შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შევსებული არსებობა 13,14,15,16,17


8-12-2016, 18:32
ავტორი lipsspil
ნანახია 8 474

13
_ შემოდი.. როგორც აღმოჩნდა მარტო ერთი ოთახია დაჯავშნული..
_ კი მაგრამ ეს როგორ.. აკი რაოდენობა დაგვაზუსტებინეს?
_ დემეტრე რომ არ მოდიოდა მერე ხომ შეიცვალა სია..
_ მერე რა.. ის შეცვლილი სიაც ვთარგმნე..
_ ეტყობა სადღაც შეცდომა გაგეპარა და ორი ოთახის მაგივრად ორადგილიანი ოთახი მიუთითე..
_ გამორიცხულია..
_ ნუღარ ავტეხავთ ამბებს ამ პატარა დეტალის გამო.. საწოლი ორია, პრობლემა გადაჭრილი – თქვა ალექსანდრემ და მისაღებში ჩავიდა კონსულტაციისთვის. ჰმ..ადვილი სათქმელია მისთვის “საწოლი ორია, პრობლემა გადაჭრილი” გამოაჯავრა გულში..ჩვენ თავები დავიხოცეთ რომ ღისრეულად დავხვედროდით, მათ კი აეროპორტში დახვედრაც არ ინებეს.. წუწუნს აზრი არ აქვს..ბოლო-ბოლო ფარადს გააბამს. აივანზე გავიდა, ულამაზესი ხედი იშლებოდა, ტროპიკული მცენარეები სხვანაირ სუნს გამოსცემდნენ. სადღაც 27º იქნებოდა. “თბილისში ახლა ყინავს” გაიფიქრა და მკლავებზე ხელი ჩამოისვა. იგრძნო როგორ დაღლილიყო, ძილი უნდოდა, მაგრამ ალექსანდრეს მოსვლას ელოდებოდა.. მის გარეშე ხომ ვერ გააბამდა ფარადს, ისე კიდევ ვერ გაიშოტებოდა. შხაპი სასწრაფოდ მიიღო, თავი მოიწესრიგა და უფრო თხელი ტანსაცმელი ჩაიცვა. ამასობაში თუხარელიც ამოვიდა.
_ ბატონო ალექსანდრე ვიფიქრე ფარდა გაგვება..
_ ფარდა? ჰაჰაა.. ფშავლის ქალო.. ხმალიც ხომ არ გაქვს წამოღებული შუაში ჩასადებად? აქაურებს ვთხოვ..მაჩეტეს მოიძიებენ სადმე არ დამზარდებიან..ეგეც ხომ წავა – იცინოდა ალექსანდრე. სალომე გაბრაზდა.
_ ასე ვერ დავიძინებ..
_ კარგი კარგი.. - სიცილს მორჩა ალექსანდრე.. - ვეცდები შირმა გიშოვო. ცოტა ხანში კუბურად ნაკეთი შირმით ხელდამშვენებული ალექსანდრე ოთახში აბრუნდა და საწოლებს შორის ჩადგა. სალომე წამოწვა, ადიელა გადაიფარა და ღრმა ძილს მისცა თავი. რომ გაეღვიძა უკვე დილა იყო..საოცრად დიდხანს სძინებოდა..შირმის იქით გაიხედა, ალექსანდრესაც ეძინა. შიმშილმა შეაწუხა.. სად ჯანდაბაში არიან ეს ინვესტორები..ასე მოქცევა როგორ შეიძლება? ტანსაცმლის ამოლაგებას შეუდგა და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა.
_ არ მოგშივდა? – მოესმა ნამძინარევი ხმა
_ გაიღვიძეთ? საუზმე როგორც მახსოვს ათამდეა, უკვე თხუთმეტი წუთი უკლია..
_ მაშინ ჩავიდეთ..
– წამოდგა თუხარელი და სწრაფად გაემზადა. საუზმის შემდეგ ქალაქში გასვლა გადაწყვიტეს. შუადღე იყო..სანტიაგო დე კუბას ქუჩებში დაცხა. კიდევ კარგი სარაფანი ჩაიცვა სალომემ, თეთრი, დიდი, ბორდოსფერი ყვავილებით აქაიქ, მოკლე და სწორედ, რომ კუბის შესაფერისი. დანგრეულ ქუჩებში ბალეტკების სიარული არ უჭირდა.. ისეთი ბედნიერი იყო ეხლა ყველაზე მაღალი ქუსლით სიარულიც ვერ გაუფუჭებდა განწყობას. ქალები საქმიანად ფენდნენ სარეცხს, ბავშვები თავისუფლად დარბოდნენ ქუჩებში და ანტიკურ, ფერად მანქანებს არ ერიდებოდნენ. მთელი დღე იარეს, მაგრამ ქუჩაში დაკრულ მუსიკას ვერსად წააწყდნენ, მხოლოდ სიგარაგაჩრილი, მოხუცი, ყვითელკბილება, ხმელი კუბელების დომინოს რაკუნი ისმოდა. მოსაღამოვების შემდეგ ქალაქმა გაიღვიძა..საიდანღაც გაჩნდნენ სიცოცხლის მოყვარული ახალგაზრდები, ერთ-ერთი იტალიური ეზოს სტილის სახლის ეზოდან კი სანატრელი მუსიკაც შემოესმათ.. სალომემ სწრაფად გასწია იქით.. ეზოში ღია, შინაურული კაფე დახვდათ, შინაურულად, მხიარულად მომუსაიფე ადგილობრივებით, ტემპერამენტით სავსე მოცეკვავე ახალგაზრდებით და ოფლმდინარე მუსიკოსებით. თავი ზღაპარში ეგონა..არა აქაურობა ზღაპარს არ ჰგავდა..უფრო ფილმი იყო. ალექსანდრემ მაგიდისკენ უბიძგა და დასვა.
_ მოგწონს აქაურობა?
_ საოცარია.. მართლა ძალიან მაგარია! როგორც ფილმებშია ზუსტად ისეთი.. მეგონა ყოველ საღამოს ასეთი ზეიმი მარტო მხატვრული გაფორმება იყო, მაგრამ შევცდი, საბედნიეროდ.. ან გაგვიმართლა, შეიძლება რაიმეს აღნიშნავენ და დაემთხვა..
_ დღეს შეგვიძლია მათსავით მოვილხინოთ.. საქმე არაფერი გვაქვს, შეგიძლია ნამდვილი მოჰიტო გასინჯო..
_ რა თქმა უნდა!
– თვალები გაუბრწყინდა სალომეს.. მომღიმარმა თუხარელმა კუბელ პატარა ბიჭუნას მენიუში მოჰიტოზე მიანიშნა და სალომეს სთხოვა უთხარი ალკოჰოლი მეტი გაუკეთოსო.. ცოტა ხანში ორივე ნამდვილი, კუბური მოჰიტოთი ტკბებოდნენ. სალომე ალკოჰოლმა საოცრად მხიარულ ხასიათზე დააყენა..
_ იცით თურმე თავიდან მოჰიტო დაიკირისგან წარმოშობილა..უბრალოდ პიტნის ფოთლები ჩაუმატეს და კიდევ რაღაც..აღარ მახსოვს.. საოცრად უხდება კუბურ მუსიკას! იცით? ლათინოამერიკული ცეკვის მუსიკიდან ლომის წილი კუბაში შექმნილ მუსიკას უჭირავს, ალბათ თან ასე, ქუჩაში ექსპრომტად დაწერილს, მოჰიტოთი ან რაიმე უფრო მაგრით დაფერილი მუსიკოსის დაწერილს.
_ შენთვის საჩუქარი მაქვს.. - უცებ შეაწყვეტინა ალექსანდრემ
_ საჩუქარი? რა საჩუქარი.. ალექსანდრემ ჯიბიდან სიგარა ამოიღო, ხელებში გადაატრიალა, ცხვირთან გაიტარა და წინ დაუდო..
_ ეს ნამდვილი გუანტარამერაა, კუბური, შოკოლადის არომატით.. – სალომეს უცნაურად აუჩქროლდა გული.. ასეთი გულისცემა არასოდეს უგრძვნია, ალბათ ეს განსხვავებული გულისცემაა, აი ერთბაშად სრულად ახდენილ ოცნებას რომ ახლავს ისეთი!
_ სიგარის მოწევა მხოლოდ თეორიულად ვიცი..მაგრამ ვიცი რომ სიგარეტზე ადვილია, ის თუ კუჭში უნდა ჩაუშვა ეს მხოლოდ პირის ღრუში უნდა დაატრიალო და მეტი არაფერი.. და სად იშოვეთ?
_ ვიშოვე, სანამ შენ გეძინა – გაუღიმა ალექსანდრემ და მაგიდაზე მდგარი სანთელი სიგარისკენ გაუწოდა – აბა შენ იცი! – გაამხნევა და ცქერა განაგრძო. თუხარელი ტკბებოდა სალომეს აღტაცებით, მოზღვავებული ენერგიით.. როგორც იქნა ვეღარ შებოჭა თავი..როგორც იქნა გაიხსნა და თან როგორ გაიხსნა, მუსიკის რიტმებს ტანს აყოლებს და სასმისს ენერგიულად უჩენს ადგილს მაგიდაზე. დიდი ოსტატობით შეჭმუხნა წარბები, სიგარის კვამლი გამოქაჩა და სუნთქვა შეიკრა.. კვამლი მოუხერხებლად გამოუშვა პირიდან, ერთი-ორი დაახველა და გაიცინა _ საშინლად მწარეა, მაგრამ შოკოლადიანი
_ ცეკვა გინდა?
_ მე ეს ცეკვა არ ვიცი..
_ აქ არავინ იცის ცეკვა თვლებში, უბრალოდ მუსიკას უსმენენ და ტანს აყოლებენ..გინდა ჩვენც ვცადოთ?
_ თქვენ? თქვენ ცეკვას აპირებთ?
_ რა გიკვირს.. მეც მინდა შევიგრძნო კუბაა..
– ბოლო სოტყვა გააგრძელა ალექსანდრემ და სწრაფად წამოახტუნა სალომე ადგილიდან. სხეულზე მიიკრო და დანარჩენებს აყვა. რთული არ გამოდგა, მალევე აუღეს ალღო თავისუფალ მოძრაობებს. საკმაოდ შეზარხოშებულიყვნენ. ბევრი იცეკვეს.. ორივეს ოფლით დაეცვარა შუბლი. უკან წამოსვლისას სალომეს მუხტი გამოყვა.. ბალეტკები ხელში აეკონწიალებინა და სანტიაგო დე კუბას ქუჩებში ფეხშველა დარბოდა..არც ერთი გუბურა გამოუტოვებია, ყველგან ჩახტა, ალექსანდრეც აიყოლია და სასტუმრომდე სირბილით მივიდნენ. კარი ხმაურით გააღეს და სიცილით შეცვივდნენ.
_ საოცარი..საოცარი საღამო იყო.. მადლობა ამისთვის – მიუბრუნდა სალომე თუხარელს
_ საოცარი საღამო მარტო შენთვის – თითი ცხვირზე მიაბჯინა მან
_ იმედია ჩვენი ინვესტორები ხვალ მაინც მოგვაკითხავენ..
_ არ მოგვაკითხავენ – გაიღიმა ალექსანდრემ
_ აბა რამდენ ხანს ვიქნებით ესე? – გულწრფელი გაოცება გამოეხატა სალომეს
_ ეს ყველაფერი შენთვის გაკეთდა პატარა ანგელოზო!..

14

სალომემ რამოდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა და მხიარულება უცებ გაუქრა სახიდან..
_ არავითარი ინვესტორი არ არსებობს – ღიმილით განაგრძობდა ალექსანდრე – ეს ჩემი მოკრძალებული საჩუქარია..
_ მოიცა.. თქვენ ნასვამი ხართ.. იმედი მაქვს ეს ასე არ არის..
_ სალო.. დაჯექი და მომისმინე – თუხარელმა მხრებში მოკიდა ხელი სალომეს და აივანზე გაიყვანა, სავარძელში ჩასვა, თვითონაც მიუჯდა და განაგრძო _ წინასწარ გაფრთხილებ თმების გაშლას და ჩხუბს რეაქციის გარეშე დავტოვებ.. თუ გაინტერესებს აქ როგორ აღმოჩნდი სინამდვილეში მომისმინე.. მე თვითონ გადავწყვიტე აქ წამომეყვანე, დემეტრეს წამოსვლა სრული ფარსი იყო.. მან ყველაფერი იცის.. – სალომეს თვალები გაუფართოვდა.. – ამდენი იმიტომ გაწვალე, რომ ყველაფერი ბუნებრივად ყოფილიყო..დეტალებზე საფიქრელად მერე გექნება დრო..
_ ეს რატომ გააკეთეთ.. – მიმქრალი ხმით ჰკითხა სალომემ
_ შენ ყველაზე საინტერესო სამყარო გაქვს ამქვეყნად, ეს მე მკვებავს, ვალი ასე დაგიბრუნე – იდაყვებით მუხლებზე დაეყრდნო თუხარელი და სალომეს თვალებით მიუალერსა.
_ თქვენ გესმით რას აკეთებთ?
_ მე არ მესმის აქამდე რას ვაკეთებდი..უშენოდ..
_ ხვალვე გავფრინდები თბილისში!
_ ფრენა ერთი კვირის მერეა.. გაქცევას გირჩევნია დატკბე.
_ რას ემსახურება თქვენი ასე დახარჯვა?
_ ?
_ ჰო, ასეთი გადაყოლა..იმედია გესმით, რომ ეს თქვენთვის სასურველი დასასრულით მაინც არ დამთავრდება!
_ გააჩნია ჩემთვის სასურველში რას გულისხმობ სალო.. თუ ისევ ფიქრობ, რომ შენი ლოგინში შეტყუება მინდა ვერაგულად - ცდები.. სხვა დასასრული იქნებ შენც გაწყობდეს..
_ სიახლეებს ასე ადვილად ვერ ვეგუები! საერთოდ ამერია ყველაფერი, არ ვიცი რა მიზნით ვარ აქ.. რას ვაკეთებ..
_ შენ ყველა კითხვაზე გაქვს პასუხი?
_ თითქმის.. და თუ არ მაქვს ვცდილობ მქონდეს
_ ჩემს მიმართ რას გრძნობ..ამაზე თუ გაქვს პასუხი? _ საშინელ სიბრაზეს, საოცარ უხერხულობას, უზომო მადლიერებას და სირცხვილს..
_ და?
_ ..და ვნატრობ ნეტავ საერთოდ არ გადაგყროდით
_ რომ მერე ეს ყველაფერი არ განგეცადა? რაც შენ ჩამოთვალე ცეცხლოვანი, ეკვადორული სიყვარულის თვისებებია ცნობისათვის..
_ ..ან გულწრფელი პასუხები! თქვენ ჩემი ნატვრა აასრულეთ.. მე კი საშინლად მრცხვენია თქვენი!
_ იმიტომ, რომ ფიქრობ ვალში ხარ? კარგად მახსოვს შენი ნაუბარი თეონასთან ყაზბეგში..
_ თუნდაც.. – ალექსანდრემ უცებ წამოახტუნა სალომე სავარძლიდან და აივნის კიდეზე შემოსვა.
_ შენ რაც არ გინდა არ მოხდება.. ოღონდ გულწრფელი იყავი.. ახლა მართლა არ გინდა რომ გაკოცო?
_არა.. – თავი გააქნია ისე, რომ თავი არც აუწევია.. ალექსანდრემ თავი ააწევინა და აიძულა თვალებში ჩაეხედა მისთვის.. სალომემ ვერ გაუძლო მისი დიდრონი, მომნუსხველი თვალების ყურებას, თავი გვერდზე გაწია და ხელები კისერზე შემოხვია ალექსანდრეს. იგრძნო როგორ შეკრთა მამაკაცი, მერე აცახცახდა, სალომეს წელზე მოხვია მკლავები და კიდევ უფრო მჭიდროდ მიიზიდა. გული ორივეს ამოვარდნას ჰქონდა..
_ აი ამისთვის კუბაში კი არა მთვარეზეც წაგიყვანდი! – ჩასჩურჩულა ალექსანდრემ და აივნიდან ჩამოსვა. თავი აუწია და ტუჩებზე დაეკონა. დიდხანს იდგნენ ასე, ბოლოს ტუჩები მოაცილა და გულზე მიიხუტა.
_ ძლივს გახსენი ბაგე – გაიცინა მან. სალომე ისევ კანკალებდა. _ მეტის მოლოდინი არ გქონდეს.. არ მინდა შეგაშინო.. – თმაზე ხელი გადაუსვა და შუბლზე აკოცა. ჯერაც ვერ გაეცნობიერებინა რა მოხდა.. დემეტრეს რჩევის მიუხედავად საქმიანი ტანსაცმლით დახუნძლა სამგზავრო ჩანთა, თურმე ტყუილად გაისარჯა..დემეტრე..ღმერთო, მან ყველაფერი იცის..როგორ მერიდება ამ კაცის..რას იფიქრებს ჩემზე..აუცილებლად ეგონება, რომ ალექსანდრე და სალომე ერთად არიან კუბას ამბების მერე. აუცილებლად უნდა წავიდეს, სასწრაფოდ! არ უნდა აქ.. ეს ყველაფერი როგორ მოაწყო? სალომემ დეტალებში აღიდგინა ყველა ფერი, თითოეული სიტყვა, თითოეული გამოხედვა.. რატომ აკეთებს ამას.. რა უნდა ალექსანდრე თუხარელს? რაც არ უნდა გაიგიჟოს თავი ფაქტი ერთია! მხოლოდ ერთი ღამით რომ სდომებოდა სალომე მაშინ ნამთვრალევზე ალბათ მართლა შეძლებდა მიზნს მიღწევას ძალით თუ ნებით.. მაგრამ ასე არ მოქცეულა. ნუთუ შესაძლებელია იმაზე ფიქრი, რომ თუხარელს მართლა შეიძლება უნდოდეს მასთან ყოფნა? მართლა ვერ ძლებდეს მის გარეშე? ნუთუ შესაძლებელია მისი ნათქვამი სიტყვები სიმართლე იყოს? საშინელებაა ასე ყოფნა..ნეტავ სახლში ჩასვა ეხლა..ნინოსთან ერთად დივანზე ფეხებაკეცილი.. ყველაზე ბედნიერი იქნებოდა! ..და ყველაზე მართალი.. მაგრამ ვერ იპოვიდა ნამდვილ ბედნიერებას.. კაცმა არ იცის ეს ნამდვილი ბედნიერებაა თუ პოტენციური ვარამი. ოდესმე მაინც მოუწევდა გადაწყვეტა.. ვის ელოდება? რა უნდა საერთოდ? ყველაფერი იდეალურადაა..ღმერთო..რატომ არ უნდა ამ კუთხით შეხედოს ყველაფერს.. მაგრამ რა ქნას ეხლა.. მაინც არსებობს კითხვა, რომელზეც პასუხი არ აქვს! სალომე აივანზე გავიდა და სავარძელში დაჯდა.
_ მე არ ვიცი რა ვაკეთო, რა უნდა ვქნა ახლა..
_ შენ კუბაში ხარ! სხვა ოცნებებს გაუხსენი ასპარეზი..შენ ხომ ამის დიდოსტატი ხარ. დატკბი აქ ყოფნით.. გაჯერდი კუბური ჰაერით და ღიმილი არ მოიშორო.. ფორმალური გარემო თბილისში ჩასულს ისედაც არ აგცდება.
_ თქვენ?
_ მე? მომიშვი შენამდე და ნუ შეგეშინდება..
_ რომ ვერ აეწყოს ეს ყველაფერი?
_ დასაწყისშივე დასასრულს ნუ ელოდები.. დიდხანს მოგიწევს ლოდინი..უზომოდ დიდხანს.
_ მე თითქმის არ გიცნობთ..
_ თქვენობით ლაპარაკს რომ მოიშლი გაცნობის ეტაპზე მერე ვიფიქროთ. უკვე სწორი გზით მიდიხარ
_ გამოუვალი გზით მივდივარ.. – ალექსანდრემ გადაიხარხარა
_ თვითონაც კარგად იცი, რომ არ არის ასე. მე შენს ძალით მოპოვებას არ ვაპირებ.. შენი სიტყვა გადამწყვეტია!
_ გადამწყვეტი? გადამწყვეტი რომ ყოფილიყო აქ არ ვიქნებოდით..
_ აქ რომ ვართ ეგ ჩემი მზაკვრული ჩანაფიქრია, შენი სიტყვა კი მაინც გადამწყვეტი..აი მაგალითად ახლა თუ მეტყვი დავიძინოთო სიამოვნებით დაგთანხმდები – გაიღიმა ალექსანდრემ, სალომესაც შეეტყო გახალისება
_ შირმა ისევ ძალაშია! – თითი გაიშვირა “დაბრკოლებისკენ”
_ ჰმ.. მეტი მოჰიტო უნდა შემეკვეთა – გაიცინა ალექსანდრემ, სალომეს მიუახლოვდა, მისი სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე აკოცა _ ძილი ნებისა სალომე – დაიჩურჩულა და საწოლისკენ გაემართა. სალომემ გამოიცვალა, ლოგინში შეძვრა და ისევ არეულ ფიქრებს დაუწყო ბრძოლა.. “რა გინდა მასთან ოთახში” არ ასვენებდა აბეზარი პასუხგაუცემელი კითხვა “რას ეტყვი დედას? ახლობლებს?” ბანს აძლევდა მეორე..ბრძოლაში ჩაეძინა.. დილით გაემზადნენ და პლაჟზე ჩაყოლებული ღია კაფეებისკენ გაემართნენ, სასტუმროში არ უსაუზმიათ.
_ ჩემზე არაფერს მეკითხები..თანამშრომლებმა განგანათლეს? – საუზმობას საუბარი დაურთო ალექსანდრემ
_ არა, არაფერი უთქვამთ..
_ აბა რატომ არ მეკითხები?
_ სტანდარტული პროტოტიპი ხართ..ხარ.. – გაიღიმა სალომემ – დღეს ყველას ასე წარმოუდგენია პრინცი..
_ მაგრამ შენ არა..
_ მე საერთოდ არ წარმომიდგენია პრინცები და არც მეტ-ნაკლებობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა გარკვეული აბსტრაქტული, თანდაყოლილი თვისებების გარდა..
_ შენით გინდა არა მოიპოვო? ოჰ მამა მამა..
_ არა რატომ.. თუმცა გარკვეულწილად მამის გამოა. ცუდი სულაც არ არის, მე საკუთარი მინდა.. ოფლდაღვრილის გემო მინდა ვიგრძნო.. ამ დროს ყველაზე ძლიერი ხარ.
_ ძლიერი ამა ქვეყნისა..
_ ჰო, ამა ქვეყნისა და იმ ქვეყნისაც. ოღონდ ამა ქვეყნის ძლიერებში ეხლა სიმუხთლით და ბოროტებით მოპოვებული უფრო განიხილება..მე კი არ მომწონს სუსტი ადამიანები.. ასე მიღწევა ყოველთვის უფრო ადვილია, შრომა კი ძნელი.. ბოროტება სისუსტეა, ისევე, როგორც განუკითხაობა, უსამართლობა. ასეთების დრო მალე მიდის, მალე იფარცხებიან, დაუსჯელი არავინ რჩება.. შრომას და პატიოსნებას კი მარტო სიძლიერე მოაქვს, ეს ტანმდევი ბოროტებები ხომ მარტო აძლიერებს ადამიანს. ქვეყანა რომ გადაბრუნდება ძლიერი ფეხზე დარჩება..მას გამომუშავების და შრომის ალღოს ვერავინ წაართმევს, სუსტს კი გამომუშავებული უბადრუკი უნარიც უკნინდება.
_ და რას ფიქრობ.. რომელი ვარ?
_ სადღაც შუაში დგახარ ალბათ
_ ალბათ, თუმცა ჩემს ფინანსურად ძლიერ მშობლებს არასოდეს მოუციათ ჩემთვის გათამამების უფლება. რაიმე თუ მინდოდა მისკენ მიმავალ გზას მასწავლიდნენ.. სულ ელემენტარულზეც კი. საზღვარგარეთ რომ ვსწავლობდი მამა თითქმის არასდროს მიგზავნიდა ფულს..დაფინანსებაც თვითონ მოვიპოვე, სტიპენდიაც და სამსახურიც ერთ-ერთ ბარში. ბარმენად ვმუშაობდი, ფლაირინგის მერე იქაურობასაც ვალაგებდი და მეტს ვიმუშავებდი. დედა ჩუმად მაინც მიგზავნიდა, მაგრამ ეს აღარ იყო მნიშვნელოვანი, მთავარი იყო მე პრინციპი გავიგე! რომ ჩამოვედი ინტერნეტით დავიწყე სივების გაგზავნა, ახლობლისთვისაც კი არ უთხოვია მამას დახმარება აღმოეჩინა ჩემთვის. ერთერთ კომპანიაში მიმიღეს და რამოდენიმე წელში წარმატებას რომ მივაღწიე მერე გადმომიყვანა თავის კომპანიაში.. ერთ-ერთი ყველაზე პატარა და ახალი განყოფილება ჩამაბარა. დღეს ეს განყოფილება ცალკე კომპანიას წარმოადგენს, გავაფართოვე და ცალკე პროფილად გამოვყავი.
_ საარაკო საქციელია! მეც ასე მზრდიდა დედა.. არასოდეს გავუთამამებივარ.. დედას ეხლას ტანჯავს იმის კომპლექსი, რომ უმამოდ გაზრდილი ვარ და რამე ისე არ შეეშალოს და გაუმკლავდეს.. მახსოვს სკოლაში იმის გამო, რომ მეც ნორმალურად მცმოდა ზამთარს ძირგახვრეტილ ფეხსაცმელში ატარებდა..სისველე რომ არ შესვლოდა პარკს და კარდონს უფენდა. მუშაობა რომ დავიწყე სულ თავიდან იტირა..გამოდის შენ ჩემი მოცემული არ გყოფნის და თვითონ გადაწყვიტე შემოსავალი გაიჩინო..მე დედა ვარო? ძლივს დავარწმუნე, რომ ეს აუცილებელი იყო! სწავლას მიხედე, დრო არ დააკლოო სულ მეუბნებოდა. ჩემი პირველი ხელფასი ძალიან სასაცილო იყო..ამაზე ორივემ ვიცინეთ, მეორე უფრო სერიოზული, მთეეელი ათი ლარით მეტი იყო.. მერე მართლა მოიმატა. მერე დადგა ჩვენს ცხოვრებაში ისეთი პერიოდიც, როცა დედა კრიზისის გამო ორი-სამი თვე უხელფასო შვებულებაში გაუშვეს და ჩემი ხელფასით ვცხოვრობდით..ეს ყველაზე საამაყო პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში..ყველაზე ტრაგიკული – დედასთვის. ახლა მშვიდადაა, სწავლა დავამთავრე და სამსახური მაქვს..აღარ დამცინის – გაიცინა სალომემ
_ ვერ ვიგებ რატომ არ ხარ ეგოისტი.. დედისერთები სულ ასე არიან გამიგია..
_ ეგოიზმიც სისუსტეა! და უფრო მეტიც! სისულელე.. რატომ უნდა მიხაროდეს მარტოობა? მთელი ცხოვრება აუხდენელ ოცნებად მრჩება..
_ მე ერთი და მყავს.. საზღვარგარეთაა, ეხლა იმას ტანჯავს მამაჩემი – გაიცინა ალექსანდრემ – წავიდეთ? – მაგიდიდან წამოდგნენ და სეირნობით განაგრძეს გზა. _ ხედავ? პირველი თემაა რაზეც ვისაუბრეთ და განსხვავებული აზრიც არ გაგვჩენია..
_ თუმცა პირველი თემაა..
_ კაი..დაიწყე მეორე – გაუსწრო ალექსანდრემ და საბრძოლო პოზაში დადგა. სალომეს სიცილი აუტყდა. _დედამ ცურვა თუ გასწავლა? – ჰკითხა მამაკაცმა
_ კი, ქობულეთში, თოთხმეტი წლის ვიყავი, თავიდან ყვინთვა ვისწავლე, მერე ბაყაყურად ცურვა
_ აბა ვნახოთ ხომ არ დაგავიწყდა – თქვა ალექსანდრე და სალომე მხარზე გადაიკიდა, კივილის მიუხედავად ზღვაში შეთქაფუნდა მასთან ერთად ჩაყვინთა.
15
_ ჰუუუუ…წყალი ცივიაააა.. - შეაჟრჟოლა ამოყვინთულ სალომეს
_ მოდი გაგათბო – მიცურა მისკენ ალექსანდრემ და ჩაიხუტა. სალომეს ჟრუანტელმა დაუარა ტანში..მართლა გათბა.. წყლიდან ამოვიდნენ, სიცივისგან კანკალებდნენ და ერთმანეთს ეხუტებოდნენ..
_ ეს კუბური არდადეგებია – ნიკაპის კანკალით თქვა სალომემ
_ ჰმ..არც იფიქრო, რომ ბოლოს შენს სასახლეში გაგიშვებ – მკლავი მოხვია ალექსანდრემ და საფეთქელზე აკოცა. ნომერში მიირბინეს, ალექსანდრემ შესვლისთანავე გაიძრო სველი მაისური და საწოლზე დადო. სალომემ თვალი აარიდა მის უზადოდ მიმზიდველ სხეულს, წყლის წვეთები რომ უფრო მეტ ეფექტს აძლევდა.
_ აბაზანაში შევალ.. – თქვა მან და სასწრაფოდ შევიდა. მოწესრიგდნენ და აივანზე დასხდნენ, მთელი დღე საუბარში გატარეს, ათას რამეს მოედნენ და საღამოს ისევ პლაჟისკენ გაემართნენ, ზღვაში ყოფნისას ნაპირზე ბუნგალოები შენიშნეს და გადაწყვიტეს ლაპარაკისგან დაესვენათ, მთელი უხერხულობა და ენერგია იქ დაეხარჯათ. სალომეს თეთრი თავისუფალი პერანგი ეცვა და ჯინსის მოკლე შორტი, რაც მის ლამაზ ფეხებს უსვამდა ხაზს. თმა გაეშალა და ცოცხალი ყვავილი დაემაგრებინა. მხიარულად, შინაურულად მიუყვებოდნენ ქვიშას.. ალექსანდრე თვალს ვერ აშორებდა მის უზადოდ დახვეწილ გარეგნობას და ჩამოქნილ ტანს. ბარში შევიდნენ, ალექსანდრემ ტეკილა შეუკვეთა და სალომეს მიუჩოჩდა
_ ნამდვილი გუანტარამერა ხარ, აი ის ფერნანდესი რომ უმღერის, ჩემი გუანტარამერა.. _ მაგ ქალმა ფერნანდესი მიატოვა ცნობისათვის.. – გაიღიმა სალომემ
_ ვაა არ ვიცოდი..და რაო, სად გაიქცა?
_ ეგ უკვე მე აღარ ვიცი
_ შენ ვერსად დამემალები, ყველგან გიპოვნი.
_ ..ან ფერნანდესივით სიმღერას დაწერ – გაიცინა სალომემ
_ ჰო.. დაახლოებით ფშავტარამერა გამოხვალ, ან რაღაც მაგდაგვარი – უკვე ორივე იცინოდნენ, ბარმენმა ათ ათი ტეკილის ჭიქა დააწყო და ოსტატურად შეავსო. ლიმონი და მარილი დაულაგა და შეიკერის ნჯღრევა დაიწყო.
_ ყველა ჭიქით ჩვენს აქ ყოფნას გაუმარჯოს იცოდე.. – “გააფრთხილა” ალექსანდრემ და თითი აწია
_ ჰმ.. ცუდია, მე სუფრიდან კუთხე-კუნჭულების გარეშე არ ვდგები – გაიცინა სალომემ _ მეორე ათით ეგ დავლიოთ, აბა დავიწყეთ! – მოემზადა ალექსანდრე და ზედიზედ ოთხი მარილიანი ჭიქა გამოსცალა, ლიმონიც მიაყოლა და თვალდაჭუტულმა ჰკითხა
_ ჰაა დაგელოდო? მოდიხაარ?
_ ამდენი გამიჭირდება, მაგრამ რამოდენიმეს შევეჭიდები – უპასუხა სალომემ და ორი ჭიქა მიაყოლა. ალექსანდრემ მალევე გაჟუჟა ათივე ჭიქა და სალომე სულ ძალით აიყვნა ხუთამდე. სასმელმა და ენერგიულმა მალე იმოქმედა, გახალისდნენ, გარშემო ყველა სვამდა და ცეკვავდა, მუსიკოსები თავს არ ზოგავდნენ ენერგიული რიტმებისთვის.
_ ასე კარგად დიდი ხანია არ მიგრძვნია თავი..მიყვარს კუბა! ცეკვაც მიყვარს და მინდა.. – სალომე ბარმენს მიუბრუნდა და ესპანურად რაღაც გადაულაპარაკა, ბარმენს გაეღიმა და თავი დაუქნია
_ რაო?
_ ვუთხარი მუსიკის და ცეკვის სამშობლოა კუბა-მეთქი
_ ესპანურად როგორ იქნება მეცეკვე ჩემო საყვარელო?
_ ესპანურს მერე გასწავლი, კუბურად კი ასე იქნება.. – სალომე წამოდგა, ალექსანდრეს ხელი დაავლო და საცეკვაოდ წაიყვანა. ტრიუკების კეთებაც კი გაბედეს, ალექსანდრემ ხელში აიყვანა სალომე და ამოატრიალა, მერე დააბზრიალა და მკლავზეც გადაიწვინა. ცეკვისგან გაოფლილები დაბრუნდნენ სკამებზე
_ ვერასოდეს წარმოვიდგენდი ასე თუ ცეკვავდი
_ ვერც მე ისე..რომ გითხრა ასეთი ცეკვა არასოდეს მიცეკვია მეთქი დამიჯერებ?
_ უარის თქმას მაინც აზრი არ აქვს.
_ კიდევ დავილიოთ! - ხელები აათამაშა ალექსანდრემ ბარზე და ჭიქების შევსება ითხოვა
_ არა საკმარისია, მე მართლა ძალიან მომეკიდა უკვე
_ უარის თქმას მაინც აზრი არ აქვს – გამოაჯავრა თუხარელმა
_ აქვს როგორ არა..
_ ჰოო? მაშინ მითხარი დამიჯერებ თუ არა ასე რომ არასოდეს მიცეკვია?
_ კარგი ხოო.. დამისხი – სიცილი აუტყდა სალომეს. ორი ჭიქა კიდევ მიამატა და იგრძნო როგორ დატრიალდა ყველაფერი, ცოტა ხანს თავი ჩარგო ხელებში, მერე აწია და თვალები ფართოდ გაახილა, თითქოს ამით სიმთვრალის დონეს დაადაბლებდა. ბევრი იცეკვეს, სალომე მიხვდა, რომ უკვე შეძლებდა გავლას, როგორც სჩვეოდა ფეხსაცმელი ხელში დაიჭირა და ქვიშიან პლაჟზე გავიდა. ალექსანდრე წამოდგა და მაშინვე გაყვა, ეშინოდა არ წაქცეულიყო
_ გახსოვს ზღვაზე რომ მითხარიი? – მიუბრუნდა ალექსანდრეს – აქ ზღვაც განსხვავებულია, შეიძლება სხვა ნაპირი ჯობდეს, მაგრამ ეს სხვანაირად განსხვავებულია.
_ რითია განსხვავებული?
_ იმით, რომ კუბას სანაპიროა, იმიტომ, რომ აქ ტალღებიც ცეკვავენ, იმიტომ, რომ ზღვა მუსიკითაა გაჯერებული, იმიტომ, რომ მე მიყვარს..
_ საინტერესო თეორიაა.. მეც ასე ვფიქრობ შენზე არადა.
_ ააარა არა – თითი სასაცილოდ გააქნია სალომემ – ჩემი თეორია კუბასია, შენ სხვა რამე მოიფიქრე თუ გინდა.. მაგალითად წვიმა, ყვავილები, ვარსკვლავები..
_ ასეთი კომპლიმენტები მოგწონს? ვადაგასული და დაპაშტეტებული, წვიმას მაგონებ, ისე ნაზად ეფინები მიწას როგორც წვიმის წვეთები..ასეე? – იცინოდა ალექსანდრე
_ სულაც არა..
_ როგორ არა, ალბათ დიდხანს ელოდე და ეხლა გინდა ამ ხერხით წამომაცდენინო. პლატონურობისაც ხომ არ გჯერა შენ? – აბრაზებდა ალექსანდრე
_ შენთან მჯერა, აი აქ, ისე არა! ნუ ცდილობ გამაბრაზო, ნასვამზე სასაცილო ჩანს, ხვალ დამცინებ..
_ რა კარგი საშუალებაა ნასვამობის მომიზეზება..შენ ნასვამი ხარ, ცაზე ვარსკვლავები კიაფობენ..
_ შენეული კომპლიმენტი მითხარი, დაანებე ამ ციურ სხეულებს თავი – დოინჯი შემოირტყა სალომემ
_ შეგრცხვება!
_ სცადე!.. – ალექსანდრემ მკლავები გადააჯვარედინა და თვალები მოხუჭა, თითქოს სცდისო
_ არა, ხვალ გაიღვიძებ და შეგრცხვება..
_ სცადე! – მიუახლოვდა სალომე და ძალიან ახლოს დაუდგა, თვალებში უყურებდა
_ ამ წუთას სიამოვნებით მიგალულინებდი მაგ თვალებს ნეტარებისგან, ესე უტიფრად რომ მიყურებენ და მიწვევენ – ალექსანდრემ თვითონაც გადადგა ნაბიჯი სალომესკენ..ერთმანეთს სანტიმეტრებიღა აშორებდათ
– შენც მითხარი რამე, ოღონდ ყვავილების და წვიმის გარეშე – სალომემ ერთხანს უყურა თვალებში, მერე თითის წვერებზე აიწია, თავი აწია და უჩურჩულა
_ ამ წუთას ერთადერთი ხარ ვისი მუქარაც სასიამოვნო იქნებოდა – თქვა და კისერზე ხელი მოკიდა, ჩამოწია და ძალიან ფრთხილად აკოცა. ალექსანდრეს სისხლი აუდუღდა, სალომეს მკლავი მოხვია, ძლიერად მიიზიდა თავისკენ და კოცნა გააცხოველა. მისდა გასაკვირად სალომეც აყვა, ხელები შემოაჭდო კისერზე და გრძნობით აყვა. ცოტა ხანში გამოერკვნენ, ორივე მძიმედ სუნთქავდა..
_ წავიდეთ.. – მკაცრად თქვა ალექსანდრემ, სალომე უსიტყვოდ დათანხმდა. სწრაფი ნაბიჯებით მივიდნენ ნომრამდე.. კარი გააღეს. სალომე შევიდა და მაშინვე აივნისკენ გაემართა. ალექსანდრე წამებში დაეწია და მკლავით შემოატრიალა..კედელთან მიიმწყვდია და თვალებში ჩააშტერდა..სალომეს პირველმა კოცნამ გაუელვა.. მაშინაც ხომ ასე იდგა.. ასე არა, ალექსანდრეს რაღაც სხვანაირი ცეცხლი ჩასდგომოდა თვალებში, სხეული უხურდა..ტუჩებზე ცერა თითი გადაუსვა და ბაგე გაახსნევინა. ფრთხილად, ვნებიანად კოცნიდა, ოსტატურად ინაცვლებდა ბაგედან-ბაგეზე, სალომე დუმდა.. არ უნდოდა ეს ყველაფერი თუნდაც პატარა ხმაურს შეეწყვიტა..ამის წარმოდგენაზე ხელები მოხვია მამაკაცს და თმაში შეუცურა. ალექსანდრემ ნელ-ნელა გადაინაცვლა მის ყელზე, სალომეს სურნელს ისრუტავდა, მთელი არსებით კოცნიდა..გოგოც მის ხელებში დნებოდა..ალექსანდრემ ფეხზე მოკიდა ხელი და წელზე მიიბჯინა..უფრო მიიკრო სალომეც.. გახელებული უსვამდა ხელებს, წელზე აინაცვლა, ბეჭებზე, მერე ხელი კისრიდან ყელში ჩამოუცურა და ჩასცდა. სალომემ იგრძნო როგორ დაებერა მამაკაცს კუნთები და უფრ მეტად გაუხშირდა სუნთქვა. ალექსანდრემ უცებ თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა..
_ მითხარი, რომ არ გინდა გაჩერება..მითხარი, რომ არ გამექცევი ამაღამ..არ მინდა ხვალ ყველაფერი ნასვამობას დააბრალო.. – ისევ დააკვდა ტუჩებზე, თითქოს ეშინოდა ამის გაგონების. ფეხებით წელზე შემოისვა და ოთახში შეიყვანა..საწოლზე გადაწვინა და ზემოდან მოექცა. გაგიჟებით ეფერებოდა, მთელი ვნებით ეკვროდა ტანზე..
_ სალომე ჩემი მინდა გახდე!
_ არა..ასე არა – ამოიჩურჩულა ხმამიბნედილმა, მაგრამ გაჩერება თვითონაც უჭირდა
_ გაჩუმდი და მენდე, ამ წუთიდან შენ ჩემი ხარ – ტუჩებზე ხელი ააფარა ალექსანდრემ და ღილები გაუხსნა.. მკრთალ შუქზე სალომეს ვნებისგან დაბურცულმა მკერდმა შეანათა..ალექსანდრე უკან ვეღარ დაიხევდა. მაისური გადაიძრო და დაბრკოლებების გარეშე შეიგრძნო მისი ათქვირებული სხეულის სიმხურვალე.მკერდი ხელში მოიქცია და ამოიგმინა..ფერებით ჩაყვა დაბლამდე..ალექსანდრეს გაგიჟებულ გმინვას სალომეს ვნებიანი ამოკვნესაც შეერია.. რამოდენიმე წუთში სიბნელე ტკივილნარევმა კივილმა შეძრა.. ცოტა ხნის მერე გადაჯვარედინებულები ისხდნენ ლოგინზე და ალექსანდრე მოცახცახე გოგოს თბილი ალერსით ამშვიდებდა. სალომეს ალექსანდრეს შიშველ მკერდზე მიედო თავი და ცრემლები მოსდიოდა.. ტკივილი და ემოცია ჯერ ვერ გაენელებინა.
_ ნუ ტირი ჩემო სიცოცხლე.. ეს ჩემგან მოყენებული ბოლო ტკივილი იქნება შენს ცხოვრებაში – ეჩურჩულებოდა მამაკაცი და ბავშვივით ეფერებოდა..თავზე ხელს უსვამდა და ცრემლებს კოცნით უშრობდა. დიდხანს იყვნენ ასე ჩახუტებულები, მერე ჩაეძინათ.

16

სალომეს მალევე გაეღვიძა..ჯერ არ გათენებულიყო. ალექსანდრეს მკლავებში მოემწყვდია და სახე მის თმაში ჩაერგო. მისკენ გადაბრუნდა და ხელი თმაში შეუცურა. საოცრად მშვიდი იყო ალექსანდრე, ბავშვივით ეძინა, თბილი სხეული და საოცრად მიმზიდველი სურნელი ჰქონდა. სალომე ცოტა ხნის წინ მისი გახდა! რას წარმოიდგენდა.. გაახსენდა ყველა მომენტი და თვალები დახუჭა.. მძინარესიც რცხვენოდა. გათენებისას ჩაეძინა. რომ გაიღვიძა მზე უკვე დიდი ხნის ამოსული იყო, ალექსანდრე ოთახში არ დახვდა. წამოიწია, რომ აბაზანაში შესულიყო და კინაღამ შეჰკივლა..ყველა ძვალი და ყველა ნაწილი სტკიოდა. ძლივს გალასლასდა და თავი მოიწესრიგა. კარგად დააკვირდა სარკეში თავის თავს.. რატომღაც ეგონა, რომ ეს მნიშვნელოვანი ცვლილება სახეზეც აღებეჭდებოდა, მაგრამ ვერაფერი შენიშნა. ტანზეც არაფერი ეტყობოდა, დიდხანს იტრიალა, წყალი გადაივლო, თეთრი ხალათი მოიცვა და გამოვიდა. პირსახოცი როგორც კი მოიხსნა თავიდან ალექსანდრეც შემოვიდა ოთახში, სალომე ინსტიქტურად წამოდგა და პირსახოცი გულზე მიიხუტა. გული აუჩქარდა..
_ სალო გაიღვიძე? - თბილად ჰკითხა მამაკაცმა და ჩაეხუტა. სალომეს სითბომ დაუარა ტანში.. გააცნობიერა, რომ მარტო მისი შეხება ამშვიდებდა, მარტო მასთან აძლევდა თავს ყველაფრის უფლებას და მარტო მას ეკუთვნოდა! არაფერი უთქვამს.. ალექსანდრემ თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა
_ როგორ ხარ? – გოგომ თვალები დახუჭა, ნერწყვი გადაყლაპა და უხმოდ დაუქნია თავი
_ მეჩვენება, თუ ნერვიულობ? – სალომემ ცრემლიანი თვალებით ახედა და გაეცინა.
_ ჩაიცვი და გავიდეთ სადმე, არ გშია?
_ არა აქ ვიყოთ.. არ მინდა გასვლა.. – ეგონა წინა ღამე ზედ ეწერა და ყველა მას დაუწყებდა ყურებას
_ აბა რა გინდა ჩემო ანგელოზო?
_ საშინლად მრცხვენია შენი..
_ ცეკვისას ფეხი რომ დამადგი? არაუშავს, არ მტკენია.. – იღიმოდა ალექსანდრე, გოგოსაც გაეცინა. თუხარელმა სალომე სავარძელში ჩასვა და გვერდით მოუჯდა.
_ სალო.. სანერვიულო არაფერი გაქვს.. ახლა წესით ცხოვრება უნდა გიხაროდეს ჩემსავით.შენ ჩემი ხარ მთლიანად და არასოდეს გაგიშვებ დღეიდან! სამუდამოდ ამოგკეტე ჩემს გულში და შენი უხილავი კედლების იქითაც გავიდგი ფესვი! შენ მე სამყარო გამიფერადე, ახალი ძალასავით შემოხვედი ჩემს ცხოვრებაში და ამოსუნთქვის საშუალება აღარ მომეცი! ვერ გაგიშვებდი.. არ შემეძლო.. ჩემი მიმუქებული ადგილები შენ შეავსე და გააფერადე, ფაზლივით მომერგე.. შენ ჩემი ნაწილი ხარ! მინდა იგივეს გრძნობდე და ასე არ მისტიროდე უმანკოებას. ვიცი ეს შენგან ყველაზე დიდი საჩუქარია და ისიც მე მერგო! იცოდე, რომ ყოველთვის გავუფრთხილდები! ყბედად ვიქეცი ხომ ხედავ..მაგრამ იქამდე ვიყბედებ სანამ შენს თვალზე გაურკვევლობის უკანასკნელ წვეთსაც არ გავაშრობ! შემომხედე და მითხარი რას გრძნობ..შიშების და თავს დატეხილი კითხვების გარეშე მითხარი..
_ უკვე ყველაფერი გითხარი.. გუშინ კი არა, მანამდეც.. მაშინ, როცა გავიგე აქ როგორ მოვხვდი და არ გავიქეცი.. როცა მაკოცე და ხელი არ გკარი.. მართალი ხარ, მეტისმეტად ზღაპრულადაა ყველაფერი და ამით ტკბობა არ შემიძლია ზედმეტი კითხვების გარეშე.. მაგრამ ამ წუთას შენ რომ გხედავ.. – სალომემ თავი ჩაღუნა – ჭირსაც წაუღია სხვა ყველაფერი.. – ალექსანდრემ გულიანად გაიცინა და სალომე მხარზე მიიხუტა
_ ჩემი ანგელოზი.. საოცრება ხარ სალო! ჩემი საოცრება, მარტო ჩემი!
_ მარტო შენი.. – გაიმეორა სალომემ და მთელი ძალით მიეკრო თუხარელს. დიდხანს ისხდნენ ასე, ესიყვარულებოდნენ ერთმანეთს, საღამოსკენ ალექსანდრემ სალომეს სთხოვა გამოეწყვეო. სალომემ წამოღებულებიდან საუკეთესო კაბა ჩაიცვა, მაკიაჟი და თმა როგორც ყოველთვის საოცრად მოიხდინა და გამოძახებულ ტაქსის ალექსანდრესთან ერთად დაელოდა. მანქანა ერთ შემაღლებულ ადგილას გაჩერდა, ულამაზეს რესტორანში, წყვილი ვერანდაზე გავიდა და სალომემ გაოცებისგან ნაბიჯი ვეღარ გადადგა.. მათ წინ ულამაზესი ხედის ფონზე საოცრად ნატიფად გაწყობილი მაგიდა იდგა ორ პერსონაზე.. ალექსანდრეს რომანტიკული ელემენტებიც არ დავიწყებოდა. მაგიდასთან მიიპატიჟა და თვითონაც დაჯდა.
_ ეს ყველაფერი როდის მოასწარი?
_ სანამ შენ გეძინა – გაახსენა აკვიატებული ფრაზა მამაკაცმა. ღვინის ბოკალი აიღო და მსუბუქად მიუჭახუნა. ვახშამი საოცრად გემრიელი გამოდგა.. მუსიკა ისევ კუბური იყო..მხოლოდ არა ენერგიული.
_ ჩემი ჩე გევარა ხარ შენ! – მაგიდას დაეყრდნო ალექსანდრე – ესე უცებ შემოვარდი და გადამატრიალე.. ხანდახან არც მგონია რეალური ადამიანი თუ ხარ..
_ შენ კიდევ ფიდელ კასტრო! ოპოზიციურ აზრს არ ახარებ, მითხარი ჩემი უნდა გახდეო და მეც ვერ შეგიშალე ხელი..
_ ჰაჰაა.. ხელის შეშლა როგორ არ შეგეძლო, უბრალოდ არ გინდოდა! და რომ იცოდე რა ბედნიერი ვარ ამით.. ეხლა კუბაში, სანტიაგო დე კუბას ერთ-ერთ ულამაზეს რესტორანში ჩემს გვერდით ზიხარ და გრძნობებით და ემოციით მტენი! ვერც ვიფიქრებდი თუ შენ იქნებოდი ის ერთადერთი ვის გვერდითაც მომინდებოდა ყოფნა მთელი ცხოვრება..
_ თავიდან ლიფტიდან გამოსული რომ დაგინახე, კუშტი და უტყვი, შენს დანახვაზე ხალხი წითელი ზღვასავით რომ გაიყო მაშინ რომ ეთქვა ვინმეს რეინკარნირებულ მელიესს ვუწოდებდი!
_ უცნაური გოგო ხარ.. არასოდეს გიკეკლუცია, არასოდეს მიგიცია იმის საბაბი, რომ ვინმეს თუნდაც ჩვეულებრივი, ბანალური კომპლიმენტი ეთქვა.. ამის მიუხედავად აბსოლუტურად ყველა მოიხიბლა შენით..რამოდენიმე ზედმეტადაც.. თავიდან გარეგნულად შეგაფასე და ალბათ შეუმჩნევლად თმაზე ხელიც გადავისვი..მაგრამ შენი სამყაროს გაცნობის შემდეგ სულ ერთი გახდა ანგელოზივით ლამაზი იქნებოდი თუ კვაზი მოდოს მდედრი ვარიანტი! სრულყოფილი ხარ! ჩემი მეხუთე ელემენტი! სალო.. ეს დღეიდან სულ მინდა, რომ ატარო.. – ალექსანდრეს ხელში რაღაცამ გაიბრჭყვინა.. სალომეს ხელი გამოართვა და მარჯვენა ხელზე ულამაზესი ბეჭედი მოარგო – აქ, ამ ქვეყანაში სტატუსს სხვანაირად ვერ გავამყარებ ნივთიერი მტკიცებულებით.. უკან რომ დავბრუნდებით მინდა პირდაპირ ჩემთან წამოხვიდე.. შენ ჩემი ცოლი ხარ.. ვერც ერთ ღამეს შეგელევი!– სალომეს გული აუჩქარდა..ბეჭდისთვის არც კი შეუხედავს ისე მოკიდა მის უზარმაზარ ხელს ორივე ხელი და მოუჭირა
_ უამისოდაც დავიჯერებდი როგორმე.. ამ ყველაფერს ნივთიერი მტკიცებულება და მცირედზე ბოდიშის მოხდა არ სჭირდება.. ისედაც ვიცი, ვგრძნობ, რომ სხვა ვერ იქნებოდა ჩემს გვერდით.. ამის დაჯერება ცოტა ძვირად დამიჯდა.. ძალიან ძნელია ამხელა სითბი და ყურადღება მიიღო უცხო მამაკაცისგან მაშინ, როცა საკუთარი მამა მიზერსაც არ აკეთებს ამ მხრივ შენთვის.. ვიღაცისთვის მაგალითი მამაა, ვიღაც მამისნაირ კაცს მიყვება ცოლად, ვიღაცას სამაგალითოდ ყავს.. მე მუდმივად იმას ვფრთხილობ ვინმე ზედმეტად არ შემოძვრეს ჩემს ფიქრებში და შიგნიდან არ გამტეხოს.. შენ რომ ჩემზე ასე დაიწყე ზრუნვა ბრაზისგან ვკვდებოდი, საშინლად არ მინდოდა ეს გაგრძელებულიყო.. ყოველთვის ასე ხდება თითქმის.. გაიგებენ რა სჭირდება ქალს.. მერე ისეთები ხდებიან და დროსთან ერთად საკუთარი ტყავი უბრუნდებათ..ჰოდა მეც მეგონა, რომ ამ ყველაფერს მიმაჩვევდი, მერე ერთ დღესაც ეს გაქრებოდა და ყველაფერი დამთავრდებოდა. ეხლა ვნანობ, რომ ამდენი დრო დავკარგე სისულელეებზე ფიქრში და ჩემი კარგად გაცნობის საშუალება არ მოგეცი..
_ ამისთვის მთელი ცხოვრება გვაქვს წინ.. ვერც მე წარმომედგინა რამოდენიმე თვის წინ, რომ ასე ადვილი იქნებოდა ჩემტვის ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ შენ შეგხვდი და ყველაფერი გასაგები გახდა! ჩემთვის მთავარი ეხლა შენი დასკვნაა, რომელიც უფლებას მაძლევს შეგისისცხლხორცო და ასე გატარო სულ.. – ალექსანდრე წამოდგა და სალომე ჩაიხუტა..
– ვერასოდეს გავძღები ასე ყოფნით!
_ ვერც მე.. უცხო ხილივით გეტანები სანდრო.. არ ვიცი ეხლა რას ვგრძნობ, მაგრამ ბრძენები ამას სიყვარულსაც ეძახიან.. – სანდრომ თვალებში კიდევ ერთხელ ჩახედა სალომეს და მოწყურებულივით დაეწაფა ტუჩებზე.. იმ ღამით ვნებებს კიდევ ერთხელ მისცეს თავი. გოგოს თავი მამაკაცის გაშლილ მკერდზე ედო და გულზე ეფერებოდა.. სიბნელეში სალომეს მარჯვენა ხელზე დასკუპებული ბეჭედი ბრწყინავდა. სალომე ბედნიერი იყო! აი ეს არის ზღაპარი..ნეტავ დისნეის სცენარისტები შეახვედრა ეხლა სადმე.. თურმე არსებობს, თურმე რეალურია.. ამ წუთას ყველაფრის სჯეროდა, განგების, ბედის.. მის ცხოვრებაში ახალი ერა დადგა.. ალბათ ეს არის კომპენსაცია, რომელსაც ასე მოთმინებით ელოდა.. სხვას არც არასოდეს არაფერს ინატრებს, ოღონდ ამ თბილ გულს..ალქსანდრეს თბილ გულს, არა სანდროსას, არა! მისი ქმრის თბილ გულს არ მოაშორა. სალომემ მაგრად მოხვია ხელი ალექსანდრეს - “მიყვარხარ სანდრო..” გაიმეორა ჩუმად და საპასუხოდ მხურვალე კოცნა მიიღო..მერე მოფერებაში გადაიზარდა, მერე სექსში და ცოტა ხანში ვნებისგან გონდაკარგული სალომე გეიზერივით აფეთქდა.. უამრავი ციმციმა წერტილი დატრიალდა სიბნელეში, გრძნობდა როგორ უთრთოდა მთელი სხეული.. არაფერი აინტერესებდა ამ წუთას..ალექსანდრეს მკერდზე მიუჩინა სასთუმალი და იკითხა..
_ ღმერთო..სად ვიყავი აქამდე?
_ ჯერ რა იცი სულელო..ახალბედა ხარ.. ჯერ სად ხარ!! - ჩურჩულით დაუკოცნა სხეული მამაკაცმა. ყველაზე ლამაზი და ნათელი დღე გათენდა კუბაში.. ყოველ შემთხვევაში სალომეს ასე ეჩვენებოდა. შუადღისკენ აეროპორტში უნდა წასულიყვნენ. ბარგი სწრაფად შეკრეს და ტაქსის მიმღებში დაელოდნენ. ერთ კვირაში უკვე ახალი წელი იყო. აეროპორტში ბავშვებივით გიჟობდნენ..ერთმანეთს დასდევდნენ, თვითმფრინავში ძლივს დაოკდნენ. ფრენა წინანდელივით არ გახანგრძლივებულა, ან ფიქრში ჩაფლულ სალომეს მოეჩვება ასე..” რას იტყვის დედა, რომ მივა და გამოუცხადებს, რომ დღეიდან ალექსანდრე თუხარელის სახლში იცხოვრებს? რომ დღეიდან ისინი ერთი მთლიანი არიან? რომ სალომე თუხარელის ცოლია? როგორ გაოცდება ნინო, რომელის სულ პატარაობიდან კარგად იცნობს სალომეს და ყველაფერს დაიჯერებს ოღონდ არა იმას, რომ სალომე კუბადან ალექსანდრე თუხარელის ცოლოს სტატუსით მოევლინება. როგორი ელდა ეცემათ სალომეს თაყვანისმცემლებს შეუპოვრად რომ იკვლევენ გზას მისი გულისკენ.. მათ რა იცოდნენ.. სალომეს ყოველთვის უყვარდა ალექსანდრე, უბრალოდ ეხლახანს იპოვა..ეხლახანს დაუჯერა” საოცრად მოეწონა საკუთარი ნააზრევი, ალექსანდრეს ულამაზესი თვალები მიანათა და გულში ნაფიქრი გაუმეორა
_ სანდრო.. მგონი ყოველთვის მიყვარდი, უბრალოდ ეხლა გიპოვე და ეხლა დაგიჯერე – ალექსანდრემ გაიცინა და მხრებზე მაგრად მოხვია ხელი. თბილისში ღამით ჩავიდნენ..არავინ გაუფრთხილებიათ. ალექსანდრემ ჩამოსვლისთანავე ქალაქის ტელეფონს მიაშურა. ლაპარაკი გაუგრძელდა, სალომე მიუახლოვდა ტელეფონის აპარატთან მდგომ ალექსანდრეს და მის სიტყვებს მოკრა ყური..
_ რომ გნახავ ყველაფერს აგიხსნი მეთქი! არა ასე არ არის.. კარგი.. მორჩა, წავედი!
17
მობრუნდა და სალომეს გაუღიმა. ჩანთები მანქანაში ჩააწყვეს და დაიძრნენ
_ სანდრო.. სახლში მივალ.. ესე ცოტა ძნელია..
_ არა! ჩვენს სახლში წამოხვალ, ამაზე აღარ მეკამათო.. – ცხვირის წვერზე საჩვენებელი თითი წაკრა ალექსანდრემ და ხელი მოხვია. სალომეს საშინლად უცემდა გული.. უცხო სახლში მიდიოდა, სულ უცხოში და შინაურულად უნდა ეგრძნო თავი. ტაქსი დიდ რკინის კარს მიადგა თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში, ჭიშკარი რომ გაიღო სალომემ უზარმაზარი,ფეშენებელური სახლი დაინახა. ალექსანდრემ შუქები აანთო და სალომეს შინ შეუძღვა. სახლი შიგნიდანაც ულამაზესი იყო, ზომიერად და გემოვნებით მოწყობილი.
_ შემოდი..ჩემები აქ არ არიან, წყნეთში ცხოვრობენ. ამ დროისთვის ჩეხეთში არიან. ახალ წელს იქ შეხვდებიან, ეხლა რომ ვუთხრა ჩვენი ამბავი შეიძლება დღესვე დაგვადგნენ.. ჰოდა ჯერ ცოტას მოგიჩვევ და მერე ერთად დავხვდეთ პირველ უხერხულობას – გაიცინა ალექსანდრემ – ეხლა ლედი ო ჰარად იგრძენი თავი – თქვა მან და სალომე ხელში აიტაცა, კიბე სწრაფად აიარა, საძინებელს მიადგა და ფეხით შეაღო. საწოლზე დააწვინა მოკისკისე გოგო და ზემოდან მოექცა.
_აქაურობა არ გეცნობა?
_ საიდან.. ვაიმე.. მაშინ აქ ვიყავი? – თვალი მოავლო სალომემ ოთახს, არაფერი ახსოვდა.
_ ჰო.. – სალომემ კითხვით სავსე თვალებით შეხედა
– მაშინ არ მიკოცნია, ჩვენი პირველი კოცნა შენც იგრძენი – გაეცინა თუხარელს.
_ ხვალ სამსახურში არ წავალთ? იქ იციან?
_არა, არავინ არაფერი იცის, დემეტრე ხვდება ალბათ. ხვალაც არ გავიდეთ თუ გინდა..ყოველი წუთი მეხარბება შენთან გატარებული..
_ არა რატომ? გავიდეთ.. რას იტყვის უფროსი? – გაიღიმა სალომემ
_ ბედნიერების მერე აზრზე რომ მოვა ალბათ იტყვის რამეს.
_ მთავარია სულ ბედნიერი იყოს, სულ გაგიფრთხილდები სანდრო.. ალექსანდრეს სიტყვა აღარ უთქვამს ისე დაეწაფა მას, ტანსაცმელი მოაშორა.. სალომეც აიყოლია ვნებამ, მოუთმენლად ხდიდა ტანსაცმელს თვითონაც და საალერსოდ იწვევდა. წყვილი სიყვარულის ბურანში ჩაიძირა..
_ არ მყოფნი.. ვერ ვძღები შენით.. ძალიან მიზიდავ, რაც უფრო ახლოს ვარ მით უფრო.. საოცნებო ქალი ხარ. სალომე..მინდა ყოველთვის გჯეროდეს ჩემი..ყოველთვის მენდო, არასოდეს შეიტანო ჩემში ეჭვი, მენდე და მომყევი.. სალომეს მოეჩვენა, რომ ალექსანდრე ღელავდა. დილით თვალი რომ გაახილა ალექსანდრე ლოგინზე წამომჯდარი დახვდა, ტელეფონში რაღაცას კრეფდა. მერე ვიბრაციის ხმა გაიგო, ალექსანდრემ გათიშა, მერე კიდევ გაიგო.. ალექსანდრემ რამდენჯერმე გათიშა და ბოლოს საერთოდ გამორთო ტელეფონი.
_ დილა მშვიდობისა..
_ დილა მშვიდობისა ანგელოზო.. – ალექსანდრე მობრუნდა და სალომეს აკოცა.
_ რამე ხდება?
_ არა არაფერი – გაიღიმა ალექსანდრემ და მიბრუნდა. სალომემ უცხოდ იგრძნო თავი.. არც სამსახურში წასვლა უნდოდა და თანამშრომლების მილოცვების მიღება.
_ სანდრო რაღაცას გთხოვ რა..
_ რაც გინდა.. ოღონდ ხელფასის მომატება არ მთხოვო – მოსიყვარულე თვალები მიაპყრო მამაკაცმა და გაიცინა, სალომესაც გაეცინა
_ ჯერ არ ვთქვათ რა ჩვენი ამბავი..დღეს ყოველ შემთხვევაში..
_ თავდასხმების გეშინია? არ ინერვიულო, თუ გინდა საახალწლო ივენთზე გავახმაუროთ, შოკი იქნება. – სალომე დაეთანხმა.. შესასვლელთან ჩვეულებრივი, საქმიანი სახეებით ჩამოვიდნენ. სალომემ ნაცნობ შავ ჯიპს მოკრა თვალი და გულში უსიამოვნოდ გაკენწლა. არ შეუმჩნევია ისე განაგრძო გზა ოთახისკენ, თეონა აღფრთოვანებული შეხვდა
_ ვაიმე სალოო... როგორ გარუჯულხაარ.. როგორ ხარ, რას შვრები? კარგი იყო არა კუბა? მომიყევი რაა.. ახალი კონტრაქტი ჩამოიტანეთ?
_ კი, ახალი კონტრაქტი ნამდვილად ჩამოვიტანეთ – გაიღიმა სალომემ და მარჯვენა ხელი გაუწოდა. თეონა ერთხანს გაოცებით დააშტერდა სალომეს თითზე მბრწყინავ ბეჭედს, მერე თავი აწია, მერე ისევ ბეჭედს ჩააშტერდა და გაოცებისგან ლამის ენა ჩაუვარდა
_ მოიცა.. მოიცა მოიცა.. ვერ გავიგე.. შენ და თუხარელი..
_ ჰო, ასე გამოვიდა
_ რა? რას ნიშნავს ასე გამოვიდა, შენ გესმის ეს რას ნიშნავს? სალოოო.. უბედნიერესი იყავი ჩემო კარგოო.. – იკივლა თეონამ და სალომეს კისერზე შემოეჭდო, სალომემ სიცილი განაგრძო
_ ჩუ თეო, არ გაიგონ ჯერ, ახალი წლისთვის ვინახავთ სიურპრიზად..
_ ვაიმე არ მჯერა, ეხლავე დაჯექი და ყველაფერი მომიყევი! – სკამი ახლოს მიაგორა თეონამ და სმენად იქცა. დიდხანს ილაპარაკეს, დრო და დრო თეონას აღტაცების შეძახილები ისმოდა. ამ დროს სალომეს მობილურზე ზარი გაისმა
_ ალო..
_ გამარჯობა სალომე, შენ მე არ მიცნობ, მაგრამ ნანახი ალბათ გეყოლები, ხშირად ვაკითხავ სანდროს ოფისში – სალომეს ხმა არ ამოუღია, იგრძნო როგორ დაუბნელდა თვალებში საშინელების მოლოდინში და გული აუჩქარდა
– შეგიძლია შენს სახლთან მოხვიდე? მე აქ ვარ და გელოდები.. სალაპარაკო მაქვს, მინდა გაგაგებინო ვისთან გაქვს საქმე. – სალომემ მთელი დარჩენილი სიმშვიდე მოიკრიბა და უპასუხა
_ იქნებ სამსახურის მერე მოგვეხერხებინა შეხვედრა? სიმართლე რომ გითხრათ ძალიან ბევრი საქმე მაქვს
_ აჰ.. ესე იგი სანდრო უშენოდ თავს ვერ გაართმევს.. ნაცნობი ზღაპრებია.. კარგო ჩემო კარგო, შემეხმიანე და გნახავ სამსახურის მერე, მანამდე კი აუცილებლად ადი შენს უფროსთან და ჩემზე რამოდენიმე კითხვა დაუსვი, დროებით.. – სალომე გაფითრდა, საკუთარი გულისცემაც ძლივს ესმოდა ისე ჰქონდა ყურები დახშული.. სასწრაფოდ სკაიპი ჩართო, easter moai ენთო..
_ სანდრო გცალია? აუცილებლად უნდა ამოვიდე..მარტომ უნდა გნახო..
_ რა ხდება სალო? ამოდი, დემეტრეს ნახვას ვაპირებდი, მაგრამ გადავადებინებ სალომეს აღარც გაუცია პასუხი ისე გავარდა ოთახიდან. ლიკას მიესალმა და კაბინეტში შევიდა
_ სანდრო..ვიცი სამუშაო საათების ბოლომდე უნდა მომეცადა, მაგრამ არ შემეძლო
_ დაწყნარდი და ისე მომიყევი რა მოხდა..
_ სანდრო იცი იმ გოგომ დამირეკა ახლახანს.. აი ქერამ, ..აფროდიტემ” – სალომემ შეატყო როგორ შეეცვალა ალექსანდრეს მღელვარებისგან სახე
– მითხრა აუცილებლად გნახავო.. შეგიძლია მითხრა რა ხდება? ალექსანდრე დივანზე დაეშვა და თავი ხელებში ჩარგო
_ მინდოდა მაშინ მეთქვა, როცა ყველაფერი მოგვარებული იქნებოდა – სალომე უღონოდ ჩაეშვა სავარძელში
_ რას გულისხმობ? – ალექსანდრე წამოდგა და ოთახში უაზროდ და ნერვიულად დაიწყო სიარული, მერე სალომესთან მივიდა, დაიკუზა და სალომეს ხელები დაიჭირა _ არ მინდოდა გტკენოდა სალო.. მაგრამ სანამ ცუდი ვერსია მოვა შენამდე ალბათ ჯობია თვითონ გითხრა.. მეუბნება, რომ ორსულადაა – სალომეს საფეთქლები გაუცხელდა, გული ყელში მოებჯინა და პირზე მომდგარი სასოწარკვეთილი “ვაიმე დედა” სასწრაფოდ გააბრუნა უკან.
_ მე არ მჭირდება ის და ეს ძალიან კარგად იცის..ალბათ სპეციალურად გააკეთა.. გუშინ შემოვიდა მისი მესიჯი, აეროპორტიდან მას დავურეკე.. – სალომემ სიმშვიდე მოიკრიბა და შეცადა თანაგრძნობა გამოეხატა
_ თვითონ რას ამბობს?
_ მოცილება არ უნდა, ცოლობაზე მაწვება, მაგიტომ გესხმის ალბათ შენც თავს.. ყველაფერი ვუთხარი.
_ მოცილება? შენ გესმის რას ამბობ? არასოდეს სთხოვო ეს სანდრო.. თუ მართლა ესეა ყველაფერი უარეს საშინელებას ნუ ჩაიდენთ.. თქვენს შეცდომებზე ბავშვმა არ უნდა აგოს პასუხი.. მას სიცოცხლის უფლება აქვს.
_ სალომე..
_ შენ რას გრძობ? გინდა რომ მოიყვანო?
_ სალომე რას ამბობ შენ გესმის? მარაქეშში კი არ ვართ! ჩემი ცოლი შენ ხარ და დამთავრდა..
_ ეს მეც ვიცი, მაგრამ მან არ იცის.. ალბათ დამამტკიცებელი საბუთის გარეშე ამას არ სცნობს და მესმის.. ეს ბავშვი აუცილებლად გაჩნდება სანდრო, გემუდარები ნუ მისცემ უფლებას მოკლას.. თუ არ გინდა მისი ცოლად მოყვანა მაშინ ბავშვის გამო ნუ მოიყვან..იმიტომ, რომ ამ ვითომ ბავშვისთვის გადადგულ ნაბიჯს სიტუაციის გამწვავება აუცილებლად მოყვება, სულ გაღიზიანებულს იმის ნერვებიც აღარ გექნება, რატომაც პირად ცხოვრებას გაიღებ მსხვერპლად.. თუ შენი თავის იმედი გაქვს თუ გინდა ასეც მოიქეცი
_ გადარეულხარ.. შენ ვერ დომინირებ რაღაც შენს მონათხრობში.. – ალექსანდრე წამოდგა და ხელები კეფაზე შემოიწყო
– სალომე..წახვალ?
_ არა სანდრო.. არ წავალ.. იმ ბავშვს საკუთარი შვილივით მოვექცევი ყოველთვის და არც შენ მოგცემ ოდესმე უფლებას მის მიმართ ყურადღება მოადუნო..მერე გაიზრდება და ისევე ილაპარაკებს შენზე როგორც მე მამაჩემზე.. – სალომე საოცრად გულწრფელი იყო, ალექსანდრე გაოცებული უსმენდა მას, მერე მივიდა, მის წინ ჩაიმუხლა და მუხლებზე თავი დაადო
_ ღმერთო.. რა სიტყვები ამოგდის პირიდან.. სად დაიბადე ასეთი..სალო.. არ ვიცი რა გითხრა.. არ მჯერა, რომ ეხლა არ კივი, სილას არ მირტყამ და არ გარბიხარ..
_ დილით ხომ მთხოვე გჯეროდეს ჩემიო – თქვა სალომემ და ცრელმები უკვე ვეღარ შეიკავა
_ ოღონდ არ იტირო.. შენს ცრემლებს ვერასდროს ვაპატიებ ჩემს თავს და იმ ნაბოზარს
_ მას მარტოს არაფერი ჩაუდენია სანდრო
_ სალომე..არ გინდა! არ ნახო..ტყუილად მოგიშლის ნერვებს.. მე წამოგყვები და ერთად ვნახოთ.. შენი ერთი ცრემლიც რომ დავინახო ჩემს სიმშვიდესა და დიპლომატიურობაზე თავს ვეღარ დავდებ!
_ რამდენი თვისაა?
_ არ ვიცი, ჯერ არ იქნება თვის – სალომეს თითქოს ცივი წყალი გადაასხეს, საშინელი იმედგაცრუება და ტკივილი იგრძნო.. გამოდის ერთი თვის წინ, მათი ურთიერთობა როცა უკვე დაწყებული იყო ალექსანდრეს ისევ ჰქონდა “ისეთ ქალთან” ურთიერთობა.. ყველაფერი აეჭვებდა უკვე..წეღანდელი გულწრფელობიდან ნახევარი უკვე გამქრალიყო..
_ კარგი, მე ჩავალ, არ ინერვიულო, ცოტა ხანში ისევ ამოვალ – მის პასუხს აღარ დაელოდა სალომე ისე გამოვიდა გარეთ.. დერეფანში ძლივს იკავებდა ცრემლებს.. ოთახში შევიდა..კიდევ კარგი თეონა გასული დახვდა, ჩანთას ხელი დაავლო და ოფისი დატოვა. გარეთ გასული ხარბად ისრუტავდა ჰაერს, ცრემლებს უკვე ვეღარ იკავებდა. სასწრაფოდ გადაურეკა “ისეთ ქალს” და ნახევარ საათში მის სახლში დაუთქვა შეხვედრა.



№1  offline წევრი taia21

ეს რა იყო?... ძალიან მაგარი თავია,მე პირადად ძალიან მომეწონა და არ დააგვიანო

 


№2  offline წევრი karma

ძალიან მომწონს ეს ისტორიაა heart_eyes heart_eyes

 


№3  offline წევრი davinna

Dzalian magaria ai saswaulad momwons..vaime is aproditea tu qaltevzaa dzaan mshlis nervebze :D imedia tuxarelis araa is bavshvi an imedia orsuladac araa ;D velodebi axal tavs imedia male dadeb

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent