მე,შენ და ცუდი ბიჭები (8)
-რძიანი მაკკოფე თუ ნესკაფე?-მიყვირის კატო სამზარეულოდან -რძიანიი-ვპასუხობ დაუფიქრებლად და ბარგის ამოლაგებას ვაგრძელებ. იანვრის გამოცდებმა და თებერვლის არდადეგებმა გაჭენებული ცხენის სისწრაფით ჩამირბინა. -ვაიმე რა აღმოვაჩინეე-ყვირის კატო და რიკი მარტინის Livin La Vida Loca-ს ბოლო ხმაზე რთავს,ორ წუთში ყავით ხელში ცეკვა-ცეკვით მიახლოვდება. ბოლო შარვალსაც ვდებ თაროზე და ლეპტოპის წინ წამოსკუპულს ვუერთდები. -უჰ მომნატრებია გოროდი-ხითხითებს კატო. უნებლიედ მაშინვე ხალებიანი მახსენდება,ბოლოს წასვლის წინა დღეს რიგით მესამეჯერ შემხვდა შემთხვევით ქუჩაში,კატოს კისკისით ნათქვამი მახსენდება,ლიკუნა ათ დღეში სამჯერ თავის უბანში შემთხვევით არავინ არავის ხვდებაო. მხოლოდ ორი წუთი ველაპარაკე ალბათ და მერე ეს ორი წუთი მთელი თვეა ტრიალებს და ტრიალებს თავში. -ვაიმე ლიკუნაა თვითონ დაეშვები მიწაზე თუ დაგეხმარო?-ცვირწინ ხელებს მიფრიალებს კატო. -ხო ხო რას მეუბნებოდი?-ვფხიზლდები წამში. -მოკლედ მანანასთან რო გოგოები დადიან დარეკეს დღეს გამოფენის შესასვლელში რომ კაფეა იქ შევხვდეთო,რაღაც ტესტები დაუტოვებია ჩემს ჩამოსვლამდე ერთად გააკეთეთო. -უჰ კაი დღესვე დავამთავროთ თორე მაგის ჯაჯღანს რა აიტანს მერე. -მოკლედ შვიდისთვის ადგილზე უნდა ვიყოთ.- თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. -უიმე უნდა გავიქცე ახლა-საათს უყურებს კატო-ნიამ დარეკა ცოტა ხნით ლუკას ხომ ვერ დაიტოვებო. -შენმა ბიძაშვილმა? -ხო გოგო რემონტი აქვთ მგონი და გავასეირნებ პატარა მხეცუნას სადმე -კაი შენს მოსვლამდე წყალს გადავივლებ მე-ყავის ბოლო ყლუპსაც ვსვამ. -კარი ჩაკეტე ლიკუნა და ვადაგასული და ძირს ნაგდები არაფერი ჭამო!-მესმის კატოს ხითხითი გასასვლელიდან. კატერინა არასდროს არ მომწონდა ბავშვებს გორგოლაჭებიან სავაჭრო კალათებში ჩასმულებს რომ დაატარებდნენ,მაგრამ უკვე მეორეჯერ ბოლო წამზე ვუსწრებ ლუკას მთელი თარო რომ არ დაიმხოს თავზე და ახლა ვხვდები რატომ აკეთებენ ხოლმე მშობლები ამას. მთელი საათია სულ ტყუილად ვცდილობ ჩემი სახელი სწორად ვათქმევინო -ტატო!-მეძახის ისევ და თითს ტკბილეულის სექციისკენ იშვერს -რომელი გინდა ჩემო კნუტო?-ვიხრები და ხელში ამყავს. ორი კიჭით მიცინის,ხელს ქინდერის კვერცხისკენ წევს და თითებით მანიშნებს მომეციო -ეს გინდა?-ვადებ ხელს.თავს კანტუზიანივით მიქნევს და თვალები უფართოვდება. მაიმუნი როცა უნდა ყველაფერს ხვდება! -მოგცემ ოღონდ დედას არ ვუთხრათ-შეთქმულებას ვდებ ორ წელს ძლივს აცილებულ ბავშვთან,ცხვირს ხელზე მიხახუნებს,ახლა შემომეჭმება! სამ ქინდერს ვიღებ,მათაც ბუშტებთან,სპაიდერმენის ნიღაბთან და მსგავს სასიცოცხლოდ აუცილებელ ნივთებთან ერთად კალათში ვაწყობ.მგონი მოვრჩით. როგორც იქნა სალაროსთან ვაღწევ და ბარათის ამოსაღებად ხელს ვითავისუფლებ -წავედით-ვუბრუნდები ლუკას,ფეხთან აღარ მიდგას,ჯანდაბა ახლა სადღა გაქუსლა! დაფეთებულივით გადამაქვს მზერა ჩემს წინ მდგარ სილუეტზე -აბა კარგ დროს ვატარებთ არა?-დამქირქილებს თავზე ასფალტების რისხვა,უიმე რა გიხარია კატო! წამში ვასერიოზულებ სახეს. პირველივე დღეს ეს ჯვადო რომ შეგეფეთება,რაღა მიჭირს. -კარგი იყო სანამ შენ დაგინახავდი!-წარბს ვუწევ.ლუკა თმებზე ეპოტინება.მოღალატე! -ერთი თვეა არ მინახიხარ და ეს როდის მოასწარი-ოჰ მისი ჭკუით ხუმრობს მისი უმაღლესობა და ბავშვს ხელში ათამაშებს. -უი შენ ითვლიდი კიდეც? დამიბრუნე ხასიათი არ გადაედოს -ხელებს ვუშვერ. -წამო ხალხია რიგში-მეუბნება და სალაროს გვერდს უვლის,ცელოფნებს ხელს ვავლებ და მივყვები. -მგონი მოვწონვარ-მეუბნება აღფრთოვანებული -არაუშავს გაიზრდება და დაეხვეწება გემოვნება-ვეჭყანები და ლუკას ქინდერს ვუქნევ. ამას რამე თუ არ შეთავაზე ხომ არ მოგაქცევს ყურადღებას -ტატო ტატო-მაშინვე ხელებს მიქნევს პატარა ქრთამისტი. ამის გაგონებაზე ხითხითს იწყებს დიდი ბავშვი. -კ-ს ვერ ამბობს იდიოტო-ვუბღვერ. -იდიოტო იდიოტო-იმეორებს გაბადრული ლუკა,ესე იგი მთელი დღეა ვერაფერი ვათქმევინე და მაინც და მაინც ახლა ამოიდგა ენა. -ვაიმე რა კარგი ხარ ბიწო-ენის მოჩლექვით გვიერთდება ვიღაც შუა ხნის ფუმფულა ქალი და ლუკას უწყებს თამაშს-მამას გავს-გვიღიმის წასვლის წინ. იმდენი შენ რა გითხარი. -მადლობა-ღიმილითვე პასუხობს ეს ვირი-გინდა ცუდი სიტყვები ვასწავლო?-წარბებს მითამაშებს,უიმეე გამაწიწკვნინა ახლა მეტი არაფერი არ მინდა. -მომეცი აქ იდ......უნიჭო ნაცარქექიავ! -ნერვოზიანო პრინცესა-არ იბნევა -შრეკის ნათესავო -ფიონას ბებიავ-თვალს მიკრავს,ვაიმე ახლა გავგლეჯ. -კონკიას თაგვო!-ჰაჰ ამოეწურა ვაჟბატონს ზღაპრული სალანძღავების სია. სანამ რამე მოუფიქრებია ბავშვს ვართმევ და გეზს გასავლელისკენ ვიღებ -შეხვედრამდე ტატერინა-ხითხითებს ზურგს უკან. ლიკა კაფეს კარს აღებს და თვალებით მანანას მოსწავლეების ძებნას ვიწყებთ. აი ისინიც! -გოგო ამათ რა ქვიათ?-ჩავჩურჩულებ ლიკას და გოგონებისკენ ვიღებ გეზს. -გოგო არც მე ვიცი დაველოდოთ ერთმანეთს სანამ დაუძახებენ-კისკისებს ლიკა. გაუსკდა მანანას თავი! ორმოცდამეშვიდე სავარჯოშოს მივადექით და ერთი ამდენი კიდე დაგვრჩა მგონი. ლიკა ხელს მკარვს და თვალებს საპირისპირო მხარეს აშტერებს. რაიყო მანანაზე უარესი მოჩვენება დაინახა? გაშეშებულ კისერს ძლივს ვატრიალებ შემოსასვლელისკენ, აი თურმე რაშია საქმე! ლიკას ხალებიანი ვიღაც ქერა ბიჭთან და ორ გოგოსთან ერთად შეკვეთას აძლევს. -არ შეიმჩნიო-ვუჩურჩულებ და კიდევ ერთხელ ვამოწმებ მისი უბრწყინვალესობაც ხომ არ დაძრწის თავისი რაშით ახლო-მახლო,არაა მგონი გადავრჩი! თავს ისევ ქაღალდებში ვყოფ. ლიკა უკვე მესამეჯერ კითხულობს ერთიდაიგივე დავალების პირობას,მორჩა იზმენებშია,არაფრის გამკეთებელი აღარაა ეს აწინ. -ხვალ ხომ არ გაგვეგრძელებინა?-ვთავაზობ ჩემს წინ მსხდომ გოგონებს. -აუ ხო მეც აღარ შემიძლია მეტი-მხარს მიბამს მგონი ნათია თუ თათია. კონსპექტებს სასწრაფოდ ვტენი ჩანთაში და ოფიციანტს ანგარიშს ვთხოვთ. მანანას ორი მსხვერპლი წინ მიდის და ჩვენც უკან მივყვებით.მოსალმების ხმა მესმის ზურგს უკან,მზერა გაბადრული ლიკასკენ გადამაქვს და ვბრუნდები. ჰაჰ ამის ხალებიანი პრინცი დასჯილი ბავშვივით გვიდგას წინ -გამარჯობა-ბუტბუტებს ლიკა,კაი ნუ დადნები ახლა! ვუღიმი და თავს ვუქნევ მეც. -თუ გცალიათ ხომ არ შემოგვიერთდებოდით?-ხელით მისი სამი მეგობრისკენ გვანიშნებს-ძალიან გამიხარდებოდა-აყოლებს მოწიწებით.ინსტიქტურად მზერა ჩემს გვერდით მდგომზე გადამაქვს,ლიკა ზუსტად ისეთი თვალებით მიყურებს როგორითაც ქინდერს ჩაბღაუჭებული ლუკა მიყურებდა ცოტა ხნი წინ. უიმეეე ხო კაი! -რავიცი მე მცალია-ვიღიმი და ლიკას ყოველი შემთხვევისთვის მაინც ვუტოვებ უკან დასახევ გზას. -მეეც-იძახის გაბრწყინებული,ხო მგონი ჩემი დატოვებული გზა ამ წამს ჩახერგა ბერლინის დიდი კედლით. მათი მაგიდისკენ მივემართებით,ლევანი ჩვენი წარდგენის შემდეგ თავისიანების გაცნობას იწყებს -ეს ნინია-მიგვითითებს შავნაწავიანი სათვალეებიანი გოგოსკენ,ისიც კეთილგანწყობით გვიღიმის,საყვარელი ჩანს. -ჯაბა-სიტყვის დამთავრებას არ აცდის გაწრიპული ქერა ბიჭი და ხელის ჩამოსართმევად გაბადრული დგება,უჰ ვიღაც მაინც არ გავს ამათ საძმაკაცოში ალ კაფონეს ბანდის წევრს. -ეს კი თამუნა-მაგიდის თავში მჯდარი ქერა გოგო ნაძალადევად გვიღიმის და ცალ წარბს წევს,ოჰ ეს ის არაა დაბადების დღეზე ლევანს რომ ეკურკურებოდა? მე და ლიკა ნინის გვერდით ვსხდებით,ლევანი კი ლიკას წინ მოპირდაპირე მხარეს სკუპდება. -თამადა ვარ-მხიარულად ყვირის ჯაბა და მაგიდის მეორე თავს იკავებს. უჰ არ ჩანს ცუდი ხალხი,ლიკას თვალებს ნათება რომ შეეძლოს მგონი ახლა პროჟექტორები ჩაირთვებოდა. ლევანი მენიუს გვაწოდებს. -მეც მოვედიიი-მესმის ზურგს უკან ნაცნობი ხმა. ცაო დამსეტყვე და ჩამაქვესკნელე! ოღონდ ეს არა რა! არ მიიხედო კატო,არ მიიხედო! ჯანდაბა,რით დავიმსახურე ამის ორჯერ ნახვის პატივი. -შენ რით ვერ მოგიშორე! წითელი ძაფი უნდა შევიბა კისერზე რა-დამხითხითებს თავზე -თუ გიშველის გამაგებინე მეც შევიბამ-ვუღრენ იუმორის მკვლელს. ლევანის გვერდით და ჩემს პირდაპირ თავსდება. აუ ამ ღვარძლიანი ჯამბაზის ატანა არ გინდა ახლა წასვლამდე? საშუალო სიმაღლის სუსტი შავგვრემანი ბიჭი გვიახლოვდება. -გამარჯობა-ამბობს მოწიწებით და ნინის წინ ჯდება. -ეს დათოა-გვაცნობს ლევანი,ისიც გვესალმება და სასიამოვნოდ გვიღიმის. ვცდილობ სახელები გონებაში ვიმეორო.ჯანდაბა,რომ მცოდნოდა ამდენ უცნობთან მოგვიწევდა საღამოს გატარება არც დავთანმხმდებოდი. -მოდი მოქმედების თამაში ვითამაშოთ-არღვევს უხერხულ სიჩუმეს თვალებანთებული ჯაბა. -მაგარია!-ყვირის ქერა. -მეც მინდა-ეთანხმება ახალმოსული დათო. -ვითამაშოთ?-მაცდურად გვიღიმის ლიკას ხალებიანი. არა ვინმე თუ გამარკვევს რა თამაშია არ ვიქნებოდი წინააღმდეგი. -ეს გამორიცხეთ ვერ გაბედავს-ჩემსკენ თითს იშვერს თავის დროზე მართვის მოწმობა რომ არ უნდა ეღირსებინათ ის გველი. -ვთამაშობ!-გამოთქმით ვამბობ და წარბს ვუწევ. ჯანდაბა რა გააკეთე ახლა კატო? რას თამაშობ რო თამაშობ. ლიკა თანხმობის ნიშნად თავს აქნევს,უიმე ამას ახლა ჯოჯოხეთში გაყოლობანა რო ათამაშო იმასაც ითამაშებს. -ფურცელი და კალამი გვინდა-თითს წევს ჯაბა,ლიკა მასწრებს და უწოდებს. ამასობაში მიმტანს ლიმონათები,ნამცხვრები და თითო კათახა ლუდი მოაქვს,ლევანი კიდე რაღაცას უკვეთავს,ჯაბა კი ფურცელს შეძლებისდაგვარად რვა ტოლ ნაწილად ყოფს. ერთ მათგანზე პატარა წერტილს ხატავს და ყველას დაცეკვას იწყებს. -მოკლედ,სათითაოდ ვასახელებთ რამე გიჟურ მოქმედებას და ვისაც დანიშნული ფურცელი მოუწევს ის ასრულებს. ჯაჯღანს და მარტივ დავალებებს არ ვართ-ქიქრილებს ჯაბა.აუ რას ტლიკინებდი რო ტლიკინებდი კატო! -მე ვიტყვი პირველი-ხელს წევს თამუნა-მოკლედ ვისაც ფურცელი ამოუვა წავა და გარეთ სტაიანშიკი რო ზის ხოლმე იმას ჩაუჯდება მუხლებში! -ხო დასაწყისისთვის ესეც წავა-თავს აქნევს კმაყოფილო ჯაბა,ფურცლებს თავის შლიაპაში ყრის და სათითაოდ გვაწოდებს. ამას ფხიზელი ვერ ვითამაშებ! ლუდს ვყლუპავ და ქაღალდს ფრთხილად ვშლი,უჰ სუფთაა,ახლა ლიკას ვუყურებ,ისიც გადარჩა. დათო გასაცოდავებული სახით გვიყურებს -ესეც ჩვენი გამარჯვებულიი!-ყვირის ჯაბა.ორ წუთში ნივთებს ვტოვებთ და შეთანხმებულებივით მივყვებით წინ გმირულად მიმავალ დათოს,7-8 მეტრის მოშორებით ვჩერდებით. ბორდიურზე ჩამომჯდარ სტაიანშიკს დიდი სიფრთხილით უახლოვდება თამაშის გმირი,ვაიმე ახლა ჩავკვდები! უკვე ახლოს მისული დათო წამით შეშდება და თვალის დახამხამებაში კალთაში უხტება ხელში ჯოხდაჭერილ შუა ხნის კაცს,მერე ისევ დგება და თავქუდმოგლეჯილი გარბის,გაოგნებული სტაიანშიკი გინება გინებით მისდევს. აღარ შემიძლია,ჩაკეცილ ლიკას ვებღაუჭები. როგორც იქნა დათო ქოშინით გვიბრუნდება მაგიდასთან. ახლა ჩვენმა სტუმარმა თქვას,ამბობს ჯაბა და ლიკასკენ იყურება,ისიც ტუჩის კვნეტას იწყებს. -ვისაც დანიშნული ფურცელი მოუწევს თუ ოთხ წუთში გამვლელს ნომერს გამოართმევს ერთი სურვილი ექნება ერთ-ერთ ჩვენგანთან,თუ ვერ გამოართმევს პირიქით თვითონ უნდა აუსრულოს სურვილი-არაკრაკებს ლიკა. -კარგი გოგო ხარ-აქებს ჯაბა და ფურცლებს ისევ ქუდში ყრის. უჰ ჩემი ისევ ცარიელია,ლიკასიც,ლევანიც იგივეს გვაჩვენებს -დაგერხა პატარავ-თვალს მიკრავს მისი უდიდებულესობა და დანიშნულ ქაღალდს ცხვირწინ მიფრიალებს. ეს რა გამიკეთე ლიკა! იუდა გამიზრდია უბეში! -ესეც ჩემი მსხვერპლიი-ხითხითებს ნერვების ჭია და მზერა ქუჩაში მომავალი სადღაც ჩვენი ასაკის გოგოზე გადააქვს -ოთხი წუთი გაქვს ბაჩი-წამზომს რთავს გამოფენის შესასვლელთან მდგარი აჟიტირებული ჯაბა. -სურვილის ასასრულებლად მოემზადე-ჩამსისინებს მისტერ სრულყოფილება,თმაზე ხელს ისვამს და იმ გოგოსკენ მიემართება. ვაიმე არ მისცეს რა გეხვეწები! ან გათხოვილი იყოს ან დანიშნული. ქუჩის განათების ფონზე ვარჩევ როგორ უცინის ის გოგო და ეს ვაჟბატონიც ჯიბიდან მობილურს იღებს. მორჩა,მკვდარი ვარ! -და ხელის შეშლა არ შეიძლება?-ვაყრი ჯაბას. -ნუ წესები არ კრძალავს ანუ შეიძლება-მიცინის. უჰ კაი ბიჭი ხარ შენ. სასწრაფოდ ვბრუნდები და კისრისტეხით გავრბივარ მათკენ.ვაიმე კი გავრბივარ მარა იქ რო მივალ რა გავაკეთო? იმ გოგოს ვუთხრა თამაშის ნაწილია და ნომერი არ მისცე თქო? უიმე არა კატო ეგ ძაან გოიმობაა! ჯანდაბა, უკვე მათ ცხვირწინ ვარ ატუზული,ონიანს ტელეფონი ხელში უშეშდება. მიდი კატო გეგმა ბ ყოველთვის მუშაობს. გაოცებულ გოგოს ჩემზე გადმოაქვს მზერა. ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და ბაჩისკენ ვბრუნდები -კარგი ჩემი თავი ჯანდაბას მაგრამ ბავშვი მაინც არ გეცოდება?-ვყყვირი ბოლო ხმაზე და ხელს მუცელზე ვიდებ. არ გაგეცინოს კატო ააარ გაგეცინოს! ყბაჩამოვარდნილი ონიანი და უფრო ყბაჩამოვარდნილი გოგო ჩემსკენ ბრუნდებიან. -რას აკეთებ?- თვალებს მიკარკლავს,ჰაჰ პირი დამუწოს ბუზი ჩაუფრინდება. -კიდე მე რას ვაკეთებ? ჯანდაბა,ყოველთვის ასეთი უპასუხისმგებლო იყავი-ისევ ვყვირი და ფეხების ბაკუნს ვიწყებ -მე წავალ-ხელებს წევს ხმაჩავარდნილი გოგო და ადგილს წყდება. ვაიმე რატო არ მხედავს ახლა ვუდი ალენი,ხო გამაქანებდა ჰოლივუდში. -გავიდა ოთხი წუთიი-გვეძახის ჯაბა -ასე არ შეიძლება-ჯუჯღუნებს სურვილწაგებული.ო რა სასიამოვნოა გამარჯვების სურნელი. -წესებში ნათქვამი არ ყოფილა ხელის შეშლა არ შეიძლებაო-ვაყრი ტუჩებდაპრუწული და კაფესკენ მივაბიჯებ,ახლა ვის დაერხა პატარავ,ლიკა აღფრთოვანებული მეგებება. -ახლა ჩემი ჯერია,რამე მზაკვრული მომაფიქრებინეთ-მოგვმართავს ჯაბა. -წაგებულმა სახალხოდ რომ იმღეროს?-უცოდველად სთავაზობს ნინი -არაა ეგ მოძველდა-თავს უკმაყოფილოდ აქნევს ჯაბა და ლუდს წრუპავს. -მე ვიცი!-ყვირის თამუნა-ვისაც ამოუვა მის გვერდზე მჯდომზე დაქორწინდეს!-ამას ონიანზე გათხოვება თუ უნდოდა პირდაპირ ეთქვა. -საქართველოში ერთქსქესიანთა ქორწინება რომ არ მოსულა-ხარხარებს ლევანი და დათოს თმაზე ეფერება. -მოდი გიჟო-ვეუბნები ჩემს გვერდით მჯდომ ლიკას,ის კი კისკისით მხვევს ხელს. -მოვიფიქრე!-სკამიდან ხტება ჯაბა-მოკლედ ვისაც ამოუვა მის პირდაპირ მჯდომთან მოაწერს ხელს! ერთი კვირა განქორწინების უფლება არ ექნებათ! მაშინვე თვალები მიფართოვდება. -მე ამ არანორმალურს არ გავყვები!-თითს ვიშვერ მისტერ „წეღან გოგო გამექცა და სურვილი შემეწერასკენ“ -ეს ველური უნდა მოვიყვანო ცოლად?-არ აყოვნებს პასუხი. -არც მე მომწონს ეგ იდეა-ფრუტუნებს თამუნა,ოჰ რა აყრანტალებდა თავიდანვე. -მაგას ხო წინასწარ რეგისტარია და რაღაცეები უნდა?-კითხულობს ნინი. -მაგას მე მოვაგვარებ-იკრიჭება დათო. -აუ მაგარი იქნება ბავშვებო რაა!-ჭკუაზე არაა ჯაბა-ხვალვე კეტებით და დახეული ჯინსებით შევაჭრით ქორწინების სახლში,ეგ დღე სიცოცხლის ბოლომდე გვემახსოვრება! მორჩა გადაწყდა-დაკეცილ ფურცლებს ისევ ქუდში აბრუნებს. ზევსო! მარსო! აქილევსის სულო და ციურო სხეულებო გეხვეწებით ოღონდ მე არა! ონიანი ცარიელ ფურცელს მაჩვენებს,ჩემს ქაღალდს კანკალით ვშლი,ვაიმე გადავრჩი! აააარ არსებობს გადავრჩი! ჩემსასაც ამაყად ვუჩვენებ და ენას ვუყოფ. ლიკასიც სუფთაა,გულდაწყვეტილი დათო თეთრ ფურცელს მაგიდაზე დებს, თვალებგაფართოებული ხალებიანი კი მონიშნულ ფურცელს ატრიალებს. ეგრევე პირდაღებულ ლიკას ვუყურებ. -ქორწილია ხალხოოოოო!-ყვირის ჯაბა. -ვაიმე ჩემებმა რომ გაიგონ ნამდვილად მომკლავენ-მოტატუნებს ყურაბამდე გაცინებული ლიკა და თეთრ ზედას იცმევს კატის გამოსახულებით. -მეც ზედ დამაყოლებენ-ვკისკისებ და ლურჯ კოპლებიან კაბაზე ბოტასებს ვირგებ. -აუ ვთხოვდები კატოოოოო!-წივის ლიკა და ხტუნვას იწყებს. -ვაიმე ვერა ხარ შენ რა გიხარია-თვალებს ვუტრიალებ. -ასეთი სიგიჟე ცხოვრებაში არ გამიკეთებია-ცქმუტავს და კეტებს მოუხელთებლად იკრავს. ხო მართალია ლიკუნა და სიგიჟეები ცალკე თემაა. -ისე გვარი მაინც იცი?-თავს მისკენ ვატრიალებ. -კი გოგო აბა ფეისბუქში როგორ მოვძებნე-ამაყად მპასუხობს. ოჰ დიდი შეღავათია! აივნიდან სიგნალების და შეძახილების ხმა მესმის. -მემგონი მოვიდნენ-ნამდვილი პატარძალივით წიკვინებს ლიკა. -ახლა იწყება არდავიწყება-ბინის გასაღებს ვიღებ. ქვემოთ ორი ბანტებით გაწყობილი მანქანა გვხვდება,ოჰ ტოიოტათი მოსულა ბიჭი,შეუცვლია თავისი სანაქებო რაში. მეორე მანქანიდან გაბადრული ჯაბა და დათო გვიქნევენ ხელს. ლიკა ფანჯრებიდან გადმოყუდებული ლამარასკენ და ნადიასკენ მახედებს,არ გადმოცვივდნენ თორე სული არ დაყვებათ მიწამდე. მარტისთვის უჩვეულოდ თბილა,ჰაჰ კაკ რაზ საქორწილო დღეა! -ეს კაბა მეორადებში იყიდე?-მესვეტება წერეთლის გარეწარი. -ხო შენ რო ეგ თეთრი ზედა იყიდე მაგის გვერდით ეკიდა-ენას ვუყოფ და კეტებიან სიძე-დედოფალს მივყვები. -მოწმეები წინ ვჯდებით-წინა კარს მიღებს მისი უდიდებულოსაბა. კაი ხო,მძღოლის გვერდითა სავარძელში ვსკუპდები. მაინც არ მჯერა ეს ყველაფერი ჩვენს თავს რომ ხდება. რიგში ჩამდგარი ნეფე-დედოფლები პირდაღებულები გვიყურებენ,ჯაბა კევებში რომ ამოდიოდა ხოლმე ისეთ ბეჭდებს იღებს ჯიბიდან,ვაიმე ახლა ვიხოხებ. სოლიდურად გამოწყობილი რეგისტრატორი წამით გაოცებული გვათვალიერებს და ეგრევე ხელოვნურ ღიმილს იკრავს სახეზე. -აბა რომელია დედოფალი?-გვეკითხება მხიარულად. -დედოფალიო,შენ გეძახიან-ვუჩურჩულებ ონიანს,თვალებს მიბრიალებს. ამასობაში ლიკა და ვარდისფერზედიანი ლევანი წინ დგამენ ნაბიჯს. რეგისტრატორი რაღაც გრძელ გაზეპირებულ მონოლოგს ბუტბუტებს და ბოლოს აყოლებს -ადასტურებთ რომ თქვენი ნებით ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ხდება ქორწინება? არა რაღაც დებილურ თამაშში წააგეს მარა ხოარ იტყვიან,უნებლიედ ფხუკუნს ვიწყებ. ახლა მოწმეებმა მოგვიწერეთ ხელიო მოგვმართავს ის ქალი. -ამან წერა არ იცის და წერტილი რო დასვას?-ქირქილებს ონიანი. ოხ ამ სიტყვებისთვის უკანასკნელი მოჰიკანივით ვიძიებ შურს! ჯაბა თავის პროფესიონალს წამდაუწუმ აჩხაკუნებს,ნინი ტელეფონით იღებს სურათებს,თამუნა კი სელფებში ჩაძირული იმ დონეზე პრუწავს ტუჩებს მეშინია მასე არ დარჩეს. შინისკენ მიმავალი გამოფენას ვუახლოვდებით,ჰაჰ სურვილის ასრულების დროა პატარავ! -პარკთან გააჩერე-თითს ვუშვერ ტოიოტას მხედარს. უკანა ხედვის სარკეში ლიკას დაბნეულ სახეს ვაწყდები.-სურვილის ასრულების დროა,წამო!-ვაყოლებ და პარკისკენ მივუძღვები -ჩემთან ერთად სეირნობა თუ გინდოდა სურვილს რას ხარჯავდი ისედაც გამოგყვებოდი-ქირქილებს და ხელი გადასახვევად მოაქვს,მალე შეგიცვლი მაგ თვითკმაყოფილ სახეს. -თათი ჩაწი!-ვუღრენ და გზას ვაგრძელებ.უკან ბუზღუნით მომყვება. -აი მოვედით!-ცენტრში მყოფ უკვე ნაცნობ აუზთან ვჩერდები,ისევ ისეთი მწვანეა და ისევ ისეთი სუნი აქვს,ოჰ ეს მოგონებები.-მინდა რომ აქ ჩახტე,ახლავე!-ვუბრძანებ სანამ პირის მოღებას მოასწრებს. -არა-მპასუხობს მტკიცედ. -ფუფლო ხარ?-წარბს ვუწევ. ტუჩის კუთხეს ტეხს,რა აცინებს ერთი გამაგებინა. მაჯიდან საათს იხსნის და ტელეფონთან ერთად ბალახზე აგდებს,ოჰ არ დაგვისველდეს როლექსი. სრულ ნეტარებას განვიცდი,გენიოსი ხარ კატო! მოიცა ჩემსკენ რატო მოდის წყალი იქეთ არაა? -რას აკეთ...-ჯანდაბა,სიტყვასაც ვერ ვამთავრებ ისე ვჩნდები ჰაერში. რა ხდება? -შენ არ გითქვამს მარტო ჩახტიო-ხითხითებს სანამ აზრს მოვიკრებდე. -არაა! ასე არ მაწყობს! გადავიფიქრე არ გვინდა ჩახტომა!-ვუკივი განწირული -გვიანია პატარავ!- მეორე ხელს ფეხზე მითათუნებს. ვაიმე ამას გავგლეჯ ახლა! -მხეცო! არ გაბედო!-სიტყვაც არ მაქვს დამთავრებული ტანზე ცივ სითხეს რომ ვგრძნობ,ჰო ახლა ნამდვილად გვიანია. ჯანდაბა ეს მანიაკი! ტყიური! ხელებს გამეტებით ვუტყლაშუნებ წყალში. -თავზე ბაყაყი გაზის-თითს იშვერს ჩემსკენ -ვაიმე მომაცილე-ხტუნვას ვიწყებ. იკეცება. ნაგავი! ესეც მომატყუა ხო? ნაპირზე სიმწრით ვფორთხდები და არც ველოდები ისე ვიღებ გეზს მანქანისკენ. ვაიმე ამას მწარედ ვანანებ! იაპონიის ცუნამი მონაგონი იქნება ამ ვირს ტორნადო კატერინა რომ დაატყდება თავზე! -მანქანაში ასე ვერ ჩაჯდები-ხითხითებს ზურგს უკან ბეჰემოტების შთამომავალი. -აბა კარგად მიყურე!-კარს გამწარებული ვაღებ. დედა რა დამმართა ამ დეგენერატმა? -არაფერი მკითხო!-დაჯდომისთანავე ვაფრთხილებ პირდაღებულ ლიკას და ქეჩებს ფეხს გამეტებით ვაწმენდ. კიდევ რა დამრჩა დასასვრელი? ხო პანელი, სველ ხელებს ვუსვამ და თმიდან მოძრობილ ხავსს საჭეზე ვუდებ. ესეც ასე! -კატო მოდი ჩქარა,ჯაბამ სურათები გამომიგზავნა!-მიკივის ლიკა. აბაზანის კარს ვხურავ და თმების მშრალებით მასთან მივფლარტუნებ. ჰაჰ მზერას სულ პირველად გადაღებულ ეგრედ წოდებულ „ნეფე-დედოფლის და მოწმეების“ ფოტოზე ვაჩერებ. გაბადრული ლიკა ყურებამდე გაცინებულ ხალებიანს ყავს ატუზული,ლიკასთან მდგომ ვირს კი სიმწრის სიცილი აქვს შემხმარი,მის გვერდით ბაბაიაგას ღიმილით უკვე მე ვჩანვარ,მარცხენა ხელი კამერისკენ მაქვს გაშვერილი მარჯვენათი კი ჩემს მხარზე გადახვეულ მოწმეთუხუცესის ხელს მთელი ძალით ვჩქმეტ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.