შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცისფერთვალება (1 თავი)


14-12-2016, 00:49
ავტორი Abigail
ნანახია 1 532

"ცისფერთვალება"
თავი 1.
გოგონა ნელა მიუყვებოდა ნაცნობ, თუმცა ამავდროულად დავიწყებულ ქუჩას. ტაქსის მძღოლს სპეციალურად სთხოვა კაფისგან ოდნავ მოშორებით გაჩერება, რომ შესძლებოდა ძველი ადგილების გახსენება და ამდენი წლის შემდეგ საქართველოს დედაქალაქით დატკბობა. ვერანაირად ვერ იტყოდა, რომ პარიზი თბილისს სილამაზით ჩამოუვარდებოდა, თუმცა სამშობლოს მიმართ მაინც სულ სხვანაირი გრძნობები ჰქონდა და ამას არასდროს არ უარყოფდა. უყვარდა, თბილი ამინდები, განსაკუთრებით კი თბილისში, როდესაც მზე დასაკმაყოფილებლად აცხუნებს და გათბობს, ამავდროულად კი ნაზი სიო უბერავს, რომელიც დღეს უფრო სასიამოვნოს ხდის, ამ დროს ყველას თითქოსდა კარგი განწყობა აქვს, ქუჩაშიც ზედმეტ ნეგატიურობას ვეღარ ამჩნევ და შენც ბედნიერი ხარ.
ასეთ ამინდში სეირნობას რა ჯობია?! ალბათ არც არაფერი. ზუსტად ასე ფიქრობდა ელენეც, რომელსაც კაფეში შესვლა არ სურდა, თუმცა საბოლოოდ მეგობრების ნახვის სურვილმა სძლია და აჩქარებული ნაბიჯებით წავიდა დანიშნული ადგილისკენ. მძიმე, გამჭირვალე კარები ნელა შეაღო და მისი დიდი ცისფერი თვალების აქეთ-იქით ცეცება დაიწყო, რომ მისი მეგობრები შეამჩნია, საბოლოოდ კი დაინახა, გოგონას პატარა, სუსტი სხეული, რომელიც ადგილზე ვერ ისვენებდა და შეუჩერებლად ცქმუტავდა. ჩაეცინა და უკნიდან სწრაფად მოეხვია ანის. ანი გაოცებული დარჩა, პირველად ვერც კი გაიაზრა თუ ვინ ეხუტებოდა, მაგრამ, როდესაც ელენეს სახე შეათვალიერა გახარებულმა მოხვია მანაც ხელები და სკამიდან ადგა, რომ ნორმალურად ჩახუტებოდა ორი წლის უნახავ მეგობარს. შემდეგ ნიკასაც თბილად მოეხვია და მხოლოდ ამის შემდეგ შენიშნა მესამე ადამიანი, რომელიც ამ დროის განმავლობაში გაღიმებული უყურებდა მათ. საკმაოდ სიმპათიური მამაკაცი, სადღაც 23-25 წლის, ღია ცისფერ პერანგში და შავ უბრალო ჯინსებში გამოწყობილი. მუქი თმები და საოცრად მიმზიდველი ცისფერი თვალები, ასვეე არც ისე დიდი ზომის სწორი ცხვირი და ღია ვარდისფერი ტუჩები. ბიჭს საყვარლად გაუღიმა და თავის დაკვრით მიესალმა, რადგან მაგიდა ოთხი კაცისთვის იყო განკუთვნილი და სხვაგან ადგილი აღარ იყო, უცნობის გვერდზე მოუწია დაჯდომა. სკამი ნელა გამოწია და გაბრწყინებული თვალებით ჩამოჯდა.
- პირველ რიგში ჩვენს ახალ მეგობარს გაგაცნობთ, - საყვარლად ჩაიცინა ანიმ. - ეს ალექსანდრეა, ნიკას კურსელი, საკმაოდ დიდი ხანია უკვე რაც დაგვიახლოვდა, მაგრამ შენ ხომ პარიზში ნებივრობდი და რა თქმა უნდა არც იცი მისი არსებობის შესახებ. - ეშმაკურად გახედა ელენეს და ისევ გაიცინა.
- სასიამოვნოა. - გაუღიმა ალექსანდრემ ელენეს.
- ასევე. - თავის ქნევით მიუგო მანაც და მზერა ნიკაზე და ანიზე გადაიტანა.
- მიდი, მოყევი, რა ხდებოდა იმ ქალაქში სადაც წასვლა სულ მინდოდა? ამდენი ხანი ველოდი შენთან შეხვედრას, შენ კი ხმას არ იღებ. - ოდნავ გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა ანიმ.
- არაფერი ისეთი, პირველი რამდენიმე თვე სულ ქალბატონი ჟიზელის ჭკუაზე დავდიოდი, შემდეგ უკვე სხვაგან გადამიყვანეს და მეც საბოლოოდ ამოვისუნთქე. - გრძელი თმები სახიდან გადაიწია გოგონამ.
- რითი საქმიანობ? - ცნობისმოყვარეობა ვერ დამალა დიდებულმა ალექსადნრემ.
- არქიტექტორია. - პასუხის გაცემა ნიკამ დაასწრო. - მაგარია, არა?
- ნამდვილად. - ღიმილს ვერ იშორებდა ბატონი ალექსანდრე.
- ღმერთო, ელენე ილაპარაკე! შენ იყავი საზღვარგარეთ მე კი არა... - ხელების ქნევაზე გადავიდა უკვე ანი.
- ჟორჟს საბოლოოდ დავშორდი... - რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ ამოიღო ხმა ელენემ.
- მე ჯერ კიდევ იმ დროს ვიცოდი რომ არაფრად არ გამოგადგებოდა, როდესაც ერთად სიარული დაიწყეთ, აუტანელი ბიჭი იყო, ნუთუ ვერ ამჩნევდი? შენი საუბრიდან გამომდინარე ვხვდებოდი ამას, როდესაც რაღაცეებს მიყვებოდი მასზე, შენ რამ გამოგასულელა?
- ხო, ვიცი. ჩემს აზრს არასდროს არ სცემდა პატივს, ბოლოს ზუსტად მაგიტომ ვიჩხუბეთ, როდესაც ვუთხარი რომ საქართველოში მსურდა დაბეუნება ძალიან გაბრაზდა, მეც მაქვს თავმოყვარეობა და მეტის გაძლება აღარ შემეძლო.
- ანუ ყველაფერი მორჩა? - ამდენი ხნის შედმეგ ამოიღო ხმა ნიკამ.
- ასე გამოდის. თან, არ მეგონა ამას თუ ვიტყვოდი, თუმცა ფრანგი ბიჭები ნამდვილად არ არიან სიმპათიურები, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. - ეშმაკურად გაიღიმა და შეკვეთილი ცივი ყავა მოსვა, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე წამის წინ მიუტანა ოფიციანტმა. მისი ნათქვამი ბოლომდე სიმართლეს არ შეესამებოდა, ჟორჟი ულამაზესი ბიჭი გახლდათ, ოდნავ მოგრძო ქერა თმით, მწვანე თვალებით და საკმაოდ კარგი სხეულით. მისი გარეგნობით თუ ვიმსჯელებდით დასაწუნს ნამდვილად ვერაფერს გამოუნახავდით, აი, ხასიათი კი მართლაც გამაღიზიანებელი და მომაბეზრებელი ჰქონდა. შეეძლო სისულელის გამო გაბრაზებულიყო და შემდეგ ამაზე არც ენერვიულა, ბოდიშის მოხდას ყოველთვის სხვისგან ელოდა, საკუთარ თავს კი არასდროს ადანაშაულებდა. ასეთი გახლდათ მაღალი, ფრანგი კალათბურთელი ჟორჟი, რომელიც თვლიდა რომ მისი მეორე ნახავარი მას ისეთს მიიღებდა როგორიც ის მართლაც იყო.
- ვერ დაგეთანხმები, ფრანგებსაც აქვთ რაღაც ხიბლი. - ჩაფიქრებულმა ანიმ ამოიღო ხმა.
- დარწმუნებული ვარ, ჩვენზე უკეთესები მაინც არ არიან. - სრული სერიოზულობით წარმოთქვა ნიკამ და მის გვერდზე მჯდომს თვალი ჩაუკრა.
ეს დღე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ელენე მეგობრებთან ერთად იცინოდა და მათ ისტორიებსაც ისმენდა.
მხოლოდ ახლა გაიაზრა თუ როგორ აკლდა ეს ყველაფერი. პარიზში დრო თითქმის არასდროს რჩებოდა მეგობრებისთვის და თუ სასწაული მოხდებოდა და მათთან შეხვედრას შეძლებდა თავს მაინც ვერ გრძნობდა კომფორტულად მათ გარემოცვაში.
ალექსანდრეც უკეთ გაიცნო და მასთან დაახლოვების სურვილიც გაუჩნდა, სხვებთან არ შეიმჩნია, თუმცა მისი გარეგნობითაც მოიხიბლა, ძალიან მოეწონა ეს ბიჭი. ალექსანდრეს ყოველ ქცევას ჩუმად აკვირდებოდა და ამავდროულად ტუჩს შეუმჩნევლად იკვნეტდა. ამას იმ დროსაც აკეთებდა, როდესაც კაფე დატოვეს და უბრალოდ სეირნობა დაიწყეს ანისთან და ნიკასთან ერთად.
მაღალი ქუსლებით სიარულმა დაღალა, მაგრამ მაინც ხმას არ იღებდა და მეგობრებთან ყოფნით ტკბებოდა.
სახლში გვიან დაბრუნდა, სადღაც ათ საათზე, დედამისი მისაღებში იჯდა და ტელევიზორში უაზრო ტელე-გადაცემას უყურებდა, შესვლისთანავე მიესალმა და ოთახში სწრაფად შევიდა შემდეგი დღისთვის ყველაფრის მოსამზადებლად. დასასვენებლად მხოლოდ ორი დღე მისცეს, შესაბამისად, ხვალ უკვე მოუწევდა სამსახურში დაბრუნებულიყო, არ სურდა, მაგრამ ვერაფერს გააწყობდა, ამ თანამდებობის დაკარგვა ნამდვილად არ სურდა, თან ხვდებოდა, რომ უსაქმურად ყოფნა ნამდვილად არ იყო სასიამოვნო. ცხელი შხაპის ქვემოთ რამდენიმე წუთი იდგა, მისი ნება რომ ყოფილიყო ასე საათებიც კი შეეძლო ყოფნა, არაფერი არ უყვარდა სახლში აბაზანაზე მეტად, ეს მისთვის რელაქსაციისთვის საუკეთესო ადგილი იყო, სადაც ყველაფერზე ფიქრობდა და დაწყნარებასაც ახერხებდა. თეთრი, თხელი ხალათით აბაზანიდან გამოვიდა და თმების გაშრობას შეუდგა, როდესაც მოწესრიგდა თბილ საწოლში ნასიამოვნები ჩაწვა და მალევე ჩაეძინა.
დილით ტელეფონში დაყენებულმა მაღვიძარმა გააღვიძა, ბავშვობიდანვე ეზიზღებოდა დილით ადრე ადგომა, ეს დღის ცუდად დაწყვებასთან ასოცირდებოდა, ყოველთვის წუწუნებდა, თუ რატომ იწყებოდა სკოლა ასე ადრე, სწავლა არასდროს არ ეზარებოდა, მაგრამ ადრე გაღვიძება ნამდვილად ეზიზღებოდა, ახლაც როდესაც სკოლა უკვე წლეები დამთავრებული ჰქონდა დილით ადგომა მაინც უწევდა და ეს ყველაზე მეტად აღიზიანებდა.
შეკრული თმები გაიშალა და თავს აქეთ-იქით ქნევა დაიწყო გამოსაფხიზლების მიზნით, რამდენიმეჯერ დაამთქნარა და მხოლოდ საწოლში რამდენიმე წუთით ნებივრობის შემდეგ ადგა.
დედას გაკეთებული ყავა სწრაფად დალია და საკუთარი თავის მოწესრიგების შემდეგ სახლი დატოვა.
სამსახურში ზუსტ დროს მივიდა, კიბეები აირნიბა და მონატრებულ თანამშროლებს მიესალმა. საბედნიეროდ, უმეტესობა ჯერ კიდევ იქ მუშაობდა, შესაბამისად ახალ ადამიანებთან შეგუება არ მოუწევდა. ქალბატონმა კატომ ელენე მის ახალ კაბინეტამდე მიაცილა და ახალი განრიგი გააცნო, მის დამხმარეს შეახვედრა და საბოლოოდ მარტო დატოვა ოთახში.
გოგონა კაბინეტში მოკალათდა და სადაცაა ახალი პროექტის განხილვა უნდა დაეწყო, როდესაც ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა. ფურცლები გვერდზე გადადო და შეტყობინება დაინტერესებულმა გახსნა.
„სასიამოვნო იყო შენი გაცნობა, იმედი მაქვს კიდევ ბევრჯერ შევხვდებით ერთმანეთს, მშვენიერო.“

საბოლოოდ, შევძელი და დავიწყე ამ მოთხრობის, "ცისფერთვალებას" წერა, რომელიც უკვე ბევრს ნიშნავს ჩემთვის. ეს არ არის ის რაც მინდოდა, მაგრამ დავიღალე, უკვე თვეებზე მეტია მინდა რაღაც ახალის დაწერა, მაგრამ არაფერი გამოვიდა აქამდე, ჩემი თავით სულ უკმაყოფილო ვიყავი და ახლაც ვარ, მაგრამ ვფიქრობ, თუ თქვენც შემიწყობთ ხელს, ზუსტად ამ მოთხრობით დავიხვეწები და მივაღწევ იმას რაც ასე ძალიან მინდა. პირველი მოთხრობაა, რომლის დადებაც ამ გვერდზე გადავწყვიტე და იმედი მაქვს თქვენც გამამხნევებთ,
ძალიან გთხოვთ გამოეხმაურეთ მოთხრობას, ძალიან მაინტერესებს მკითხველების შთანეჭდილებები!
დიდი მადლობა ყურადღებისთვის...



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Momewona da tan sainteresed daiwyo. Girchevdi ufro originaluri gansxvavebuli iyo ase ufro dasamaxsovrebeli gamova da sainteresec. Warmatebebi!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent