შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბინა 53 3 თავი


12-12-2016, 02:35
ავტორი martoshen
ნანახია 2 373

სადამდე მიხვედი გეგა სამსახურსაც ვეღარ უდებ გულს და მიზეზიც არ იცი, რა გაგიკეთა ესეთი ამ გოგომ ვფიქრობდი და ვერც კი მივხვდი რა სიტუაციაში ვიყავი, გაუგებარია როგორ შეიძლება რამდენიმე დღის გაცნობილ გოგოზე თქვა მიყვარსო ალბათ მიზიდავს, რათქმაუნდა როგორც სხვა დანარჩენები, მგონი ეხლა თავს ვიტყუებ ვეწინააღმდეგებოდი ჩემივე ფიქრებს
- ბატონო გეგა.... ,უკაცრავად ბატონო გეგა
- დიახ გისმენ თამუნა გამომაფხიზლა ჩემმა მდივანმა რომელიც უკვე ღია კარზე აკაკუნებდა
- მე... იცით თქვენ დამიძახეთ
- ააა კი, კი გამახსენდა
- ერთ კვირაში ერთ თვიანი შვებულება მეკუთვნოდა და მინდა ყველა საჭირო დოკუმენტი ახლა მომიტანო რომ გადავხედო ხვალიდან გავალ
- როგორც იტყვით ბატონო გეგა იმ დღეს ცოტა შემაგვიანდა სამსახურის დამთავრება და უკვე მანქანაში ვჯდებოდი გიოს რომ დავურეკე
- გიო ძმაო როგორ ხარ სად ხარ
- ბიჭო ეხლა თქვენთან ვარ ლელეს ველოდებით
- კარგია თან გნახავ მაგრამ ბარემ ეხლავე გეტყვი რაა, შვებულება გადმოვწიე და ხვალვე წავიდეთ ოღონდ არავისთან თქვა ჩემი მიზეზით რომ გადმოვწიეთ
- კაი ძმაო რა პრობლემააა ვერაფერი კი ვერ გავიგე მაგრამ მაინც რაც მეტ ხანს დავრჩებით მით უკეთესია მაინც თან ისედაც ცვლილებები გვაქვს და ბაკურიანში კი არა სვანეთში ავდივართ ლენკასთან
- კაი გიო მალე ვიქნები მეც და საბასაც წამოვიყოლებ არ დაიშალოთ
- აქაა უკვე ეგ. მე ნინუცა საბა და ლენკა ვართ
- კაი კაიი დამელოდეთ.
მართლაც ნახევარ საათში უკვე ყველა ორანჟერეაში ვისხედით მაგრამ ის სახში არ იყო იმ წუთასვე ის სატელეფონო საუბარი გამახსენდა ეხლა კიდე ეს გაუჩნარება უკვე შვიდი საათი დაიწყო და არ ჩანს არადა ხომ არ ვიკითხავ ან საერთოდ რატო ვფიქრობ ამაზე ვიჯექი მაგიდასთან და მესმოდა სიცილი მაგრამ რეალურად სულ სხვაგან ვიყავი რო ვეღარ გავძელი მაღაზია მოვიმიზეზე და ქვევით ჩავედი სადარბაზოში სიგარეტს ვეწეოდი მანქანა რომ გაჩერდა და მცირე პაუზის შემდეგ მაღალ ქუსლებზე ასვეტილი ძალიან მოკლე კაბით რომ გადმოვიდა და ნელი ნაბიჯებით განაგრძო სვლა სადარბაზოსკენ მეც მეტი რა მინდოდა არ მესიამოვნა დანახული და კედელს ოდნავ ამოვეფარე ის იყო შემოპაკუნდა და მეც მაჯაში ჩავავლე ხელი და ზურგით მივიკარი მეორე ხელი პირზე ავაფარე რომ არ ეყვირა და რკინის კარებს რომელიც კორპუსის სარდაფში ჩადიოდა მუცლით ავაკარი მეც უფრო მივუახოვდი და ყურში ჩავჩურჩულე
- დღეს გაგიმართლა რომ დაგხვდი მაგრამ მეორეთ ასე გვიან თუ გახვალ იცოდე როგორ ჩაიცვა ...ლამპიონის მკრთალ შუქზეც რომელიც წვრილ ნაზ მხრებს და ჩაბნელებულ სადარბაზოს ოდნავ ანათებდა მაინც შესამჩნევი იყო როგორ დაეხორკლა კანი მაგრამ არ ვიცი ეს სიცივემ გამოიწვია შიშმა თუ მე ? მაგრამ როგორც ჩანს ეს კითხვა უპასუხოდ დარჩება როგორც ჩემი ცხელი კოცნა მხარზე და ამას მოყოლებული ასევე ძალიან ცხელი სილა ჩემს ლოყაზე
- რამდენს ბედავ გეგა თავი ვინ გგონია
- ბოდიში თავი ვერ გავაკონტროლე მაგრამ ასე გვიან საშიშია ესეთ ფორმაში სიარული
- დედა ხომ არ დაგიძახო საყვარელო?
- დედა არა საყვარელო შეიძლება პასუხი რომ ვერ დამიბრუნა ლოყებ აწითლებულმა გამკრა მხარი და კიბეები სწრაფად აირბინა მე მართლა ჩავედი მაღაზიაში და რაღაცეები ვიყიდე სახლში რომ ავბრუნდი ლელე უკვე გამოცვლილი დამხვდა რაც ძალიან მესიამოვნა ამასობაში ლუდები რომ დაინახეს ყველა აყაყანდა და ლელეც ჭიქების მოსატანად წავიდა მეც გავყევი მივეხმარებითქო
- ესე ნამდვილად უკეთესია მივუახლოვდი კარადისკენ აზიდულ სხეულს და ჭიქების ჩამოღებაში მოვეხმარე სულ უფრო ცოტა რჩებოდა ჩვენს შორის მანძილი თითქოს ისიც არ იხევდა უკან თუმცა ძალიან დიდი ირონიით და ღიმილიანი სახით ჩამჩურჩულა ყურში
- შენს გამო არ გამომიცვლიაო და წელში გამართული გავიდა სტუმრებთან
- ლეელე სულ დამავიწყდა შენთვის მეთქვა წასვლა გადმოვწიეთ ხვალ დილით მივდივართ და სხვათაშორის მაშრუტიც შეიცვალა ~სვანეთში მივდივართ ლენკასთან
- შენ ხომ არ გაგიჟდი გიორგი რა ხვალ დილით? ბავშვებს რა ვუყო არ ვართ ჯერ მზად ძიძაც არ მომიძებნია ან კიდე ნოემბერში რითი მიდიხარ სვანეთში
- ეს უკვე მოვაგვარეთ ლეე გეგა ქეთოს დაელაპარაკა და იტოვებს ის კი არა გაბრაზდა კიდეც მე თითქმის სულ მცალია და ძიძა რად უნდაო ორი კვირით ჩემს დასთან მივდივარ კახეთში და იქ წავიყვან ბავშვები ჰაერს შეიცვლიანო დააწყნარა ნინუცამ...მანქანები კი ბიჭებმა იქირავეს
- პრობლემა ისაა რომ წყვილი არ გყავს ვიგესლებოდი მეც
- უიი ლელე გიოს მიეკრო ლენკა და თან ლაპარაკი განაგრძო ჩვენ აქ მოვიფიქრეთ რო წყვილებში წავსულიყავით
- დაგიგეგმავთ უჩემოდ ყველაფერი საერთოდ არ წამოვალ ისედაც არ მოვხიბლულვარ ამ იდეით
- ერთ გამონაკლისს დავუშვებთ ჯანდაბას ახარხარდა საბა და ყველა აყვა
მთელი საღამო მესიჯობაში გაატარა ქალბატონმა ლამის ავფეთქდი ისე ვბრაზობდი ოღონდ არ ვიცი ჩემს თავზე თუ მასზე ყველაზე ადრე მე წავედი "დასაძინებლად " ნახევარ საათში ლელეს წერილები ჩემი ლეპტოპის ეკრანს ამშვენებდა
- ბაჭია ხვალ ვეღარ წამოგყვები მეგობრები მივდივართ სვანეთში შენც წაგიყვანდი მაგრამ არ გადადო ეგ საქმე
- კარგი ჩემო ცისფერთვალა წავალ დიდი ხნით მიდიხარ ?
- ვაიმეე წეღან არ გნახე ? უკვე მოგენატრეე ?/
- აბა რააა
- კარგი გკოცნი ბევრს და იცოდე დამირეკე და გამაგებინე რას იზამ
- ოკ შენც ჭკუით იყავი და დამირეკე რო ჩახვალთ და დააწყნარე ჩემი მშობლები როგორც ააფორიაქე
- უკვე მოახსენე?
ხოო არ იცი დათო რანაირია ყველაფერი უნდა რო შენზე იცოდეს
ეს უკვე მეტისმეტი იყო ჩემი ნერვებისთვის უკვე მშობლებსაც იცნობს... თან ბაჭიაო ... ისე როგორ მალავს ამ ურთიერთობას რომ თავიდანვე ვერ გავარკვიე იქვე მდგომი ვაზა კედელს შემოვახეთქე გაურკვევლობა მქონდა გონებაში შემიყვარდა ეს გოგო გამოვუტანე განაჩენი ჩემს თავს ცხოვრებაში პირველად გამიჩნდა ასეთი სახის გრძნობა ქალის მიმართ ჟინი ,სურვილი, და მგონი სიყვარულიც თურმე სულ ტყუილად. არადა თითქოს მისგანაც რაღაც მინიშნებებს ვგრძნობდი მაგრამ ჩემი კოშკების აგების მიზეზი მას არ მოუცია ეს ჩემმა წარმოსახვამ აღიქვა მისი ყველა გაღიმება აწითლებული ლოყები საპასუხო გრძნობად. შეცდი ბატონო გეგა, მწარედ შეცდი... ამ ფიქრებიდან კარზე ზარის ხმამ გამომიყვანა .
ლელე
საკმაოდ გვიანი იყო სტუმრები რომ გავაცილე. დილით ჩემს სადარბაზოსთან შეხვედრაზე შევთანხმდით და დავიშალეთ. სახლში რომ შევედი ჩემს პატარებს უკვე ტკბილად ეძინათ მე კი ჩანთების ჩალაგებას შევუდექი ძალიან მიხაროდა ასეთი სილამაზეების ნახვა რომ მელოდა მიყვარს მგზავრობა რადგან ამ დროს ადამინი ისევე მარტო რჩება თავის ფიქრებთან როგორც ძილის წინ ის-ის იყო უნდა დავწოლილიყავი მტვრევის ხმა რომ გავიგე ცოტა შემეშინდა და თან შემრცხვა. კარებთან კიდევ ვიყოყმანე თუმცა მაინც დავრეკე ზარი
- გეგა ბოდიში რომ ასე გვიან გამოვედი მაგრამ რაღაც ხმაური მომესმა ხომ კარგად ხარ?
- ყველაფერი კარგადაა შეგიძლია მშვიდად გააგრძელო შენი საქმიანობა
- არა არაფერს ისეთს არ ვაკეთებდი უბრალოდ შემეშინდა რომ..
- რომ რა ლელე? შენმა შეყვარებულმა თუ იცის უცხო კაცებზე ნერვიულობით ღამე რომ დარბიხარ?
- უხეში უტაქტო და ხეპრე ხარ მივაყარე და სწრაფად შევედი სახლში გათენებამდე ვერ დავიძინე იმაზე ფიქრით თუ რა უნდოდა ამ ბიჭს ჩემგან საიდან მოიტანა საერთოდ ეს შეყვარებული ,ხან ისე მაბნევს თავის სიახლოვით , ხან კი ძალიან ცივია მერე ჩემს თავზე გავბრაზდი ზედმეტ ყურადღებას ვამახვილებთქო და ჩამეძინა კიდეც ამის შედეგი იყო ზუსტად ყველაზე გვიან რომ გავიღვიძე და ბავშვები და ქეთო გავაცილე და სანამ შხაპი მივიღე ქვევით ჩასულს ყველა აქოთქოთებული დამხვდა ორი მანქანით იყვნენ ერთი შავი ჯიპი იყო მეორე კი თეთრი შავის საჭესთან გიორგი იჯდა თეთრის კი ჩემი საყვარელი მეზობელი,რათქმაუნდა გიოსთან დავაპირე ჩაჯდომა წინ ლენკა იჯდა უკან კი საბა და ნინუცა
- ლელე გეგასთან ჩაჯექი თორე ამხელა გზაზე გაგვიჭირდება სიარული დამებღვირა ნინუცა თვალი ჩამიკრა საბაზე მანიშნა და კარი მომიჯახუნა სხვა გზა რომ არ დამრჩა წავედი და კარის გაღებისას დიდი სიურპრიზი დამხვდა
- ლიკა აქ რა გინდა??
- დილამშვიდობის ლელე, დაგავიწყდა რომ წყვილებში მოვდივართ? გამომხედა წინა სარკიდან წყვილმა მწვანე თვალებმა
- მე ხელს აღარ შეგიშლით მაშინ, კარის გაღებას ვაპირებდი რომ დავინახე როგორ ჩაიწია საკეტი სარკეში თვალის ჩაკვრაც არ გამომრჩენია და მანქანაც დაიძრა ერთი საათი არ იყო გასული და ლიკამ როგორც სჩვევია იმდენი ილაპარაკა თავი ამტკივდა. როცა მივხვდი რომ ვეღარ გავძლებდი ყურსასმენები ამოვიღე და ბოლო ხმაზე ავუწიე. შიგდაშიგ ვამჩნევდი ჩემსკენ მომართულ ღიმილს და პირის მოძრაობით ვხვდებოდი რომ მოკლე-მოკლე პასუხებს სცემდა ლიკას პირველი საათი იყო ჩვენ კი რათქმაუნდა ისევ გზაში ვიყავით რომ მივხვდი ქალბატონს ჩაეძინა მობეზრებულმა გავთიშე სიმღერა და გზას გავაცქერდი ჩემი "გამოძრავება" არ გამორჩენია მძღოლს და საუბარი წამოიწყო
- ჩვენი "ფლეილისთი" დაიწუნეთ თქვენო აღმატებულებავ ჩაიცინა გეგამ და უკვე ჩვეული ღიმილით მომმართა
- ნეტავ მარტო ეს დამეწუნებინა ისე ვუპასუხე სარკიდან თავი არ ამომიწევია
- აუცილებელია პასუხი სულ მწარე და გესლიანი იყოს?
- ჩემი პროფესია ასეთია ბატონო გეგა
- სასამართლო დარბაზში არ ზიხარ მგონი
- არც შენ იყავი გუშინ სასამართლო დარბაზში მაგრამ "განაჩენი" გამომიტანე
- ჩემი საქმე კი გამოძიებაა ლელე და კარგად დაფიქრდი იქნებ რამე ისეთი გავიგე რასაც ყველას უმალავ
- ვერ გავიგე რას გულისხმობ უკვე წამოვენთე
- რას არა ვის ?
- პირველი შემთხვევაა არაა რომ ჩემს ცხოვრებაში ერევი სულ რამდენიმე დღეა გიცნობ მეზობელო ,ეხლა კი აქ გამიჩერე მაღაზიაში მინდა
უკან მანქანაში რომ ჩავჯექი ქეთას უკვე ეღვიძა და რაღაცეებს ისევ ლაპარაკობდა, მე კი ნაყიდი წყალი და წვენი შევთავაზე ,რაზეც ორივე დამთანხმდა.ბოთლს რომ ვაძლევდი გეგასი და ჩემი ხელები შეეხო ერთმანეთს და ბერა თითით ნაზად მომეფერა ხელზე . მეგონა დენმა დამარტყა ძალიან შემრცხვა და ზუსტად ვიცი ლოყები შემეფერა.უცებვე მივეყუდე სავარძელს და თავი ფანჯრისკენ გავატრიალე ახლა უფრო ირონიული სიცილი აეკრო სახეზე ვაჟბატონს წყალი არც მოსვა ისე დაიდო გვერდით და მანქანა დაქოქა.გზაში ჩემს ტყუპებსაც ველაპარაკე რომლებსაც სულაც არ ვენატრებოდი ჩემგან განსხვავებით ისე ერთობოდნენ ქეთო ბებოსთან როგორც თვითონ ეძახდნენ .ძალიან ბევრს გვაჭმევსო სასაცილოდ დამეწუწუნა ანდრია მალევე გავთიშე კიდეც და საუბარი ლიკამ წამოიწყო
- ლელე ნამყოფი ხარ სვანეთში ?
- არა ლიკა პირველად მივდივარ
- მეც და ისე ძაან მწყდება გული რომ მალე უნდა წამოვიდე თორე ხო იცი მომკლავს ჩვენი უფროსი შვებულება ორ დღეში მიმთავრდება და ძაან მწყინს რომ ასე ადრე ავიღე არადა გუშინ გეგა მთელი ღამე იმას მეხვეწებოდა წამოდიო უაზროდ გაწელილი სიტყვები და ბევრი ბლა ბლა ბლა ერთადერთი ის გამიხარდა რომ ორი კვირა ამის გაძლება არ მომიწევს. დილით ათ საათზე გამოსულები საღამოს რვა საათზე უკვე თოვლიან და ულამაზეს სვანეთს მივადექით ლენკა თავის ბიძაშვილის სახლში შეგვიძღვა და ცხელი ჩაითაც გვიმასპინძლეს ნამგზავრები რადგან ვიყავით ყველას ძალიან გვეძინებოდა და მეტად დაღამებას აღარ დავლოდებივართ.ოთახების უკმარისობის გამო გიორგი და ლენკა ერთად , საბა და გეგა პირველ სართულზე, მე ლიკა და ნინუცა კი ერთად მოვხდით, მეორე სართულზე .ყველა კმაყოფილი დარჩა გარდა ლიკასი რომელმაც გეგას რაღაცეების ჩურჩული დაუწყო მე კი ნინუცა ჩვენთვის განკუთვნილ ოთახში შევიყვანე
- რა თავიდან მომიშორე გოგო დღეს მთელი გზა მურმანის ეკალივით ვიჯექი
- სუფთა გიჟი ხარ ლელე ვერ ხვდები გეგას რომ მოსწონხარ? მაგიტომ გაგაგდე თორე მართლა შენი მოშორება კი არ მინდოდა გაეცინა და გვერდით მომიწვა კარგად ლაპარაკი ვერ მოვასწარით რადგან ლიკა შემოვიდა არც ისე კმაყოფილი სახით მალევე ჩამეძინა და დილითაც ძალიან ადრე გავიღვიძე. რომ ავდექი და ჩავიცვი ყველას ეძინა ,აივანზე გავედი და ადგიზლე გავშეშდი ისეთი სანახაობა დამხვდა. ულამაზესი მთები ნისლებს დაეფარა და გუშინდელი ღამის შემდეგ უარესად დათოვლილიყო სვანეთი ქვემოთ რომ ჩავიხედე მასპინძელი ბაქარი ჭიშკრიდან გზას ასუფთავებდა სახლის კარამდე რომ დამინახა ნიჩაბი დადო და მალევე ამოირბინა კიბეები
- რამით ხომ არ დაგეხმარო წარმოთქვა ოდნავ სვანური კილოთი
- იცი მე აბაზანაში მინდა შევიდე და ხელ-პირი დავიბანო ხომ ვერ მაჩვენებ სადაა
- აქ ესეთი კომფორტი არ გვაქვს მაგრამ ქვევით ხელსაბანია და შემიძლია დაგეხმარო.მართლა ორ წუთში გამომაფხიზლა გაყინულმა წყალმა და ხელების გასათბობად ბაქარმა სამზარეულოში შემიპატიჟა ჩაიდანი ღუმელზე შემოდგა და თვითონაც წინ მდგარ პატარა სკამზე ჩამოჯდა
- ქალაქელები ყველა ასე ადრე დგებით?
- ზოგჯერ გვიწევს ვუპასუხე და ხელები ღუმელთან უფრო ახლოს მივუტანე
- შენ რა გქვია?
- ლელე
-უცნაური სახელია
- ყველა სახელს თავისი მნიშვნელობა აქვს
-მართლა ? ბაქარი რაღას ნიშნავს
- თუ სწორად მახსოვს ღვთის შვილს
- ლელე?
- ლელე ერთგულს ნიშნავს
- არ ვცდებოდი. ყველასთვის მაგრამ შენთვის არასწორად შეურჩევიათ სახელი ლინგვისტო ლელე
- ჯერ ეს ერთი დილამშვიდობისა ბატონო გეგა შენი სახელი სხვათაშორის ამოუხსნელია ისეთივე როგორც შენ და კიდევ მგონი მარცხენა ფეხზე ადექი და არც კომენტარის გაკეთება უთხოვია ვინმეს
- შენ საერთოდ გეძინა? თუ მესიჯობდი
გაოცებული გვიყურებდა ბაქარი და ამასობაში დედამისმაც ჯამით ხელში შემოაღო კარები
- ასე ადრე რამ აგაყენათ შვილებო ეხლავე კუბდარი იქნება დანარჩენებიც გამოვლენ და სუფრასაც გავშლით დღეს შუადღეს კი კოშკის აგებაა და გასართობიც გექნებათ აქოთქოთდა ფატი და მალე მასთან ერთად სახლიც. ყველამ გაიღვიძა და მაგიდასთან შემოიკრიბა როგორც აღმოჩნდა კოშკის აგება ერთ-ერთი ზამთრის დღესასწაული იყო რომლის დროსაც ახალგაზრდობა თოვლის კოშკს აგებდა ცენტრში ხის ძელს ჩაატანდა თავზე ჯვარს დაასვამდა და საცხოვებელი ადგილის მიხედვით ორ ჯგუფად გაიყოფოდა ორივე მხარე ცდილობდა კოშკის თავის მხარეს წაქცევას რაც უხვი მოსავლის მომასწავლებელი ნიშანი იყო და იგივე მნიშვნელობა ჰქონდა ჯვრის ხელში ჩაგდებას ამის გამო კი ხშრად ჩხუბიც ხდება ხოლმე.დააკმაყოფილა ათასი კითხვა ბაქარმა რომელსაც გეგა არც ისე კარგი თვალებით უმზერდა
- მართლაც არაჩვეულებრივი კერძებია ქალბატონო ფატი ყველას განსხვავებული არომატი და გემო აქვს
- ყველაფერი სუნელების დამსახურებაა შვილო აუცილებლად ყველაფერს გაგატან და რის რეცეფტსაც მეტყვი ჩაგაწერინებ
- არამგონია გამოუვიდეს ვინმეს ასეთივე ჩაიცინა გეგამ და ჩანგალი თეფშზე დადო
- სხვათაშორის ჩემი ლელე უგემრიელეს კერძებს ამზადებს მიუხვდა ნინუცა გეგას "ნამიოკს"
- კი , კი, ნამდვილად ეგრეა დაეთანხმა გიორგიც
- გავარკვევთ გაიცინა გეგამ
ამ საუბარში უგემრელესი საუზმეც დასრულდა მე ლენკა და ნინუცა მაგიდის ალაგებაში მივეხმარეთ დიასახლისს და მალევე შევუერთდით დანარჩენებს რომლებიც საგუნდაოდ წავიდნენ ,ბევრი ვიცინეთ და უამრავი ფოტო გადავიღეთ გიორგი მომვარდა და ხელში ამიტაცა სულ მალე კი ძირს აღმოვჩნდი და ზედ ლენკა დამეცა ბატონი გეგა და ლიკა კი მეორე სართულის აივნიდან გვადევნებდნენ თვალს რაც ძალიან მახარებდა მალე ისე დავიღალე ბაქარის მივუჯექი რომელიც პირველი აივნის ქვეშ გრძელ სკამზე ჩამომჯდარიყო და თვითონაც კარგად დაღლილი სულს ძლივს ითქვამდა.
- შენც დაიღალე?
- კი ძალიან შარვლის ფერთხვით გავეცი პასუხი
- დღეს სოფელშივე კარგად გავერთობით ცხენებიც ეყოლებათ ხვალ კი სიყვარულის კოშკს გაჩვენებთ
- ამბობენ რომ ძალიან ლამაზია ერთი სული მაქვს ვნახო არამკითხე მოამბესავით ჩაგვიჯდა შუაში გეგა რაზეც თავი ძლივს შევიკავე რომ არ გამეცინა
- წავალ მე შეშას მოვიტან არ გაჩერდა ბაქარი
და მეც წამოდგომა დავაპირე თუმცა მოასწრო და დამიჭირა
- გიხდება სიცილი
- მადლობა მაგრამ შენ არ გასწავლეს რომ სხვისი ლაპარაკების მოსმენა არ შეიძლება გეგა?
- მე მასწავლეს რომ ადამინმა ერთი ცხოვრებით უნდა იცხოვროს
- რას გულისხმობ ვერ გავიგე სულ რაღაცის თქმას ცდილობ მაგრამ არ ამბობ რა ხდება გეგა შევბრუნდი მისკენ და უკვე მკაცრი სახით ვკითხე
- არ ვიცი , გეფიცები არც მე არ ვიცი ადგა და წავიდა, წავიდა და როგორც ყოველთვის ისევ უაზროდ დასრულდა ჩვენი საუბარი.
ამასობაში ყველა დაიღალა და გუნდაობით რომ გული იჯერეს, კოშკის აგებაზე წავედით უამრავ ახალგაზრდას მოეყარა თავი და მართლაც განსაკუთრებული სანახაობა იყო ამდენი ხალხი ასე მონდომებით და დიდი რწმენით რომ უდგებოდნენ ერთი შეხედვით ბავშვურ თუმცა დიდი დატვირთვის მქონე თამაშს. გეგა, გიროგი ბაქარი და საბა ცხენებზე შემოჯდნენ და ამით გაირთეს თავი გოგონები კი სანახაობის ყურებამ გაგვიტაცა
- აქ პირველად ხარ ? გვერდით თითქმის ორი თავით მაღალი შავებში ჩაცმული შავტუხა ბიჭი ამომიდგა და ისეთი ხმით მკითა შევკრთი
- კი ავხედე და მოკლე პასუხით დავაჯილდოვე
- ვისთან ჩამოხვედი ?არ კარგავდა სვანურ კილოს
-გვიჩიანებთან მიიღო უცნობმა ისევ მოკლე პასუხი
- მე ბადრი ვარ.
- ლელე
- რა?
- ლელე მქვია
- გასაგებია ლაამაზი გოგო ხარ და ლამაზი სახელი გაქვს კვლავ არ ჩუმდებოდა ბადრი წინადადება დაამთავდა და ფეხებიდან მიწა გამომეცალა დაყვირებაც ვერ მოვასწარი ისე აღმოვჩნდი გეგას ცხენზე
- ჩამომსვი ეხლა აქედან და გააჩერე ეს ცხენი თუ არ გინდა რო მოვკვდე რამდენს ბედავ გეგა ვეჯექი წინ სანახევროდ ,და ჩემს მუცელზე შემოჭდობილ ხელს თავადაც ძლიერ ვეჭიდებოდი რა აღარ ვუთხარი რით არ დავემუქრე თუმცა ხმა მანამ არ ამოიღო სანამ ცხენიდან არ ჩამომსვა და სახლის უკან თავლაში სადაც თივას ინახავენ იქ ძალით არ შემიყვანა
- რა ჰქვია შენს საქციელს ლელე ისეთი სახით მითხრა ნამდვილად შემეშინდა ძარღვები კისერზე ემჩნეოდა და შევატყვე რაღაცაზე გაბრაზდა
- რაზე მელაპარაკები ვერ ვხვდები გეგა
-რას ვერ ხვდები ლელე ვიცი დიდი ხანი არაა გიცნობ მაგრამ მგონი მქვს უფლება ადამიანური რჩევა მოგცე უკვე სათვალავი ამერია იმდენი ვიღაც გყავს ცხოვრებაში და მგონი კიდევ ბევრი არ ვიცი. ჯერ იყო და ვიღაც სანდრო კინაღამ მომაკვლევინე მეც ცალკე ამირიე გონება თან ვიღაც ტიპს ემესიჯები მერე იყო და ერთ დღეში ეს ბაქარი გადაიკიდე ათი წუთი არ ვიყავი ახლოს და კიდევ ვიღაცასთან იდექი და კომპლიმენტებს ითვლიდი .
- ჯერ ეს ერთი მე ვისთან ვიდგები და ვიწვები შენი რა საქმეა მეორეც არავის არ ვემესიჯები და მითუმეტეს ეს ბაქარი და ის ტყიური ჩემთან საერთოდ არანაირ კავშირში არ არიან და არ ვაპირებ მარტო იმიტომ რომ შენ რამე არ გესიამოვნება ხალხს უკმეხად ველაპარაკო სანდრო კი მხოლოდ ორჯერ მყავს ნანახი და მადლობა რომ მომაშორე
- ეს მესიჯები რას ნიშნავს აბა გამომგლიჯა ხელიდან ჩემი ტელეფონი და ესემესებს დაუყვა
- მამაჩემის ბავშვობის მეგობრის შვილია კრეტინო აბიტურიენტი გოგოა და ვმეგობრობთ კიდევ რა გაინტერესებს ამის გაგებაზე სახეზე ფერი ეცვალა და შუბლი შუბლზე მომადო
- ბოდიში ლელე ვიცი არ მაქვს უფლება თვითონაც არ ვიცი რა დამემართა წამით გამოვეთიშე სამყაროს პირველად ვგრძნობ ადამიანთან ასე თავს თუმცა სიბრაზემ იმძლავრა და თავი მოვაშორე
- შენ ჩემს მესიჯებს და ჩემს ცხოვრებას რას არჩევ სხვა საქმე არ გაქვს?
- ხომ მოგიბოდიშე მოდი დავივიწყოთ რაც მოხდა თვალს არ მაშორებდა და ისე მიახლოვდებოდა ეს უფრო მაბნევდა არ ვიცი რა მოხდებოდა ჭიშკრის და მერე ჩვენების ხმა რომ არ გამეგო ლიკა გეგას ეძახდა ნინუცა და გიორგი მე.თითქოს ლიკას ხმამ დამგესლა ისევ ახლიდან დავიბოღმე. ძალიან ძალიან ახლოს მივიტანე სახე გეგასთან და თითქმის ჩურჩულით ვუთხარი
- შენ კი სულ ბოლო მამაკაცი რომ იყო დედამიწაზე მაინც არ შემოგხედავ გირჩევ ლიკას მიხედო
- მაგ სიტყვებს გაგახსენებო მომაძახა ღიმილით და ჩემი სიახლოვით გაოცებულმა
საოცარ ხასიათზე ვიყავი მთელი საღამო და არ მომშორებია მწველი მზერა. სტუმრად მეზობლები გვყავდა გოგონა საოცრად უკრავდა ფანდურზე და მეც ემოციებით სავსემ თავი ვერ შევიკავე და სიმღერაში ავყევი
გულს ჩამისახლდი ვაჟაო
ღმერთი გფარავდეს უფალი
მოვდივარ მთების გულიდან
ლაღი და თავისუფალი.
გულს ხატად დაგესვენები
ნაწნავს გაგიშლი ველადა
გამაფრენ გამომამიტაცებ
დასადაგ დასაწველადა
ეგ არის ჩემი ოცნება
შენ გიძღვნა გული ჩემია
ჩემი მანდილიც შენ მოგცე
დავბერდე შენის მზერითა
ოცნება ოცნებად დარჩეს,
რასაც შენ ფიქრობ რასაც მე
შენშია ჩემი ოცნება და
შენ კი ჩემში ხარ ალალმე.

სიმღერა რომ დავასრულეთ მაშინაც არ მოუციებია თვალი გეგას და თითქოს იმ წუთას ჩემთვისაც არავინ იჯდა იქ .
- ესე თუ მღეროდი აქამდე გაგეხარებინეთ შვილო თავზე მაკოცა ფატიმ
- ეს ისეთი გოგოა აქედან არ გავუშვათ ახარხარდა სტუმარი და სხვებიც აყვნენ მხოლოდ გეგას არ გასცინებია მალე ყველანი დასაძინებლად წავედით მე როგორც ყოველთვის ბავშვებს დავურეკე და სუსტი კავშირის გამო ეზოში მომიწია გასვლა სადაც მხოლოდ ერთ ადგილას იჭერს სიცივე იყო და კარგად ვერ ვეჭორავე ტყუპებს თუმცა კმაყოფილები და ბედნიერები ჩანდნენ რამაც მეც გამახარა და სახლისკენ წავედი კართან გეგა იდგა რომელიც ჩემმა დანახვამ საერთოდ არ გააკვირვა
- ცივა გარეთ სად დადიხარ ამდენახანს გოგო
- მე ტყუპებს ველაპარაკებოდი მაგრამ შენ რატო დგახარ აქ არ ვიცი
- ვინმე ტყის კაცამ არ მოგიტაცოს მეშინია
- უფრო მთის, გამეცინა გულწრფელად აქ რატო დგახარ მართლა ნუ გამყინე შემატარე გეგა ორ ხელს შორის მომიქცია და პასუხიც მივიღე
- მინდოდა მეთქვა რომ არაჩვეულებრივი ხმა გაქვს და ხმაზე უკეთესი ოცნებები
- სულ ესაა ? მაბრუებდა სუნამოს სურნელი და უკეთესი პასუხი ვერ მოვიფიქრე
- არა კიდევ საოცარი ხარ როცა გცივა და ცხვირი გიწითლდება როცა გცხვენია და ლოყები ფერს იცვლის როგორც ეხლა როცა ბრაზდები და როცა ღამით სათვალეს იკეთებ მგონი იქვე დასრულდებოდა ჩემი ცხოვრება გიორგის რომ არ დაეძახა
- გეგა სად ხარ ბიჭო კარტს ვარიგებთ უკვე
- მოვდივარ გიო პასუხი დასრულებული არ ქონდა ისე ვაქციე ზურგი ხელები იგივე პოზაში დარჩა სახეულური სწრაფად ჩამოვწიე და კიბეები ისე სწრაფად ავირბინე მეთვითონ გამიკვირდა. გაღიმებული შევედი ოთახში და ნინუცას მივუწექი რომელსაც უკვე მშვიდად ეძინა ლიკა კი ისევ ბიჭებთან ერთად იჯდა პირველ სართულზე.კიდევ დიდხანს არ დამაძინა ფიქრებმა და უარესად ამაფორიაქა მესიჯმა
- ცოტა გვიანი კია შენს სიმღერაზე პასუხი მაგრამ იცოდე ოცნებები ხდება ეხლა კი დაიძინე და მოისვენე ნინუცა არ გააღვიძო და აი სიმღერითაც გპასუხობ :
შატილის ასულო, ლერწამო ტანითა,
ტოლებში აგარჩევ ვაჟკაცის ხელითა
შატილის მთებიდან თუშეთში წაგიყვან
კლდეებზე მფრინავი საღარა ცხენითა
თუ გინდა ქალაუ, რომ გახდა შენ ჩემი
წყაროზე მარტოკა ნუ ჩახვალ ხელსურით
მოგიტაცს ქალაუ მგლის მუხლა ჩეჩენი
ან ორბის თვალება არხოტის ხევსური
- ლიკას ველოდები და მერე მშვიდად დამეძინება. მიიღო მესიჯი ვაჟბატონმა პასუხი არა მაგრამ ლიკა დააბრუნდა და მეც პირობა შევასრულე დილა საოცრად დაიწყო ლიკა თბილისში დაბრუნდა ეს კი უფრო მახარებდა.ურთიერთობის დასაწყისი ყველაზე საოცარი ეტაპია თითქოს სხვა ადგილი არ არსებოსბ სულ მისკენ გაგირბის მზერა და ერთმანეთის მეტი არავინ გინდათ გარშემო რომ იყოს. ასე იყო დილითაც გვიან დაძინებულმა გვიან გავიღვიძე და რომ მოვწესრიგდი უკვე სადილისას მივუჯექი მაგიდას.ყველამ დილამშვიდობისა მისურვა თუმცა საოცრად თბილი და მზრუნველი იყო გეგას სიტყვები
- დილამშვიდობის ლელე როგორ გეძინა
- ძალიან მშვიდად. მიიღო სხვებისთვის გაუგებარი პასუხი და ძლივს შეკავებული სიცილით ცხელი ხაჭაპური გადმოიღო თეფშზე
- დღეს რა გეგმები გვაქვს ბაქარ იკითხა ნინუცასთან მიხუტებულმა საბამ
- სიყვარულის კოშკზე მივდივართ ასე რომ მალე ჭამეთ გვრიტებო მე ჩემი საცოლე იაკო მომყავს წავალ მოვიყვან და თქვენ ჩაცმულები დამხვდით.
სულმოუთქმენლად ველოდი ამ კოშკის ნახვას და პირველი გავემზადე. მალე ბაქარი მოვიდა და თავისი საცოლე გაგვაცნო რამდენიმე ხანში მდინარის პირას დათოვლილ კოშკთან ვიდექით რომელსაც ულამაზესი თეთრით მოსილი ტყე ერტყა გარს და გასაოცარ ლეგენდას ვისმენდით სიყვარულზე რომელსაც იაკო ძალიან კარგად ყვებოდა
-ოდესღაც იფარში ცხოვრობდა საკმაოდ შეძლებული მშობლების ერთადერთი ასული, მიაგულ პირველი.
ძალიან ლამაზი ყოფილა მიაგული.
ერთ დღესაც სოფელ კალაში კვირიკობის დღესასწაულზე მზეთუნახავი შეხვედრია
ამავე სოფლის მკვიდრ ოტია მარგველანს. რომელიც კარგი ვაჟკაცი და მონადირე ყოფილა.
ოტიას უმალ გულში ჩავარდნია მიაგულის სიყვარული, არც მზეთუნახავი დარჩენილა გულგრილი.
მალე მგზნებარედ შეჰყვარებიათ ერთმანეთი, მაგრამ მათ ურთიერთობას აბრკოლებდა ფრიად მნიშვნელოვანი რამ.
ვაჟკაცს მეუღლე და ხუთი შვილი ჰყავდა.
ვერ გადაუწყვეტია მიაგულს შეყვარებულის ოჯახის დანგრევა და უკანასკნელი სიტყვაც უთქვია ოტიასათვის.
დამწუხრებული კალელი სანადიროდ წასულა, თავს არ ზოგავდა ისეთ კლდეებს შესჭიდებია.
ბედს უმუხთლია, ქარაფებიდან ენგურში ჩავარდნილა.
ქმრის სიკვდილით სასოწარკვეთილ ცოლსაც მალე ენგურში მოუსწრაფია სიცოცხლე.
ამბობენ ოტია და მისი ცოლი კალმახებად გადაიქცნენო.
-გულმოკლულ მიაგულს მამისთვის უთხოვია შუა ენგურში მდგარ ლოდზე კოშკის აგება.
მამასაც შეუსრულებია ერთადერთი ქალიშვილის თხოვნა.
მას შემდეგ დღენიადაგ ამ კოშკში ცხოვრობდა მიაგული და თავისი ხელით აპურებდა კალმახად გადაქცეულ ოტიას და მის მეუღლეს.
ენგურში მდგარი ლოდის ქვემოთ მიწიდან ამოდის სუფთა წყარო, იგი თვალსაჩინო ხდება ყველასთვის, როცა მდინარე იკლებს
ცრემლები ღვარად მდიოდა თვალებიდან. გიორგი და ლენკა საბა და ნინუცა ბაქარი და იაკო ყველანი დაწყვილებულიყვნენ მხოლოდ ჩვენ ორნი არ ვიდექით ჩახუტებულები თუმცა ყველაფერზე მეტი იყო მისი გაოცებული სახე როცა ატირებული დამინახა
- ეხლა არ გამაგიჟო რა გატირებს გოგო
-შენ რა არ უსმენდი?
- რა გინდა ცოლი მოვიყვანო და თევზად გადავიქცე რო გული აგიჩუყო მიჩურჩულა და ცერა თითებით ცრემლები მომაშორა ისე გამეცინა ვერავინ მიხვდა მიზეზს თუმცა ყველა სურათების გადაღებით იყო გართული და არც არაფერი უკითხავთ.
- წამოდი ცოტა მარტოებმა გავისეირნოთ დამავლო ხელი და პასუხს არც დალოდებია ისე შემიყვანა იქვე ძალიან ახლოს ტყეში რომელიც მართლა საოცრად ლამაზი იყო ტყეში ხის ქვეშ ვიდექით ასე უხმოდ და არ ვიცი რატომ არ ვგრძნობდი უხერხულობას. გამქრალიყო ყველა და ყველაფერი.იყო მხოლოდ ის ბევრი თოვლი და მწვანე თვალები რომლებიც ჩამშტერებოდა და სულაც არ ლამობდა სიჩუმის დარღვევას
- წამოდი გეგა ძებნას დაგვიწყებენ
- ჯერ შიგნით არ შესულან კიდევ ბევრი აქვს იაკოს მოსაყოლი აქ პირველად არ ვარ ჩვენ ვერც კი შეგვამჩნევენ
- ჩვეენ? რა უცნაური სიტყვაა ეს ჩვენ... თითქოს გამოვფხიზლდი და ისევ ძალიან შემრცხვა თინეიჯერივით ჩუმად ვხვდები ბიჭს თან სად ტყეში
- უცნაური რა არის იმაში რომ ორ ზრდასრულ ადამიანს ერთად უნდა ყოფნა
- მაშინ მითხარი რა ქვია ჩვენს ნაცნობობას გეგა ? მეზობლები ? მეგობრები? ნათესავები? ნაცნობები თუ შეყვარებულები გეგა?
- ძალიან ბევრს ფიქრობ ლელე ჩამჭიდა ხელები და ცხვირი ცხვირზე მომადო.თავი ზღაპარში მეგონა თუმცა რეალობა დაუნდობლად მანარცხებს მიწაზე. ვინ ვარ მე ? გოგო რომელმაც ორი ბავშვი ფეხზე უნდა დააყენოს და გაზარდოს და ადამიანი რომელმაც კარირეის გარდა არაფერზე უნდა იფიქროს ისევ თავისი პატარა და ძმის გარდა რომლებსაც მის მეტი არავინ ყავთ თუ არ ჩავთვლით დედას რომელიც საკუთარი თავისთვის უფრო ცხოვრობს.
- ჩვენ ერთმანეთს კარგად არ ვიცნობთ და მე არ მაქვს პიარადი ცხოვრების დრო გეგა
- რატომ ამბობ ამას
-არამგონია გინდოდეს ქალი რომელსაც ორი ბავშვი ყავს გასაზრდელი. კარგია ოცნებები თუმცა რეალობა რთულია მე ბევრი უნდა ვიმუშავო რომ ჩემს ტყუპებს მომავალი შევუქმნა ჯობს თავიდანვე დასრულდეს ყველაფერი გეგა
- შენ ჩემს მაგივრად რატომ ფიქრობ და წყვეტ ლელე იქნებ ჩემთვისაც გეკითხა რა მინდა და რა არა ერთად უნდა შევქმნათ და ამას უფრო ექნება ფასი კარგია მშობლების სითბო მაგრამ ჯობია ადამინმა თავისით შეიქმნა მომავალი. უკეთესია თუ ამას შენს ცხოვრების თანამგზავრთანე ერთად გააკეთებ მე უზრუნველად ცხოვრებაზე ვთქვი უარი შევიქმენი ჩემი კარიერა ბავშვებით არა მაგრამ არც მე გამოვიარე მარტივი გზა მე შენ გჭირდები შენ მე ლელე ნუ იტყვი უარს ჯერ არ დაბადებულ გრძნობებზე დაასრულა მონოლოგი თუმცა მაინც ვერ გადამარწმუნა იმაში რომ ჩვენ ერთად არ უნდა ვყოფილიყავით პასუხი რომ არ გავეცი წავიდა და მეც უკან მივყევი და კოშკში ჩემს მეგობრებთან შევედი გეგა გარეთ გველოდა და სახლში მისულმა მთელი საღამო "თავის ოთახში გაატარა არც ვახშამს დასწრო და მიზეზად დაღლილობა მოიგონა. მეორე დღეს ხერგიანების სახლ მუზეუმს ვესტუმრეთ და არ წყვეტდა სვანეთი ჩვენს გაოცებას. მომდევნო ორი დღეც მხიარული და დატვირთული იყო სანახაობებით თუმცა ჩვენს შორის არაფერი ახალი და საინტერესო არ მომხდარა სანამ...



ბოდიში დაგვიანებისთვის და სავარაუდოდ შეცდომებისთვისაც მიხარია თუ ერთი ადამიანი მაინც კითხულობსა და ძალიან დიდი მადლობა. მაინტერესებს თქვენი აზრი და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. კიდევ ერთხელ ბოდიში თუ შეცდომით რამე წერია და იმედია კარგი გაგრძელებაა და ლოდინად ღირდა



№1  offline წევრი LSD

Kargi da saintereso tavi iko introgac shemoagde ukve mokled girda lodinad veli shmdegs warmatebebi❤️❤️

 


№2 სტუმარი Guest ნინია

გირჩევ, რომ სასვენი ნიშნები დასვა, რადგან ცოტა გაურკვეველი იყო. ამასთანავე ძალიან საინტერესო:)) წარმატებებს გისურვებ და გელოდები.

 


№3  offline წევრი martoshen

Guest ნინია
გირჩევ, რომ სასვენი ნიშნები დასვა, რადგან ცოტა გაურკვეველი იყო. ამასთანავე ძალიან საინტერესო:)) წარმატებებს გისურვებ და გელოდები.

სამართლიანი შენიშვნაა და ძალიანდიდი მადლობა ამისთვის ძალიან გვიან ვწერ ხოლმე მერე გადაკითხვას ვერ ვასწრებ ვეცდები ყველანაირად არ გაგიცრუოთ იმედი

LSD
Kargi da saintereso tavi iko introgac shemoagde ukve mokled girda lodinad veli shmdegs warmatebebi❤️❤️

ვეცდები მალე დავდო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent