შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ისევ".... (ნაწილი 1)


2-12-2016, 18:24
ავტორი allison
ნანახია 1 105

-ელე შეგიძლია ჩემთან მოხვიდე?
-რა გჭირს ან?
-გთხოვ უბრალოდ მოდი რა...
-მოვდივარ ანა
მე ერთი ჩვეულებრივი გოგონა ვარ, მწვანე თვალებით, დიდი ტუჩებით, შავი სწორი თმებით, მაღალი ლამაზი ტანით. ჯერ ეხლა დავამთავრე უნივერსიტეტი. ვსწავლობდი თავისუფალ უნივერსიტეტში. მე მწერალი ვარ და ახლა ვმუშაობ წიგნზე "მხოლოდ ჩვენ"-ზე. მე ბევრ ბიჭსაც მოვწონვარ, მაგრამ ჩემს ყურადღებას ვერავინ იქცევს. მე არ არის ისეთი გოგო რომელიც ადამიანს მატერიალური მდგომარეობით ან ფიზიკურად შეაფასებს. მე მხოლოდ გულწრფელი სიყვარული მინდა დანარჩენი კი დიდად არც მანაღვლებს. მე ვცხოვრობ ცალკე, რადგან ვთვლი, რომ უკვე დიდი ვარ და შემიძლია მარტო ცხოვრება. ახლა მე მირეკავს ჩემი დაქალი ანა რომელიც ბავშვობიდან ჩემთვის ყველაფერია. ანა ანერვიულებული ჩანდა ტელეფონში ამიტომ სწრაფად ჩავიცვი და ანასთან ტაქსით წავედი . შიგნით ანას დედა დამხვდა რომელიც ვერ ხვდებოდა რა ჭირდა ანას და ანერვიულებული ანას ოთახის კარზე იყო მიყუდებული. მე ვთხოვე ქვემოთ ჩასულიყო და თვითონ ოთახში შევიდა:
-რა გჭირს გოგო?
-გიორგი დამშორდა
-რა მოხდა?
-ერეკლეზე იეჭვიანა და აღარ შემიძლიაო
-თუ უყვარხარ დაბრუნდება
-მე 2 საათის წინ დავშორდი და გიჟივით ვარ , როგორ უძლებ ელე შენ ამ ყველაფერს?
-იმიტომ ვარ მწერალი, რომ ჩემი გრძნობები წიგნში გადმოვცე სრულყოფილად.
-ელე გენატრება?
-სიგიჟემდე
ახლა მე მომადგა ცრემლები მის გახსენებაზე, მაგრამ ანას კიდევ უფრო ანერვიულება არ მინდოდა ამიტომ ყელთან მომდგარი ბურთი გადავყლაპე და ანას დამშვიდება გავაგრძელე. ალბათ გაინტერესებს ვიზე მეკითხებოდა ანა არა? კარგით გეტყვით. ყოველთვის კარგი ცხოვრება მქონდა, არაფერს ვუჩივოდი. მყავდა შეყვარებული რომელიც სიცოცხლეს მერჩივნა. ჩემ შეყვარებულს გუგა ერქვა....ჩემი გუგა. გუგა ამერიკაში იყო წასული თავის მშობლებთან. თვითმფრინავში იჯდა და საქართველოში ჩამოდიოდა როდესაც თვითმფრინავი ჩამოვარდა და ჩემი გუგა მაშინ მოკვდა. როდესაც გვამები იპოვეს გუგას შარვლის ჯიბეში ბეჭედი იპოვეს და რათქმაუნდა მე გადმომცეს. გუგა ჩემთვის ხელის თხოვნას აპირებდა, მაგრამ ახლა ის აღარ არის...ჩემი გუგა მკვდარია. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა . ვცდილობდი დეპრესიაში არ ვყოფილიყავი და ჩემს გარშემომყოფებს ჩემი ყურება არ მოსწეოდათ. ყველა ფიქრობს რომ მე ახლა ძალიან კარგად ვარ და აღარაფერი მახსოვს რადგან წელი გავიდა. ჩემთვის ისეა, თითქოს ყველაფერი 1 კვირის წინ მოხდა ანუ ისევ ისე ვარ. მას მერე 5 წელი გავიდა, მაგრამ ჩემი გუგა ისევ ისე მენატრება და ისევ ისე მტკივა მისი დაკარგვა. არაფერი იცვლება, მე აღარ მიყვარდება, ვფიქრობ, რომ სამუდამოდ მარტო დავრჩები, უბრალოდ დავწერ და წიგნში მაინც შევქმნი ისეთ მომავალს როგორიც მე უნდა მქონოდა ჩემს გუგასთან ერთად.
ანა დავამშვიდე და სახლში წამოვედი. ისევ ჩემს რომანს მივუბრუნდი. რამდენიმე თავი დავწერე და ანას დავურეკე:
-ანა სადმე გავიდეთ რა თან შენც გამოკეთდები უფრო კარგად იქნები გაიცნობ ვინმეს
-ხო გავიდეთ მთელი დღეა სახლში ვარ
ჩავიცვი თეთრი მოშვებული კაბა, შავი ბალეტკები, ლამაზი შავი საათი გავიკეთე ხელზე, შავი თმები გაშლილი დავიტოვე , კრემისფერ ჩანთას მოვკიდე ხელი და სახლიდან გავედი. ანა უკვე ჩვენს კაფეში დამხვდა. მინდოდა ანას ვინმე სხვა გაეცნო ამიტომ მაშინვე შევთავაზე, რომ ჩვენ მეგობარ ეკას წვეულებაზე წავსულიყავით. ეკას დავურეკე და გავაფრთხილე მოვდივართ ჩვენც თქო. მივედით ეკასთან.
-აუ რა ამბავიაა-ვთქვი როდესაც ბოლო ხმაზე აწეული მუსიკის ხმა გავიგონე
-ხოდა გავერთობით, ეს მჭირდება ახლა მე ზუსტად.-გაიღიმა ანამ
მე მაშინვე აივანს მივაშურე რადგან იქ არავინ იყო თან ძალიან მიყვარს აივანზე ჯდომა და ფიქრი. ახლაც იმაზე ვფიქრობდი, რომ ისევ არავინ მყავდა, რომ ისევ არავინ მიყვარდა. ამაზე ფიქრი შევწყვიტე და ჩემი რომანის გაგრძელებაზე დავფიქრდი. სიო ქროდა და მე არაფერი მესმოდა, მუსიკის ხმა არ მესმოდა, ადამიანი როდესაც ასე ხარ ჩაფიქრებული აღარაფერს გრძნობ და აღარაფერი გესმის. დავინახე ქვემოთ მოსეირნე წყვილი, ეხუტებოდნენ ერთმანეთს, თვალებში უყურებდნენ და ამით ყველაფერი ნათქვამი იყო. მათთვის არ იყო საჭირო სიტყვები, ისინი თვალებით ეუბნებოდნენ ერთმანეთს ყველაფერს. უეცრად ვიგრძენი როგორ მომინდა, რომ ეს მეც შემეგრძნო, დიახ მე მათი შემშურდა, შემშურდა კეთილი შურით, ძალიან შემშურდა. ნეტავ ვინმემ იცოდეს როგორ მინდა ახლა ჩემს სიყვარულთან ერთად ვიყო და ვსეირნობდე მათსავით ვუყურებდე თვალებში და უბრალოდ ბედნიერი ვიყო რომ მყავს. რაც დრო გადიოდა უფროდაუფრო მავიწყდებოდა ჩემი გუგას თვალები, ამის ყოველთვის მეშინოდა. ძალიან მინდა ისევ შემიყვარდეს. ვერაფერს ვგრძნობდი ვერც ის ვიგრძენი, რომ ძალიან აცივდა , მე ხომ უბრალოდ ცოცხალ-მკვდარი ვიყავი და მანამ სანამ არ ვიპოვიდი ჩემ მეორე ნახევარს სულ ასე ვიქნებოდი. ტელეფონში სოციალურ ქსელს ჩამოვუყევი და ვნახე ერთ გვერდზე იდო ფოტო რომელზეც ეწერა:
"ბერძნული მითოლოგიის თანახმად ადამიანები თავდაპირველად 4 ხელითა და 4 ფეხით შეიქმნენ, თავი კი ორი სახისაგან შედგებოდა. მათი ძლიერების შიშით ზევსმა ისინი ორ სხვადასხვა ნაწილად გაყო და მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში თავიანთი მეორე ნახევრის ძებნა მიუსაჯა".- ნეტა ჩემს მეორე ნახევარს როდის ვიპოვი? ან არსებობს საერთოდ? ამ ფიქრებზე მე თვითონ გამეცინა. შიგნით მხიარულობა არ წყდებოდა პირიქით გრძელდებოდა. ყველას ეგონა რომ რატომრაც უგულო და არარომანტიული ადამიანი ვიყავი, მაგრამ თქვენც ხედავთ როგორი ვარ, ძალიან მინდა მყავდეს გვერძე ჩემი მეორე ნახევარი.
ანამ წავიდეთო ვიღაც ბიჭი გაიცნო და ნომერიც ჩააწერინა. სახლში მივედი და მკვდარივით ჩამეძინა.
მეორე დღე:
დილით გავიღვიძე და ყავის სახლში დალევა არ მინდოდა რადგან ნამცხვარიც მინდოდა ამიტომ ჩემს სახლთან მდებარე კაფეში შევედი. მიმტანი გაღიმებული მომიახლოვდა:
-რა გნებავთ?
-ჩიზ-ქეიქი და ერთი ფინჯანი ყავა მინდა
-ახლავე მოგართმევთ.
ვიჯექი როგორც ყოველთვის ჩაფიქრებული. კაფეში, ძალიან,ძალიან,ძალიან,ძალიან.... სიმპათიური ბიჭი შემოვიდა: ზღვისფერი თვალები, ლამაზი ტუჩები, კურნოსა ცხვირი, მაღალი... მოკლედ ძალიან სიმპათიური ბიჭი შემოვიდა რა. თვალები მეც კი გამიშტერდა, მაგრამ გონს ძალიან მალე მოვეგე და ფანჯარაში ყურება განვაგრძე. ცოტა ხნის შემდეგ იმ ბიჭთან ვიღაც გოგო მივიდა ლოყაზე აკოცა და მის პირდაპირ დაჯდა, აი მაშინ კი იმედები გადამეწურა. ჩემი შეკვეთა მოიტანეს, მაგრამ მადა დამეკარგა და სახლში გადავწყვიტე წასვლა. სახლში მოწყენილი შევედი , დედას დავურეკე მამაც მოვიკითხე და წიგნის წერას მივუბრუნდი. უეცრად დავფიქრდი და მოვიფიქრე ბიჭის დახასიათება რომელსაც ჩემს წიგნში გამოვიყენებდი, ის ბიჭი ცოტა ხნის წინ ვნახე კაფეში... ბიჭი რომელმაც შეძლო ჩემი გაშტერება....ეს შემთხვევა 5 წლის მერე პირველია. იქნებ ის იყოს? მაგრამ მას ხომ ყავს ის ლამაზი გოგო.

აბა ბავშვებო როგორია? ისტორიას რომელსაც ბევრი კრიტიკა აქვს აღარ ვაგრძელებ ხოლმე რადგან მასზე წარმოდგენა მეკარგება ამიტომ მაინტერესებს როგორ მოგწონთ ეს ისტორია რომ ვიცოდე ღირს გაგრძელება?



№1  offline წევრი Imagination

აღწერით რომ არ დაგეწყო ჯობდა,მე გაქვს უამრავჯერ გამოყენებული,კიდევ პატარ პატარა შეცდომები იყო წინადადებებში.იმედია გაითვალისწინებ. წარმატებებს გისურვებ.

 


№2  offline წევრი isterichka123

gaagrdzeleee

 


№3  offline წევრი allison

Jelly
აღწერით რომ არ დაგეწყო ჯობდა,მე გაქვს უამრავჯერ გამოყენებული,კიდევ პატარ პატარა შეცდომები იყო წინადადებებში.იმედია გაითვალისწინებ. წარმატებებს გისურვებ.

აუცილებლად გავითვალისწინებ :* მადლობა დიდი :* <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent