შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სოფლის ნობათი [9 დასასრული]


6-12-2016, 18:41
ავტორი მარრიამი
ნანახია 9 716

- მაშინ არა, მე ასე არ მინდა - მანქანიდან გადავიდა და კარები მიაჯახუნა. დემნაც მიჰყვა.
- აბა როგორ გინდა? - წინ დაუდგა.
- ხვდები, რომ ერთმანეთს ნორმალურად არც კი ვიცნობთ?
- გავიცნობთ.
- ხო გავიცნობთ, არ მოგვეწონება და გავშორდებით, რა მარტივია არა? - გაეცინა.
- თუნდაც - აჰყვა მის ირონიას.
- უკვე ვფიქრობ, რომ ზედმეტად არასერიოზული ხარ.
- იცი რა თათუ? შენ ზედმეტად დიდ ყურადღებას აქცევ ყოფით პრობლემებს, მაშინ როცა შეიძლება, რომ ისინი არც არსებობდეს.
- იცი რა დემნა? - გამოაჯავრა - ყოფითი პრობლემები ქმნიან სხვა, სერიოზულ პრობლემებს, რომლებიც არსებობენ და დიდი მნიშვნელობაც აქვთ და მგონი უნდა ხვდებოდე ამას.
- ვხვდები - დასერიოზულდა - რას მთავაზობ? ასე კინკლაობა-შერიგების რეჟიმში გავაგრძელოთ ურთიერთობა?
- არა, გავარკვიოთ ყველაფერი და ნორმალურად გავაგრძელოთ ურთიერთობა - გაუღიმა.
- ვითომ? - წარბი აუწია.
- მართლა - ღიმილით შეაგება პასუხი და ჩაეხუტა.
- კარგი, ეს კარგი, მოგვარეთ, მაგრამ იმ შეკითხვას მაინც ვერ გაექცევი მომავალში - გაეცინა და ხელები შემოჰხვია.
- მომავალში არც გავექცევი - დაეჭყანა და ისევ მანქანაში დაბრუნდა.
- ხვალ აუცილებლად უნდა წახვიდე უნივერსიტეტში? - ისეთი საწყალი თვალები ჰქონდა, თათულიმ გადაიკისკისა.
- გააჩნია რას მთავაზობ - იკეკლუცა.
- წავედით? - გაუცინა.
- წავიდეთ - მხრები აიჩეჩა და ღვედი შეიკრა.

ღიმილით შეჰყურებდა მონატრებულ სილუეტს გოგონა. სახეზე ღიმილი აღბეჭდვოდა დემნასაც, მაგრამ თათულის არ უყურებდა. დროდადრო მის მუხლებზე დაკრეფილ ხელებს ეფერებოდა, მაგრამ მაინც არ უყურებდა. მერე თათულისაც ჩაეძინა. მშვიდად ეძინა, ან რატომ არ უნდა სძინებოდა, ყველაფერი მოგვარდა. თვალები რომ გაახილა, პირველი ტრაფარეტზე გამოსახული ასოები დაინახა. გუდაური რომ ამოიკითხა, ღიმილით გახედა დემნას.

- ხვალ საღამოს დავბრუნდებით - დემნასაც შეემჩნია, რომ გაიღვიძა.
- კარგი - თავი დაუქნია.

მანქანა სასტუმროსთან გააჩერა. დიდად სასტუმროს არ ჰგავდა იქაურობა, სამსართულიანი კერძო სახლი იყო. ხელჩაკიდებულები შევიდნენ. მისაღებში ბუხარი იყო და ცეცხლი გიზგიზებდა. სასიამოვნო გარემო, მშვიდი მუსიკა და თოვლი. ვერაფრით მიხვდებოდით, რომ უკვე გაზაფხული იყო. აქ ისევ ზამთრის განწყობა ჰქონდათ შენარჩუნებული.
მესამე სართულზე აიღეს ოთახი, მანსარდიანი. კარები გახსნა და თვალდახუჭული შევიდა თათული.

- რა მაგარია - გახარებული ჩამოჯდა ლოგინზე.

ხის ჭერი, ხის ოთახი, ფანჯარაში მოფარფატე ფიფქები, სარწეველა სავარძელი, ხის მაგიდა და დიდი ლოგინი.

- ხო არა? - გვერდით მიუჯდა დემნაც.
- მადლობა - მხარზე მიეკრა.
- რა მადლობა - ჩაეცინა ბიჭს და წელზე ხელი შემოჰხვია - მოდი მე ყავას ამოვიტან და რამეს კიდევ.
- კარგი - დაეთანხმა.

ხმამაღლა გაიცინა და ხელები სახეზე აიფარა. როგორი ბედნიერი იყო. აი რა აკლდა ამ თვეების მანძილზე. როდის მოასწრო ასე ძალიან შეყვარება, თვითონაც არ იცოდა. დემნას რომ დაეჟინებინა, შეიძლებოდა ცოლობაზეც კი დათანხმებოდა. იმდენად წარმოუდგენელი იყო მისთვის ბიჭის გარეშე ცხოვრების გაგრძელება. ფეხსაცმელები გაიხადა, იქვე ტუმბოზე დადებული ფაჩუჩები წამოიცვა და ლოგინზე მიწვა. ოთახს ერთი პატარა ნათურა ანათებდა, ლოგინს ფაქტობრივად ვერც წვდებოდა სინათლე. სითბომ და კომფორტმა თავისი ქნა, ნებიერად დახუჭა თვალები და თითქოს მიეძინა. მაგრამ მისი გონება მაინც ელოდებოდა დემნას. როგორც კი კარებმა დაიჭრიალა, თვალები დაჭყიტა და წამოჯდა.

- მოვედი - ლანგარი ტუმბოზე დადგა, თვითონაც მიწვა ლოგინზე და მუცელზე დაიდო - გემრიელად მიირთვი - გაუღიმა.
- მადლობა - ფინჯანს ხელები შემოჰხვია და ჩაეღიმა.
- მიყვარხარ - მხარზე აკოცა დემნამ და მიეხუტა.
- მეც - ამოისუნთქა - ისე მიჭირდა შენ გარეშე - დაიბუზღუნა.
- იმიტომ, რომ ჯიუტი ხარ, თავის დროზე რომ მოგესმინა, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა.
- გაბრაზებული ვიყავი - მხრები აიჩეჩა.
- მაინც რომ არ თმობ ხვდები? - გაეცინა.
- ვხვდები - სიცილით უპასუხა.
- ხოდა ახლა მე გავბრაზდები და იყავი კარგად - დაეჭყანა და ზურგი შეაქცია.
- ოო - ფინჯანი ტუმბოზე გადადგა და ზურგიდან მიეხუტა - არ გამებუტო - გაეცინა.
- კარგი - თითქოს ამას ელოდებოდაო, გადმობრუნდა და მაშინვე გულზე მიიკრა თათული.

ისე მიხუტებულებს ეძინათ მთელი ღამე და შეეძლო დაეფიცა, რომ ამაზე უკეთესი ღამე ჯერ არ ჰქონია. დილით გაღვიძებულმა პირველი თათულის თმის სურნელი რომ შეიგრძნო, პირველი მისი გულისცემა რომ იგრძნო, პირველი მისი სუნთქვა რომ მიელამუნა, დარწმუნდა, რომ მის გარეშე ცხოვრება აღარ შეეძლო.

- დილა მშვიდობის - ამოილაპარაკა თათულიმ და ახედა.
- დილა მშვიდობის - მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე დემნამ და გაუღიმა.
- რა კარგია აქ - ნებიერად გაიზმორა.
- გინდა რომ დავრჩეთ?
- მინდა, მაგრამ არ გამოვა.
- რა ვქნა, მე დაგტოვებდი, მაგრამ არ რჩები - გაუცინა.

ყველაფერი მართლაც იდეალურად გაგრძელდა. თავისთავად კამათობდნენ ბევრ რამეზე, მაგრამ არც ერთხელ არ დაშორებულან. ყველაფერი კარგად იყო, სანამ ზაფხული არ დადგა. დაამთავრა გამოცდები და მაშინვე გაჩნდა პრობლემა, თათული სოფელში უნდა წასულიყო. დემნა თან ხომ ვერ გაჰყვებოდა?
სამაგიეროდ, ისევ თედომ და თეონამ უშველეს, ორსულს ჰაერი უხდებაო და სოფელში გააქანეს.
ეგონა ბედნიერებისგან გასკდებოდა, ისე გაუხარდა მათი ჩამოსვლა.

- მოგენატრე ხო? - როგორც კი დრო იხელთა, მაშინვე ჩაეხუტა დემნა.
- ძალიან - დაიწუწუნა.
- ხოდა მე ვიცი როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა.
- როგორ?
- საღამოს გაიგებ.
- ოო.
- ნუ წუწუნებ - გაუცინა და ჩაიხუტა.

საღამოც მალე მოვიდა, სუფრა გაშალეს და გარს შემოუსხდნენ. ინტერესით შეჰყურებდა თათული ბიჭს, ის კი ხმას არ ირებდა. უკვე გადაწყვიტა, რომ ის დიალოგი უბრალო ხუმრობა იყო და დემნაც ალაპარაკდა.

- გიორგი ბიძია, რაღაც მინდა გითხრათ - თათულის მამას მიმართა და გოგონაც დაიძაბა.
- გისმენ - გაუღიმა კაცმა.
- ცოტას ვნერვიულობ - გაიცინა - არც კი ვიცი როგორ დავიწყო - თავზე გადაისვა ხელი და თათულის გახედა. განწირული მზერით შეხვდა გოგონაც, თვალებით ევედრებოდა არაფერი ეთქვა, უხერხულობისგან სად წასულიყო არ იცოდა. - მოკლედ - ამოისუნთქა - ქალიშვილის ხელი უნდა გთხოვოთ.
- ბატონო? - შეიცხადა კაცმა, მერე თათულის გახედა. თეონას ზურგს ამოფარებული გოგონა სულ აწითლებულიყო, მზერას ჩუმად აპარებდა კაცისკენ და მოსალოდნელ რეაქციას უფრთხოდა.
- დიახ - უფრო თამამად დაემოწმა - მე თქვენი შვილი მიყვარს და მინდა, რომ ცოლად შევირთო.
- დემნა - მძიმედ დაიწყო კაცმა - თათული ჯერ მხოლოდ 19 წლისაა, გარდა ამისა, ის სწავლობს და როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება, სწავლა და ოჯახი ერთად ვერ თავსდება.
- მე და თათული ხშირი და სტანდარტული შემთხვევა არ ვიქნებით, პირადად ვიზრუნებ, რომ სწავლაში ხელი არ შეეშალოს.
- თათული? - შვილს გადახედა კაცმა - დემნას დაპირებებს არავითარი მნიშვნელობა არ ექნება, არც მის სურვილს, ამ შემთხვევაში მხოლოდ შენი გადაწყვეტილება მაინტერესებს.
- მე, იცი - ბუტბუტებდა გაურკვევლად.
- გიყვარს თუ არა? - გაეცინა კაცს.
- კი - თითქოს მამის სიცილმა გამბედაობა შემატა.
- ანუ თანახმა ხარ.
- ხო - ისევ ამოიკნავლა.
- მაშინ მე ვეღარაფერს ვიტყვი გარდა ერთისა, ჩემი გოგონა ბედნიერი უნდა იყოს დემნა, თორემ რამდენადაც მშვიდად მივიღე ეს ამბავი, იმდენად აგრესიული გავხდები.
- გასაგებია - გაეღიმა დემნას - პირობას გაძლევთ, ყოველთვის სასურველი სტუმარი ვიქნები თქვენთვის.
- ძალიან კარგი.
- მაშინ მალე დავბრუნდები უკან ჩემს ოჯახთან ერთად და შეგვეძლება ქორწილის თარიღიც დავთქვათ, რაც უფრო მალე, მით უკეთესი ისე, სანამ სწავლა დაიწყება, იქამდე თუ მოვასწრებთ, მგონი აჯობებს.

ქორწილი აგვისტოს დასაწყისში დათქვეს, იმედოვნებდნენ თეონას პატარა დააცდიდა. ქორწილი ჯერ სოფელში, „სეფაში“ გაიმართებოდა, შემდეგ კი ქალაქში წავიდოდნენ.
დიდი სამზადისი ჰქონდათ სოფელში გამართული.
მეორე სართულზე, თათულის ოთახში, ლოგინზე კაბა იყო გაშლილი. გოგონები დილაადრიან წავიდნენ სალონში და ათი საათისთვის მომზადებულები დაბრუნდნენ. სახლის გვერდით, პატარა შენობაში სამზარეულო მოაწყვეს ქორწილისთვის. თუ სამეზობლო და თუ სანათესაო, ყველა ეხმარებოდა ოჯახს. საჭმელებს ამზადებნენ, თეფშებზე ანაწილებდნენ, სუფრას შლიდნენ.
მამამ დაიჟინა ჩემს შვილს საკუთარ სახლშიც უნდა გადავუხადო ქორწილიო, თორემ არავინ იყო „სეფას“ დიდი გულშემატკივარი.
კაბის ჩაცმაში დაეხმარნენ გოგონას და სარკის წინ ტრიალს მოჰყვა ამის შემდეგ. სტუმრები კი არა და არ მოდიოდნენ.

- გისმენ - ამღერებულ ტელეფონს უპასუხა.
- როგორ ხარ? - დემნას ხმა გაისმა.
- სად ხარ აქამდე? ვნერვიულობ - ჩამოურაკრაკა.
- გზაში ვართ, რა განერვიულებს, ნუ გეშინია, არ გადავიფიქრებ - გაიცინა.
- შენ გეშინოდეს რა - არ დაუთმო.
- აba როგორია სამზადისი?
- უიმე შევწუხდი უკვე - ლოგინზე ჩამოჯდა - ისეთი ქაოსია ეზოში, ვინ სად მიდის, ვის რა მიაქვს ვერ გაიგებ, ახლა კიდევ ყველა ცალ-ცალკე შემოდის ჩემ სანახავად, ყველას წინ უნდა დავტრიალდე, ყველამ უნდა შემაფასოს და ვაიმე დავიღალე - დაასრულა წუწუნით.
- მალე ჩამოვალ და მალე მოგიტაცებ - იგრძნო, როგორ ჩაეღიმა.
- გელოდები.

ისე გადაღალა ამ სამზადისმა, ვერაფერსაც ვეღარ გრძნობდა. შეწუხებული სახით ჩამომჯდარიყო ლოგინზე და გოგონების ლაქლაქს უსმენდა. დიდი მუცლით დაგორავდა თეონა აქეთ-იქით. მეჯვარე გვერდით უჯდა და მომხიბლავად იღიმოდა. მეორე მეგობარი ახალ-ახალ ამბებს ატყობინებდა, როგორ მიდიოდა მზადება, რა პროცესში იყო. დრო კი იწელებოდა, ისე ეძინებოდა თათულის, ოღონდ თავი სადმე მიედო და მაშინვე ჩასთვლემდა.

- მოვიდნენ, მოვიდნენ! - სწრაფად შემოვარდა ოთახში ნანო.
- ძლივს - ჩაილაპარაკა თათულიმ და წამოდგა. თითქოს არაფერი, მაგრამ როგორც კი ეზოში შემომავალი დემნა და მისი ოჯახი დაინახა, ანერვიულდა - წყალი დამალევინეთ რა - საწრუპით დალია, ტუჩსაცხი რომ არ მოშორებოდა.
- დაწყნარდი - გაეცინა თეონას, ამოვლენ ახლა შენები და ჩაგიყვანენ.
- მგონი გადავიფიქრე - ნერვიულად გაეცინა.
- არც გაბედო, თორემ გადაგვერევა ის ბიჭი.
- დედი - ქალმა შემოიხედა ოთახში.
- ვიცი, რომ მოვიდნენ - გაეღიმა თათულის.
- ყველაფერი კარგად იქნება დედი, ჩემო ლამაზო - ჩაიხუტა გოგონა.
- ცრემლები არ გვინდა - გაეცინა თეონას.
- წავედით დედი - გაუღიმა.

კიბეებზე ფრთხილად ჩავიდა, კიბის ბოლოში ელოდებოდა დემნა, გაცისკროვნებული თვალებით და განათებული სახით. ბიჭის დანახვისთანავე მოეშვა დაძაბულობა, გაეღიმა, ბოლო საფეხურზე უნებურად თუ ნებიერად გაიწვდინა ხელი და დემნას ხელს ჩასჭიდა.

მთელი დღე ასე ხელჩაკიდებული დაჰყავდა, წამითაც არ გაუშვია ხელი, სულ მას შესცქეროდა და მის გარდა ვერავის ხედავდა.

***

- იცი რა? მგონი ცხოვრებაში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იმ დღეს მივიღე - საუზმის მზადებით გართულ გოგონას ზურგიდან შემოეხვია და კისერში აკოცა.
- რომელ დღეს? - ღიმილით შემობრუნდა და თვითონ ტუჩებზე შეეხო.
- აი იმ დღეს, ცოლად რომ მოგიყვანე.
- მაგას ახლა მიხვდი? - წარბი აუწია.
- ყოველ წელს უფრო მეტად ვრწმუნდები - გაუცინა.
- საღამოს ლაზარე ბებოსგან წამოიყვანე, მე რაღაცებს გავამზადებ, ჩვენებიც დაპატიჟე და აღვნიშნოთ.
- ძალიან კარგი.
- ისაუზმე და ისე წადი.

მეხუთე წელი გავიდა, რაც ყოველი დილა ასეთი იდილიით იწყებოდა მათ ოჯახში. მეხუთე წელი რაც ერთად არიან და ერთმანეთით არსებობენ. ყველაზე დიდი ბედნიერება ქორწინების მეორე წლის თავზე იმის გაგება იყო, რომ პატარა ლაზარე ეყოლებოდათ. კიდევ უფრო ყურადღებიანი გახდა დემნა და დემნას შემდეგ მთელი ოჯახი, მხოლოდ თათულის სურვილებზე იყო გადამდგარი. არ აღმოჩნდა თათული წუწუნა, შესანიშნავად ჩაიარა ცხრა თვემ. ცხრა თვის შემდეგ კი მწვანეთვალება ბიჭუნა მოევლინა ქვეყანას. ყველაზე და ყველაფერზე ძვირფასი ახლა ის გახდა, ახლა მას ევლებოდა თავს ყველა.

- მოდით - ღიმილით გადაკოცნა თეონა და თედო.
- გილოცავთ, გილოცავთ - სიცილით შევიდნენ.
- ბავშვები?
- ბებოსთან - სავარძელში ჩაეშვა თეონა.
- ოო, ხომ გითხარით წამოიყვანეთ-მეთქი?
- ნუ ბუზღუნებ შენი ჭირიმე რა, მოგეხმარო რამეში? - სამზარეულოში გაჰყვა.
- დემნა მალე მოვა? - გაგსძახა თედომ.
- კი გზაშია, ლაზარეს წამოიყვანს დედამისისგან და მოვა. ლანა და ლაშა?
- ეგენიც მოვლენ - დაუმოწმა თეომ.
- ძალიან კარგი, გავშალოთ მაშინ.

ისევ ერთად შეიკრიბნენ, ისევ გაიხსენეს ძველი დრო. ფაქტობრივად, კვირაში ერთხელ მაინც იკრიბებოდნენ ყველანი ერთად.
ქმრის მკერდს მუხტებოდათათული და ღიმილით უსმენდა ძველ ისტორიებს.

- გახსოვს ლაზარე რომ დაიბადა როგორ ნერვიულობდი? - გაიცინა თედომ და დემნას გადახედა.
- უჰ, რა დამავიწყებს მაგას - გაეცინა დემნასაც.
- კიდევ ერთხელ მოგიწევს ნერვიულობა - დემნას ყურთან დაიჩურჩულა თათულიმ და ნაზად აკოცა ყელზე.
_____________
ესეც დასასრული.. მოკლედ, მინდოდა წინა თავი ბოლო ყოფილიყო და ეს ორი თავი ერთიანად შემომეთავაზებინა, მაგრამ ისე აეწყო მოვლენები. ჯერ სოფელში მომიწია წასვლა, მერე სოფლიდან სტუმრები ჩამოვიყოლე (ბავშვები, ბავშვები, ბავშვები) და კომპიუტერს ვეღარც კი მივეკარე.. ვიცი, რომ თავის მართლებას აზრი არ აქვს, დამნაშავე ვარ, არ უნდა დამეგვიანა, უფრო დიდი თავები უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩემი ბრალი მართლა არ არის, განვითარებულმა მოვლენებმა შემიშალა ხელი.
იმედი მაქვს, მოგეწონებათ..
მადლობა ყველას, ვინც კითხულობდა, მაფასებდა, მოსწონდა ან არ მოსწონდა, მაკრიტიკებდა თუ მაქებდა..
და ბოდიში ყველას, ვისაც ისტორიამ იმედები გაუცრუა, ვინც იფიქრა რომ ამ ისტორიით დრო ტყუილად დახარჯა..
მიყვარხართ..
გემშვიდობებით არ ვიცი რამდენი ხნით..
მე სულ მენატრებით..



№1  offline წევრი მოლურჯო

არ მომეწონა
უფრო მეტი შეიძლებოდა ყოფილიყო
უფრო სხვანაირი
--------------------
მარიამი

 


№2  offline მოდერი მარრიამი

მოლურჯო
არ მომეწონა
უფრო მეტი შეიძლებოდა ყოფილიყო
უფრო სხვანაირი

მადლობა, რომ წაიკითხე <3 ბოდიში, რომ არ მოგეწონა ...

 


№3  offline წევრი M^d G1rl

რატკბილიი თავიიყოო^^

 


№4 სტუმარი გვანცა))

ვაიმე ამოვისუნთქე...
დაძაბული ვიყავი რამე ციდი არ მოხდეს მეთქი
ძაან მაგარი ისტორიაა იყო,ეს თავი ხოსაერთოდ
თბილი და ტკბილი
ძაან მაგარი გოგოგ ხარ შენნ❤❤
წარმატებები იმედიაა მალე დაგვიბრუნდები ახალი ისტორიით❤

 


№5 სტუმარი Guest Eka

Kai iyo mara tan titqos ragac damakldaa :/ saerto jamshi mshvenieri gaxldat ♥

 


№6  offline მოდერი bibo

ვაიმე ჩემო უტკბილესო მარწყვის ჯემო სასწაული საოცრება არამქვეყნიური იყო :*ვგიჟდები მე შენზე ვაფრენ რატო ხარ ასეთი მარწყვის გუნდა მე ბევრობაზე ბევრობა თავები არ მეყოფოდა ხო იციი :* ისეთი კარგი ხარ უტკბილესიიი უთბილესი უნაზესი ჩემო ერთიცდა ქალბატონოო :*. ვგიჟდები მე დემნაზე სიტკბოება არის სითბოება მეკიდო მინდა ერთი დემნა ბიჭი :***ოო თედოც მომწონს ლაშაც მომწონს კაცო გული მაქ თუ მაგნიტი ვერ ვხდები კაცოოო ვახმე :დ ჩემო ველურულო გოგოვ გელი გელი გამგელებული ახალი ისტორით დაბრუნდიი ჩიტო თორე არ მყოფნიიი რა ვქნა :**** ჩემო სიტკბოება ვგიჟდებ მე შენზე ატმის ბუსუსო და ალუჩის კურკავ

 


№7  offline მოდერი sameone crazy girl

კარგი ისტორია იყო ძალიან რა მეთქმის კარგი ხარ . laughing kissing_heart
უბრალოდ რა სოფელში ცხოვრობს ასეთში ეს გოგო კიდე "სეფა" რო გაიშალა ეს კითხვა დამებადა მხოლოდ სხვა არაფერი . მოკლედ ველი ახალ ისტორიას იმედია მალე დაიწყებთ laughing

 


№8 სტუმარი Guest ანიტა

ჩემი ერთერთი საყვარელი ისტორიააა ყოველდღე ინისგამო შემოვდიოდი რო წამეკითხა და რო არმხვდებოდა გაბრაზებულიგავდიოდი. ძალიან კარგი წერის სტილი გაქ მაგრამ ესემალე რომ დასრულდა ცოტა მეეწყინა ❤❤❤ სერიოზული კრიტიკოსი გყავს ჩემი სახით

 


№9 სტუმარი Guest Kato

Unamuso viyo dzaan magari iyo sheileba chveulebrivi iyo magram sasiamvno iyo beric rom araperi mtlianobashi super!! Imedi maq male dabrundebii axali gemrielobit♡♡♡♡♡♡

 


№10 სტუმარი Guest mariko

Damtavrda chemi sitkboebaa ♥
Dzalian momewna.
Islet pozitiur ganwyobas miqmnida es istoria, rom guli damwyda damtavrebis gamo.
Yochaghi gogo xar shen ♥
Gelodebi! ♥

 


№11  offline მოდერი მარრიამი

M^d G1rl
რატკბილიი თავიიყოო^^

მადლობა <3
გვანცა))
ვაიმე ამოვისუნთქე...
დაძაბული ვიყავი რამე ციდი არ მოხდეს მეთქი
ძაან მაგარი ისტორიაა იყო,ეს თავი ხოსაერთოდ
თბილი და ტკბილი
ძაან მაგარი გოგოგ ხარ შენნ❤❤
წარმატებები იმედიაა მალე დაგვიბრუნდები ახალი ისტორიით❤

გვანცა, მადლობა ჩემო საყვარელო <3 ვნახოთ <3
Guest Eka
Kai iyo mara tan titqos ragac damakldaa :/ saerto jamshi mshvenieri gaxldat ♥

მადლობა <3
bibo
ვაიმე ჩემო უტკბილესო მარწყვის ჯემო სასწაული საოცრება არამქვეყნიური იყო :*ვგიჟდები მე შენზე ვაფრენ რატო ხარ ასეთი მარწყვის გუნდა მე ბევრობაზე ბევრობა თავები არ მეყოფოდა ხო იციი :* ისეთი კარგი ხარ უტკბილესიიი უთბილესი უნაზესი ჩემო ერთიცდა ქალბატონოო :*. ვგიჟდები მე დემნაზე სიტკბოება არის სითბოება მეკიდო მინდა ერთი დემნა ბიჭი :***ოო თედოც მომწონს ლაშაც მომწონს კაცო გული მაქ თუ მაგნიტი ვერ ვხდები კაცოოო ვახმე :დ ჩემო ველურულო გოგოვ გელი გელი გამგელებული ახალი ისტორით დაბრუნდიი ჩიტო თორე არ მყოფნიიი რა ვქნა :**** ჩემო სიტკბოება ვგიჟდებ მე შენზე ატმის ბუსუსო და ალუჩის კურკავ

შენ ხარ აი არ ვიცი, ტკბილზე ტკბილი გოგო <3 საიდან ამდენი სითბო მე არ ვიცი <3 შენი არსებობით ახალისებ და ათბობ ყველას და ყველაფერს <3
sameone crazy girl
კარგი ისტორია იყო ძალიან რა მეთქმის კარგი ხარ . laughing kissing_heart
უბრალოდ რა სოფელში ცხოვრობს ასეთში ეს გოგო კიდე "სეფა" რო გაიშალა ეს კითხვა დამებადა მხოლოდ სხვა არაფერი . მოკლედ ველი ახალ ისტორიას იმედია მალე დაიწყებთ laughing

მადლობა <3 "სეფა" იშლება სხვათაშორის ჯერ კიდევ და რატომღაც ძალიან მომინდა ამ წყვილს "სეფაში" ჰქონოდა ქორწილი :დ
Guest ანიტა
ჩემი ერთერთი საყვარელი ისტორიააა ყოველდღე ინისგამო შემოვდიოდი რო წამეკითხა და რო არმხვდებოდა გაბრაზებულიგავდიოდი. ძალიან კარგი წერის სტილი გაქ მაგრამ ესემალე რომ დასრულდა ცოტა მეეწყინა ❤❤❤ სერიოზული კრიტიკოსი გყავს ჩემი სახით

ანიტა, მადლობა <3 სიამოვნებით მივიღებ კრიტიკას <3
Guest Kato
Unamuso viyo dzaan magari iyo sheileba chveulebrivi iyo magram sasiamvno iyo beric rom araperi mtlianobashi super!! Imedi maq male dabrundebii axali gemrielobit♡♡♡♡♡♡

კატო, მიხარია ძალიან <3 მეც დიდი იმედი მაქვს <3
Guest mariko
Damtavrda chemi sitkboebaa ♥
Dzalian momewna.
Islet pozitiur ganwyobas miqmnida es istoria, rom guli damwyda damtavrebis gamo.
Yochaghi gogo xar shen ♥
Gelodebi! ♥

მარიკო, მადლობა ტკბილო <3

 


№12  offline ადმინი ano23

ჩემი ტკბილი გოგო ტკბილი ისტორიებით heart_eyes ახალი ექსკლუზივი მინდა ახლა laughing

 


№13  offline წევრი nawka

კარგი იყო ნამდვილად :-* ვისიამოვნე :-*

და კრიტიკაზე შენი რეაქცია მაოცებს...თუ სხვები ირონიით,სარკაზმული სმაილებით სცემენ პასუხს კრიტიკის ავტორს..შენ ზალიან მშვიდად,აუღელვებლად ხვდები თითოეულ კრიტიკას და აქეთ იხდი ბოდიშს :დ ზოგადად ეს თვისება ინტელიგენტ ადამიანებს გააჩნიათ :-*:-*:-*

 


№14  offline მოდერი მარრიამი

ano23
ჩემი ტკბილი გოგო ტკბილი ისტორიებით heart_eyes ახალი ექსკლუზივი მინდა ახლა laughing

ჩემო უტკბესო, მადლობა <3 შენ რომ არ მყავდე რა მეშველება <3
nawka
კარგი იყო ნამდვილად :-* ვისიამოვნე :-*

და კრიტიკაზე შენი რეაქცია მაოცებს...თუ სხვები ირონიით,სარკაზმული სმაილებით სცემენ პასუხს კრიტიკის ავტორს..შენ ზალიან მშვიდად,აუღელვებლად ხვდები თითოეულ კრიტიკას და აქეთ იხდი ბოდიშს :დ ზოგადად ეს თვისება ინტელიგენტ ადამიანებს გააჩნიათ :-*:-*:-*

უღრმესი მადლობა, მიხარია რომ მოგეწონა <3
მადლობა ^_^ როცა რაღაცას ასე სახალხოდ წერ, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ ყველას არ/ვერ მოეწონება და შესაბამისად კრიტიკაც იქნება.. <3

 


№15 სტუმარი Leaa

Chiri iqa lxini aqa qato iqa fqvili aqa... tashi tushi... dapata dupata... mokled, zedmeti drama ar varga magram arc aseti 'udramobaa' kargi. Es erti. Mtlianobashi momewona,mshevnieria.es ori. Chemi favoriti xar. Esac sami. <3 <3 <3

 


№16 სტუმარი Guest Megan

მაპატიე, მაგრამ საერთოდ ვერ ვიგრძენი ამ ისტორიაში საკმარისი სიყვარული. არ ჩანდა, როდის შეუყვარდათ ერთმანეთი ან როგორ გაძლიერდა ეს გრძნობა, თითქოს ერთ ადგილს ვტკეპნიდით და უცებ ,,არსაიდან'' ქორწილში აღმოვჩნდით. განვითარება ვერ დავინახე ამ ურთიერთობის, სამწუხაროდ. არაფერი ყოფილა ისეთი, რაც არ წაგვიკითხავს აქამდე.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ გამართული და დალაგებული ნაწერია, რომელიც სასიამოვნოდ იკითხება, მაგრამ that's all:/
წარმატებები, იმედია მალე შემოგვთავაზებ უფრო ორიგინალურ და საინტერესო ისტორიას <3

 


№17 სტუმარი Marikuna

Sityvebi zedmetia.... super! Super! Super!...

 


№18  offline აქტიური მკითხველი mi ra

აქამდე კომენტარი არ გამიკეთებია ამ ისტორიაზე,მაგრამ ახლა გავაკეთებ..
თვალყურს ვადევნებდი,ყოველ თავს კარგად ვკითხულობდი და ვუფიქრდებოდი,უფრო მეტიც !
ორად ორი ისტორიის საკითხავად შემოვდიოდი აქ,ერთ-ერთი შენი ისტორიაა .
კმაყოფილი დავრჩი,ძალიან გემრიელი გოგო ხარრ შენ !
სათაურზე სუულ სხხვაგვარად მიძგერს გული,სხვა სილამაზე აქვს.
სამწუხაროა რომ ასე მალე დასრულდა <3
შენს შემდეგ ისტორიას დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი კიდევ

 


№19  offline ადმინი მწარე

ხოო გითხარი მიაფუჩეჩებ და გცემ თქო ხოდა ვერ გადამირჩები თბილი და ტკბილი კი იყო კარგი იყო მაგრამ რაღაც დამაკლდა იმ შემართებით ვერ წავიითხე როგორც წინა თავები
--------------------
ბედნიერება წვრილმანებშია

 


№20 სტუმარი eva13

ძალიან მომწონდა მაგრამ ბოლოსს... თითქოსდა მიაფუჩეჩე. დასასრული არმომეწონა საშინლად. მე მაპატიე

 


№21 სტუმარი Guest Keti

Magaric iko da tkbilic mara toma tu vincxa ro iko 1 tavshi tedos megobari imas ra bedi ewia eg mainteresebs paka tkbili dasasruli ikooo

 


№22  offline მოდერი მარრიამი

Leaa
Chiri iqa lxini aqa qato iqa fqvili aqa... tashi tushi... dapata dupata... mokled, zedmeti drama ar varga magram arc aseti 'udramobaa' kargi. Es erti. Mtlianobashi momewona,mshevnieria.es ori. Chemi favoriti xar. Esac sami. <3 <3 <3

მადლობა რომ კითხულობ <3 ზოგადად ჩემი ისტორიები უდრამობით გამოირჩევა :დ მადლობა შეფასებისთვის <3
Guest Megan
მაპატიე, მაგრამ საერთოდ ვერ ვიგრძენი ამ ისტორიაში საკმარისი სიყვარული. არ ჩანდა, როდის შეუყვარდათ ერთმანეთი ან როგორ გაძლიერდა ეს გრძნობა, თითქოს ერთ ადგილს ვტკეპნიდით და უცებ ,,არსაიდან'' ქორწილში აღმოვჩნდით. განვითარება ვერ დავინახე ამ ურთიერთობის, სამწუხაროდ. არაფერი ყოფილა ისეთი, რაც არ წაგვიკითხავს აქამდე.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ გამართული და დალაგებული ნაწერია, რომელიც სასიამოვნოდ იკითხება, მაგრამ that's all:/
წარმატებები, იმედია მალე შემოგვთავაზებ უფრო ორიგინალურ და საინტერესო ისტორიას <3

მეგან, მაპატიე თუ მოლოდინი ვერ გავამართლე.. მადლობა <3 მეც დიდი იმედი მაქვს <3
Marikuna
Sityvebi zedmetia.... super! Super! Super!...

მადლობა მარიკუნა <3
mi ra
აქამდე კომენტარი არ გამიკეთებია ამ ისტორიაზე,მაგრამ ახლა გავაკეთებ..
თვალყურს ვადევნებდი,ყოველ თავს კარგად ვკითხულობდი და ვუფიქრდებოდი,უფრო მეტიც !ორად ორი ისტორიის საკითხავად შემოვდიოდი აქ,ერთ-ერთი შენი ისტორიაა .
კმაყოფილი დავრჩი,ძალიან გემრიელი გოგო ხარრ შენ !
სათაურზე სუულ სხხვაგვარად მიძგერს გული,სხვა სილამაზე აქვს.
სამწუხაროა რომ ასე მალე დასრულდა <3
შენს შემდეგ ისტორიას დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი კიდევ

მირა, უღრმესი მადლობა <3
Mware
ხოო გითხარი მიაფუჩეჩებ და გცემ თქო ხოდა ვერ გადამირჩები თბილი და ტკბილი კი იყო კარგი იყო მაგრამ რაღაც დამაკლდა იმ შემართებით ვერ წავიითხე როგორც წინა თავები

:დ მიდი, მომკალი :დ შენ მაინც იცი რა ამბები მქონდა წერისას <3
eva13
ძალიან მომწონდა მაგრამ ბოლოსს... თითქოსდა მიაფუჩეჩე. დასასრული არმომეწონა საშინლად. მე მაპატიე

მადლობა, რომ მოგწონდა, მადლობა აზრის დაფიქსირებისთვის და პირიქით, მე მაპატიე, რომ დასასრულმა საკმარისად ვერ მოგაწონა თავი <3
Guest Keti
Magaric iko da tkbilic mara toma tu vincxa ro iko 1 tavshi tedos megobari imas ra bedi ewia eg mainteresebs paka tkbili dasasruli ikooo

ქეთი მადლობა, თომა უცხოეთში წავიდა მეორე თუ მესამე თავში <3

 


№23  offline წევრი Timea25

საერთო ჯამში ცუდი არ იყო,სიუჟეტი მომწონს,
მაგრამ- თხრობა იყო რაღაცნაირი,არადამაჯერებელი.
მეგონა ჩემი 11 წლის შვილი მიყვებოდა გაკვეთილს.
არ გეწყინოს კარგი?! მე შენი მკითხცელი ვარ,მომწონს შენი ისტორიები,
ასე მგონია ეს ისტორია ნაჩქარევადაა დაწრრილი.
გკოცნი- მკითხველი

 


№24  offline წევრი kora

ღამის 4 საათი დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც სამ საათში სამსახურში მიწევს წასვლა, მაინც არ ვნანობ ამ რამოდენიმე საათს. სიტყვები არ მყოფნის გამოვხატო ემოცია. საოცრად თბილი და ტკბილი იყო თავიდან ბოლომდე. შემიყვარდა ეს ისტორია, თავის პერსონაჟებიანად, ისე, როგორც შენი სხვა ყველა ისტორია <3 <3 <3
--------------------
kira.G

 


№25  offline წევრი Tamtu_tatu

Genacvale Chemo tkbiloooo shokoladoo. Tkbili da tbili Iko rogorc sxva danarcheni istoeiebiii. Dzalian ar daikargo da mogvanatro taviii. :)))))

 


№26  offline მოდერი მარრიამი

Timea25
საერთო ჯამში ცუდი არ იყო,სიუჟეტი მომწონს,
მაგრამ- თხრობა იყო რაღაცნაირი,არადამაჯერებელი.
მეგონა ჩემი 11 წლის შვილი მიყვებოდა გაკვეთილს.
არ გეწყინოს კარგი?! მე შენი მკითხცელი ვარ,მომწონს შენი ისტორიები,
ასე მგონია ეს ისტორია ნაჩქარევადაა დაწრრილი.
გკოცნი- მკითხველი

მადლობა, რომ წაიკითხე და შეფასება დამიტოვე <3 ვეცდები გავითვალისწინო <3
kora
ღამის 4 საათი დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც სამ საათში სამსახურში მიწევს წასვლა, მაინც არ ვნანობ ამ რამოდენიმე საათს. სიტყვები არ მყოფნის გამოვხატო ემოცია. საოცრად თბილი და ტკბილი იყო თავიდან ბოლომდე. შემიყვარდა ეს ისტორია, თავის პერსონაჟებიანად, ისე, როგორც შენი სხვა ყველა ისტორია <3 <3 <3

მადლობა ჩემო საყვარელო <3
Tamtu_tatu
Genacvale Chemo tkbiloooo shokoladoo. Tkbili da tbili Iko rogorc sxva danarcheni istoeiebiii. Dzalian ar daikargo da mogvanatro taviii. :)))))

მადლობა თამთა <3

 


№27  offline წევრი pupsik22

ძალიან მომეწონა<3კარგიხაარ

 


№28  offline მოდერი მარრიამი

pupsik22
ძალიან მომეწონა<3კარგიხაარ

მადლობა <3

 


№29  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

ძალიან ძალიანნნ მომეცონა განსსხვავებული ტბილი ტბილი heart_eyes

 


№30  offline მოდერი მარრიამი

ნარჩიტა
ძალიან ძალიანნნ მომეცონა განსსხვავებული ტბილი ტბილი heart_eyes

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent