შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველას წინააღმდეგ 1


10-12-2016, 13:37
ავტორი mi ra
ნანახია 1 734

ბარში ვიჯექი,სასმლით სავსე ჭიქას-ჭიქაზე ვცლიდი,შემდეგ ახლიდან ვავსებდი და კვლავ ვცლიდი.არ მადარდებდა,არც
ჩემი და არც სხვისი წყეული თავი,ანდაც რატომ უნდა მენერვიულა? მაშინ ჩემი არჩევანი იყო ეს ..
დაახლოებით ორმოცი წლისა ვიყავი იმ დროს,არ მქონდა არც სამსახური,არც სახლი და კარი,ამიტომ არც არსად არ მაგვიანდებოდა,არც არავინ იდარდებდა ჩემს გამო.
თავს უფლებას ვაძლევდი,ყოველ საღამოს
გონის დაგარგვამდე დამელია,
ვივიწყებდი უბადრუკ ცხოვრებასა და ჩემს ყოფას,შედეგ კი ქუჩის გასაყართან,გზაჯვარედინზე გრძელ ხის სკამზე ვიძინებდი.
ვარსკვლავებს ვაჩერდებოდი დაძინებამდე,მათ სიღრმეში ვიძორებოდი,
მაშინ ამას სიმთვრალეს ვაბრალებდი,მაგრამ თურმე
ვარსკვლავთა ზღაპარი ყოფილა.
მოკლედ...
ბარის კარი გაიღო,უკან არ გამიხედავს,ჩემი ნაცნობი მაინც არ იქნებოსა ვიცოდი..გვერდით ვიღაც მომიჯდა და ნაზი ხელები ბარზე დაალაგა,თეთრი,თოლიასავით თეთრი იყო.
კი შემრცხვა მაგრამ,თვალი შეუმჩნევლად მაინც ავაყოლე,ფეხის ფრჩხილიდან თმის ღერამდე შევათვალიერე.
გრძელი უკიდეგანო ფეხები ჰქონდა,შავი ფეხსაცმელი ეცვა,გამოყვანილ წელზე მოტკეცილი ცისფერი კაბა,ცოტაც და თავის სიმდიდრეს გადმოალაგებდა სააშკარაოზე,ასე მეგონა აწუხებდა,უჭერდა და ვიშმუშმებოდი მის გამო მეც.
გრძელი წელამდე ქერა თმა,მაგრამ უჩვეულოდ სხვეული.
გამეღიმა,იმ წამებამდე მასზე ლანაზი,მშვენიერი და სათუთი არაფერი მქონდა ნანახი.
ალბად მთელს დედამიწაზე საუკეთესო ვარდი იყო,სურნელოვანი და მიმზიდველი.
მისი სურნელი მატყვევებდა,
ცხვირის ნესტოებს მიწვავდა და მაბრუებდა შემდეგ.
თვალი მოვაცილე,არ მინდოდა შეემჩნია როგორც ვაშტერდებოდი,მისი ასაკის შვილი უნდა მყოლოდა მაშინ,მაგრამ რა შვილი მეყოლებოდა როდესაც ცოლიც არ მყავდა?
საკუთარი აზრების გამო შემრცხვა,თავი ჩავქინდრე და შუშის ჭიქას მჭიდროდ მოვუჭირე ხელი,შევამჩნიე როგორღაც როგორ გამოიხედა ჩემკენ მანაც..
დამცხა,ჟრუანტელმა დამიარა მთელს სხეულში,ცრემლებამდე ავღელვდი მაგრამ თავი დავიმშვიდე როგორღაც.
თვალები დავხუჭე და თავს უფლება არ მივეცი მისკენ მიმეხედა,მაგრამ წარმომედგინა
როგორ ვუყურებდით ერთმანეთს თვალებში.
ხელი მხარზე შემახო,მაშინვე ვიგრძენი მისი სიმხურვალე,მას სხვანაირი თბილი თითები ჰქონდა,ყველასგან გამსხვავებული.
თავი ავწიე და მისკენ შევტრიალდი,წყეულ თვალებში წყალი ჩამიდგა,
ასეთი სილამაზის ყურება მიმძიმდა.
მოვიცილე მისი ხელი ნაზად მხრიდან,ავდექი და ისე გავედი არც მითქვამს სიტყვა მისთვის.
გარეთ ციოდა,საშინელი ქარი ქროდა,როგორც ეტყობოდა იმ ღამით გაციება ჩემი წერა იყო.
დავიწყე ადგილის ძებნა სადაც თავს შევაფარებდი,ვიპოვნე კიდეც,დანგრეული შენობა,თავზე დამხობილი ჭერით მაგრამ ადგილს მაინც
იპოვნიდა კაცი თუ კი მოინდომებდა.
ხოდა მეც ვიპოვნე,შიგნით მონგრეულ ქვაზე დავჯექი,უკან კედელს მივეყრდნე და ვფიქრობდი იმავე საღამოზე..
ნეტავ რა ერქვა?
ან რამდენი წლის იყო?
თვალები დავხუჭე და დავიძინე,იმის იმედით რომ ღამით მას ვნახავდი სიზმარში.



მეორე დილით უჩვეულო სიხარულით წამოვხტი ფეხზე,
ისევ ბარისკენ გავიქეცი და ადგილი დავიკავე.
საღამომდე ვიჯექი ისევ ისე,მის ლოდინში როგორ შემომაღამდა რომ ვერც გამერკვია.
იმედები გამიმართლდა,იმ დღესაც ესტუმრა ჩემს საყვარელ ბარს ის ლამაზმანი.
შევკრთი,რატომღაც უხერხულობა დამეუფლა.
მოგლეჯილი კურტკის მკლავი შევისწორე,საკუთარი თავის შემრცხვა და იმედი გადამეწურა კიდეც.
გამახსენდა რა დასანახავი ვიყავი,მოვღლარძული შარვლით,მოხეულ მკლავიანი კირტკით და წამოზრდილი წვერით.ჩემში მწუხარებამ იჩინა თავი,ცხოვრებაში პირველად მომინდა შემეცვალა საკუთარი თავი,მაგრამ ვიცოდი რომ ვერ მოვახერხებდი და მასზე ოცნებაც იმ წამსვე შევწყვიტე.
კი ვიცოდი რომ ჩემნაირს არ შეხედავდა,მაგრამ ოცნება მაინც შემეძლო.
ისევ გვერდით დამიჯდა,
თვალც არ მაცილებდა,ასე მეგონა იმ წამსვე გამისკდებოდა გული,მრცხვენოდა და ჩუმ-ჩუმად ვიფერთხავდი შარვლის მუხლებს.
თვალი ჩემი ხელებისკენ გამოაპარა,გაიღიმა და შეტრიალდა
-არ გინდა-მითხრა და ისევ ისე გამომხედა,ისევ ისე გამომწვევად და უსასრულოდ.
ხელები გავაჩერე,გავშეშდი,მისი ხმა იმ დღეს პირველად გავიგონე,
ეს ჩემთვის პირველი მიღწევა იყო.
ხელები მძომედ დავუშვი მუხლებიდან ქვევით,გავუღიმე და ნერწყვი ძლივსძლიობით გადავყლაპე,შევტრიალდი და ბარენს ერთი ჭიქა არაყი შევთხოვე.იცოდა როგორც მიჭირდა,უფასოდ მაკმაყოფილებდა.
ჭიქა დამოდგა ცხვირწინ,მწიხარე თვალებით შემოკხედა და ჩემკენ გადმოიწია კარგად,მეც მივიწიე
”მასზე არ იოცნებო,შენნაირებით არ ინტერესდება”
უხეშად ჩამჩურჩულა.
მე კი იმედი მომეცა,ძალების მოზღვავება ვიგრძენი და გავმხნევდი.წელში გავსწორდი,
გოგონას შევხედე და წამოვდექი,ბარის კარებთან ველოდი კარგა ხანს.
ბარიდან გამოვიდა თუ არა ხელები წავავლე,ჩემკენ გამოვწიე,შეცბა.
გამითანაბრდა,აკანკალებული ჰქონდა ყვა,ეშინოდა ჩემი და ხელები იმ წამსვე გავუშვი
-რამდენი წლის ხარ?-ვკითხე,მან კიდევ უფრო დაიწყო ჩემი შწთვალიერება
-ოცდა ხუთის-მიპასუხა და ხელი სახეზე შემახო.
იმ წამს ყველაზე ბედნიერი მამაკაცი მე ვიყავი
-რა გქვია?-ჩავაბჟირდი
-სესილია-ხელი გამიშვა და კიდევ ერთხელ გამიღიმა..

მალევე დამეკარგა თვალთახედვიდან,გაქრა..
მისი სახელი გონებას მიღრღინიდა,სესილია..



№1  offline აქტიური მკითხველი mi ra

MoonLady
ვნების სურნელი და წითელი ნახევრადმშრალი ღვინის გემო აქვს... *-*



ჩემო ტკბილო ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent