შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მამა ახლავე ციდან ჩამოდი II


9-12-2016, 17:32
ავტორი Anne Larsen
ნანახია 1 651

PLAYBACK: 1980წელი
- ზაზა დედიკო ჩემოდანი უკვე ჩაალაგეე??
- აი ამ წამს დეე..
- იჩქარე დედიი მამაშენი გელოდება დაბლა და ალბათ ბებო გაგიჟდა უკვე იქ რომ არ ხარ..
- მიყვარხარ დედა, თავს გაუფრთხილდი.. - ჩაეხუტა და მხურვალედ აკოცა ვერა თავდგირიძეს შვილმა..
ზაზამ კიბეები სწრაფად ჩაირბინა, გარეთ გასული მეზობლებს და მამას მიესალმა:
- დილამშვიდობის ყველას!
- მალე თორე ალბათ გაგიჟდებოდა ქალბატონი მარიამი.. მატარებელს რომ ვერ მივუსწროთ ამომშლის შვილების სიიდან..
-ჰაჰაჰ... ჰო მართლა იჩქარე მამა, თორე აგერ უკვე 16 წელია ძლივს გაპატია ბაბუს სახელი რომ არ დამარქვი
სადგურზე მისვლისთანავე ქალბატონი მარიამის საყვედურიანი მზერა მიეგებათ..
- უკვე მეგონა აღარ მოხვიდოდით
- წავედით ბებო ჩასხდომა იწყება...
ქალბატონი მარიამი ბატონი გურამის დედა გახლდათ, იგი მეტად ტრადიციული ქალი ბრძანდებოდა და ამასთანავე მიჩვეული იყო რომ ყველას კონტროლის უფლება ჰქონდა.. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად ის გიჯდებოდა თავის ოჯახზე.. ახლა ქალბატონი მარიამის მამულში მიემგზავრებოდნენ ბებია და შვილიშვილი.. ეს პატარა ქალაქია, სადაც თითქმის არაა კორპუსები და ყველა დიდ სახლში ცხოვრობს, ამის გამო ამ ქალაქს ძირითადად დაბად მოიხსენიებენ..
გზაში ქალბატონ მარიამს ჩაეძინა,ზაზა კი ბევრ რამეზე ფიქრობდა: მეგობრებზე... შეყვარებულზე- ეს იყო ერთი კეთილშობილი, კარგ ოჯახში აღზრდილი გოგონა, რომელსაც არც გარეგნობა დაეწუნებოდა, სახელად ინგა.. ფიქრობდა ნათესავებზე, რომელიც ერთი წელი არ ენახა.. ნათესავები თბილად შეხვდნენ და აქ ჩამოსულს აქაურობა სულაც არ მოეჩვენა ცუდად.. თან აქ იყო მისი ნათესავი ლაშა, რომელიც მასზე ოდნავ უფროსი, 17 წლის იყო..
- აბა ზაზა დღეს რა გეგმები გვაქვს?- ჰკითხა ლაშამ
- მგზავრობამ ძალიან დამღალა ლაშ.. მოდი ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე გავისეირნოთ, მერე მოვალ წავუძინებ და საღამოს შენს განკარგულებაში ვარ
- კარგი მაშინ აქვე ტყეა და წამო იქ გავისეირნოთ...
- კარგი თან ლუდი დავლიოთ..
- ჰოო აქ ნამდვილად კარგ ლუდს ამზადებენ ბიძაშვილო..
ცოტა ხანში ბიჭები უკვე ტყის ბილიკზე იდგნენ და ლუდს სვავდნენ, თან საუბრობდნენ.. თან ნელ-ნელა ტყის სიღრმეში შედიოდნენ..
- ჯანდაბას დაიცალა.. კიდევ დავლევდი ერთ ბოთლს.. - თქვა ლაშამ.
- მეც, მაგრამ მირჩევნია ახლა ჰამაკებისკენ წავიდეთ და ცოტა დავისვენოთ, თორემ აღარ შემიძლია ამდენი სიარული..
- მოდი შენ ჰამაკებისკენ წადი აი იქეთაა 10 მეტრში, მე ლუდზე ჩავირბენ და მალე მოვალ, სტუმარი ხარ ბოლობოლო რამეზე უარს გეტყვიი?!!..
- კარგი და ბოდიში რაა..
- არ გრცხვენიაა..
ზაზა ჰამაკებისაკენ გაემართა გადაღლილი, მილასლასებდა.. იქვე ერთ-ერთ ჰამაკზე ჩამოჯდა, ლოდინით რომ დაიღალა გარემოს მოთვალიერება დაიწყო, უცებ ერთ ჰამაკს მოკრა თვალი.. გოგონა იჯდა და კითხულობდა, რახან თავადაც ძალიან უყვარდა კითხვა გადაწყვიტა ლაშას მოსვლამდე გოგონას გასაუბრებოდა, თუნდაც წიგნზე.. გოგონა ზურგით იჯდა და ზაზა მხოლოდ იმას არჩევდა რომ მუქი წაბლისფერი, ტალღული თმა ჰქონდა, საოცრად თეთრი კანი და სავარაუდოდ თეთრი, ვარდისფერ ყვავილებიანი კაბა ეცვა...
-გამარჯობა ლამაზოო ...
გოგონა არც კი განძრეულა, თითქოს ვერც გაიგოო..ზაზა ამას მიჩვეული არ იყო, ის სულ გოგოების ყურადღების ცენტრში იყო, მითუმეტეს უცხო გოგოების, ამიტომ წინ დაუდგა და..
- გამარჯობამეთქი, შენ რა არ გესმის?!
გოგონამ გაკვირვებულმა ამოხედა, მისი ღრმა ლურჯი თვალების დანახვაზე ზაზა შეკრთა, ასეთი ლამაზი ჯერ არაფერი ენახა.. გოგონამაც იგრძნო რაღაც, მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 13 წლის იყო, ბიჭების ყურადღება არასოდეს აკლდა, მაგრამ ეს სხვა იყო, განსაკუთრებული, ხშირი,ხვეული, ღია წაბლისფერი თმით, და საოცრად ლამაზი თაფლისფერი თვალებით.. გული აუჩქარდა, ხმა ვერ ამოიღო, თუმცა მის ოდნავ გაბრაზებულ მზერაში კითხვა იკითხებოდა: რა გნებავთ? ზაზაც მიუხვდა..
- მეეე.. მეე .. მეე ...- და აზრი ვერ დაალაგა..
- მაპატიეთ უნდა წავიდე.. -უთხრა გოგონამ, ადგა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა.
ზაზა რამდენიმეწუთი მოჯადოებული იდგა.. ასეთი მშვენიერი ჯერ არაფერი ენახა.. მერე უცებ გონს მოვიდა და როდასაც გოგონა ვერ დაინახა, გარემო მოათვალიერა და შორიახლო შენიშნა კიდეც.. ახლომახლო აედევნა.. გოგონაც თითქოს გრძნობდა ფეხის ხმას.. როგორც აღმოჩნდა ის იქვე ცხოვრობდა, და როდესაც სახლს მიუახლოვდა მობრუნდა..
- რა გნებავთ??
- მე უბრალოდ მაინტერესებდა რას კითხულობდით?- ისე თავდაჯერებულმა თქვა ზაზამ, რომ გეგონებოდათ მართლა ეს აინტერესებდა
- ლევან გოთუა - "ყინწვისის ანგელოზი".. დაგაკმაყოფილათ პასუხმაა??! - და ჭიშკარი შეაღო ..
- ანგელოზი... ანგელოზი შენ ხარ.. ჩაილაპარაკა ზაზამ და გაეღიმა..
- ოჰოო.. ალბათ ლაშა მეძებს.. აჯობებს პირდაპირ სახლში წავიდე.. მათი სახლიც იქვე ახლოს იყო და დიდი დრო არ დასჭირვებია მისასვლელად.. ჭიშკართან ლაშას შეხვდა..
- ღმერთო ზაზა სად იყავიი.. გეძებდი და ვიფიქრე რომ აქ წამოხვიდოდი...
- არაა... აუ ლაშ ძმურად ერთ ადგილას წამომყევი აქვეა..
- რა პრობლემაა..
ზაზამ ლაშა იმ ჭიშკართან მიიყვანა სადაც ცოტა ხნის წინ მშვენიერი ანგელოზი გაუჩინარდა..
- ამ სახლში რომ გოგო ცხოვრობს ვინაა?? რა ქვია?? აქაურიაა...
- მეRადავებიი?? ამ სახლში 4 გოგო ცხოვრობს..
- ჰოო მაგრამ ის ძალიან ლამაზია.. რომ აგიღწეროო??
- 4ვე ძალიან ლამაზები არიან.. თან ერთმანეთს გვანან.. მაგრამ მაინც სცადე..
- ძალიან ღრმა ლურჯი თვალები აქვს და მუქი წაბლისფერი ტალღოვანი თმაა..
- ოჰოო.. მგონი ეს ნატალი უნდა იყოს.. მაგრამ ფრთხილად.. ძალიან წუნიაა.. თან ჯერ სულ ბავშვია 12-13 წლის.. მამამისმა რომ გაიგოს ადგილზე გაგათავებს, მისი საყვარელი შვილია..
- ყველაფერს ეშველება ლაშ ყველაფერს.. მასაც შევუყვარდები და მამამისსაც.. ხომ გამაცნობ??
- კარგი ხვალ იყოს...
- შევთანხმდით.. წამო ეხლა სახლში წავიდეთ თორე გაგიჟდება ქალბატონი მარიამი..
- ჰაჰა... მართალი ხარ წამო...
იმ დღეს სახლში მისული ბიჭები, ლაშას მამამ, ბატონმა მირიანმა სუფრასთან მიიპატიჯა და გვიანობამდე სახლში დატოვა.. შემდეგ კი გადაღლილი ბიჭები მკვდრებივით მიესვენენ.. თუმცა ბიჭები არა, მხოლოდ ლაშა, ზაზას კი მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს.. მთელი ღამე იმ პატარა, მშვენიერ გოგონაზე ფიქრობდა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent