შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საყვარელი ღიმილი და "ასდ" დაუსრულებლად (თავი 12 დასასრული)


7-12-2016, 15:16
ავტორი buubbuuu)))
ნანახია 1 517

სახლის კარი კი არ შეაღო, შეგლიჯა. ჩვენც უკან მივყევით. დემეს თავისებისთვის არც კი შეუხედავს, ისე მიადგა ბატონ თამაზს.
-როგორ ბრძანდებით თამაზი ბიძია? (დემეტრე)
-კარგად შვილო შენ როგრ ხარ? თქვენ რას შვრებით ბიჭებო? (თამაზი)
-ჩვენც კარგად თამაზი ბიძია. (ყველა)
დემეტრე მამამისს მიუბრუნდა და სცადა გაეგო თუ რა ხდებოდა.
-მოკლედ შვილო... ვიცი ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ, გართობა გინდა, მაგრამ ჩვეიც გაიგე შვილო... კარგია ბიჭებიც რომ მოიყვანე, ისინიც გაიგებენ რას ვფიქრობ. ვფიქრობ, რომ დაჭკვიანება გჭირდება. - დემე ხმას არ იღებდა, როგორც მივხვდი, სურდა ყველაფერი ბოლომდე მოესმინა. - ვთვლი, რომ გვერდით ისეთი ადამიანი გჭირდება, ვინც დაგაჭკვიანებს. როგორც ვიცი არავინ გიყვარს და ეს ხელს არ შეგიშლის იმაში, რომ ცოლი მოიყვანო. - ამ დროს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ყბა ჩამოუვარდა. ხმა ვერ ამოიღო და არც ნოდარი აპირებდა გაჩერებას. - თამაზის უმცროსი გოგო ჩამდის გერმანიიდან. იქ სწავლობდა ხომ იცი. ჩამოვა და დაქორწინდებით. ყველაფერი მოგვრებულია, თან საქმეს ასე ჭირდება. ჩვენი ოჯახები უნდა დაახლოვდნენ. შენს წინააღმდეგობას აზრი არ აქვს. ნუ გაართულებ ყველაფერს. (ნოდარი)
-გაგიჟდით? (დემეტრე)
თავჩახრილმა ამოიჩურჩულა. ეტყობოდა, როგორ აკანკალებდა შინაგანად. მხოლოდ ჩვენ ოთხმა ვიცოდით, როგორ სტიოდა. ვერ ბედავდა მისი საყვარელი ქალსთვის ეთქვა, თუ როგორ უყვარდა. ახლა კი ამის შანსი საბოლოოდ დაკარგა.
-მამა რა გამიკეთე? (დემეტრე)
არ ყვიროდა. მეტიც, ზედმეტად მშვიდად იყო გარეგნრლად. აი მის სულში კი სრული ანარქია იყო.
-ვიცი ძნელია ასე უცბათ ცოლოს მოყვანა. თუმცა შეეგუები არ ინერვიულო. (ნოდარი)
-იცი მაინც ვინ მიყვარს? (დემეტრე)
ბოლო ხმაზე იღრიალა. დაჭრილ ცხოველს გავდა. ტყიდან გამვარდნილ ნადირს. სახეზე ეწერა, რომ ახლა ყველაფრის გამკეთებელი იყო. ნებისმიერზე წავიდოდა ერტი დღის უკან დასაბრუნებლად.
„დემეტრე“
მამაჩემის სიტყვის დამთავრება და ჩემი ცოცხლად დამარხვა ერთი იყო. მიყვარდა სიცოცხლეზე მეტად. ცოლად კი მისი და უნდა მომეყვანა.
-ამას როგორ მიკეთებ? (დემეტრე)
-კი მაგრამ, ხომ არავინ გიყარს? შენ ხომ არასდროს გითქვამს, რომ ვინმე გიყვარდა. ყოველთვის ერთობოდი, გოგოებს გოგოებზე იცვლიდი, ერეღთი არასდროს გყოლია. ახლა კი როცა შენი ოჯახის საქმე წყდება ახლა შეგიყვარდა ვიღაც? თუ უარის თქმა გინდა, პირდაპირ თქვი, მაგრამ მაინც აზრი არ აქვს არაფერს. (ნოდარი)
-კი მიყვარს. ნოდარ რომ იცოდე, ვინ მიყვარს შენვე იყტდი ამ ფარსზე უარს. მე ხომ ვიცი რომ ასეთი არ ხარ. (დემეტრე)
-ასეთი ვინ არის კი მაგრამ! ის მაინც თუ იცი, თეკო რა დონემდე ლამაზია? თბილისში ყველაზე ლამაზი ცოლი გეყოლება. იამაყებ მერწმუნე. (ნოდარი)
-მე შენით ვამაყობდი ყოველთვის! მაგრამ ახლა, აი ამ წამს, ყველაზე მეტად ვნანობ, ვნანობ, რომ სენით ვამაყობდი ოდესღაც. - ხმა მიკანკალებდა. არ ვიცი ამდენი ძალა საიდან მოვიკრიბე. - წამოდით რა ბიჭებო, აქ სული მეხუთება. (დემეტრე)
ბიჭებიც უხმოდ გამომყვნენ უკან. სხვა დროს გიგა ალბათ მომკლავდა ასეთი ტარებისთვის, მაგრ ამ ახლა ხმა არ ამოუღია არავის, სანამ ბართან არ გავაჩერე.
-ჯანდაბა! ამის დედაც..! (დემეტრე)
-დემე რას აპირებ? (ტოტო)
-აუ ძმა აზრზე არ ვარ. ახლა ერთადერთი რც ვიცი, ისაა, რომ უნდა დავლიო, დავლიო ისე, რომ საკუთარი სახელიც დამავიწყდეს. (დემეტრე)
-დავლიოთ მაგის... (ერეკლე)
მხარი ამიბა ერეკლემ. ბიჭებთან რატომ უნდა ამეწია ხმისთვის? მათ რა დააშავეს? თნ ზუსტად ვიცოდი, რომ მათაც არანაკლებ სტკიოდათ. ბარში შევლკაგდით. ჩვენც საყვარელ კუთხეში დავსხედით და სმა დავიწყეთ. გულის გადასაყოლებლად „მე არასდროს“ ვთამაშობდით. ყველაზე მეტს მე ვაჩე და ტოტო ვსვამდით. ერეკლე და გიგა კი 1-2 ჭიქას თუ გადაკრავდნენ. საბოლოოდ ყველა კარგად გამოვთვერით. სახლებში ელენემ დაგვარიგა „მანდ როგორ დაგტოვებთო.“ ჯერ ბიჭები წავიყვანეთ, მე კი ვთხოვე, რომ ანანოს სახლთან დავეტოვებინე. თავიდან უარზე იყო, „ასეთ მდგომაეობაში მაგ გოგოს არ დაენახოო“. ჩემი მაინც გავიტანე და ახლა ანანოს ოთახის აივნის ქვემოთ გათიშული მთვრალი ვდგავარ და ვფიქრობ დავურეკო თუ არა. ვიცი ინერვიულებს, როცა ასეთ მდგომარეობაში მნახავს. არასდროს არავის სიმთვრალეზე არ გამოთქვამდა პრეტენზიას, ჩემ გარდა. ალბათ უკვე მეთორმეტედ აკრეფილ ნომერზე ვრეკავ.
-გისმენ დემე, ხომ კარგად ხარ? იცი როგორ ვინერვიულე? (ანანო)
-ცუდად ვარ ანო... (დემეტრე)
-დემე დალიე? (ანანო)
-ასე მეტყობა? (დემეტრე)
-კი გეტყობა. კარგი რა, ხომ იცი როგორ არ მიყვარს, როცა სვამ. (ანანო)
-ვიცი ჩემო გოგო, მაგრამ სხვანაირად არ შმეძლო. (დემეტრე)
-გაგიჟდი? (ანანო)
-კი! შეწნ რატომ არ გძინავს ასე გვიან? (დემეტრე)
-შენზე ვნერვიულობდი. (ანანო)
-მაშინ თუ ჩემზე ნერვიულობდი, სადარბაზოსთან გელოდები. ჩამოდი, სანამ გავიყინე. (დემეტრე)
მობილური გამითიშა. პასუხი არც გაუცია, ისე გამითიშა. არ ვიცი რამდენი წამი თუ წუთი ვიდექი მის ფანჯრებთან, მაგრამ იმედი აღარ მქოდა, რომ ჩმოვიდოდა. ბოლოს შევბრუნდი, რამდენიმე ნაბიჯი ბანცალით გადავდგი, როცა ზურგზე შეხება ვიგრძენი. შევბრუნდი და წამიერი ბედნიერება ვიგრძენი. ანანო იდგა და დაღვრემილი სახით მიყურებდა.
-ანო გამომყვები? (დემეტრე)
-სად? (ანანო)
-ნარიყალაზე. (დემეტრე)
-ამ ღამით? გიჟი ხარ. (ანანო)
-ღამით ყვეაზე ლამაზია. (დემეტრე)
-გამოგყვები. (ანანო)
იქვე გვაჩერეთ ტაქსი და შარდენამდე ხმა აღარ ამოგვიღია. არც მანამდე, სანამ ნარიყალაზე ფეხით არ ავედით და არ ჩამოვჯექით. მინდოდა ყველაფერი მეთქვა. მართალია არაფერს აზრი არ ჰქონდა, მაგრამ უნდა მეთქვა მხოლოდ ერთი სიტყვა „მიყვარხარ“.
-რაც დღეს მითხრეას, შენც იცი? (დემეტრე)
-რამე მოხდა დემე? (ანანო)
-სანამ მაგას გაიგებ, სხვა რაღაც უნდა გითხრა, რადგან შიძლება აღარ მომცე იმ ყველაფრის თქმის უფლება, რასაც ახლა გეტყვი. (დემეტრე)
-რატომ მაშინებ? (ანანო)
-იმიტომ რომ მეც მეშინია. (ანანო)
-დემე მალე მითხარი რა ხდება, რა უნდა გამეგო, ან შენ რისი თქმა გინდა? (ანანო)
თვალებში შიში ედგა, რომელიც იმედგაცრუებაზე ფიქრობს. ანოს საკმარისზე ცოტა მეტად ვისნობდი, რომ მივმხვდარიყავი რაზე ფიქრობდა. აი კაზე ფიქრობდა, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა. ანოს იმედგაცრუების ეშინოდა, მე მისი ცრემლების.
-არ ვიცი რამდენი ხანია, რაც ამ ყველაფერს ჩემში ვკლავ, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ აღარ მეტევა გულში. იცი აქამდე რატომ მივედი? შენი ცრემლების მეშინოდა, როცა იმედს გაგიცრუებდი. ბიჭმა, რომელსაც ამდენი წელი მეგობრად თვლიდი, სწორედ იმან გაგიცრუა იმედი. უყვარდი ჩუმად, თავისთვის და როცა უკვე აღარცერთი პროცენტი აღარ დამრჩა იმისა, რომ შენ ჩემი გოგო გერქვას, სწორედ მაშინ მოვედი და გეუბნები პირველ და ალბათ უკანასკნელ „მიყვარხარს“. (დემეტრე)
სწორედ ამ პირველ მიყვარხარზე ვიგრძენი პირველი ცრემლი ჩემს თვალზე. ანო გაოგნებული მიყურებდა. მეგონა იმედი გავუცრუე, სანამ რამეს მეტყოდა. როცა ხმა ძლივს ამოიღო, ყველაზე მეტად მაშინ მეტკინა.
-დემე მე შენ...არ ვიცი... იმის მერე რაც რაჭაში წავედით, ჩემთვის სულ სხვა გახდი. აღარ იყავი ჩემთვის მხოლოდ მეგობარი. მას მერე უფრო დავახლოვდით და ამ სიტყვას შენ არ იცი რამდენი ხანი ველოდი. მეც მიყვარხარ დემეტრე, მეც... (ანანო)
ჩამეხუტა, ჩამცუტა და გავგიჟდი. მეც მოვხვიე ხელები და გულში ჩავიკარი. მიყვარდა, ვუყვარდი და რამდენიმე დღეში იმაზე მეტად მეტკინებოდა ვიდრე ახლა. გვიყვარდა და მტკიოდა ცამდე, ვარსკვლავებამდე და მთვარემდე. იმის იქითაც მტკლიოდა. უნდა მეთქვა მისთვის ყველაფერი. ის რომ ერთად ვერ ვიქნებოდით და რომ მშობლებმა განაჩენი უკვე გამოგვიტანეს. ძლივს შევძელი საყვარელ ადამიანს მოვშორებდი. ღამის თბილისს გაქვავებული დავცქეროდი. გონს მისი თლილი თითების შეხებამ მომიყვანა. მისკენ შევბრუნდი და თვალებში ჩავაშტერდი.
-იცი ანო? ის მომავალი მტკივა, არასდროს რომ არ იქნება. (დემეტრე)
-რატომ არ იქნება? (ანანო)
-იმიტომ, რომ ყველაფერი დაწყებამდე დაგვინგრიეს. (დემეტრე)
-ვერ მივხვდი დემეტრე. გთხოვ გარკვევით მითხარი რა ხდება. არეულად ლაპარაკობ. (ანანო)
-იძულებუ;ი ვარ ცოლი მოვიყვანო იმისთვის, რომ ორმა ბიზნესმენმა საქმე ააწყოს. იცი ვინ არის ის გოგო? ვიცი გეტკინება, ისე გეტკინება, როგორც მე ვერ შერგებული ბედნიერება. ზუსტად ოთხ დღეში შენ, „ჩემი გოგოს“ მაგივრად „ცოლის და“ გერქმევა. მე კი ყოველი დაძინებისას სიკვდილზე ვიოცნებებ. რადგან ჩემს სახლში გოგო იტრიალებს, რომელსაც „ცოლის მაგივრად, „ცოლის და“ უნდა რქმეოდა. ოთხ დღეში ორი ადამიანი ფუნქციებს გაცვლის ჩემს ცხოვრებაში. ანო მტკივა გერსმის? მითხარი, რომ რადაც უნდა დაგვიჯდეს, მე შენი ქმარი ვიქნები და არა სიძე. ვერ გავუძლებ გესმის? მეტკინება მეც და შენც. ყველანაირ სიშორეს და უშენობას ავიტან თუ საჭირო იქება, მაგრამ ისე ვერ შემოგხედავ, როგორც ცოლის დას. მინდა ჩემი შვილების დედა იყო და არა დეიდა. მითხარი, რა ვუყო ოჯახის პატივისცემას. მითხარი რომ ჩჰემი ცოლი ქნები, მე კი შენი ქმარი. (დემეტრე)
მუხლებზე დახობილს მისი ხელები მეჭირა, თლილ თითებს ვუკოცნიდი და ცრემლით ვასველებდი. ისიც მუხლებზე იდგა და თმებზე მკოცნიდა, ვგრძნობდი, როგორ უჭირდა. არ შემიხედავს და ვიცოდი, რამხელა ტკივილი ედგა თვალებში. მის დაფერფლილ სულს ვხედავდი და ეს კიდევ ერთ ტკივილს უდრიდა... არ მინდოდა გამეშვა, მინდოდა სულ ჩემთან ყოფილიყო...
-დემე რა უნდა ვქნათ? (ანანო)
სახე ჩემსას გაუთანაბრა და ისე მკითხა, არც შემოუხედავს.
-არ ვიცი პატარა... იცი როგორ მიჭირს შენი გაშვება? მეშინია, რომ ამ დღის მერე ვეღარასდროს დავინახავ შენს ნათელ თვალებს... მეშინია, რომ არასდროს იქნება „ასდ“ (დემეტრე)
-დემე „ასდ“ რას ნიშნავს? (ანანო)
-ანო-ს დემე, ან დემე-ს ანო. როგორც შენ გაგეხარდება. (დემეტრე)
-მე ანო-ს დემე უფრო მომწონს. - გამიღიმა, ისეთიბედნიერი სახე ჰქონდა თითქოს ყველაფერი რიგზე გვქონოდა. - და რაც მთავარია მჯერა, რომ იქნება... დაუსრულებლად. (ანანო)
ისეთი ოპტიმიზმით მითხრა, შუძლებელი იყო არ დავთანხმებოდი. „აუცილებლად იქნებოდა ასდ დაუსრულებლად.“
„მე“
გაინტერესებთ მერე რა იყო? მერე იყოს თეკოს ჩამოსვლა. დაგეგმილი ქორწილი... წინა დღით დამთვრალი დემეტრე ახობაძე და მოტაცებული ანანო ვაჩეიშვილი. ხო აი ასე... ბიჭი, რომელიც გმობდა ყოველნაირ დამალვებს, გაპარვებს დ ამოტაცებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. აი ასე, ადგა და გოგო მოიტაცა.. მოიტაცა და იქ წაიყვანა, სადაც პირველად იგრძნო სიყარული. ნოდარმა და თამაზმა ვეღარაფერი თქვეს... ან რა უნდა ეთქვათ... ან რა უნდა ეთქვათ, არც ბიზნესი ჩავარდნიათ და არც ოთხი უბედური ადამიანის ყურება მოუწევდათ... თეკო შეყვარებულთან ერთდა დაბრუნდა გერმანიიდან...
კიდევ იცით რა იყო?.. ბევრი საყვარელი ღიმილი... ერთ დღეს დიდმა ვარჩილმა ხელი სთხოვა პატარა შეშინებულ გოგონას. პატარა პაუზის შემდეგ გიგამაც იგივე გააკეთა. ხო არ გეშლებათ.. დეა მოიყვანა ცოლად.
ტოტო? ტოტოს ერთი უყვარდა... უყვარდა ისევ ისე... უყვარდა გამოსახულება გაყინულ საფლავის ქვაზე, რომელსაც მზის სხივებიც ვერ ათბობდნენ. მხოლოდ ის აბდნიერებდა, რომ იცოდა, მის სიყვარულში მოკვდა და იქ დაელოდებოდა მუდამ...
კიდევ იცით რა იყო? ბევრი შეყვარებული გული... ოთხი ოჯახი და ერთი მარტოხელა ტოტო. როგორც ანო და დემე იტყოდნენ: ვსლ (ვაჩე-ს ლოლა), ასდ (ანო-ს დემე), გსდ (გიგა-ს დეა) და ესე.. ვერ მიხვდით ეს რას ნიშნავს? ეს იყო ელენე-ე ერეკლე... აი კიდევ ერთი წყვილი, რომელიც არსად ჩანდა ისტორიაში. ჯერ არ დაოჯახებულან, თუმცა არც ძაან დააგვიანებენ.
ვაჩეს, ჩემს გმირს და ლოლას ტყუპები ეყოლათ, გოგოები, თიბეა და ელა. ანოს და დემეს პატარა გოგონა, ლიდე. სახელებმა გააგკვირვათ? მეც თავიდან. გიგას და დეას ბიჭი ეყოლათ, გიორგი დაარქვეს, ჩვენ მაინც არ დავტანჯავთ ჩვენ შვბილს სახელის გამოო. კიდევ იქნებოდა ესე თავიანთ პატარასთან ერთად, რომ არა უდიდესი ტკივილი. ელენეს სამშობიაროში მიყვანიდან ერთ საათში, თბილისმა უდიდესი დანაკარგი მიიღო. ერთ წამში შეწყვიტა სუნთქვა ერეკლე დევდარიანმა, ხოლო მისმა პატარა ერეკლემ სწორედ ამ წამს ჩაუშვა პილტვებში პირველი ჰაერის ნაკადი, პირველად იტირა და პირველად მოთავსდა დედის გულ-მკერდზე განაბული. არაა.. არ მოგეჩვენათ. პატარა დევდარიანს ერეკლე დაარქვეს... მთელ თბილისს ეტლკინა, განსაკუთრებით ელენეს და კიდევ შვიდ ადამიანს. პატარასაც ეტკინებოდა როგორც კი აზროვნება ჩამოუყალიბდებოდა.
მიუხედავად ამხელა დანაკარგისა, ყველამ განაგრძო ცხოვრება. დარწმუნებული ვარ ბედნიერები არიან და ცდილობენ დანაკრგის შევსებას თავიანთი გრძნობებით. ეჭვი არ მეპარება, რომ ყოველთვის ასე იქება, „დაუსრულებლად.“
დასასრული

პ.ს. მადლობა ყველას ვინც კითხულობდით. სენტიმენტალური დასსასრული აქვს ვიცი, მაგრამ ეს ისტორია 14 წლის ასაკში დავწერე. იმედია მოგეწონათ.



№1  offline წევრი ანაკო

auuu totoo :((

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

Mo.ewona,magram ar miyvars bolos ase uceb rom amtavreben,kargi iqneboda ori an sami tavi mainc dagetmo
--------------------
ლანა

 


№3  offline წევრი buubbuuu)))

La-Na
Mo.ewona,magram ar miyvars bolos ase uceb rom amtavreben,kargi iqneboda ori an sami tavi mainc dagetmo


მესმის მადლობა. მაგრამ 14 წლის ასაკში მაქვს დაწერილი და არ მინდოდა შემეცვალა. ბევრი რამაა რაც მეთვითონ არ მომწონს. თუმცა დატოვება ვამჯობინე
--------------------
♥♥♥♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent