Supernatural -თავი 3-
დაგიბრუნდიიით ჩემო საყვარლებოო ვიცი პატარა თავია უბრალოთ ამონეტერესებს ღირს თუ არა გაგრძელებაა : ველი თვენს შეფასებეებს ახლოს ვიყავი მასწავლებლის სახლთან. ერთ-ერთ ყველაზე ჩუმ და მიყრუებულ ქუჩას მივუყვებოდი, როცა უეცრად ვიღაცამ ხელი დამავლო და კედელს ამაყუდა. შიშისგან კივილი ამომხდა, მაგრამ ხელი პირზე ჰქონდა აფარებული. თვალები დახუჭული მქონდა არაფრის დიდებით არ ვახელდი. ძალას ვიკრებდი რომ შევწინააღმდეგებოდი, მაგრამ ის არაფერს შვრებოდა. ნელა გავახილე თვალები... ისევ ის მოელვარე თვალები... გაშტერებული ვუყურებდი, გულის სიღრმეში ვგრძნობდი, რომ ვიღაც ნაცნობი იყო. ვცდილობდი გამერჩია მისი სახე, მაგრამ სიბნელის გამო მიჭირდა. უეცრად სინათლე შემოვიდა, რომელიც გამვლელმა მანქანამ გამოიწვია და მისი სახეც კარგად გამოჩნდა. ლაშა იყო... ჰოო, ის ლაშა პარკიდან, რომელიც უეცრად, აუხსნელად გაქრა თვალთახედვიდან... თვალებში ვუყურებდი გაოგნებული, ჩემი შიში “უცნობისადმი“ კი სადღაც გამქრალიყო. ფრთხილად მომაშორა პირიდან ხელი -გთხოვ არ იყვირო თიკა -ხმადაბლა მითხრა -არ ვაპირებ კივილ-წივილის გამართვას -ისევ გაოცებულმა ვუთხარი -ძალიან კარგი -თქვა ჩუმად და გვერდზე გაიხედა. მე დაბნეული ვუყურებდი არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა. ვერ გამეგო ჩემგან რა უნდოდა და რა თამაშს თამაშობდა... ყველაზე მეტად კი ის მაკვირვებდა, რომ რაღაც არა ამ ქვეყნიური შესახედაობა ჰქონდა. უცებ შეეძლო გაქრობა ისე თითქოს არც ყოფილა... საერთოდ დავიბენი, სახეზე ფერი დავკარგე, მინდოდა გავქცეულიყავი მაგრამ ვერ ვახერხებდი... ლაშამ შეამჩნია ჩემი მდგომარეობა და ისევ მე გამომხედა. ისევ ის მოელვარე თვალები... -მოკლედ გეტყვი რა მინდა-თქვა და დაჟინებით მომაჩერდა -თქვი - ჩამწყდარი ხმით ვუპასუხე -ე.ი. შენ აქ ვეღარ იცხოვრებ, შენი ადგილი დედამიწაზე არ არის -თქვა და განაგრძო ჩემზე დაკვირვება. ამ სიტყვების გაგოინებაზე ენა ჩამივარდა... ვერ ვხდებოდი რას ბოდავდა... ნერვიულობა და გაკვირვება ახლა უკვე ისტერიკაში გადამივიდა და ძლივს შენარჩუნებული სიმშვიდით ვუპასუხე -რას ქვია ჩემი ადგილი დედამიწაზე არ არის ?! შენ ცუდად ხომ არ ხარ? რას ბოდავ მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ვერ ვხვდები რას მეთამაშები და მებოდიალები -ბოლო სიტყვებზე ვერ შევიკავე თავი და ლამის ვკიოდი. ჩემს ყვირილზე მას სახე შეეცვალა და თვალები უარესად აუელვდა, სიბრაზისგან ყელზე ძარღვები დაეჭიმა, სახე გაუმკაცრდა, თვალები ამავდროულად ჩაუსისხლიანდა და მისმა კანმა ფერი იცვალა. ყველანაირად ვცდილობდი დავწყნარებულოყავი, მაგრამ ეს უკვე შეუძლებელი იყო, რადგან ამდენს ჩემი გონება ვეღარ ახერხებდა, თავი სიზმარში მეგონა, მინდოდა ვინმეს გავეღიძებინე, რომ ეს არსება გამქრალიყო... მაგრამ ნელ-ნელა ვაანალიზებდი,რომ გოდების და წუწუნის დრო არ იყო რაიმე უნდა მექნა, უფრო კონკრეტულად კი გავქცეულიყავი. ფიქრებში ვიყავი, გეგმის შედგენას ვცდილობდი, რათა ამ ადგილიდან მოვშორებულიყავი, როცა ლაშას მეტად შემზარავი ხმა მომესმა -ზედმეტები მოგდის ქალბატონო თინათინ. მე ჩემი გითხარი. ან იმას გააკეთებ რასაც მეგეტყვი ან ცუდად დაასრულებ- მისი ხმა კიდევ უფრო დაბოხებულიყო, მის მოელვარე თვალებს ვეღარ ვხედავდი მაგრამ მის ხმას რაღაც ცხოველის ქოშინის მაგვარი თანსდევდა.... მომენტალურად თავის გადარჩენის ისტინქტი. ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ დრო ვიხელთე მისი უმოქმედობით , ფეხი ერთ ადგილას ამოვარტყი და თავქუდმოგლეჯილი გგავიქეცი ქართულზე. უკან გახედვაც არ მინდოდა უბრალოდ წინ ვიყურებოდი სახე წაშლილი და მთელი სიჩქარით მივრბოდი... როცა ძალიან დავიღალე გავჩერდი, ახლაღა დავიწყე გარემოს თვალიერება, ლაშა არსად ჩანდა... თუმცა, რომ გამომკიდებოდა ალბათ დამეწეოდა, ალბათ კი არა დამეწეოდა ყველა ვარიანტში. როცა დავრწმუნდი, რომ მართლა არავინ იყო საეჭვო ჩემს გარშემო ცოტა მოვეშვი, თავი შეძლებისდაგვარად ხელში ავიყვანე და აჩქარებული ნაბიჯით წავედი მასწავლებელთან. ქართულზე ჩვეულებისამებრ ორი საათი ვიყავი, უკვე საკმაოდ დაწყნარებული ვიყავი. ვცდილობდი არ მეფიქრა მომხდარზე და ლაშას უცნაურ გარეგნობაზე, მაგრამ თავსმაინც ვერაფერს ვუხერხებდი... როგორც კი სადარბაზო დავტოვე და ტრასაზე გავედი მაშნვე შევამჩნიე საეჭვო ჩაბნელებული მანქანა მაგრამ არ შევიმჩნიედა გავაგრძელე გაჩერებისკენ გზა.. გული გამალებით მიცემდა, ვგრძნობდი საშიშროებას. ინსტიქტურად გავიხედე უკან... ისევ ისმანქანა.... სიბნელე... სინათლის გაელვება .... ისევ... უცნაურიი არსება... წითელი თვალები და ისევ სიბნელე.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.