შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სვანური ვერდიქტი (18 თავი)


9-12-2016, 00:17
ავტორი terooo
ნანახია 3 509

არიან ადამიანები, სამუდამოდ რომ რჩებიან მათში, ვისაც გადაეყრებიან.
შეიძლება სულერთი გახდეს, შეიძლება აღარ გიყვარდეს, მაგრამ ვერასოდეს დაივიწყებ.
ძირითადად დამანგრეველები არიან. თვითონაც ინგრევიან, სულ ინგრევიან, და თავის ნანგრევებში მოიყოლებენ ყველას, განსაკუთრებით კი მათ, ვინც უყვართ.
შეიძლება შვებითაც ამოისუნთქო - კიდევ კარგი, არ შეგიყვარა, თორემ იქნება ვეღარც აგეწყო შენი თავი.
ისეც ხდება, ხვდები მერე შენნაირებს, მათ, ვისაც დაღივით ეტყობათ შუბლზე - ის.
ისევე, როგორც შენ.
ალაბათ რა ძნელია, ვერავის შეეხო ისე, რომ არ შეუყვარდე. ისე, რომ არასოდეს დაავიწყდე.
წყევლასავით არის ალბათ.
მაგრამ სიყვარულის აღმოცენება ყველა გრძნობას გიფერადებს, ტკივილსაც კი მისებურ ეშხს სძენს, წარსულის მოგონებებს გავიწყებ და გიხუნებს, ახალ მოგონებებს გჩუქნის...
ყველაზე მთავარი იცით მაინც რა არის? როდესაც ყველა იმედი გეკარგება ის კი გულიდან ყვირის აქ ვარ შემომხედე მე გაძლევ ძალასა და ენერგიას, უფლებას არ მოგცემ რომ დანებდეო.
როდესაც ტელეფონი ხელში ავიღე, მეგონა ცხოვრებამ ყველაფერი კარგი დაკარგა და ყველაფერი გააუფერულა, არ ვიცი რამდენი ხნით მეჭირა ტელეფონი ხელში, ესემესის მოსვლა მაუწყა ეკრანმა, ხმა არ გამიგია, ავტომატურად წავიკითხე:
,,ეს მხოლოდ დასაწყისია, მოემზადე“
ვგრძნობ როგორ ქრება ირგვლივ ყველაფერი, როგორ უფერულდება და იცრიცება, მხოლოდ უფერულება და უსასრულობა მხვდება წინ, ვერაფერს ვეღარ ვხედავ და ვერაფერს ვეღარ აღვიქვამ. ამ უსასრულობაში დროის ათვლაც იკარგება, არაფერი არ ვიცი, არაფერი მანაღვლებს თითქოს, მხოლოდ რაც შემიძლია ფიქრია, ყველაფერი კი უმნიშვნელოა. მხოლოდ გულის ფეთქვით ვგრძნობ რომ ცოცხალი ვარ, მხოლოდ გული მაუწყებს ჩემს არსებობას, მე კი... მე ისევ მასზე, ისევ მასზე ვფიქრობ, როგორ იქნება? ახლა სად არის? ვისთან ერთად? რამე ხომ არ ჭირდება? იქნებ... იქნებ... არა, ცუდის ფიქრის უფლება არ მაქვს, ეს არ შეიძლება მოხდეს. მს უფლება არ აქვს ცუდად იყოს. არ აქვს უფლება რამე მოხდეს, რამე მოუვიდეს...
-შვილო როგორ ხარ?- ნელიკო ფრთხილად მახებს ხელს, მე ისევ ისე ვზივარ მაგიდასთან სკამზე ტელეფონით ხელში, საკმაოდ დროც გასულა უკვე- შემაშინე, კარგად ხარ?
მხოლოდ ვგრძნობ, არაფერი არ შემიძლია, ხმასაც კი ვერ ვიღებ, კითხვის დასმაც კი მაშინებს, უფრო სწორად ჩემი ხმა, ჩემს გამო რომ რამე დაემართოს, ან მას ან ვინმეს? რომ დაშავდეს ვინმე? არ მინდა დაშავდეს ვინმე, განსაკუთრებით კი ი, არ მინდა ტკიოდეს, არ მინდა ისევ განუახლდეს წარსულის ტკივილები.
-მარიამ მისმენ?- თბილი ხელის შეხება ვიგრძენი.
-ნელიკო მაპატიე არაფერი გამიგია- თავი ავწიე და მისი თბილი და ნათელი თვალების ნათებამ იმედი დამიბრუნა - უბრალოდ არაფერი გამიგია და ვნერვიულობ.
-ყველაფერი კარგადაა შვილო- მის თვალებში იმედი და სიმშვიდე სუფევდა- მან ისევ შეძლო.
-როგორ არიან? სად არიან?
-არაფერი ვიცი მარიამო, მალე მოვა ან დაგირეკავს, ყველაფერი კარგადაა, ნუღარ ნერვიულობ- მისი სიმსვიდე მეც გადამედო და შვებით ამოვისუნთქე.
-აქამდე რატომ არ დამირეკა? ხომ იცოდა რომ ვინერვიულებდი?
-თვად კითხე შვილო- ღიმილით მითხრა ნელიკომ და სამზარეულოს მიაშურა.
,,გარეთ გელოდები“- იევ ახალი შეტყობინება, ამჯერად გული სიხარულით ამიძგერდა დაა
-ნელიკო მალე მოვალ არ ინერიულო- გავძახე სამზარეულოში მოფუსფუსეს და მოსაცმელს დავავლე ხელი, კართან კი მისი ხმა დამეწია.
-თავს გაუფრთხილდი და დამირეკე-მზრუნველი დედური სითბო ვიგრძენი ისევ მის ხმაში. ჩემი დედიკო მომენატრა კიდეც.
სწრაფად დავფარე მანძილი ოთახიდან რკინის დიდ კარამდე, წრაფად გადავკვეთე ეზო.
-ჰეი, სად გარბიხარ?- ზურგსს უკან მომესმა მისი ხმა და შემაშინა კიდეც- სულ როორ უნდა გაშინებდეს ჩემი ხმა?- ღიმილი და სითბო ვიგრძენი.
-როგორ ხარ?- წამის მეასედში გავჩნდი მის წინ და საკუთარი თვალით ვრწმუნდებოდი მის ჯამრთელობაში, ამინდისთვის შეუფერებლად ეცვა, თბილი ჟაკეტი, მუქი ფერი არ გამკვირვები, ხხელები კი ჯიბეებში ჩაეწყო.
-მე კარგად, აი შენ კი ფერმკრთალი ხარ- ჯიუტად მიყურებდა სახეზე.
-არაუშავს გამივლის, ხელები მაჩვენე- სახის მიმიკა არ შეუცვლია ისე ამოიღო ჯიბეებიდან ხელები და არც შევმცდარვარ, რასაც ვფიქრობდი- იჩხუბე- არ მიკითხავს, უბრალოდ ჩემი ფიქრი დავაზუსტე.
-ნელიკო როგორააა?- არაფერი უთქვამს, თითქოს ჩემი სიტყვები არც გაეგო და ისევ ჯიბეებში ჩაიწყო ხელები.
-კარგადაა- სრულიად უემოციოდ ვუპასუხე- ბაქარი როგორააა?
-შენი დახმარება ჭირდება- პირდაპირ შესავლის გარეშე მითხრა.
-სად არის?
-ჩემთან სახლში.
-შენთან? მერე? გაგიჟდი? იქ როგორ მიიყვანე? დედა გაგიჟდებოდა, წამოდი სწრაფად.
-ნუ ღელავ მან არაფერი იცის, ბაქარი კი არც ისე ცუდადაა რომ ვერ გაძლოს- ისევ ღიმილმა დაუფარა სახე.
-წავიდეთ- ლამის ხელი დავავლე და ძალით წავიყვანე.
-მიხარია რომ ჩემს ფიქრებს უთქმელად ხვდები და პირვანდელ შთაბეჭდილებას ყოველ დღე მიუფერულებ.
-როგორც გითხარი ყველა ადამიანს მისია აქვს შესასრულებელი- გავუღიმე და ისეთი თბილი თვალები ჰქონდა, ისეთი გამჭირვალე და სუფთა.
-ვიცი რომ საკუთარ ანარეკლს ხედავ.
-ასე რომ მელაპარაკები, მგონია ჩემს წინ თინეიჯერი ბიჭი დგას და არა ჩამოყალიბებული, სერიოზული კაცი.
-ვიღაცათან ხომ უნდა ვიყო ბავშვი? შენზე უკეთესს ვის ვიპოვი? თან საიდუმლო ყველაზე კარგად შენ ინახავ.
-ბაქარის ჩვენი დახმარება ჭირდება- სწრაფად გადავუტანე სიტყვა.
-ნუ გგონია რომ სულ გამექცევი, ერთ დღეს მოგვიწევს დავსხდეთ და სერიოზულად ვისაუბროთ, ყველას და ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ.
-ერთ დღეს კი, მაგრამ არა დღეს და არა ახლა. ახლა კი წავიდეთ- რკინის კარისკენ წავედი პირველი, ერთ წამში ჩემს გვერდით აღმოჩნდა.
ბაქარს უმნიშვნელო ნაკაწრები ჰოდა, სილურჯეები და ჩაქცევები ბლომად, იაგოს წამლები მოემარაგებინა, რამდენიმე ადგილად ბლაგვი აგნისგან მიყენებული ჭრილობა ჰქონდა, წაამებში გამახსენდა, რა ვისწავლე წლების ინ, როგორ უნდა დამემუშავებიინა ჭრილობა, მერე სახვევი როგორ უნდა დამედიო, ყველაფერ ისეთი სიზუსტით ვაკეთებდი, ბოლოს საკუთარმა თავმა გამაოცა კიდეც. დამამშვიდებელი დავალევინე და რამდენიმე წუთში მშვიდად ჩაეძინა, პულსი ნორმაში ჩაუდგა, ნახმარი ნივთები ყველაფერი ერთ პარკში ჩავყარე, და ოთახის კარი მშვიდად გამოვიხურე, ძალა გამოცლილი კედელს მივეყუდე და ნელა დავეშვი იატაგზე.
-ყოველ დღე ჩემს აღფთოვანებას იწვევ, როდესაც მითხრეს რომ ბევრი რამ იცოდი, მეგონა ხუმრობდნენ, ამ გოგოს როგორ უნდა შეეძლოს ამდენი რამ ერთადთქო, დღეს... ახლა, რამდენიმე წუთის წინ რომ გიყურებდი, საბოლოოდ დვრწუნდი რომ ყველა ფიქრი მცდარი იყო, რომ შენ ნამდვილად არ ხარ სხვა... შენ... შენ, უბრალოდ ხარ შენ, ერთი უბრალო გოგო, რომელსაც დაცვა ჭირდება რომ სხვები ბედნიერები იყვნენ. შენ იქნები კარგად, ღიმილიანი, სიხარულით აღსავსსე და სხვები შენს ირგვლივ სამყაროს შექმნიან, ეს შენშია, უბრალოდ შენ ხარ ასეთი.- ჩემსს გვერდით იატაგზე დაიკავა ადგილი, თითქმის მხრები ეხებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ არც ეხებოდნენ, ისიც კი შვებას მგვრიდა რომ ცემს გვერდით იყო და სუნთქავდა, მისი სიტყვების მნიშვნელობა კი არ მესმოდა.
-მოდი ხელები მაჩვენე კაი?- წამოდგომას ვაპირებდი ისევ ძველ ადგილას რომ დამაბრუნა ამჯერად ახლოს , თავი რომ მიმებრუნებინა მის სახეს შევეხებოდი ტუჩებით.
-მაინტერესებს რა გჭირს? ნაინაში რა დაინახე? ვიცი რომ ის მხიარულია, სიხარულით აღსავსე, ბედნიერებას ასხივებს, არ შეუძლია ადამიანები ისე დატოვოს რომ მასში მისი წილი სიხარული რომ არ ჩადოს, მაგრამ ეს შენ არ გჭირდებოდა, მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ უყურებ ადამიანებს როგორც სამუზეუმო ექსპონანტებს? რატომ არ გჯერა მათი ბედნიერების. ღიმილინი სახის.
-არა, სამუზეუმო ექსპონნტებად ნამდვილად არ მივიჩნევ ადამიანებს, მაგრამ მათი მრავალფუნქციურობა მაოცებს, მათი მჭრმეტყველება, შეიძლება ცუდად გამომდის ახლა მაგრამ ასეა.
-ყველა ადამიანში ეძებ რაღაცას, დიდი ხანია უკვე ვაკვირდები, თვალებში უყურებ ყველას, შემდეგ კი ... შემდეგ შეპყრობილი ხდება შენით... რაგაც გიპნოზის მსგავსია.
-ხშირად ბედნიერ მომავალს მხოლოდ ერთი რამ უშლის ხელს - რთული წარსული.. რთული, ტკივილით აღსავსე, ჩაგაფრინდება თავისი უზარმაზარი, ბოროტი კლანჭებით და ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევს.. დადიხარ იმ ადგილებში, სადაც ყველა კენჭი, ფოთოლი, სახლი და ვინ იცის ჰაერიც კი მას გახსენებს.. წარსულს.. მოგონებები შემოგიტევს, აგაფორიაქებს, მოიცავს გონებას და გულს და მოსვენების ნებას არ გაძლევს.. კიდევ ერთხელ გადიხარ იმ ეტაპებს, იხსენებ ბედნიერ მომენტებს და უცებ.. მიხვალ იქამდე, როცა დამთავრდა ყველაფერი.. იხსენებ, ყველა წვრილმანს იხსენებ, რომ პასუხს მიაგნო.. კითხვა მხოლოდ ერთია: რატომ?? თავადაც ვერ ხვდები, როგორ გისველებს ცრემლები სახეს, თმას, ტანს.. ნაჩქარევად იწმენდ, არ გინდა ვინმემ გაიგოს.. თუმცა გაგებით ვერავინ გაიგებს, რატომ მისტირიხარ წლების წინ მომხდარს, წლების წინ დაკარგულ მეგობრებს, რომლებმაც თავად თქვეს შენზე უარი.. მხრებს აიჩეჩავენ და დაივიწყეო გეტყვიან, მერე კარს გაიხურავენ და შენ ტკივილთან კვლავ მარტოს დაგტოვებენ.. შენ კი ნელა, აუჩქარებლად ალაგებ ნივთებს, სკოლაში რომ გაცვალეთ, ფოტოებს, დაძველებულ ქაღალდებსაც კი.. თავადაც რომ არ იცი რაღატომ ინახავ ასე საგულდაგულოდ და მხოლოდ საკუთარ თავს გამოუტყდები ძილის წინ, რომ მათ დატოვილ სიცარიელეს ვერავინ შეავსებს და დრო, ამ შემთხვევაში ვერაფერსაც ვერ განკურნავს..
-რა გტკივა ასე ძალიან? რატომ - სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო რომ მისი ტელეფონი უცებ ამღერდა, ისევ ისეთი გაუხდა სახე, ცივი და არაფრისმთქმელი
-უნდა წავიდე, შენ გიტოვებ, აქ დარჩი და არ წახვიდე.
ადგა და წავიდა.... დამტოვა ისევ... იმარტოვესა და გაურკვევლობაში....



საღამო მშვიდობისა... სეფიაშვილი, მეტი ვერ შევძელი დაღლილმა, იქნებ მოვახერხო და ხვალაც დავდო... ნუ მომკლავ ოღონდ



№1 სტუმარი Guest თიკო

ძალან მომწონს ეს ისტორია.
არ დააგვიანო ხოლმე დადება...

 


№2  offline მოდერი Maiaabuladze

აი ვერ ვხდები რა არის ასეთი იდუმალი ამ ისტორიაში რომ ყოველი თავი უფრო ღრმად მითრევს.. სულმოუთქმელად რომ ველოდები როდის დადებ და როდის გაიხსნება კარტი თუნდაც ცოტათი მაინც... შეუდარებელი ხარ ❤

 


№3  offline აქტიური მკითხველი lalita

მოკლედ დამღალა ამ ისტორიამ , ყოველ თავში ველოდები ,რომ რაღაც გაიხსნება მაგრამ ისევ ბურუსი და იდუმალება . თან ისე პატარა თავებს დებ თითქმის ვერაფერს იგებ იმედი მაქ შდეგში მაინც დადებ ცოტა დიდს და გარკვეულ თავს.

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

Unihieresi xar da sul nu gvaintrigeb.erti suli maqvs rodis gairkveva yvelaferi
--------------------
ლანა

 


№5 სტუმარი Guest Select

Mariamis cxovrebis shesaxeb vici fzalian cota rato enatreba sul deda rogor cxovrobda sanam ak chamovidoda mokled dainteresebuli var teroo miyvarxaar sheni ertguli mkitxveli select

 


№6 სტუმარი gamer

კარგია მომწონს მაგრამ გირჩევ ერთიანად ნუ გაამხელ ყველაფერს

და ცოტა არ იყოს თავებია არეული :D მარა ბოლო ჯამჯი მართლა მომწონს <3

 


№7  offline აქტიური მკითხველი terooo

Daaweriliaa ukve titqmis yvela taavi... ne l nelaa daaidebaa yvelaa.... ufro sworaad aaikrifebaa....

Maadlobaa yvelaas aam siyvaarulistvis

 


№8  offline აქტიური მკითხველი tamo1804

გაწყვეტა მომეწონა, ზარი ხომ? :-D :-D წარმოდგენა არ მაქვს რას გვიმზადებ, პირველი შემთხვევაა, როცა ვერსიაც კი არ მაქვს და კიდე გიმეორებ, მაზოხისტურად მომწონს ლოდინიც, გაურკვებლობაც და საერთოდ ყველაფერი, რაც ამ მოთხრობას უკავშირდება :-) მოვითხოვ, მაჩუქო ეს ისტორია და მალე დადო ახალი და დიიდიი თავი, აი ასე! :-D <3

 


№9 სტუმარი Nacka

Shennairi idumalia es istoria

 


№10  offline აქტიური მკითხველი terooo

Nacka
Shennairi idumalia es istoria

ნაცკა..... ნაცკა... ნაცკააა.... სხვა რამ უნდა თქვას? შენ რომ ამმას იტყვი?

Guest თიკო
ძალან მომწონს ეს ისტორია.
არ დააგვიანო ხოლმე დადება...

მადლობა... მაგრამ ვერ ვახერხებ... ვიცი ასე არ უნდა ვიქცეოდე, მაგრამ ძალა უნებურად ასე გამოდის... მაპატიეთ და მადლობა მოთმინებისთვის

Maiaabuladze
აი ვერ ვხდები რა არის ასეთი იდუმალი ამ ისტორიაში რომ ყოველი თავი უფრო ღრმად მითრევს.. სულმოუთქმელად რომ ველოდები როდის დადებ და როდის გაიხსნება კარტი თუნდაც ცოტათი მაინც... შეუდარებელი ხარ ❤

მადლობა შენი ყოველი კომენტარისთვის, შენი სიყვრულისა და Eნი შეფასებებისთვის... მადლობა .... მადლობა ... მადლობააა...

lalita
მოკლედ დამღალა ამ ისტორიამ , ყოველ თავში ველოდები ,რომ რაღაც გაიხსნება მაგრამ ისევ ბურუსი და იდუმალება . თან ისე პატარა თავებს დებ თითქმის ვერაფერს იგებ იმედი მაქ შდეგში მაინც დადებ ცოტა დიდს და გარკვეულ თავს.

როგორ მინდოდა რაგაც მაინც მეთქვა რომ რაღაც გარკვეულიყო, რომ დასასრულისკენ წსულიყო, მართლა ვერ ვძლებ და ვერ ვახერხებ დიდი თავების დაწერას, მაპატიე და შეეცდები რამე მაინც ვთქვა ამ დღეებში

tamo1804
გაწყვეტა მომეწონა, ზარი ხომ? :-D :-D წარმოდგენა არ მაქვს რას გვიმზადებ, პირველი შემთხვევაა, როცა ვერსიაც კი არ მაქვს და კიდე გიმეორებ, მაზოხისტურად მომწონს ლოდინიც, გაურკვებლობაც და საერთოდ ყველაფერი, რაც ამ მოთხრობას უკავშირდება :-) მოვითხოვ, მაჩუქო ეს ისტორია და მალე დადო ახალი და დიიდიი თავი, აი ასე! :-D <3

შნ უნდა მამკლა.... შენ უნდა მამკლა? კი ზარი... აქ რაც უნდა ყოფილიყო.. მან არ მოისურვა აქ ყოფნა... რას ვიზამთ სანამ არ მოისურვებს ფურცლებზე ყოფნას შემდეგი თავი ვერ არ იქნება

 


№11  offline აქტიური მკითხველი terooo

tamo1804
გაწყვეტა მომეწონა, ზარი ხომ? :-D :-D წარმოდგენა არ მაქვს რას გვიმზადებ, პირველი შემთხვევაა, როცა ვერსიაც კი არ მაქვს და კიდე გიმეორებ, მაზოხისტურად მომწონს ლოდინიც, გაურკვებლობაც და საერთოდ ყველაფერი, რაც ამ მოთხრობას უკავშირდება :-) მოვითხოვ, მაჩუქო ეს ისტორია და მალე დადო ახალი და დიიდიი თავი, აი ასე! :-D <3

რა ვქნა... აბა? ზარის ადგილას ვინც უნდა ყოფილიყო მან არ ისურვა ფურცლებზე ყოფნა უხასიატობის გამო და ისევ ზარი იყო....
მაზოხისტო მე რას მერჩი? თქვენს მსგავსად მოცლილი კკი არ ვარ...
კარგი გაჩუქებ შენ ამ ისტორიას....
მერეეე.... ეშველება ვინმეს რამე?

 


№12  offline აქტიური მკითხველი tamo1804

უხასიათობის კი არა უმუზობის გამო :-( რა გიყო, როცა ერთი სიტყვაც კი არ მომდიოდა თავში აზრად.... ხვალ გპირდები თავს ძალას დავატან :-* და ყველას გვეშველება მერე :-D

 


№13  offline აქტიური მკითხველი terooo

tamo1804
უხასიათობის კი არა უმუზობის გამო :-( რა გიყო, როცა ერთი სიტყვაც კი არ მომდიოდა თავში აზრად.... ხვალ გპირდები თავს ძალას დავატან :-* და ყველას გვეშველება მერე :-D

ჰო, მერე ვიღაც მეტყვის, რატომ არ წერო... სწრაფად თორე მკითხველმა უკე შEმჭამა...
სეფიაშვილი მოკვლით მემუქრება

 


№14  offline აქტიური მკითხველი tamo1804

მგონი ჩემი პირობა შევასრულე :-)

 


№15  offline აქტიური მკითხველი terooo

tamo1804
მგონი ჩემი პირობა შევასრულე :-)

კი შეასრულე და შესრულდა კიდეც

 


№16 სტუმარი cisartyela

კითხვის დროს მგონია რომ ვსო აქ ყველაფერი მორჩება, საბოლოოდ გამოდის რომ არაფერიც არ არის ისე როგორც უნდა იყოს...

 


№17  offline აქტიური მკითხველი terooo

cisartyela
კითხვის დროს მგონია რომ ვსო აქ ყველაფერი მორჩება, საბოლოოდ გამოდის რომ არაფერიც არ არის ისე როგორც უნდა იყოს...

მარტივი ხომ არაფერია

 


№18 სტუმარი სტუმარი ცისარტყელა

terooo
cisartyela
კითხვის დროს მგონია რომ ვსო აქ ყველაფერი მორჩება, საბოლოოდ გამოდის რომ არაფერიც არ არის ისე როგორც უნდა იყოს...

მარტივი ხომ არაფერია

terooo
cisartyela
კითხვის დროს მგონია რომ ვსო აქ ყველაფერი მორჩება, საბოლოოდ გამოდის რომ არაფერიც არ არის ისე როგორც უნდა იყოს...

მარტივი ხომ არაფერია

აღარ მახსოვდა რომელი თავი წავიკითხე...
ვიცი სიხარულო რომ მარტივი არაფერია

 


№19  offline აქტიური მკითხველი terooo

სტუმარი ცისარტყელა
terooo
cisartyela
კითხვის დროს მგონია რომ ვსო აქ ყველაფერი მორჩება, საბოლოოდ გამოდის რომ არაფერიც არ არის ისე როგორც უნდა იყოს...

მარტივი ხომ არაფერია

terooo
cisartyela
კითხვის დროს მგონია რომ ვსო აქ ყველაფერი მორჩება, საბოლოოდ გამოდის რომ არაფერიც არ არის ისე როგორც უნდა იყოს...

მარტივი ხომ არაფერია

აღარ მახსოვდა რომელი თავი წავიკითხე...
ვიცი სიხარულო რომ მარტივი არაფერია

რაზე ფიქრობ აბა, :დ
ძალიან მიხარია რომ კითხულობ და მოგწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent