შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბინა 53 4 თავი


15-12-2016, 02:51
ავტორი martoshen
ნანახია 2 554

საღამოს როგორც წესი იმ ადგილზე გავედი სადაც ტელეფონი იჭერდა, ტყუპებს ველაპარაკე მალევე გავთიშე სიცივის გამო და უკვე უნდა წამოვსულიყავი ჩემს ტელეფონზე ზარი რომ გაისმა
- გისმენთ?
- ლელე სანდრო ვარ უკვე ორი დღეა გირეკავ და ძლივს დაგიკავშირდი, ხომ კარგად ხარ?
- კარგად ვარ სანდრო მაგრამ ძალიან გთხოვ ნუღარ მირეკავ.
- არ გამითიშო გთხოვ, მამაჩემის სახელით გირეკავ საქმიანი წინადადება მაქვს იმედი მაქვს არ გაცდენ
- გისმენ
- ორ დღეში სტამბულში იმართება ადვოკატთა ახალგაზრდა ასოციაციის სხდომა. იწვევენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, მამაჩემმა მადლობის ნიშნად შენი კანდიდატურა დაასახელა და გიწვევს რათქმაუნდა ჩვენი ხარჯებით და შენს საქმროსთან ერთად.
გაოცებული ვიდექი და ვერ მივმხვდარიყავი რა საქმროზე იყო საუბარი
- ისედაც ავიღე უკვე ორმაგი გასამრჯელო სანდრო ასე რომ...
- მომისმინე ლელე შენ ძალიან ნიჭიერი და ახალგაზრდა გოგო ხარ რომელსაც დიდი მომავალი აქვს. მინდა ბოდიში მოგიხადო იმ ინციდენტისთვის და გთხოვ უარი არ მითხრა. თუ დეტალები გაინტერესებს ოფისში მამაჩემთან მიდი
- სანდრო მე სვანეთში ვარ
- კარგი ლელე მძღოლს გამოგიგზავნი და ჩამოდი,მოასწრებ დრო გაქვს.
- კარგი, კარგი მეთვითონ ჩამოვალ.მადლობა.
- წარმატებები ლელე ბილეთებს სახლში ფოსტით მოგიტანენ.
ნახვამდის.
სახლში გაბრზებული შევედი.მისაღებში ყველა ღუმელთან იჯდა და კარტს თამაშობდა მათ შორის ბატონი გეგაც,რომელიც მხიარულ მეგობრებს თავზე ედგა და თავის თამაშის რიგს ელოდა.
- გეგა გარეთ გამოდი თუ შეიძლება მივაყარე და პასუხს არც დავლოდებივარ ისე გამოვედი. ეზოს უკან მივდიოდი და კარის დაკეტვის ხმაც გავიგონე სიგარეტს მოვუკიდე და ისიც მოვიდა
- ვინ მოგცა უფლება რომ სანდროს ჩემს საქმროდ წარუდგინო თავი ?
- აქ ამისთვის გამომიყვანე? ეს თქვა და გაბრუნდა მე კი ხელზე ხელი მოვუჭირე და არ გავუშვი ჩვენს "ჩაკიდებულ ხელებს დახედა და ისევ ჩემს წინ დადგა წამში გავუშვი ხელი.
- შენთვის რომ თავი დაენებებინა იმიტომ ვთქვი ეგ სისულელე. ხაზგასმით თქვა ბოლო სიტყვა
- ხოდა მაგ სისულელის გამო ეხლა პრობლემები შემექმნა
- შენ რა კიდე გირეკავს ეგ ?
- საქმეზე დამირეკა გეგა და ეს შენი საქმე არაა.
- რა საქმე გაქვს მაგასთან ან რა პრობლემები შეგექმნა ?
- ადვოკატთა ასოციაცია მიწვევს სტამბულში საქმროსთან ერთად.
- ეს უკვე მომწოოონს მოგიწევს ხვეწნა რომ წამოგყვე. აიკრო ირონიული სიცილი.
- მეტი საქმე არ მაქვს
- რავიცი ძვირფასო სამი დღის წინ რომ ეკითხათ შენთვის კარიერის გამო ყველაფერზე უარს ვამბობო და ეხლა გაგიჩნდა პრინციპები ? გამოგლიჯა ანთებული სიგარეტი და იქვე ურნაში მოისროლა
- ჩემთანნ ერთად და თუნდაც საერთოდ, აღარ მოწიო გაფრთხილებ.
- როცა ვნერვიულობ მარტო მაშინ ვეწევი ვიმართლე თავი.
- რატომ მიხსნი რა ხდება?
- სიტყვას მოვაყოლე უბრალოდ თორემ ვინ ხარ რომ რამე აგიხსნა. ამოვიღე სიგარეტის კოლოფი რომლის არც წართმევა და არც გადაგდება გასჭირვებია გეგას სულ ახლოს მომიტანა სახე და ღიმილით ჩამჩურჩულა
- საქმრო ეს ერთი სიტყვა მითხრა და ისე წავიდა სახლისკენ არც დამლოდებია.
ის საღამოც მკვლელი მზერების სროლით გავატარეთ მე და მეზობელმა მეორე დღეს კი ლაგურკის ეკლესიის ნახვა შემოგვთავაზა ბაქარმა და დასაძინებლათ წავედით. ნახევარი ღამე ჭორაობაში გავატარეთ მე და ნინუცამ რადგან ოთახში მარტოები ვიყავით და ხელს არავინ გვიშლიდა
- გოგო მაგარი შანსია ეს სტამბული. კი ცუდია ადრე რო მივდივართ მარა არაუშავს
- გოგო თქვენ რატო მოდიხართ? ძლივს სადღაც წამოხვედი და ჩემს გამო ყველა ხო არ აიშლებით
- მარტო ის ვირი უნდა დავითანხმო წამოსვლაზე
- აგერ ნახავთ თქვენს ქორწილში უნდა დავთვრე
-ნუ ბოდავ გოგო რაღაცეებს თან თქვენ ისეთი ტემპით მიდიხართ მე კი არა მგონი ლიკაც ვერ გაჯობებს გათხოვებაში ამის თქმა და ახარხარება ერთი იყო ნინუცასი. ძლივს დავაწყნარე და ბოლოს უკვე ორივე მუცლის ტკივილამდე ვიცინოდით დილით ჩვენ ორს ნახევრად გვეძინა მაგიდასთან და დანარჩენები აჟიტირებულები ელოდნენ ეკლესიის ნახვას გიორგის და ლენკას გამოკლებით ყველა მივდიოდით რადგან ლენკას ნათესავები უნდა მოენახულებინა
- თქვენ საღამოს ჩვენზე ლაპარაკს არ გერჩიათ დაგეძინათ ახარხარდა საბა და აჰყვა გეგაც ისე შემრცხვა ვიფიქრე გვისმენდნენთქო .
- ამათ უყურე ერთი ბიჭებზეც ფიქრობენ ეს ღლაპები. წესიერად მოიქეცით თქვენ იქ. ნახევრად იუმორში გაატარა ჩემმა დეიდაშვილმა.
- ჯერ ეს ერთი სადაც მივდივართ იქ ჯიხსვს თუ მოვეწონები სხვა შანსები არაა და მეორეც სულ ორი წლით ხარ გიორგი ჩემზე დიდი ასე რომ ...
- ამას ნახე რომ არც უარყოფს. ეს თქვა თუ არა ვიგრძენი როგორ შემეხო ფეხი მაგიდის ქვეშ და გამახსენდა ფილმები, როგორ ვიცნოდი ხოლმე ასეთ მომენტებში არადა საერთოდ არაა სასაცილო სიტუაცია ლამის მოვკვდი სირცხვილით
- დღეს კარგი სანახაობა გველის ასე რომ გვეყოს ჭამა და ფიქრები ხაზგასმით დაასრულა წინადადება ჩანგალი მაგიდაზე დადო და წამოდგა მასვე მივბაძეთ ყველამ და წამოვიშალეთ. ცივმა ჰაერმა თითქოს მომაფხიზლა და გონს მომიყვანა. ჯერ ტრანსპორტით მერე კი ფეხით მოგვიწია სიარული, მაგრამ ნამდვილად ღირდა დაღლა ამ სანახაობად.ულამაზესი მთებით იყო გარშემორტყმული ყველაფერი და თოვლის სქელ ფენას დაემალა მთების დიდი ნაწილი. ყველაფერი რომ ვნახე ბუნების ყურება უფრო მომინდა და გარეთ გამოვედი ორ წუთში ზურგს უკან სითბო ვიგრძენი და მივხვდი რომ მოვიდა
- რას უყურებ ასე ?
- გაგიგონია ეს ფრაზა? მხოლოდ მთებშია თავისუფლება
- კი
- მართლა ეგრეა ვაგრძელებდი ლაპარაკს თუმცა ისევ ზურგით ვიდექი
- ბავშვობიდან მინდოდა ცხოვრებაში რაღაცისთვის მიმეღწია და მამას ეამაყა ჩემით მაგრამ დღეს ერთადერთი მიზანი რისთვისაც ვცხოვრობ ჩემი ბავშვების უზრუნველყოფაა მე არ ვარ თავისუფალი, მე პასუხისმგებლობები მბოჭავს აქ კი თითქოს დროებით მაგრამ მაინც გავიწყდება ადამიანს ყველაფერი. ეს სიცივეც კი ძვლებამდე რომ აღწევს სასიამოვნოდ მეჩვენება გეგა .
- სტამბულში კარგ ჩაის ამზადებენ და იქ გავთბებით შემომაბრუნა და ორივე ხელი დამიორთქლა გათბობის მიზნით
- მომყვები? ვკითხე გაოცებულმა
- ცოლად არა სტამბულში კი გაეცინა და გულში ჩამიკრა
-რას არ გავიღებდი ეს წამები რომ გაყინულიყო ჩავილაპარაკე ჩუმად დანარჩენებს შევუერთდით სახლში რომ მივედით უკვე ოთხი საათი იყო და მე და გეგამ წასვლა გადავწყვიტეთ ყველას ავუხსენი სიტუაცია გეგამაც საბას დაუბარა ეს რამდენიმე დღეც აუხსენი სამსახურშიო და თბილისის გზას დავადექით
- ლელე შენს ცხოვრებაში რამდენი სერიოზული ურთიერთობა გქონია?რამდენჯერ გყვარებია? დაარღვია უხერხული სიჩუმე მეზობელმა
- არც ერთი
- ანუ ყველა არასერიოზული იყო?
- საიდან მოგაქვს ეს სულელური კითხვები?
- კარგი მიპასუხე რაა
- არა გეგა საერთოდ არასდროს არ მყოლია შეყვარებული.
- არარსებობს ხან გზას გახედავდა ხან მე შემომხედავდა გაოცებული
- რა გაგიკვირდა რა იყო არ შეიძლება?
- რა ხარ გოგო ესეთი რომ არავის იკარებ. გარეგნობას ვერავინ დაგიწუნებდა უეჭველი თავიდანვე ხასიათს გიწუნებდნენ სცადა გახუმრება
- შენ გზას უყურე გირჩევნია და ჩემს ხასიათში რა ნახე დასაწუნი ძალიან მაინტერესებს
- ნახე როგორ მებუზღუნები და მერე გიკვირს რას მიწუნებო?
- სხვის მაგივრად ნუ ლაპარაკობ შენ და ნუ დამცინი
- არა საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნები პირველად რომ დაგინახე ისე მომეწონე ვიფიქრე მოვკვდი და სამოთხეში ვართქო ისე აფახულებდი მაგ ცისფერ თვალებს მაგრამ მერეეეე....
- რას გადამეკიდე ისე მართლა?
- მე გადაგეკიდე გოგო შენთვითონ შემასკდი ვითომ შემთხვევით
- ოცნებას კაცი არ მოუკლავს
- მაშინვე უნდა მივმხვდარიყავი რაც იყავი წაქცევას რომ გადაგარჩინე და მადობაც არ მითხარი
- როგორ არ გითხარი გეგა! უკვე ნამდვილად მაგიჟებდა ეს დიალოგი
- ბარემ ისიც თქვი მე არ მოგივსრდი სახლში და სხვის ნაცვლად შენ აარ გამოგლანძღეო
-კარგი მოდი გავჩუმდეთ თორემ სულ ჩხუბით ვასრულებთ
ხუთი საათი ისე ვიმგზავრეთ მე ხან ვკითხულობდი ის კი ტელეფონზე სამსახურის თაობაზე რაღაცეებს არკვევდა და ვიღაცას ეუბნებოდა სამ ოთხ საათში ვიქნები და მაილზე გადმოგიგზავნიო მოზრდილ წვერზე ნერვიულად ისვამდა ხელს რომელსაც ძალიან ლამაზი ვერცხლისფერი საათი უმშვენებდა და მხოლოდ ახლაღა დავაკვირდი მის დაძარღვულ ულამაზეს ხელებს რომლებიც მოხდენილად მართავდა საჭეს . თითებიც კი ისეთი დახვეწილი და ლამაზი ჰქონდა კინაღამ შემშურდა მგონი პირველად იმ დღეს დავაკვირდი ასე ახლოდან და ასე დეტალურად მის უსიმპატიურეს სახეს და მიმიკებს
- რამე გინდა ლელე რატომ მომაშტერდი ამიტკაცუნდა თვალებთან ხელი
- არა ...იცი მეე... ჩავფიქრდი ?
- ჩემზე ? ისევ საყვარლად ჩაეცინა
- არა რათქმაუნდა მინდოდა მეთქვა მაღაზიასთან გამიჩერეთქო რამე დასალევს ვიყიდი .მოვიგონე სიტუაციიადან თავის დასაძვრენად მართლაც ათ წუთში ბენზინგასამართ სადგურთან ვიდექით საწვავი აავსო მანქანა იქვე გადააყენა და მაღაზიაში შევიდა ორ წუთში უცხო ბიჭმა მომიკაკუნა ფანჯარაზე და მეც შუშა ჩავუწიე
- გოგონა შეგიძლია დამარეკინო ტელეფონი დამიჯდა არადა სასწრაფო საქმე მაქვს დაუფიქრებლად გავუწოდე ტელეფონი და წუთიც არ გასულა ტელეფონი მომაწოდა გათიშულია მადლობაო და წავიდა თავის მანქანაში მჯდომს რაღაც მიაძახა ამასობაში კი გეგა უკვე გვიახლოვდებოდა პარკი მომაწოდა და უცნობისკენ წავიდა რომელიც უკვე წასვლას აპირებდა რაღაც უთხრა ისიც მანქანიდან გადმოვიდა არ გამიგონია რას ლაპარაკობდნენ თუმცა კარგად დავინახე როგორ ჩაარტყა ბიჭს თავი გეგამ ტელეფონი აიღო ისევ მიაგდო და მანქანისკენ წამოვიდა უცებ გადავხტი მანქანიდან და მისკენ წავედი
- რა მოხდა გეგა?
- ჩაჯექი მანქანაში
- რა დაგემართა?
-ჩაჯექი მეთქი იმხელა მიყვირა ძალიან შემეშინდა და წინააღმდეგობა აღარ გავუწიე თუმცა ადგილი შევიცვალე და უკან ჩავჯექი ხმასაც არ ვიღებდი ვხედავდი როგორ მიყურებდა წინა სარკეში დიხანს ვცდილობდი ცრემლების შეკავებას მაგრამ ვეღარ შევძელი და თავი ფანჯრისკენ შევატრიალე მანქანა გზიდან გადავიდა და ისიც გადავიდა ორი წუთი აქეთ იქეთ იარა და კარები გამომიღო ხელი მომკიდა და მანქანიდან ჩამომსვა.
- სანამ რამეს გააკეთებ შეგიძლია ცოტა იფიქრო? მანქანას მივეყუდე და ვუსმენდი როგორ იცოფებოდა. თავის ნომერზე დარეკა იმ ნ... შენ კიდე არ ვიცი რაზე ფიქრობ როცა ესეთ ... იკიდებ. როგორ ვერ მიხვდი რად უნდოდა შენი ტელეფონი არ წყვეტდა მონოლოგს
-მერე ამის გამო ადამიანის ცემა როგორი საქციელია შეგიძლია ამიხსნა ?
- უარესის ღირსი იყო და კიდე შენ გაქვს გოგო დიდი ენა არ გადამრიო მერამდენედ მხვევ შარში რა გინდა ვინმე მომაკვლევინო? ცოტა ჭკვიანად არ უნდა იყო ?
- მერედა ვინ გთხოვს ჩემს დაცვას რატომ აკეთებ ამას რატოომ? უკვე ვყვიროდი
აი ამიტომ ეს მითხრა სახეზე ხელები შემომხვია და მაკოცა ვიცი არასწორი საქციელი იყო ჩემი მხრიდან რადგან მე მას უარი ვუთხარი ჩვენს ურთიერთობაზე მაგრამ მეც ავყევი იმდენად ტკბილი იყო ჩემი პირველი კოცნა რომ თვითონ რომ არ გაჩერებულიყო მე კდიევ დიდხანს ვერ მოვიდოდი გონს ორი წუთი შუბლი ჩემს შუბლზე ედო და ცდილობდა სუნთქა დაერეგულირებინა
- მე კი აი ამ წამის გაჩერებისთვის გავიღებდი სიცოცხლეს ლელე. ეს მითხრა და გამახსენდა სვანეთში რომ ჩავილაპარაკე,თურმე გაიგო. მაპატიე არ უნდა მეყვირა ორივე ხელი აწითლებულ ლოყებზე მომკიდა და ახლა შუბლზე მისახსოვრა კოცნა.ჩაჯექი გაცივდები უკანა კარი მიხურა და წინა გამიღო სირცხვილით ხმას რაღა ამომაღებინებდა ვიჯექი ჩუმად მანამ სანამ ნაცნობი და თითქოს მონატრებული ქალაქის ჰაერით არ ავივსე ფილტვები. სახლში რომ შევედით მხოლოდ მაშინრა ამოიღო ხმა:
- შედი და დაისვენე ხვალ ფრენაა და ცოდო ხარ მესიჯად მომწერე რომელზე ავდგე პასუხად მხოლოდ თავიღა დავუქნიე და საშხაპეს შევაფარე თავი უკვე სამი საათი ხდებოდა რომ ბილეთების ნახვა გამახსენდა ფრენა დილით ცხრაზე იყო და მალევე მივხვდი რომ გეგას ნომერი არ მქონდა სხვა გზა რომ არ იყო კარზე მივუკაკუნე. მალევე ტანს ზემოთ შიშველმა და პირსახოც შემოხვეულმა მეზობელმა კარი გამიღო. როგორც ხშირად ისევ შემრცხვა და ზურგი ვაქციე
- ბოდიში არ მინდოდა გამეღვიძბინა მაგრამ შენი ნომერი არ ვიცი
- არაუშავს არ გაგიღვიძებივარ აბაზანაში ვიყავი და ეხლა ყვავილებს უნდა მივხედო
- კარგი წავალ მე მართლაც დავაპირე სახლში შესვლა თუმცა მისმა სიცილმა მომიყვანა გონს
და ისევ დაუფიქრებლად მის წინ აღმოვჩნდი ახლა ხელი ავიფარე თვალებზე
- რეისი დილით ცხრა საათზეა ამომივარდა თავიდან
- ნახე როგორ გაბნევ ეს თქვა და მუშტიც მიიღო მხარში რომელიც სავარაუდოდ ვერც იგრძნო ხელი სწრაფად ჩამავლო და სახლში შემათრია კარები ცალი ხელით მიიხურა და როგორც სვანეთში ისევ ისე მომიწყვდია კედლის კუთხეში
- რატომ აკეთებ ამას გეგა?
- ამ კითხვაზე უკვე გზაზე გიპასუხე კიდევ გინდა? რომ გამახსენდა რასაც გულისხმობდა ინსტიქტურად ტუჩები დავმუწე რამაც ძალიან გაახალისა თუმცა წამში დასერიოზულდა და ყელში ცხვირი ჩამიყო
- შიის სურნელი გაქვს
- მე არა შხაპის გელს ვუპასუხე გულუბრყვილოდ
- გზაში რომ გკითხე რამდენი სერიოზული ურთიერთობა გქონიათქო გახსოვს?
ხმის ამოუღებლად დავუქნიე თავი და მის მარწუხებიდან თავის დაღწევაზე არც მიფიქრია ისე ვიდექი გატრუნული
- შენ მითხარი არც ერთიო
- მერე? ძლივს ამოვიღე ხმა
- მერე ის რომ მეც შენს მსგავსად არასდროს მქონია სერიოზული ურთიერთობები
- არ მჯერა
- ეს იმას არ ნიშნავს რომ არავინ მყოლია რათქმაუნდა ასე არაა მაგრამ გეფიცები არავინ მყვარებია არავინ სანამ შენ არ გაგიცანი მელაპარაკებოდა ცალ ხელს ჩემს ზურზე დააცოცებდა და თმების სურნელს იმახსოვრებდა. სულ უფრო მცირდებოდა ჩვენს შორის მანძილი მაგრამ სიამაყემ მძლია და ეს იდილია რთულად მაგრამ ამინც დავარღვიე.
- ჩემოდანი უნდა ჩავალაგო გეგა ეს ვქვი ხელებს შორის გავძვერი და სწრაფად შევედი სახლში. უამრავი ფიქრის შემდეგ ჩამეძინა. დილა კი მშვენივრად დაიწყო ჩემს პატარებს ველაპარაკე და უკვე მონატრებას ვგრძნობდი. რომ გავემზადე უკვე ცხრა საათი იყო აივანზე ფინჯანი ყავით ხელში გამოვედი მომნატრებოდა თბილისი და გული მისკდებოდა მოახლოებული კონფერენციების გამო სიგარეტს მოვუკიდე და ის იყო უნდა მომეწია გეგას ხმამ გამომაფხიზლა
-ხომ გითხარი აღარ მოწიოთქო თვითონაც ჭიქით ხელში იდგა გვერდით აივანზე
- ვნერვიულობ გეგა
- შემიძლია სხვანაირად დაგამშვიდო
- შენ უკვე ... მეე ... რეებს ამბობ... ძლივს დავასრულე წინადადება
- ძალიან კარგი ჩაი მაქვს შველის გულიანად გადაიხარხარა კარებთან გელოდებიო და მართლაც იქ დამხვდა დილამშვიდობისა მისურვა გადასაკოცნად რომ წამოიწია მეც რომ უნდა მეკოცნა სწრაფად მოატრიალა თავი და თქვენითაც მიხვდებით რა მოხდა უცებ დასტაცა ჩემოდნებს ხელი და ლიფტთან გაჩერდა
-მეორედ აღარ ქნა ეგრე .გთხოვ გეგა უხერხულობაში ნუ მაგდებ
- ვერაფერს დაგპირდები. ისევ უდარდელი სიცილი მესროლა.
ზუსტად თერთმეტი საათი იყო თვითმფრინავი რომ ფრინდებოდა მე კი მისი ხელი მაგრამ მეჭირა და შიშისგან ვკანკალებდი მიუხედავად იმისა რომ პირველი ფრემა არ იყო მაინც ძალიან მეშინოდა თუმცა ეს გეგას აშკარად მხოლოდ ახარებდა.
- წარმოიდგინე სვანეთიდან ფაქტიურად პირდაპირ სტამბულში ამოვყობთ თავს. ილუმინატორისთვის თვალი არ მომიშორებია ისე ვუთხარი
- თან რა სტატუსით? როგორხ საქმრო და საცოლე. დილიდან არ წყვეტდა სიცილს
- ნუ მაბრაზებ შენ დილიდან ბატონო გეგა. ძლივს მოვწყვიტე ღრუბლებს თვალი.
- შენ ქალბატონო რაც მეზობლად გადმობრძანდი მის მერე ტვინს მირევ მოიწია ძალიან ახლოს
- გეგა შენს მშობლებთან რატომ არ ცხოვრობ? წამში შევცვალე თემა და თავი დავიძვრინე
- იმიტომ რომ მინდოდა ჩემით მიმეღწია რამისთვის ლელე. მარტო შენ კი არ ცდილობ კარიერაში წინსვლას მე შენი გზა უკვე გავიარე
- მოხუცივით ლაპარაკობ
- შენზე ოთხი წლით დიდი ვარ ასე რომ რაღაცეები გამეგება პატარავ. ამკრა ცხვირზე ხელი
- არ გენატრებიან ხოლმე?
- შენ დედაჩემს არ იცნობ თორე ეგრე არ იტყოდი. არც კი იცი როგორი ზედმეტად მზრუნველია ის კი არა ცოლს ეძებს ჩემთვის თითქოს უკვე ვადა გამივიდა .
- ზოგს მზრუნველობა ენატრება, შენ კი გეზედმეტება ჩავიცინე სევდიანად.
- შენზე რას მეტყვი ?
- ჩემზე ვთქვი ბოლო ფრაზა. მას მერე რაც მამა დაიღუპა დედაც დავკარგე. ერთი წელი არც კი იყო გასული ვიღაც გაიცნო საბერძნეთში და იქ გათხოვდა. იმ პირობით წავიდა თქვენც წაგიყვანთო მაგრამ როგორც ხედავ ჩემი პატარები დღემდე მხოლოდ ტელეფონით ურთიერთობენ. მოკლედ არც ისე კარგი ისტორიაა და აღარ გავაგრძელოთ
- ასე მკაცრადაც ნუ განსჯი ადამიანს ლელე ყველა იმსახურებს პირად ცხოვრებას
- როგორც ჩანს ყველა ჩემს გარდა.
სამ საათში უკვე სანდროს მამის მანქანაში ვისხედით და სასტუმროსკენ მივდიოდით
- არ ვიცოდი საქმრო თუ გყავდა ლელე ძალიან გამიხარდა როცა სანდრომ მითხრა.გილოცავთ
- დიდი მადლობა ჩვენ ზუსტად გუშინ დავიწერეთ ჯვარი თავის ჭკუით გაიხუმრა გეგამ და მუჯლუგუნიც მიიღო. სანდროს მამამ ტელეფონზე დარეკა და რაღაცეებს თურქულად საუბრობდა ამასობაში კი კარგად გამოვლანძღე ვაჟბატონი
- მადლობა ასეთი შანსისთვის ვუთხარი მორცხვად როცა ტელეფონზე საუბარი დაასრულა
- სამადლობელო არაფერი გაქვს შანსი კი შენ მიეცი ჩემს ვაჟს. უკვე მივედით კიდეც და შეგიძლიათ დაისვენოთ სამწუხაროდ მგონი ვეღარ შევხვდებით და შეხვედრების განრიგი მეილზე გადმოგიგზავნეთ სულ ორი კომფერენცია ჩატარდება დღეს მთელი საღამო თავისუფალი გექნებათ ხვალ ორი შეხვედრა ზეგ საღამოს კი რეისია
- ნახვამდის კიდევ ერთხელ მადლობა გადავიხადეთ და რესეფშენში მივედით. პასპორტის წარდგენის შემდეგ ერთი გასაღები მოგვცეს რაზეც ლამის გავგიჟდი
- სხვა ნომერი არ არის უკაცრავად ვკითხე ინგლისურად გეგა კი უმშვიდესი სახით იდგა გვერდით და ხმას არ იღებდა'
- არა თქვენზე ერთი ნომერია დაჯავშნილი
- სხვა ნომერს ავიღებ თუ შეიძლება ვუთხარი უკვე დამშვიდებულმა
- სამწუხაროდ ჩვენი სასტუმრო მხოლოდ ჯავშნებით მუშაობს და ადგილები არ გვაქვს. სხვა გზა რომ არ იყო ბურტყუნით გავეკიდე გეგას რომელიც ,სასტუმროს თანამშრომელთან ერთად ლიფტისკენ მიდიოდა. ოთახში რომ შევედი საერთოდ გადავირიე ისეთი სანახაობა დამხვდა ,როგორც ჩანს ნომერი ახალდაქორწინებულებისთვის იყო გამზადებული. უზარმაზარი საწოლი სავსე იყო ვარდის ფურცლებით. შამპანიური და ხილიც მაგიდაზე ელაგა ამის დანახვაზე თანამშრომელს მივვარდი რომელმაც ჩემოდნები ამოგვატანინა.
- მგონი ნომერი შეგეშალათ
- არა ქალბატონო ყველაფერი სწორია ჩვენ დაგვირეკეს და სპეციალურად თქვენთვის ეს ყველაფერი მოვაწყვეთ ეს თქვა და კარი ცხვირწინ მიმიხურა უკან რომ გამოვბრუნდი გეგა უკვე ჩემს წინ იდგა
- ამდენი ხანია ქოთქოთებ ხომ ხედავ ხმასაც არ ვიღებ სიმშვიდე შეინარჩუნე ლელე, სიმშვიდე
- შენ ამდენ ლაპარაკს ის გირჩევნია სად დაიძინებ ის მოიფიქრო
- უკვე მოვიფიქრე ეს თქვა და რბილ საწოლზე მოწყვეტით დაეშვა
- არც კი იფიქრო რომ მანდ დაიძინებ
- ესე გეშინია ჩემი წამოდგა და ისევ ახლოს მოვიდა
- შენი რატომ უნდა მეშინოდეს
- ჩემი არა ჩემთან სიახლოვის გეშინია და შეგიძლია აღიარო
- მე არაფრის და არავისი არ მეშინია და გამატარე შხაპი უნდა მივიღო
- შენ ხანდახან მაინც ერთობი ლელე? სულ ესეთი უჟმური ხარ გადაიძრო მაისური და აბაზანაში შემასწრო
- მე შენ საღამოს გაჩვენებ როგორ უნდა გართობა მივაძახე გაბრაზებულმა საწოლზე ჩამოვჯექი და ტელევიზორი ჩავრთე.ათ წუთში თეთრ ხალათში გამოწყობილი და თმა აბუებული გამოვიდა აბაზანიდან თან თავს იმშრალებდა
- რაღაც საინტერესო წამოგცდა რომ შევდიოდი და კარგად ვერ გავიგონე იქნებ გამიმეორო.
- ნახავ მალე
- საინტერესო მუქარაა ველოდები მოუთმენლად
მგზავრობამ ძალიან დამღალა და მეც აბაზანაში შევედი ალბათ ერთი საათი ვიდექი ცხელი წყლის ქვეშ და რომ დავასრულე აბაზანაში ერთი პირსახოცის გარდა აღარაფერი აღარ იყო. იმ წუთას რომ გეგა დამენახა ალბათ მოვკლავდი. პირსახოცი შემოვიხვიე და დავუძახე
- თუ გინდა ცხოვრების ბოლო წუთები უცხო ქვვეყანაში არ გაატარო დროზე დამიბრუნე ტანსაცმელი
- გამოდი და აიღე იყო მშვიდი პასუხი
- გამოვალ და განანებ იცოდე
- უკვე ერთი საათია გელოდები როდის მანანებ მიპასუხა სიცილით
- გეგა გთხოვ გავიყინე შევცვალე ტაქტიკა თუმცა რომ დავფიქრდი არარეალური მიზეზი იყო იმას თუ გავითვალისწინებდით რომ ნომერში ცხელოდა.
- ჰოდა გამოდი გაგათბობ
- არ გაპატიებ იცოდე
- დამსჯი ? აგრძელებდა დიალოგს და რომ მობეზრდა მართლაც გავედი არ დამავიწყდება მისი თვალები არ ელოდა თუ გავიდოდი ხელში ვაშლი ეჭირა და რომ დამინახა იქვე დადო მოურიდებლად ამათვალიერა ზურგი მაქცია და ის ხალათი დამიბრუნდა რომელიც მომპარა.მეც ხმის ამოუღებლად გავხსენი ჩემი ჩემოდანი ჩასაცმელები ავიღე და უკან უკვე ჩაცმული და თმა გამშრალი დავბრუნდი შავი ბალეტკები და ამავე ფერის მოკლე მოტკეცილი კაბა მეცვა მზერა დიდად არ შეცვლია გეგას.
- აბა სად ვერთობით საღამოს?
- შენ აბაზანაში სიმღერისას ფეხი დაგიცდა? მხოლოდ ამ სიტყვების მერე მივხვდი რომ შიგნით იყო შემოსული და სახე შემეცვალა
- ნუ გეშინია არაფერი არ დამინახავს კარები დაბურულია მხოლოდ თავი გიჩანდა მიმიხვდა ფიქრებს და სიცილით მოსვა შამპანური
- გართობას რაც შეეხება ჯერ მხოლოდ ოთხი საათია. ჩავიდეთ რამე ვჭამოთ მერე კი თუ მოგინდება კლუბში წავიდეთ მისი იდეით მოხიბლულმა შავ ტყავის ქურთუკს და პატარა ჩანთას დავავლე ხელი და მართლაც ნახევარ საათში უკვე საოცარ რესტორანში ვიჯექით ულამაზესი ხედით უგემრიელესი კერძების შემდეგ საოცარმა ჩაიმ მომხიბლა და ალბათ პირველად ვიყავი ასე კომფორტულად მსგავს გარემოში. გეგამ მიმტანს უახლოესი კლუბის შესახებ კითხა რომელიც ძალიან ახლოს აღმოჩნდა და ფეხით გადავწყვიტეთ გასეირნება. გზად ნახევარ საათიანი იახტით გასეირნება შემოგვთავაზეს და ამაზეც არ ვთქვით უარი. მსგავსი რომანტიკა ფმხოლოდ ფილმებში მინახავს უარიმიუხედავად იმისა რომ ციოდა მაინც არ მინდოდა ეს წუთები დასრულებულიყო ბოსფორის ცივი ნიავი ტანში ჟრუანტელს მგვრიდა მაგრამ გეგას სიახლოვე მათბობდა სიცივის მიუხედავად ოდნავ მაგრამ მაინც ჩანდა როგორ ჩადიოდა მზე და სინათლეს სიბნელე ცვლიდა ამ სანახაობას მართლაც ვერასდროს დავივიწყებ ვიდექით ასე უსიტყვოდ და ვტკბებოდით ერთად ყოფნით და გარემოთი რომელიც გვათბობდა. ხმელეთსაც მალე მვუახლოვდით და დასრულდა ზღაპარი
- წამოდი შეგცივდება ლელე მომახვია თავის ქურთუკი და გზას გავუყევით მალევე სიწყნარე ხმაურმა და რითმულმა მუსიკამ შეცვალა გათოშილმა სასმლით გათბობა გადავწყვიტე და აზარტში და იმის მტკიცებაში რომ მეც ვიცი გართობა კარგად დავთვერი. უამრავი ფოტოები გადავიღეთ და კარგადაც გავერთეთ არ ვიცი რამდენი ჭიქა დავლიე მაგრამ ფაქტია კარგ ხასიათზე დავდექი არც გეგა იყო ძალიან ფხიზელი მაგრამ მე ვერც კი შემედრებოდა ვცეკვავდი... ვცეკვავდი წაქცევამდე და მანამდე სანამ არ მივხვდი რომ მეტი ძალა აღარ მქონდა
- წავიდეთ ლელე უკვე გათენდება სადაცაა ცდილობდა მუსიკის ხმა გადაეფარა გეგას
- ცოტახანიც ვიყოთ რაა
- ხვალ კომფერენცია გაქვს ხომ არ დაგავიწყდა ?
- ჯანდაბაშიც წასულან ყველანი მოდი რა მეცეკვე
- გეყოფა რაა ხომ მითხარი გაერთეო ხოდა ვერთობი. ვაგრძელებდი ცეკვას და წამში გამომეცალა მიწა ფეხებ ქვეშ ხელში აყვანილი გამათრია კლუბიდან და ტაქსი გააჩერა არც მანქანაში გავჩერდი და ფანჯარაზე მჯდომმა გავაგრძელე სიმღერა და ცეკვა საბედნიეროდ ხუთ წუთში სასტუმროსთან ვიყავით. გეგამ მანქანიდან გადმომიღო და ბაგაჟის გორიალაზე დამსვა ტაქსისტს ფული მისცა და ხელში რომ უნდა ავეყვანე ყვირილი დავუწყე მაკატავეთქო მასაც მეტი რა გზა ჰქონდა და ნომრამდე სიმღერით და გორაობით ავედით მეორე დილას კი საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა თვალი რომ გავახილე საწოლთან გაზიანი სასმელი და ცხელი კერძი იდო წარწერით დილამშვიდობის გემრიელად მიირთვი ამ ტექსტის ავტორმა ფურცლის დადებაც არ მაცადა ისე შემოაღო კარი
- გეგა მითხარი რო გუშინ მე და შენ ...
-ნომერში რიგირც კი მოვედით ტანსაცმელი ზედ შემოიხიე მიჭერსო და როგორ გავბედავდი გაკარებას ცალ-ცალკე გვეძინა დაწყნარდი ახარხარდა ჩემი სახის დანახვაზე
- შენ გირჩევნია გაემზადო სანამ არ დაგაგვიანდა საათ ნახევარში პირველ სართულზე საკონფერენციოში უნდა იყო .ამის გაგონებაზე დენდარტყმულივით წამოვხტი ფეხზე და აბაზანაში შევარდი დაგვიანება კი არა მგონი ადრეც მივედი და დიდ ხანს წყნარების შემდეგ სიტყვით გამოვედი ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მხოლოდ ერთი შეხვედრაღა მრჩებოდა ჩასამთავრებელი დარბაზიდან გამოსულს კარებში მდგომ გეგას სიხარულით მოვეხვიე და ჩაიზე დავპატიჟე
- ერთი საათი შუალედი მაქვს და მერე ისევ ერთი საათით დავიკარგები და შემდეგ შენს განკარგულებაში ვარ ვუთხარი გახარებულმა
- რა ხმამაღალი განაცხადია
- მე სხვა რაღაცას ვგულისხმობ გეგა
- მეც სხვა რაღაცას ვგულისხმობ ლელე მითხრა სიცილით და მაგიდას მიუჯდა
- კარგი რა გეგა არ გინდა ესეთი ლაპარაკი ხომ იცი...
- კარგი გეხუმრები დაწყნარდი. არ დამასრულებინდა წუწუნი. შენ ის მითხარი როგორ ახერხებ ესე შეიცვალო იმიჯი თბილისში ღამე ერთი სათვალიანი და დიდ პიჯამიანი გოგო ხარ მერე მკაცრი და უკარება სვანეთში დაბნეული გუშინ ღამე ლაღი და თავისუფალი დღეს კი ამ ფანქარ კაბაში და ქუსლებში სულ მკაცრი და სერიოზული ხარ
- რავიცი თავისით გამომდის გამეცინა გულწრფელად მის ასეთ კითხვაზე.
მალე გავიდა ერთი საათი და მეორე კონფერენციაც წარმატებით დავასრულე სერიოზული შემოთავაზებაც მივიღე და ძალიან გახარებული და აჟიტირებული ვიყავი
- გეგა წარმოიდგინე ორმაგი ხელფასი მექნება და თუ აქ წამოვედი ხომ უფრო მეტი. არც ნომერში შევწყვიტე ამ თემაზე საუბარი
- რაა ? შეეყინა ღიმილი სახეზე და შამპანურის ჭიქა მაგიდაზე ხმაურით დადო
- იმედია არ დათანხმდი
- არა რას ამბობ ბავშვებს რა ვუყო
- გასაგებია ესეიგი მხოლოდ პატარების გამო არ მოდიხარ მე არაფერს ვნიშნავ შენთვის ლელე?
- მომისმინე გეგა ძალიან დიდი მადლობა რომ წამომყევი მაგრამ ხომ აგიხსენი ჩემი სიტუაცია.
- რა სიტუაციაზე მეუბნები ლელე, მეგონა რადგან აქ წამოვედით ეს რაღაცას ნიშნავდა, შენს გამო ყველაფერი ფეხებზე დავიკიდე და სადღაც წამოგყევი იმის იმედით რომ დარწმუნდებოდი ჩემი გრძნობების სერიოზულობაში. მაგრამ არ ვიცი შენ რას მოითხოვ ადამიანისგან და საერთოდ სამყაროსგან. რა გინდა შენს მხრებზე გადაიაროს ყველაფერმა და ცხოვრების ბოლომდე მარტო იყო ?
- მინდა გეგა ორივესთვის ასე ჯობია და არ გააგრძელო ამ თემაზე საუბარი ძალიან გთხოვ
- საერთოდ აღარ გაიგებ ჩემს ხმას გაბრაზებული წამოხტა ჩემოდანს ხელი დაავლო აეროპორტში შევხვდებითო და კარს უკან გაუჩინარდა. ის ღამე ტირილში გავატარე არ ვიცი ვნანობდი თუ არა ჩემს საქციელს მაგრამ ფაქტი ის იყო რომ ჩემი სიყვარულის ადგილი არ მქონდა. მორე დღეს ექვსზე იყო ფრენა და მთელი დილა ნომერში გავატარე ბავშვებს დავურეკე რომლებიც უკვე თბილისში იყვნენ და მოუთმენლად მელოდებოდნენ ერთი საათი მაინც ვილაპარაკეთ მერე კი სასტუმრო დავტოვე პატარებისთვის საჩუქრები ვიყიდე და არც მეგობრები დამვიწყებია დარჩენილი დრო კი სეირნობაში გავიყვანე და აეროპორტში რომ მივედი რეგისტრაციისასაც არ შემხვედრია ვაჟბატონი თვითმრინავში ვიჯექი გვერდით სკამი რომ შეივსო და მივხვდი ის იყო
-მთელი ღამე სად იყავი გეგა
- მე ხომ გითხარი აეროპორტში გნახავთქო დანარჩენს რაღა მნიშვნელობა აქვს. მივიღე მოკლე პასუხი და აღარც მე აღარ ჩავთვალე საჭიროდ საუბრის გაგრძელება. სამ საათიანი მგზავრობის შემდებ ისე შემეგება ჩემი თბილისი ორივენი ცალკ ცალკე მივედით სახლში და კარი გავაღე თუ არა ორი ჩემი უსაყვარლესი არსება მომეკრო
- ჩემი ციცქნები და ჩემი პატარები როგორ მომენატრეთ თქვენ ხო არ იცით მეგონა გეძინებოდათ უკვე
- არ დაიძინეს შვილო შენ გელოდებოდნენ მაგრამ ამ ერთხელ ეპატიებათ მომეხვია ქეთოც.
- არ ვიცი ქეთო დეიდა მადლობა როგორ გადაგიხადო
- კარგი შვილო აბა რას ამბობ ისე კარგად გაერთნენ ბავშვები ჩემი და მეხვეწებოდა კიდე დატოვეო სანამ წავალ ერთხელ კიდევ უნდა ჩავუყვანო იცოდე და შენც გელოდებიან რომ გაიგეს როგორი გოგო ხარ გაბრაზდნენ რატო არ ჩამოვიდაო
- აუცილებლად წავიდეთ ვაგრძელებდი ჩემი ციცქნების ფერებას
- ჩემო პატარებო იმდენი საჩუქრები ჩამოგიტანეთ არ ნახაავთ?
- პატარებო კი არა გაგვასუქა ქეთო ბებომ აკუნტრუშდა ანა ანდრიამ კი ჩემოდანი მოაგორა და დიდი სიხარულით გააგრძელა ჩანთების ამოლაგება თვალიერებას რომ მორჩნენ მისაღებში ორივე მხრიდან მომიწვნენ და იმდენი მკოცნეს კინაღამ დამახჩვეს ქეთო კი სამზარეულოდან გვიყურებდა და გვლოცავდა ჩვენ ისეთი დაღლილები ვიყავით იქვე ჩახუტებულებს მიგვეძინა შუა ღამისას სივიწროვემ გამაღვიძა და პლედი მეფარა რომელიც სავარაუდოდ ქეთომ მოგვაფარა პატარები თავიანთ საწოლებში რომ დავაწვინე მშვიდად გავაგრძელე ძილი. დილით კექსის სუნმა გამაღვიძა და სამზარეულოში რომ გამოვედი პატარები უკვე სადილობდნენ
- დილამშვიდობის
- დილამშვიდობის ლელე შვილო ბოდიში ვერ დაგელოდეთ ამათ შიოდათ
- რას ამბობთ პირიქით თქვენ კი არ ამე უნდა ვაკეთებდე ამ ყველაფერს
- აბა რას ამბობ შვილო მე რისთვის ვარ აბა
- თქვენ რომ არა გუშინაც გავიყინებოდით და საერთოდაც სული გაგვეყინებოდა მარტოობით ჩემივე ნათქვამზე გამეცინა.
- მე კი არა შვილო გუშინ გეგა იყო შემოსული ჩემს სანახავად. რომ დაგინახათ ასე გეძინათ გულიანად იცინა და იმან მოგაფარათ. ძალინ გულიანი ბიჭია ძალინ მიყვარს ჩამომცხა მის სახელის გაგონებაზე და ყურადრება სხვა თემაზე გადავიტანე
- საღამოს ბავშვები მოვლენ ჩამოვიდნენ ისინიც უკვე სვანეთიდან ვეღარ გაძლევ უჩემოდ
- ძაან კაი მე ხაჭაპურებს გამოგიცხობთ
- არ ამაგიტომ კი არ ვამბობ ქეთო დეიდა
- კარგი რა ლელე წავედით ეხლა ჩვენ ცოტას გავისეირნებთ და მაღაზიაშიც საქმეები მაქვს
- მაგიდას მე ავალაგებ თქვენ წადით მაშინ ჩავკოცნე სამივე და მაგიდის ლაგებას შევუდექი. საქმეს რომ მოვრჩი ორანჟერეაში გავედი და ყვავილებიც მოვრწყი იმედები გამიცრუვდა ის არსად ჩანდა. იმ საღამოსაც არ შემოგვიერთდა და ტყუილად მოვაწყვე ვახშამი. დრო მალე გადიოდა ახალ სამსახურს ადვილად ავუღე ალღო ხელფასიც შესანიშნავი დამენიშნა და გარემოც გასაოცარი იყო რათქმაუნდა რამდენჯერმე შევეჩეხეთ მე და გეგა ერთმანეთს თუმცა მხოლოდ გამარჯობით შემოიფარგლებოდა ჩვენი შეხვედრები ხან ლიფტთან ხან სადარბაზოში ახალ წლამდე უკვე ორი კვირა იყო დარჩენილი თუმცა ჯერ კიდევ არ მქონდა შვებულება ერთ დღეს როცა მანქანა გამიფუჭდა ჩემმა თანამშრომელმა რეზიმ მომაკითხა მანქანით და სადარბაზოსთან უნდა შევხვედროდით როცა კიბეებზე ჩასულს გეგა ვიღაც გოგოსთან ერთად ამოდიოდა სახლში მე კი რეზის მანქანაში ვჯდებოდი არც მე მესიამოვნა მაგრამ შევამჩნიე როგორ წაეშალა სახე და მანქანას თვალი გამოაყოლა სწრაფად აიარა კიბეები გოგო კი უკან მიყვა.
- რა გჭირს გოგო მოჩვენება დაინახე? იცინოდა როგორც ყოველთვის რეზი
- არა უარესი წავიდეთ რაა
- თუ გინდა სხვაგან წავიდეთ კარგად ხარ ლელე?
- კი კიი სამსახურში წავიდეთ
- კარგი დიტოს გავუაროთ და წავიდეთ თქვა ჩვენს კიდევ ერთ თანამშრომელზე .
იმ დღესაც როგორც თითქმის სულ ფიქრები არეული მქონდა და გამიჭირდა მუშაობა ადრე გამომიშვეს და ნინუცას გავუარე დიდხანს ვილაპარაკეთ თუმცა გონება მაინც სხვაგან დაფრინავდა. სახლში რომ მივედი კარში წერილი დამხვდა და ამან დილით ნანახსაც კი გადააჭარბა.



№1  offline წევრი LSD

Vaime ramagari gogoxar rogorc koveltvis es tavic dzaan momewona ai arvici rogor gamaxare am tavis dadebit dzaan momwons gega ai lele ki ragacnairi chamuyalibeneli gogo magra dzaan momwons orive imedimakv ertad iknebian veli shemdegs warmatebebi❤❤

 


№2 სტუმარი Shore shore

Male Dade ra zalian momcons da mainteresebs

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

აი ინტრიგა.მალე დადე რა მო.დევნო თავი
--------------------
ლანა

 


№4  offline წევრი martoshen

LSD
Vaime ramagari gogoxar rogorc koveltvis es tavic dzaan momewona ai arvici rogor gamaxare am tavis dadebit dzaan momwons gega ai lele ki ragacnairi chamuyalibeneli gogo magra dzaan momwons orive imedimakv ertad iknebian veli shemdegs warmatebebi❤❤

თQვენ არც კი იცით როგორ Mახარებს ეს Kომენტარები. მართლა მაბედნიერებს რომ თუნდაც ერთ ადამიანს მოსწონს და კითხულობს:* მადლობაცდა ყველანაირად ვეცდები მალე დავდო ❤️❤️❤️

La-Na
აი ინტრიგა.მალე დადე რა მო.დევნო თავი

ვეცდები მალე დავდო და მადლობა რომ კითხულობთ.

Shore shore
Male Dade ra zalian momcons da mainteresebs

Shore shore
Male Dade ra zalian momcons da mainteresebs

დიდი მადლობა ❤️❤️❤️

 


№5  offline წევრი Mtirala

Dzalian momwons gaagrdzele
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№6  offline წევრი martoshen

Mtirala
Dzalian momwons gaagrdzele

მიხარია თქვენი დადებითი კომენტარები. აუცილებლად გავაგრძელებ

 


№7 სტუმარი Ketis

Au dzaan momwons gtxov dade ra dges iset momentshi gacherdi... au dzaan magaria es biji ra kacuria magram es lelec codoa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent