მე,შენ და ცუდი ბიჭები (9)
წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამემდე რამდენიმე საათიღა დარჩა,მე კი მივაბიჯებ ქუჩაში ლამაზი ყვავილებით რომლებიც არ მომწონს, სიმპათიურ ბიჭთან ერთად რომელიც ასევე არ მომწონს, ო რა ბედნიერებაა. ხელზე პატარა ფიფქი მეცემა, არ არსებობს! ზემოთ ვიყურები. ფანტელები უფრო და უფრო ხშირდებიან.მესიჯის ხმაა,ზანტად ვხსნი, „დღეს ყველა ამოვა“- ვკითხულობ ნაჩქარევად. -რაღაც სერიოზული უნდა გითხრა-მესმის გვერდით მდგომის ხმა,ოღონდ ის არ მითხრას რასაც ვფიქრობ,მორჩა, დაიწყო. ლიკა (260 დღით ადრე) -ჰოლმს წავიდეთ რაა გავიყინე-ვეჩურჩულები ბუჩქებში ჩამალულ კატერინას. -ხუთი წუთიც მოიცა ვოტსონ,გეუბნები ასე ადრე ტყუილად არ გამოგვიშვებდა ეგ- ფარ-ხმალს არ ყრის კატო. -გოგო იქნება დაშორდნენ,ნახევარი საათია ვუცდით უკვე-მზერა ისევ მანანას ეზოსკენ გადამაქვს. -ჰო კაი-ამბობს გულდაწყვეტილი-მისია „უბერებელმა სიყვარულმა“ სრული კრახი განიცადა! თმებს ტოტებიდან დიდი ვაივაგლახით ვითავისუფლებთ და გზას დამარცხებულები მივუყვებით. -ვაიმე ლიკუნა ისაა ის!-კივის კატო და ხელს ჩვენსკენ მომავალი ფიგურისკენ იშვერს. ინსტიქტურად იმ მხარეს ვიყურები,ვაიმე ისაა! ხელში ყვავილებმომარჯვებული ჯემალი მტკიცე ნაბიჯით მოუყვება აღმართს. თავს ძლივს ვიკავებ ხარხარი რომ არ ავტეხო. აი გვიახლოვდება და თავს წევს -გამარჯობა-ვეუბნებით ერთდროულად. -უი გამარჯობათ ბავშვებო-იბნევა აქოშინებული ჯემალი და ქუდს იხდის. 5-6 ნაბიჯით კი ვცდებით და მაშინვე ხელების ქნევას იწყებს კატო -აი ხო თქვა ბრძენმა კატერინამ! ვიცოდი ვიცოდი ვიცოდიი! -მეც ისე გამიხარდა გეგონება ჩემთან მოქონდა ის ყვავილები-შევცინი. -მაგას ბანბანერკაც ექნებოდა სადმე გადანახული-კისკისებს კატო-აი ასე გაფუჭდა ძველი თაობა,არცერთ სიყვარულის დღეს არ უშვებენ ქეიფის და დროს ტარების გარეშე! ნახევრად განათებულ ქუჩაში მივაბიჯებთ,წყვილები,წყვილები,ყველგან წყვილები -მოდი შენ მაინც გადაგხვიო ხელი-ხითხითებს კატერინა -აბა დღეს რას ვაპირებთ?-ტრადიციულად ვეკითხები იმას რასაც გასულ სამ 15 აპრილს ვეკითხებოდი -როგორც ყოველთვის მაგრად გამოვთვრეთ და რამე საშინელებათა ფილმს ჩავუჯდეთ- თვალს მიკრავს. ჩვენს ჩასახვევთან მოხუცი კაცი ყვავილებს ყიდულობს -ნახე რა საყვარელია-ხელს ვკრავ კატოს -ჰეჰ მართლა საყვარელია-კრუტუნებს-თუ ოდესმე სასწაული მოხდა და გავთხოვდი,იმ უბედურისთვისაც ჯობია ყოველ წელს მომართვას,არა მე კი არაფერს მიზამს ერთი თაიგული მაგრამ მისივე სულიერი და ფიზიკური მდგომარეობისთვის აჯობებს-კისკისებს ბოლო ხმაზე. მარკეტში შევაბიჯებთ. -ლუდი და ჩიფსები?-მეკითხება ტუჩებდაპრუწული. -ლუდი და ჩიფსები-ვუდასტურებ. ამათ ოთხ რძიან შოკოლადს და მზესუმზირის დიდ შეკვრებსაც ვამატებთ,მორჩა ყველაფერი გვაქვს დღევანდელი საღამოს სრულყოფილად გასატარებლად! გასაღებს ვიღებ,კატოს ტელეფონი წამდაუწუმ წრიპინებს. -გოგო მობილური დაგიჯდა მგონი-თითით ჩანთისკენ ვანიშნებ და კარს ვაღებ. -არა გოგო შენი ცალტვინა კურსელი მიგზავნის ლექსებს-ჯუჯღუნებს კატო. ტუჩებს მაგრად ვკუმავ რომ არ გამეცინოს. -წამაკითხე რაა-ვამბობ და მის მობილურში ჩასახედად კისერს ვიგრძელებ -შანსი არაა-მიჭრის მოკლედ -არ გავიცინებ გპირდები-ჰო ამ წუთას ნამდვილად მოვიტყუე. თვალებს ატრიალებს და კითხვას იწყებს „მზის ამოწვერვას ველი შენი წითურ თმის ფერის მთელი ცხოვრება გნატრობ ნეტა აქ იყო კატო“ -ეს ნორმალურია ახლაა?-წივის კატერინა. -კიდე ერთი რა მიდი-ვეხვეწები ნახევრად ჩაკეცილი -დაივიწყე ჩემი გული ამას ვერ გაუძლებს-მობილურს დივანზე აგდებს,ლეპტოპს რთავს და ფილმების არჩევას იწყებს -გოგო „ჩემს სისხლიან ვალენტინზე“ რას იტყვი?-ხითხითებს. -ჩართე ვუყუროთ-ვუყვირი და ლუდს ბაკლებში ვასხამ. ის დროა ნიღბიანმა მკვლელმა გოგოს წერაქვი რომ უნდა ჩასცხოს და თვალები მიფართოვდება,კატო აპაუზებს -სასმელს დავამატებ-მეუბნება მთავარი გმირის ბოხი ხმით და ბაკლებით სამზარეულოში მიკაკუნებს. -ლიკააა-მესმის ყვირილი,ჯანდაბა რა მოხდა? ფეხზე ვხტები-გოგო მოდი მგონი ვიღაცა ლამარას გულს უნთებს-ჩხავის კატო. ვაიმე გამისკდა გული. ფრუტუნით მივდივარ სამზარეულოსკენ და აივანზე გადაკიდებულ კატოს ვუერთდები -გოგო ვინები არიან? დათომ ხო ჩვენი მისამართი არ იცის?-ეჭვს ჩემს გიჟპოეტა ჯგუფელზე ვიღებ და ვცდილობ სიბნელეში სახეები გავარჩიო. -ვაიმე გოგო შენი ბიჭია მემგონი-მიყურებს თვალებგაფართოებული კატო. გულის ფორმის რაღაცას უკვე ცეცხლს უკიდებენ -ლიკააა-მესმის ძახილი. ვაიმე ვაიმეეე ისააა! ახლა წავიქცევი -ლიკაა!-ახლა მთელი ამალა ერთად ყვირის -გოგო გაეცი შენს ყოფილ ქმარს ხმა-იდაყვს მკრავს ჩაბჟირებული კატო. ვაიმე რა უნდა ვუთხრა. -არ მინდა,რა ჯანდაბა ვუპასუხო? პრივეტ ლევან თქო?-წარბებს ვკრავ. -თუ გინდა ბორშს გადავასხამ-მთელი გულით მთავაზობს კატო. -არ გვაქვს გოგო ბორში-ვახსენებ. -აა ხო,კაი მაშინ მდუღარე წყალს-მაწოდებს მომდევნო გენიალურ იდეას. სიცილს ვეღარ ვიკავებ და ძირს კიდევ ერთხელ ვიყურები. ხუთ თუ ექვს ფიგურაში ჯაბას და დათოს სახეს ვარჩევ,ვაიმე ონიანიც აქ ყოფილა. -ისიც აქაა-ისე ვუჩურჩულებ კატოს გეგონება ქვევით ვინმე ჩემს ხმას გაიგონებდეს. -ვინ გოგო-ჩურჩულებს ისიც. -ის გოგო გლავნი-ვპასუხობ სხაპა-სხუპით -გამიშვი უნდა დავფუფქო!-ხელებს იქნევს აკისკისებული კატო -არ გინდა მე მეცი პატივი-ვყვები მეც. -ლიკა ჩამოოო-ისევ მესმის ყვირილი. კატო თვალებს მიკარკლავს და თავით ქვემოთ მანიშნებს რაც ჩემს ენაზე რომ ვთარგმნო „ჩაბლაყუნდი გოგო აქ რას მიდგახარს“ ნიშნავს. არაა ამას მარტო ვერ გავაკათებ. კატერინას ხელს ვავლებ და კიბეებისკენ მივემართები. -ლიკუნა ისუნთქე!-მამხნევებს სადარბაზოდან გასვლამდე. ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და ნაბიჯს ვდგამ. სტვენის და ტაშის ხმები ერთმანეთში ირევა,თავი წითელ ხალიჩაზე მგონია. ვაიმე ჩემი ჭორფლებიანი მიახლოვდება,ჩერდება და დათუნიას მაწოდებს. თუ ახლა სიზმარში ვარ არ გამომაფხიზლოთ! -სიყვარულის დღეს გილოცავ!-მიღიმის არაამქვეყნიურად. -მეც გილოცავ-ფუმფულა სათამაშოს გაუბედავად ვართმევ. -კატო არ მიყვარხარ-მესმის ჩემს ზურგს უკან ონიანის მთელი გრძნობით ნათქვამი სიტყვები. -არც მე ბაჩუკი-მორცხვად ვაპუსობს კატო და ხითხითებს. ჩვენ გვაჯავრებენ ხო,საზიზღრები! კატერინა ცხელი ზაფხული მინდა თქო კი ვთქვი მაგრამ მთლად ვულკანის ამოფრქვევა არ მიგულისხმია! მაგნოლიას წინ ატუზული ლიკა და ლევანი ჩანან,ოჰ გვრიტები,ჯაბა და თამუნაც აქ ყოფილან,ნინი ბულვარიდან მიქნევს ხელს.ის სელაპი სადღაა? -სასწრაფოდ წყალში!-საჩვენებელ თითს მაღლა ვწევ -მაგისტრატურის ქულები კიდე არ დადებულა ხო?-წარბებშეკრული ლიკა შეზლონგს ასწორებს -ვაიმე ნუ გეშინია ლიკუნა მე და შენ გამოცდები ვერ დაგვაშორებს-ამ წუთას მგონი საკუთარი თავი უფრო გავიმხნევე. აზრზე მოდი კატო! შეირგე დღევანდელი დღე! სანამ ესენი ჭყუმპალაობენ ნაუშნიკებს ვირჭობ, Calvin Harris – Summer ზუსტად თემატურია! ახლა მოუნდა მზეს ჩასვლა თუ რა ხდება! ნაუშნიკს ვიძრობ და თვალებს ვჭყეტ -კამერა გიყიდე!-ოჰ მოსულა ზღვის გოჭი და ტალღების მეფე. -როგორ დაგემართა-თვალებს ვაცეცებ,იჰიჰ მეც მეღირსება ახლა ზღვაში ტყლაპუნი. ჯანდაბა,ვინმე ამიხსნის რატომ აქვს ჩემს კამერას ყვითელი იხვის ფორმა? ცინიკოსი მაიმუნი! -ასაკის მიხედვითააო და ეს შეგიჩიე-დამხითხითებს თავზე,იდიოტების ბელადი! -შენ იცი რა უნდა გიყიდო? აი გრძელი თეთრი ხალათები როა უკან რომ ეკვრება ხელები!-ენას ვუყოფ. მართლა არ აწყენდა გიჟის პერანგი! -ბაჩიი მზისგან დამცავ კრემს წამისვამ?-მესმის თამუნას წიკვინი.ოჰ ორი საათია გათხრაშულია პლიაჟზე და ახლა გაახსენდა მზისგან დაცვა. -მე წაგისვააამ-ხელებს იმშრალებს ნინი. -ეჰ დაგასწრეს-ტუჩებს ვუპრუწავ წელზემოთ შიშველ ტარზანს. არ უყურო კატო,მოგაჯადოვებს! კაი გავიგეთ რო კუნთები აქვს შეეთრას ახლა წყალში. -აბა როგორ დამწყდა გული-ტუჩის კუთხეს ტეხს და ხელებით მოიწევს,ვიცი ახლა რასაც აპირებს! -არ გაბედო თორე მანქანას დაგიკაწრავ იცოდე!-თითს გამაფრთხილებლად ვწევ. თვალებს წკურავს,წარბს ვუწევ.ყვინთაობის და წყლის ყლაპვის არანაირი სურვილი არ მაქვს! ჰაჰ რაში არ დაუშავდეს,ბუზღუნით მიემართება ზღვისკენ. -კონცერტი შვიდზე იწყება,არ ავლაგდეთ ნელ-ნელა?-პირსახოცს იღებს ჯაბა. -რა კონცერტია?-კითხულობს ნინი,ჰო ეგ მეც მაინტერესებს. -ღია ცის ქვეშ უცხოური ჯგუფები გამოდიამ და ცნობილი სიმღერების ქოვერებს ასრულებენ,დიჯეებიც იქნებიან,კარგი რამეა მოკლედ-გვიკარკლავს ჯაბა. ლიკუნა გვერდით მისკუპდება. ოჰ პოსეიდონის ბიძაშვილსაც უკადრია ამობრძანება. შესანიშნავი შვიდეულივით მივაბიჯებთ გაშლილ მინდორზე,მგონი Tbilisi Open Air-ის სტილია ოღონდ ბათუმში. სანაგვიდან ფუმფულა ფისო ზედ ცხვირწინ მიხტება,ვაიმე კრუტუნაა,ეგრევე ხელებით მივიწევ -ვაიმე მოდი ჩემთან-ჰაჰ არც გარბის,ფრთხილად ვიყვან. -არ დაგკაწროს-მქაჩავს ლიკა.ოჰ ვეფხვი არ იყოს ესეც. -იპოვა კატამ კატა-ფხუკუნებს ვაჟბატონი. -ისე აქაც ხომ არ გამოხვიდოდი?-ჩავსისინებ სცენის მამას და ფისოს ძირს ვსვამ-გემღერა რამე დაბადების დღისეული-ამის ყროყინის გახსენებაზე სიცილი მივარდება. მიბღვერს. დღეს რამე რომ არ მოვუფიქრო გულზე გავსკდები! რამე საჯარო მჭირდება და პომპეზური! მიდი კატო დაძაბე გონება! -წამო ბაჩი ვიცეკვოთ-წინ გვესვეტება თამუნა. ჰო ჰო იცეკვოს ბიჭმა,ბოროტი კატერინა კი რამე მზაკვრულს მოამზადებს ამასობაში. თვალი ნინის ავტოგრაფებისთვის განკუთვნილი შავი ფლომასტრისკენ გამირბის,ჰაჰ. -აქ უახლოესი ჯიხური საითაა?-ვეკითხები ლევანს. -მითხარი რა გინდა და მე მოგიტან-მაშინვე ჩემსკენ ბრუნდება,უიმე საყვარელი,ცოტა სისხლი გადაუსხას მის ძმაკაცს იქნება იმასაც ეშველოს რამე. -არა ახლა არ მინდა ისე მაინტერესებდა-ვაჩერებ. -აი იქეთაა,რო რამე მითხარი და აქ ვარ-მიღიმის. ოქრო ბიჭი ხარ შენ. ლიკუნას თვალს ვუკრავ და გეზს გზის გადაღმა ჯიხურისკენ ვიღებ. ძლივს,მეღირსა სალარომდე მიღწევა! -სკოჩი,შავი ფლომასტერი და რვეული გაქვთ?-საკუთარი აღფრთოვანებული ხმა უცნაურად ჩამესმის. -7 ლარი-ზოზინით მაწოდებს სანატრელ ნივთებს გამყიდველი. რაიყო მფრინავი რვეულია თუ ეს ფლომასტერი ბრედ პიტს ეჭირა ადრე ხელში? მინდორისკენ ამაყად მივაბიჯებ. ესი იგი ოსამა ბინ ლადენს არ მოუწყვია ამერიკისთვის იმდენი ტერაქტი მე რომ ამ არანორმალურმა მომიწყო. უკვე ახლოს ვარ,დროა. ფურცელს დიდი სიფრთხილით ვხევ და დიდი ასოებით იმ სიტყვის წერას ვიწყებ რისი საკუთარ თავზე გაგონებაც არც ერთ ბიჭს არ ესიამოვნებოდა. მზადაა! ბოლო ეტაპიღა დარჩა. თვალებით მისი უდიდებულესობის ძებნას ვიწყებ,აი ისიიც! ერთი შანსი კატო,მხოლოდ ერთი,ყველაფერი ბუნებრივად უნდა გამოგივიდეს თორე წასულია შენი საქმე! ცხენთევზების ძმაკაცი ზურგით დგას და თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებს,ოჰ იხვის კამერა ხომ არ დავკარგეთ? გზადაგზა ჰაერს ღრმად ვისუნთქავ,დროა! სკოჩს პრიალა მხრიდან ვკიდებ ხელს და ზურგზე ვუტყაპუნებ,მაშინვე თავს აბრუნებს -აბა მოიწყინე უჩემოდ?-ვუცინი. უიმე წარმომიდგენია რა იდიოტურად გამომივიდა.დაბნეული მათვალიერებს. -მეგონა გაქრი და გამიხარდა-წამში უბრუნდება ტრადიციული სახე. ჰაჰ წარმოდგენა რომ გქოდეს წეღან რა მიგაკარი ნამდვილად გამაქრობდი. ვეჯღანები და გეზს ლიკასკენ ვიღებ. თვალს ჩუმად ვაპარებ მისტერ „ზურგზე გიგანტური წარწერა მაქვს მე კი აზრზე არვარსკენ“,უკან მდგომი წყვილი ხითხითით ფოტოებს უღებს,ინტერნეტშიც გამოვიჭიმებიით,ძალიანაც კარგი! დი ჯეი Benny Benassi-ის Satisfaction-ს ბოლო ხმაზე რთავს და მე და ლიკაც გიჟებივით ვიწყებთ ხტუნვას -კატოო რა მაგარია არა?-ჩამყვირის ლიკა. თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ და ვკივი. -იმ ფრონტზე რა ხდება?-მეკითხება და თვალით გზების რაინდზე მანიშნებს. -აუ რო იცოდე რა გავუკეთე-ვქირქილებ და ის-ის არის ჩემი გმირობის მოყოლა უნდა დავიწყო რომ ლიკა თვალით მანიშნებს გაჩუმდიო,ინსტიქტურად თავს ვაბრუნებ. ის ანდაზა როგორაა? გზების რაინდი ახსენე და ჯოხი ხელში დაიჭირეო თუ რაღაც მსგავსი. ვაიმე იპოვა ვითომ? გაფართოებული თვალებით ვუყურებ და გასაქცევად ვემზადები,მის ზურგს მიშტერებული ვიღაც ბიჭი სიცილით კვდება,ჰაჰ ანუ ჯერ არ აღმოუჩენია ჩემი შედევრი. -ისე ცეკვავდი მეგონა კენჭის გავლა გქონდა და დასახმარებლად მოვედი-ხითხითებს,ოჰ დაამხო იუმორის მთები ბიჭმა. ცოტა ხანში ვის ექნება კენჭის გავლა მაგასაც ვნახავთ. -ეს ურჩხულის ნიღაბი სად იყიდე? აა უი სახე გაქვს ეგეთი?-ვკისკისებ. რაო შეგვეყინა გაგანია ზაფხულში ღიმილი სახეზე? მისი მხრიდან მომავალი რამდენიმე გოგო მხიარულად იშვერს ხელს მისი უდიდებულესობის სამეფო ზურგისკენ,მათ სიცილზე თავს აბრუნებს აწ უკვე ხსენებული მისი უმაღლესობა. -რა ჭირს დღეს ამ ხალხს-ბუზღუნებს თავისთვის და მხრებს იჩეჩავს. ვაიმე ახლა ჩავკვდები. -ბაჩიი მანქანაში რაღაც დამრჩა და გამომყევი რა მარტო მეშინია-წინ გვიდგება თამუნა. ამას მემგონი სიგნალიზაცია აქვს დაყენებული ონიანზე და ჩემთან ლაპარაკისას ირთვება. -მშვიდობით ბაჩუკი-ხელს ვუქნევ და ცეკვას ვაგრძელებ. -კატო მომიყევი ჩქარა-კისკისებს ლიკა,მზერა მის უკან მომავალ ლევანზე და ჯაბაზე გადამაქვს და ვანიშნებ გაჩუმდი თქო. ნინიც გვიერთდება და ბიჭები ცივ კოკა-კოლებს გვირიგებენ. -ეს სიმღერა ყველა შეყვარებულ ადამიანს ეძღვნება-აცხადებენ მიკროფონში,მზე უკვე ჩასულა,ჩაწითლებული ღრუბლების ფონზე Coldplay-ს Fix You ირთვება. ვაიმე ვგიჟდები! არაშეყვარებულებს რაღას გვერჩოდნენ კი მარა? ჩემს წინ ზურგით მდგარი ლიკას და ლევანის ჩაკიდებულ ხელებს ვხედავ,უიმეე კატო ნუ გახდები ახლა რომანტიკოსი! პირველი მისამღერი იწყება და სცენაზე წყვილი კოცნას იწყებს,ათწამიანი ტაშის მერე მსმენელების ნახევარი შეთანხმებულებივით იმეორებენ იგივეს,მოიცა აქ კოცნაობის საერთაშორისო ფესტივალია და მე არ ვიცი? ვაიმე ლიკუნა,შენც ბრუტუუს? როგორც ნადია იტყოდა ეს რა დაინახა ჩემმა თვალებმა. ჯაბას ვიღაც უცხოელი გოგო უპოვია,ჩემს დღეში მყოფი ნინი მიცინის და მხრებს იჩეჩავს. უცებ ვიღაც ძლიერად მკიდებს მკლავზე ხელს და მისკენ მატრიალებს. ო არა! მკვდარი ხარ კატო! -ეს რა არის პატარავ?-თვალებს მიბრიალებს ონიანი და ცხვირწინ ფურცელს მიფრიალებს მთელ სიგრძეზე წარწერით „ვაჟიშვილი“. -რა გინდა პატიოსან ბიჭად გამოგიყვანე-თავს ვეღარ ვიკავებ და ვკისკისებ,არაა თუ უნდა მომკლას ბოლომდე მაინც მივიღო სიამოვნება. ქვედა ტუჩს იკვნეტს და თავს აქნევს. -ამას განანებ-მკლავზე უფრო მაგრად მიჭერს ხელს. არაა ეს მუქარებში ძაან. -მოიცა შენი მეწყვილე მოდის-თითს ვიშვერ ჩვენსკენ მომავალი თამუნასკენ,აი ხო ვთქვი სიგნალიზაცია აქვს თქო. კაკ რაზ ისეთი ნაწილი იწყება შესანიშნავი დრო აქვთ ჩასახუტებლად. მოდი ქერა შენ თუ გადამარჩენ ახლა! -დაიკიდე-ტუჩის კუთხეს ტეხს,სანამ რამის თქმას მოვასწრებდე ცალ ფეხს მიშლის და წელით მიჭერს. მოიცა ახლა ტანგოს ვცეკვავთ თუ ვინმე გამაგებინებს რატომ ვყავარ ჯეკი ჩანის დეიდაშვილს მკლავზე გადაწვენილი. -კაი გავიგეთ რო ტაი კვანდოს ილეთები იცი ახლა გამიშვი-ვხითხითებ და ვცდილობ ზურგს უკან დაჭერილი ხელი გავითავისუფლო,შენც არ მომიკვდე თავი პარალიზებული მუთაქა მგონია. რატომ მოაქვს ამ ლემურს თავისი ლემურული სახე ასე ახლოს? არა არა! ხიხიაა! -რას აკეთ...-ჯანდაბა ვეღარ ვსუნთქავ! ვცდილობ თავი მაინც გავწიო,ხელით მიჭერს. ვაიმე არ მჯერა მკოცნის! ეს კრეტინი, მხეცი! რა გამიბედა! ერთხელ კიდევ ვფართხალებ,უფრო მაგრად მაწებებს ტუჩებს,აზრი არ აქვს ვჩერდები. ბუნდოვნად ჩამესმის „And I Will Try To Fix You”.რომ გამიშვებს ისეთს ვლეწებ ის სამეფო ყბა ძირს ჩამოუვარდება! ავკუწავ მაგ ვირს და ძეხვების ქარხანაში ჩავაბარებ! მაგრამ ჯანდაბა აი ამ წამს რასაც არ უნდა აკეთებდეს თავი დედამიწის ცენტრი მგონია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.