შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"Hopeless" (თავი 1)


3-12-2016, 20:21
ავტორი DevilGirl
ნანახია 2 156

ყველაფერი დაიწყო ასე:
მე ანო გიორგაძე ვარ. არ მყავს მშობლები, რადგან ისინი ძალიან დიდი ხნის წინ გარდაიცვალნენ. მყავს დაქალი ნინა. მე და ნინა ერთად ვცხოვრობთ, რადგან ჩემს მსგავსად არც ნინას ჰყავს მშობლები. მე მწერალი ვარ, ნინა კი მასწავლებელია სკოლაში, მაგრამ ძალიან ახალგაზრდა მასწავლებელი. მე შეუხედავი გოგო ნამდვილად არ ვარ, მეტიც შეიძლება ითქვას, რომ არამიშავს: მწვანე თვალები, კურნოსა ცხვირი, დიდი ტუჩები, აპრეხილი წამწამები, მაღალი, შავი თმები... მოკლედ როგორც ვთქვი არამიშავს. ნინაც ძალიან ლამაზია:ქერა ხვეული თმები, ცისფერი თვალები, კურნოსა ცხვირი, საშუალო სიმაღლის...მოკლედ ლამაზია რა.
დღეს ძალიან დამღლელი დღეა მთელი დღეა ვწერ, ნინა თავის შეყვარებულ გეგასთან ერთადაა სადღაც. აივანზე ვზივარ, საღამოა, ფეხები მოაჯირზე მიდევს, ჰაერს ხარბად ვისუნთქავ. ყოველთვის ვცდილობ ჩემი რომანი განსაკუთრებული იყოს,თუმცა ჯერ მისი სახელიც კი არ შემირჩევია. მინდა, რომ ჩემი რომანი ცხოვრებისეული იყოს, მინდა რომ ძალიან ორიგინალური იყოს. აი ესაა ჩემთვის მთავარი. ნინა მირეკავდა:
-ანოო
-ხო ნინ
-აუ გეგასთან ვარ და ამოდი რა შენც
-რა მინდა კაცო მე თქვენთან?
-ოოო მარტო ჩვენ კი არ ვართ კაცო
-მოიცა რა მოთხრობას ვწერ
-ანოო
-კაი კაი მოვდივაარ
წუწუნით ავდექი: "წერას არ დაგაცლიან რაა!"-ვიმეორებდი ჩაცმის დროს . საბოლოოდ ჩავიცვი:ჯინსის მოტკეცილი შარვალი, შავი ტოპი მაისური, სპორტული შინდისფერი ბოტასები, თმები შავი და სწორი მაქვს ამიტომ ასე დავტოვე, შემოვიცვი კრემისფერი თხელი ჟაკეტი, შავი მანტო, შინდისფერი ჩანთა და მზად ვიყავი, სახეზე მსუბუქი მაკიაჟი . რომ მივედი სიმშვიდე დამხვდა. ბიჭები პოკერს თამაშობდნენ, გოგონები სამზარეულოში ტრიალებდნენ. ბიჭებს მივესალმე და გოგონებს შევუერთდი.მე და გეგა ძალიან დიდი ხნის მეგობრები ვიყავით ნინისაც მე გავაცანი, ოღონდ არანაირი სიყვარული, რათქმაუნდა გეგა სიცოცხლეზე მეტად მიყვარს, მაგრამ როგორც და-ძმა ისე ვართ . როდესაც ვინმე ნერვებს მიშლიდა გეგა სულ გვერდზე მედგა ამიტომ გავაცანი ნინა და ის ერთმანეთს, ვიცოდი ლამაზი წყვილი იქნებოდა.ცოტახანში გეგას ძახილი მომესმა:
-ანოო
-ჰოუ
-გამო ბიჭები გაგაცნო
-ხო ვიცნობ გეგაა?
-ვიღაცეებს არაა
გავედი და გვერდზე მივუჯექი:
-ესიგი ეს გიორგია
-სასიამოვნოა
-ეს იკაა
-სასიამოვნოა
-ეს ანდრეაა
-სასიამოვნოა
გავიცანი სამივე და ისევ გოგოებთან წავედი, გეგამ მომაძახა:
-კიდე მოვა ჩვენი სიამაყე და იმასაც გაგაცნობ
ამაზე ყველას გაეცინა ჩემს გარდა მე ხომ არ ვიცოდი ვინ იყო მაგათი სიამაყე. გოგოები ფუსფუსებდნენ ათასნაირ საჭმლებს აკეთებდნენ და მე ხელს არ მანძრევინებდნენ რატომღაც, არადა ძალიან მაგარი მზარეული ვარ. ცოტახანში გეგას ძახილი მომესმა ისევ:
-ანოო
-ეხლა რაღა გინდაა
-გამოდიი
-აუუუ
გავედი და ახლაც გვერდით მივუჯექი:
-ეს ალექსანდრეა
-სასიამოვნოა
ამდენი ბიჭიდან მაინცდამაინც ამ ალექსანდრემ მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება:მწვანე თვალები, მაღალი, კურნოსა ცხვირი, ლამაზი ტუჩები, შავი თმები.... მოკლედ სასწაული. უკან ვბრუნდებოდი გეგას ძახილი რომ გავიგონე ისევ:
-უფრო მოკლე მაიკა ვერ ჩაიცვი?
მივბრუნდი ჩავეხუტე და ახლა უკვე ისე ვუთხარი:
-ეს მაიკა არცაა ტოპია, თან გავიზარდე გეგაა - ენა გამოვუყავი და ისევ გოგონებთან დავბრუნდი.
გოგონებთან:
-აუ ეხლა ვსო მეც ვიწყებ კეთებას და თქვენი ხმა არ გავიგონო-ვთქვი გაბრაზებულმა
მოკლედ დავტრიალდი და 2 საათში ძალიან მაგარი სალათები მოვამზადე. გავიტანეთ ყველაფერი სუფრასთან ლამაზად მოვაწყვეთ და ბიჭებსაც დავუძახეთ.
-ვინ მოიგო?-კითხვა დაინტერესებულმა ნინამ
-რათქმაუნდა ალექსანდრემ
-ვაახ ვინ გასწავლა სულ შენ რომ იგებ?
-გიამ-გია ალექსანდრეს მამაა
მე მთელი ამ დროის განმავლობაში დავფრინავდი და ჩემი რომანის ახალ თავზე ვფიქრობდი. ნუთუ ამდენი აზრი ერთად მომივიდა? რომელი გამოვიყენო მოთხრობაში აღაც ვიცი.
-ანო წიგნს როდის მორჩები?-მკითხა გეგამ
-რა დროს ეგარის ჯერ სახელიც არ მომიფიქრებია გეგა და ყოველ ღამე ძლივს ვწერ რაღაც ნაწილებს
-და გამოგიქვეყნებენ?
-გააჩნია როგორს დავწერ , ვფიქრობ კი.
-კარგია
ამის მერე ჩუმად ვჭამდით. ცოტახანში მომწყინდა აქ ჯდომა და აივანზე გავედი თან სიგარეტი გავიყოლე, მოვუკიდე და მოწევა დავიწყე, თან ღამის თბილისის ცქერით ვტკბებოდი. იმდენი ვიფიქრე, რომ ბოლოს გადავწყვიტე სახლში წავალ და აუცილებლად დავწერ რომანს სანამ აზრები ისევ გამეფანტა თქო, ალექსანდრემ მეც მივდივარ და გაგიყვანო, ასე ჩუმად ვიმგზავრეთ მთელი გზა



№1  offline წევრი marqetele

საინტერესო ჩანს ^^ ცოტა თავები გაზარდე :D მალე დადე შემდეგიც <3

 


№2  offline წევრი მარტოხელა

საინტერესოა მომეწონა <3 ახალი ვარ მაგრამ ეს "კურნოსა" სიტყვა ძაან მოგწონს? :) რატომღაც თვალში ბევრჯერ მომხდა პროფესიონალი არ ვარ მაგრამ რავი მე თუ შევამჩნიე ალბათ სხვებიც შეამჩნევენ ხო? <3 ისე კაი იყო გააგრძელე მომეწონა <3

 


№3  offline წევრი DevilGirl

მარტოხელა
საინტერესოა მომეწონა <3 ახალი ვარ მაგრამ ეს "კურნოსა" სიტყვა ძაან მოგწონს? :) რატომღაც თვალში ბევრჯერ მომხდა პროფესიონალი არ ვარ მაგრამ რავი მე თუ შევამჩნიე ალბათ სხვებიც შეამჩნევენ ხო? <3 ისე კაი იყო გააგრძელე მომეწონა <3

გავითვალისწინებ :* მადლობა, მეც ახალი ვარ შეიძლება ითქვას :*

 


№4  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

დასაწყისისთვის კარგია
კარგი გოგო ხარ
გააგრძელე
ჰოდა, ცუდ კომენტარებს არ მიაქციო ყურადღება, ბევრი გამოგიხტება ^^
მერე რა, მალე დაიხვეწები,მჯერა ^^

 


№5  offline წევრი DevilGirl

kata-nia
დასაწყისისთვის კარგია
კარგი გოგო ხარ
გააგრძელე
ჰოდა, ცუდ კომენტარებს არ მიაქციო ყურადღება, ბევრი გამოგიხტება ^^
მერე რა, მალე დაიხვეწები,მჯერა ^^

მადლობა ძალიან, ძალიან დიდი :* <3

marqetele
საინტერესო ჩანს ^^ ცოტა თავები გაზარდე :D მალე დადე შემდეგიც <3

ამ წამს დავამთავრე შემდეგის დაწერე, საკმაოდ დიდი თავია და საინტერესო კი აუცილებლად გახდება დროთაგანმავლობაში. :*

 


№6 სტუმარი Guest keti

Dasawkisistvis dzalian kargia magram armomwons ro kali sigarets eweva daravkna:):):)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent