"ისევ".... (ნაწილი 2)
მთელი დღე ჩემს რომანს ვწერდი. ვიჯექი შავ ღვინოს ვსვამდი და ისე ვწერდი. წიგნი ძალიან კარგი გამოდის, ყოველშემთხვევაში მე ასე ვფიქრობ. ცოტახანში მომბეზრდა ოთახში გამოკეტილი ჯდომა, ამიტომ აივანზე გავედი, ფეხები მოაჯირზე შემოვაწყვე, ისევ შავი ღვინო დავიდე გვერძე და ისე განვაგრძე წერა. შავი ღვინო წერის დროს ჩემი მეგობარი ხდება ნამდვილად, ყოველთვის მეხმარება. მოსაღამოვდა, მეც გადავიღალე ამიტომ კომპიუტერი შიგნით შევიტანე მე კი ისევ ჩემს პირვანდელ ადგილს დავუბრუნდი. ძალიან მიყვარს როდესაც ვფიქრობ, ვფიქრობ ცხოვრებაზე. ჩემი ფიქრები უფრო ოცნებებს გავს, რომლებსაც ახდენა ან უწერიათ ან არა. ვოცნებობ კიდევ ერთხელ გამიჩნდეს ის გრძნობა რაც ადრე მქონდა, ხომ შეიძლება ისევ ისე ფეთქავდეს ჩემი გული? რატომ არ არსებობს ისეთი ბიჭი, რომელიც სიგიჟემდე მეყვარება? ნუთუ ასე გამწირა ღმერთმა. საღამოს თბილისი ძალიან ლამაზია, ამიტომ ყოველ საღამოს ასე ვზივარ. მეტს არაფერს ვაკეთებ უბრალოდ ვფიქრობ, ან შეიძლება ვთქვათ, რომ ვოცნებობ. თავად ვქმნი ილუზიებს, რომ ისევ შემიყვარდება, შემდეგ ეს ისე არ გამოდის როგორც მე ვფიქრობ, ისევ არავინ მიყვარს და მე ისევ მარტო ვარ, ისევ მტკივა გული, რომ ჩემი ოცნებები კვლავ აუსრულებელი რჩება და ალბათ ახდენა არც უწერია. ეხლა ძალიან მინდა ქუჩებში ვსეირნობდე და ისეთ ბიჭს ვეხუტებოდე, რომლის მიმართაც არაამქვეყნიური გრძნობა მაქვს. მე ჩემს ფიქრებს, ოცნებებს ვეძახი, ხოლო ჩემს ოცნებებს ჩემი პატარა სამყარო ჰქვია. სინამდვილეში ჩემი სამყარო პატარა არაა, ის ძალიან დიდია, ძალიან.... იქ მე ისეთი ადამიანი მყავს რომელიც არასდროს მიმატოვებს, მაგრამ როდესაც რეალობაში ვბრუნდები ნათლად ჩანს, რომ ასეთი ადამიანი ჯერ კიდევ არ მიპოვია. ყველაფერი მეზიზღება რაც მარტოობას მახსენებს, აი ახლა ვზივარ და ფიქრებიდან მანქანების გამაყრუებელმა ხმამ გამომიყვანა. გული ძალიან დამწყდა როდესაც მივხვდი რომ ისევ რეალობაში და საშინელ მარტოობაში დავბრუნდი. მთელ საღამოს სახლში გავატარებდი რომ არა ანა. ცოტახანში კარზე ზარის ხმა გავიგე და გასაღებად წავედი, კარში ყურებამდე გაღიმებული ანა დამხვდა: -რა კარგ ხასიათზე ხარ ანაჩკაა -ხოო სადმე წავიდეთ რაა -კაი ჩავიცვი და გავედი: -რა ლამაზი ხაარ -ოო წამოდი რა ნეტა ვის ვეპრანჭები -მასე არ შეიძლება უნდა იპოვო ისეთი ვინმე, ვინც გუგასავით შეგიყვარდება! -ხო ვიპოვი....ვიპოვი გავედით კარები ჩავკეტე და იქვე მდებარე კაფეში შევედით: -აუ ანა გუშინ აქ იცი რა ბიჭი ვნახე?-ტუჩი მოვიკვნიტე მე -შენ ბიჭი მოგეწონა?-გაოცდა ანა -ხო ანა მომეწონა არადა 5 წელია ზედაც არავისთვის შემიხედავს, ოღონდ როგორც მივხვდი შეყვარებული ჰყავდა. -ეეე რა ბედი გაქ რაა! ძლივს ბიჭი მოგეწონა და რად გინდა! -ხო ნუ იტყვი-ამოვიოხრე მე ვიჯექით და ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ ყველაფერზე. ცოტახანში ანას იმ ბიჭმა დაურეკა ეკუნასთან რომ გაიცნო: -აუ ელე წამო რა შენც დაბადების დღე აქვს და ორივე დაპატიჟებულები ვართ -წამოვალ, მაგრამ დარწმუნებული ხარ რომ მეც დამპატიჟა? -კი უთხარი შენს დაქალსაცო -კაი მაშინ წამოვალ -ხო თან ბიჭებიც იქნებიააან.... -ოოო -უფრო სწორედ ერთი ბიჭი იქნება, მეტი არაა საჭიროო -ხო კაი და იქ არ დამიწყო რაღაცეები და უხერხულ სიტუაციაში არ ჩამაგდო. -კაი კაფედან რომ გავედით მანქანა დავინახეთ და რათქმაუნდა ანა გაიქცა მე კი მშვიდად მივყევი. ანა წინ დაჯდა გადაკოცნა ნიკა: -შენი ძმაკაცი სადარის? -იქ დაგვხვდება მაგის რესტორანია სადაც მივდივართ ანამ გამომხედა და მანიშნა არ გამოდგებაო? მეც ვანიშნე მოკეტე-თქო!. მივედით მიმტანები შემოგვეგებნენ ალბათ იციან ვისი ძმაკაციცაა ნიკა და. მაგიდასთან მივედით და იცით ვინ ყოფილა ის ბიჭი? ზუსტად ის ბიჭი იყო კაფეში რომ ვნახე და მოთხრობაში, რომ დავახასიათე! ამ ბიჭს ალექსანდრე ერქვა, ძალიან მაგარი ბიჭია, მაგრამ როგორც ვთქვი მგონი შეყვარებული ჰყავს აბა ვინ უნდა ყოფილიყო სხვა? ისეთი გოგო არ ვარ რომ შეყვარებულიან ბიჭს გავეკიდო ამიტომ გადავწყვიტე არც მეცადა დაახლოება: -ელენე საიდანღაც მეცნობი... უი შენ ის გოგო ხარ კაფეში რომ იყო ხო? -კი -ჩემ დასთან ერთად ვიყავი და შეგამჩნიე ამის თქმა და ჩემი ხასიათის გამოკეთება ერთი იყო. რამაგარია და ყოფილა! რაღა თქმა უნდა მეც ვცადე უფრო დავვახლოებოდი. მომიყვა რაღაცეები თავის შესახებ და ხო მართლა, შეყვარებული არ ჰყავს! ბიზნესმენია და ასეთი სიმპათიურია! რაღა უნდა გინდოდეს ადამიანს მეტი? ასეთი ბიჭია და..... სახლში, რომ მივდიოდით ალექსანდრემ მე გაგიყვან წავიდნენ ესენიო რადგან ნიკამ და ანამ კიდე სადღაც გადაწყვიტეს წასვლა და ჩვენ რა გვინდოდა იმათთან? მანქანაში ჩავჯექით: -ელენე შენ რას საქმიანობ? -მწერალი ვარ თქო ვერ გეტყვი ჯერ არაფერი დამიწერია, მაგრამ რომანს ვწერ ახლა. -ყოველთვის მინდოდა მწერლობა, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი რომ არ გამომივიდოდა. რა ჰქვია წიგნს? -მე და შენ მეტი აღარაფერი უკითხავს ისე მივედით წასვლის წინ მადლობა ვუთხარი და ისე მივედი სადარბაზომდე. სადარბაზოსთან ჩემი თაყვანისმცემელი გიორგი დამხვდა, ამ ბიჭს ვერ გავაგებინე რომ არ მიყვარს რა ეს ძველი ბიჭები! ყვავილები გამოვართვი და ავედი სახლში სადაც კვლავ სიმარტოვე მელოდა. აბა როგორია ბავშვებო? კრიტიკა არ მწყინს პირიქით აუცილებელია ამიტომ დაწერეთ რაც არ მოგწონთ რომ შევცვალო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.