შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შევსებული არსებობა - დასასრული 23,24,25,26,27


12-12-2016, 14:47
ავტორი lipsspil
ნანახია 9 363

თუხარელი ისე სწრაფად გაემართა კახასკენ, რომ სალომემ თვალიც ვერ შეასწრო რა დროს გააღო კარი.
_ რა ხდება აქ!
_ არაფერი ისეთი ძმაო..
_ რა ხდება მეთქი აქ?!.. სალომე.. – მობრუნდა სალომესკენ ალექსანდრე.. სალომე მიხვდა მისი ერთი სიტყვა და კბილებმოკრაჭუნე და მუშტებშეკრული ალექსანდრე ცუდად დაასრულებლა კახას ინტრიგებს.
_ არაფერი, კაფეში მოვდიოდი..
_ ეე.. რას ახურებ ბიჭო ხო გითხარი არაფერი მეთქი.. შებრუნდი და მიუჯექი რა შენს ადგილს, ირმა გელოდება.. – თქნა პირში მოუკიდებელსიგარეტგარჭობილმა კახამ, მანქანანის კარი გააღო, ჩაჯდა და დაქოქვა ვერ მოასწრო, რომ გაცეცხლებული ალექსანდრე მისი მანქანის წინ გაჩნდა, “კაპოტს” ორივე მუშტი დაარტყა და იყვირა
_ გადმოდი მანქანიდან შე ახვარო! – კახა არ განძრეულა, ერთი-ორჯერ გაშალა ხელი ალექსანდრეს მიმართულებით და სწრაფი უკანა სვლით წავიდა.. ალექსანდრე მიმავალსაც უყვიროდა და აგინებდა.. მერე ტროტუარზე ჩამოჯდა.. კაფედან ბიბლიოთეკარი ქალი გამოვიდა, აი ის, სანდროს “შვილოს” რომ ეძახდა
_ სანდრო შიგნით შევიდეთ შვილო, რა დაგემართა, ასე რამ გაგაბრაზა.. – მხარზე მზრუნველად მოუსვა ხელი. ალექსანდრემ სალომეს ახედა..
_ მაპატიეთ.. არ ვიცი რა დამემართა..
_ არაუშავს შვილო, ხდება მერე რა.. წამოდი ჩაის დაგალევინებ.. – ალექსანდრემ ისევ ახედა სალომეს, ის ადგილიდან არ იძვროდა..
_ შედი.. მაპატიე.. აქ არ უნდა მოვსულიყავი.. მე წავალ
_ არ წახვალ! შემოდი ჩემთან ერთად.. – ბიბლიოთეკარმა თვალით ანიშნა სიტუაციას ნუ გაამწვავებო.. სალომეს ესიკვდილებოდა იქ შესვლა.. იქ ირმა იჯდა.. მაგრამ მაინც შეყვა მათ.. ირმა მის დანახვაზე წამოდგა, სახე ზიზღით აევსო..
_ ერთნაირები ხართ! უთავმოყვარეოები! – გამოსცრა ალექსანდრეს და სალომეს მიმართულებით და ჩანთას დაავლო ხელი..
_ სანამ საკუთარ თავზე პასუხის გება შემიძლია გადი! – თვალები დააკვესა ალექსანდრემ.
_ ჩემი ცოდვა მთელი ცხოვრება არ მოგასვენებთ! მეგონა შეიგნე რამე.. – ბოლო წინადადებით სალომეს მიუბრუნდა და ზიზღით აათვალიერა, შებრუნდა და გაკაპასებული ნაბიჯებით დატოვა იქაურობა. ბიბლიოთეკარმა ორივეს ჩაი მოუტანა. სალომე გარინდებული იჯდა.. ჩაიც არ მოუსვამს..
_ დალიე.. – მშრალად უთხრა თუხარელმა
_ მადლობა, არ მინდა..
_ მოგასწავლა ხო?
_ კახა არაკაცია.. – ალექსანდრეს მის სიტყვებზე გაეცინა
_ შენ რა.. არ დაუჯერე?
_ სანდრო გთხოვ..
_ არა მეგონა ირმას თმებით სათრევად მოდიოდი და გაკავებდა.. ალბათ მაგიტომ გეჯაჯგურებოდა, თუ ვცდები? – სალომეს გაოცება და საშინელი წყენა ერთმანეთის მიყოლებით აღებეჭდა სახეზე.
_ გვიანია.. მე წავალ..
_ იყავი გაგიყვან, ერთ სახლში მივდივართ..
_ არა.. – სკამიდან ოდნავ წამოიწია სალომე – მე წავალ..
_ სალომე დაჯექი! – ალექსანდრეს კატეგორიულობა დაეტყო ხმაში, რამაც სალომეს მისი ბრძანების უმალ დამორჩილებისკენ უბიძგა – მე და შენ სახლში წავალთ დღეს..
სალომე აღარ შეწინააღმდეგებია..იფიქრა დამშვიდდება და გააცნობიერებს, რომს ახლში უნდა წამიყვანოს და არა თავისთანო.. თუხარელს ხმა აღარ ამოუღია, საკმაოდ მშვიდად დალია ჩაი.. “მადლობა ლალი დეიდა” გასძახა ბიბლიოთეკარ ქალს და სალომეს მიუბრუნდა.. “წავედით” სალომემ მოიცვა და გაყვა.
_ გცივა? – ჰკითხა, რადგან მანქანაში ძალიან ციოდა.
_ არაფერია, სახლამდე გავძლებ, ჩემთან თბილა.. – ალექსანდრემ ერთი გადახედა და უკომენტაროდ დატოვა მისი მინიშნება.. რა თქმა უნდა სახლში არ წაუყვანია, თავის ფეშენებელურ, გალავნიან სახლს მიადგა და მანქანა დააყენა.
_ გადმოდი, აქაც თბილა! – სალომე გადმოვიდა და ალექსანდრესთან მივიდა
_ სანდრო სახლში უნდა წავიდე, აუცილებლად.. – თუხარელმა ყურიც არ ათხოვა მის ნათქვამს, მკლავში მოკიდა ხელი და კიბეზე აიყვანა. სალომე დაყვა მის ნებას, კიდევ უფრო გაღიზიანებას ერიდებოდა, თუმცა შეეშინდა..
_ დალევ?
_ არა..
ალექსანდრემ ჩივას რეგალი და ორი ჭიქა დადგა მაგიდაზე, ორივეგან დაასხა და ერთი სალომეს გაუწოდა, სალომემ გამოართვა ჭიქა, თუმცა მისგან განსხვავებით სულმოუთქმელად არ გამუცლია. მიხვდა თუხარელს ეხლა დათრობა უნდოდა.. ალბათ მხარდაჭერაც.. ნასვამს მხარდაჭერას ვერ გააგებინებდა, ამიტომ ეს სიფხიზლეშივე გადაწყვიტა..
_ სანდრო..
_ ბატონო..
_ მინდა იცოდე, რომ..
_ დიპლომატიურ სვლებს შეეშვი.. საკმაოდ კარგად გიცნობ საამისოდ! თუ ლაპარაკი გინდა ის მითხარი, რაც გულს გიღრღნის და არა ის, რაც ამ დროს ქალმა გაავებულ მამაკაცს უნდა უთხრას, ეგ არ მჭირდება! – სალომე გაჩუმდა და თავი საზურგეს მიაყრდნო.ალექსანდრე გვერდით მოუჯდა და ხელზე ხელი მოკიდა
_ რა უნდოდა კახას?
_ ძალიან ეცადა სალანძღავი სიტყვები მიეღო ჩემგან..
_ რა გითხრა – სახე შეეცვალა ალექსანდრეს
_ ცდილობდა შენ დაეკნინებინე.. ირმასთან ერთად არისო.. ისეთი შეგრძნება ამაქვს, თითქოს შენს საფულეში ან მობილურში უკითხავად გავიქექე, მაგრამ ასე მოხდა.. მოვედი..
_ და იქ მართლაც ნაწინასწარმეტყველევი სურათი დაგხვდა..
_ არ მიფიქრია, რომ პაემანი გქონდათ.. სანდრო მე ასეთი სულელი არ ვარ..
_ ნუთუ.. – თავი აწია ალექსანდრემ - აბა რა იფიქრე?
_ ვიფიქრე კახა და ნებისმიერი ხერხით ყველაფერზე წამსვლელი უსუსური არაკაცია მეთქი..
_ ეს უთხარი?
_ და განვარისხე ამით..
_ არ გეშინია? მინისტრის ცოლის ძმაა..
_ თუნდაც მინისტრი იყოს.. სიმართლის არასოდეს მეშინია, ასეთ უკიდურესობაში დიპლომატიაც ფეხებზე !
_ ალბათ გაინტერესებს რა ჯანდაბას ვაკეთებდი ირმასთან..თუმცა ეს შენთვის სიურპრიზი არ ყოფილა!
_ ჩემს ტვინს ერთი უნიკალური თვისება აქვს სანდრო.. როცა რაღაც გადამეტებულად მაშფოთებს და გაგიჟებამდე მტკივა, დროებით, სანამ აზრზე მოვალ ფიქრის უნარს მართმევს.. არ ვფიქრობ რა გინდოდა ლიტერატურულ კაფეში ირმასთან..
_ გამოდის გტკივა! და აზრზე როდის მოხვალ რომ ეს მკითხო?
_ შემიძლია იქამდე მოვითმინო, სანამ შენ არ გადაწყვეტ ამაზე მელაპარაკო..
_ ირმას ახალი ბრალდებები აქვს.. შენმა ნერვიულობამ გადამიყოლა და მუცელი მომეშალაო.. არ გეუბნებოდი, რომ არ გენერვიულაო.
_ იქნებ მართლა..
_ სალომე! ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ეხლა.. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მტკნარი სისულელეა.. რომ არ დავანებოთ ალბათ იქამდე “გამიფრთხილდებოდა” სანამ ორსულობის ცნობასავით ქორწინების მოწმობასაც არ აგიფრიალებდა ცხვირწინ.. მთავარია ყველაფერი ასე დამთავრდა როგორც არ უნდა იყოს..
_ ბავშვი თუ მართლა დაკარგა ეს სასიხარულო არ არის..
_ გეყოფა! არ გინდა ეხლა ტყუილსა და “ვაითუზე” გლოვა და გოდება. – სალომე გაჩუმდა და ჭიქას დაიწყო წვალება
_ ეხლა რას მეტყვი?
_რაზე..
_ საერთოდ.. გაერკვიე?
_ ისე ამბობ, თითქოს ირმას ცრუ ორსულობამ ან ორსულობის შეწყვეტამ რაიმე შეცვალა.. ჰაერზე არ მითქვამს, რომ..
_ ჰოო ვიცი.. არის კიდევ რამე, რაც იმდენად გაშფოთებს, რომ აქ ყოფნა აღარ გინდა?
_ ასეთი რამ არასოდეს მიფიქრია სანდრო გეყოფა! ნუთუ დაფიქრება რომ დამჭირდა ამას ნიშნავდა? მართლა სულელი გგონივარ? კუბაში მხოლოდ იმის გამო არ მიჩუქნია შენთვის ჩემი არსებობა, რომ ნასვამი ვიყავი ან იმ წუთას თავი ვერ შევიკავე.. ასეთი სუსტი არ ვარ! შემიყვარდი, მაშინაც მიყვარდი და თუ ამას არ გამოვხატავდი მხოლოდ იმისვმეშინოდა, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგად გქონდა შესწავლილი, თავს შემაყვარებდი, ნაბიჯს გადამადგმევინებდი და მერე ეს შენი უსაზღვრო სითბო და ყურადღება სადღაც გაქრებოდა! ჰო..მეშინოდა და მქონდა ამის საფუძველი, არ ვწუწუნებ, მაგრამ ასეა! არ მინდოდა ამ ყველაფერს მივჩვეოდი და მერე მეც მეტირა უსასრულობამდე.. ალბათ საშინლად დამნაშავე ვარ ეჭვი რომ შევიტანე, მაგრამ არა იმიტომ, რომ ეჭვის თვალით გიყურებდი ოდითგანვე და ერთ პატარა საბაბს ველოდი.. შემეშინდა! ქალურად, სულელურად შემეშინდა, სისუსტე გამოვიჩინე, მაგრამ ბავშვობიდან გამჯდარ ამ სენივით მოხვეულ შიშს ვერ გავექეცი და ეხლაც მეშინია.. ყველაფერი მაშინებს რაც ჩემს გარშემო ხდება.. ძალიან ლამაზია, უზომოდ სასიამოვნო და საოცარ სამყაროს მიხსნის.. მაგრამ თავიდან ყველა ისტორია ასე იწყება, მერე? აი ეგ არ ვიცი რა იქნება მერე და ახლის შეცნობის შიში მაინც მაშინებს. დრო მჭირდება, რომ მივეჩვიო და გავითავისო.. არ მინდოდა ასე ქალურად, დაქალივით გადამეშალა გული, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე აუტანელია და ჩემს ტკივილის ზღვარსაც სცილდება.. – სალომემ ქოშინით დაამთავრა ემოციური გამოსვლა შეეცადა ცრემლები უკან გაებრუნებინა. ალექსანდრე მშვიდად უსმენდა მას და სული რომ მოითქვა ჰკითხა..
_ ეს მთავარ კითხვაზე არ მაძლევს პასუხს! არის კიდევ რამე, რაც იმდენად გაშფოთებს, რომ ჩემთან ყოფნა აღარ გინდა?
_ შენი კატეგორიულობა! აზრი არ აქვს ამ ლაპარაკს.. – სალომე იმედგაცრუებული მობრუნდა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა კარისკენ. ალექსანდრე სწრაფად დაეწია და მოაბრუნა
_ ვინ მოგცა უფლება წახვიდე და ასე დამტოვო? გეკითხები! კატეგორიულობა გაშინებს თურმე.. – ოთახის სიღრმისკენ ძლიერად უბიძგა , სალომე გააოგნა მისმა უხეშობამ..
_ იცოდე რადაც არ უნდა დამიჯდეს მაინც წავალ!
_ მაგასაც ვნახავთ! - თვითონაც მიუახლოვდა თუხარელი. სალომემ მისი გზიდან ჩამოშორება სცადა, მაგრამ ალექსანდრემ მხრებში წაავლო ხელი, ტკივილამდე მოუჭირა და შეაჯანჯღარა
_ არ წახვალ მეთქი, არ გაგიშვებ.. ძლივს მიპოვიხარ.. ვერ დაგკარგავ! ჩემი ხარ და შეეგუე ამას! – უყვირა და ტუჩებში ეცა.. სალომეს ტკივილისგან სახე შეეცვალა, სანამ გონზე მოვიდოდა ალექსანდრემ დაძარღვული, ძლიერი მკლავები ტკივილამდე მოხვია და კიბეზე აიყვანა, საძინებლის კარი გააღო, საწოლზე მიაგდო და თვითონაც უკან მიყვა. არანორმალურივით დაუწყო ფერება, დაუნდობლად შემოაბრდღვნა ტანსაცმელი, თეთრეულის ამარა დატოვა.. თმაში ჩააფრინდა და ის იყო ტუჩებში ისევ აფთარივით უნდა სცემოდა, რომ სალომეს კივილმა გამოარკვია
_ მტკივა სანდრო, გემუდარები გეყოფაა..
გველნაკბენივით შედგა და გააცნობიერა, რომ ძალიან ზედმეტი მოუვიდა. გაკავებული და შეშინებული სალომე ჩურჩულზე გადავიდა..
_ გემუდარები გაჩერდი, გემუდარები..
მამაკაცი მოშორდა.. ცოტა ხანს გარინდული იჯდა, მერე წამოდგა
_ ადექი ჩაიცვი.. სახლში წაგიყვან.. – სალომე ამას არ მოელოდა.. ადგა, აწყვეტილღილებიანი ტანსაცმელი შემოიცვა და მორჩილად გაყვა ალექსანდრეს. მას ქურთუკიც კი არ მოუცვამს ისე გავიდა გარეთ და მანქანა დაქოქა. ძლიერად მიადგა გაზს ფეხი და სწრაფად გავიდა გზაზე. სალომეს ძალიან უნდოდა რაიმე თბილი ეთქვა.. ისიც ეთქვა, რომ ყველაფერზე თანახმა იყო იმ წუთას, იმის გამო არ გაუჩერებია, რომ არ უნდოდა მასთან ყოფნა.. უბრალოდ ეტკინა და მამაკაცის გამხეცებულმა გამოხედვამ შეაშინა.. ისევ შიში.. არა, სალომე ხმასაც ვერ დაძრავდა ამ თემაზე.. ალექსანდრესთან ქალური საუბრები მართლა არ გამოვიდოდა, ამიტომ წინააღმდეგობა აღარ გაუწევია, როცა ალექსანდრემ სახლთან მისულს კარი გაუღო და ცივად უთხრა “ეცადე ხვალ სამსახურში არ დააგვიანო, უამრავი საქმე გაქვსო”. გულის სიღმრეში მიხვდა, რომ ამ სისუსტით საყვარელ ადამიანს კარგავდა.. მიხვდა ალექსანდრეს ეხლა ყველაზე ნაკლებად შეეძლო ამის გაგება, რადგან თვითონაც არანაკლებად დააეჭვა უაზრო შიშებით.. მიხვდა ვალდებული იყო პირველს თვითონ გაეგო მისთვის, მაგრამ მისადგომი გზა ვერ ეპოვა.. ახალი წელი ახლოვდებოდა.. ანთებულ გირლიანდებს სალომე პირველად შესცქეროდა უსიხარულოდ..

23

სახლში ავიდა.. უკვე დრო იყო დედასთვის მოეყოლა გათხოვების ამბავი.. არც კი იცოდა ამას ერქვა თუ არა გათხოვება საერთოდ და როგორ დამთავრდებოდა.. დედისთვის არასოდეს არაფერი დაემალა ცხოვრებაში.. ეხლა კი მის შესახებ არაფერი იცოდა, თითქმის არაფერი. დედა საშინლად ინერვიულებს.. მაგრამ ვერ დამალავს..
_ დეე...
_ ჰო წუნა..
_ უნდა გელაპარაკო..
_ რა იყო დე.. რამე ხომ არ მოხდა?
_ დე.. გახსოვს ჩემს უფროსზე რომ მოგიყევი, ალექსანდრე თუხარელზე, კუბაში ერთად რომ ვიყავით.
_ როგორ არ მახსოვს, რაღაც სითბოს გამოხატავსო..
_ ის სითბო დიდ სიყვარულში გადაიზარდა დე.. კუბაში.. ალბათ მანამდეც. მიჭირს ამაზე ლაპარაკის დაწყება.. – სალომემ მარჯვენა ხელი გაუწვდინა და ბეჭედი აჩვენა.. დედა გაფითრდა, ერთხანს ხმა ვეღარ ამოიღო..
_ სალომე.. ეს მან გაჩუქა? დაგნიშნა?
_ დედა.. ამ ბეჭედს კუბადან ჩამოსვლის მერე ვატარებ.. დანიშნული ქორწინებამდე ვართ, პრაქტიკულად ჩვენ უკვედავქორწინდით..
_ ეს რას ნიშნავს! რას ქვია დაქორწინდით..
_ ალექსანდრე თუხარელი ჩემი ქმარია დე.. სანამ შვებულებიდან გამოხვიდოდი მასთან ვცხოვრობდი სახლში, ეხლაც იქიდან მოვდივარ, ახალი წლისთვის სიურპრიზი გვინდოდა მოგვეწყო
_ შენ ხომ არ გადაირიე გოგო! – დედა აკანკალდა, ხმა წაერთვა ნერვიულობით, სალომემ ძლივს შეძლო მისი დამშვიდება,როგორც ინა მიიყვანა იმ კონდიციამდე, რომ დაესვა და მშვიდად მოეყოლა ყველაფერი.
_ თუ ეს ასეა მაშინ შენ ეხლა აქ რატომ ხარ სალომე? მარტო! ალექსანდრეს გარეშე.. რატომ არ მოიცადე ახალ წლამდე, ეხლა რატომ მეუბნები ამ ყველაფერს?
_ მე შემეშინდა დე.. ვიცი სულელი ვარ, მაგრამ ეს ყველაფერი ისე უცებ მოხდა.. არა არ იფიქრო გადაწყვეტილებას ვნანობდე, პირიქით! სანდრო სიგიჟემდე მიყვარს! მე დავიხიე უკან, მე შევაყოვნე..
_ რას ნიშნავს.. რას ნიშნავს უკან დაიხიე სალომე ნუ გამაგიჟე! ჯერ მეუბნები ოჯახი შევქმენიო ეხლა უკან დავიხიეო, მიგატოვა? სად არის მისი ოჯახი, რატომ არ მოსულა ჩემამდე? რას ქვია ესე დაგავლო ხელი და წაგიყვანა, რა წიწილა ხარ? სად არის საერთოდ შენი პასუხისმგებლობა? მე არაფერს ვნიშნავ? ოჯახი შევქმენიო და ეხლა რაღაც სისულელეებ მებოდიალები შიშებზე.. ჩემი სიკვდილი გინდა? ამიხსენი! – სალომეს ისევ მოუწია დედის დამშვიდება, რომ ყველაფერი დალაგებულად აეხსნა.. დაწვრილებით მოუყვა იმ ქალის ინტრიგებზე, ალექსანდრეს მანმადე ჩადენილ გმირობებსა და კახას სიბინძურეებზე.. დიდი ვაი-ვიშის და “ეს სად გაგიშვის” მერე ხატია როგორც იქნა ადეკვატური გახდა..
_ ეს წესი არ არის შვილო.. მე შენ ესე არ გამიზრდიხარ! ვინც არ უნდა იყოს ეგ ბიჭი უფლება არ ჰქონდა ოჯახის უკითხავად ასე წაეყვანე! მაგრამ მას რა მოვკითხო, როცა საკუთარმა შვილმა ასე გამწია გვერდზე და არაფრად ჩამაგდო.. მოსაკლავი ხარ! პირველ რიგში საკუთარ თავს არ ეცი პატივი.. რას იტყვის ხალხი?!.. უპატრონოდ, უპატივცემულოდ წახვედი ვიღაცის ჭკუაზე და ეხლა შიშები შემოგჩენია! იცი რას გეტყვი? ჯანდაბას.. ჩვენ ფეხებზე დაგვიკიდე.. კაცმა რომ გკითხოს უსაზღვრო სიყვარულისთვის, რაც საეჭვოა ძალიან, იმიტომ, რომ ეხლა ზიხარ აქ მუდოსავით და შიშებზე მელაპარაკები! ეს გინდა გავიგო? ამიხსენი ერთი! თუ გეშინოდა რას გარბოდი.. ტვინი რისთვის მოგცა ბუნების ძალამ, რომ დაფიქრებულიყავი.. ამ დროს შენ რას აკეთებდი?
_ დედა გეყოფა..
_ რა მეყოფა რა..
_ ახალ წელს რომ მეთქვა შენთვის ყველაფერი სიხარულით შეხვდებოდი ჩემს ნაბიჯს..
_ ვინ გითხრა ეგ ქალბატონო? ახალ წელს და რვა მარტს რა მნიშვნელობა აქვს.. ახალ წელს არ გეყოლებოდა ოჯახი? რას იტყვის ბიძაშენი? არავინ უნდა ჩაგეყენებინა საქმის კურსში? ის მაინ ცარ უნდა გვცოდნოდა, რომ შეყვარებული გყავს? კარგი! ბიძაშენს თავი დაანებე.. მე? როდის შეწყვიტე ჩემთვის გულის გადაშლა? ჩემი ბრალია ყველაფერი! ჩემმა სამსახურმა დამღუპა! ყველაზე მნიშვნელოვანს მომაცილა! მის ოჯახს იცნობ? იცნობ მეთქი? რატომ არ გაგაცნო დედა, მამა, უპატრონოა თვითონაც? – დედას ცრემლები წამოუვიდა..
_ დე, შენთვის გულის გადაშლა არ შემიწყვეტია, ხომ ხედავ ვზივარ და ყველაფერს გიყვები.. ისე უცბად განვითარდა ყველაფერი, თვითონაც ძლივს გამოვუტყდი თავს, დამიჯერე, ხომ იცი არასოდეს გატყუებ, კუბაში დავრწმუნდი ჩემს გრძნობაში და კუბაშივე მოხდა ყველაფერი! მისიანებს იმიტომ არ ვიცნობ, რომ ეხლა ჩეხეთში არიან, ახალ წელს იქ ხვდებიან და ჩვენს შესახებ არაფერი იციან, რომ ვუთხრა ეხლავე ჩამოფრინდებიან, ჯობია ცოტა ხანს მარტო ვიყოთო..
_ და შენ ამას გათხოვებას ეძახი? მე დაღუპვას და განადგურებას ვეძახი მაგას! თავის მოჭრას, აი რას! თხუთმეტი წლის რომ იყავი მაშინ არ გამოგლაყებია ეგ თავი იმდენად, რომ ერთი ნახვით შეყვარებაზე გეფიქა, ვიღაცის მოჩმახულ სისულელეებზე! ეხლა კიდევ ზიხარ აქ და ხუთ დღეში შეყვარებასა და ოჯახის შექმნაზე მიყვები! რაზე ფიქრობდი საერთოდ?
_ შენი თქმის არ იყოს ბავშვობიდან ძალიან კარგად ვიცოდი რა მინდოდა.. ჰოდა აი ე სარის რაც მე გამაბედნიერებს.. შენი გადასახედიდან ეს შეიძლება ყელამდე ნაგავში ცურვაა, მაგრამ მე თუ ამ ნაგავში ვიქნები ბედნიერი დაე ვიცურო! – დედამ თავი ხელებში ჩარგო – გეყოფა წუნა.. მე მიყვარს ის ადამიანი და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მან შენამდე მოსვლა ვერ მოახერხა ყველაფრის ასტრონომიული სისწრაფით განვითარება იყო და მეტი არაფერი!
_ ეხლა სად არის მეთქი გოგო ეხლაა.. რატომ არ ზის აქ, შენს გვერდით, რატომ მიყვები ამ ყველაფერს შენ და არა მასთან ერთად გამაგებინე!
_ მე ის ძალიან გავაბრაზე დე.. მის სიყვარულში ცამდე ვარ დარწმუნებული, მაგრამ პირველმა დღეებმა დამზაფრა..მითუმეტეს, რომ ბოროტ ინტრიგებს ძალა არ დაუშურებია ჩემს შესაშინებლად.. ალბათ ბოროტებისთვის არ ვიყავი მზად, ამიტომ მოხდა ყველაფერი..
_ პატარა აღარ ხარ! უნდა გცოდნოდა, რომ როცა ასეთ კაცს მიყვები ცოლად პრობლემები არ დაგელევა! შენი აზრით მარტო იქნებოდა? შენი აზრით ვაჟიშვილი იქნებოდა შენამდე? თუ თუ რას მოელოდი ამიხსენი.. შენზე ათი წლით დიდია გოგო! არ მოელოდი? გავიდეთ და ნებისმიერი, ხუთი წლის ბავშვი გავაჩეროთ მასაც თუ არ ეცოდინება, რომ მისნაირებს მთელი არმია დასდევს და არნახულ საქმეებს კადრულობენ მათ ხელში ჩასაგდებად! სად წავიდა შენი ცივი გონება?
_ შიშმა გათელა – ხმა აუკანკალდა სალომეს
_ რატომ ეხლავე არ მოვკვდები! ჩემი უსუსური ცხოვრებით რა მაგალითი მოგეცი.. დაგზაფრე და გაგანადგურე, ბედნიერების შეცნობის უნარი წაგართვი! ალბათ მე რომ მიყურებდი მაგან შეგაშინა.. პრობლემის შემთხევაში ჩემნაირად რომ არ ქცეულიყავი და შენში ჩემსავით ქალი არ მოგეკლა..
_ არა დე.. მომისმინე.. – სალომეს ლაპარაკი ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა, ალექსანდრე ურეკავდა.
_ დე, სანდრო რეკავს.. უნდა ვუპასუხო.. – უთხრა დედას, ხატიამ ცრემლები მოიწმინდა და ცხვირსახოციან ხელში ჩარგო შუბლი
_ ალო..
_ გღვიძავს? სასწრაფო საქმე მაქვს
_ კი, რა ხდება?
_ უნდა გნახო და დაგელაპარაკო..
_ ჩამოვალ.. დედა სახლშია..
_ ძალიან კარგი! დედასთანაც მაქვს საქმე
_ სანდრო..
_ ორ წუთში მოვბრუნდები – უთხრა და ტელეფონი გაუთიშა. სალომე ანერვიულდა.. შიშები სულ აღარ ახსოვდა, სტატუსის პასუხისმგებლობა ეხლა დააწვა პირველად.. დედასთვის რომ ყველაფერი დაემტკიცებინა ყველა შიში გვერდზე უნდა გადაედო და ალექსანდრე მისთვის ღირსეულად წარედგინა. მესიჯი მიწერა ალექსანდრეს, დედას ყველაფერი მოვიყევი და საშინელი რეაქცია ჰქონდა, ეხლა შედარებით მშვიდადა და ცდილობს ღირსეულად დაგხვდესო. ამ სტუმრობაზე ცალკე ერთი ამბავი ატყდა, “ასე მოუმზადებლად”, “ასე გვიან”.. ისროდა გაბრაზებულ რეპლიკებს ხატია..
_ ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება, დე, შეგიძლია უბრალოდ მშვიდად შეხვდე ამ ყველაფერს?
_ აკი გავაბრაზეო, რა საქმე აქვს ეხლა ამ დროს?
_ მოვა და იტყვის, ჯერ მეც არ ვიცი.. – ხატიამ ისევ სიბრაზით გააქნია თავი და ტკბილი სუფრის გაწყობა განაგრძო. ცოტა ხანში ზარი დაირეკა, სალომემ კარი გააღო და ალექსანდრეს შემოუძღვა, თუხარელი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, ჩვეულ ფორმაში იყო.. ცალ ხელში ტკბილეულით სავსე პარკი, მეორეში კი ულამაზესი თაიგული ეჭირა..
_ გამარჯობა ქალბატონო ხატია.. მე ალექსანდრე თუხარელი ვარ, ბოდიშს გიხდით, რომ ამ დროს მომიწია თქვენი მყუდროების დარღვევა – მიესალმა თავაზიანად და თაიგული გაუწოდა. სალომეს გული შეუქანდა, მას ხომ არასოდეს უთქვამს ალექსანდრესთვის დედის სახელი.. დედას ხმა არ ამოუღია, თავი დაუქნია, მღელვარება ნერწყვის სახით გადაყლაპა და ოთახში შეუძღვა საიდანღაც გაჩენილ სიძეს..
_ ნება მომეცით უფრო ახლოს გაგეცნოთ.. სალომესგან გეცოდინებათ ალბათ, მაგრამ აუცილებლად ვთვლი, რომ ჩემგან უნდა იცოდეთ რა მაკავშირებს თქვენს ანგელოზთან და რატომ ვერ გადავდე ეს გაცნობა სხვა დროისთვის. მე სალომეს მეუღლე ვარ, მართალია ჯერჯერობით ეს ყველაფერი ოფიციალურად არ გაგვიფორმებია, მაგრამ გარწმუნებთ ყველაფერი ისე მოხდება და განვითარდება, როგორც ეს თქვენს ოჯახს შეშვენის. მის ხელს თქვენც გთხოვდით ეხლა, მაგრამ რაკი ყველაფერი უკვე თავის ადგილზე დგას ნება მომეცით უსაზღვრო ბოდიში მოგიხადოთ საქმის კურსში ჩაუყენებლობისთვის ჩემი მხრიდან და აღგითქვათ, რომ თქვენს ქალიშვილს ცხოვრების ბოლომდე გავიფრთხილდები, პატივს ვცემ, ვიზრუნებ მასზე და რაც ყველაზე მტავარია მეყვარება! მაპატიეთ ასეთი შინაურული საუბრისთვის, დიდი ბოდიში მინდა მოგიხადოთ ასე უცებ რომ მივითვისე თქვენი ქალიშვილი.. მიზეზს ალბათ თვითონაც გეტყოდათ.. მთავარი ის არის, რაც მე და სალომეს ერთმანეთთან გვაკავშირებს, დანარჩენს ყველაფერს მოევლება. ჩემი სტუმრობის მიზეზი ჩემი მშობლების დაბრუნებაა.. მათ ჩემი ნაბიჯის შესახებ შევატყობინე და სასწრაფოდ მოფრინავენ თბილისში.. სალომეს წასაყვანად მოვედი, საკუთარ სახლში.. ალბათ მეტყვით, რომ ამ ყველაფერს სახელი არ აქვს, მაგრამ გიპასუხებთ, რომ ამას აჩქარება ჰქვია, არა გრძნობასა და გადაწყვეტილების მიღებაში, არამედ მოვლენების განვითარებაში.. – ალექსანდრემ ხატიას წინ მოსაწვევები დაუდო.. – ეს თქვენი ოჯახის მოსაწვევია, გთხოვთ ხვალ ოჯახურ სადილზე გვესტუმროთ და ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი. პირობას გაძლევთ ჩემი ოჯახი და პირველ რიგში მე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ნერვიულობის მიზეზი კი არა საბაბიც არ დაგიტოვოთ..
ხატია ნერვიულობისგან ხელებს იფშვნეტდა, სალომე გაოცებული შესცქეროდა რადიოდან გადმოსულ თუხარელს, ვერ გაეგო საიდან, როგორ მოესწრო ამდენი, ან საერთოდ მისი ასეთი მონდომება რას ემსახურებოდა..იმ ყველაფრის მერე, რაც რამოდენიმე საათის წინ მოხდა..
_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ეს ცივილიზებულად, დაგეგმილად მომხდარიყო და ასეთ უხერხულობას ადგილი აღარ ჰქონოდა? თქვენც ხომ იცით, რომ ეს მსუბუქად რომ ვთქვათ მიუღებელია..
_ დე.. ეს ფორმალობები მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, რომ ოჯახი მშვიდად იყოს, დაგეგმილი ბედნიერება არ არსებობს.. ჩვენ ასე გადავწვიტეთ და ნაბიჯი გადავდგით.. ეხლა სხვა დანარჩენის დრო დადგა.. როგორც გითხარით სანერვიულო არაფერია, ამ უცაბედ ახალგაზრდულ და სიყვარულისგან ახტუნავებულ ნაბიჯს იმედია გვაპატიებ ოდესმე, მე მაპატიებ.. დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება.
_ მე ვეღარაფერს შევცვლი, პატარა აღარ ხარ სალომე.. შენ ნაბიჯი გადადგი და უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია.. ეხლა ის დაგრჩენიათ პირობა შეასრულოთ და ბედნიერები იყოთ! დანარჩენი მეორეხარისხოვანია..
ალექსანდრე კიდევ ცოტა ხანს დარჩა მათთან, შეეცადა საუბრით კიდევ უფრო დაემშვიდებინა ხატია, მერე სალომეს ხელი მოკიდა და დაემშვიდობა. მანქანაში ჩასხდნენ.. ალექსანდრე დაიძრა..
_ რატომ გააკეთე ეს?
_ ამ ყველაფერს სახელი ჰქვია სალომე.. ბავშვები აღარ ვართ! მე შენ გითხარი სანტიაგოში, რომ ჩემი ცოლი იყავი და ვცდილობ ყველანაირად შევასრულო პირობა.. შეეცადე შენც გადალახო ეგ შიშები და ზაფრებიდა ყველაფერი ცუდი უკან მოიტოვო! ჩვენ ახალი ცხოვრება გველოდება..
_ შენ ყველაფერი იცოდი ჩემს ოჯახზე
_ არ გამჭირვებია..
_ გაბრაზებული აღარ ხარ?
_ შენ? შენ აღარ არ გაბრაზებული? – კითხვა შეუბრუნა ალექსანდრემ, სალომემ ვერაფერი უპასუხა.. თვითონაც იგივეს ფიქრობდა, რა დროს სიბრაზე და სისულელეები იყო, ყველამ ყველაფერი იცოდა და უკვე პასუხისმგებლობას ჰქონდა ადგილი. ერთ მომენტში მოეჩვენა, რომ ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან რთული იყო, ლირიული გადახვევებისგან თავი უნდა შეეკავებინა და ესეც საქმესავით უნდა ეკეთებინა. არ იცოდა რა ჯობდა, არ იცოდა ალექსანდრე რას გრძნობდა, არ იცოდა ეს რატომ გააკეთა ასე, არ იცოდა რა ელოდა წინ.. სახლში მივიდნენ, ალექსანდრემ მეორე სართულზე ააცილა სალომე, ოთახში შეაცილა
_ არ მინდა რამეზე ინერვიულო, საკმარისად იგვემე თავი..
_ არც მე მინდა შენ ინერვიულო რაიმეზე.. არ იფიქ..
_ ყველაფერი გავამზადებინე შენთვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნო.. კარადაში ყველაფერია, ტუალეტისთვის აუცილებელი ნივთები აბაზანასა და სარკესთან აწყვია. თავს უფლება მივეცი ჩემი გემოვნებით კაბა შემერჩია შენთვის.. ხვალ ალბათ გამოგადგება.. – სალომემ საწოლზე დადებულ კომპლექტს დახედა.. მარტო კაბა კი არა ფეხსაცმელიც იყო, საოცრად გემოვნებით შერჩეული, ელეგანტური და არა პომპეზური.
_ არ იყო საჭირო, კაბები მქონდა, მადლობა..
_ შეგიძლია შხაპი მიიღო და დაისვენო, მე აღარ შეგაწყენ თავს.. ეს ოთახი შენს განკარგულებაშია, ძილი ნებისა. – თუხარელი შებრუნდა და გავიდა, სალომეს გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა.. ნუთუ სხვა ოთახში დაიძინებს?უცებ აერია თავში ფიქრები..აი რას მიაღწია.. პასუხისმგებლობს იტვითა, მაგრამ გაუუცხოვდა. საშინლად, საშინლად ეტკინა გული.. საკუთარი მშრალი, უემოციო ცხოვრება დაინახა და თვალები მაგრად დახუჭა, რომ წარმოდგენილი სურათი გაექრო.. ვერ გაეგო ეს სამაგიეროს გადახდა იყო, თუ იმ მამაკაცის ქცევა, რომელსაც არ უყვარს, თუმცა პასუხისმგებლობასაც არ გაურბის.. ათმაგად გაბრაზდა მასზე, უფრო მეტად ეტკინა გული, თავი განტევების ვაცად წარმოიდგინა და თავისუფლებას ცრემლებით დაემშვიდობა.

24
აბაზანაში დიდხანს იწვა..ძალიან შველოდა ეს პროცედურა. თითები რომ დაუნაოჭდა ამოძვრა, თბილი პიჟამო ჩაიცვა და თმა უბრალოდ გაიშრო, კულულები ძალიან უხდებოდა. ვერაფრით იძინებდა. ლიმონიან ჩაის დავლევო გაიფიქრა, წიგნს ხელი დაავლო და ფეხაკრეფით ჩაიპარა სამზარეულოში. ირგვლის სიჩუმე იყო, მისაღებში უზამრაზარი ნაძვისხის ნათურები ანათებდა მხოლოდ. ერთი ჰალოგენი აანთო და ჩაიდანი შემოდგა. წიგნი გადაშალა და კითხვა განაგრძო “..გაბადრული ბიჭები ბალახში ჩაიხარნენ და ოქროსფერი ყვავილების კრეფა დაიწყეს. ყვავილებს მთელი ქვეყანა დაეტბორათ, გაზონებიდან ქვაფენილ ბილიკებზე გადმოღვრილიყვნენ, სარდაფის ფანჯრის მინებზე რბილად აკაკუნებდნენ, აბობოქრებულ ტალღებად მოსდებოდნენ ყველაფერს, ისე, რომ სამყარო დამდნარი მზის ბრჭყვიალა ნათელით ღუოდა.
- ყოველ წელს, - წარმოსთქვა პაპამ, - აი, ასე გიჟდებიან. მე ხელს არ ვუშლი. გეგონება, ეზოში ლომების პრაიდი დასეირნობსო. დიდხანს რომ უყურო, თვალის ბადურას ამოგწვავს. სულ უბრალო ყვავილია, კაცმა რომ თქვას, სარეველა. სხვა მას ვერც კი შეამჩნევს. მაგრამ ჩვენთვის კეთილშობილი რამაა: ბაბუაწვერა.
სათითაოდ შეგროვებული ბაბუაწვერები ტომრებით ჩაიტანეს სარდაფში. მათმა მობრძანებამ ქვესკნელის სიბნელე გაანათა. ღვინის წნეხი კი, თავახდილი და ცივი, იდგა და მათ ელოდა. ყვავილების ნიაღვარმა გაათბო იგი. პაპამ დაატრიალა ხრახნი და წნეხი ფრთხილად შეუდგა ძვირფასი მოსავლის სრესას.
- ასე... აი, ასე...
ოქროს ნაკადმა, წელიწადის ყველაზე ხალასი თვის დვრიტამ და სიცოცხლემ, ქვევიდან გამოყვანილ ღარში დაიწყო დენა, რათა, ბოლოს და ბოლოს, გამოხდილ-გამჭვირვალებული, კეტჩუპის სუფთა ბოთლებში მომწყვდეული, მბზინავ რიგებად ჩაწყობილიყო”…
_ ვერ იძინებ? – ჩაესმა კითხვაში გართულს და შიშისგან შეხტა, წიგნი ხელიდან გაუვარდა და ძირს დაეცა..
_ ჩაიდანი ადუღდა, ხმა შემომესმა – განაგრძო ალექსანდრემ, წიგნი აიღო, ყდას დახედა და ამოიკითხა..
_ რეი ბრედბერი.. Dandelion wine..ჯიუტად განაგრძობ ჩემს გაოცებას – გაუღიმა და წიგნი გაუწოდა. სალომემ უხმოდ გამოართვა
_ თუ ხელს არ შეგიშლი მეც დავლევ შენთან ერთად ჩაის.. ოღონდ ასე უხმოდ არა
_ ვერც შენ იძინებ? – კითხვა შეუბრუნა სალომემ, თან ჩაის ანაწილებდა ჭიქებში
_ არც მიცდია დაძინება.. როგორ დავიძინებ, როცა შენ ასე ახლოს ხარ? – სალომე მიხვდა, რომ ალექსანდრე ნასვამი იყო
_ არ არის პრობლემა, ოთახში ავრუნდები თუ..
_ სალომე.. ეხლა ცხრა მთას იქითაც რომ წახვიდე იმ შენს ფასკუნჯებთან და ცხრათავიან გველეშაპებთან მაინც არ გამეკარება ძილი.. რა ძალა გაქვს ასეთი? იცი პირველად რომ დაგინახე რა ვიფიქრე? ვიცი ქალებს ეს ყოველთვის გაინტერესებთ.. ასეთი პატარა გოგო და ენა ასე კარგად იცის მეთქი.. სასაცილოა? არ მოელოდი ხო? მაგრამ მართლა ასე ვიფიქრე. მერე ლაპარაკში ვცადე ჩამჭრელი კითხვა დამესვა, შენ ისე სხაპასხუპით მიპასუხე სასიამოვნოდ გაკვირვებულმა შემოგხედე, წესით უნდა გამეფიქრა “ასე პატარა და ასე ჭკვიანი” მაგრამ იცი რა გავიფიქრე? “ღმერთო..რა ლამაზია” მეთქი. თან როგორ ჯიქურ ცდილობდი ამ სილამაზისთვის ხაზი არ გაგესვა, აკადემიური სტილით, საჭიროების გარეშე ხმის ამოუღებლობით და თავდაჭრილობით, რა იცოდი შე სულელო, რომ ეს მომხიბვლელობას და კდემას კიდევ უფრო გმატებდა სილამაზესთან ერთად.. შემდეგი ეტაპი გაკვირვება იყო.. ასე ახლოს მოგიშვი, იმდენი შანსი გქონდა და ერთხელაც არ გიცდია ჩემთვის თავი მოგეწონებინა, ყველაზე ინტიმურ სიტუაციაშიც კი.. მერე შენი სიმღერა მოვისმინე.. სალომე.. რამდენი ხანია აღარ გიმღერია.. მოვისმინე და ვერც თვალი და ვერც ყური მოგწყვიტე! სულ ფეხებზე მეკიდა ის ესპანელებიც და ყველაც.. აივანზე შენმა ნაამბობმა საბოლოოდ დამატყვევა.. ასეთი ბავშვური, ასეთი სუფთა, ტკივილიანს ვერ დაგარქმევ, შენ სხვანაირიხარ!მერე იცეკვე.. ჰოდა მაშინ უკვე წერტილი დავსვი! საოცარი სურვილი და მიზიდულობა ვიგრძენი შენს მიმართ.. მაგრამ ეს შენი ჯიუტი თავშეკავება და ამ ყველაფრის ვითომც არაფრად ჩაგდება მაკავებდა, რომ იმ წუთასვე ჩემად არ გამეხადე! ეხლა ზიხარ აქ და ბაბუაწვერას ღვინოს კითხულობ.. ბაბუაწვერას ღვინოს და არა ქენდის ბუშნელს ან რა ვიცი, კოსმოპოლიტენს.. კიდევ იმას, საკმაოდ ვრცელი გვერდები რომ ეძღვნება სტატიებს “როგორ შევაბათ კაცი!”.. შენ ეგ რაში გჭირდება.. ამას აქეთ უნდა წერდე. მაშინ პირველად რომ დაგინახე ლიტერატურულ კაფეში, შენთვის მარტო მჯდარი, შენს ლიმონიან ჩაისთან და სელინჯერის უკვდავ ნაწარმოებთან ხმაურის ტალღამ გადამიარა.. “ ჰე რას უცდი, ხომ ხედავ ის შენთვის დაიბადა, მისნაირები არ არსებობენ, ის ერთადერთი შემორჩა ქვეყნად” წუთში ერთხელ მიღმუოდა ყურებში და თვალს ვერ გაშორებდი.. იმ წუთას ჩემი არსებობაც ფეხებზე გეკიდა.. ასეთ პატარას იმხელა სამყარო გაქვს.. ჯერ კიდევ ვერ ამოგწურე, ვინ იცის ოდესმე ამოიწურები თუ არა.. ისე ველურად მინდოდი მაშინ პირველად რომ გაკოცე და შენმა ტუჩებმა გზა რომ ვერ გაიკვლიეს ანგელოზად შეგრაცხე! დაუოკებელი სურვილი გამიჩნდა შენზე მეზრუნა სიცოცხლის ბოლომდე, არსად გამეშვი და შენით მეცოცხლა, შენით შემევსო ყველა დანაკლისი ჩემში. ყველა და ყველაფერი გაუფასურდა ირგვლივ! პირველ რიგში ის შენი აფროდიტედ წოდებული ირმა და ნამთვრალევზე მასთან დაცლილ ვნებას დღემდე ვერ ვპატიობ ჩემს თავს.. იმიტომ, რომ ამან გატკინა, ამან გაგაბრაზა, ამან გაწყენინა.. შენ იცი რა ვიგრძენი კუბაში? თითქოს მაშინ ჩვენ ორს შორის შენ კი არა მე ვიყავი გამოუცდელი და ესეც იყო! პირველად მქონდა სექსი ანგელოზთან, არა სხეულთან, არამედ მთელ სამყაროსთან! იმის მერე უკვე ეგოისტურად აღარ შემიძლია უშენობა.. ეხლაც ვიცი, გტანჯავ, მაგრამ აქ რომ არ იყო ფიქრსაც ვერ შევძლებდი.. ფიქრს კი არა, სუნთქვას ვერ შევძლებდი. ყველაფერს გადავუვლი! შენ ვერ გაგიშვებ.. ასე ახლოს ხარ და მოსვლა არ შემიძლია შენთან.. თუმცა ერთი სული მაქვს გაგიზიარო! არ შეგეკითხები საპასუხოდ შენ რატომ შეგიყვარდი მეთქი, იმიტომ, რომ არ ვარ დარწმუნებული, რომ შიშნარევი სიყვარული სიყვარულია.. დაველოდები როდის გაგივლის ცახცახი და თვითონ როდის მოხვალ ჩემთან.. მაპატიე ხანდახან თავს თუ ვერ შევიკავებ.. – სალომე გარინდებული უსმენდა მის ლაპარაკს, ეღვრებოდა და ეღვრებოდა სითბო გულში.. ერთი სული ჰქონდა დაწეოდა მიმავალს და კოცნით სული შეეგუბებინა მისთვის.. მაგრამ სანდრო ნასვამი იყო, ეს ყველაფერი კი სიფხიზლეში უნდა გაეკეთებინა, სიფხიზლეში უნდა დაემტკიცებინა მისთვის, რომ ამ აღსარებამ შიში კი არა, ყველა დაბრკოლებაც გაუქრო სალომეს. სადღაც უკვალოდ გაქრა ჩაკეტილობის სევდა, სადღაც გაიფანტა ყველა ის აბეზარი კითხვა უაზროდ რომ უუფერულებდა ყველაფერს, საიდანღაც ყველა პასუხი გამოჩნდა, სალომეს ღიმილის მოთოკვა აღარ შეეძლო, ის უზომოდ ბედნიერი იყო და მადლობას სწირავდა უფალს თითოეული წამისთვის, რაც აქამდე გამოიარა.. იმისთვისაც, რომ ირმასთან დაკავშირებით ასე მოხდა, იმისთვისაც, რომ კახა არაკაცი იყო.. ყველა კეთილ ფერიად იქცა გარშემო.. ფერიებად, რომლებმაც ნებით თუ უნებლიედ მათ უსაზღვრო სიყვარულს შეუწყვეს ხელი.. ლამის ფრენით ავიდა მეორე სართულზე და დამშვიდებულმა დაიძინა.. დილით კარზე კაკუნმა გააღვიძა.. სასწრაფოდ გადაისვა ჩამოყრილ კულულებზე ხელი და თვალები მოისრისა, წამოჯდა.. ალექსანდრემ კარი შემოაღო
_ დილა მშვიდობისა.. საღამოს ჩემები უკვე აქ იქნებიან.. ბევრი საქმე მაქვს, დედა რომ აქ იყოს სახლში გააკეთებდა ყველაფერს, მაგრამ ეხლა მე მიწევს. დედას გადაურეკე და დრო უთხარი.. მე წვრილმანებს მოვაგვარებ, შვიდზე დავბრუნდები, ხალხი მოვა, რომელიც მაგიდის გაწყობასა და ასეთ რამეებზე იზრუნებს. რომ გამოფხიზლდები სალონში წადი და განიტვირთე.. არ მინდა საღამოს ნანერვიულები იყო.. თუ შეძლებ.. გივის ვთხოვე გამოსვლა, ის გაგიყვანს. საღამომდე.. – თუხარელმა ბარათი დაუდო სალომეს ცივი სახით და ოთახიდან გავიდა. გოგოს ეშმაკუნები აუციმციმდ ათვალებში, მან ყველაფრის კეთება იცოდა! გარეთ გაიპარა და როგორც კი ალექსანდრემ კარი გაიჯახუნა მაშინვე ფანჯარას მიაწყდა. მანქანამ ეზო დატოვა თუ არა სასწრაფოდ ჩაიცვა და დაბლა სირბილით ჩავიდა. გივი სამზარეულოში იჯდა, ყავას სვამდა და საახალწლოდ ტრადიციად ქცეულ “მარტო სახლშის” უყურებდა, თან გულიანად იცინოდა. სალომეს გაეღიმა მის ბავშვურ “გართობაზე”
_ დილა მშვიდობისა ბატონო გივი..
_ ოჰ.. სალოს გაუმარჯოს.. არ ვიცოდი არაფერი, გილოცავთ გილოცავთ..
_ მადლობა. ბატონო გივი როცა მოიცლით იქნებ ერთგან გამიყვანოთ..
_ სულ არა მცალია შვილო? მა რას ვაკეთებ.. აბა საით?
_ ბაზარში! – დარწმუნებით თქვა სალომემ და ხალისით გაკუნტრუშდა ეზოში. მანქანა ბაზრისკენ დაიძრა, სალომემ ტელეფონი აიღო და ხატიას მიწერა: ”წუ, უბედნიერესი ვარ ამქვეყნად.. დაივიწყე ყველა შიში და სისულელე, საღამოს ყველა მოდით და ჩვენი ბედნიერბით დავტკბეთ”. წერას რომ მორჩა ფურცელზე რაღაცეების ჩანიშნვა დაიწყო, ბაზარში ფურცლითვე გადავიდა და გივი გაიყოლა. ცოტა ხანში სანოვარგით დატვირთული მანქანა სახლისკენ მიქროდა. პროდუქტები მაგიდაზე დახვავა, ელვის სისწრაფით გაასუფთავა ყველაფერი, შესაწვავ მოსახარშად დააწყო და სოუსებისა და საკმაზების კეთებას შეუდგა. საღამოს ხუთ საათამდე ყველაფერი მზად ჰქონდა! საოცარი, ევროპული სუფრა გაამზადა, კერძების ნაწილი, რაც ცხლად უნდა მიეტანა ნახევარფაბრიკატების სახით გაამზადა და მაცივარში შეაწყო. ნაძვის ხესთან მდგარ უზარმაზარ მაგიდაზე ახალი ნაყიდი გადასაფარებელი დააფარა.. მან ჯერ ისიც არ იცოდა სად რა იდო სახლში, ამიტომ თავი დაიზღვია და ახალი იყიდა. საოცარი სილამაზის სუფრა გაშალა, არც სანთლები და დეკორაციები დავიწყებია, უკვე გაკეთებული, ულამაზესად გაფორმებული კერძები დააწყო და გივის მიუბრუნდა.
_ ბატონო გივი.. ეხლა თუ არ შეწუხდებით სასწრაფოდ გამაქცუნეთ სალონში..
_ შენ გენაცვალოს გივი, შენ ვინ ყოფილხარ გოგო! ჩქარა მანქანაში – მის ნოტაზე გადართულ გივის თითქოს თვითონ ეჩქარებოდა ისე აჩქარებდა სალომეს. ალექსანდრეს ნაყიდი კაბა, ფეხსაცმელი და წვრილმანენი სასწრაფოდ ჩაარბენინა და სალონში გაიქცა.. ერთ საათში ყველაფერი უნდა მოესწრო.. სანამ თმას ვარცხნიდნენ ფრჩხილები გააკეთებინა, რომ დრო აღარ დაეკარგათ, ორმოც წუთში მზად იყო, კაბა ჩაიცვა, ფეხსაცმელები მოირგო და სარკისკენ იბრუნდა. იქიდან ვიღაც უცხო ქალი უყურებდა.. საოცრად ელეგანტური და ლამაზი.. სასიამოვნო ღიმილი აუთამაშდა ლამაზად გამოკვეთულ ტუჩებზე.. სუნამო მიისხა და სალონი დატოვა. მღელვარებისგან ქება-დიდებად დაღვრილი გივის არც ერთი სიტყვა არ ესმოდა, მხოლოდ ალექსანდრეს ზარმა გამოარკვია, თუ გინდა გივი გაუშვი, სალონიდან მე გამოგიყვანო.
_ უკვე სახლში მივყავდი ბატონ გივის.. მაგრამ ჩამოვალ და დაგელოდები
_ მაშინ თუ არ შეწუხდები გვერდი სუპერმარკეტთან გააჩერებინე და სანთლები ნახე თუ ექნებათ.. , ჩვეულებრივი დეკორატიული, სასანთლისთვის. ორ წუთში მან ვიქნები.
_ კარგი – გაუთიშა სალომემ და გული უფრო აუჩქარდა. როგორ გააოცებს ალექსანდრეს.. ერთი სული ჰქონდა სახლში შესვლისას საყვარელი ადამიანის სახე დაენახა. მარკეტთან გააჩერებინა, გადმოვიდა და გაჩერდა. გივი თვალს ახალი მიფარებული იყო, რომ ალექსანდრეს მანქანაც დაინახა. თუხარელი მის წინ გაჩერდა და გადმოვიდა. ეხლა ყველაფერის წაკითხვა შეიძლებოდა მის სახეზე.. თვალს ვერ აშორებდა სალომეს..
_ ოღონდ ასეთი ღიმილიანი იყავი.. სახლში მოგიწყობ სპა სალონს.. მოგიხდა.. ძალიან.. თვალისმომჭრელი ხარ.. ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა თუხარელი. ძლივს მოიფირდა, რომ მანქანაში ჩაესვა. უკანა მხარეს რესტორნის თანამშრომლები მოკალათებულიყვნენ. მანქანა შეაყენა და სახლში შეუძღვა, მისრები ოთახისკენ რომ გაიხედა გაოცებისგან ხმა ვეღარ ამოიღო..სალომე სშეხედა და ნელი ნაბიჯით წავიდა ლამაზად გაფორმებული მაგიდისკენ. ყველაფერი საოცარი პეწით იყო დალაგებული..
_ ეს საიდან.. ვინ..
_ მინდოდა სიურპრიზი გამეკეთებინა, იმედია სწორად მოვიქეცი..
_ როდისღა მოასწარი, ვინ გააკეთა, საიდან მოიტანე.. მე მთელი დღე სალონში მგონიხარ
_ მაგისთვის ერთი საათიც მეყო.. ბატონი გივი წავიყოლე ბაზარში..
_ ბაზარში? შენ? და ვინ გააკეთა მერე.. – სალომეს გაეცინა – შენ გააკეთე? ყველაფერი? მარტომ?
_არა, ბატონი გივი მომეხმარა..
_ როგორ გააკეთე.. – ალექსანდრე ვერაფრით იჯერებდა, სალომემ კისკისით წაიყვანა სამზარეულოსკენ და მაცივარში შეწყობილი, გამზადებული “ნახევარფაბრიკატები” აჩვენა. თუხარელმა ამაყად გაიღიმა და სამზარეულოდან გავიდა, რესტორნის თანამშრომლებთან მივიდა. სალომე უკან გაყვა.
_ თანხას უკან დაგიბრუნებთ ბატონო ალექსანდრე, სანერვიულო არაფერია..
_ არა არ მინდა, ბავშვებისთვის გადავდოთ ეგეც.. დანარჩენი გასაგებია უკვე, კარგად ბრძანდებოდეთ.. – დაემშვიდობა და შემობრუნდა.
_ ჩემს გაოცებას ყოველთვის ახერხებ..
_ ეხლა მართლა მინდოდა გამეოცებინე.. – მამაკაცი მასთან მივიდა, წელზე ხელები შემოხვია და შუბლზე აკოცა
_ ეს რას მივაწერო?
_ მერე მოგიყვები, გვიან, ღამით.. – გაუღიმა სალომემ – მანმადე მითხარი ბავშვები რა შუაში იყო?
_ ისეთი არაფერი, პერიოდულად სადილს ვაწყობთ მზრუნველობას მოკლებული და უნარშეზღუდული ბავშვებისთვის.
_ ისეთი არაფერი? – თვალები გაუბრწყინდა სალომეს – ეს ისეთი არაფერია?
_ დამიჯერე, რომ რისი გაკეთებაც შეუძლია ხალხს მათთვის ეს მართლა არაფერია
_ ..თუმცა ოთხმოც პროცენტს აზრად არ მოსდის მსგავსი რამ.. აი ვინ ვის აოცებს – თავი მიადო სალომემ და გაირინდა.
_ მალე ჩვენები მოვლენ..
_ მაშინ წამოდი და დარჩენილი კერძების დასრულებაში მომეხმარე – თვალები გაუცისკროვნდა სალომეს და ალექსანდრე სამზარეულოსკენ წაიყვანა.
25
მალე მოვრჩეთ, რომ მერე სირბილი აღარ დამჭირდეს..სანდრო.. გეხვეწები არ თქვა, რომ სუფრა ჩვენ გავაკეთეთ..
_ ჩვენ? თუ შენ? რატომაც არა.. ვიტყვი!
_ სანდრო გემუდარები – თვალები მოისაწყლა სალომემ. გაწყობა დაასრულეს, სანთლები აანთეს და ბოკალი ღვინით დაელოდნენ მომსვლელებს. ცოტა ხანში კარზე ზარი გაისმა, ალექსანდრე წამოდგა და კარისკენ გაემართა, სალომეს საშინლად უცემდა გული. ალექსანდრეს დედა და მამა მხიარულად შემოვიდნენ სახლში, უზარმაზარი ვარდების თაიგული ძლივს შემოიტანეს და სალომეს დანახვაზე შედგნენ.. სალომემ ქალის თვალებში საოცარი სითბო მოიკითხა.. მარცხნოვ მდგომ ქმარს მარჯვენა ხელი მხარზე დაადო და თვალებში შეხედა.. ალექსანდრეს დედას თვალები თვალები აწყლიანებოდა.
_ ეს არის სალომე.. ჩემი მეუღლე! – დარწმუნებით წარმოსთქვა ალექსანდრემ, სალომეს მხრებში ხელი მოკიდა და საფეთქელზე ნაზად აკოცა. დედა მისკენ დაიძრა და ორივე ხელი გაუშალა ჩასახუტებლად.
_ მე ელენე მქვია.. კეთილი იყოს შენი ჩვენს ოჯახში შემოსვლა შვილო – ტირილნარევი ხმით უთხრა ელენემ.
_ აკაკი.. – ხელი გაუწვდინა მამამ – ღმერთმა ბედნიერები გამყოფოთ. – თაიგული გაუწოდა, სალომემ ორივე ხელით გამოართვა და თბილად გადაუხადა მადლობა. საშინლად ნერვიულობდა. თაიგული ალექსანდრესთან ერთად მაგიდისკენ წაიღო.
_ მოიცა დედი ლარნაკს მოვიტან ეხლავე – დაფაცურდა ელენე და კუსკუსით გაემართა სამზარეულოსკენ. საოცრად მოხდენილი ქალი იყო, საშუალო ასაკის, საშუალოდ შევსებული, დახვეწილი და გემოვნებიანი. მამა კუშტი, უფრო სერიოზული, სიტყვაძუნწი, უსიტყვოდ ჩანდა, რომ ღირსეული და პატივსაცემი, წონიანი პიროვნება იყო. ელენემ ლარნაკი გამოიტანა და თაიგული ჩადო. თვითონაც აშკარად ეტყობოდა ნერვიულობა. სალომემ ტელეფონი აიღო..ის იყო დედასთავის უნდა დაერეკა, რომ კარზე ზარი ისევ გაისმა.
_ მოდი – თბილად გაუწოდა ხელი ალექსანდრემ და კარისკენ წაიყვანა. სალომეს დედა და ბიძა ტკბილეულით და ნამცხვრებით ხელდამშვენებული შემოვიდნენ. მილოცვების და გაცნობის მერე მაგიდას მიუსხდნენ. ალექსანდრეს დედამ საოცრად შინაურული, თბილი ატმოსფერი შექმნა. უხერხულობა მთლიანად მოიხსნა.. ხატია აქამდე ფარულად მაინც თუ ნერვიულობდა ჩამოყალიბებული, ინტელიგენტი ოჯახის გაცნობის შემდეგ გაცილებით დამშვიდდა. ელენემ ბოკალი მოიმარჯვა და ფეხზე წამოდგა..
_ მინდა გითხრათ, რომ ამ დრომდე მე და აკაკი სალომეს არ ვიცნობდით.. როგორც ვიცი მათი ურთიერთობა ძალიან ნორჩი და პატარაა, თუმცა სალომეს რომ შეხედავ იქ ყველაფერი ნათქვამია.. ზუსტად ვხვდები რატომ არ დასჭირდა ჩემს შვილს დიდხანს ფიქრი ყველაზე სერიოზული და სათუო გადაწყვეტილების მისაღებად ცხოვრებაში.. მღვდელი ჭილოფში იცნობა.. შენ ალექსანდრეს უყვარხარ და მან აგარჩია ცხოვრების მეგზურად შვილო.. ჩემთვის ეს უმთავრესია.. ჩემთვის ამით ყველაფერია ნათქვამი.., მე ვიცნობ სანდროს და მინდა გითხრა.. სულით და გულით შენთან გვიგულე დედი.. დედა ყოველთვის ნერვიულობს შვილის მომავალზე, ეს კი ის შემთხვევა იყო, როდესაც არ ყოფილა არც ერთი წუთი, რომ მე მენერვიულოს.. სანდრო მთლიანად ჩამოყალიბებული პიროვნებაა და აქამდე მის არც ერთ გადაწყვეტილებაში შემპარვია ეჭვი.. არც მერე შემეპარება.. ჩვენ დღეიდან ერთი ოჯახი ვართ! მაპატიეთ, გამიგრძელდა, ცოტას ვნერვიულობ.. – გაიცინა ქალმა და ღვინო მოსვა. ხატიამ ფარულად მოიწმინდა ცრემლი.
საღამომ სენტიმენტებით და სითბოს გაცვლა-გამოცვლით ჩაიარა, ალექსანდრეს ოჯახის სიმაღლეზე დგომამ და პატივისცემამ ერთმანეთისადმი თავისი ქნა. სალომეს დედამ და უგანათლებულესმა ბიძამ არანაკლები შთაბეჭდილება დატოვეს. სალომე ბედნიერი იყო, რომ ყველაფერი ზღაპარივით მიდიოდა. თავისიანების გაცილების შემდეგ ახალ გამომცხვარ დედამთილთან ერთად მაგიდის ალაგებას შეუდგა.
_ შენ არ იწვალო სალომე, ეხლავე შეეშვი და სანდროსთან მიდი.. მე აქ რას ვაკეთებ? დამხმარე გვყავს, მაგრამ ახალი წლებისთვის დასასვენებლად გავუშვით.. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ამ ყველაფრის კეთება! სანდრო.. უგემრიელესი იყო ყველაფერი, სად შეუკვეთე დე? – გასძახა სანდროს. სალომე აწითლდა, ალექსანდრე ღიმილით გამოვიდა და სალომეს შეხედა, ხმას კარგა ხანს არ იღებდა.. სალომეს ტანჯვას ვეღარ გაუძლო ბოლოს და უპასუხა
_ მერე მიგასწავლი. – სალომეს ხელი გაუწოდა, გოგო მისკენ გაემართა. წყვილი კიბეს აუყვა და ოთახში განმარტოვდა. კარები ახალი მოხურული ჰქონდათ,რომ კარზე ზარი გაისმა. აკაკი კარისკენ გაემართა და გააღო.. სიბნელიდან ირმამ შემოაბიჯა.
_ ვინ ბრძანდებით? – გაოცებულმა აკაკიმ სტუმარს შეხედა, ხმაზე ელენეც გამოვიდა, ხელში თეფშები ეჭირა.
_ მაპატიეთ ასე უცერემონიოდ შემოჭრისთვის მაგრამ ის რაც ეხლა უნდა გითხრათ უფლებას მაძლევს პროტოკოლს გადავაბიჯო და ასე მოვიქცე!
_ ვფიქრობ თქვენმა ოჯახმა უნდა იცოდეს რა ხდება
_ მშვიდად დავსხდეთ და ისე ვისაუბროთ თუ წინააღმდეგი არ იქნებით – დივანთან მიიპატიჟა აკაკიმ. ელენემ შეშინებულმა შეხედა ქმარს.
_ ბატონო აკაკი მე ივანე მჭედლიშვილის ქალიშვილი ვარ..
_ ივანეს კარგად ვიცნობ.. მაგრამ უკეთ რომ გავერკვეთ ყველაფერში დავსხდეთ..
_ დავიწყებ იმით რაც სავარაუდოდ ოჯახმა არ იცის.. ძალიან მრცხვენია ეხლა ამაზე ლაპარაკი და ვწუხვარ, რომ ამის მოსმენა გიწევთ, მაგრამ მე თქვენი შვილიშვილი დავკარგე.. სულ რაღაც ერთი კვირაა და ეს ყველაფერი ამ ქალის გამო მოხდა ეხლა რომ თქვენს რძლობას მთელი ძალით ცდილობს. ვწუხვარ თუ იმედებს გიცრუებთ, მაგრამ ვფიქრობ თქვენ მაინც უნდა აგეხილოთ თვალი მაშინ, როცა თქვენი შვილი საშინელ შეცდომას უშვებს.
_ უფრო მეტად გაგვარკვიეთ თუ შეიძლება..
_ მე და სანდრო დიდი ხანია ერთმანეთს ვხვდებით, ეს ურთიერთობა მაშინ დავასერიოზულეთ, როცა გავიგეთ, რომ ბავშვს ველოდებოდი.. შემდეგ საშინელება მოხდა.. ყველაფერს თავიდან გეტყვით.. სალომე მათთან ოფისში დიდი ხანი არ არის რაც გადავიდა და მაშინვე უფროსს დაადგა თვალი..ერთს კი არა ორს ერთად.. ვწუხვარ, მაგრამ ასეთი ადამიანებიც არსებობენ. ცოლიან ადამიანს უნგრევდა ოჯახს.. ალბათ იცით ადმინისტრაციის უფროსი.. რაც გაიგო, რომ მინისტრის ნათესავი იყო მაშინვე დაიწყო თამაში.. გამოიწვია, პროვოკაცია მოუწყო და მასთან რომ არაფერი გამოუვიდა ნასვამ ალექსანდრეზე გადაინაცვლა.. ყველაფერი მოხდა.. იმდენად ცბიერია კუბაში წააყვანინა თავი. ამ ყველაფერს ჰაერზე არ ვლაპარაკობ, არ გეგონოთ ინტრიგანი ვიყო.. ვიცი ჩემი და სანდროს ურთიერთობა დაღუპულია, მაგრამ მიყვარს თქვენი შვილი და ჩემს თავს აღარ ვჩივი! მივედი მასთან და ვთხოვე ასე ნუ მოგვექცეოდა.. ვუთხარი ბავშვს ველოდები მეთქი.. ნეტავ არ მეთქვა.. სახლში რომ მივდიოდი ვიღაცამ შემაშინა.. სულელი არ ვარ..მივხვდი, რომ მისი ახლობლების გაკეთებული იყო.. შიშისა და ნერვიულობისგან მუცელი მომეშალა.. მე ყველაფრის საბუთი მაქვს, ამის მერე სანდრო დააჯერა, რომ ვატყუებდი.. იცით თქვენი შვილი ძალიან ძლიერი პიროვნებაა…წარმოდგენა არ მაქვს ეს როგორ შეძლო.. ალბათ მიამიტი სახის ყველას სჯერა.. სანდროს საშინელი რეაქცია როცა მხედავს.. მიუხედავად ამის ათქვენთან მოსვლა არ შემშინებია.. ვიცი რომ დამინახავს შეიძლება საშინელება ჩაიდინოს, მაგრამ არ მაინტერესებს.. ნუ დაღუპავთ მას.. აქ სწორედ კახამ მომიყვანა, თვითონ არ შემოსულა, მაგრამ თუ საჭირო გახდება თვითონ გეტყვით კინაღამ როგორ დაუნგრია ამ ქალმა ოჯახი!- ელენეს გული კინაღამ შეუწუხდა, წყალი მოსვა და შუბლზე ხელი აიფარა.. აკაკიმ სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა..
_ თქვენი სტუმრობა ამას ემსახურებოდა? გვარიგებთ როგორ მოვექცეთ ჩვენს გაზრდილ შვილს?
_ მე უკვე ყველაფერი გითხარით ბატონო აკაკი..
_ რა უთხარი – დაიგრგვინა ალექსანდრემ და კიბეზე გაშმაგებული დაეშვა – აქ რა გინდა..
_ შენ იცი რას ვგრძნობ შენს მიმართ სანდრო.. ვიცი დაგკარგე, მაგრამ მინდა თვალი აგიხილოს ვინმემ – კარისკენ დაიძრა ირმა. ხმაურზე სალომეც ჩამოვიდა, შექმნილმა სურათმა საშინლად დაზაფრა.. კიბის ძირში გაჩერდა და აკაკის და ელენეს გახედა. სიხარულის ნიშანწყალი ორივეს სახიდან გამქრალიყო.. სალომე მიხვდა, რომ ირმამ რაღაც ჩაიდინა, თუმცა ხმა არ ამოუღია..
_ გრცხვენოდეს შენი საქციელის, ადრე თუ გვიან ყველა გაიგებს ვინ ხარ – შორიდან დაგესლა ირმამ. ალექსანდრემ ირმას ხელი დაავლო და გარეთ ძალით გაათრია, ელენემ შეჰკივლა და გაყვა, სალომე სწრაფად გაყვა მას, მაგრამ მამაკაცმა მათ კარი მოუხურა.
_ თვითონ გაარკვევენ, თქვენ არ გახვიდეთ – მოჩვენებითი სიმშვიდით თქვა აკაკიმ. გარედან საშინელი ყვირილი ისმოდა.. სალომემ ვერ მოითმინა და გავიდა, თვალი შეასწრო, რომ ალექსანდრემ ძალით მიათრია ირმა მანქანამდე, გაცეცხლებული იყო, ნაპერწკლებს ყრიდა. წამში მათთან გაჩნდა და ირმას აეფარა
_ სანდრო.. გთხოვ.. თავი დაანებე..
_ გაიწიე ვნახოთ რას იზამს – იწვევდა ირმა, ალექსანდრემ შეაგინა და მისკენ გაიწია, რომ მანქანაში ჩაეგდო, სალომემ ხელი დაუჭირა და ჩაეხუტა
_ სანდრო გემუდარები არაფერი დაუშავო, გაუშვი.. გთხოვ.. წადი, ხომ ხედავ რა დღეშია.. – მიუბრუნდა ირმას
_ ხვალ ცოცხალს ვეღარ მნახავ! დაგირეკავ და მოგასმენინებ როგორ ვუვარდები მანქანას! არაკაცო.. – უყვირა ირმამ და საშინელი სისწრაფით გავარდა ეზოდან. ალექსანდრე ძლივს მოვიდა აზრზე, აკაკი ეზოში გამოვიდა და სახლში შეიყვანა. ერთი ათი წუთი ჩუმად იჯდა..
_ მაპატიეთ, ას ეარ უნდა გავნერვიულებულიყავი.. მაგრამ ეს ქალი უკვე დიდი ხანია ცხოვრებას გვიწამლავს მე და სალომეს. ჩემი ბრალია ამდენი რომ გაბედა მაგის.. – კბილებში გამოსცრა
_ პრობლემა რომარის ერთია, გადაჭრაზე ვიფიქროთ.. სასურველია სალომემ ამ სცენებს არ უყუროს, მგონი უხერხულია არა? – იკითხა აკაკიმ
_ სალომე ჩემი ცოლია! მან ყველაფერი კარგად იცის და ისიც ესმის, რომ სანერვიულო არაფერია.. თქვენს მინდა ამაში დაგარწმუნოთ.. პატარა ბიჭი აღარ ვარ და არაფრის ახსნას დავიწყებ, მალე თვითონ დარწმუნდებით ყველაფერში
_ სანდრო შენი ოჯახი იმსახურებს განმარტებას.. რატომ იყო ეს ქალი ასე შემართული და რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს მისი ამბავი. – ამ დროს ტელეფონმა დარეკა, ალექსანდრემ უპასუხა
_ რასაც შეგპირდი გისრულებ, ეხლა სამუდამოდ დაისვენებ – მოისმა ყვირილი და ხმა მანქანის ღრჭიალმა დაახშო..
_ შენი გიჟი დედა მ...........ნ შენი! გამოსცრა ალექსანდრემ და სასწრაფოდ გავარდა გარეთ, სალომე გაყვა, თვალი ვერ შეასწრო ისე დაქოქა მანქანა და წავიდა.. მარტო იდგა და ნერვიულობისგან ღრმად სუნთქავდა, არ იცოდა რა ექნა
_ შემოდი შვილო, არ გაცივდე – შეძლებისდაგვარად თბილად უთხრა ელენემ. – ადი და დაისვენე.. ნუ გეშინია, სანდრო მოზარდი არ არის, რომ შარში გაეხვეს.
უახლოესი ნახევარი საათის განმავლობაში არც ერთს ამოუღია ხმა.. ალექსანდრე ტელეფონს არ პასუხობდა, სალომე ისტერიულ რეკვას შეეშვა და ღონეგამოცლილი ჩამოჯდა. ცოტა ხანში თვითონ გადმორეკა
_ ამ ნაგიჟარმა მართლა რაღაც გაიჩალიჩა მგონი, მანქანა დამტვრეულია, თვითონ კი კარგადაა, მაგრამ ორი კიდური აქვს მოტეხილი. ვიღაც მდგომიარეს დაარტყა..
_ კარგადაა? სანდრო..გეხვეწები არაფერი უთხრა, სად ხარ, ეხლავე გამოვალ..
_ არ არის საჭირო, არაფერს ვეტყვი, საავადმყოფოში მივყვები ეხლა მანქანით, გააფორმებენ რაღაცეებს და წამოვალ მაშინვე.. – სალომე სამზარეულოსკენ გაემართა, რომ წყალი დაელია, იქიდან აკაკის და ელენეს ხმადაბალ ლაპარაკს მოკრა ყური..
_ ჩვენ ამ გოგოს არ ვიცნობთ, ღმერთმა არ ქნას, რომ ის ქალი მართალი იყოს..
_ სანდრო ასეთი სულელი არ არის ელენე, საშიში არაფერია..
_ ეს რომ ჩვეულებრივი გაბოროტებული ქალის ინტრიგა იყოს ამდენს ვერ გაბედავდა კაკო, ეს მაშინებს..
_ ასეც რომ იყოს უნდა შევეგუოთ, ვერაფერს შევცვლით, ხომ არ გავაგდებთ ამ გოგოს კაცო.. – სალომეს სიმხურვალემ დაუარა სხეულში.. მათ ირმასი სჯეროდათ.. თავს არ უტყდებოდნენ, მაგრამ ასე იყო.. გაახსენდა საკუთარი თავი, როცა თვითონაც ასე დაუჯერა დარწმუნებით მოლაპარაკე გაბოროტებულ ქალს.. ძალიან ძნელი იქნებოდა მისთვის ყველაფერი დღეიდან.. მიხვდა ყველაფერი, რასაც ის გააკეთებდა უნებური დაკვირვების საგანი გახდებოდა და მუდმივად დაძაბულ რეჟიმში მოუწევდა ცხოვრება. უცებ იგრძნო როგორი არასასურველი იყო იქ.. უცებ მიხვდა, რომ წასასვლელიც არ ჰქონდა.. ვერც დედას გაუხეთქავდა გულს და ვერც ალექსანდრეს დაუმატებდა გაბრაზებას ისევ სოფელში რომ წასულიყო. ესიკვდილებოდა, აუტანლად ეჩვენებოდა იმ სახლში გაჩერება.. ეზოში გავიდა და გადაწყვიტა ალექსანდრეს იქ დალოდებოდა..

26
ალექსანდრე მოვიდა, მანქანიდან წაშლილი სახით გადმოვიდა და სალომეს ხელი მოხვია
_ გარეთ რატომ ხარ სალო.. გაცივდები
_ შენ გელოდებოდი, ვერ მოვისვენე. როგორაა ირმა?
_ გადარჩება! დაივიწყე საერთოდ ეგ ქალი.. ეხლა ხომ დარწმუნდი საბოლოოდ?
_ სანდრო.. ძალიან ცოდოა..
_ ცოდო? ვინ არის ცოდო.. ეეგ? ცოდო კი არა საცემია..
_ ის ვერ ხვდება რას აკეთებს.. სუსტია საამისოდ და ფიქრობს, რომ შენ მოგიძღვნა ცხოვრება.. ამის ბოღმა ჭამს, იმდენად, რომ თუნდაც დასანახებლად სიცოცხლე ბეწვზე შეაგდო.. შვილზეც არ უფიქრია! სარი აზროვნების უნარყ აქვს დაკარგული და გასაოცარი ოსტატობით იტყუება.. ყველაფერზე მიდის, რომ შენ ცუდად იგრძნო თავი.. ამიტომაცაა ცოდო, რომ ამდენი ცუდი რამე უტრიალებს თავში და მოსვენებას არ აძლევს, საშინელებებს ადენინებს.
_ წესით შენ გაბრაზებული უნდა იყო მასზე.. კაცმა არ იცის აკაკის და ელენეს რა უთხრა!
_ არაუშავს.. ალბათ დრო დაალაგებს ყველაფერს
_ მე დავალაგებ ყველაფერს! შენ არაფერზე ინერვიულო.. – ალექსანდრემ სალომე შეაბრუნა და თვალებში ჩახედა – ჩემთვის მოვლენილი ანგელოზი ხარ.. უფრო და უფრო ვრწმუნდები ამაში! - ნაზად აკოცა და მთელი გრძნობით ჩაიხუტა გულში. წყვილი სახლში შევიდა, დედ-მამა კითხვით სავსე თვალებით მიაჩერდა სანდროს
_ არაფერია სანერვიულო, ყველაფერი მოგვარდა.
_ რა მოხდა შვილო.. – მუდარით სავსე თვალებით მიაჩერდა დედა
_ რაც არ უნდა ეთქვა მაგ ქალს ყველაფერი მტკნარი სიცრუეა! უკვე ბევრჯერ სცადა ხელი შეეშალა ჩვენთვის..
_ კარგი..დროა დავისვენოთ, თქვენ ადით შვილო, ჩვენ აქ ვიქნებით – ხელი ბეჭებზე მოუთათუნა აკაკიმ ალექსანდრეს და ელენესკენ შებრუნდა. სალომე და ალექსანდრე ზემოთ ავიდნენ და საწოლზე ჩამოსხდნენ
_ ვიცი დაითრგუნე..
_ არა არაფერია, ასეთი სიტუაცია ყველას დათრგუნავდა..
_ სალომე.. მარტო ის მინდა გჯეროდეს ჩემი.. მომყევი და მომენდე..
_ აქ ამიტომაც ვარ.. ამიტომ ვუძლებ.. – სალომეს ცრემლი მოაყვა ყელში და სასწრაფოდ გაჩუმდა. ალექსანდრემ ხელი მოხვია და გულში ჩაიკრა
_ მე უნდა ჩავიდე.. ვიცი მელოდებიან, დალაპარაკება უნდათ. შენთან ერთად ვერაფერი მკითხეს, შენ გაგიფრთხილდნენ. არ მოიწყინო, მალე ამოვალ.
ალექსანდრე მისაღებში ჩავიდა, ელენე მაშინვე მისკენ გაემართა
_ კარგია რომ ჩამოხვედი შვილო..გელოდებოდით.. რაშია საქმე გაგვაგებინე გამისკდა გული!
_ ნურაფერზე ნერვიულობთ დედა! ეგ ქალი არანორმალურია, ჩემი ბრალია ალბათ, რომ ამდენი გაბედა და თქვენამდე მოაგნო..
_ ესეთები ხდება, ეგ შენს კაცობას ეჭვქვეშ არ აყენებს სანდრო.. არ იფიქრო შენს პირად ცხოვრებაში ვერევით, მაგრამ..
_ მესმის მამა, მშობლები ხართ და გაინტერესებთ რამდენი წლისაც არ უნდა ვიყო. ვფიქრობ ახსნ არ დამჭირდება ვინ იყო ირმა. ჩემი სალომესკენ შებრუნება ვერ აიტანა და ამიტომ აკეთებს ამდენ სიბინძურეს. სალომე ცამდე სუფთაა.. პირველ რიგში ჩემთან. ჩვენი ურთიერთობა მთლიანად ჩემი ინიციატივა იყო და საამისოდ დიდი დრო დამჭირდა. ვიცოდი უმტროდ არ ჩაივლიდა, მაგრამ ამდენის გაბედვას არ ველოდი. ვწუხვარ, რომ ამ ყველაფერმა თქვენი ნერვიულობა გამოიწვია, მაგრამ დამიჯერეთ, რომ სანერვიულო არაფერია! არაფრის მტკიცებას დავიწყებ.. დრო გავა და თვითონ ნახავთ.. იმედია მისი ნალაყბევი სალომეს მიმართ თქვენს დამოკიდებულებას არ შეცვლის.
_ შენი ისე მჯერა როგორც არავისი შენ ხომ იცი დე.. მაგრამ ასე შეყვარებული არ ყოფილხარ..
_ დედა! მე რომ ასე ვარ შეყვარებული ეს სალომეს, ჩემი ცოლის დამსახურებაა, მისი ბუნების და მისი სამყაროსი, მისი ხედვის და მიდგომის ცხოვრების მიმართ და არა ვიღაცის დაბრალებული სისაძაგლეების.
_ ეს შენი ცხოვრებაა შვილო.. მთელი ცხოვრება ამ ქალთან უნდა იცხოვრო.. შენი არჩევანია და ჩვენ ვალდებული ვართ ამას პატივი ვცეთ. არ ინერვიულო, ყველაფერი ისე იქნება, როგორც წესი და რიგია
_ მე არ მინდა მარტო იმიტომ სცეთ ჩემს ცოლს პატივი, რომ ჩემი არჩევანია, მაგრამ ძალიან კარგად მესმის თქვენი.. ამისთვის დროა საჭირო, გარკვეული პერიოდის მერე მოვიბრუნდეთ ამ თემას. დღეს ამით დავასრულოთ ლაპარაკი. ხვალ ახალი წელია, მინდა მთლიანად დავტკბეთ ამ დღით და ეს დაზაფრულობა საზეიმო განწყობაში გადავიტანოთ – ალექსანდრე მშობლებს დაემშვიდობა და კიბეს აუყვა. სალომეს წყალი გადაევლო და ფანჯარასთან ისგა ზურგით, სანდროს ელოდებოდა. მიუახლოვდა და ხელები წელზე შემოხვია
_ რომ იცოდე როგორ მომენატრე.. ეს სუნი მომენატრა.. – მამაკაცმა მის ყელში ჩარგო ცხვირი და ხარბად აისუნთქა – შენ მომენატრე მთლიანად, შენი თბილი კანი მომენატრა, ასე ადვილად რომ ახერხებს ჩემს გაგიჟებას.. – სალომე მობრუნდა და მკლავები კისერზე შემოხვია ალექსანდრეს
_ შენთან მინდა, ასე მინდა ვიყო, სულ ასე ვიყო.. არასოდეს მოგშორდე.
_ სალომე.. არასოდე გატკენ..მაშინდელივით..
_ მაშინ შემეშინდა, ეხლა აღარ მეშინია.. – ეშმაკურად გაუღიმა სალომემ
_ ნუ მეთამაშები..ისედაც ძლივს ვიკავებ თავს
_ ჰოდა ნუ შეიკავებ – წასჩურჩულა ტუჩებთან გოგომ და ფრთხილად შეეხო. ალექსანდრემ ვეღარ გაუძლო მოწოლილ ვნებას და ეს შეხება გიჟურ ალერსში გადაზარდა. სალომე მუცელზე შემოისვა, საწოლზე გადაინაცვლა.. მთლიანად შემოაძრო რაც ეცვა, თვითონაც გაშიშვლდა და მოწყურებული დაეწაფა მის სხეულს. ყველა ნაწილს ისრუტავდა.. სალომე უთანასწორო ბრძოლაში იყო, თვითონაც უნდოდა მოფერებოდა მას, მაგრამ განძრევის საშუალება არ მისცა მამაკაცმა.. აღარ ახსოვდა მორიდება, კდემა, თვითონაც ველურად აქცია ასეთმა ვნებამ. ალექსანდრე სალომეს აქტიურობამ უფრო გაახელა და ცოტა ხანში ღონეგამოცლილები მძიმე, ღრმა სუნთქვით გადავიდნენ სხვა განზომილებაში..
_ საოცრება ხარ! ჩემი საოცრება – ჩურჩულებდა მამაკაცი და ისევ დაატარებდა ტუჩებს ქალის ყელსა და მკერდზე – ვერ ვძღები შენით გესმის? ვერ გიმეტებ.. მეშინია რამე არ დაგიშავო.. არ შემიძლია უშენოდ, ჩემი ტყვე ხარ..სამუდამო ტყვე
_ და ძალიან მომწონს შენი ტყვეობა.. ალბათ მართალი იყავი.. მე მარტო შენთვის გავჩნდი ქვეყნად.. მიყვარხარ სანდრო..
_ შენ მე ცხოვრებისკენ მომაბრუნე, ნამდვილი ბედნიერება მაგრძნობინე, შენ ის ქალი ხარ ვინც მთლიანად მავსებს და მინდა შენც იმავეს გრძნობდე..
_ გახსოვს პირველად რომ მაკოცე? მაშინ გაჩუქე ჩემი გულისცემაც, სუნთქვაც, თვალების ხამხამიც და ყოველი ახალი დილაც.. მერე რა, რომ მეშინოდა, მაინც შენით ვცხოვრობდი.. ჩემს ცხოვრებას პარალელურ ფონად დაედე და ასე გასდევ სულ.. მუსიკასავით ჩამესმი.
_ თუ კიდევ გააგრძელებ ძილს დიდი ხანი ვეღარ დაგაცლი კიდევ.. – ტუჩებზე დაეწაფა ალექსანდრე. არც გათენება გაუგიათ და არც დროის სვლა.. მოწყურებულები გაჯერდნენ ერთმანეთით, მაგრამ მაინც არ ყოფნიდათ ერთად ყოფნა.. გამთენიისას ჩაეძინათ. შუადღისას სალომე ზარმა გამოარკვია..
_ ირმა ვარ, შეგიძლია მელაპარაკო?
_ რა გინდა ირმა..
_ ძალიან მინდა გამოხვიდე.. შეიძლება არ გჯერა, მაგრამ ძალიან ცუდად ვარ.. ადამიანურად მინდა გელაპარაკო..
_ მაპატიე, მაგრამ ცოტა ნაკლებად მჯერა შენი..
_ გთხოვ, ძალიან გთხოვ.. მარტო თხუთმეტი წუთით მნახე, ოღონდ სანდროს არაფერი უთხრა, ვიცი არ გამოგიშვებს.. რაღაც მინდა გითხრა, რაც სულს მიღრღნის – სალომემ ტელეფონი გათიშა და დაფიქრდა.. ნუთი ირმა ყველაფერს ნანობს? ნუთუ გონზე მოეგო? ნაკლებად დასაჯერებელია ასე მომხდარიყო, მაგრამ სალომეს ხომ შეეძლო მისთვის ისეთი რამ ეთქვა, რაც თვალს აუხელდა და გონებას გაუნათებდა.. შეიძლება არც მომხდარიყო ასე, მაგრამ სალომე დარწმუნებული იყო, რომ ირმას საბოლოოდ უმტკივნეულოდ ჩამოშორებას ადამიანური ლაპარაკით ნამდვილად შეძლებდა. ალექსანდრესთვის არაფრის უთქვამს, ისე ჩაიცვა, თავი მოიწესრიგა და გავიდა. მითითებულ მისამართზე მივიდა, პალატის კარი შეაღო და ირმა დაინახა. ორივე კიდური მოტეხვოდა, მარცხენა ხელი და ფეხი, შუბლის ცალი მხარეც შებინტული ჰქონდა, ეტყობოდა თავიც გაეტეხა.
_ შემოდი.. ალბათ დანახვაც არ გინდა ჩემი, მიზეზიც გაქვს გეზიზღებოდე
_ მე არა მეზიზღები..არც შენ და არც არავინ. მაპატიე, მაგრამ დიდად არ მანერვიულებს შენი საქციელი უკვე.. იმიტომ, რომ სანდროს ვენდობი მთლიანად, ვიცი ის თავის სიმაღლეზეა და არ დაუშვებს გაბოროტებულმა ინტრიგებმა ჩვენი და მისი ოჯახის ურთიერთობები გააფუჭოს ანდააზარალოს
_ გეტყობა გიყვარს.. დამიჯერე მეც სიყვარულმა გამაკეთებინა ეს და დავისაჯე კიდეც! ხომ ხედავ რას ვგავარ, რა დღეში ვარ? მისი ბრალია, მისი და შენიც..
_ მარტო იმის თქმა შემიძლია, რომ უფლის და საკუთარი თავის წინაშე პირნათელი ვარ ირმა.. იგივეს დაგიდასტურენ სანდროზეც
_ შენ სანდროს არ იცნობ..
_ ვიცნობ და ძალიან კარგად! ყოველ შემთხვევაში საიმისოდ, რომ არასოდეს შევიტანო ეჭვი მასში. ძალიან გთხოვ, გემუდარები რასაც ეხლა გეტყვი გულწრფელად ნათქვამად მიიღე და არა ირონიად. წინასწარ მინდა გითხრა, რომ არც მეცოდები და არც არაფერს ვზეიმობ.. ადამიანურად მაწუხებს ეს მომენტი.. ეკლესიაში წავიდეთ, გული გაგისუფთავდება ბრაზისგან და ტკივილისგან.. ვიტყოდი ბოღმისგანაც.. არ ვფიქრობ, რომ მონსტრი და საშინელი ადამიანი ხარ რაკი ეს ჩაიდინე.. ისიც ვიცი ჭეშმარიტად მონანიება ვისაც სურს არასოდეს რჩება ღვთის წყალობის გარეშე.. თვითონვე ნახავ როგორ განიტვირთები და მოგეშვება ყველაფერი.. შეიძლება აბსურდულად გეჩვენებოდეს ჩემი აზრი, მაგრამ მართლა მაწუხებს და გითხარი..არასოდეს დაგზარდები.. ასევე ბოდიშს გიხდი, თუ ზედმეტი მომივიდა, მე ახლობელიც კი არ ვარ შენი..
_ არ მინდა ეს დედა ტერეზობა.. აქ სხვა რამის გამო მოგიყვანე.. ვიცოდი , რომ გამოხვიდოდი.. პატიება მინდა გთხოვო.. ჩამეხუტე უბრალოდ და მითხარი, რომ მპატიობ – ირმამ ხელები გაუწოდა სალომეს, ცოტა ხნის ფიქრის მერე სალომე მივიდა მასთან და ჩაეხუტა..
_ მაპატიე..მაპატიეე.. ვიცოდი შენზე ნათქვამი სისაძაგლეებით უფრო შეეცოდებოდი მის ოჯახს და უფრო შეგიყვარებდნენ, ასე მართლა არ ვფიქრობ, ხომ იცი პატარაობიდან როგორ მიყვარხარ – სალომე შეცბა, მისი ხელები მოიშორა და უნდა ეკითხა რას ამბობო, რომ იგრძნო ოთახში მარტო არ იყო, მიიხედა და აკაკი და ელენე დაინახა, რომლების გაოცებული უყურებდნენ ამ სცენას
_ მაპატიე, მათ წინაშე გეუბნები.. ვიცოდით მის წარსულს შეცოდებით და თანაგრძნობით თუ დაივიწყებდით და უბრალოდ ასე მოვილაპარაკეთ, არანაირი ორსულობა არ ყოფილა, ჩემგან მხსნელად სალომე გვინდოდა მოგვლენოდათ – განაგრძობდა ლაპარაკს ირმა, სალომეს უკვე აღარაფერი ესმოდა, ყურები დაეხშო და მარტო აკაკის და ელენეს გაოცებულ სახეს ამჩნევდა, რომელიც თანდათან მკაცრდებოდა
_ გარეთ გავიდეთ თუ შეიძლება – მშვიდად თქვა აკაკიმ, სალომე გილიოტინაზე მიმავალივით გაყვა მათ
_ აქ რას აკეთებ შვილო.. რატომ ეხუტებოდი მაგ ქალს, რა ხდება? – წყენანარევი ხმით იკითხა ელენემ – შემოწმებაზე მოვედით და ექთანმა შეცდომით შემოგვიყვანა.. რას ვიფიქრებდი თუ აქ იყავი.. – სალომეს ლაპარაკის უნარიც აღარ ჰქონდა..მიხვდა ირმამ მისი რეპუტაცია სულ ეხლახანს საბოლოოდ დაასამარა.
– სახლში წავიდეთ, ყველაფერს იქ გავარკვევთ – თქვა აკაკიმ. რა უნდა თქვას ეხლა.. რით აუხსნის მომხდარს? სისულელეა..სასაცილოდაც არ ეყოფათ სალომეს გულუბრყვილო სიმართლე..
_ მოგვიანებით შემოგიერთდებით.. სანდროსთან ერთად.. – ამოილუღლუღა და დაემშვიდობა. მარტო სიკვდილი უნდოდა ეხლა.. წეღან ირმას არიგებდა, მან კი ისე გაანადგურა იმის ძალაც არ დარჩა სასოწარკვეთილებას არ მისცემოდა. ტაქსი გააჩერა და ნინოს სახლის მისამართი უკარნახა. უემოციოდ, უღონოდ ავიდა სასურველ სართულზე და ზარს დააჭირა. ნინომ გამოიხედა და გაოცდა, სალომეს ფერი არ ედო სახეზე.
_ სალომე? შემოდი, რა გჭირს?
_ მარტო ხარ?
_ ჩემები ბაზარში არიან, დღეს ბებოსთან ვხვდებით ახალ წელს – ახალი წელი!..ვიღას ახსოვდა..ამ დროს არასოდეს ყოფილა ასეთი განადგურებული, სახლში შელასლასდა და დივანზე უღონოდ დაეცა
_ ყველაფერი დამთავრდა ნინ..
27
მოყოლილმა ნინო გააოგნა..
_ არ გეწყინოს, მაგრამ შენი ბრალია ყველაფერი, მარტო შენი სალო! სად მიდიოდი, კიდევ როგორ ენდე..
_ არ შემეძლო.. ვერ დავიკიდებდი.. ხომ ნახე როგორ უყვარს სანდრო? რას აკეთებს მისი გულისთვის.. რაც გინდა მიწოდე, მაგრამ ვერ დავტოვებდი ადამიანს, რომელიც იმავე თვისებებს ხედავს ამ ადამიანში.. ესე იგი არის მასში რაღაც ჰუმანური
_ შენ მართლა გაგიჟებულხარ.. ვერ ხვდები რომ შენ და მაგ ირმას სხვადასხვა რამის გამო გიყვართ ალექსანდრე? ირმასთვის სანდრო მორიგი მსუყე ლუკმაა, გემრიელი და უზრუნველი ცხოვრების გარანტი.. რაკი ამდენი ხანია მის გვერდით კონწიალობს სამუდამოდ თავისად დაუგულებია და ვერავის შეჭრას ეგუება მის ცხოვრებაში! ეგ რანაირი სიყვარულია ადამიანს ცხოვრება გაუმწარა! ასეთი ქალისგან ჰუმანურობას როგორ ელოდები? თვითონ არ ამბობდი “ისეთი ქალიო”?
_ ნინო, მაშინ სანდროც “ისეთი” მეგონა, გვერდზე გახედვა რომ ეზარებათ და ლოგიკურად აღარ იწუხებენ თავს მაშინ, როცა თვითონ უცვივდებიან ანგელოზები ხელში..
_ ეხლა ხომ დარწმუნდი, რომ თავს არ იწუხებენ მანამდე, სანამ ვინმე შენნაირი არ აუჩქროლებთ გულს..
_ და იწყება მერე გაუთავებელი ბრძოლა სიყვარულსი შესანარჩუნებლად.. ას ეარ მინდა, ეს გრძნობა სხვანაირად წარმომედგინა, მეგონა შვება უნდა მოეგვარა, მეგონა უნდა განეტვირთე, ყველაფერი გაგხარებოდა, უმიზეზოდ ბედნიერი ყოფილიყავი, თუნდაც ხეების უკან გემღერა როგორც ინდურ ფილმებშია, მაგრამ სხვა რაღაცას შევეჯახე.. ამდენი არასოდეს მიტირია ცხოვრებაში! ნუთუ ესაა სიყვარული? არასოდეს უნდა დამთავრდეს? ესაა ის გრძნობა, რამაც ძალა უნდა მომცეს ტანჯვას გავუძლო? არ მინდა ასე! არ მინდა ეჭვის თვალით მიყურებდეს ვინმე, არ მინდა ინტრიგების და ბოროტი ენების მსხვერპლი ვიყო!
_ სალომე..სალომე.. პატარა აღარ ხარ.. როცა ასეთ ადამიანს უყვარდები..
_ როგორს? აი როგორს? ფულიანს? სულ არ მჭირდება მისი ფული! გესმის? მირჩევნია არაფერი გააჩნდეს! ღატაკი იყოს და სადმე სოფელში ცხოვრობდეს ალიზით გალესილ და ისლით დახურულ სახლში! მის მდგომარეობას მარტო პრობლემები მოაქვს!
_ მისმა მდგომარეობამ ოცნება აგიხდინა და უამრავი ბედნიერება მოგანიჭა! კუბაში ხომ კარგად გრძნობდი თავს?
_ ნინო.. მე ჯერ ალექსანდრე მიყვარს და მერე გეოგრაფია! ჭირსაც წაუღია კუბა თუ უბედური ვიქნები, მე მატერიის გარეშე მჭირდება სიყვარული, სულ რომ ყველაფერი შემომეცალოს მიზეზი უნდა დამრჩეს, რის გამოც უნდა მიყვარდეს! ასე მესმის სიყვარული, ეს არის ცხოვრება და არა მდიდრების წრეში ერთ გაზულუქებულ და ჭირვეულ გოგოზე გადაყოლა! დედას გეფიცები თუ სანდროს ნაჩუქარი ერთი ბუშტი არ მერჩივნოს და მშვიდი ცხოვრება და სიყვარულით ტკბობა მასთან, ვიდრე ის მოგზაურობა კუბაში! პირობას გაძლევ არასოდეს ვინატრებდი! საშინლად დამღლელია!
_ ოჯახი მარტო ცულის ტარი არ არის სალო.. შენ ყველაზე უკეთ იცი ეს! ახალი სიცოცხლე რომ გაჩნდება იმას მოსთხოვე შენი ალიზით შეთხუპნული ბედნიერების გაზიარება!
_ იცი რა? ზუსტად ასე გამზარდა დედამ, მაგრამ არც ბედნიერება მომკლებია და არც სხვა რაიმე კონკრეტული და ყოფითი! დედასავით მეც მომანიჭებდა სიამოვნებას შვილისთვის თავგანწირვა! მეც სიამოვნებით ვივლიდი დახეული ფეხსაცმით ზამთრობით და ეს მეტ სტიმულს და ძალას მომცემდა ყველაფრისთვის მიმეღწია..ასე ვიქნებოდი ბედნიერი და არა ინტრიგებით გამომუშავებული მდგომარეობით!
_ შენ მარტო ეგ მხარე გაგისინჯავს სალო, მარტო მაგ მხარეს იცნობ.. რა იცი როგორი ტკბილია უზრუნველყო ის, რის გამოც ხატია უამრავ დროსა და ენერგიეს ხარჯავდა? იმ უზრუნველყოფით დაზოგილ დროს რა იცი რა საქმეს მოახმარდი? რამდენ რამეს შეიძენდი, რამდენს ისწავლიდი..
_ როცა ასეთი უზრუნველი გაქვს ყველაფერი სტიმული გეკარგება! მაინც თუ გაქვს რა თქმა უნდა აღარ ფიქრობ შემატებასა და შეძენაზე.. ბრძოლის უნარი იკარგება. სწორედ მაგიტომაც ხდებიან ფულის მერე ირმასნაირები და ათასი სისულელით იწამლავენ გონებას.. მისი ცხოვრება მარტო შიშკა ქმარია და ყოველდღიური, გამოულეველი ფული დაუსრულებლად საპრანჭად სალონებსა და სოლარიუმებში და ძონძების შესაძენად!
_ უკიდურესობაში ვარდები და გასაგებიცაა.. გაბრაზებული ხარ, მაგრამ ვერ გამიგია ირმას უბრაზდები, თუ ისევ ალექსანდრეს მდგომარეობას და სტატუსს როგორც ადრე?
_ ჩემს თავს ვუბრაზდები! იმიტომ, რომ საკუთარ ნაჭუჭში ჩატევა ვერ ვისწავლე, რომ ცოტნე დადიანივით თაფლის წასმა ვერ მოვიშალე და როგორც პატარაობაში დახოცილ მწერებს ვაპატიოსნებ და ვმარხავ!
_ ეგ სისულელეა.. ამას ვერასოდეს ისწავლი, ეგ შენ ხარ! შენში დევს, მაგით დაიბადე და რაც არ უნდა ებრძოლო და თავი დაიჭირო ასეთად დარჩები.. ეხლა გეჩვენება ეგ სისულელედ და ცუდ ჩვევად, მაგრამ აბა სხვებს ჰკითხე, მე მკითხე, შენს სამეგობროს, ყველას! სანდროს ჰკითხე აბა რატომ უყვარხარ.. მაინცდამაინც შენ, ზუსტად იმიტომ, რომ ეგეთი ხარ და მართალია ის ბიჭი რომ გეუბნება სადღაც ჩემთვის შემორჩიო!ეხლა ადექი! ტელეფონს ხმა ჩაურთე და ის ადამიანიც შეიცოდე.. შენ რომ ამ მდგომარეობებსა და სისულელეებზე ნერვიულობ მის მდგომარეობაში შედი! შენ რომ მისი მშობლების რეაქცია გზაფრავს და ის წაკლა ქალი ნერვებს გიშლის მას ამ ყველაფერთან ერთად შენი დაკარგვის ეშინია! შენი შეშინების ეშინია და ნუ დაღლი სალო ამით.. იცი რა/ დაიჯერებენ მისი მშობლები? გასაკვირიც არ იქნება, იმიტომ, რომ მათ კი არა შენც დაუჯერე თავის დროზე იმ ქალს და ეხლა ალექსანდრესთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ მა თარ სჯერათ საკუთარი შვილის შენ მაინც დაანახო, რომ გჯეროდეს მისი.. ეხლა აქ კი არ უნდა იჯდე მასთან უნდა იყო, შენი გვემები გვერდზე უნდა გქონდეს გადადებული და შენი სიმშვიდით ამშვიდებდე! შენ ქალი ხარ სალო და პირველ რიგში ეს გმართებს! გასაგებია, რომ არ ისწრაფვოდი ამისკენ, მაგრამ დიდი ბედნიერება ღრუბლების გარეშე არ მოდის და შენ არ ხარ პირველი, არც უკანასკნელი, ვისაც რაღაც კუთხით ტანჯვა უწევს მომავალი ბედნიერებისთვის. მადლობელი უნდა იყო, უნდა ტკბებოდე განსაცდელის წუთებით, უნდა გეამაყებოდეს, რომ სიძნელეების გადალახვა გიწევთ, რომ იცოდე ეს უფრო ამყარებს თქვენს სიყვარულს, ოღონდ არ უნდა შეგეშინდეს, ოღონდ სასოწარკვეთა უნდა დაივიწყო! დარწმუნებული ვარ შენც ასე მეტყოდი, უბრალოდ შენს თავზე ძნელია ცივი და სწორი დასკვნები გამოიტანო.. ამ დროს ჩნდება ფერია ნინო, რომელიც ჯადოსნური ჯოხით საცრემლე არხებს გიკეტავს და უსაზღვრი ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე გიბიძგებს – გაიცინა ნინომ, ღიმილი სალომეს სახეზეც შეამჩნია.. ეს თანხმობას ნიშნავდა. სალომემ ტელეფონი აიღო და ალექსანდრეს მიწერა ნინოსთან ვარ და გამოვალო.. ალექსანდრემ მაშინვე გადმორეკა, ხუთ წუთში მანდ გავჩნდები და დაბლა დამხვდიო, გაბრაზებული ჩანდა. ცოტა ხანში სალომე ალექსანდრეს მანქანაში იჯდა..
_ რატომ წახვედი..
_ არ წავსულ..
_ რატომ წახვედი მეთქი! – მოულოდნელად აფეთქდა ალექსანდრე და საჭეს მთელი ძალით დაარტყა ხელი, სალომე შეხტა..
_ ისევ შეგეშინდა? ეხლა რაღამ შეგაშინა გამაგებინე.. სალომე..ამიხსენი რას ვნიიშნავ შენთვის.. ყველა პრობლემაზე ასე უნდა გაიქცე სახლიდან?
_ შენ არ იცი რა მოხდა დღეს..
_ რა არ ვიცი..ყველაფერი ძალიანაც კარგად ვიცი! რატომ მიხვედი საერთოდ მასთან, რატომ მე არ მკითხე! ხომ გაგაფრთხილე ამას წინათაც ნუ ნახავ მეთქი! რას ნიშნავს ჩემი სიტყვა შენთვის? ჩემთვის რომ გეკითხა გეტყოდი, რომ მამაჩემი პროფილაქტიკისთვის აკითხავს ხოლმე მაგ კლინიკას და დღესაც აპირებდა მისვლას, იმიტომ, რომ ჩეხეთში წასვლამდე ვერ მოახერხა.. იმ ქალბატონმა მამიკოს ნაცნობებისგან გაიგო ეს და სულელი ბავშვივით გაგაბა!
_ ეს შენმა მშობლებმა ნახეს და ძალიან დიდი იმედგაცრუება დავინახე..
_ სალომე გეყოფა! მათ რა დაინახეს მე ნუ მასწავლი! სახლში გაოგნებულები რომ მოვიდნენ ხუთ წუთში დალაგდა ყველაფერი, იმიტომ, რომ მამაჩემმაც ძალიან კარგად იცოდა ირმას მამიკოს ნაცნობების ამბავი, დათვურ სამსახურზე რომ არიან გადამკვდრები ოღონდ მამამისისგან გაღიმება მიიღონ! გაოგნებულები შენი სისუსტით უფრო იყვნენ ბოლოს.. ის გაუკვირდათ რატომ არ დაიცავი თავი და რატომ არ მიუჩინე თავისი ადგილი! აი ეგ გაუკვირდათ და არა ის, რომ ის ქალი ინტრიგებს ხლართავდა! შენნაირი მიამიტი და სულელი ნუ გგონია ყველა.. დაფიქრების უნარყ აქვს იმ ხალხს.. ეს უნდობლობაა სალომე.. შენ ჩემი უნდა გჯეროდეს..უკვე რამდენჯერ გთხოვე, მაგრამ ჯიუტად განაგრძობ შენს ბავშვურ გადაწყვეტილებებზე სიარულს
_ მე პატარაობიდან ასემოვდივარ სანდრო.. ამის გამო ცხვირი არასოდეს წამიმტვრევია..
_ ეშენ იმას ცხვირის წამტვრევას არ ეძახი რაც დრეს მოხდა? თუნდაც მაშინ სოფელში რომ გაიქეცი? თუე ს ცხვირის წამტვრევა არ გგონია მაშინ მნიშვნელოვანი არ ყოფილა ეს უირთიერთობა შენთვის
_ როგორ შეგიძლია ამის თქმა..
_ როგორ და კარგად! აი ეგრე როგორც გესმის! ჩემი უნდა გჯეროდეს, მე უნდა მეფარებოდე! იმაში უნდა იყო დარწმუნებული, რომ ჩემს ოჯახში სიმაღლე მიკავია და ჩემი სიტყვა იწონება, რაღაცას ნიშნავს! ამ სიბინძურეების მოგვარება შენი პრობლემა იმ დღიდან აღარ არის რაც დაგინახე! მორჩა! გაითავისე ეს!
_ ეს იმას არ გულისხმობს, რომ ჩემით აღარ ვიფიქრო და მარტივად არ გადაწყვიტო და უმტკივნეულოდ, მაშინ, როცა შემიძლია შენ არ განერვიულო..
_ და ხომ მოაგვარე.. ეგ ხარ ხო სულ? ვეღარ უძლებ და სადღაც გარბიხარ, მერე მე მთელი ქალაქი გეძებ! ალბათ ასე დაინერგე ცხოვრების წესად.. ალბათ გაქცევა გირჩევნია მამაკაცის დაჯერებას.. იმის ბრალია მამის გარეშე რომ არ გაიზარდე!
_ გეყოფა! რა გინდა მოისმონო.. ვნანობ.. დამნაშავე ვარ ასე რომ მოვიქეცი! ჰო.. შემეშინდა, მაგრამ ამჯერად იმის შიში არ მქონია, რომ შენ არ გიყვარდი ან მატყუებდი.. შენების გაკვირვებული თვალების შემეშინდა.. შენ იცი რას ნიშნავს როცა გამუდმებული დაკვირვების ქვეშ მყოფი გგონია თავი.. ვიცოდი რაც არ უნდა გამეკეთებინა მაინც ეჭვს გამოიწვევდა ყველაფრი.. შენ თუ იცი მათ არ იციან ამდენი ბოღმა უკვალოდ რომ წამოვიდა! სულ დაძაბული ვიქნებოდი და უნდა შევგუებოდი ამას სანდრო! არსად გავქცეულვარ.. ნინოსთან ვიყავი..
_ ტელეფონს რატომ არ პასუხობდი, რატომ მეთქი გამაგებინე! რატომ გარბიხარ ამ დროს ნინოსთან? მან უფრო იცის ჩემს მშობლებს რა ეწყინებათ და გაუხარდებათ თუ მე? ასე არაფერი გამოვა! მოარღვიე ეგ დედაატირებული კედელი თუ რაღაც ჯანდაბა და ისწავლე პატივისცემა!
_ გამიჩერე.. – ალექსანდრემ მანქანა სანაპიროსთან მიაყენა.. სალომე სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან
_ არ მინდა ასე.. სიმშვიდე მინდა, ბედნიერება! ვიცი ქალი ვარ და ჯერ მე უნდა დავთმო, მაგრამ უცხოა ეს ყველაფერი ჩემთვის, მგონია არასოდეს დამთავრდება, მგონია სულ ასე იქნება, სულ ვიღაც იტრიალებს შენს გვერდით, რომელსაც შენთან ჩაგორება და ინტრიგების ქსოვა მოუნდება.. ამას ვერ გავუძლებ, მოვკვდები, დავიშლები.. ასე ემოციურად არაფერი მიმიღია ცხოვრებაში, შენგან მწყინს ყველაფერი და შენს გარშემო.. და ყველაზე მეტიც შენი მიხარია! მაპატიე, რომ ვერ ვეგუები ახალ ცხოვრებას, იცი რა? დღეს მართლა დავფიქრდი რა ჯობდა.. დავასკვენი, რომ სადღაც მიყრუებულში მშვიდად ცხოვრება ყველაფერს მერჩივდა! მაშინ ვიქნებოდი ლაღიც, ბედნიერიც და ყველაფერიც და არა ეხლა..შენს სასახლეში..
_ ეს პრობლემებისგან გაქცევაა! გადაკარგულში განდეგილივით წასვლისას პრობლემებს დაგ არე სამყაროს ემალები! როცა არაფერი იცი და არაფერი გესმის ნაკლები პრობლემა გაქვს, მაგრამ ერთი რამ გავიწყდება! ურთიერთობა ასეთ დროს კი არ იწრთობა, ზუსტად ეს ბობოქარი ცხოვრება და მისი სამკაულები აყალიბებს ამას! დროში გამოცდილი და გამობრძმედილი სიყვარული ყველაზე ძლიერია! ეგ გაქცევები დაივიწყე სალომე, აბსტრაქტული თუ ხილული მაინც გაქცევაა.. უფლებას აღარ მოგცემ გაიქცე! – ალექსანდრე უკვე ყვიროდა - შენ ჩემი ნაწილი ხარ და მოვითხოვ მეც ვიყო შენი! შენ თუ ეს ასე გიჭირს მე გადაგიწყვეტ ყველაფერს და იცი რატომ? მთლიანად გენდობი! ამ ჩხუბის მერეც კი ანგელოზად მეჩვენები! ერთადერთი რაც მინდა ეხლა შენი კოცნაა.. ნებისმიერი ძალის ფასად – ხელი კისერში მოკიდა, ძლიერად მიიზიდა თავისკენ და აკოცა.. მოსლუკუნე სალომეს სუნთქვა შეეკრა და უსაზღვრო..უზარმაზარი სითბო იგრძნო. დიდხანს, ძალიან დიდხანს იდგნენ ჩახუტებულები..
_ თითქოს სიმშვიდეს ვეძებ, არადა შენი ყვირილით დამტკიცებული სიყვარული ყველაზე უფრო მიფორიაქებს გულს.. – გაიცინა სალომემ – პარადოქსია არა?
_ სანამ სიმშვიდეს მოძებნიდე ჯერ გაერკვიე რისი მოძებნა გინდა, სულელო – ცხვირზე თითი წაკრა ალექსანდრემ
_ რატომ გიყვარვარ სანდრო..
_ არა, არ მიყვარხარ..მეტი! არსებობა ვეღარ წარმომიდგენია უშენოდ ფშავლის ქალო! შენ ჩემი არსებობა შეავსე.. არასოდეს გაგიშვებ.. შეეგუე ამას!
მათი ცხოვრება ერთი შეხედვით გამორჩეული არ ყოფილა, ერთმანეთი სამსახურში შეუყვადათ, ალბათ ორივეს ერთად, ბოროტმა ენებმა კინაღამ შეიწირა მათი ურთიერთობა, მაგრამ გაუძლეს, ჩვეულებრივი, მეგობრებით და სითბოთი სავსე ქორის წილი გააკეთეს და თქვენ წარმოიდგინეთ დასასვენებლადაც არ წასულან, შემდეგისთვის გადადეს. ვიცი რაზეც ფიქრობთ.. არაფერია ამაში განსაკუთრებული.. ასეთს ყველგან მოისმენ, ბანალური, სტანდარტული ამბავია, რაშიც როგორც წესი ან გულწრფელობას ხედავს ადამიანი, ან “ნახე? უფროსი როგორ შეაბა” აკერია პირზე. მთავარი ეს არ ყოფილა.. იცით მთავარი რა იყო? მათი ცხოვრება არასოდეს შეცვლილა!.. სულ ამ მონაყოლს ჰგავდა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე – შესაბამისად.



№1 სტუმარი TaTa

au rogor mikvRs es istoriaa <3<3
sSasurveli xizanic dade ra

 


№2  offline წევრი nigita

ძალიან მაგარი ისტორია და გამიხარდა ისევ რომ დადე და მომეცა ისევ შანსი წამეკითხა იმედია შენს სხვა ისტორიებსაც დადებ...

 


№3  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან საინტერესო წასაკითხავი და დიდი სიყვარულით სავსე ისტორიაა, ყოჩაღ მე არ მქონდა წაკითხული და ძალიან მომეწონა იმედია სხვა შენს ისტორიებსაც წავიკითხავ.

 


№4  offline წევრი juliana77

მალე იქნება გაგრძელება ა?

 


№5  offline წევრი Green))

ვერ წარმოიდგენ სასურველი ხიზანის შემდეგ როგორი სიხშირით ვამოწმებდი შენს ისტორიებს, მაგრამ ყველა შემოსვლაზე იმედი მიცრუვდებოდა და მერე სულ დავკარგე იმედი. ახლა წარმოუდგენლად სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ამ ისტორიის დანახვა და მადლობა რომ ასე რაღაცნაირად ლამაზი არა უფრო საინტერესო და შინაარსიანი გახადე ჩემი საღამო ალბათ უფრო ღამე :დ მოკლედ თორნიკე დოლიძე ჩემთვის პერსონაჟთა პერსონაჟია და ისე მიყვარს ეგრე რეალურიც არ უყვართ მგონი :დ❤ თითქოს სულ სხვაა ალექსანდე, მაგრამ თორნიკესეული რაღაც მასაც აქვს და ვგიჟდები მაგ რაღაცაზე.❤ ძალიან მომწონს შენი სტილი და მიყვარს შენი კაცები :დ ისეთები არიან გონერებზე უფრო გონიერები, რაღაცნაირი ამუხსნელი მიხვედრილობით სავსეები და ქალის ბუნების უბადლო მცოდნეები ოდნავ შერხევაზეც რომ ხვდებიან რას ფიქრობს ქალი და ისე იქცევიან რომ ქალს თავად მიახვედრონ და არა აუხსნან. მოკლედ ძალიან ბევრს ვბურტყუნებ და აზრს სწორად ვერ ვალაგებ. მარტო იმის თქმა მინდა ხშირად გაგვანებივრე ხოლმე შენი არაჩვეულებრივი პერსონაჟებით, თანაც ეს უბრალო ისტორიის კითხვა არ არის მერე სულ ვფიქრობ ხოლმე რამდენიმე დღე ურთიერთობებზე და ურთიერთობების შენეულ ვერსიებზე. რაღაცეებს ვასკვნი რაღაცეებზე უფრო მეტს ვფიქრობ და ა.შ იმედი მაქვს ხშირად მომცემ ფიქრის საბაბს :დ გელი❤

 


№6  offline წევრი juliana77

დასასრული ესაა?

 


№7 სტუმარი სტუმარი მარია

სად წახვედიიი.დაგვიბრუნდიიიიი

 


№8  offline აქტიური მკითხველი terooo

ყოჩაღი ხარ და ძალიან მომეწონა

 


№9 სტუმარი ლკ

დასასრული ძალიან ბანალური იყო

 


№10 სტუმარი სტუმარი თათა

გული მტკივა, როცა შენს ნიკს ვამოწმებ… ერთი ის მიხარია, რომ რაკი აქ შემოდიხარ ანუ ცოცხალი ხარ და არ ვიცი, უბრალოდ პაუზა გაქვს აღებული, სხვა არაფერი გიჭირს.
რამდენი კომენტარი და კიდევ უფრო მეტი ემოცია გაიყოლა “გაზაფხულამ” …. როგორ ვერ დამთავრდა ეგ ისტორია, არადა როგორ ვიმსახურებდით ყველანი… სხვა არ ვიცი რა ვთქვა… ისევ თამთასა და თორნიკეს ამბით დავკმაყოფილდები ხოლმე, როცა მომენატრები❤️ დაბრუნდი რა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent