შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის (12)


9-12-2016, 00:12
ავტორი ki si
ნანახია 1 431

ცხოვრებას წამები განსაზღვრავენ, ის წამები რომლითაც საუკუნე იქმნება. წამები რომლებიც ხშირად მხოლოს ხაზებია საათზე მაგრამ ისინი ისე ცვლიან ცხოვრებას რომ არაფერს გეკითხებიან არ დაგიდევენ გჭირდება თუ არა ეს.
-წინ იყურე,-დავიღრიალე როცა კარლოსმა უკან გამოიხედა ამ წამის განმავლობაში რამდენიმე რამ მოხდა კარლოსმა სასწრაფოდ გაიხედა წინ და დაამუხრუჭა რადგან ჩვენ წინ ვიღაც დაეცა. თავზარი დამეცა და სასწრაფოდ გადავედი მანქანიდან
-კარგად ხართ?-წამოდგომას ცდილობდა მე ხელში წავატანე ხელი და დავეხმარე
-მადლობა არაფერი მიჭირს
-ბელა?-თვალები გამიფართობდა მე ჯერ კიდევ არ დამვიწყებია ან როგორ უნდა დამვიწყებოდა რომ ის 4 დღის წინ ვნახე
-ნეითან,-ამიჩურჩულა,-მართლა კარგად ვარ
-სახლამდე მაინც მიგიყვან გარეთ ყინვაა დავიჩემე მე
-არმინდა გმადლობ,-წასლა სცადა მაგრამ ფეხი გადაუბრუნდა და ისევ დაეცა
-მაგრამ მოგიწევს ჩაჯექი მანქანაში ექიმთან უნდა წავიდეთ
-ექიმთან?-დამავიწყდა მას ხომ არ უყვარს ექიმები
-ჰო ექიმთან,-ხელში ავიყვანე ხეფეხი ისევ მიკანკალებდა და მანქანაში ჩავსვი
-კარლ საავადმყოფოში წავიდეთ მომხდარზე მერე ვილაპარაკოთ
-არა საჭირო,-თქვა ბელამ. დაზაფრულმა კარლოსმა სასწრაფოდ მოაბრუნა მანქანა და დამორცხვებით გამომხედა სარკიდან
............
-ფეხი აქვს ნაღძობი კარგი იქნება თუ რამდენიმე დღე სიარულს მოერიდება,-თქვა ექიმმა
-მადლობთ დოქტორო რიდ,-ექიმს ხელი ჩამოვართვი და ბელას გადავხედე
ექიიმის კაბინეტიდან რომ გამოვედით ბელა ნელა მოაბიჯერბდა ჩემს გვერდით
-მაპატიე იმ დღეს რომ არ მოგისმინე
-არაუშავს ალბათ შენთვის ასე სჯობდა არაა აუცილებელი ახსნა
-შენ არ შეცვლილხარ ბელ
-ვცდილობდი,-მანქანასთან რომ მივედით კარლმა მითხრა რომ სასწრააფოდ იყო წასასვლელი და მთხოვა გამეშვა მეც გავუშვი და ბელას მძღოლის გვერდით მგზავრის კარი გავუღე.
-წამოდი სახლამდე მიგიყვან
-კარგი,-თვალებზე შეეტყო რომ მაშოინვე ინანა დათანხმება მაგრამ მაინც დაჯდა
-არ მეტყვი მიზეზს?-დავიწყე მე
-შენ ხომ არ გაინტერესებდა
-ხომ მაგრამ დავფიქრდი და მაინტერესებს
-კარგი მაგრამ მინდა სწორად გამიგო ასე რომ დამამთავრებინე და დასკვნები მერე გააკეთე კარგი? მე ვიცი რომ გძულვარ ეს კი არა შენ ვალდებული ხარ რომ გძულდე შენ მთელს სხეულში ბრაზისა და ზიზიღის ჟრუანტელი უნდა გივლიდეს როცა მე მხედავ,-ატირდა და ფანჯარაში გაიხედა კბილები ერთმანეთს ისე ძლიერად დააჭირა რომ მათი ღჭიალიცკი გავიგონე
-ბელა მოდი მე გადავწყვეტ რა ვიგრძნო შენს მიმართ კარგი?
-ჰო რათქმაუნდა,-მანქანა მოვაბრუნე და ჩემი სახლისკენ ავიღე გეზი. გაბი სახლში არ იყო რამდენიმე კვირა დედამისთან წავიდა
-სად მივდივართ?
-ჩემს სახლში ბელა მე მინდა ამიხსნე ყველაფერი, მინდა ვიცოდე რატომ შევიძულე ქალი რომელიც სიგიჟემდე მიყვარს.
ბუხრის წინ დავჯექი ჩემს სავარძელში და ბელასთვისაც მოვატანინე სავარძელი ის ჩემს წინ დაჯდა და დაჟინებით მიმზერდა. მე მისი მზერა ჭკუიდან მშლიდა ნუ თუ შეეძლო მას ასეთი ყოფილიყო ჩემ მიმართ.
-იქ იმ დღეს ბარტონიც იყო ის მე დამემუქრა რომ თუ ერთ სიტყვას მაინც გეტყოდი რამეს დაგიშავებდა, ვიცი ეს გამართლება არაა მაგრამ მე შემეშინდა ნეითან მერჩივნა ჩემგან შორს ცოცოხალი და საღ-სალამათი ყოფილიყავი ვიდრე სიჯიუტის გამი სამუდამოდ დამეკარგე,-ბელას თავლები გაევსო ცრემლებით,-სიმართლე კი ის არის რომ მე შენ დღემდე მიყვარხარ, მიყვარხარ ისეთი ძალით როგორითაც არასოდეს არვინ მყვარებია
-მე... მე არ ვიცი რა ვთქვა,-ამოვილუღლუღე ჯერ კიდევ არ მქონდა გაანალიზებული მისი სიტყვები
-მითხარი რომ არ გძულვარ გთხოვ შემიმსუბუქე ტვირთი რომელიც გულზე მაწევს, მითხარი რომ მაპატიე მე შენგან ამის გარდა არაფერს ვითხოვ
-მე შენ დიდიხანია გაპატიე უბრალოდ ამას საკუთარ თავსაც ვერ ვეუბნებოდი ვერ ვუმხელდი სივრცესაც კი რომ მე ისევ ისე ძლიერად მიყვარხარ როგორც წლების წინდა მე არ შემიძლია მძულდე ბელა არ შემიძლია,-ახლა მე გადმომივიდა თვალებიდან ვცრემლები და მას დაბინდული თვალებიდან შევხედე
-რატომ მოვექეცით ასე საკუთარ თავს ნეითან?
-არვიცი. ეს რა სისულელე ჩავიდინეთ ბელა ნეტავი გეთქვა ბარტონის შესახებ რატომ არ მოხვედი როცა დაბრუნდი რატომ არ მითხარი რაც მოხდა?
-ვერ შევძელი ნეით მე მეგონა ვერ გაიგებდი რაც გავაკეთე მეგონა იფიქრებდი რომ ამის მიზეზი მხოლოდ ის იყო რომ გამდიდრდი, თანაც შემრცხვა ამდენი ხნის შემდეგ შენს კართან მოსვლა, მეშინოდა რომ კარს ცხვირწინ მომიხურავდი,-ვერ აგღიწერთ გული როგორი გრძნონბით მქონდა სავსე მე ვგრძნობდი ბედნიერებს გამარჯვებას და შვებას იმის გამო რომ ჩემი ბელა დავიბრუნე. გაბი მართალი იყო მე ვირი ვარ იმიტომ რომ ტანჯვა კიდევ ერთი კვირით დავიგრძელე. მიუხედავად იმისა რომ ბედნიერებს განვიცდიდი ვერ შევძელი ავმდგარიყავი და ბელას ჩავხუტებოდი მე იმდენი ხანია აღარ ვყოფილვარ ბედნიერი რომ დამავიწყდა როგორია იყო ბედნიერი. ამის გამო ფეხები წამერთვა იმ წამს მხოლოს ტვინი მიმუშავებდა
-ჩემთან ერთად გაფრინდი ბელა
-მე ფრენა არ ვიცი,-თქვა ღიმილით
-არაუშავს მე გასწავლი,-ავდექი და ხელი გავუწოდე
-მაპატიე არ უნდა მოგქცეოდი ასე,-სახეზე გადამისვა ხელები და ჩვენ უბრალოდ ჩავეხუტედ ერთმანეთს. უბრალოდ? ეს რა ვთქვი ეს არ იყო უბრალო ჩახუთება ეს იყო წამი რომელსაც დიდიხანი ველოდი, წამი როლემაც ჩემი ბელა დამიბრუნა მე აღარ მივცემდი უფლება იგივე წამებს რომ ისევ წაეღო ეს ბედნიერება. ვისწავლე იმის მიღება რაც მინდოდა და ის მაწანწალა ბიჭი რომელიც ჩემში ცხოვრობდა სამუდამოდ მოვიშორე გუნებიდან.
-შენ სრულიად შემთხვევით ყველაზე ცბიერი მელა მოიშინაურე
-მე რომ თუნდაც ერთხელ დავხედო მთელს დედამიწას თვისი მკვიდრებით დავინახავ რომ ჩემი ცბიერი მელა ყველას სჭობს, იმიტომ რომ ის ჩემია მე მოვიშინაურე-მას ის დრო ხდის ყველაზე ძვირფასს როლელიც მე მას დავახარჯე
-მიყვარხარ ნეით
-მე მხოლოდ ეს სიტყვები მჭირდებოდა მთელი ეს დრო ბელა მხოლოდ და მხოლოს ეს სიტყვები.
როგორი უცნაური რამაა ბედნიერება თითქოს სულ პაწაწინა ფიფქია რომელიც გულში ჩნდება და ისე მოედება მთელს სხეულს რომ მას გააბრწყინებს, სულის შემხუთველად სასიამოვნოა ეს გრძნობა ან მე მეჩვენება ასე იმიტომ რომ დიდიხანია ეს არ მიგრძვნია თუმცა მეყო მეტს აღარ ვიწუწუნებ.
...........
-კარგი ახლა წავედი,-ბელამ ღიმილით შემომხედა და ხელი მანქანის კარს დაადო გარეთ წვიმდა
-იქნებ ცოტახანს კიდევ გვესეირნა,-ჩვენი შერიგებიდან ერთი თვე იყო გასული მაგრამ ის ერიდებოდა ჩემთანე ერთად გამოჩენას. მე მიზეზს ვერ ვიგებდი რადგან ბარტონი დიდიხნის მკვდარი იყო მიუხედავად იმისა რომ მერიზე დარდს გადაჰყვა არანაირი სურვილი არ მქონა შემცოდებოდა
-არა დედაჩემი მელოდება,-სახეზე ჩამომისვა ხელი, მაკოცა და სასწრაფოდ წავიდა იქამდე ვუყურე ფანჯრიდან სანამ სახლში არ შევიდა. მერე მანქანა დავძარი და წავედი მაგრამ უკანა სავარძლიდან მობილურის ხმა მოდიოდა
-ისევ ისეთი დაბნეულია,-მოვბრუნდი და კარზე დავუკაკუნე თან ფეხებს ვაბაკუნებდი რომ არ გავყინულიყავი. კარი პატარა გოგონამ გამიღო
-გისმენთ,-თქვა პატარამ და შემომხედა "ალბად დიკის შვილია" გავიფიქრე და ვუთხარი მამიდას დაუძახე მეთქი
-მე მამიდა არ მყავს,-მითხრა წარბშეკრულმა და კიდევ ერთხელ ამათვალიერა
-ბელას ვგულისხმობ მემგონი კარი არ შემშლია
-გასაგებია დამიცადე,-გოგონამ გაიცინა და თავი შეაბრუნა
-დედა!-დაიძახა
-რამოხდა საყვარელო?-გაგონილი ყულფივით მომეჭირა გულზე
ბელა კართან მოვიდა და გაიყინა
-აი ბელაც ის მამიდაჩემი კი არა დედაჩემია,-თქვა ბავშვის წკრიალა ხმამ და ხელზე მომკიდა რომ სახლში შევეყვანე
-შემოდი არ მოგერიდოს გარეთ ცივა გაიყინები
-არა წავალ,-ვთქვი ენის ბორძიკით
-არა ნეითან შემოდი უნდა აგიხსნა,-ბავშვა კიდევ ერთხელ ძლიერად მოსწია თავისი ხელი და მე ბლექების სახლში აღმოვჩნდი
-ჩაის გავაკეთებ საყვარელო შენ წადი და ითამაშე კარგი?-ბავშვმა თავი დაუქნია და ბელა სამზარეულოში გავიდა
-შენ ნეითანი გქვია?
-ჰო,-გავუღიმე ბავშვს,-შენ რა გქვია?
-უცნობებს ჩემს სახელს არ ვეუბნები
-რატომ მამიკო გიკრძალავს?
-არა დედიკომ მითხრა რომ საეჭვო ხალხს არაააუცილებელი ჩემი სახელი ვუთხრა
-მე საეჭვო ხალხს ვგავარ?-გამეცინა
-არა შენ ძალიან სიმპათიური ხარ მაგრამ მაინც უცნობი ხარ,-დედას ჰგავს მეთქი გავიფიქრე და მის ნაკვთებში მამაისის ძებნა დავიწყე მაგრამ გოგონა იმდენად ჰგავდა ბელას მის გარდა ვერავინ შევიცანი
-სადაა მამაშენი?-ვიკითხე ისევ თუ დროზე არ გავიგებდი ვინ იყო მამისი გული გამისკდებოდა
-სამსახურშია და მალე დაბრუნდება,-თვალები დავხუჭე და კბილები დავაჭირე ერთმანეთ რა არის ეს რატომ მეთამაშება ცხოვრება
-საყვარელო ხომ გითხარი ითამაშე მეთქი არ მიჯერებ? აღარ გიყვარვარ?-დაბრუნდა ბელა და გოგონას რომელიც თავს უქნევდა და ლოყაზე კოცნიდა შოკოლადი მისცა
-მე წავალ ნახვამდის უცნობო,-ბავშვმა მეც მაკოცა ლოყაზე და გაიქცა
-ვინაა მამისი?-ვიკითხე პირქუშად და ბელას შევაჩერდი.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

Oo ai mesmis intriga.katgia,magram es shvili sad gampchnda exla
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი ki si

La-Na
Oo ai mesmis intriga.katgia,magram es shvili sad gampchnda exla

უფრო დიდი თავის დადებას ვაპირებდი მაგრამ... ბოლოს მაინც შვილი ინტრიგად დავტოვე smirk

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent