შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბინდიანი.


8-12-2016, 18:35
ავტორი daiana
ნანახია 1 536

იტალია.
რომი.
ვერ ვიჯერებ.
ვერ ვიჯერებ,ვერა.
არ შემიძლია.
არ მჯერა რომ,სულ რაღაც სამ დღეში ამ ქალაქს,ქვეყანას,აქაურობას ვტოვებ.
და სად ვბრუნდები?
საქართველოში.
ჯანდაბა.
..
არასოდეს მიყვარდა წვიმა,თოვლი,სიცივე,ზამთარი.ვერ ვიტყვი რომში ზამთარი არ დგებოდათქო,მაგრამ საქართველოსთან შედარებით აქ უფრო თბილოდა.
სიმართლე გითხრათ,საქართველო იმდენადაც აღარ მახსოვს.შვიდი წლის ვიყავი ბოლოს რომ ვნახე,მას შემდეგ 14 წელი გავიდა და ჩემს მეხსიერებაში არც ისე კარგად ჩაიბეჭდა.
თუ არ მიყვარს რატომ ვბრუნდები არა!? - დედას გამო.დედა,აქ იტალიაში მეორედ გათხოვდა.მისი ქმარი არაჩვეულებრივი ადამიანია,მაგრამ არა იმდენად კარგი რომ მისი ცოლის შვილი ამიტანოს.
ცოტა ბრაზილიურად.
აქ,საქართველოში მამასთან ვბრუნდები,მიზეზი კი დედასთვის არ მითქვამს.ვამბობ რომ მომენატრა მამა,ქართული კერძები,ნუ მოკლედ დედას დიდ ტყუილს ვუთხზავ.
წამოსვლა გადავწყვიტე იმიტომ რომ,ვხედავ დედა არ არის ბედნიერი როცა მე ასეთს მხედავს.უხეშს,ეგოისტს და ჩაკეტილს.დედას ქმარი ამერიკულ ფეხბურთს თამაშობს,რის გამოც ხშირად უწევს ქვეყნიდან გასვლა,დედა მე ვერ მტოვებს და მას ვერ მიჰყვება.ვხედავ როგორ ენატრება და სურვილი კლავს რომ ისიც მასთან ერთად იყოს.
ნუ მოკლედ,იტალია გემშვიდობები.
ადიოს მუჩაჩოს!.
**
-მგზავრების საყურადღებოთ,გთხოვთ შეიკრათ უსაფრთხოების ქამრები,ვახორციელებთ დაშვებას - სუნთქვა შემეკრა.ამდენი წლის შემდეგ პირველად დავდგამდი ფეხს ქართულ მიწაზე.ემოციებს არასდროს გამოვხატავდი,მაგრამ აშკარად აღელვვებული ვიყავი,გაურკვეველი მომავლის შიშით.რეგისტრაცია გავიარე,ბარგი ავიღე და გავედი.ორი კარი გაიღო ჩემს წინ და უამრავი მომლოდინე თვალიც ვიგრძენი.თვალები გავაცეცე და იქვე,კუთხეში მდგომი მამაც დავინახე.ჩემს დანახვაზე ოდნავ გაეღიმა და ჩემსკენ დაიძრა.
მამა.
ჩემი მამა.
მიყვარდა,თან ძალიან.მართალია ვერ ვნახულობდი,მაგრამ სულ მიკავშირდებოდა.
თხელი ხელები ძლიერად მოვხვიე მეტად დაკუნთულ სხეულს და ბედნიერმა შევისუნთქე მისი სურნელი.ისევ იგივე სურნელით მოძრაობს,შანელის ბლუს შერეული თამბაქოს მწვავე კვამლის არომატი.გულიში სითბო ჩამეღვარა უზარმაზარი ტორებით მის მკლავებში რომ ჩამმალა.ხომ ვთქვი,შედარება არ შეიძლებოდა მამასა და დედას ქმრის ჩახუტებას შორის.
ისევ ცოტა ბრაზილიურად.
..
ირაკლი ფარულავა.
მამაჩემი არადროს სვამდა კითხვებს,რაც იცოდა ისიც აკმაყოფილებდა.უყვარდა მისი საქმე,გამომძიებელი იყო,რის გამოც თითქმის არასდროს არ იყო სახლში.დედაც სწორედ ამიტომ დაშორდა,მაგრამ უკეთესი აირჩია ვითომ? .. ბავშობიდან მამიკოს გოგო ვიყავი,სულ მას ვიცავდი და სამსახურიდან მოსულს კისერზე ვახტებოდი ბედნიერი,დედაც ღიმილით გვიყურებდა.ახლა ეს რომ გავიხსენე სულის ატკიებამდე მომინდა ისევ ერთად ყოფილიყვნენ..
წვიმიან თბილის მანქანის მინიდან შევავლე თვალი.შეიცვალათქო რომ ვთქვა მოგაყუებთ,რადგან როგორი დავტოვე ეგ არ მახსოვს,ასე რომ ..
***
ძველი სახლი.
ძველი ეზო.
ძველი უბანი
ეს ყოველივე ბუნდოვნად ახსოვდა ჩემს ქვეცნობიერს.
სახლის კარი შევაღე და ნაცნობმა სურნელმა თავბრუ დამახვია.მამას საფირმო ქათამი.
სულ ტყუილად გამოვიგლოვე იტალია.!!!
-შენი ოთახი ისევ იქ არის,საწოლი გამოვცვალე,კედლები ოდნავ გავღებე და თეთრეული გამყიდველმა შეარჩია - დინჯი ხმით გამაცნო ინფორმაცია მამა და ბარგი კიბეებზე აიტანა.
ჩემი ოთახი ისევ ისეთი იყო,უბრალოდ შედარებით დიდი საწოლი და სამეცადინო მაგიდა იდგა,რომელზედაც ლეპტოპი,ხაზის ტელეფონი,უამრავი საწერი პასტა და ბლოკნოტები იყო.
-ვიფიქრე დაგჭირდებოდა ..
-მა ..
-ბატონო - ქვევიდან ამომხედა.
-მადლობა - ჩაეღიმა და კიბეებზე დაეშვა.
ესეც ასე.
გამარჯობა საქართველოვ,ნენე ფარულავა მოგესალმები.
..
უნივერსიტეტის ტერიტორია გვიან დავტოვე,ნუ ზამთარში ადრიანად ბნელდება და .. ძალიან მინდოდა ვინმესთან ლაპარაკი,ყველაფრის მოყოლა და გულის მოოხება,მაგრამ არავინ მყავდა გვერდით.მეტრო მეტ-ნაკლებად იყო შევსებული.ხელით დავეყრდენი წითლად შეღებილ მეტალს და შევეცადე უსიამოვნო სუნი ნაკლებად შემეგრძნო.ვაკვირდებოდი ხალხს და მივხვდი როგორ მომენატრა რომი ..
ჩიხები.
ვერ ვიტან ჩიხებს,ყოველთვის ცუდთან ასოცირდებოდა ჩემთვის.სახლში მალე მისასვლელად ჩიხის გავლა მჭირდებოდა.
სიბნელე,ძირს დავარდნილი სხეული,აკანკალებული სული,სასწრაფო დახმარების გამაწვრილებელი ხმა,სავადმყოფო,წამლები,გულის ამრევი სუნი და ჰოპ,ექიმიც გამოვიდა.
-ნათესავი ხართ?
-არა,არა,უბრალოდ .. გზაში ვნახე და
-გასაგებია,შებრძანდით თუ გნებავთ.
თეთრ კედლებში წითელი დალალები ბზინავდნენ.
-გამარჯობა - დაბნეული ჩამოვჯექი საწოლთან,რა უნდა მეთქვა სხვა?
-შენთან ვალში ვარ - ხელები მუცელზე გადაიტარა და მეც ახლა შევამჩნიე,შესამჩნევად ამობურცული სიმრგვალე.
-ვაიმე,არც ვიცოდი ორსულად თუ იყავი .. ძალიან მაგარია - რატომღაც იმაზე მეტად გამიხარდა ვიდრე ჩვეულებრივ ნაცნობს,ისე,ეს წითური თმა წარსულს მახსენებდა. მყავდა ერთი წითური მეზობელი გოგო,სულ სახლში იყო,მის მყვირალა ფერის თმებს ფანჯრიდან ვხედავდი.მომწონდა,ძალიან თან.
-ჰო,მაგარია .. - ჩაილაპარაკა და დერეფანში ატეხილ ხმაურს დაუგდო ყური.თეთრი კარი გაიღო და თმაარეული,თვალებ ჩაშავებული ბიჭი შემოვიდა.გულ-მკერდი სწრაფად უმუშავებდა,რაც ანიშნებდა იმას რომ ბევრი ირბინა.
-ლიზა - არც კი შემიმჩნია,არ გამკვირვებია სხვათაშორის,ნერვიულობდა და აბა რა ექნა? - კარგად ხარ? - რაღაც ისე კითხა,უინტერესოდ.
-ძალიან მაგრად ვარ ანდრო,ძალიან! -შენ მოიყვანე? - ტუტუცი.
-დიახ.
-მადლობა რა!
-არაფრის - გამეღიმა და ფეხზე წამოვდექი,უკვე ზედმეტი ვიყავი - ნახვამდის,ძალიან მიხარია კარგად რომ ხარ.
გამოვედი.
სახლში ირაკლი გაცოფებული დამხვდა.
ჯანდაბა,დარეკვა ვერ მოვახერხე,ახლა რა აუხსნისს ..
-მამა რატო არ გძინავს?
-ერთი ქარაფშუტა გოგო გარეთ დაბოდიალებდა და ვიფიქრე დაველოდებითქო - ისეთი ხმით მითხრა ვინანე რომ არ დავურეკე.
-რომ იცოდე რა მოხდა ..
-ოთახში ადი,დაიძინე.
-არ მოგიყვე?
-უნივერსიტეტში დააგვიანებ.
ჯანდაბა.
ჯანდაბა
და ისევ
ჯანდაბა.
ასე იცოდა ირაკლიმ.ხომ გითხარით,არავითარი კითხვები.
საბაზანოს კარი გაბრაზებულმა მოვაჯახუნე.
მეც მაქვს ნერვები.
გამარჯობათ,გაიცანით ეგოისტი ნენე ფარულავა,უზრდელი,უხეში და უკონტროლო.
**
მძულს თბილის და უფრო მეტად მენატრება რომი.
ახლა რომ იქ ვიყო ...
აქ რას ვაკეთებ? - მძინავს,ვჭამ,ვსწავლობ.
მეგობრები ვერ გავიჩინე,არავინაა ისეთი ვინც მე მომეწონებოდა.
..
-ნენე ხართ?
-ვინც არ უნდა იყოთ,ჩათვალეთ ცხოვრებას გამოგასალმებთ,ძილს რომ მოვწყდები მერე! - გაეცინა.
-ნენე,ლიზა ვარ.
-უი,ლიზა ... გამარჯობა - საწოლზე წამოვჯექი და თმები გავისწორე - როგორ ხარ?
-მე არამიშავს,შენ როგორ ხარ?
-მეც ..
-შეგიძლია დღეს რომ მინახულო? - მშვიდობაა ნეტა?
-მოიცა .. - გონებაში სამშაბათის განრიგი გავიხსენე - ლექციების შუალედში შემიძლია გამოვიდე.
-კარგი,მე ვერ გამოვალ სახლიდან და მოგწერ მისამართს და მოდი,კაი?
-კარგი - გაკვირვებული ვიყავი,სერიოზულად.
..
ნუთუ?
ლიზასთან დაპირებისამებრ მივედი,ველაპარაკე და იმედები გამიცრუვდა.
ანდროს და ლიზას სრულიად შემთხვევით უჩნდებათ შვილი.ჰო,"შეეტენა",მაგრამ ვაი რომ ლიზას უყვარს!? - ასეა,ცხოვრებაში ყველაფერი ხდება.

აი ისეთი გრძნობა გაგჩენიათ რომ თითქოსდა ვიღაც გიყურებთ? დაჟინებული მზერა მხარს რომ გიწვავთ გაიხედავთ და არაფერია ..
თბილისში ჩამოსვლის დღიდან მჭამდა ეს შეგრძნება.ვიფიქრე ჩემი სტილის გამოთქო,მაგრამ ნახევარი თბილისი ასე დადიოდა .. არვიცი,ვერ გეტყვით.
___
-ფარულავას შვილია რა,ხვდება რაღაცას.
-კაი სისულელეა,რას ხვდება - მრგვალი მაგიდის ზედაპირზე სიგარეტის შეკვრა გააცურა.
-ხვდებათქო! ხო იცი,ფარულავა სხვა ტიპია,მაგის შვილია და ზედმეტად ვერ მივეკარებით .. ვერც შენ,სხვათაშორის!
-ხო აბა რა,აი მაგას ვფიქრობდი - ჩაიფრუტუნა და დაზაფრულ ბიჭებს გახედა - რაიყოთ ტო,ხო არ ვიტაცებ?
-გუშინ დემნამ დარეკა,ფარულავას გოგოზე,სანამ აქ არის,მაგ ნაბი*ვარს უნდა გავუიასნო.
..
-იოანე გამარჯობა
-გისმენთ - ქერა თმებისგან თავი გაინთავისუფლა და საწოლზე წამოიწია - რომელი ხარ?
-დემნა ვარ .. ალბათ იცი რატოც გირეკავ .. ნუ,თუ არ იცი,არც ეგაა პრობლემა .. მოკლედ ფარულავას გოგოს უნდა მიხედო,უნდა ვახვეწო ირაკლი,სულ ხელები უნდა ვაკოცნინო .. - ბოროტულად ჩაიცინა.
-კაი,მე რა უნდა ვქნა?
-პატარა გოგოა,ტიპიურია,ვინმე ლიზასთან მეგობრობს,გაიცანი,დაუახლოვდი,თავი შეაყვარე დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ.
დავალება მიღებულია.
##
გამარჯობათ.
ვაიმე,არც კი ვიცი რა დავწერე ..
კარგით,იმედია გასაგგებად აღვწერე სიტვაცია.
მომენატრეთ,გელოდებით.



№1 სტუმარი Kirito

Vaime gana mjerams
Ara martla ver vijereb rom es shen xar
Dagvinrundii maraa dzalian gabrazebuli var ase rom daikarge tan ra badarebi xo ar gamigrdzele ar gamigrdzele momavalic xo ase shematove asea
Ai es istoriac rom ar daasruloo kacis mkvlels gamxxdii
Mara rad ginda tkbilo ver gagimeteb
Miyvarxar momenatree da ivodee ecade ar daigvianoo

 


№2  offline აქტიური მკითხველი lalita

კარგი დასაწყისია და დაველოდები შემდეგს უფრო დიდ თავს.

 


№3 სტუმარი Kirito

Auu kaii ra wamierad gagvaxare da morchi?

 


№4 სტუმარი Anna

მომწონს და ვნახოთ აბა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent