ნაზი სურნელი (თავი 2)
კლუბშია. მუსიკას ტანს აყოლებს და სხვა სამყაროში ინაცვლებს. ამ სიტუაციაში არავინ და არაფერი აინტერესებს. ივიწყებს ცხოვრებას, ბიზნესს და ყველაფერს, რაც კი მის თავს ხდება. ამ წუთას, ცხოვრებისგან მხოლოდ ბედნიერებას იღებს. დაჟინებულ მზერას გრძნობს. თვალებს ახელს და პირდაპირ დადვანის თვალებს ეჩეხება. ბიჭი უღიმის, იმდენად სიმპატიურია, რომ ნიცას ანგელოზი ჰგონია, ამიტომ თვალებს ხუჭავს და ისევ ცეკვას აგრძელებს. ცოტახანში, წელზე ხელებს გრძნობს. სასიამოვნო ჟრუანტელი უვლის ტანში. გრძნობს, რომ ისაა... ძარღვებში სისხლი უდუღს და საბოლოოდ კარგავს საკუთარ თავს. ბიჭისკენ ტრიალდება, მხრებზე ხელებს ალაგებს. თვალები ისევ დახუჭული აქვს, რადგან ჰგონია, რომ გაახილოს დემეტრე იქ არ დახვდება და მის ადგილას ხელში სხვა შერჩება. ვერ ცნობს საკუთარ თავს, მაგრამ ახლა ესეც არ აინტერესებს. -ულამაზესი ხარ. - ვნებით სავსე ხმა ესმის და ყელზე ტუჩების შეხებას გრძნობს. მაშინვე ბუსუსები აყრის ტანზე, მაგრამ მალევე სიცივეს გრძნობს. თვალებს ახელს და უკმაყოფილოდ იხედება აქეთ-იქით. ზურგს ხედავს, დარწმუნებულია, რომ ისაა. მეორე მხარეს ბანცალით გადის და ელენეს უკმაყოფილო სახეს აწყდება. -რამდენი დალიე... - წუწუნს იწყებს და დაქალს გვერდით ისვამს. ნიცას, კი ისტერიკული სიცილი უტყდება, რაზეც სალომეც იცინის. ელენე კი დაბღვერილი ზის და ორ გიჟ დაქალს შეჰყურებს. ცოტახანში წარბებს ხსნის და ესეც სიცილს იწყებს. *** დილით უთენია გაეღვიძა. თავი უსკდებოდა, მაგრამ ლოგინში წამოჯდომა მაინც შეძლო და წყალი მოსვა. წინა ღამის დეტალების გახსენება დაიწყო და მაშინვე გაახსენდა ხელები წელზე, ყელში კოცნა... ისევ ჟრუანტელმა დაუარა. გაეღიმა... ისევ იმ კოცნაზე დაიწყო ფიქრი, რომელმაც ასე დააკარგვინა თავი. შტერივით იღიმოდა, როცა მარინა შემოვიდა ოთახში და გაშტერებულ შვილზე გაეცინა. -რაღაც კარგ ხასიათზე ხარ. - ვერ გაიგო, როდის შევიდა დედა მასთან, ამიტომ დამფრთხალი წამოხტა ფეხზე და წაქცევაც მოახერხა. ამაზე ქალბატონი მარინა ახარხარდა. ისე გულით იცინოდა შვილის ამ საქციელზე, რომ თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა. -აუ დედა, კარგი რა... - სასაცილოდ დამანჭა სახე ნიცამ და დედას შეხედა. მარინა კიდევ იცინოდა, ვერ მშვიდდებოდა. რამდენჯერაც გაახსენდა, იმდენჯერ თავიდან დაიწყო სიცილი. მთელი დღე ასეთ სიცილ-ხარხარში გავიდა. ნიცა იმდენად ცუდად იყო, რომ გარეთ გასვლა და გოგოების ნახვა ვერ მოახერხა. ჯერ კიდევ პიჟამოებში იყო გამოწყობილი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე საღამოს 7 საათი იყო. -ვერ გასწავლე ჩაცმა რა. - მარინამ თავი გააქნია და ისევ გაიცინა. ნიცამ ამაზე შეუბღვირა და ოთახში გავიდა, მინერალური წყლით ხელში. ლიფით და ტრუსიკით იდგა ოთახში, კარზე ზარის ხმა, რომ მოესმა. მაშინვე ოთახის კართან მიირბინა და მიხურა. ყური მოჰკრა მამის ხმას და ბედნიერებით აივსო. თავისუფალი სტილის მაიკა და მოკლე შორტი ჩაიცვა, ფეხები შლოპანცებში გაუყარა და მისაღებში გაფრატუნდა. სახეზე სისხლი მოაწვა... არ ელოდა.. ის აქ იყო... იღიმოდა და მარინას ელაპარაკებოდა. მანაც იგრძნო ნიცას ოთახში შესვლა და უკან მობრუნდა. -გამარჯობა. - ნიცამ გაუღიმა და მისკენ წავიდა. დემეტრეც წამოდგა და გადაეხვია. სხეულში ელექტრონებმა დაუარა, ბიჭის აჩქარებული გულიც იგრძნო და კმაყოფილმა ჩაიღიმა. -როგორ ხარ, ნიცა? - ღიმილით შეხედა და გოგოს დაბნევაც მოახერხა. ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა და ნიცაც გვერდით მიჯდა. -კარგად თავად? - ცინიკურად ჩაიცინაა და გვერდულად გახედა. -ძალიან კარგად. - დემეტრემაც არ დაიშურა ცინიკური პასუხი და თვალებში ჩახედა. -ახლავე მოვალ. - მარინა ფეხზე წამოდგა და ქმარიც თან გაიყოლა. -თავი ხომ არ გტკივა? - დემეტრემ სიცილით ჰკითხა და ცოტა უკან გაიწია, რადგან ნიცასთვის კარგად შეეხედა. -ოჰ, ავღადავდით, ბატონო დადვანო? – ‘მაინც რა კარგი გვარი აქვს’- გულში გაიფიქრა და ჩაიცინა. -მომიტევეთ. - თვალი ჩაუკრა დემეტრემ და სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან. ნიცა ყველა მის მოქმედებას აკვირდებოდა და ვერ გაეგო, თუ როგორ შეიძლებოდა, ადამიანი ასეთი სიმპატიური ყოფილიყო. -მიირთვით. - მარინამ მაგიდაზე ხილი და შოკოლადები დადო. დემეტრე მაშნვე დასწვდა შოკოლადს, რამაც ნუცა ძალიან გაახალისა. -მარი, ჩვენ ოთახში ვიქნებით. თუ რამეა იქ შემომაკითხე. - გურამმა ცოლს შუბლზე აკოცა და დემეტრეს ანიშნა გაჰყოლოდა. მაინც, როგორი სიმპატიური იყო... ჯერ სიარულის მანერა.. მერე ტანი.. მერე ჩაცმის სტილი... მაგრამ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს, როცა იდიოტი ხარ? ყურებამდე გაღიმებული ნუცა თავის ოთახში შევიდა და გულის ცემა მანამდე ვერ დაიწყნარა, სანამ ბიჭი სახლიდან არ წავიდა. *** -როგორ დავიღალე, თქვენ კი არიცით... - თვალებ მიბნედილი ელენე ნუცას და სალომეს წინ ჯდება კაფეში და თავს მაგიდაზე დებს. -არ შევუკვეთოთ რამე? - ნუცას იმდენად უნდა ყავა, რომ გაჩერება აღარ შეუძლია, ამიტომ ცივ ყავას უკვეთავს და ელენეს წუწუნს უსმენს. -აი, დავიღალე რა. ჯერ უფროსი მიშლის ნერვებს, მერე ასე მარტო სიარული. ვინმე ბიჭი მინდა, რომ მომეფეროს, დამამშვიდოს. დავიღალე ასეთი ერთფეროვანი ცხოვრებით. - ნუცას დაქალის ფიქრებზე გაეცინა და ხელი ხელზე დაადო. -მომისმინე, შენ ხარ ჩამოყალიბებული ადამიანი და არ გჭირდება ვიღაც ვიღაცები ცხორებაში. აი, ნახავ, ძალიან მალე გამოჩნდება ის ერთადერთი, რომელზეც ამდენი წელია ლაპარაკობ. - ზოგადად მეგობბრების დამშვიდება კარგად გამოსდიოდა. ხშირად ხუმრობდნენ ელენე და სალომე. შენ ‘ბიზნეს ვუმენი’ კი არა, ფსიქოლოგი უნდა გამოსულიყავი, ამ საქმისთვის ხარ დაბადებული-ო. *** ისევ სახლი... ისევ ნაცნობი სურნელი... და ისევ, მთელ ტანში დავლილი ჟრუანტელი... ფიქრობდა... ძალიან ბევრს ფიქრობდა... მხოლოდ დადვანზე იყო ასე. დაინახავდა და მანდ მთავრდებოდა ყველაფერი. გული ჯერ უჩერდებოდა, შემდეგ კი არა ამქვეყნიური სიჩქარით უცემდა. თვალები ებინდებოდა და თაბრო ეხვეოდა. ახლაც ასე იყო... გაუკვირდა მისალმება, რომ მოახერხა, შემდეგ კი უბრალოდ ოთახში შევიდა და იქიდან მანამ არ გამოსულა, სანამდე დემეტრე არ წავიდა. იცოდა იცოდა, რომ 16 წლის თინეიჯერივით იქცეოდა, მაგრამ სხვანაირად არ შეეძლო. არ უნდოდა დიდი დროის გატარება მასთან... რაღაც სხვას გრძნობდა და არ უნდოდა ეს ყველაფერი ცრემლებით და გულის წასვლებით დამთავრებულიყო. არ იცოდა რა გაეკეთებინა. ნათქვამია: ადამიანი მხოლოდ სხვის საქმეშია მაგარიო... მართლაც ასე იყო ნუცას შემთხვევაში. სხვას არიგებდა, კეთილ რჩევებს აძლევდა, მაგრამ თვითონ საკუთარ თავს ვერაფრით ანუგეშებდა და ვერანაირ რჩევას ვერ აძლევდა... *** და ახლაც... ოთახში მარტოა... ისევ მასზე ფიქრობს... ისევ, დემეტრე დადვანზე... ------------------------------- ჩემო ტკბილებო! ვიცი, რომ ძალიან დავაგვიანე. უბრალოდ დრო მართლა არ მქონდა. იმედი მაქვს, მოგეწონებათ ეს თავი. შემდეგსაც ძალიან მალე დავდებ ! <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.