მამა ახლავე ციდან ჩამოდი
სხვებისგან თითქოს არაფრით გამორჩეული დილა გათენდა... მაგრამ ეს სხვებისთვის და არა ჩემთვის... ყველაფერს გავაკეთებდი, რომ 10 წლის წინ ეს დღე არ დამდგარიყო, მაგრამ ალბათ მათთვის ასე ჯობდა.. ჰაჰ.. როგორ უყვარდათ ერთმანეთი ასე ეგოისტიც არ უნდა ვიყოო მათთვის ესე სჯობდა დღეს გადავწყვიტე სადმე წავიდე სახლიდან შორს... ოღონდ სახლში არა სადაც აცრემლებული ბებოს ყურება მომიწევს, რომელიც მართალია ყოველდღე ცრემლებს ღვრის,მაგრამ დღეს განსაკუთრებით... თან სხვების თანდასწრებით ტირილი არ შემიძლია.. ჩემს ოთახში კი ტირილით გულს ნამდვილად ვერ ვიჯერებ... მინდა ისეთ ადგილზე ვიყო სადაც არავინ იქნება.. სადაც მარტო მე ვიქნები.. სადაც შემეძლება ისე ვიტირო როგორც მინდა.. ვიყვირო ბოლო ხმაზე როგორ მენატრებიან, რომ ცამდე ააღწიოს ჩემმა ხმამ -დილამშვიდობის ბეე... -სწრაფად გავურბინე ბებოს, ისე რომ თვალებში არ ჩამეხედა.. -სადმე მიდიხარ ძვირფასოო?? -კიი ბეე... გარეთ გავალ და შეიძლება დამაგვიანდეს კაააი? -სად მიდიხარ ბებიი? -გავისეირნებ, ბავშვებს ვნახავ, შეიძლება ტაძარშიც ავიდე.. -კარგი ბები როგორც გინდაა... -ჩემი ბებიკო.. -ვაკოცე და გავიქეცი, რომ რაც შეიძლება მალე გავცლოდი აქაურობას.... გზად ნინის ველაპარაკე ჩემს დაქალს, რომელმაც წელს უნივერსიტეტში ჩააბარა და 1 წელი ჩემგან შორსაა.. თუმცა ალბათ ყველაზე ახლოს მერე კი დავფიქრდი სად წავსულიყავი.. აჰაამც მოვიფიქრე... ტაქსი გამოვიძახე და სახლში შევბრუნდი სწრაფად ჩავიცვი გრძელი შემოდგომისფოთლისფერი კაბა, თეთრი მაისური, ოდნავ მაღალი ფეხსაცმელი და 3 დღე რომ მყოფნოდა იმდენი სამოსი ჩავყარე(ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) პატარა ჩემოდანში.. -მგონი რაღაც მრჩება.. რათქმაუნდა და თავშალი ავიღე.. აი ეხლა მართლა წავედიი... და ბეე 3 დღე სოფელში დავრჩებიი -არაფერი გინდა წაიღოო?? ისედაც არაფერს ჭამ და სამი დღე მშიერი არ იყოო... -არაფერი მინდა ბეე.. სოფოსთან ვიქნებიი და გიოსთან.. -კარგი ბები ჭკუით.. ქოლგა წაიღე წვიმამ რომ მოგისწროს.. თავს მიხედე და მშიერი არ იყოო... გამოვართვი ქოლგა და სწრაფად ჩავირბინე კიბეები.. ტაქსი უკვე მოსულიყო და მელოდებოდა... -აი მოვედით .. აქ შემიჩერეთ...- და ფული გავუწოდე - კი მაგრამ გოგონა სად რჩებით აქ არავინაა სახლიც კი არსადაა თქვენ კი ამხელა ჩემოდანი გაქვს... -არაუშავს მომაკითხავენ ...და ზრდილობიანად გავუღიმე ვუყურებდი სანამ თვალს არ მოეფარა ტაქსი, თან მამულის სურნელით ვტკბებოდი, ვგიჟდები აქაურობაზე.. როგორც ყველაფერში ამაშიც მამას დავეგვანე... სასაფლაოს ჟანგიანი ჭიშკარი შევაღე და ბილიკს გავუყევი ულამაზესი ტაძრისკენ.. კარი ღია იყო თუმცა ტაძარი ცარიელი... ასე მერჩივნა უფრო დამამშვიდებდა... შემდეგ ეზოში გამოვედი ყვითელ ფოთლებში ჩამოვჯექი და ჩემოდანს მივეყუდე... შევეცადე ცოტ-ცოტა ყველას მონაყოლი და ჩემი მეხსიერება გამომეყენებინა და სრული ამბავი გამეხსენებინა. . . |
mama axlave cidan chamodi istoria sikvaulze siyvaulze მამა ახლავე ციდან ჩამოდი ისტორია მამა ახლავე ციდან ჩამოდი
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.