შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბინა 53 2 თავი


7-12-2016, 12:40
ავტორი martoshen
ნანახია 2 420

ლელე

კოჯრიდან ძალიან ადრე წამოვედი კვირა დღეს სამსახურისგან თავისუფალი მქონდა თუმცა ახალ სახლში ნივთები უნდა გადამეტანა ნინუცა როგორც ყოველთვის დღესაც ძალიან დამეხმარა და ბავშვები დაიტოვა მიუხედავად იმისა რომ ვგიჟდები ძილზე დღეს ცხრა საათზე უკვე თბილისში ძველ სახლში ვიყავი რათქმაუნდა რამოდენიმე დამხმარე ავიყვანე და საქმეს შევუდექი ამ სახლს ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი უკავშირდება და ცოტა ძნელია აქედან გადასვლა თუმცა სურვილი დიდი მაქვს ყველაფერი დავივიწყო არის მომენტები როცა წარსულში გამოვლილი დიდი ბედნიერება აწმყოში დიდ ტკივილს გიჩენს როცა რაღაც გაქვს ვერასდროს აფასებ და გგონია რომ ეს ასეც უნდა იყოს ასე ვიყავი მეც მყავდა დედა მამა და შემდეგ და და ძმა ერთი შეხედვით იდეალური ოჯახი თუმცა მალე მამას ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული პრობლემები შეექმნა და მალევე დავკარგეთ. ვგლოვობდით ძალიან დიდხანს მაგრამ აღმოჩნდა რომ ადამიანებს ეგოისტობა ყველა გრძნობაზე დიდი დოზით აქვთ დედაჩემმა ერთ წელიწადში ვიღაც გაიცნო და საბერძნეთში გათხოვდა ჩემი ტყუპების წაყვანა დიდად არ უნდოდა თუმცა რომც სდომოდა არც გავატანდი და არც ისინი გაყვებოდნენ არ ყოფილა სკანდალები მაგრამ არც აღტაცებით მიმიღია ახალი მამაკაცი დედაჩემის ცხოვრებაში ის უბრალოდ წავიდა წავიდა და თან გაიყოლა ბავშვობა ყველა ვინც ბავშვს აჩენს არაა დედა. ჩემს ძველ ოთახში შესულს წამომეშალა მოგონებები როგორ მიყვებოდა მამა ზღაპრებს მვარცხნიდა თმებს და მიცავდა როცა საჭმელს არ ვჭამდი და დედა მეჩხუბებოდა ცრემლები მოვიწმინდე და უკანასკნელი ყუთი გამოვიტანე სახლიდან მორჩა ლელე ახალი ეტაპი იწყება შემოვძახე ჩემს თავს და ახალ სახლში წავედი
- რომელი სართულია ქალბატონო მკითხა მუშამ
- მეხუთე სართული ბინა 53
ქალბატონი ქეთევანი შინ არ დამხვდა მალე ამოიტანეს ყველაფერი და მეც ჩემი საქმის კეთება დავიწყე მუსიკებს ავუწიე და ყუთების განთავსებას შევუდექი ასე ექვსი საათი იქნებოდა ყველაფერს რომ მოვრჩი აბაზანაში ცხელი წლის ჭავლს გავატანე დაღლილობა და სველი თმით და აბრეშუმის ხალათით გავედი ორანჟერეაში ისე წვიმდა მეგონა ცა ჩამმოიქცა უზარმაზარი ფანჯარა გამოვაღე და ნოემბრის სუსხმა მალე მოპარა ჩემს სხეულს სითბო სიგარეტს მოვუკიდე და რამდენიმე ყვავილს წყალი დავუსხი ცხელი ყავის ჭიქა სახლიდან გამოვიტანე და საქანელა სკამში ისე ტკბილად ჩავჯექი ლამის ჩამეძინა ნინუცას მივწერე ბავშვები ჩამოეყვანა და ხმადაბალზე მუსიკა ჩავრთე ვიფიქრე დღევანდელმა დღემ წარმატებით ჩაიარათქო და კარებში გასაღების გადატრიალების ხმაც გავიგე ქეთი დეიდა მეგონა და არც კი ვიფიქრე რომ ტანსაცმელი გამომეცვალა კარი გაიღო და დაბნეულობისგან სად დავმალულიყავი აღარ ვიცოდი მგონი ძალიან კარგი მეზობელი მყავს გრძელი მუხლს ზემოთ მანტო სულ სველი ჰქონდა კარში შემოსული არ იყო და შავი ნაქსოვი კაშნესგან ცდილობდა ყელი გაენთავისუფლებინა ნახშირივით შავ ისედაც არეულ თმას უარესად იჩეჩავდა თითქოსწყალს იშორებდაო რომ დამინახა თითქოს წამით ადგილს მიეყინა შემეფეთა მისი უძირო მწვანე თვალები და ყველაფერთან ერთად სასწაული ტუჩებიც ჰქონია სიცივისგან გალურჯებული. ასე არავის არასდროს დავკვირვებივარ რა მჭირს არ ვიცი ალბათ დაღლილობის ბრალია მან კი თავის საქმე გააგრძელა ისე რომ ზედმეტად არც შემოუხედავს მანტო გაიხადა ლურჯი პერანგი მუქი ლურჯი ჯინსი და შავი ოქსვორდის მაღალყელიანი ფეხსაცმელი ერთმანეთისთვის არაჩვეულებრივად შეეხამებინა ისე მოვიხიბლე მისი გარეგნობით სულ დამავიწყდა ხალათით და ფუფმფულა ვარდისფერი ჩუსტებით რომ ვიჯექი მეგონა ხმას არ ამოიღებდა თუმცა შევცდი
- შენ ალბათ ახალი მეზობელი ხომ ? წარმოთქვა საოცრად ბოხი ხმით
- დიახ გახლავართ
- მეზობელი რომელმაც არ იცის რომ ჩემს ორანჟერეაში არ ეწევიან. ტვინში სისხლი ჩამექცა ისე გავბრაზდი უტაქო ვირი გავიფიქრე ჩემთვის
- დიახ არ ვიცოდი ნამდვილად უკაცრავად სიგარეტი დემონსტრაციულად ჩავაქვრე და გავიღიმე მან კი ამასობაში გასაღები კარს მოარგო შემომხედა და ჩაეღიმა ისედაც ხომ საოცრად სიმპატირო იყო მაგრამ ლოყაზე ღიმილისგან გაჩენილი ორი წვრილი ზოლი სულ გადარევდა ადამიანს. ერთი ამათვალიერა და თითქოს თავისთვის ,არადა კარგად გასაგონად ჩაილაპარაკა სახლში შედი სველი თავი გაქვს და არ გა მი ცი ვდე ლელე ერთ ადგილს მივეყინე და თავს ვაჯერებდი რომ მომესმა უცებ წამოვვარდი და ჩემს ოთახში შევედი საიდანღაც მეცნობა ეს ტიპი ვლაპარაკობდი ჩემთვის და კარზე ზარის ხმაც გაისმა
ნინუცა ბავშვებით და ქალბატონი ქეთევანი ერთად დაბრუნებულიყვნენ ჩემი გიჟები სახში მხიარულად შემოცვივდნენ და სახლის თვალიერებას ნინისთან ერთად შეუდგნენ
- ლელეე შენ ყავა გაგვიკეთე მე და ქეთო დეიდას მე და ტყუპები სახლს ვნახავთ მომაძახა უკვე ბავშვების ოთახიდან მალევე დაბრუნებულს მისაღებში ტელევიზორთან მეც დავხვდი და ცხელი ყავაც
- აბა რა ხდებოდა დაიღალე?
- არა არც ისე ნინ კიდევ კარგი ბავშვები შენ დაიტოვე თორემ ვერ მოვასწრებდი ვერაფერს
- ხოდა დღეს შენ დამიტოვე თორე ასეთ ამინდში მეზარება სახში გასვლა თან ნელი ისევ კოჯორში დარჩა მამაც იქაა დაა მარტო არ მინდა
- შენ ამდენ ლაპარაკს გირჩევნია ის მითხრა ხვალ რა გავაკეთო საჭმელი ახალიი სახლის ყიდვას ავღნიშნავ თან ჩემი დეიდაშვილი გიორგი გერმანიიდან ბრუნდება და რამდენიმე თანამშრომელს ვეტყვი
- მოდი ეგ ხვალ მოვიფიქროთ დღეს რამე ფილმს ვუყუროთ რაა
- კარგი მე აბაზანაში შევალ ბავშვებს კბილის ჯაგრისებს დავუწყობ და შენ იქამდე რამე ნახე ამასობაში კარზე ზარი გაისმა და ქეთო დეიდა გაფუსფუსდა მეც ჩემი გზა გავაგრძელე აბაზანას და საპირფარეშოს ერთი წვრილი კორიდორი აერთიანებდა აბაზანის კარი გავაღე და მეც ვიღაცას შევეჯახე და საპირფარეშოს კარიც გავარტყი
- აქ რას აკეთებ წამოვიყვირე შეშინებულმა
- ჩემთან მილები გაიჭედა და ქეთო დეიდას ვთხოვე უკაცრავად მეზობელო
- გასაგებია არაუშავს
- რა კარგი მეზობლები გყოლია ლელე სიცილით მითხრა სამზარეულოდან გამოსულმა ნინუცამ ისეთი სახით გავხედე მეგონა მიხვდა რომ ჯობდა გაჩუმებულიყო თუმცა მხოლოდ მეგონა...
- ყავაზე ხომ არ დაგვეწვეოდით ?
- სიამოვნებით ნინი ისევ ისეთი საოცარი ღიმილით განაგრძო სიარული სამზარეულოსკენ და სულ მალე მრგვალ სამზარეულოს მაგიდასთან ვისხედით ოთხნი მე და ჩემი სასწაული მეზობელი ქეთო და ნინუცა. მაოცებს ეს ბიჭი ნინის სახელი საიდანღა იცის .. მე რათქმაუნდა ქეთოს მივუჯექი ნინუცა და გეგა კი ჩვენს მოპირდაპირედ ისხდნენ და ყავას მიირთმევდნენ მეგონა უხეხულობა და მისი დაჟინებული მმზერა მომკლავდა თუმცა ქეთომ გადამარჩინა და ლაპარაკი წამოიწყო ვიფიქრე მეშველათქო თუმცა ისევ უბრალოდ ვიფიქრე
- ეს ისეთი ბიჭი მყავს გოგოებო მეორე არ დადის ასეთი უსაყვარლესი და უკეთილშობილესი კიდევ ბევრი "უ" იყო მაგრამ აღარ ჩამოვთვლი ერთი ნაკლი ავქს მხოლოდ, ამაზე უკვე ინტერესით დავცქვიტე ყურები
- შესაფერისი გოგო ვერ ვუპოვეთ შვილო გაეცინა ქეთოს
- ეგეც მალე იქნება დაწყნარდი, სიცილით უპასუხა მეზობელმა
- ხოდა თუ ასეთი კარგი ბიჭია ხვალ ლელე ახალ სახლში გადმოსვლას აღნიშნავს და გეპატიჟებით იქნებ ბედსაც მოგწიოთ ამის თქმა იყო და მაგიდისქვეშ ფეხი მივკარი რომელიც თურმე გეგას მოხვდა წამით შეხტა მერე კი გაიცინა უარესი მზერა მესროლა და სიხარულით დათანხმდა მოწვევას
- კი კი ძალიან გაგვიხარდება თუ მოხვალთ უხერხულობისგან ლამის მიწა გამისკდა ახლა დაგტოვებთ ბავშვებს გავხედავ
- ეჭვიც არ მეპარება ოდნავ შემახო ფეხი შიშველ ფეხზე და დენდარტყმულივით წამოვხტი
- მეც გავალ ქეთო დეიდას და ნინუცას ხელზე ეამბორა და კარისკენ წავიდა მეც ბავშვების ოთახში შევვარდი და კარიდან დავინახე როგორ დაჟინებით მიყურებდა თვითონაც გასასვლელ კართან მდგომი თვალი ჩამიკრა და გავიდა
ვერ გავიგე ვინაა ეს ბიჭი რას მეთამაშება ან მე რა მემართება რომ ვხედავ ისიც არ ვიცი მისი სუნიც კი მეცნობა ვუყურებდი ფილმს და არც მესმოდა არაფერი ნინუცას ველაპარაკებოდი
- სულელო ეს ისაა იმდღეს ბეთანიაში რომ დაეჯახე ბედი გეთამაშბა ეს ტიპი კი არა გაიცინა და ცხელი ჩაი გემრიელად მოსვა.
- კარგი გვეყოს ამთემაზე რაა ისედაც თავი ამტკივდა მოდი დავიძინოთ ხვალ ბევრი საქმე მაქვს

დილით ბავშვები ბაღში წავიყვანე და სახლში რომ დავბრუნდი ნინუცას ისევ ეძინა ყავა მოვიმზადე და ნინისაც დავუსხი ორი ჭიქით ხელში ორანჟერეაში გავედი მაგიდასთან დავჯექი და ფიქრი დავიწყე რა გამემზადებინა ამასობაში ქალბატონი თბილი პიჟამოებით გამობრძანდა
- დილამშვიდობისა ლეე მითხრა მთქნარებით და გვერდით მომიჯდა
- შუადღე გეთქვა ჯობდა
- კარგი რა რა გჭირს გვიან დავიძინე აუტყდა სიცილი და ყავა მოსვა აუ შოკოლადი არ გაქვს ლე? შემომხედა საწყალი თვალებით
- მომინდომა ეხლა
- ეს თეთრი შოკოლადის მანიაჩკა ნახეთ რააა
- დილამშვიდობისა გოგოებოო გამოანათა ბატონმა გეგამ
- დილამშვიდობისა
- ვაიმე პიჟამოებით ვარ ბოდიში წამოხტა ნინუცა
- უარესები მინახავს დააწყნარა გეგამ და ისე შემომხედა ლამის ფანჯრიდან გადავაგდე მაშინვე ჩემი ხალათიდა ჩუსტები გამახსენდა საღამომდე გოგოებო
- დროებით საყვარელი სახით უთხრა ნინიმ
-დროებით იქნება ეხლა რო გარბენინებ ჩქარა მომაფიქრებინე რა გავაკეთო
- ეხლავე გავალ ჩავიცმევ და სუპერმარკეტში წავიდეთ გზაში მოვიფიქროთ. ერთ საათში ისევ ორანჟერეაში ველოდებოდი ნინის და უკვე კართან ვიდექით ზარმა რომ დარეკა კარი ნინიმ გააღო და ძირს რომ დავიხედე თვალები ლამის გადმომცვივდა ვარდების და ძალიან დიდი შოკოლადების კოლოფი იდო კართან პატარა ბარათზე კი ეწერა "ყველაზე მშვენიერ მეზობლებს ვულოცავ ახალმოსახლეობას"
- ვაიმე ლელე ეს რა ბიჭია დიდი ყუთი ძლივს შემოათრია სახლში და შოკოლადის გახსნა დაიწყო
- ეხლა ზედმეტი ლაპარაკი არ დაიწყო ძაან გთხოვ ქურთუკი შევიკარი და ნინუცა ძალით გავათრიე სახლიდან მთელი სამი საათი ვიარეთ მაღაზიებში პროდუქტი და ახალი ტანსაცმელი ძალით მაყიდინა ნინუცამ ამაღამ უნდა გამოგპრანჭოო გზად ბავშვებს გავუარეთ და სახლში მოსულებმა ქეთო დეიდასთან ერთად საჭმელების კეთებას შევუდექით ექვს საათზე უკვე მაგიდა მზად იყო და მეც ჩემი თავისთვის მოვიცალე შავი მუხლს ქვემოთ წელზე მომდგარი კაბა მოვირგე თმები გავიშალე და ბავშვებსაც ჩავაცვი პირველი სტუმრები ჩემი თანამშრომლები აღმოჩდნენ მერემონატრებული დეიდაშვილი ორი წლის შემდეგ ძლივს ჩავიკარი გულში და სუფრასაც მივუსხედით ერთი ადგილი იყო თავისუფალი ის კი არ ჩანდა ქეთო დეიდა ამატებდა საჭმელებს სასმელი კი იკლებდა მოკლედ კარგად ვმხიარულობდით მე კი თითქოს ვიღაცას ველოდებოდი სულ კარისკენ მეჭირა თვალი და ნანატრი სტუმარიც მალე გვეწვია კარი მე გავაღე და მოლოდინმაც გაამართლა გეგა იდგა დიდი შეფუტული ყუთებით
- მგონი დილით უკვე მივიღეთ საჩუქრები ვუთხარი გამარჯოობის ნაცვლად
- ესენი შენთვის არაა მითხრა საფირმო ღიმილით ცხელი კოცნა და საოცარი სურნელი დამიტოვა ლოყაზე სუფრასთან მისულებმა გიორგი და გეგა ერთმანეთს თურმე იცნობდნენ ისე სიხარულით შეხვვდნენ ლამის ვიეჭვიანე თურმე ჯგუფელები ყოფილან ამასობაში ბავშვებმა საჩუქრის ყუთები რომ გახსნეს გეგას კალთაში ჩაუხტნენ და ძლივს მოვაშორე
- საბა როგორაა გეგა ისევ ერთად მუშაობთ ?
- კი ისევ ერთად ვართ ვერ მოვიშორე იცინოდა გეგა
- რას ვიფიქრებდი ესეთ კარგ ადგილას თუ გადმოვიდა ჩემი ლელე უკვე მშვიდად ვიქნები
არადა ჯობია ინერვიულოს გავიფიქრე ჩემთვის
- ნამდვილად კარგი მეზობლები ყაავს ჩაილაპარაკა ჩემმა დაპრუწულმა თანამშრომელმა და გეგას საეჭვოდ გადახედა
-კიდე ერთი სამიზნე იპოვა ლიკუნამ ჩამჩურჩულა ნინიმ და ორივეს სისცილი აგვიტყდა.
მოკლედ ის დღე საოცრად კარგად გაგრძელდა განსაკუთრებით ლიკუნასთვის დიდხანს ფლირტაობდა გეგასთან და მგონი კარგადაც დაახლოვდნენ ბევრი იცეკვეს და იმღერეს ჩემმა სტუმრებმა ჩემმა თანამშრომელმა რომელიც ფანდურით იყო დაკვრა და სიმღერა დაიწყო მეც ვერ მოვითმინე და ჩვენს ქართულ სიმღერას მისამღერში მთელი გულით ავყევი იმ წამს შევნიშნე როგორ გაეყინდა გეგას მზერა ჩემზე და ლიკუნა გააჩუმა რომელიც რაღაცას ყურებთან ეჩურჩულებოდა ხალხი მალევე დაიშალა და მეც არ ვიცი რაზე ნერვებ მოშლილმა ბავშვები დავაძინე და თვითონაც ადრე დავიძინე მეორე დილაც თავგადასავლებით სავსე აღმოჩნდა პატარები ქეთო დეიდამ წაიყვანა ბაღში და ვიფიქრე ცოტახანს ვიწვებითქო ორანჟერეაში სპეციალურად არ გავედი რომ არ შევხვედროდი რატომღაც ძალიან არ მინდოდა მისი დანახვა ძილის გაგრძელებას ვაპირებდი და კარზე ზარის ხმამ გამომაფხიზლა კარი რომ გავაღე ფოსტალიონმა რაღაც ყუთი გადმომცა სახლში შესულმა ყუთი გავხსენი და სიბრაზისგან ლამის გავსკდი როცა ვერც ავღწერ ისეთი ძვირფასი სამკაული და წერილი დამხდვა
- დღეს საღამოს ექვს საათზე რედისონში 905 ნომერში. მანქანა მოგაკითხავს და ეს გაიკეთე
ამას მე ვინ ვგონივარ გუშინდელი საჩუქარი რომ მივიღე ამას გონია ყველაფრის უფლება აქვს


გეგა
დილით ჩემი და და დისშვილი მესტუმრნენ ნენეს მულტფილმი ჩავურთე ჩემმა დამ კი სამზარეულო უნდა დაგილაგოვო არ შემოგვიერთდა კარზე ზარი იყო და ზედაც კი არ ჩამიცვია ისე გავაღე ლელე აღმოჩნდა და წამით ისე ვინანე დილით რომ ჩემები დავიბარე
- მომისმინე არ ვიცი ვინ ხარ და რას წარმოადგენ მაგრამ მინდა იცოდე მე არ ვარ ის ვინც შენ გგონივარ აი ეს აიღე და სხვას მოაბი. ერთი ამოსუნთქვით მომაყარა სათქმელი რაღაც წითელი ყუთი გახსნა და მესროლა რომლიდანაც ბარათი გადმოვარდა არ ვიცი სხვა რომ ყოფილიყო რას ვიზამდი მაგრამ მაინც ძალიან გავბრაზდი
- რა ისტერიკებში ხარ გოგო რა ხდება აქ ? თავი ვერ მოვთოკე და დავუყვირე
- გუშინდელი შენი საჩუქარი რომ მივიღე გგონია ეს რამის უფლებას გაძლევს მანიაკო?
- მე მეტი არაფერი გამომიგზავნია შე ისტერიჩკა დროზე წაიღე შენი ყუთი და გადი აქედან არ ვარ მარტო და შენი კონცერტების თავიც არ მაქვს ყუთი მივაჩეჩე და კარგად დავინახე როგორ ჩამოუგორდა დიდი ზღვისფერი თვალებიდან ცრემლი კიდევ რომ მეყურებინა ვიცი თავს ვერ შევიკავებდი კარები მივუჯახუნე დავიხარე და ბარათი გავხსენი
- რა ხდება გეგა ვინ იყო მკითხა ჩემმა დამ
- არაფერი მარიამ რაღაც გაუგებრობა არ იდარდო შუბლზე ვაკოცე და ნენესთან თამაში გავაგრძელე დიდხანს არ დარჩენილან ჩემები და მეც ექვსს რომ ათი წუთი ეკლდა კორპუსთან ვიდექი ინფორმაციაც უკვე მქონდა სასტუმრო ვის სახელზე იყო დაჯავშნილი და დიდხანს ლოდინიც არ მომიწია შავი clk მერსედესი მალევე მოვიდა და გაჩერება არ ვაცადე ისე ჩავუჯექი წინ ერთ მოძრაობაში მიხვდა მძღოლი ვინ ვიყავი და საბუთიც ჯიბეში დავაბრუნე
- მე უბრალო მძღოლი ვარ ბატონო და ქალბატონს ველოდები
-ხოდა ჩათვალე რომ მაგარი ნაშა ვარ და დროზე წადი რედისონში უხმოდ მივედი დანიშნულების ადგილამდე 905 ნომერსაც მალევე მივაგენი კარში შესვლისას რომელიც ღია დამხვდა do not disturb ნიშანი ჩამოვკიდე და შევედი
- საღამომშვიდობის ბატონო სანდრო. გაოცებულმა მასპინძელმა რომელიც საგანგებოდ სანთლებით მორთულ ოთახში რომანტიულ მაგიდასათან იჯდა ვისკის ჭიქა მაგიდაზე დადო და სწრაფად წამოდგა ფეხზე
- შენ ვინ ხარ აქ რა გინდა
- ძალიან მოკლედ გეტყვით ჩემს სათქმელს. ლელეს უნდა შეეშვა
- ვითომ რატომ
- ჩემი საცოლეა და ნამდვილად არ მინდა ვიღაც აი ამ გარემოში ეპატიჟებოდეს ვიცი ძნელია არ გიყვარდეს მისნაირი ქალი მაგრამ მოდი შენთვის შეინახე შენი გრძნობები და როცა გოგო არაფრად გთვლის ნუ შეაწუხებ და კიდევ იმ სამკაულს ხვალ სახლში ფოსტით გამოგიგზავნი იმედი მაქვს მეორედ აღარ დამჭირდება ამ თემაზე ლაპარაკი ჩამქვრალ შუქს ხელი მივკარი კიდევ ერთხელ შევხედე საგანგებოდ გაწყობილ საწოლს და წამოვედი დერეფნის ბოლოსაც კი ისმოდა მტვრევის ხმა. ტაქსი გავაჩერე და ბარში მივედი საბაც უკვე იქ დამხვდა
- ბიჭო რას გადაეკიდე ამ გოგოს უკვე მესამე დღეა რაღაცეებს მაქექინებ
-ვეჭვობ კიდე ბევრი სამი დღე , ბევრი სამი წელი გავა და კიდე ვერ შევეშვები ისე ჩამითრია
-ეხლა უკვე მართლა მაოცებ შენ ცუდად ხო არ ხარ შე....
- კიდევ მოატანინე სასმელი და მოგიყვები სააბა მაგარ შარში ვარ მოვიყუდე ჭიქა და ბოლომდე მოვუყევი ყველაფერი
- ეს ყველაფერი კარგი მაგრამ ბავშვის ნათლია მე ვარ იცოდე აროხროხდა საბა
- ბევრს ნუ ლაპარაკობ და სახლში წამოდი დღეს ჩემთან დარჩი
- ეხლა რა გინდა რასაც ლელეს ვერ კადრებ მე უნდა მკადრო ? სიცილს არ ეშვებოდა ბატონი
- ღმერთმა დამიფაროს ეგეთი გაჭირვებისგან გოგოები დაილია შე..
უკვე კარგად მთვრალები ვიყავით სახლში რომ მივედით მე და საბა
- შენ შედი მეც ეხლავე მოვალ
- კარგი ბიჭო უკვე ღამის პირველია ეხლა არ მიადგე ტეხავს
- ნუ მასწავლი შედი და მოვალთქო
ორ წუთში კარებში რაღაც უშველებელ პიჟამოში ჩაცმული გამოვიდა ლელე რომელსაც სათვალე ეკეთა და ისეთი დაბნეული იყურებოდა ლამის ჩავეხუტე
- საათი დაკარგე ? მკითხა გაბრაზებულმა
- ყუთი გამომიტანე
- აბა მე არ გამომიგზავნიაო?
- დამიბრუნემეთქი ცოტა ხმამაღლა მომივიდა და შეხტა კარები უნდა მიეხურა მაგრამ ხელით დავიჭირე
- სანდრო, სანდრომ გამოგიგზავნა რომლის საქმეც ამას წინათ დახურე და ამის შემდეგ თუ შეიძლება ცოტა დაფიქრდი სანამ ვინმეს მიუარდები და გალანძღავ. ამის თქმა იყო და მისი ლოყები ისე აწითლდა მეგონა ცეცხლი უკიდიათქო დარცხვენილმა ბოდიშიო მომაძახა და აცახცახებული ხელებით გამომიწოდა ყუთი ისე არ მინდოდა სახლში შესვლა მაგრამ სხვა გზაც არ იყო. სახლში რო შევედი საბას უკვე მისაღებში დივანზე ეძინა მეც მალევე ჩამეძინა და დილით თავისტკივილმა გამაღვიძა თვალი რომ გავახილე და საბა ვერ დავინახე ორანჟერეაში გავედი და რას ვხედავ
- ვხედავ მოგისწრიათ შენ და ნინუცას ერთმანეთის გაცნობა ბატონო საბა
- უი გაიღვიძე გეგა
- ძაან კი არ გინდოდა მაგრამ ... ამასობაში ლელემაც შემოაღო კარი ოღონთ გარეთაკარი ნაიკის ვარდიფერი სპორტულები ჩაეცვა და ყურსასმენები მოერგო აშკარად სავარჯიშოდ იყო წასული. შემოსასვლელში ასე მჯდომი ეს ორი რომ დაინახა ჩემზე მეტად გაუკვირდა და გოგოების ენაზე რაღაც თითქოს თვალებით ანიშნა ნინის, ორივემ დილამშვიდობისა უსურვეს ლელეს მე კი ხმა არ გავეცი და თითქოს წყენაც შევატყვე ამის პასუხად კი ქალბატონი წამოდგა და ორივეს ყავა შესთავაზა გვერდი გამკრა და სახლში შევიდა მალე ლანგრით ხელდამშვენებული გამოვიდა და ჭიქები მაგიდაზე დააწყო საბა და ნინი ერთ მხარეს ისხდნენ მას კი ჩემს გვერდით მოუწია დაჯდომა დემონსტრაციულად დაუდო იმ ორს ჭიქა და თავისი წინ დაიდო ამ დროს ტელეფონი აწკრიალდა და აღმოჩნდა რომ ლელეს ურეკავდნენ მეც მეტი რა მინდოდა დავწვდი მის ჭიქას და ისე გადმომხედა ლამის თვალებით მომკლა
-ბიჭებო უკვე საცაა დეკემბერი დაიწყება და გიო და სამეგობრო მივდივართ ბაკურიანში იქნებ თქვენც წამოხვიდეთ წამოაყენა წინადადება ნინუცამ რომელიც უკვე გიომ შემოგვთავაზა
- თქვენ არ დარჩეთ თორე ჩვენ ვიცით ეგ უკვე უპასუხა სიცილით საბამ მერე კი მე ლელეს უფრო ვუსმენდი და აღარ გამიგონია რაზე საუბრობდნენ ფანჯარასთან იდგა და ცალი ფეხით მეორეს აწვალებდა ლელე ესეთი გრძელი ფეხები ნეტა კიდევ არსებობს რეებზე ფიქრობ გეგა ვის ელაპარაკება ის გაარკვიე ველაპარაკებოდი ჩემს თავს და ფრაგმენტულად ვისმენდი
- მეც მომენატრე ჩემო პატარა ეს უკვე ზედმეტი იყო ისე გავბრაზდი ლამის ჭიქა შემომატყდა მაგრამ არაფერი შევიმჩნიე მალე მაგიდასთან მოვიდა და გაღიმებული ჩამომიჯდა. ვითომ არაფერი მომხდარა, ისე გააგრძელეს ლაპარაკი. მე კი სახლში გამოსაცვლელად შევედი და უკვე ლიფტში ვიყავი ნახევრად მოხურული კარი ხელით რომ დაიჭირა ქალბატონმა ლელემ
- შენ რა დამდევ ? ვკითხე სიცილით'
- ეგღა მაკლდა ბატონო გეგა
- სამკაული დავაბრუნე შევცვალე თემა და მისი თავდაჯერებულობაც წამში სადღაც გაქრა თავი ჩახარა სავარაუდოდ აჭარხლებული ლოყები რომ არ დამენახა მაგრამ ერთი თითით ავაწევინე თავი და მეორე ხელით ლიფტის სტოპ ღილაკს მივაჭირე ისე რომ არ დაენახა ლიფტი რომ გაჩერდა ისე შეეშინდა ზედ მთელი სხეულით მომეკრო ძლივს შევიკავე თავი რომ არ გამეცინა
- გეგა არ მითხრა რომ გავიჭედეთ
- უნდა გითხრა ლელე თავი ავაწევინე და თვალებში ჩავხედე უკან უკან დაიწყო სვლა და ამასობაში კუთხეშიც მოვიმწყვდიე თვალები დახუჭა არ ვიცი ალბათ ელოდა რომ ვაკოცებდი და ასეც იქნებოდა ვიღაცას რომ ლიფტი არ გამოეძახებინა რომ დავიძარით გონს მოვიდა და უარესად შეეფერა ლოყები
- კარგი ვის არ მოსვლია, პატარა ცხვირზე ხელი ავკარი და ლიფტიდან გამოვედი .ის გაცეცხლებული დავტოვე სადაბრაზოში



№1  offline წევრი LSD

Dzaan momewona es tavi magari gogoxar veli shemdegs da coda gazarde ra tavebi ar mkovnis warmatebebi

 


№2  offline წევრი martoshen

ძაან დიდი მადლობა ბავშვის და სწავლის გადამკიდე ამასაც ძლივს ვასწრებ მაგრამ აუცილებლად გავაგრძელებ მიუხედავად იმისა რომ ძაან ცოტა კითხულობს ხვალ საღამოს კიდევ დავდებ

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

Kargi istoriaa momwos dzalia
--------------------
ლანა

 


№4  offline წევრი LSD

Rato agar deb raa davigale ukve ramdeni xania gelodebi male dade raa gtxov da icode didi tabi ikos tore arvici ra

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent