შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბინდიანი. (2)


12-12-2016, 18:14
ავტორი daiana
ნანახია 1 547

-მამა ცოლი რატომ არ მოიყვანე? - სავარძრელში მოვკალათდი,გულახდილი საუბრების დრო იყო,უკვე.
-არვიცი - წამით დაფიქრდა,თითქოს პირველად ჩაუღრმავდა ამ საკითხს.
-სულ არავინ ყოფილა?
-დავიჯერო,იმდენად გაიზარდე რომ შენთან ამ თემაზე უნდა ვილაპარაკო?
-კაი რა მამა,რა მოხდა მერე - გავუცინე და კეკლუცურად მივეხუტე მხარზე.
მიყურებდა და ეღიმებოდა.
-რა გინდა მითხარი პირდაპირ - ფურცლები გვერდით გადადო.
-აი,გთხოვ! კლუბში გამიშვი და პირობას ვდებ მალე დავბრუნდები - ყელი ლამის გამოვიღადრე,ისე გამოვიწელე.
-სად? როდის? ვისთან ერთად?
-ხვალ საღამოს,ლიზასთან და ანდრეასთან ერთად - დებილივით ვეკრიჭებოდი იქნებ და ემოქმედა.
-დავფიქრდები.
-აუ ირაკლი ..
-მემგონი ფიქრს შევწყვეტ ახლა - გაეცინა და ჩამეხუტა.
სხვანაირია მაინც ირაკლის ჩახუტება.
და ახლა გამახსენდა რომ დედა მომენატრა.
**
-როგორც კი ხმაური შეგაწუხებს,ეგრევე მითხარი და გავდივართ - მაფრთხილებდა ანდრეა და ორსულ ცოლს გამეტებით იკრავდა მხარზე.
-გამიშვებ ახლა ხელს თუ?
-მადლობა თქვი მოგეკარო საერთოდ - თვალი ჩაუკრა და წამში მოახდინა ლიზასთვის განწყობის გაფუჭება.
სიტვაცია იყო ისეთი როგორიც თითქმის ყველგან.
ხმაურიანი მუსიკა,ბევრი ახალგაზრდა,მთვრალი საზოგადოება,განგსტერული ტიპები ხელში ვისკით და მოკლე კაბიანი ლამაზმანები.
ჩვენი მაგიდა საცეკვაო მოედანს ოდნავ შორდებოდა და მეტნაკლებად იყო განათებული.ყველაფერი კარგად მიდიოდა მანამ სანამ ჩვენს პირდაპირ მდებარე მაგიდიდან მზერა არ ვიგრძენი.
აი ისეთი .. რომ გეუბნებოდით ..
გავიხედე,დავაკვირდი,სულ ტყუილად.არავინ მიყურებდა,არც რომელიმეს შევუნიშნივარ დიდი ალბათობით.
ტაკ,ტაკ .. ხო,აი,მე კი შევამჩნიე.
შავგრემანი იყო,საშვალო სიგრძის თმებით,გამოკვეთილი ყვრიმალები,წვრილი თვალები.
ჩემს თავს დავხედე ტელეფონის ეკრანზე და გამეცინა.ზედმეტად უბრალო ვიყავი,ისეთი კარგი ბიჭისთვის.
და მაინც,მთელი საღამო თვალი ვერ მოვაშორე.
---
-რატო მიყურებს?
-დაევასე - დემნას ამაზრზენმა ხმამ ლამის გული აურია,მაგრამ საქმეში იყო.
-არა ეგეთი გოგო.
-გოგოა რა,ეგეც ჩვეულებრივი ცერცეტია - ცალყბად ჩაიცინა და ლამაზმანი მუხლზე დაისვა.
-იო ვის უყურებ ეგრე? - გოგონას წვრილი ხმა უხეშად მოხვდა ყურს.
-არა შენი საქმე - იოანს მაგივრად ცოტნე შეეპასუხა - იო გავიდეთ,ხო?
-ცოტახანი და ჰო.
---
გამაყრუებელი მუსიკის ფონზე უკვე თავი მისკდებოდა.წასვლა მინდოდა,ირაკლისთან დასარეკად მოვემზადე და ტელეფონი ლამის ხელიდან გამივარდა.
ყელთან ცხელი სუნთქვა მომეფრქვია.მერე თითებიც ვიგრძენი,თავის შებრუნებას ვაპირებდი ხმაც რომ გავიგე.
-პატარავ თვალები გეტკინება! - ხმამ ლამის ჭკუიდან გადამიყვანა.ჩემს წინ გაიარა,სილუეტში კარგად გავარჩიე "ჩემი კარგი ბიჭი".
ოჰ,ჩემი? - საინტერესოა.
..
ძალიან მეუცნაურებოდა ყველაფერი.
სადაც მე ვიყავი,ისიც იქ იყო.
უცნაურია ..
***
-ნენე შვილო - დედას ტკბილმა ხმამ დაღლილობა და სტრესი მონიხსნა.
-დე,როგორ ხარ?
-კარგად დედი,შენ როგორ ხარ? ირაკლი ცუდად ხომ არ გექცევა?
-მეც კარგად ვარ,არაა რა სისულელეა,ცუდად რატო უნდა მექცეოდეს? - გავბრაზდი - ძალიან თბილი და ყურადღებიანია.
-მომიყევი შენი ამბები,როგორ შეეწყვე თბილისს? გაიცანი ვინმე? - ფანჯარაზე ქვის მოხვედრის ხმა გავიგონე.ფეხები ამიკანკალდა,ირაკლი დღეს წავიდა ოფისში,გამოძახების გამო.
-დე,უნდა წავიდე ახლა,მერე დაგირეკავ,კაი?
-ნენე ..
-ვთიშავ ..
საწოლიდან ძლივს წამოვდექი,ფანჯარა ხელის კანკალით გამოვაღე და ლამის ადგილზე ჩავიკეცე.ყველას ვიფიქრებდი იქ,მაგრამ ის? - არა,მეჩვენებოდა მგონი.
-გამიღებ კარებს თუ ფანჯრიდან შემოვიდე? - სწრაფად ჩავედი ქვემოთ და კარები გავაღე.
რას ვაკეთებ? - უცხოს გვიან ღამით კარს ვუღებ.
პარადოქსია.
-მარტო ხარ? - სამზარეულოს ფარდაში შეიჭყიტა.
-აქ რა გინდა?
-კარები შენ არ გამიღე? - გაიოცა და სავარძელში მოთავსდა - ყავას დამალევინებ?
-შენ ნორმალური ხარ საერთოდ? - თითქოსდა ახლა გავაანალიზე ჩემი საქციელიც და იქ მიმდინარე ამბავიც,წამში ავენთე და გავცეცხლდი - გადი დროზე აქედან,ირაკლი მალე მოვა .. ვაიმე,გაგიჟდება აქ რომ გნახოს .. წადი აქედან .. საერთოდ,ვინ ხარ? მიცნობ ან გიცნობ? - ხელებს ვიქნევდი და ვცდილობდი აფორიაქებული სული დამემშვიდებინა.
-პატარავ მშვიდად - ჩემი სახე ხელებში მოიქცია - დაგაძალე შემომიშვითქო? არ იცი ვინ ვარ? - ეცინებოდა და მე უარესად მაბნევდა.ორი წამის წინ გაგიჟებული ვიყავი,ახლა ხმის ამოღების სურვილიც კი არ მქონდა.გახშირებული სუნთქვა ყურებს მიბუგავდა,პულსი ასიდან ნულისკენ ვარდებოდა,ანდაც პირიქით.
-აქედან უნდა წახვიდე.
-და რომ არ წავიდე?
-არც კი გიცნობ .. ვაიმე რა სულელი ვარ .. - აქეთ-იქით დავიწყე სიარული.
-ტყუილების სწავლა როდის მოასწარი?
-რას ბოდავ?
-არ იცი მე ვინ ვარ?
-საიდან უნდა ვიცოდე? პირველად გხედავ .. წადი აქედან - ავფორიაქდი.
-პირველად არა? - ჩაიცინა და მომიახლოვდა.უკან სვლით კარებს ავეკარი.
-წადი აქედან.
-რაო? გვეშინია?
-სისულელეა .. წადი აქედან - მოთმინება დაკარგულმა დავიყვირე და ეზოში მანქანის სიგნალის ხმაც გაისმა.ერთიანად მოვეშვი,მივხვდი ირაკლი მოვიდა.
-მამაშენს როგორც შენს მეგობარს ისე გავეცნობი,აირბინე წიგნი ჩამომიტანე - გაკვირვებული ვუყურებდი - ნენე შენთვის ვამბობ,დროზე! - რობოტივით შევასრულე მისი მითითება და კარებში გადიოდა ირაკლიც რომ გადმოვიდა მანქანიდან.სერიოზული სახით მოგვიახლივდა აშკარად კითხვები ქონდა.
-გამარჯობათ - ზრდილობიანად მიესალმა ირაკლის და ხელი გაუწოდა.
-გაგიმარჯოს .. - ეჭვის თვალით უყურებდა.
-მა,ეს იოანე არი,ჩემი კურსელი.წიგნისთვის მოვიდა - სწრაფად დავიწყე ახსნა და იოანეს თვალები დავუბრუალე.
-მე დაგემშვიდობებით - ნიშნისმოგებით გამონხედა.
წავიდა.
ირაკლის ზედმეტად აღარაფერი უკითხავს.
ტელეფონის ეკრანი ესემესმა გაანათა.
"პატარავ,აბა არ გიცნობო?"
###
უდიდესი ბოდიში.
პრობლემები იყო უამრავი ჩემს გარშემო,თორემ არ დავაგვიანებდი.
ვერ აგიხსნით ..
***
პერსონაჟები ყველა მეტ-ნაკლებად გაოჩნდა,მაგრამ თანდათანნ უფრო და უფრო გამოვაჩენ და გაგაცნობთ ყველას.
**
ბოდიშით და მადლობა რომ კითხულობთ.



№1 სტუმარი Kirito

Sheni shesadzleblobebis adamians meti moetxoveba magram jer winaa yvelaferi da imesia uketesi gvelodeba

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent