შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე,შენ და ცუდი ბიჭები (5)


2-12-2016, 21:51
ავტორი gonegirl
ნანახია 13 120

ლიკა

კატო ულტიმატუმს მიყენებს სანამ არ მაჭმევ სიტყვას ვერ გაიგებ ჩემსასო, როგორც იქნა დაამთავრა,აჟიტირებული მიყვება რა და როგორ გადახდა,შიგა და შიგ აცემინებს და ცხელ ჩაის ხლუპავს
-მეღადავები? მე შენს ადგილას გავიბრინჯებოდი
-ხოდა ან სიცოცხლეს დაგაკარგვინებდა ის გაუზრდელი თავხედი ან კიდე ჩვენ რომ ვიცით იმას-ენას მიყოფს.მოიცა ახლა ჩემი ჯერია,ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და ჩემს ხალებიანთან გადამხდარს დაწვრილებით ვყვები. კატო გასუსული მისმენს.ვამთავრებ,თმებს უკან იყრის და მორჩა ჩაირთო
-გოგო ჯერ ერთი აწი ვინმე რო შემოგიბღვერს შემდეგში შენც შეუბღვირე და ბრაზილიური სერიალის გმირივით ნუ გარბიხარ დაძაბული სიტუაციიდან,მეორეც რამე რო დაეშავებინა მაგ შენ მაღალს და სიმპათიურს? კარგად ხარ შეენ?-წიკვინებს კატო
-აუ გოგო საერთოდ არ ჩანდა საშიში,შეიძლება მის ძმაკაცს სულ არ გავდეს-უნებლიედ ლევანის გამოხედვა მახსენდება
-ხო ფიზიკურად ვერ გაქაჩავს,მისნაირი პირუყტყვი მეორე თეორიულადაც კი არ დადის დედამიწაზე-ფრუტუნებს კატო
-აუ იცი რა მაგარი თვალები აქ?-ვბურტყუნებ და ჭერს ვაშტერდები
-გოგო მოგწონს ხოო?-შეიცხადა
-ვაიმე არა რა სისულელეა
-ახლა მომისმინე ლიკუნაა-საჩვენებელ თითს ზემოთ სწევს კატო-მოკლედ პატარა რო ვიყავი და ისეთ ნივთებს ვედებოდი რასაც არ უნდა მოვდებოდი,რაც საკმაოდ ხშირად ხდებოდა, მეუბნებოდნენ კატერინა ხელს ნუ კიდებ ხიხიააო,ხოდა ლიკა ეგ ხალებიანი ხიხიაა იცოდე!
სიცილი მივარდება,ორივე ვფხუკუნებთ
-აუ გოგო ისე თავი რეალით შოუში მგონია
-და ვინმე ამიხსნის მაგ შოუში შენ ჯელტმენი რატო გხვდა წილად და მე მანიაკი?-კისკისებს კატო.
მგონი ეს ბოლო ღამე იყო რომელიც ასე არხეინად გავატერეთ,ორი კვირაა გამოცდები დაიწყო და ორივე განადგურებულები ვსხედვართ საძინებლის ხალიჩაზე
-ვაიმე თავში უნდა ვირტყა ეს წიგნები სხვა გზაა არაა-ამბობს კატო და პირდაპირ ხალიჩაზე დაყრილ წიგნებს შორის რომელიღაცას გამალებით ეძებს
-მე ერთი გამოცდაღა დამრჩა-ვეუბნები-უიმე ფინალურებს მაინც ხო ვწერთ ბოლოს რაღად უნდათ ეს შუალედურები
-საქმე არ აქვთ და რამით ხომ უნდა გაგვიმწარონ სიცოცხლე-ჯუჯღუნებს კატერინა
-ისე რა ხანია გამოფენის ბიჭებისთვის თვალიც არ მომიკრავს-ჯანდაბა ბოლო სამი დღეა სულ ლევანი რატო მიტრიალებს თავში
-კიდე იმაზე ფიქრობ შენ ხო? აბა შემახსენე ხალებიანი როგორია
-ლევანი ცუდია და მასზე ფიქრი ხიხიაა-ვბურტყუნებ-ალბათ ონიანსაც დაავიწყდებოდა წყენა ამდენ ხანში,შეიძლება თავი დაგანება უკვე
-ხო ან თავისი მეფური სიდიადით ცხვრირაწეული გადადიოდა გზაზე,მისმა უდიდებულესობამ გვერდზე მიხედვა არ იკადრა ტრაილერი დაეჯახა და სული გააფრთხობინა,ხო აშკარად ჩემი ვერსია ჯობია-ხითხითებს კატო
-რა სიბოროტეა! არ ავდგეთ? დავაგვიანებთ მანანასთან
-ჰო და დაიწყებს მერე „ვაი არ იუ ლოზინგ თაიმ დიააააარ,ქამ ხიარ ფასტერ! ფასტერ!“ - თვალებს კარკლავს კატო.
მანანას ეზოდან კი გამოვდივართ და ჩემი დაქალის ხარხარი არემარეს აყრუებს
-ვაიმე მანანა და ჯემალა გოგო-ყვირის კატო-აშკარად დრო ვერ გათვალეს-აყოლებს ისევ. გაკვეთილს უკვე ვამთავრებდით მანანას ვინმე ჯემალმა რომ მოაკითხა ყვავილებით და ბანბანერკით ხელში,მანანაც უხერხულად ბრუნდება ჩვენკენ და დიდი მოწიწებით გვაცნობს თავმოტვლეპილ ღიპიან ჯემალს,მე და კატო კი მრავლისმეტყველად ვუყურებთ ერთმანეთს, მერე ჯემალი დასჯილი მეორე კლასელივით იქვე სავარჯელში ჯდება და მანანას თვალებში შესციცინებს
-ასეთი მანანა ისტორიას არ ახსოვს! ჩემი მანანა დამიბრუნეთ!-აგრძელებს კისკისს კატო
-ჩშშ გოგო გაიგონებენ-ვეღარც მე ვიკავებ თავს
-არ სცალიათ მაგათ ჩვენთვის
-გოგო ხო თქვა ინგლისურში ვამზადებო-ამ სისულელეზე მეც მეცინება,მოკლედ ჩვენი მასწი მაგრად დაიწვა
-კი კი როგორ არა,მაგათ დროს მაგ საქმეს ალბათ ინგლისურში მომზადება ერქვა-იკეცება კატო
-გაჩერდი აღარ შემიძლია
-გვითხოვდება მანანა და შენ მიყურე მე
-გოგო მანანა 50ის მაინც იქნება,გვაქ ჯერ დრო
-მაგ იმედით იყავი შენ. ისე მანანას რო კითხო 35 წლისაა ჰა ჰა 36ის
-აუ რა საყვარლები არიან ისე
-საყვარლები კიარა აწი რო მეტყვის „ძონთ იუ ვონთ სერთიფიქეტ ქეთრინო,ძონთ იუ ვონთ ჯემლიფიქეტ მანანა თქო“ ვუპასუხებ-ისევ ისტერიკებში ვარდება კატო.
ახლა ტაქსს ვაჩერებთ და მძღოლი იწყებს იმის მოყოლას თუ როგორ დაამთავრა ორი უნივერსიტეტი და ორივე წითელ დიპლომზე,მერე როგორ დაიქცა კომუნისტების ანაშენები საქართველო და როგორ არ ვვარგივართ ეს ახალი თაობა,კატო ცალ ნაუშნიკს მაწოდებს და თვალს მიკრავს. უკვე ჩვენს ასახვევთან მივსულვართ, ტაქსიდან ახალ გადმოდგმული გვაქს ფეხი რომ იქვე კუთხეში დამდგარი ბიჭი ერთი თვალს გვავლებს და ჩვენს აღმართზე თავქუდმოგლეჯილი გარბის.
-დავიჯერო ასე ცუდად მისვია მაკიაჟი?-ტუჩებს სასაცილოდ პრუწავს კატო
ოდნავ დამრეც აღმართზე ნელა მივაბიჯებთ,როგორც იქნა კორპუსიც გამოჩნდა,ჩვენს ეზომდე საბავშვო სკვერიდან ხმაური მესმის
-გოგო ხმები გესმის? ამ ღამით ბავშვებს რა უნდათ სკვერში?
-გოგო ჩვენს კორპუსში ოთხმოცი წლის ნადიას და ლამარას მეტი არავინ ცხოვრობს და გვერდზე კორპუსიდან ამ ღამით ბავშვს არ მოიყვანდნენ აქ
-აშკარად რაღაც ხმა გავიგე
-ლამარა და ნადია თამაშობენ ალბათ-იცინის კატო
მესიჯის ხმაა,მობილურს ვიღებ და თან გზას ვაგრძელებ,ახლა უკვე განწირული ყვირილი მესმის,ინსტიქტურად კატოსკენ ვიყურები ისიც გაფართოებული თვალებით მიყურებს,ხო აშკარად არ მომჩვენებია
-ჩქარა წამო-მეუბნება და სკვერისკენ გავრბივართ,ახლა გინების და ოხვრის ხმები ერთმანეთში ირევა. კატო ხელით მანიშნებს გაჩერდიო და პარკის პირისპირ ვშეშდებით
-ლიკა 112-ში დარეკე ჩქარა!-მესმის მისი გაბზარული ხმა. ვიბნევი და ვცდილობ სკვერის სუსტ შუქზე გავარჩიო რა ხდება. წრესავით შემორტყმული 5 თუ 6 ბიჭი ფეხებს გამეტებით იქნევენ, ვიღაცის საცოდავი კი ხმადაბლა ხრიალებს,მგონი ჩვენ ვერც კი გვამჩნევენ
-ეს რა კაცობაა-იძახის კატო და ნაბიჯს დგამს
-არა არ წახვიდე!-სასოწარკვეთილი მკლავზე ვქაჩავ-ვრეკავ უკვე!
-კაი ლიკუნა იჩქარე გეხვეწები!
-ნომერი...ნომერი მიკარნახე!-ენა მებმის,ნერვიულობისგან სამციფრა ნომერს ვერ ვიხსენებ არ მჯერა!
-ასთორმეტი, ერთი ერთი და ორი-ჩემზე არანაკლებ აკანკალებული ხმა ჩამესმის
თითები არ მემორჩილება,წამი საუკუნედ იწელება. როგორც იქნა 1 1 და 2 ავკრიბე,ზარის გასაშვებ ღილაკთან თითი მიმაქვს რომ კატო ხელს მაჯაში მავლებს და მეც ჯერ მას ვუყურებ,წამის მეასედში კი მზერა სკვერისკენ გადამაქვს, 4 თუ 5 ბიჭი განცალკევებით დგება,ერთი მაღალი სილუეტის წინ ვიღაც მუხლებზეა დამდგარი, რა ჯანდაბას აკეთებენ? უცებ მაღალ სილუეტს ხელი წელისკენ მიაქვს და რაღაცას იღებს. სისხლი საფეთქლებზე მაწვება,ეს იარაღია? ამოღებულ საგანს დაჩოქილს შუბლზე უშვერს. ხო! ნამდვილად იარაღია!
-გაჩერდი!-კივის კატო,მისი ხმა ყურში უცხოსავით ჩამესმის. მაღალი სილუეტი თავს ჩვენსკენ აბრუნებს. მგონი ახლა ყველას დაგვხოცავენ. ჩემდა გასაკვირად თავს ისევ იმ საცოდავისკენ ატრიალებს ვითომ არც შევუმჩნევივართ. ხელი იარაღთან მიაქვს და რაღაც მოძრაობას აკეთებს,ასეთი რამ ფილმებში მინახავს,მგონი იარაღი გადატენა თუ რაღაც ასეთი
-ონიანია!-მანჯღრევს თვალებგაფართოებული კატო და მისი ნათქვამის გააზრებასაც ვერ ვასწრებ ადგილს სწყდება და სკვერისკენ მირბის.
-კატო!-ვუყვირი,უკვე ძალიან გვიანია,მისკენ გავრბივარ. დაჩოქილიდან სადღაც მეტრნახევარში ვჩერდებით,იმ საწყალს სახეზე თვალს ვავლებ,არა ონიანს საერთოდ არ გავს,კატოს შეეშალა? მზერა იარაღიანზე გადამაქვს,არ არ შეშლილია ეს კი ნამდვილად ონიანია.
-რას აკეთებ?-უწივის კატო-სულ გააფრინე? ონიანი ყურადღებას არც კი გვაქცევს,ხელი იმ საცოდავისკენ აქვს გაშვერილი. თვალებით გვერზდე გამდგარ ხუთეულში ლევანის ძებნას ვიწყებ,ასე მგონია თუ ვთხოვ ის მაინც იზამს რამეს,ბოლო იმედიც მიკვდება,ლევანი აქ არ არის
-მიშველეთ!-დაჩოქილი თავს აბრუნებს და გასაცოდავებული ხმით მოგვმართავს
-გაუშვი ნორმალური ხარ შეენ?-ყვირის კატო.რეაქცია ისევ ნული. ნერვიულობისგან სუნთქვა მიჭირს,კატო ხმამაღლა ისუნთქავს ჰაერს და ონიანისკენ ნაბიჯს დგამს
-არა კატო!-ვეძახი განწირული,ყურადღებას არ მაქცევს
-ბაჩი!-მთელი სიბრაზით უყვირის. მგონი პირველად დაუძახა სახელი. ონიანი თავს მისკენ აბრუნებს და იარაღის ტრიალით უახლოვდება. ფეხები ადგილზე მეყინება.
-რას გააკეთებ რომ არ ვესროლო?-ამბობს გამომწვევი ხმით და თავს ოდნავ გვერდზე ხრის
ახლა კატოს ვუყურებ,დაბნეული თვალებს მის წინ ასვეტილი ონიანისკენ აცეცებს
-ყველაფერს გავაკეთებ ოღონდ გაუშვი
-ყველაფერს?
-ჰო,ჯანდაბა გაუშვი!
-პირობა პირობაა-საჩვენებელ თითს კატოსკენ იშვერს ონიანი.
-ახლა გაუშვი
-სახლში ადი, მალე „ყველაფრის გასაკეთებლად“ მოგაკითხავ
-და საიდან უნდა ვიცოდე რომ არ მიასიკვდილებ?-წარბს წევს კატო
-სიტყვაზე უნდა მენდო
-არა ახლავე გაუშვი
ონიანი თავს აქნევს და ისე რომ კატერინას თვალს არ აშორებს გაშლილი ხელით იარაღს ისევ დაჩოქილს უმიზნებს
-კარგი კარგი სიტყვაზე გენდობით-სხაპასხუპით აყრის კატო და ხელით ანიშნებს დაუშვიო. ონიანიც თვალით გვაჩვენებს წადითო და იარაღს ძირს უშვებს.ჩვენი კორპუსისკენ უხმოდ დაპროგრამებულივით მივდივართ,რატომღაც ყოველ წამს ველოდები რომ გასროლის ხმას გავიგებ,ყველა კუნთი დაჭიმული მაქვს
-არა,უნდა გავიხედო-მეჩურჩულება კატო
-არ ქნა დაგვინახავენ
-არ გამოიხედოთო ხომ არ უთქვამს-კატო თავს ოდნავ აბრუნებს და თვალს აპარებს-ჯანდაბა არაფერი ჩანს.არ უნდა წამოვსულიყავით!
ბინის კარს კანკალით ვაღებ.მე და კატერინა დივანზე ვსხედვართ და დაზაფრულები მივშტერებივართ ერთმანეთს.
-პოლიციაში რომ დავრეკოთ?-ვეუბნები ერთადერთ საღ აზრს რომელიც თავში მიტრიალებს.
-აზრი არ აქვს ლიკა -მიყურებს ჩემი საუკეთესო დაქალი განადგურებული სახით-თუ გაიგეს რომ მაინც ციხეში უწევთ წასვლა, უეჭველი მოკლავენ
ვაანალიზებ მის ნათქვამს და სიმართლეს ამბობს. ლოყიდან წითელ კულულს იშორებს და აგრძელებს
-ხომ მითხრა არ მოვკლავო. მე ჩემს პირობას შევასრულებ ის კი თავისას. -ამის გახსენებაზე თავისით მევსება თვალები ცრემლებით.არ მჯერა რომ ეს ჩვენს თავს ხდება,ამის გაფიქრება და კარებზე ზარის ხმა ერთია, კატომ ლურჯი თვალები მომანათა და ხელი მაგრად მომიჭირა ,მას მოაკითხეს... ყველაფერი კი 4 თვის წინ იმ დაწყევლილი დღით დაიწყო როცა მათ გადავეყარეთ ვისაც არ უნდა გადავყროდით.
-ლიკა დამშვიდდი,პანიკებში არ ჩავარდე კაი? არაფერი არ მომივა მე. მაგას რამე სერიოზულის დაშავება რო დომოდა აქამდე დამიშავებდა-ისევ ზარის ხმა ისმის,ვდგებით და კარისკენ მივდივართ. კარს ფრთხილად ვაღებ,ონიანი მარტო დგას
-ის სად არის-მეკითხება უემოციოდ. ხმას ვერ ვიღებ. არა კატოს ამას არ გავატან! კარებს მივხურავ და პოლიციაში დავრეკავ,მორჩა. ფიქრებიდან კატოს ხმას გამოვყავარ
-ის ბიჭი სადაა?
-კარგადაა-ისმის პასუხი-თუ გინდა შენს დაქალს წაიყვანენ და აჩვენებენ
-არა ლიკას ნუ გარევთ-მოკლედ უჭრის კატო,წასვლის წინ მშვიდი სახით მიყურებს და უსიტყვოდ მიყვება.
კარს გაშტერებული ვხურავ.ახლა რა გავაკეთო? მობილურის ეკრანს დავყურებ,დავრეკო? უარესი რომ მოხდეს,ჯანდაბა ახლა რა ვქნა! თავში ათასი აზრი მიტრიალებს,რა დაუშავეს ასეთი ონიანს ან ამ სკვერში რა უნდოდათ მაინც და მაინც ამ დროს. კარზე ზარია,მოწყვეტით ვდგები და სასწრაფოდ კართან მივრბივარ,საჭვრეტში ვიყურები. ლევანია,მეც უნდა წამიყვანონ? ახლა რა გავაკეთო
-გამიღე,ნუ გეშინია-მესმის ბოხი ბარიტონი
-აქ რას აკეთებ?-ყველაზე იდიოტური კითხვა რაც კი შემეძლო დამესვა!
-არაფერს არ დაგიშავებ გამიღე
პრინციპში ამაზე უარესი რაღა უნდა დამემართოს.ნამსხვრევებად ქცეულ გამბედაობას ვიკრებ და ვაღებ,ხმას არ იღებს,არც შემოსვლას ითხოვს, რა ვქნა პირდაპირ მივახალო ჩემს დაქალს რას უპირებთ თქო? წავბარბაცდი, კარს ეყრდნობა
-კარგად ხარ?
-არა
-მოკლედ იმის სათქმელად მოვედი რომ იმ გოგოს არაფერი მოუვა რა-ახლა ყველაფერი გასაგებია,იმისთვის ამოვიდა რომ პოლიციაში არ დავრეკო
-როგორც იმ საწყალ ბიჭს არ დაშავებია ხო არაფერი?
იღიმება. ჯანდაბა რა აცინებს მანიაკია? რა თქმა უნდა,ყველანი ერთნაირები არიან, ერთნაირი ცივსისხლიანები!
-დადგმული იყო
-ვერ მივხვდი
-ყველაფერი დადგმული იყო-მიღიმის ისევ.

კატერინა
ვცდილობ შენობებით მაინც ვიცნო სად ვართ,ეს შეშლილი მთელი სისწრაფით მიქრის სადღაც, ჯანდაბა დღეს კი ნამდვილად ვეღარ ვუშველი თავს,არაუშავს სანამ ხევში გადამიძხებს ან რამე მსგავსი სისხლს გავუშრობ!
-აბა მოგენატრე პატარა?
-რომელი ღამეები არ მეძინა შენზე ფიქრში
-დღეს ნამდვილად არ დაგეძინება-თვალს მიკრავს. ნაგავი! რა უნდა დამიშავოს? ვერ მომკლავს ლიკამ ხომ იცის რომ მასთან ვარ და კიდევ ამისნაირმა ტვინგახურებულმა ხუთეულმა,იმ საცოდავმაც ლამის ტვინი რომ გაასხმევინეს. ისე სასიკვდილოდ მშვენიერი ღამეა,თბილი ოქტომბრის ამინდი,ცაზე ვარსკვლავები,ო როგორ გამიმართლა! ფიქრებიდან ზემოთ ხსენებული ნაგვის ხმას გამოვყავარ
-ხედავ? ორი წუთით გაჩუმდი და მთელ მსოფლიოში მშვიდობამ დაისადგურა-თავს აბრუნებს და მრხიარულად მკბენს. ჯანდაბა! გეგონება ერთი საათის წინ ეს კი არა მე ვუმიზნებდი ვიღაცას იარაღს! თავხედი ვირი! ავადმყოფი! გაუზრდელი მამიკოს ბიჭი!
-ცალთვალა ბებიაჩემიც შენზე უკეთ ატარებს მანქანას სხვათაშორის-ვამბობ რაც პირველივე მომდის თავში,ჰაჰ შეეყინა სახეზე ქოლგეითის ღიმილი
-ეს ძალად ხუმრობა თვითონ მოიფიქრე თუ ვინმე დაგეხმარა?-პასუხმაც არ დააყოვნა
-უკვე გითხრეს იდიოტი რომ ხარ თუ გიმალავენ ჯერ?
-იმხიარულე მალე მაგის თავი აღარ გექნება
-არა კი ვხვდები რო შენი ცხოვრება საშინლად მოსაწყენია მარა ხო შეიძლება მე მაინც შემარგო სიცოცლე! რომელიც ცნობისთვის შენს გამოჩენამდე სრულიად მაკმაყოფილებდა!-უკვე ყელში ამომასხა.
-გულს მტკენ-სიცილს ძლივს იკავებს და მარცხენა ხელი გულთან მიაქვს,ცინიკოსი მაიმუნი!

ახლაღა ვამჩნევ მის მაჯაზე ტატუს.
-ვაიმე ტატუც გვქონია,ისე არ გინდა თითებზე „დედა“ დაიწერო? მოიცა უკეთესი შუბლზე რო წაიწერო жизнь ворам?
-ნუ ტლიკინებ
-უჟმური
-აბა კარგად შემომხედე!-ხელს ხელზე მაგრად მიჭერს,აააჰ მტკივნეულია,ველური!
-ხო გიყურებ და ვხვდები რომ ყველა ვირი ერთნაირია
-ვერ გადამირჩები,სერიოზულად გეუბნები-ცრის კბილებიდან. ოჰო გაბრაზდა ბიჭი,ძალიანაც კარგიი! ჩემი სიხარული მაშინვე მთავრდება როგორც კი ვაცნობიერებ რომ ახლახან ცეცხლზე ნავთი დავასხი,ყოჩაღ კატო შენ გმირობა ჩაიდინე! ახლა შეუძლია სუფთა სინდისით გაგატყაოს.
თავის რაშს რაღაც მაღალ შენობასთან აჩერებს,სად ვართ, ვარკეთილში? ყოველ შემთხვევაში ქალაქს ნამდვილად არ გავმცდარვართ.
-შევედით!-ბრძანებლობს მისი უმაღლესობა
-აქ რა გვინდა?
-ხომ გახსოვს დღეს რასაც გეტყვი ყველაფერი უნდა ამისრულო! ხოდა ახლა მინდა რომ გაჩუმდე
მე კი ძალიან მინდა მაგ თავმომწონე ყბაში ერთი მაგრად მოგდო ვფიქრობ ჩემთვის. მაღლა ვიყურები,ამ სასტუმროში უნდა შევიდეთ? ჰო ჩემს წარმოდგენილ ბნელ ცივ სარდაფს ელიტური სასტუმრო აშკარად ჯობია. შესვლისთანავე თვალს კამერისკენ ვაპარებ,რამე რომ დამიშავოს ნამდვილად ჩასვამენ! მისაღებში ხალხი ირევა,ზოგს ტურისტული ჩანთა კიდია,ზოგი შარვალ-კოსტუმებით დაფართხუნებს,მისტერ „რასაც გეტყვი ყველაფერს შემისრულებ“ დახლთან მდგარ მენეჯერს თუ ვიღაც მსგავსს თავს უკრავს,ისიც გულთბილად გვესალმება.მგონი გადარჩი კატო. ლიფტში შევდივართ,თითს სულ ბოლო ღილაკს აჭერს,8 აწერია,აჰამ ანუ რვასართულიანია. გრძელი დერეფნის ბოლოს პატარა კიბეზე მაჯაში ხელჩავლებული მივყავარ,გული ცუდს მიგრძნობს! აქ კაციშვილი არაა,ისევ პირველ სართულზე მერჩივნა. რკინის კარს აღებს და ბრტყელ სახურავზე ვართ,ხო აშკარად სახურავია,გაშლილ სივცეს ვუყურებ და ფეხების კანკალი მეწყება,მერვე სართული ასეთი მაღალი თუ იყო ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი,კუთხისკენ მიდის და მანიშნებს წამოდიო,უარის ნიშნად თავს ვუქნევ
-მოდი თორე მე მოგიყვან
ნაბიჯებს გაუბედავად ვდგამ,ჯანდაბა! ვუახლოვდები,ქვემოთ არ ჩაიხედო კატო! არ ჩაიხედო!გააზრებასაც ვერ ვასწრებ ხელს ისე მკიდებს და სახურავის ბოლოებში შემორტმულ ოდნავ მომაღლო ბორდიურზე მსვამს,თვითონს ძირსაა და მხოლოდ ცალი ხელით მიჭერს,პირდაპირ მყავს ასვეტილი ვეღარც წინ ვადგამ ნაბიჯს და ვეღარც გვერდით,ვკივი,ჯანდაბა ფეხი ოდნავადაც რომ დამიცურდეს ალბათ მიწამდე სული არ დამყვება
-აბა,როგორ მოგწონს აქაურობა?
-ხელი არ გამიშვა!
-რაო პრინცესა გეშინია?
-არა ძალიან რომანტიკულია სახურავზე ხელჩაკიდული დგომა მარა ხოარ ჩამომსვამდი?
-სანამ ხელს გაგიშვებ რამის თქმა ხომ არ გინდა? ან ლოცვა ან რამე მსგავსი
ინსტიქტურად ხელზე ხელს მაგრად ვუჭერ. ასეთი შეშინებული ბოლოს მგონი მაშინ ვიყავი მე და ლიკამ კინოში „წყევლას“ რომ ვუყურეთ,სახლში ასულებმა ზედიზედ სამი მულტფილმი ვნახეთ როგორმე ის აბაზანიდან ამომავალი შავთმიანი სული რომ დაგვევიწყებინა. არა ისე ვერ მოვკვდები ტოიფელის სერთიფიკატი რომ არ ავიღო! ჯანდაბა რა დროს ეგაა კატო! ჩემს წინ დამდგარ ონიანს თვალებში ვუყურებ,ჰო ნამდვილად არ მიფიქრია სიკვდილი ასეთი სიმპათიური თუ იქნებოდა.
-კარგი რადგან სათქმელი არ გაქვს...
-შენ რა მართლა უნდა ჩამაგდო?
-კი
ქვემოთ კიდევ ერთხელ ვიყურები,არა გადარჩენის შანსი ნოლი მაქვს,მანქანებიც კი პატარა სათამაშოებივით ჩანან,ყურადღებას ციმციმები იქცევენ
-პატრული-ვყვირი უცებ
-რა პატრული?
-ქვემოთ პატრულის მანქანა მიდის და თუ ჩამაგდებ დაგიჭერენ!-ვაყრი ჩქარ-ჩქარა,ახლა ისეტრიკული სიცილი ამიტყდება
-სანამ ბოდიშს არ მომიხდი არ ჩამოგიყვან
-ბოლოს როცა რაღაც გთხოვე წყალში ჩამაგდე, ბოდიშზეც იგივეს იზამ!-წარბს მიწევს,მეც ვუწევ
-კარგი,გპირდები თუ ბოდიშს მოიხდი არ ჩაგაგდებ,დღეს არა!-ახლა ამ თავხედს უნდა ვებოდიშო? ჯანდაბა კატო სხვა გზა მაინც არ გაქვს! ოღონდ ახლა გადარჩი და მერე მოუფიქრებ რამეს.
-ბოდიში-ვლუღლუღებ
-რაღაც კარგად ვერ გავიგე!-მანჯღრევს და ყურთან ხელი მიაქვს. უხ როგორ მინდა ავკუწო.
-ბოო დი შიიიიიი!-ვყვირი ხმამაღლა
სახეზე სრული თვითკმაყოფილება აწერია. ძალიან ახლოს იწევა და ხელი ჩემს მაჯაზე გადააქვს,ჯანდაბა ახლა ვეღარც ვეჭიდები. ისევ მანჯღრევს,ვატყობ თავს ვეღარ ვიმაგრებ,მორჩა ახლა ჩავვარდები,თვალებს ვხუჭავ და ვკივი,ვგრძნობ როგორ მქაჩავს მისკენ და ბორდიურიდან ისევ სახურავზე ვდგავარ. ჯანდაბა,ვცდილობ ვისუნთქო. ტუჩები ყურთან მოაქვს და ჩამჩურჩულებს
-ორით ერთი პატარავ!
ნაძირალა! ფსიქიკურად დაავადებული ეგოისტი ნაძირალა! ისევ მერვე სართულზე ჩავყავარ,აქაურობა განათებულია, რა თბილი ფერებია! პირველივე კარს უახლოვდება,ცალი ხელით მიჭერს,ახლა რაღა უნდა? აზრზე მოსცვლასაც ვერ ვასწრებ ისე აღებს კარს და შიგნით მაგდებს. ჯანდაბა! მე,ეს არანორმალური და სასტუმროს ოთახი რაღაც არამგონია კარგი აზრი ვიყოთ. თვალებს იქეთ აქეთ ვაცეცებ,აშკარად ლუქსსში ვართ.სუსტი სინათლეა. ისე მიახლოვდება როგორც ლეოპარდი უახლოვდება ხოლმე შველს დისქავერის ფილმებში
-არა! არ გინდა-უკან ვიხევ
-კი,მინდა!-ცბიერად მიღიმის
არა ეს უკვე მეტისეტია! ამას არ გავაკეთებ!
კედლისკენ ვიწევი და საჩვენებელ თითს ვუშვერ
-იცოდე ვიკივლებ!
-რამდენიც გინდა იკივლე,გარანტიას გაძლევ დღეს აქ არავინ ამოვა
-ჯანდაბა ამას შენთან არ გავაკეთებ!-ხმა მებზარება.
-აუ აღარ შემიძლია-ხმამაღლა ხარხარებს. ეს არაა ნორმალური ხო? რა აცინებს?-ერთი შენი სახე დაგანახა!-მგონი სიცილისგან ჩაიკეცება
სულს ვერ ითქვამს,ნეტა დაიხრჩობოდე! ჯერ ისევ კედელზე ვარ გაკრული და გაფართოებული თვალებით ვუყურებ ამ ჯამბაზს. მგონი ჭკუიდან შეიშალა,ხო ნამდვილად გაგიჟდა,უცებ სიცილს წყვეტს და მეუბნება
-მაგრად გაები პატარავ!-მომკალი და ვერაფერი ვერ გავიგე-აზრზე ვერ მოდიხარ ხო?
-პატივი დამდე და განმანათლე
-მოკლედ სულ ტყულად მოგინდა გმირობანას თამაში არავინაც არ გადაგირჩენია
ვგრძნობ საფეთქლებზე სისხლი როგორ მაწვება
-მოკალი? შე მხეცო!-არაადამიანური ხმა ამომდის
-დაოკდი არავინ არ მომკვდარა
ვინმე გამარკვევს აქ რა ხდება? უცებ ტვინი მერთვება,ვცდილობ დეტალები დავალაგო,ტაქსიდან გადმოსვლა,იმ ბიჭის გაქცევა,მერე ხმაური,როცა მივედით იმ ხუთს რატომ არაფერი არ გაუკეთებიათ კაცს კლავდნენ ჩვენს მისვლას ხომ უნდა შეეშფოთებინა მაინც,დაჩოქილს ვიხსენებ,მტვრიანი იყო მაგრამ წვეთი სისხლიც არ ქონდა სახეზე ან ხელებზე,ჯანდაბა! მაგრად გამიჩალიჩა!
-ეს....ეს შენ მოაწყვე არა? იმ ბიჭს არ კლავდი ხო?
-ორი კვირა ვრეპეტიციობდით,ხო მაგრად გამოვიდა? ორით ორი პატარავ-ხელებს შლის და აღფრთოვანებული მგონი ტაშს ელოდება
-შე ავადმყოფო!-ვკივი.
ჯანდაბა! ეს რა გამიკეთა? ლამის გულმა დამარტყა და რის გამო?
-ჯერ არ დაგვიმთავრებია!-ისევ ცბიერად მიღიმის.ხო ნამდვილად არ დაგვმთავრებია! ამას ასე ადვილად შევარჩენ გონია? ნუ სხვა თუ არაფერი სასტუმროს ვალს მაინც დავადებ.ხელში ბალიში მხვდება,ვესვრი. ახლა დამაცადე! იცილებს და ჩემსკენ მოდის. მომინდომა ბიჭმა მსახიობობა! ტუმბოდან პატარა ლამფას ვიღებ
-არ გაბედო!-თითს მიშვერს. მთელი ძალით ვისვრი,ხელზე ხვდება და ლეკვივით წკმუტუნებს. ძალიანაც კარგიი! ბარის მაგიდისკენ გავრბივარ,ო როგორ მიყვარს გაერთიანებული სამზარეულო,აქ იმდენი ნივთიაა!
მომსდევს,საფერფლის და ჭიქების აღებას ვასწრებ და ბვრუნდები
-გაჩერდი-ხითხითებს და ხელს მიშვერს. ოჰ ჯერ კიდევ კარგ განწყობაზე ვართ? საფერფლეს ვისვრი,კედელს ხმაურით ენარცხება,ახლა ჭიქებს ვაყოლებ,აჰაჰ მიზანში მოვარტყი!
-და კატო ათიანში არტყაამს-ვკივი გახარებული. საცოდავად იკეცება. ჰო ეს მტკივნეული უნდა ყოფილიყო-ცხრა თაობა დორბლიანი გეყოლება!-ვკისკისებ და თვალებს ვაცეცებ,კიდევ რა დამრჩა დაუმტვრეველი? მზერას შემოსასვლელთან დადგმულ ვაზაზე ვაჩერებ,ოო რა ლამაზი რამეა! სანამ მისი უდიდებულესობა მამაკაცური ღირსების გადარჩენას ცდილობს ვაზას ხელში ვიღებ. ოჰ აი ისიც! მოპირდაპირე მხარეს დღის გმირიც გამოჩნდა
-ვაიმე რატო ვერ იმართები წელში? რამე ხომ არ გეტკინა-მისი უდიდებულესობა მამის მკვლელივით მიყურებს.ვამაყობ შენით ჩემო თავო! რომ შემეძლოს ჩაგეხუტებოდი!
-ეგ დადე-მანიშნებს ვაზაზე
-ძალიან ძვირი ღირს არა? რა სამწუხაროა რომ უნდა დაიფშვნას-წარბებს ვიწკეპ
-არ დააგდო!-ოჰ მოვსულვართ მბრძანებლობის ხასიათზე
-კარგი როგორც იყტვი-ვფრუტუნებ მორჩილად,ხელს ვმართავ, მუჭს ვშლი და ბრახ! ნამსხვრევებად იქცა- უი ეს რა დამემართა!-ვყვირი აღფრთოვანებული
-ახლა ნახავ რა დაგემართება!-ოჰო მგონი ახლა მართლა მომხვდება,სასწრაფოდ კარის სახელურს ვწევ და დერეფანში კისრისტეხით გავრბივარ. ლიფტის ღილაკს ხელს ვაჭერ,უკან სწრაფი ნაბიჯების ხმა მესმის,ჯანდაბა სანამ ლიფტი ამოღოღდება ეს ველური უეჭველი დამიჭერს,გეზს კიბისკენ ვიღებ და რაც ძალა მაქვს ჩავრბივარ, ჰაერი აღარ მყოფნის,ვატყობ ტარების მამა ნელ-ნელა მეწევა,სადღაც მესამე ან მეოთხე სართულზე უნდა ვიყო დერეფანში ქალს ვხედავ,ხელების ქნევით მისკენ გავრბივარ, შუა ხნის ქალი გაოცებული მიყურებს,წინსაფარი აცვია და ხელში თეთრი ზეწრები უჭირავს,მომსახურე პერსონალი უნდა იყოს.
-მიშველეთ!-ვკვნესი გულამოვარდნილი-ვიღაც მანიაკი მომდევს! დაცვას დაუძახეთ!-ქალის უკან ვდგები და საჩვენებელ თითს იმ ბარბაროსისკენ ვიშვერ
-ბაჩი რატომ აწვალებ ამ გოგონას შვილო?-თბილად უღიმის ქალი იმ საქონელს
-ყურადღებას ნუ მიაქცევ დალი დეიდა,კტიტიკული დღეები აქვს-ჩემზე უთითებს და იცინის
რაო? კრიტიკულ დღეებს ვაჩვენებ მე ამას! ან ერთმანეთის სახელები საიდან იციან? ჯანდაბა რა დებილი ხარ კატო,აქამდე როგორ ვერ მიხვდი,მისი ან მამამისის სასტუმრო იქნება! სასწაფოდ უნდა გავაღწიო აქედან! შესვენებამ აშკარად მიშველა. ადგილს ვწყდები და ისევ კიბეებზე ვეშვები,მდევარი ისევ ამეკიდა.
-ოხ ეს ბავშვები-მესმის იმ ქალის სიცილნარევი ხმა
ორი სართულით ქვემოთ უკვე ხალხი მხვდება,ანუ მიზანთან ახლოს ვარ, კიდევ ერთი კიბეც და ჰოლში შევრბივარ,თვალით გასასვლელს ვეძებ,აი ისიც! ხალხში ვერევი და სწრაფად გავრბივარ გარეთ. პატრულის მანქანა ისევ სასტუმროსთან დგას,ოღონდ ახლა მეორე მხარეს. ასეთი თბილი გრძნობები ჯერ არ გამჩენია პატრული ბიძიების მიმართ! მორჩა ამათ წინ ვერაფერს დამიშავებს,ვერც ზუგზე შემომიგდებს და ვერც ძალით წამათრევს. უკან ნიშნისმოგებით ვიყურები,ჩემგან 6-7 მეტრის მოშორებით სასტუმროს შესასვლელთან დგას. თავში მზაკვრული აზრი მომდის,ოჰ როგორ ვგიჟდები სპონტანურ გეგმა ბ-ებზე! პატრულის მანქანისკენ ნელი ნაბიჯით მივდივარ. მიდი კატო! შენ ეს შეგიძლია!
-უკაცრავად-მოწიწებით მივმართავ მანქანაში მყოფ თანამშრომელს,მაშინვე კარებს აღებს და გადმოდის. თვალს უკან ვაპარებ,მისი უდაუმარცხებლესობა ისევ იმ ადგილას დგას და ცნობისმოყვარედ მიყურებს. ძალიან კარგიიი!
-რით დაგეხმაროთ?-ოჰ რა უყვართ ამ ხელოვნურად ბოხი ხმით ლაპარაკი პოლიციელებს,ვითომ უფრო კაცურები ჩანან
-იცით არ მინდა ვინმეს ბრალი დავდო მაგრამ აი სასტუმროს წინ რომ დგას ის ბიჭი დგას, წეღან შევამჩნიე რაღაცა უცნაურს ეწეოდა,არ გავდა ეგ სიგარეტს,ხომ ხვდებით? მერე ხალხს მიედ-მოედო და არეულად ლაპარაკობს, მოკლედ ძალიან დიდ დისკომფორტს ქმნიან ჩვენს სასტუმროში ასეთი კლიენტები,თუ არ შეწუხდებით რომ შეამოწმოთ? ოღონდ ვითომ თვითონ მიხვედით არ მინდა პრობლემები.
პატრული ბიძიამ მეწყვილეს ცბიერად გადახედა,ოღონდ ამათ საბაბი მიეცი და
-არ ინერვიულოთ მოქალაქევ,ახლავე მოვაგვარებთ ყველაფერს-სიამაყით მიცხადებს მეორე
ხო ხო მოაგვარეთ! ჰაჰ ოსკარი კიარა პალმის რტოს,გრემს და ნობელის პრემიას ერთად ვითხოვ! ხო კაი ცოტა ზედმეტი მომივიდა,ამ კრეტინის სახის დანახვაც მეყოფა წასვლის წინ. არა დარწმუნებული ვარ რომ ვერაფერსაც ვერ აღმოუჩენენ მაგრამ მთელ ღამეს ნარკოლოგიურში შარდვაში რომ გაატარებს მერე ვნახოთ სპექტაკლების თავი კიდე თუ ექნება.
ეგ არის,რაღაცას ელაპარაკებიან და მანქანისკენ მიყავთ, გზების რაინდი ჩემსკენ იყურება,ქვედა ტუჩს კბილებს შორის იქცევს და თავს მიქნევს
მარცხენა ხელით სამ თითს ვუჩვენებ,მარჯვენათი კი ორს. ესეც შენი სამით ორი პატარავ!



№1 სტუმარი გიკი გოგო

ვაიმეეეეე რა კარგი იყო
ეს ისტირია რო არ გააგრძელო რევოლუციას მოგიწყობ იცოდეეე

 


№2 სტუმარი Guest Eka

Auuu dzaan kaia ♥ vixalise kargad ♥♥

 


№3  offline წევრი isterichka123

vaime ramagaria ramdeni vicine ekaterine vamayob shenit kai gagrdzele

 


№4  offline აქტიური მკითხველი select

ჰაჰაჰაჰაჰაჰაჰა შევწუხდიიი ვაიმე რაიყოოო რამდენი ვიცინეე უმაგრესი იყო რაა joy joy
ღმერთო კატო რა გადარეულია და როგორ მომწონს მაგარი იყოო რა კარგად აწვალებენ ერთმანეთს რაა აუ არ დააგვიანო რა და გააგრძელეე

 


№5 სტუმარი Guest nawka

დზან მაგარი იყო. მომწონს შენი იუმორი და ზოგთავიდან ვფიქრობდი უფრ სერიოზულად იყო საქმე რადგან პირველი თავიც ხო დაძაბული ტექსტით იწყებოდა მაგრამ მერე ძაან ვიმხიარულე და მოუთბენლად ველოდები შემდეგ თავს. იმედია მალე იქნებაა heart_eyes heart_eyes

 


№6 სტუმარი lizazu

ვაიმე რამდენი ვიცინე laughing დღის პოზიტივია და ხვალ ვლოდები ახალ თავს heart_eyes

 


№7 სტუმარი Guest nita

vaimee ra kargi iko. ramdeni vicine. sascauli iumori gakvs

 


№8 სტუმარი Guest nawka

აუ უკვე ვეღარ ვითბენ მალე დადდებ? weary

 


№9  offline წევრი winny

ველოდები შემდეგ თავს
--------------------
...

 


№10 სტუმარი Tako

Imedia xval iqneba shemdegi :****

 


№11  offline წევრი დრანცი

ძალიან სახალისო და კარგი ისტორიაა <3 შემდეგს ველოდები <3

 


№12  offline წევრი gvanciii kereselidze

ვაიმე რამდენი ვიცინეე...ძალიან მაგარია...მალე დადე და უფრო დიდი თვებიი რააა
--------------------
G.ke

 


№13  offline წევრი davinna

Vegar vsuntqav imdeni vicine :D au ardaagviano ra dzalian magaria maledade

 


№14 სტუმარი Guest eli98

აუ ძაან მაგარიააა ძაან ვიხალისე დიდი თავიც იყო.... მაგრამ ამათ ცოტა სხვანაირი ურთიერთობა როდიდან უნდა გაუხდეს.

 


№15 სტუმარი გვანცა))

არაა რააა იუმორის გრძნობა გაქქ რაღაც საოცარიი :დდ
მომკლავ მე სიცილით მალე
ბიჭოს რაიყო ეს ჰა მართლაა გავიგუდე იმდენი ვიცინეე

 


№16  offline მოდერი gonegirl

მადლობები ხალხნოოოო heart_eyes მომდევნო თავის დაწერა დღეს თუ ვერ მოვასწარი ხვალ საღამოს დაიდებაა kissing_heart
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№17 სტუმარი Mtirala

Male male miyvars es istoria❤❤❤❤❤❤

 


№18 სტუმარი ბუბუკა

კატო რა საყვარელია,ძალიან მომწონს...

 


№19 სტუმარი Guest keti

Au ramagaria uf imdeni vicine imdeni vicine imdeni vicine ro 100weli momemata:):):)

 


№20  offline აქტიური მკითხველი terooo

რა მაგარია, მამშვიდებს

 


№21  offline მოდერი gonegirl

თქვენ ხართ ჩემი პირადი ბედნიერებები
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№22  offline წევრი Chasing liberty

ვაიმეეე არვარ კარგად, გავიგუდე

 


№23  offline მოდერი gonegirl

ნინი პირველი
ვაიმეეე არვარ კარგად, გავიგუდე

სასიამოვნო კითხვას გისურვებ ))
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№24  offline წევრი nini31323

აუუუ რა საყვარლიბებს წერ შენ ეე ????მაგარი გოგო ხარ

 


№25  offline მოდერი gonegirl

nini31323
აუუუ რა საყვარლიბებს წერ შენ ეე ????მაგარი გოგო ხარ

დიდი მადლობა
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№26  offline წევრი კალლ აია

ვააააააააააუ

 


№27 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ამათ რა დაღლის ერთმანეთს სამაგიერო თუ არ გადაუხადეს ვერ მოისვენებენ კარგი იყო ვიმხიარულე მადლობა,????

 


№28 სტუმარი გიული

რა ვიხალისეე❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent