შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სინათლის სხივი...(2)


15-12-2016, 12:58
ავტორი Helio
ნანახია 1 480

წამოდგა ისევ ტკიოდა სხეული,მაგრამ შხაპის მიღება მაინც გადაწყვიტა.აბაზანაში შევიდა შორტით და ბიუსჰალტერით დადგა სარკის წინ და საკუთარ თავს შეხედა კარგად იყო მიბეგვილი,გაეცინა.
ქერა-მოყავისფრო თმა უკან გადაიწია და მის ფორმებს დააკვირდა, მაღალია ნინა თან კარგი ტანი აქვს. თვალის ფერი მომწვანო, ხანდახან თაფლისფერიც, მთიანობაში ცუდი გოგო არ არის. საყვარლდ დაბურცული ლოყები, ბუნებრივი წარბები და საშუალო ზომის ყოველთვის დახეთქილი ტუჩები.რაც შეეხება ცხვირს, ცხვირი თხელი აქვს , მაგრამ წაგრძელებული. უყურა თავის თავს უყურა და ბოლოს როცა გააკანკალა დუშკაბინაში შევიდა. ცხელი წყალი ესიამოვნა,თითქოს მის კანზე არსებულ ჭუჭყს კი არა მთელ დღეს აქრობდა. უჭირდა ცალი ხელით ბანაობა , მაგრამ იტანდა, იმ ტკივილსაც იტანდა რასაც მთელ სხეულზე გრძნობდა. გამოვიდა , ძლივსძლიობით ჩაიცვა და ლოგინზე წამოწვა. მბილურმაც არ დააყოვნა,მარი რეკავდა.
ნინას ბევრი ვერ იტანდა , მარტო იმიტომ რომ ცოტა პირდაპირი იყო, ამიტომ მხოლოდ ორი საუკეთესო მეგობარი ყავდა:მარი და ანა.
-ხო მარი..
ჩამწყდარი ხმით უპასუხა ნინამ და მხოლოდ ახლა
მიხვდა ხმა როგორ შეცვლოდა.
-ნიი გოგო რას შვები იმეცადინე?
ჩვეული ფრაზით მოიკითხა მარიმ დაქალი.
-მანქანით ბიჭს დავეჯახე მერე გადმოვხტი , მერე ნორმალურად აღარ მახსოვს...
მარის ხმა არც ამოუღია,პირდაპირ მეგობართან წავიდა თან მესამე გიჟიც წაიყვანა.
დაახლოებით 10წუთში ნინასთან იყო ორივე, ჯერ მაკას კითხეს რა ხდებაო , ქალმა აუხსნა და თან ხელებს ისრესდა ისე განიცდიდა ამ ამბავს.
გოგოები დიდხანს ელაპარაკნენ ნინას.
-"აი ყველაზე ველური ხარ ეგ როგორ გააკეთე? ვერ ვიჯერებ"
გაოცებული აქნევდა თავს ანა და დიდი ყავისფერი თვალებით უყურებდა ლოგინზე წამოწოლილ მეგობარს.
-"აუ გოგოებო მართლა სიზმარს გავს დღევანდელი დღე. ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი მსგავს რამეს."
ნინასაც არ ჯეროდა მომხადი.
-"როგორ არია ის ბიჭი?"
-"ვაიმე , კიდევ კარგი გამახსენე მოიცა დავრეკავ"
გაახსენდა ნინას და ტელეფონი ხელში მოიმარჯვა. წამებში უპასუხა სალომემ ნინას.
-"ალო,სალომე....ისა...მე ვარ ნინა"
დაიბნა ნინა და სახეზე ფერი წაერთვა
-"გისმენ, ნინა როგორ ხარ?"
-"..მე კარგად ცოტა ხელი მტკივა და დაბეჟილი ვარ, შენი ძმა როგორ არის? რამე ხომ არ გართულდა? "
-"ნორმალურად,ბეწვზე არის გადარჩენილი,ალბათ ამ დღეებში გაიღვიძებს, ექიმი ამბობს შეიძლება ხვალაც გაიღვიძოსო"ისეთი ხმა ქონდა თითქოს ტირილს აპირებდა
-".......ბოდიში რა,ჩემი ბრალია, კიდევ დავრეკავ თუ არ შეგაეუხებ"
დამნაშავედ კიდევ ერთხელ იგრძნო თავი ნინამ
-"არა ნინა შენ არაფერ შუაში ხარ ,ყველაფერი ტაქსისტის ბრალია ,კარგი ეხლა უნდა გაგითიშო დედა მეძახის"
-"კარგად"
გამხნევდა ნინა.
იმ დღეს მთელი დღე მომხდარზე ფიქრობდა,განიცდიდა ბიჭის მდგომარეობას. "ისე სახელი როგორ არ ვიცი?!" კითხა თავის თავს ძილის წინ და ჩაეძინა.

ორი დღე საშინლად გავიდა , ბიჭი არ იღვიძებდა,ნინას კი ეშინოდა, მისი დაკარგვის,სალომესთან დარეკვაც ერიდებოდა ,მაგრამ დღეში ორჯერ მაინც რეკავდა . მესამე დღეს კი ნინას ხელი საშინლად ატკივდა და მთელი დღე გათიშულს ეძინა, წამლების გავლენით ლოგინიდან არც ამდგარა.სწორედ ამ დღეს მოვიდა ბიჭი გონს , სალომე მშობლებთან ერთად გახარებული პალატაში შევარდა და ძმას გაუღიმა,რომელიც თვალებს ძლივს ახელდა.
-"გაიღვიძე დედი?! როგორ გამახარე დე"
მივარდა ნინო შვილს და სიფრთხილით აკოცა შუბლზე
დაქმარს დაუთმო გზა.მამამაც იგივე გაიმეორა და ამღვრეული თვალებით შეხედა საყვარელ ვაჟს. სალომე მივიდა და ჩაეხუტა მიუხედავად მისი მდგომარეობისა.
-"იკააა,როგორ შემაშინე ჩემი ბიჭი,როგორ მიყვარხარ!"
ეხუტებოდა და თან ტიროდა,
იკას გაეცინა და უმცროს დას თავზე ძლივსზლივობით აკოცა.
-"ნუ დამტირიხარ რა სალ))ბიჭები აქ არიან?"
-"კი ყველა აქ არის,გეგაც კი ჩამოფრინდა შენი ამბავი რო გაიგო"
-აუ მართლა?მიდი რა დაუძახე რამდენსაც შემოუშვებენ შემოვიდნენ"
-"კარგი, მე დასარეკი მაქვს და მერე მეც შემოვალ"
-"კაი მიდი"კიდევ ერთხელ აკოცა შუბლზე დას.
სალომემ ბიჭები პლატაში შეუშვა ,3ვე შეუშვეს ისეთი ამბები ატეხეს.
სალომემ კი ნინას დაურეკა,თავიდან არავინ გააგონა,მეორე ცდაზე კი ნინას დედამ უპასუხა.
-"გისმენთ"
-გამარჯობა ნინას თხოვეთ?"
-რომელი ხარ? ნინას ძინავს"
გაუკვირდა სალომეს
8საათზე რომ ეძინა ნინას
-"სალომე ვარ იკას და ჩემი ძმა გამოფხიზლდა ეს მინდოდა მეთქვა "
-"მართლაა?! მადლობა ღმერთს,ნინას ძალიან გაუხარდება, ხვალ აუცილებლად ვეტყვი"
-"უკაცრავად,ნინა კარგად არის?"
-"ხელი ძალიან ტკივა გაურთულდა გაუსივდა და დამაძინებელს და დამამშვიდებელს ვასმევთ რომ ტკივილმა არ შეაწუხოს ხვალ მოვიყვან საავადმყოფოში ექიმი ნახავს"
-"ვაიმე მართლა?? რა საშინელებაა, ომიკითხეთ"
-"კარგით,ნახვამდის"
-"ნახვამდის"
ტელეფონზე საუბრის შემდეგ ძმის პალატაში შევიდა და მის გვერძე სკამზე დაჯდა.
-"სალოოც მოსულააა,მოდი ჩემო მზის დარო"
თქვა იკას და სალოს ბიძაშვილმა გეგამ.გეგა ფაქტიურად მათი ძმაა მშობლები არ ყავს უბედურ შემთხვევას ემსხვერპლნენ,ავტოკატასტროფაში დაიყუპნენ გეგაც ძლივს გადარჩა ,თუმცა მშობლებთან ერთად მამობის შანსიც დაკარგა.ამის მიუხედავად,ის მაინც ხალისიანი და თბილია,მის პრობლემებს სხვებს არასდროს არ ახვევს.
-"გამოფხიზლდა იკა და მოვედით ბატონო გეგა ხასითზე?"
სიცილინარევი ხმით უთხრა სალომემ გეგას და ძმას მიუბრუნდა
-"იკა როგორ ხარ? ექიმმა რა თქვა არ მომისმენია ,როდის გავწერთო"
-"ზეგ გაწერენ თუ კაი ბიჭი იქნება"
თქვა იკას უახლოესმა მეობარმა სანდრომ.სანდროც ძმასავით ყავს იკას და სალომეს ხომ საერთოდ, ფაქტიურად სალომეს მესაიდუმლეა.
-"ბიჭო არ გახსოვს რა მოხდა?რა უნდოდა იმ ახვარს,საერთოდ ვინ დაგარტყა ეხლაც ვერ იპოვეს ერთი გოგო უნდა დაკითხონ რა ვინც იმ
მანქანაში იჯდა და გაარკვევენ"
თქვა ანერვიულებულმა დემეტრე.
ყველაზე უფროსი და ყველაზე დასტოინი მეგობრებში.
-"ბიჭო ტაქსისტმა დამარტყა იმ გოგოს რას ერჩიან?"
თითქოსდა გაღიზიანდა იკა.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Wacikitxe. Sakmaod saintereso dasawyisi iyoo. Momwons. Mxolod erti rcheva tu ufro txovna ase gaagrdzele da ar aaswrafo movlenebi nelnela ganavitare gacilebit uketesi gamova. Velodebi shemdegs!!!!

 


№2  offline წევრი Helio

nawkas12345
Wacikitxe. Sakmaod saintereso dasawyisi iyoo. Momwons. Mxolod erti rcheva tu ufro txovna ase gaagrdzele da ar aaswrafo movlenebi nelnela ganavitare gacilebit uketesi gamova. Velodebi shemdegs!!!!

მადლობაა))) გავითვალისწინებ))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent