"Hopeless" (თავი 6)
მანქანაში ნიკამ ლაპარაკი დაიწყო: -მაღაზიამდე დიდი დრო გვაქვს , შეგვიძლია უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი -რა გაინტერესებს ? -რავი , მომიყევი რამე -მაინც ? -თუმდაც პირველი სიყვარული -ნამდვილი სიყვარულით არავინ არ მყვარებია -არასდროს?-გაიკვირვა ნიკამ -არასდროს, შენ ? -ერთი გოგო იყო ნია ერქვა ყველაზე მეტად მიყვარდა,მაგრამ მიღალატა , ზუსტად იმ საღამოს ხელის თხოვნაზე რომ ვიფიქრე. -ცუდია. -ალბათ ასე იყო საჭირო -ალბათ... უკეთესს იპოვი -უკვე ვიპოვე -კარგი გოგოა? -წარმოუდგენლად -როგორია? -არაჩვეულებრივი -გიყვარს? -ჯერ კიდევ არ ვიცი -რამდენი ხანია გაიცანი? -დაახლოებით სამი დღეა -რა მოგწონს ყველაზე მეტად მასში? -მტკიცე ხასიათი აქვს , თან ფიზიკურადაც ძალიან ლამაზია -ოჰოო, იცის ცოლი რომ გყავს ? -კი - და არ აქვს პრობლემა? -არვიცი....ვკითხავ. -სად გაიცანი? -რესტორანში . -მოიცა... ზუსტად როდის? -პარასკევს. -ეხლა არ მითხრა ნინა მომეწონაო. -კარგი გოგოა, მაგრამ ნინა არ არის. -მერე იმისთვის გეთხოვა ცოლობა. -ვთხოვე. -რაო? -დამთანხმდა. უკვე მისულები ვიყავით და ნიკა მანქანიდან გადავიდა. უეცრად დაიწყო გულმა ფეთქვა , ნუთუ ჩემ ქმარს მოვწონვარ?....ან ვუყვარვარ...მეც მომწონს....მიყვარს...ან უფრო მეტიც... ახლა ჩემზე ბედნიერი ქალი არ არსებობდა ამ ქვეყანაზე. მივყვებოდი ნიკას ჩუმად: -ანო ცოლი რომ მყავს მაგაზე რას ფიქრობ? -როგორც ვიცი კარგი გოგოა...არსად გაუშვა. -ხო ძალიან ლამაზი და საყვარელია. -კარგი პირდაპირ გკითხავ ჩემზე რას ფიქრობ? -მომწონხარ. -მარტივი სათქმელია. -შენ რას ფიქრობ? -მეც მომწონხარ. -გინდა თავიდან დავიწყოთ? -მინდა. -შეგიძლია? -შემიძლია. -მე ნიკა ვარ. -მე ანო. -ლამაზი სახელია , ბავშვობაში ყოველთვის ვამბობდი ჩემ ცოლს ანო ერქმევა თქო. -მერე გაგიმართლა. რატომ მოგწონდა სახელი ანო? -ერთ სერიალში იყო გოგო და იმას ერქვა ანო. -კარგი ბიჭი ხარ შენ ნიკა. -ხოდა გამიმართლა კიდეც, ჩემამდე თუ არავინ გყვარებია იქნებ პირველობის შანსიც კი მაქვს? -ძალიან...ძალიან დიდი შანსი გაქვს. -ძალიან კარგი -რატომ მიყურებ ასე ? -რაღაცის გაკეთება მინდა , მაგრამ საპასუხოდ რას მივიღებ არ ვიცი. -რისი გაკეთება გინდა? ნიკა ჩემსკენ შემოტრიალდა და ამდენ ხალხში მაკოცა, როგორც გითხარით ნიკა ცნობილი სახე იყო ამიტომ ძალიან ბევრი ადამიანი იდგა და ფოტოებს იღებდა . მე რა ვიგრძენი? დედამიწა ჩემ გარშემო ტრიალებდა, ასეთი რამ არასდროს განმიცდია , დავივიწყე ხალხი და სხვა სამყაროში გადავეშვი,თუმცა ნიკამ მოწყვეტით მაკოცა ამიტომ რეალობას მალე დავუბრუნდი, გოგონების შურიან თვალებს ყურადღება არ მივაქციე და ნიკას ხელკავი გამოვდე , ასე გავაგრძელეთ პროდუქტების არჩევა. ნიკას კმაყოფილი სახე კი არასდროს დამავიწყდება. ამ კოცნის შემდეგ უამრავი ფოტო დაიდო სოციალურ ქსელში,ჟურნალებშიც ყველგან ჩვენ ვიყავით , სწორედ ამ დღის შემდეგ გაგვიცნო ხალხმა ყველაზე ლამაზ წყვილად......... რას იტყვით? მოთხრობაში როგორც დაგპირდით იქნება ორიგინალურობა , მაგრამ ცოტაც მოიცადეთ. მადლობა მკითხველებს , განსაკუთრებით კი იმ გოგონას, რომელმაც თქვა, რომ ეს მოთხრობა მისი ფავორიტი იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.