"hopeless" (თავი 5)
დილით , რომ გამეღვიძა 9 საათი იყო , ამიტომ ნიკას დავუწყე გაღვიძება სამსახურში ხომ უნდა წასულიყო: -ნიკა, ნიკა გაიღვიძე რაა- ვამბობდი ნამძინარევი ხმით და მის მხარზე ჩამოდებული თავი ზოზინით ავწიე. ნიკა წამოდგა და პირდაპირ აბაზანისკენ დაიძრა, შემდეგ ოთახში შევიდა ჩაიცვა და იქიდან საოცრად სიმპათიური გამოვიდა, უხდება შარვალ-კოსტუმი: -ანო დღეს სამსახურში რაღაც წვეულება გვაქვს და შენც უნდა წამოხვიდე -რა მინდა მე იქ? -ყველა თავისი ცოლით -კაი ნიკა წავიდა და მე მაღაზიაში გადავწყვიტე წასვლა კაბის საყიდლად, ამისათვის რათქმაუნდა ნინას დავურეკე: -სიხარულოო -ნუ მთაფლავ პირდაპირ მითხარი რა გინდა?-სიცილით მკითხა ნინამ -მე და შენ საშოპინგოდ მივდივააართ! -აუ მეც მინდოდა შოპინგიიი -ხოდა დღეს ჩვენ კაფესთან შეგხვდები და წავიდეთ კაი? -კაი, რომელზე? -გავიდეთ ეხლავე რაა -კაი გაშვებული კაბა გადავიცვი ჩანთა ავიღე და სახლიდან გავედი. 15 წუთში კაფესთან ვიყავი : -ჩემო სიხარულო როგორ მომენატრეეე-შემომეგება გახარებული ნინა -ნინა ორსულად ხარ?-დიდ მუცლიან ნინას გაკვირვებულმა შევხედე -ხოო ანოოო -ვაიმე რამაგარიააა! ძალიან ბევრი კაბა ჩავიცვი, მაგრამ სამწუხაროდ არცერთი მომეწონა: -აუ ნინაა-ვწუწუნებდი და ლამის უკვე ცრემლები წამომსვლოდა ბრაზისგან -ნუ წუწუნებ ვიპოვით რამეს სწორედ ამ დროს მივიხედე გვერდით და საოცარი, ულამაზესი, არაჩვეულებრივი კაბა დავინახე. მაშინვე ხელი მოვკიდე და გასახდელში გავვარდი. კაბა იყო: შავი, მკერდზე ამოღებული, გრძელი და ფეხთან ჩაჭრილი. ეს კაბა ისე მომიხდა შანსი არ იყო არ ამეღო ამიტომ მივიტანე სალაროსთან და ავიღე , ფულიც ძალიან ბევრი გადავიხადე, მაგრამ რას ვიზამთ.... საღამოს ნიკა მოვიდა რომ წავსულიყავით, მე ჯერ კიდევ ოთახში ვიყავი და ვემზადებოდი. ტანს შავი კაბა მიმშვენებდა, ფეხებს შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ყელზე ძვირფასი ყელსაბამი მოვირგე და ხელზეც ლამაზი სამაჯური გავიკეთე, ბოლოს კი ჩემი შავი ხელჩანთა ავიღე. რომ გავედი ნიკას სახე უნდა გენახათ , ლამის თვალები გადმოსცვივდა: -ძალიან ლამაზი ხარ!-მითხრა გაბედულად -ვეცადე- გავუღიმე თბილად და მანტო ჩავიცვი. ბევრი ხალხი იყო წვეულებაზე და თან ყველა კარგი. თუმცა ვერ დავივიწყებ ერთი ბიჭის დახამებულ ყურებას ჩემზე , გვერდითა მაგიდიდან, მართლა ხამივით იყო, რა წესია ადამიანისთვის ასე მიშტერება ! საღამო კარგად მიდიოდა. ბოლოს დამთავრდა. ნიკას არ დაულევია , რადგან საჭესთან იჯდა , თან როგორც თქვა არ უყვარს დალევა. სახლში რომ მივედით გამოცვლამდე ნიკას ვუთხარი: -საჭმელს გავაკეთებ რამეს რომ გამოვიცვლი ნიკამ კედელთან მიმიმწყვდია, მაგრამ არ შემშინებია რაღათქმაუნდა ვიცოდი არაფერს დამიშავებდა: -შეხვედი ცოლის ამპულაში?-გამიღიმა საოცარი ღიმილით და როგორც ყოველთვის ლოყები დაეჩუტა -კი, ერთი ეჭვიანობაღა მაკლია და ეგ არის-გავუღიმე მეც , მისი მკლავებიდან დავეხსენი და ოთახში შევედი. გამოვიცვალე და რომ გამოვედი , ნიკა ისევ ჩაცმული იყო ოღონდ ამჯერად ყოველდღიურად ეცვა , თუმცა ასე კიდევ უფრო სიმპათიური იყო: -აუ მაღაზიაში ჩავიდეთ რაა -რა გინდა მაღაზიაში? -დიღომში წავიდეთ და რომელიმე დიდ მარკეტში ტკბილეულობა და პიცის მასალა ვიყიდოთ რაა -და მაგეებს დიღომში გასვლა რათ უნდა? -ოო რა უჟმური ხარ! იქნებ ჩემს ცოლთან ერთად სეირნობა მინდა? თან მე ბევრი ტკბილეულობა ვიგულისხმე -კარგი, ჩემი ქმრის უკეთ გაცნობა არც მე მაწყენდა, თან ხო იცი შენზე მხოლოდ ის ვიცი რომ ბიზნესმენი ხარ და ნიკა გქვია, ნუ გვარიც ვიცი ნაკაშიძევ, მაგრამ მეტი არაფერი ვიცი შენზე -ხოდა სანამ იქამდე მივაღწევთ და თან პროდუქტების არჩევის დროს გამიცნობ დამიჯერე -ძალიან კარგი, ოთახში შევალ ჩავიცვამ ჩავიცვი: დახეული ჯინსი, თეთრი ტოპი, ჩემი გახვრეტილი ჭიპი მოჩანდა, ძალიან მომწონს, ხელჩანთა აღარ ამიღია , უბრალოდ ტელეფონი ავიღე, თმები ავიწიე და დადააამ ! მზად ვარ: -ახლა კერავდი ტანსაცმელს? -ხო აი ამ წამს შევკერე -უფრო მოკლე მაიკა არ გქონდა? -შენც მშვენივრად შესულხარ ქმრის ამპულაში ბატონო ნიკა! -ხო , ხო შენ იცინე და მაცადე -გაცდი , აბა ვნახოთ რისი გამკეთებელი ხარ!-წარბაწეულმა შევხედე და სახლის კარი გავიხურე. ასე სიცილ-კისკისით გავედით სადარბაზოდან. ქუჩაში ყველა ჩვენ გვიყურებდა სანამ მანქანამდე მივიდოდით, მაგრამ ჩვენ არავინ გვაღელვებდა, ბეემვეში ჩავჯექით და იქაც ვიცინოდით, შემდეგ ნიკამ ლაპარაკი დაიწყო:..... აბა რას იტყვით? წინა თავი როგორც ჩანს არ მოგეწონათ რის გამოც ძალიან ვწუხვარ და გთხოვთ ნუ იქნება კომენტარები იმაზე რომ პატარა თავებს ვდებ და ხშირ-ხშირად არ ვდებ, მეტი დრო ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ 1 წამიც კი თავისუფალი როცა მექნება მაშინვე ვწერ :* მიყვარხართ და მადლობა ვინც კითხულობთ :* )))) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.