შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე,შენ და ცუდი ბიჭები (10)


12-12-2016, 19:29
ავტორი gonegirl
ნანახია 12 279

ლიკა

-ლიკუნა-ბუნდოვნად ჩამესმის ხმები. მძინავს? ახლა ვიღაც მანჯღრევს
-ლიკუნა თქოო-უკვე ყურთან ჩამწივის,კატოა. ხო ახლა ნამდვილად აღარ მძინავს. ვაიმე რა ხდება ომი დაიწყო? თვალებს საცოდავად ვახელ. გაბურძგნული კატო მობილურით ხელში მადგას თავზე
-უიმე რამოხდა?-მზერა ხელებზე გადამაქვს.
-გოგო ააფეთქა ტელეფონი შენმა რომეომ! მდივნის მომსახურების საფასურს ორივეს ჩამოგაჭრით იცოდე!-დამჩხავის კატო,აწკრიალებულ მობილურს მაწვდის და თავისი საფირმო დათუნიებიანი ჩუსტებით კარისკენ მიფლარტუნებს
-ალო-საკუთარი უძინარი ხმა უცხოდ ჩამესმის
-ლიკა გაგაღვიძე?-აი ეს უკვე ნაცნობი ხმაა
-შენ არა აფოფრილმა კატომ გამაღვიძა-ვკისკისებ
-ყველაფერი გავიგონეეეე-მიყვირის კატო მისაღები ოთახიდან
-თუ გეცლება შუადღისთვის გავიდეთ სადმე კაფეში,მოკლედ იმ თემაზე მოვილაპარაკოთ-მთავაზობს ჩემი ჭორფლიანი. წამის მეასედში ვფხიზლდები
-კიკი ვისაუზმებ ჩავიცვამ და ჩათვალე მზად ვარ-ვაყრი სხაპა-სხუპით
-კარგი გულო ორისთვის გამოგივლი-ახლა დავდნები.
-კარგი,ორამდე-ვემშვიდობები და ყურმილს ვკიდებ.
-დაამთავრეთ გოგო ჭუკჭუკი?-თავს ყოფს კატო
-კი გოგო,გავდივართ-ვუღიმი
-ამ დილა უთენია სად უნდა წახვიდეთ,ხაშზე დაგპატიჟა?-ფხუკუნებს. ბალიშს ვესვრი.
-არა ორისთვის გამომივლის
-ხო ხო შეირგეთ ეს ორი დღე
მაშინვე უნივერსიტეტი მახსენდება. მაგისტრატურას ერთად გავივლით! კიდევ ორი წელი ერთად,კიდევ ორი უმაგრესი წელი! ფუმფულა ბალიშში ვეფლობი
-ლიკუნაა! ადგები თუ ამწე გამოვიძახო?-მესმის სამზარეულოდან. უიმე ჰო კაი ვდგები.
ცალი ხელით კატოს მოწოდებულ ყავას ვყლუპავ მეორეთი კი გარდერობში ვიქექები,რაფაზე დასკუპული მოდის კრიტიკოსი უკვე მეორე ტანსაცმელს მიწუნებს. კოპლებიან ფრიალა კაბას ვიცვამ და მისკენ ვბრუნდები
-ბებიაჩემს გავხარ-მოკლედ მიჭრის კატო.
-აბა ამაზე რას იტყვი?-პირველ კურსზე ნაყიდ წითელ ზედას ვუჩვენებ
-ლიკუნა ეგ მაისური დაჩეხე დაწვი და დაასამარე-ტუჩებს პრუწავს.
-ეს?-საცოდავად ვუჩვენებ ტანზე მომდგარ კრემისფერ კაბას
-ჩაიცვი ვნახოთ-გამომცდელად მიქნევს თითს. სარკეში ვიყურები,აუუ ძალიან მომწონს. ახლა მისკენ ვბრუნდები
-მიხდება?
-გაკვდება!-გაბადრული მიყურებს,ანუ მოეწონა. გადაწყდა ამას ვიცმევ. მობილური აწკრიალდა
-წავედი აბა და საღამოს მოვალ-ჩანთას ხელს ვავლებ
-მოგაკითხრა პრინცმა? კაი გადაეცი თეთრი რაში ნელა ატაროს,კინოში მთლად უკანა ადგილებს ნუ აიღებთ და ხანდახან ეკრანსაც შეხედეთ ხოლმეე-მაჯავრებს კატო
-კაფეში მივდივართ გოგო-თვალებს ვატრიალებ და გასასვლელისკენ მივაბიჯებ. ეზოდან ჩემი ჭორფლიანი მიღიმის და ჩემსკენ მოემართება,სახეს ვარიდებ და ვეხუტები
-ლამარას და ნადიას ყველგან სათვალთვალო კამერები აქვთ დამონტაჟებული-ჩავჩურჩულებ
-აა ახლა გასაგებია-ფხუკუნებს და თმაზე ნაზად მეხება.
მინიდან ქუჩას გავყურებ და მიმტანს მადლობას ვუხდი
-ყველა გამოშტერდება-ქირქილებს ლევანი
-ხო-სიცილი მივარდება მეც
-ნერვიულობ?-ხელს ხელზე მადებს
-უბრალოდ არ ვიცი კატოს როგორ ვუთხრა-წარბებს ვწევ და გონებაში კატერინას სახეს წარმოვიდგენ,არაა ჯობს არ წარმოვიდგინო.
-დღეს ამოვალ,ბაჩისაც ამოვიყვან და ორივეს ერთად ვუთხრათ კაი?-შავ თვალებს მანათებს.ხო ეგ კარგი აზრია იქნებ წამებით სიკვდილსაც გადავურჩე.
-9სთვის გაწყობს?-ვუცინი
-9სთვის იყოს-მეთანხმება
თავს მხარზე ვადებ, მის ხელს კი მხარზე ვგრძნობ.რა ბედნიერებაა! ხო დღეს თუ კატოს რისხვას გადავურჩი აღარაფერი აღარ მიჭირს.

კატერინა

ზარის ხმაა
-მე გავაღებ-ვეძახი სამზარეულოში მოფუსფუსე ლიკას და საკეტს ვწევ. ოჰ მისი ბიჭი მოსულა
-როგორ ხარ კატო-შამპანურს მაჩეჩებს დაბნეული ლევანი
-კარგად შემო-ვუღიმი და ლიკასკენ მივუძღვები. ესენი რაღაც უცნაურად ცქმუტავენ დღეს,რა ხდება? ლიკა ლევანს უყურებს ლევანი ლიკას,უიმე გამაგებინებენ ახლა რა ხდება თუ მკითხავთან წავიდე. კარგი ისევ მე დავიწყებ ლაპარაკს,პირს ვაღებ და კარზე ისევ ზარის ხმაა. ახლა ვინღა მოვიდა
-მე გავაღებ-კარისკენ მიქრის ლიკა. რატომ მცემს შეთქმულების სუნი?
-შენი ველური დაქალი სადაა?-ეკითხება ვიღაც ლიკას.ვაიმე ამ წამს იმ ვირთან ნაჯვარი კინგ კონგის ხმა გავიგე თუ მომეჩვენა? უეჭველი ისაა, ჯანდაბა! ლიკუნაა ამისთვის პასუხს აგებ.
-ველური თავი გაბია-ვყვირი და მისი უდიდებულესობაც მეფური ნაბიჯებით ჩვენსკენ მოაბიჯებს. ესე იგი შევიკრიბეთ მთელი სენატი,კეისარიღა გვაკლდა და ეგეც მოეთრა.
-ეს კიდე გაბრაზებულია?-უბრუნდება გაღიმებულ ლიკას,ოჰ არა გახარებული ვიქნები. ისადა ცნობისთვის მეც აქ ვარ რო რამე.
თავს ლეპტოპში ვრგავ. ხმა აღარ გასცე კატო,მორჩა! იბურდღულოს რამდენიც უნდა.
-რაღაც მოგიყვანე-ცხვირწინ ასვეტებულს თვალს ვავლებ,ქურთუკის ელვა შესაკრავს იხსნის. ვაიმე ახლა რაღა ჯანდანა მოაფიქრდა მის პრიალა ტვინს.
-სანაგვეში ფაფხურობდა ხოდა ვიფიქრე წავუყვან თქო-ხითხითებს და რაღაც ამოყავს ქურთუკიდან. ინსტიქტურად უკან ვიწევი და გასაქცევად ვემზადები.ვაიმე კნუტია? ბუსუსა! დებილი ეს, წესიერი ტყუილი მაინც მოეფიქრებინა, საყელურიანი და მოვლილი კნუტი სანაგვესთან იპოვა თურმე ბიჭმა.
-არ მჭირდება შენი პადარკები!-თვალებს ვუბრიალებ და თან ვფიქრობ მიმი დავარქვა თუ ბუბუ? ხო ბუბუ უფრო მომწონს
-კარგი მაშინ თავის ადგილას დავაბრუნებ-თვალს მიკრავს,ვაიმე რატო მიდის აივნისკენ ეს ბაბუინი და სად მიყავს ჩემი ფისო?
-მომეცი აქ მხეცო-ხელიდან ვართმევ. დედა რა ფუმფულაა.
-შენ გგონია სანაგვეს ვერ დავუმიზნებდი?-ხითხითებს,პირუტყვობის განსახიერება!
-რაღაც უნდა გითხრათ-გვაწყვეტინებს ლევანი. კიდევ კარგი თორე თავი გაეროს ანსამბლიაზე მისული რუსეთის წარმომადგენელი მგონია.
-მგონი ჯობს ცალ-ცალკე ვუთხრათ-თვალით რაღაც გაურკვეველ ჟესტს აკეთებს ლიკა და ჩვენი ოთახისკენ მიმარბენინებს
-ხო მშვიდობაა გოგო?-ვუყურებ ერთდროულად გაბადრულ და წარბშეკრულ ლიკას,ჰე ჩამოყალიბდეს ახლა ბედნიერია თუ მოწყენილი თორე გაურკვევლობაში ვარ.
-კატო მე და ლევანმა...მოკლედ...
-ვაიმე ამოღერღე ლიკუნა!-ხელებს ვუქნევ სანტა ბარბარას გმირივით
-მე და ლევანმა ნიშნობა გადავწყვიტეთ- მაყრის და შეშდება
ვაიმე ვალიდოლი მომიტანეთ ვინმემ! სიკვდილო! თავში ყველაფერი ტრიალებს. დღეს პირველი აპრილია? ვაიმე არა კატო სექტემბერი მთავრდება უკვე! ამათი ერთად ყოფნის დროს ვითვლი,6 თვე! მხოლოდ ექვსი! არა წელიწადნახევარია ერთმანეთს ვიცნობთ მაგრამ შეყვარებულები აპრილში გახდნენ. ჯანდაბა! არაა! ამისთვის მზად არ ვარ,არც მე და არც ბუბუს არ გვინდა მარტო ცხოვრება! არანაირად!
-კატო კარგად ხარ?-ფიქრებიდან გამოვყავარ ლიკას ხმას,ახლაღა ვხვდები რომ ამდენი ხანია პირი მქონდა დაღებული.
-ვაიმე ლიკუნა გაგიჟდი? რა დროს თქვენი ქორწილია ჯერ?-თვალებგაფართოებული სხაპა-სხუპით ვაყრი.
-უიმე არა გოგო რა ქორწილი პროსტა ნიშნობა გვექნება-ისე მეუბნება ვითომ ნიშნობა პარკში გასეირნება იყოს. ჯანდაბა და ვინმე გამაგებინებს „პროსტა ნიშნობა“ რას ნიშნავს?
-ლიკა სანამ გულმა დამარტყა წესიერად ამიხსენი რა ხდება-საწოლზე ვეშვები
-გოგო ნიშნობა გვექნება რა,ისევ ერთად ვიცხოვრებთ მე და შენ,ქორწილზე კიდე იქეთ წლამდე არც ვფიქრობთ-მაყრის სასწრაფოდ და ხელს იქნევს,კაი ხო ცოტა ვმშვიდდები
-ადამიანო რესტორანში ქეიფი თუ გინდოდათ სხვა მიზეზი ვერ იპოვეთ? რაღა ხუთი თვით ადრე მოგინდათ ნიშნობა
-რავი ხალხი გამოვაშტეროთო ვიფიქრეთ-კისკისებს ლიკა. ვაიმე იპოვა ერთმა ბატმა თავისნაირი მეორე ბატი და აღარ იციან რა ქნან.
სამზარეულოში ვბრუნდებით,თავში ყველაფერი ჯერ კიდევ არ დამლაგებია. ჰუნების ბელადი თვალებგაფართოებული მიყურებს,ეჰ შენც ჩემს დღეში ხარ ხო შე საცოდაო,არა მაგარი სიურპრიზი კი გაგვიკეთეს დღეს ამ გიჟებმა. ვჯდები,რამდენ ხანს უნდა უყურონ ახლა ასე ერთმანეთს?
-როდისთვის აპირებთ-ისევ მე ვიღებ ხმას
-ორ კვირაში-დამნაშავესავით მიღიმის ლევანი. ჯანდაბას რაც არის არის.
-კაი ლიკუნა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი-თითს მაღლა ვწევ- კაბაზე როდის გავდივართ?


სალონის სარკეში ვიყურები,ორკვირიანი ენა გადმოგდებული სირბილი სახეზე მაქვს აღბეჭდილი. ვაიმე კატო რას გავხარ დღეს დილით საწოლში იყავი თუ ჯვაროსნულ ომში?
-თმა კარგად დამისწორეთ და ბოლოები დამიხვიეთ-ვაძლევ განკარგულებას,გამოცდილებიდან გამომდინარე ერთი წესი დავიზეპირე:თუ სალონიდან გამოსული ელოდები რომ კაკ მინიმუმ მონიკა ბელუჩის დაემსგავსები ესენი მაინც შენს მეზობელ ნათელაზე ცოტათი ლამაზს გაგხდიან.
-ბუნებრივია?-უკვე შეეჩვია ყური ამ კითხვას
-დიახ-ვუღიმი,მაგრამ თუ ასე განაგრძობ დაწვას ბუნებრივი კიარა საერთოდ თმის ნასახიც აღარ შემრჩება მალე.საბოლოო შედეგს თვალს ვავლებ,ჰაჰ ცუდი არ არის,საპირისპირო მხარეს მჯდომ ლიკასთან მივკაკუნებ,წინ ჩამოყრილი თმებიდან საცოდავად მიყურებს
-რამდენ ხანში მორჩებით-ვუბრუნდები სტილისტს
-ალბათ ოც წუთში-მიღიმის,ხო ამათი ოცი წუთი უნდა გაამრავლო ორზე და მიუმატო ხუთი,მანამდე რა ჯანდაბა ვაკეთო? ჰაჰ ვიცი,ჩემს წინ დაკიდულ სადედოფლო კაბას თვალს ვავლებ
-შეიძლება მოვისინჯო?
-რა თქმა უნდა-მიღიმის ქერა ქალი კევის ღლაჭუნით-თქვენც მალე გაქვთ ქორწილი?
-არა მაგრამ მე და ჩემს დაქალს ერთნაირი აღნაგობა გვაქვს და მისთვის წინასწარ შევარჩევ-არ ვიბნევი. სარკიდან ლიკა გაღიმებული მიქნევს თავს. ხო კატო ამ ტყუილისთვის ცხვირი გაგეზრდება ან რქა ამოგივა.
დიდი ვაი-ვაგლახით ვიკრავ გვერდითა თასმებს,ჰუჰ საკმაოდ მძიმე ყოფილა,სარკესთან მივფართხუნებ,ოჰოოო ამას არ მოველოდი,ცოტა დეკოლტე მიჭედავს თორე,სადაა მკერდი და კაი ცხოვრება.არაა ლიკას უნდა ვაჩვენო!
-ნახე ლიკა რა ლამაზია-მგონი მეორე კლასელის ხმა მაქვს-ამ კაბის ჩასაცმელად გათხოვდებოდა კაცი-ვხითხითებ
-ვაიმე რა მაგარია-თვალებანთებული მიყურებს ლიკა.
-გაიხადე შენ მაინც არავინ მოგიყვანს ცოლად-მესმის ზურგს უკან ფხუკუნი. ოჰ მობრძანებულა იუმორის ნათლია და სტალონეს ბიძაშვილი
-ეგ სმოკინგი ძონძითაუნში იყიდე?-ვუბრუნდები თვალებმოწკურული,უიმე ნუ ხარ ასეთი სიმპათიური ადამიანო! და შენ კიდე აზრზე მოდი კატო! ისევ გასახდელისკენ ვიღებ გეზს და გრძელ ცისფერ კაბას ვიცვამ.
-კატოო ჩემიც წამოიღე-მესმის ლიკას ხმა,დაამთავრა ალბათ უკვე. მუხლებამდე სადა თეთრ კაბას ხელს ვავლებ და მისკენ მივემართები.

რესტორნის კართან თვალებგაბრწყინებული ლევანი გვხვდება,ლიკაც ეგერევე მისკენ მიიწევს,უიმე საყვარლები
-ხო ამათი ყურებით მაინც დატკბი შენ-ხელს ცხვიწრინ მიქნევს სტაჟიანი დეგენერატი,მოკლედ ამან რომ არ ჩამიშხამოს რომანტიკული განწყობა მოკვდება. პროსტა ეს საღამო ისე როგორ ჩაივლის სამაგიერო რომ არ გადაგიხადო. ვეჯღანები და დარბაზში შევდივარ. უჰუუ ამას არ ველოდი
-გოგო რამდენი ხალხია-ვუჩურჩულებ თვალებგაფართოებულ ლიკას
-ხო გოგო 60-70 კაცი იქნება,ნიშნობა კიარა პატარა ქორწილი გამოგვივიდა მოკლედ-მეჩურჩულება ისიც. ჩვენსკენ მომავალ ლიკას დეიდაშვილს ვხედავ
-გოგო თორნიკე მოდის,გამაგრდი-იდაყვს ვკრავ
-აუ არ მაქვს ახლა ამის თავი-სასოწარკვეთილი მიბრუნდება,ხო ეს ის უხერხული მომენტია ადამიანს ასი წელი რომ არ დაპატიჟებდი,მაგრამ ნათესავია და ტეხავს.
-ვახ ლიკუნა გეღირსა გოგო? როგორ აიძულე ის საცოდავი-ჩასისინებს თორნიკე-ჩეცვლილხარ კატოო-ოჰ გადმოვიდა ჩემზეც. ხო შენ საერთოდ არ შეცვლილხარ თორნიკე,ისევ ისეთი გაუთლელი ხეპრე ხარ და ისევ ჩემხელა ღიპი გადევს. ნაძალადევად ვუღიმი
-წამო გოგო გვეძახიან-ლიკას ხელს ვავლებ
-გადამარჩინე-კისკისებს
-სიცოცხლის ბოლომდე ვალში ხარ ჩემთან-ვხითხითებ და მაგიდისკენ ვიღებთ გეზს.
მშობლების სადღეგრძელოსაც ვსვამ და ეგაა კატო შესვენება გჭირდება,გეზს აივნისკენ ვიღებ. გამაგებინეთ ვინმემ რატომ აქვს ამხელა დარბაზს ასეთი პატარა აივნის კარი,ბეჭდების მბრძანებლის ჰობიტებმა დააპროექტეს? თავს ვხრი და გავდივარ,ჰუჰ სამაგიეროდ თვითონ აივანია დიდიი.
-წინააღმდეგი ხომ არ იქნები აქ რომ დავდგე?-რატომ ჩამესმის ორანგუტანგის ქირქილი რიგით მესამეჯერ?
-ვიქნები-ხო რა თქმა უნდა სანამ სიტყვას დავამთავრებ უკვე დგას.
-ნუ გეშინია მოხუცთა თავშესაფარში სულ მარტო რომ დარჩები მოგინახულებ ხოლმე,თუ ჭკუით იქნები შეიძლება პროთეზიც გიყიდო-დამხითხითებს თავზე. ოჰ დალეწა იუმორის კედლები ბიჭმა.
-ნუ ხვანცალებ კანტუზიანი კალიასავით-თვალებს ვუწვრილებ.ვაიმე როგორ მინდა იმ ყელზე დამაგრებულ ბაბოჩკაში ჩავავლო ხელი და მოვახჩო.
-ბაჩიიი წამო ვიცეკვოთ-მესმის ზურგს უკან წიკვინი,ოჰ გავხსენებივართ თამუნას. ტუჩები კარებში მოყვა თუ რატო აქვს ასე დაპრუწული?
-გტოვებ მარტოს საკუთარ თავთან-თვალს მიკრავს ლენჩი და კარს უახლოვდება. მოიცა ეს აყლაყუდა პლიუს დაბალი კარი აბა რას ნიშნავს კატოო? მიდი ფიზიკის კანონები შენს მხარესაა! ხახ,მთავარია დრო სწორად გავთვალო. აი ამაყად მიაბიჯებს და გასასვლელად თავს ხრის. სამი,ორიი...ერთიი...თითებს მალებს შორის ვუმიზნებ და სწრაფად ვურჭობ,ინსტიქტურად წელში იმართება და ბახ! ხო ეს ჭექა-ქუხილის ხმა ნამდვილად არ ყოფილა,ვაიმე ახლა ჩავქვესკნელდები. რაო რაც ტვინი გვქონდა ისიც მივასხით რაფაზე? დაგვიბნელდა თვალები და შეგვაშრა გველური ღიმილი ტვინსმისხმულ სახეზე? ლეკვივით წკმუტუნებს,კისკისი ხარხარში გადამდის. ეჰ გავასწარი დროზე,შეშფოთებულ ქერას გვერდს ვუვლი და სასწრაფოდ მაგიდისკენ მივემართები,ვჯდები და ქირქილს ახლა აქედან განვაგრძობ. ხახ ესენი მომავალი წყვილის მე კიდე გამარჯვების სადღეგრძელოს ვსამ.
-არ ვიცეკვოთ?-საშინლად უსიამოვნო ალკოჰოლის სუნი მცემს.ზემოთ ვიყურები,ვაიმე თორნიკე არ მაქვს ახლა შენი გასივებული თავის თავი. მზერა მის უკან გადამაქვს,ოჰ აუწყვეტია თამუნიას ჯაჭვები ამირანს და ჯიქურად მოემართება.ერთადერთი ადამიანი პლანეტაზე რომელსაც ლიკუნა ვერ იტანს ბანცალით მიწვდის თავის ბოტოტა ხელს ,უიმე როგორ არ მევასები რა
-დიდი სიამოვნებით გეცეკვებოდი თორნიკე,მაგრამ ბაჩუკის შევპირდი ეს ცეკვა და ხო ხვდები არა-დანანებით ვუვლი გვერდს და მისტერ „წეღან სამეფო ტვინი მიმასხმევინეს და შუბლზე ჩემხელა კოპი მაზისს“ ხელს ვავლებ,პირდაღებული მიყურებს
-წამოდი ბაჩი ხომ მთხოვე მეცეკვეო-კბილებში ხმამაღლა ვცრი და თვალებს ვუქაჩავ
-რაა,ააა, ხოო?-ბურდღულებს დაბნეული,ხო ამან მემგონი მართლა დატოვა ის ორი გრამი ტვინი ერთი უნდა მივიდე და მოვძებნო. თვალებს ვატრიალებ და სცენისკენ მივათრევ. Lady Gaga-Million Reasons იწყება, მეც ვბრუნდები და ხელს ვხვევ. ოჰ მიგვიღია ისევ ძველებური იერი. სანამ შუქები ჩაქვრება ორ ნაბიჯში ლევანთან მდგარი ლიკას გაოცებულ თვალებს ვაწყდები,უიმე ეს ის არ არის რაც შენ გგონია ლიკუნა. სუსტ განათებაზე წელზე ფრთხილად მხვევს ხელს
-დისტანცია!-ვუღრენ. იღიმება. მისამღერსაც მივადექით
-დატრიალდი-მეუბნება გულგრილად,კი ბატონო რაც ნაკლებად დავინახავ შენს სახეს მით უკეთესი,ბრუნს ვაკეთებ მაგრამ უცებ საყრდენი მეცლება და მთელი სისწრაფით უკან ვიხრები, ჯანდაბა რა ნაცნობი სიტუაციაა ისევ მკლავზე ვარ გადაწვენილი,ვაიმე ლამის წელში გადამტეხა ამ არანორმალურმა.
-ხომ კარგად ხარ კატო?-ჩამსისინებს და მასწორებს,ჯანდაბა შურისძიება მოგვინდა ხო? ახლა გაჩვენებ! თმებს სახიდან ვიყრი და მარჯვენა ქუსლს მთელი ძალით ვაჭერ მის მარცხენა ფეხს. ჰაჰ სიმწრისგან სახე ენთება.
-ხომ კარგად ხარ ბაჩუკი?-ღიმილით ვუბრუნებ კითხვას.
-კარგი,ამდენ ხალხში დღეისთვის კმარა-თვალს თვალში მიყრის
-დროებითი ზავი?-წარბს ვწევ
-დროებითი ზავი-მიდასტურებს.
მისამღერი და ჯუნგლების მეფის მოახლოვება ერთად იწყება,კარგი კატო დაოკდი არაფერი უჩვეულო არ ხდება! ერთი წუთიც და დამთავრდება სიმღერა. არა არა ნუ მადებს ლოყას თმებზე ნუ! და ნუ ვგრძნობ შენს სუნთქვას! ცუდი ბიჭი,ცუდი! კატო აზრზე მოდი და გულო შენთვის აზრი არავის უკითხავს,ჩუმად იფეთქე თუ შეიძლება! ხუთი....ოთხი, სამი...ორი,ერთი..... მორჩა,ხელებს ვუშვებ და ჩემი სკამისკენ მივემართები,დედა რა იყო ეს ა?
-და მადლობა სადაა ქალბატონო?-მესმის ზურგს უკან.
-არაფრიიის-ვუყვირი მხიარულად და გზას ვაგრძელებ.
ლიკა გვერდით მისკუპდება,ო არა დაიწყო
-აბა მოყვა რა ხდება-თვალებს წკურავს.
-არაფერი გოგო შენს დარეხვილ დეიდაშვილს გავექეცი და ეს შემრჩა ხელში
-ოო მე კიდე ვიფიქრე უცხოპლანეტელები ჩაუსახლდათ ან პარალელურ სამყაროში გადავიდნენ თქო-ფრუტუნებს უკმაყოფილოდ
-არა შენ ფანტაზიორობაში ძაან-ვხითხითებ.
-ცოტა ხნით უნდა წაგართვა-გვიღიმის ლევანი-ვაცეკვებ და დავაბრუნებ-თვალს მიკრავს.
-დაიტოვე შენი იყოს-ენას ვუყოფ ლიკას. გაფრინდნენ გვრიტები. Coldplay-ს In My Place ჯერი დამდგარა,ჰაჰ ქოლდფლეი აღარ მიხსენოთ! და ტვინო ისეთი რაღაცეები რომ გახსენდება რაც არ უნდა გაგახსენდეს ჯობს მაგ ტემპით გამოცდების დროს მუშაობდე! ხელოვნური ჩახველების ხმა მესმის. ის როგორ არის,თუ კატო არ მივა თარხან მოურავის შთამომავალთან,თარხან მოურავის შთამომავალი მივა კატოსთანო ხო?
-დღეს ქველმოქმედების ხასიათზე ვარ წამო გეცეკვო-მედიდურად დამყურებს და ხელს მიწოდებს მისი უმაღლესობა
-ზოგადად თავგახეთქილ ვირებთან არ ვცეკვავ მაგრამ დღეს პატივს დაგდებ და გეცეკვები-გამოწვდილ ხელზე ვეჭიდები



№1 სტუმარი Anna

ვგიჟდები მე ამ მოთხრობაზე

 


№2  offline მოდერი gonegirl

Anna
ვგიჟდები მე ამ მოთხრობაზე

მადლობაა kissing_closed_eyes
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№3 სტუმარი Tako98

Gushin verafrit ver davtove komentari da dfes dagiwer rom dzalian magaria da dzalian magari xar <3 male dadee

 


№4  offline წევრი Salivan

როგორ მომწონს ეს ისტორიაა ჩემო კარგოო. ძალიან კარგი პერსონაჟები გყავს. ისტორიის მსვლელობა ხომ საერთოდ გადასარევი. ვგიჟდები იმათ ჩხუბზე. ასე გააგრძელე კიდევ 87 თავი :-)) :-)) :-))

 


№5  offline მოდერი gonegirl

Tako98
Gushin verafrit ver davtove komentari da dfes dagiwer rom dzalian magaria da dzalian magari xar <3 male dadee


მადლობა საყვარელო,გუშინ ტექნიკური პრობლემა ქონდა საიტს და ვერავინ ვერ დებდა კომენტარებს,მოკლედ ძალიან გავბრაზდი. ახალი თავი მაშინ დაიდება როცა საიტზე ყველაფერს წესრიგში მოიყვანენ

Salivan
როგორ მომწონს ეს ისტორიაა ჩემო კარგოო. ძალიან კარგი პერსონაჟები გყავს. ისტორიის მსვლელობა ხომ საერთოდ გადასარევი. ვგიჟდები იმათ ჩხუბზე. ასე გააგრძელე კიდევ 87 თავი :-)) :-)) :-))

ტკბილოო kissing_closed_eyes kissing_closed_eyes
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№6  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

გუშინ ვერც მე დავაკომენტარე.
კარგი იყოო. არ ველოდი ასე უცბათ ქორწილს ანუ გამაკვირვე.მომწონს წყვილები და ასევე იუმორიც ძალიან ვიხალისე მართლა. ჩემი აზრით ცოტა სერიოზულობა და წინ გადადგმული ნაბიჯი ურიგო არ იქნებოდა. მაგრამ ნუ შენი გადასაწყვეტია. ძაან მინდდა რო კიდევ უფრო მეტად გამოაჩინ და გაანვითარო ლიკას და ლეოს წყვილი. მაგარი ხარ, ველოდები შემდეგსსსს!!!!!!!!!!!!!!!!!!!1

 


№7  offline წევრი Mtirala

Miyvars es istoria da shenc magram cota seriuzuloba ar awyenda magram shen gadawyvite
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№8 სტუმარი Tite

Male dade ra axali tavi, gasworda ukve saiti :D

Gushin ver davwere komentari. Vgijdebi ise momwons es iatoria!!!

 


№9  offline მოდერი gonegirl

nawkas12345
გუშინ ვერც მე დავაკომენტარე.
კარგი იყოო. არ ველოდი ასე უცბათ ქორწილს ანუ გამაკვირვე.მომწონს წყვილები და ასევე იუმორიც ძალიან ვიხალისე მართლა. ჩემი აზრით ცოტა სერიოზულობა და წინ გადადგმული ნაბიჯი ურიგო არ იქნებოდა. მაგრამ ნუ შენი გადასაწყვეტია. ძაან მინდდა რო კიდევ უფრო მეტად გამოაჩინ და გაანვითარო ლიკას და ლეოს წყვილი. მაგარი ხარ, ველოდები შემდეგსსსს!!!!!!!!!!!!!!!!!!!1

Mtirala
Miyvars es istoria da shenc magram cota seriuzuloba ar awyenda magram shen gadawyvite

Tite
Male dade ra axali tavi, gasworda ukve saiti :D

Gushin ver davwere komentari. Vgijdebi ise momwons es iatoria!!!

მადლობებიი kissing_closed_eyes kissing_closed_eyes relaxed
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№10 სტუმარი გვანცა))

მმმმ რა კაარგიაა❤
წარმატებებიი

 


№11  offline აქტიური მკითხველი select

ის როგორ არის,თუ კატო არ მივა თარხან მოურავის შთამომავალთან,თარხან მოურავის
შთამომავალი მივა კატოსთანო ხო?
­დღეს ქველმოქმედების ხასიათზე ვარ წამო გეცეკვო­მედიდურად დამყურებს და ხელს მიწოდებს
მისი უმაღლესობა
­ზოგადად თავგახეთქილ ვირებთან არ ვცეკვავ მაგრამ დღეს პატივს დაგდებ და გეცეკვები­
ამ მომენტზეე გავჭედე რაა მაგარი ხაარ და არ დააგვიანოო

 


№12 სტუმარი Guest Keti

Vicine dzaan bevri mara male ro dado da didi tavebi kai ikneba pakaaaaaaa

 


№13  offline მოდერი gonegirl

გვანცა))
მმმმ რა კაარგიაა❤
წარმატებებიი

გაიხარეე kissing_closed_eyes
select
ის როგორ არის,თუ კატო არ მივა თარხან მოურავის შთამომავალთან,თარხან მოურავის
შთამომავალი მივა კატოსთანო ხო?
­დღეს ქველმოქმედების ხასიათზე ვარ წამო გეცეკვო­მედიდურად დამყურებს და ხელს მიწოდებს
მისი უმაღლესობა
­ზოგადად თავგახეთქილ ვირებთან არ ვცეკვავ მაგრამ დღეს პატივს დაგდებ და გეცეკვები­
ამ მომენტზეე გავჭედე რაა მაგარი ხაარ და არ დააგვიანოო

მადლობა დიიიდი bowtie ვეცდები

Guest Keti
Vicine dzaan bevri mara male ro dado da didi tavebi kai ikneba pakaaaaaaa

ვეცდები საყვარელო kissing_closed_eyes
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


ვაიმეე აი ძააან მაგარია, რასაც მე ამათზე ვიცინიიი :დდდდ რაც კი ოდესმე წამიკითხავს ყველას ჯობია !! <3

 


№15  offline მოდერი gonegirl

მწვანეთვალება
ვაიმეე აი ძააან მაგარია, რასაც მე ამათზე ვიცინიიი :დდდდ რაც კი ოდესმე წამიკითხავს ყველას ჯობია !! <3

თენქიუუუუუუუუუუუ kissing_heart kissing_heart
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№16  offline მოდერი gonegirl

karma
დღეს დადებ? kissing_heart

ხვალ დავდებ 7სთვის (ოღონდ რომელზე გამოაჩენენ ვერ გეტყვი) worried flushed
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№17  offline წევრი დიანა23

მალე დადებ 11-ე თავს ? ისტორია კი ძალიან მომეწონა , იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება <3

 


№18  offline მოდერი gonegirl

დიანა23
მალე დადებ 11-ე თავს ? ისტორია კი ძალიან მომეწონა , იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება <3

ხვალ საღამოს დავდებ blush დასასრულს ჯერ ვერ გაგიმხელთ relieved
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№19  offline წევრი MariamLecter

ძალიან მაგარია, პოზიტიურ ხასიათზე დამაყენა, წარმატებები <3 <3 იმედია ცუდად არ დაასრულებ თორე გავგიჟდები გეგიცები :დდ <3

 


№20  offline მოდერი gonegirl

MariamLecter
ძალიან მაგარია, პოზიტიურ ხასიათზე დამაყენა, წარმატებები <3 <3 იმედია ცუდად არ დაასრულებ თორე გავგიჟდები გეგიცები :დდ <3

მადლობაა kissing_closed_eyes kissing_closed_eyes
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№21 სტუმარი Guest ლანა

აუ მალე დადე რა ლოდინით დავიგალე

 


№22  offline წევრი Dadu Mghebrishvili

ძაან მაგარიიაააა <3 ოღონდ მალე დადეეე

 


№23  offline აქტიური მკითხველი terooo

ფანტაზიაშიი შეენარჩუნებინა ძაან

 


№24  offline წევრი კალლ აია

ვუუუჰუუუუუუ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent