბედურებაა ეს? -ვაიმე მანანა და ჭირი,ჯერ სად ხარ დავალებებს რო გაჩვენებ სრული უფლება გაქვს თავი მოიკლა.აუ ეგ კიარა რაუნდა მოგიყვრე,გოგო მანანასგან მოვდივარ და... -გოგო მეც უნდა გითხრა რაღაცა-ვაწყვეტინებ,სანამ დამავიწყდება უნდა ვუთხრა-მოკლედ ზაფხულში რო შეგვემთხვა ხო გახსოვს,მგონი კაციშვილს აღარ ემახსოვრება ეგ ამბავი მარა რო რამე და სადმე გადაგვეყარონ ბოდიში მოვიხადოთ და ეგ იქნება რა,გოგოები ვართ ბოლო-ბოლო და საქმეს ხოარ გაგვირჩევენ,ხოდა ზედმეტ პრობლემებსაც ავირიდებთ რა თორე მაინც მეშინია მაგ ტიპების,ისე შეიძლება აქეთ აღარც არიან-მივახალე სხაპასხუპით.ხოო ის აზრი რომ შეიძლება ქალაქიდან წასულივნენ მომწონს, თუ ასეა აღარც მობოდიშება მოგვიწევს და აღარც იმის შემეშინდება ხევში ნახევრად მკვდარს მიპოვიან თქო,მაგრამ იმ ხალებიანის სახე რო მახსენდება ჯანდაბას ჩამაგდოს ხევში. -არაა,აქეთ არიან-ტუჩის კვნეტით მეუბნება კატო. აუ აბა მოგვწევია ბოდიშების ხდა.მოიცა ამან საიდან იცის რო აქეთ არიან?! -გოგო შენ რაიცი? დაინახე? -ნუ რაღაც მსგვასი-წარბებს უცოდველად წევს და სიცილს ძლივს იკავებს,ვიცი ეს გამოხედვა რასაც ნიშნავს -კატერინა რა ჩაიდინე?-ვეკითხები დაფეთებული -მგონი ის დებილი ცოტათი გავაბრაზე -რამდენად ცოტათი? -ნუუუ არც იმდენად რო დაცხრილულები ლისის ტბაში ჩაგვყაროს,ნუ თუ რამე დაგვმარხავს მაინც,გოგო ტბაში ჩაგდებას დამარხვა არ ჯობიაა? -დაწვრილებით მოყვა დროზე! -სასოწარკვეთილი ვეუბნები და ისიც ქაქანს იწყებს. ამ საუბრის შემდეგ ორივე ვასკვნით რომ არც ბოდიში და არც თურქული ბანბანერკა არ უშველის ჩვენს მდგომარეობას,ხოდა ეგრევე მშობლებთან დავრეკეთ ფული დაგვიმატეთ მანანასთან ტაქსით მოგვიწევს სიარულიო. კიდევ კარგი უნივერსიტეტის გზაც გამოფენისას არ ემთხვევა თორე არ ვიცი რა გვეშველებოდა. ფიქრებიდან კატოს ფლოსტების ტყლაპუნს გამოვყავარ -ვაიმე ლიკუნა ჩქარა გამომართვი ძაან ცხელიაა-სულს უბერავს ყავას,გზაში ვხვდები და ვართმევ. ისიც პუფში სკუპდება და ტელევიზორს ვრთავთ,რაღაც დილის გადაცემა გადის -ერთ დღეს მაგ სტუდიაში მეც ვიჯდები,ოღონდ შუადღის გამოშვებაში,დილით რა აწევს თავს აბა-თვალს მიკრავს კატო-უი ხო ძეხვი და კვერცხი გაგვითავდა,მგონი ზეთიც გვჭირდება,რო ამოვალ ამოვიტან -დღეს შენზე ადრე ვამთავრებ,მე ამოვიტან და საღამოს ჩემებურ ომლეტსაც დაგახვედრეებ-ვუცინი და აბურდულ თმებს ვუსწორებ -მმმ მაშინ ბარემ ბიბლიოთეკაშიც გავივლი და ცოტა გვიან მოვალ გეჟოოო-მიცინის და საათს უყურებს-ვაიმე აწიე დროზე ერთი ადგილი,გვაგვიანდება ისევ! როგორ მომნატრებია უნივერსიტეტი,მეორე ლექციაც მთავრდება და მარშუტკაში საცოდავად ვეტენები,რამდენი ხალხია უკვე გული მიწუხს,ფანჯრიდან ძლივს ვამჩნევ სად უნდა ჩამოვიდე და გააჩერეთ თქო ბოლო ხმაზე ვყვირი. ჩამოსული ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და სუპერმარკეტისკენ მივაბიჯებ.ზეთი,იოგურტები და ხილი უკვე კალათაში მიწყვია,თავისუფალი ხელით ძეხვსაც დავწვდი და სანამ კალათაში ჩავუძახებ ჯიბიდან პატარა ფურცელზე ჩამოწერილ საყიდკების სიას ვიღებ,აჰამ კვერცხი მრჩებოდა,მგონი ისევ ძეხვების რიგს უნდა გავუყვე უკან,ვტრიალდები და რაღაც მაღალს ვეჯახები,არა ღაღაც კიარა ვიღაცაა, მერამდენედ უნდა დაგემართოს ასეთი რაღაც ლიკა! ზემოთ ვიყურები და ბოდიშის მოსახდელად პირს ვაღებ, ჯანდაბა ენა მივარდება, ხალებიანი წინ მიდგას და არაფრის მთქმელი გამეტყველებით მიყურებს,ძეხვი ხელიდან მივარდება და თაროსთან მიგორავს,ტვინის ჯერ კიდევ ჩართული ნაწილი მეუბნება რომ რამე უნდა გავაკეთო და ასე იდიოტივით არ ვიდგე მაგრამ სანამ ჩემი სხეული ტვინს აუწყობს ფეხს მსოფლიოში ყველაზე სიმპათიური ბიჭი სრულიად უემოციოდ მივლის გვერდს თითქოს საერთოდ ვერ მამჩნევდეს,ძეხვის მოწოდებაზე ხო ზედმეტია საუბარი. ჰაერს ღრმად ვისუნთქავ,მთელი სახე მიხურს,ბარბაცით მივდივარ და ძეხვს ვიღებ,რა მოხდა ახლა ჩემს თავს? დაპროგრამებულივით ვწვდები კვერცხის შეკვრას,ხილის წვენებს,ფქვილს,შაქარს და კალათაში ვაწყობ,ვცდილობ იქეთ არ გავიხედო საითაც წამის წინ ჩემი დამიგნორებელი წავიდა,პირდაპირ სალაროსკენ ვიღებ გეზს. რაც მალე გავეცლები აქაურობას მით უკეთესი. მოლარე ზოზინით ატარებს ყველაფერს და ორ ცელოფანში ანაწილებს -ამათ მეორეშიც ხომ ვერ ჩამიდებთ?-ვეუბნები როცა ვატყობ რომ ზეთის,ორი წვენის და ხილის ერთ პატარა გამჭვირვალე პარკში ჩაწყობა არც ისე კარგი იდეაა. საპასუხოდ წარბაწეულ მტრულ მზერას ვიღებ,ეს მგონი უარს ნიშნავდა. რა გაეწყობა,ცელოფნებს ხელს ვკიდებ და მთელი სისწრაფით გავდივარ მარკეტიდან,საკმაოდ მძიმე ყოფილა,მგონი გასასვლელიდან ოთხი ნაბიჯიც არ გადამიდგამს რომ ბახ და ჩემი შიში მართლდება,ზეთი ცალკე მიგორავს,წვენები და ხილი ფეხებთან მიყრია. ახლა ვიტირებ! რატო მემართება ყველაფერი მე? უღონოდ ვიხრები და აკრეფას ვიწყებ -დაგეხმარები-ამბობს ვიღაც ზემოდან -მადლობა ნუ შეწუხდებით-თავს არც ვწევ ისე ვპასუხობ გაბზარული ხმით,სანამ უნებლიედ ხელი ავარტყი ვინმეს ან კიდე რამე უაზრობა ჩავიდინე ჯობს მარტომ გავაკეთო ყველაფერი. დღეს ნამდვილად არაა შენი დღე ლიკა! -დაგეხმარები!-ეს უკვე კითხვა აღარაა,ინსტიქტურად ზემოთ ვიყურები, ვგრძნობ რა სიჩქარით გადის კაპილარებში სისხლი,სახე მიხურს,დიდი იმედი მაქვს პომიდორივით არ გავწითლდი ლევანი,თუ მართლაც ესაა მისი სახელი,იხრება და სანამ მე გაშტერებული ვუყურებ ნივთების აკრეფას იწყებს,თავის სიგარეტს ცელოფნიდან იღებს და მის მაგივრად ჩემს პროდუქტებს აწყობს,ენა მივარდება. ორი წუთის წინ ისეთი ნივიჟუ ჩამირტყა მეც კი შემეპარა ჩემს არსებობაში ეჭვი და ახლა რა ეტაკა? -წავედით-მესმის მორიგი ბრძანება როგორც ჩანს წაღებაშიც აპირებს დახმარებას,ზედ არც კი მიყურებს,უხმოდ ვემორჩილები,სხვა რა უნდა გავაკეთო? გული ლამის საგულედან ამომივარდეს. წესით მისი უნდა მეშინოდეს,ხო შეიძლება მეშინია კიდეც,მაგრამ დღისით მზისით ამდენ ხალხში არამგონია რამე დამიშავოს. თან ისეთი სიმპათიურია! არა ლიკა არ შეხედო! უკვე ჩემს სადარბაზოს ვუახლოვდებით,მთელი გზაა სიტყვაც არ გვითქვამს,ჯანდაბა რა უხერხულია,ახლა როგორ უნდა მოვიქცე? რას ეუბნებიან ხოლმე ასეთ დროს? ჩემგან ოდნავ უკან მოდის,ვჩერდები და მისკენ ვტრიალდები,ვცდილობ თვალებში არ შევხედო ისევ დავიბნევი -მადლობა-ვბუტბუტებ გაუბედავად და ხელს ოდნავ ვიწვდი,პარკს მაწოდებს,უხმოდ ბრუნდება და მიდის. ისუნთქე ლიკა! ისუნთქე! კატერინა წერეთლის მეტროდან ამოვდივარ და საათზე ვიყურები,თითქმის 12-ის ნახევარია,მშია,მწყურია და დედა მინდა! ჰო კაი ცოტა გადავაჭარბე,ლიკას გაკეთებულ ომლეტზე ვიწყებ ფიქრს და კიბეებზე ავდივარ,აუ ეს რა არი? ამ ამინდს ნამუსი აქ ახლაა? ხოშიანად წვიმს და საშინლად ბნელა. ვაიმე რაც არის არის,ეს როდის გადაიღებს,ნაუშნიკებს ყურებიდან ვიღებ,ეკრანზე Oh Wonder-Drive ციმციმებს,მუსიკას ვაპაუზებ,თავზე ხელებს ვიწყობ და წვიმაში მივაბიჯებ, პოლიციის შენობას გვერდს ვუვლი,ზებრაზე გადავდივარ და გარშემო ვიყურები,კაციშვილის ჭაჭანება არაა, ნუ რომც იყოს არამგონია ამ ამინდში ორ მეტრზე შორს ვინმე დავინახო.მუდამ გადაჭედილ წერეთელზე მანქანებიც კი აქა-იქ დადიან,მესამე მსოფლიო ომი დაიწყო და მე არ ვიცი? სულ ახლოს დამუხრუჭების ხმა მესმის, ამ ხმაზე ალერგია მაქვს უკვე! ნაბიჯს ვუჩქარებ, სავარაუდოდ იგივე მანქანა ჩემს გვერდით ჩნდება და თითქმის ჩემი სიჩქარით მოძრაობს,უკვე გასაქცევად ვემზადები,მანქანის მინა იწევა და ვიღაც ლაწირაკი თავს ყოფს. უჰ ის არ არის,ცოტა ვმშვიდდები,მგონი პარანოიკი გავხდი უკვე და სერიოზულად მესაჭიროება ფსიქოლოგის დახმარება -წამო გოგონი გაგიყვანთ-მეკრიჭება სავარაუდოდ სკოლის მოსწავლე ბიჭი,იქედან თითქმის ამის ტოლი მძღოლიც თავს ყოფს და მაცდურად მიღიმის -არაა,მადლობა-ესენიღა მაკლდნენ სრული ბედნიერებისთვის -წამო რისი გერიდება ტოო -არა თქო-ვბრუნდები და გაღიზიანებული კბილებში ვცრი. ტანზე მოწებებული კაბის სწორებას უხერხულად ვიწყებ,ჯანდაბა მგონი დასველებამ უფრო დაამოკლა. ალბათ ფიქრობენ არ არი ეს მთლად ნორმალურიო,წასვლის წინ კიდევ ერთხელ მავლებენ თვალს,ისევ წარბებშეკრულ მზერას ვაგებებ,ჩემსკენ მჯდომი მინას უკმაყოფილოდ სწევს და გზას აგრძელებენ. გასაწურად მოქცეული მივტყლაპუნებ,როდის ავაღწევ სახლამდე! უკან ვიყურები ტაქსი ხომ არ მოდის სადმე თქო,თითო ოროლა მომავალი მანქანა ჩანს ტაქსის ნიშანი არცერთს არ აქვს მგონი,ან ამ წვიმაში ვერ ვარჩევ. აზრი არ აქვს ასე გალუმპულს მანქანაში არავინ ჩამისვამს ვასკვნი ბოლოს. მობილურის წრიპინის ხმა მესმის,ზურგს უკან შუქი მანათებს,ტელეფონს ვიღებ და ეკრანს ვუყურებ,ლიკუნას 6 მესიჯი მხვდება,რაიყო დასახარჯი ქონდა სმსები? მარტო ბოლოს ვხსნი:“კატო სად ხარ ამდენ ხანს? მომწერე რა დროზე“ ვაიმე ძაანაც რო ვცადო ახლა სიტყვასაც ვერ მოგწერ ლიკა,ეკრანი სულ სველდება,მაშინვე ჩანთაში ვაგდებ ტელეფონს და გზის გასაგრძელებლად ვემზადები რომ მკლავში ვიღაც ძლიერად მკიდებს ხელს,მოულოდნელობისგან ვხტები,მეორე ხელს დასარტყამად ვმუშტავ და სანამ მოტრიალებას მოვასწრებ ისევ კედელზე ვარ აწებებული,ამ ბოლო დროს მე და კედლებს რაღაც ზედმეტად შეგვიყვარდა ერთმანეთი.სანამ ავიხედავ ტვინში ათასი აზრი მიტრიალებს ვინ შეიძლება წინ მედგეს,მათ შორის ლოთი, მანიაკი,ჯიბის ქურდი და სერიული მკვლელი ყველაზე პოპულარული ვერსიებია. თვალებს უაზროდ ვაცეცებ,მისი უმაღლესობა მეფურად დამყურებს ზემოდან,ოჰ რით დავიმსახურე ამხელა პატივი! ჰო რა თქმა უნდა ისაა აბა სხვა ვინ იქნებოდა,ერთი წამით მშვიდად ამოვისუნთქე,ეს ჩემს ვერსიებს ჯობს,მგონი. -სიურპრიზიიი პატარავ!-მხიარულად ჩამძახის მანქანების გურუ და თმიდან წუწები ჩამოსდის. სახე ჯერ კიდევ მშრალი აქვს ესე იგი თავისი სანაქებო რაშიდან ახალგადმოსულია. -შენ ჩემი დევნის გარდა სხვა საქმე არ გაქ?-ვყვირი და თავს ვიქნევ სახეზე მიკრული კულული რომ მოვიშორო. მოკლედ ის კვირა კვირა აღარაა ამან თუ კედელზე არ გამაკრა -შემახსენე ბოლოს რომ შევხვდით რა მომაძახე? -ოჰო მგონი გამოწვევა ცოტა ზედმეტი მომივიდა,ირგვლივ ვიყურები რომ უკვე ნაცადი მეთოდით ვუშველო თავს,სად გაქრა ეს ხალხი? -გამიშვი თორე უცოლშვილოდ დაგტოვებ იცოდე!-ჩემი ახალი მოფიქრებით აღფრთოვანებული ვყვირი და მარჯვენა ფეხს მუხლში ვხრი,წესით ამან უნდა გაამართლოს. მზერა ჩემი ფეხისკენ გადააქვს,აშკარად ხვდება რაც ვიგულისხმე, მრავლისმეტყველად მიღიმის და თეძოთი მეკრობა,ჯანდაბა ახლა ფეხებსაც ვეღარ ვამოძრავებ! ჰო მგონი გეგმის გამხელა ნამდვილად არ იყო საუკეთესო იდეა. ყოჩაღ კატო რა კარგად ჩაუკარკლე ერთადერთი საღი აზრი, ვამაყობ შენით! -აბა პრინცესა ახლა რაღას მოიფიქრებ?-თავს გვერდით წევს და ანთებული თვალებით ისე მიყურებს როგორც წლების წინ ჩემი კატა უყურებდა ლიკას თუთიყუშს სანამ შეჭამდა. თეძოსთან მარცხენა მხარეს ვიბრაციის მსგავს მოძრაობას ვგრძნობ,თვალები შუბლზე ამდის,დიდი იმედი მაქვს ეს მხოლოდ ტელეფონია და სხვა არაფერი! ორ წამში სუსტი ზარიც ხმაც ისმის,ჰო ნამდვილად ტელეფონი იყო. მადლობა ღმერთს! მისი უსრულყოფილესობა ცალ ხელს ძველებურად ითავისუფლებს,შარვლისკენ აცურებს და ტელეფონს იღებს,ამასობაში ტანზე წერტილი არ დამრჩა სველი რომ არ იყოს. -დღეს არ მცალია...არა ერთი საქმე გამომიჩნდა და გვიანობამდე ვერ მოვრჩები-ეუბნება ვიღაცას ტელეფონში და მზაკვრული ღიმილით თვალს მიკრავს,აი ეს უკვე აღარ მომწონს,თუ საქმეში მე მიგულისხმა და თან გვიანობამდე ვერ მორჩება,ჯანდაბა რას მიპირებს ეს დეგენერატი.ყურმილს კიდებს და მობილურს თავის ადგილას აბრუნებს. საშინლად გამაღიზიანებელი მზერა ჩემზე გადმოაქვს და ტუჩის კუთხეს ცბიერად ტეხს. ვცდილობ ხელები გავითავისუფლო,აშკარად ტყუილად ვფართხალებ. -ისე რაიმე დისკომფორტს ხოარ გრძნობ შემთხვევით? არა მე ვგრძნობ და შენც ხოარ გრძნობ თქო-ვეუბნები წარბაწეული.თვალს თვალში მიყრის.ჯანდაბა გაწუწულიც რა მიმზიდველია ეს ნაგავი! ვაიმე აზრზე მოდი კატო! -წასვლის დროა,მოდი მამასთან!-ამის თქმა და ჩემი ჰაერში აწევა ერთია. -კაბა მაცვია იდიოტო! -ხო მეც შევამჩნიე-ისეთი გახარებული ხმით ამბობს ბავშვებს რო აქვთ ხოლმე როცა სწერვა მასწავლებელი ზამთარში ყინულზე მოსრიალდება და ტვინს დაასხამს. ხელებს უმწეოდ ვიქნევ, ჩვენი პირველი შეხვედრიდან ერთი აქსიომა გამოვიტანე და დავასკვენი რომ როცა ამ მხეცს მხარზე ყავხარ მოგდებული რამდენიც არ უნდა იფართხრალო თავს მაინც ვერ დაიხსნი სანამ თვითონ არ გაგიშვებს,ნუ არაუშავს მუშტების რტყმას ვაგრძელებ,სხვა თუ არაფერი იქნებ ზურგი მაინც ეტკინოს. -მოძველდა უკვე ეს მხარზე მოგდებები,რამე ინოვაცია მაინც შემოიტანე,მაგალითად თან მხარზე მომიგდე თან იმღერე,ან ხტუნვა ხტუნვით რო წახვიდე? მოიცა უკეთესი მოვიფიქრე,ბაგირზე რომ იარო მხარზე მოგდებული გოგოებით და თან პირიდან ცეცხლი გამოუშვა?-ვუყვირი მხიარულად,სხვა ვერაფერს ვაკეთებ და ვეფარისევლო მაინც. -დაიცადე მალე გიჩვენებ აკრობატულ ნომრებს-პასუხმაც არ დააყოვნა,ოჰო მგონი ეს მუქარა იყო. წვიმის წყალი ახლა სველი კაბის ყელიდან სახეზე ჩამომდის,ფრიად არასასიამოვნო შეგრძნება ყოფილა. დღის გმირი მოულოდნელად ჩერდება,ოჰ სად ეჩქარებოდა გვევლო კიდე ერთი-ორი კილომეტრი ასეთ პოზაში. იხრება,სავარაუდოდ კარის გაღების ხმა მესმის,რაღაცა უცნაურ მოძრაობებს აკეთებს,მხრიდან მიღებს რასაც ქვია და წამში მანქანაში ვარ ჩატენილი,ვცდილობ სასწრაფოდ აზრზე მოვიდე,რაღაც ტკლაცუნის ხმის მსგავსი მესმის,სანამ მანქანას შემოუვლის კარი უნდა გავაღო,ფანჯრის იქედან გასაღებზე ჩამოკონწიალებულ პულტს მიჩვენებს,ეს იმის ნიშანი იყო ტყუილად ეჯაჯგურები კარი ჩავკეტე ჩიტოო. რამდენადაც ვიცი თავის მხარეს კარს რომ გააღებს ჩემის ბლოკიც ავტომატურად უნდა მოიხსნას,წამები მაქვს გასაქცევად ხოდა ვემზდები,ერთი ორი სამი...აღებს,მეც ჩემს სახელურს ვქაჩავ,გაამართლა გაიღო,ის ისაა უნდა ვისკუპო რომ ეს ვირი ხელს მიჭერს და უხეშად მქაჩავს. -თუ არ გაჩერდები საბარგულში ჩაგტენი იცოდე-ჩამსისინებს. ჯანდაბა! ჩემმა გეგმა ა-მ სრული კრახი განიცადა,გეგმა ბ კი ჯერ თავში არ მომდის. ჩვენს შორის პანელზე რაღაცას აჭერს ხელს და ზუსტად ისეთივე ტკაცუნის ხმა მესმის,კარი ისევ ჩამიკეტა. ღვედი არ მიკეთია,ძალიანაც კარგიი იქნებ პატრულმა მაინც გაგვაჩეროს გზაში და თავი დავისხნა.მანქანა უკვე დაუძრავს,მუსიკა ავტომატურად ირთვება კელვინ ჰარისის Blame-ს ვცნობ,ოჰ გემოვნებაშიც არაგვიშავს. -რაო სარკაზმის დედოფალს სიტყვები გამოელია?-ოჰ მოთავსდა და ამოიდგა ენა. -რას მიპირებ?-ვეკითხები სრული სერიოზულობით -ბნელ კუთხეში გაუპატიურებას და წამებით მოკვლას შორის ვყოყმანებ,ჯერ არ გადამიწყვეტია-მეუბნება კმაყოფილი. -მგონი ვიღაცამ „გრეის ორმოცდაათ ელფერს“ უყურა-ვბურტყუნებ პირდაღებული იცინის და თავს აქნევს. ხო აშკარად ნანახი აქვს. თვითკმაყოფილი ნაძირალა! სასწრაფოდ თავს უნდა ვუშველო! მეტროს ვუახლოვდებით,ახლაღა ვაცნობიერებ რომ რა მანძილიც ამ წვიმაში ვიარე ამ არანორმალურმა უკან გამომატარა,რაღას ვიწუწებოდი პირდაპირ მეტროსთან მაინც დავეჭირე. უცებ ჩემს ყურადღებას შუქნიშანი იქცევს,ყვითელი ანთია და ჩვენს წინ ერთადერთი მანქანა დგას,ანუ წითლის ანთებამდე ვერანაირად ვერ გადაასწრებს. იფიქრე კატო! თვალს პანელისკენ ვაპარებ,უნდა ვიპოვო რომელ ღილაკს დააჭირა ჩასაკეტად,ნუ ლოგიკურად იგივეთი ხომ უნდა იღებოდეს. მზერას ერთ პატარა ღილაკზე ვაჩერებ,რაღაც უაზრო ფიგურა ხატია მაგრამ მანქანის კარებს წააგავს.ცხოვრებაში ასე ჯერ არ გამხარებია წითელის ანთება,ტარების ოსტატიც მარდად ამუხრუჭებს და თავს აბრუნებს,ოჰ ჩემთვისაც მოიცალა ბიჭმა. პირს აღებს რომ სავარაუდოდ კიდევ ერთი გენიალური ფრაზით დამშოკოს,მალე მწვანე აინთება,ან ახლა ან არასოდეს! -ეს რა არის!-ვყვირი თვალებგაფართოებული და თითს მისი ფანჯრისკენ ვიშვერ,ინსტიქტურად მარცხენა მხარეს იყურება,თითს იმ საბედისწერო ღილაკს ვაჭერ,წკაპუნის ხმას არც ველოდები ისე ვეჯაჯგურები კარებს,გაამართლა! მანქანიდან ვხტები და რაც ძალა მაქვს მეტროს მიმართულებით გავრბივარ. გვერდიდან ვამჩნევ მოძრაობა არღდგა,ალბათ წმვანე აინთო უკვე, მადლობა შუქნიშანო! სხვა დროს აუცილებლად გამოვივლი და ჩაგეხუტები! მერე სურათს გადაგიღებ და ბალიშის ქვეშ ამოვიდებ ხოლმე! საით გავიქცე? გეზი მაკდონალდსისკენ მაქვს აღებული, წესით ამ დროსაც ღია უნდა იყოს და იქ მაინც შევაფარებ თავს. უკნიდან სუსტად მესმის სწრაფი ნაბიჯების ხმა,არ არსებობს! მგონი მომდევს. თვალით ვზომავ მანძილს ჩემსა და მაკდონალდსს შორის,არაა აშკარად მისვლამდე დამეწევა,მეტრო! გეზს მეტროსკენ ვიღებ და კისრისტეხით ჩავრბივარ,სტუდენტურ ბარათს გზაში ვიღებ ჩანთის გარე ჯიბიდან,კონტროლიორი ქალი თვალებგაფართოებული მიყურებს,ბარათს წამკითხველს ვადებ,სხარტად ვძვრები და ექსკავატორზე ვდგები,აი ახლა კი შემიძლია უკან მოხედვა,თავს ვატრიალებ და ზუსტად იმ წამს ჩერდება შემოსასვლელთან. ჰაჰ მგონი სამგზავრო არ ქვს,დებილი! როგორ ეკადრება მის უმაღლესობას უბრალო მოკვდავთა სამგზავრო ბარათის ქონა! ამდენი კამერების და დაცვის წინ მაინც რა უნდა მიქნას? ვეჭყანები და კისრისტეხით ექსკავატორზე ჩავრბივარ,მგონი ბოლო რეისი გადის,სწრაფად შევრბივარ ვაგონში და ზურგს უკან კარებიც იკეტება. საათს ვუყურებ,თორმეტი ხდება. „შემდეგი სადგური-სადგურის მოედანი“-ბუნდოვნად ჩამესმის,ოჰ რაღა მიჭირს! პირველივე თავისუფალ ადგილას მოწყვეტით ვჯდები,ჯანდაბა ახლა ვგრძობ როგორ დავღლილვარ,თავს სკამის კედელს ვაყრდნობ და ვცდილობ სული მოვითქვა,მაკანკალებს,მგონი გავცივდი,მაგრამ ცოცხალი ხომ ვარ! თვალებს ვახელ და მოპირდაპირე რიგში მსხდომი სამიოდე მგზავრის გაკვირვებულ მზერას ვაწყდები,უიმე ამათი თავი არ მაქ ეხლა,ორი წუთის წინ დიდგორის ბრძოლა გადავიტანე. სანამ ტაქსიდან ჩამოვალ ტერიტორიას ვზვერავ,სუფთაა! ვცახცახებ და ხელს უღონოდ ვაჭერ ზარის ღილაკს. ლიკა მიღებს და რომ ვეგებები ყბა უვარდება. ჰაჰ მაინც მაგარ ხასიათზე ვარ რა. -ვაიმე ამდენ ხანს სად იყავი კატო? ზარებს რატო არ პასუხობდი? გოგო მოვკვდი ნერვიულობით-მაყრის სწრაფად -ვაიმე ლიკუნააა მოგიყვები ყველაფერს ორი წუთი მაცადე ოღონდ -კაი,დაჯექი. გაგიკეთო რამე? -ქოლდრექსი!-ვხითხითებ და კაბის გახდას ვიწყებ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.