შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმპატიური სტუმარი (თავი 1)


17-12-2016, 00:03
ავტორი CRAZY GILR
ნანახია 3 757

გამარჯობაა... იცოდეთ ველი შეფასებებს კომენტარებში.

***
უკვე აგვისტოა... ღმერთო, როგორ არ მინდა სკოლის დაწყება.
სესილი–ეს არის ჩემი სახელი. 17 წლის ვარ. დიახ, მომავალი აბიტურიენტი. „აბიტურიენტობა არეტიანებსო“ – მართალია. ჯერ არ ვარ აბიტურიენტი, მაგრამ უკვე ღამეეს ვათენებ ეროვნულებზე ფიქრით.
არც ზაფხულია ისეთი მშვენიერი, როგორიც აქამდე იყო. წესიერად ვერ ვისვენებ, ვერც ვერთობი. ორ დღეში მეგობრები ჩამოდიან მეზობლად. როგორ მინდა გავერთო და თუნდაც ერთმა დღემ მაინც ჩაიაროს ეროვნულებზე ფიქრის გარეშე.
***
მეგობრები ჩამომივიდნენ!.. ახლა მომწერეს ჩამოვედითო. ვემზადები გასასვლელად. ჯინსის შორტი და ტოპი ჩავიცვი, ქონვერსები ამოვიცვი და გასასვლელისკენ გავემართე.
– დე ჩამოვიდნენ და გავდივარ მე – გავძახე სამზარეულოში მყოფს.
– კარგი დე, ჭკვიანად – დამარიგა როგორც სჩვევია ხოლმე.
თქვენთვის ჯერ არ მითქვამს რომ სოფელში ვცხოვრობ, სვანეთში. ალბათ, თვალწინ კოშკები დაგიდგათ, მაგრამ არა. აქ არ არის კოშკები, ერთიც კი.
სახლში შევედი და ბაბუა მოვიკითხე.
– ახალჩამოსულები სად არიან? – ვკითხე ღიმილით.
– ოთახში არიან, გენაცვალე – მიპასუხა და გამიღიმა.
ვგიჟდები მაგ კაცზე. მისი დადებითი ხასიათი ყოველთვის გადამდებია. რამდენი რამ გადაიტანა, ცოლი და ერთადერთი გოგო ერთდროულად დაკარგა, სწორედ იმ გოგოს შვილია მარიც. ვერ წარმოიდგენთ რა დამემართა დილაადრიან რომ ტირილის ხმა მომესმა, გავედი და ეს ამბავი გავიგე. მაშინვე მარის განადგურებული სახე დამიდგა თვალწინ. დიდი ტრაგედია იყო. დღესაც ვნანობ რომ მძიმე წუთებში მარის გვერდით ყოფნა ვერ მოვახერხე. ამ ამბავის მერე ორი წელი არ ჩამოსულა სვანეთში. ალბათ, უჭირდა აქ ყოფნა, მაგრამ შემდეგ ჩამოვიდა. შევამჩნიე რომ ჩვენს ბავშვობის მეგობრობაში ბზარი იყო გაჩენილი. მაგრამ ნელ–ნელა ეს ბზარი ისევ ამოვავსეთ.
ოთახში შევედი და მაშინვე მარიას მივვარდი. სურნელიც კი მომნატრებოდა. შემდეგ ანა და რეზი მოვიკითხე. ოთახი ლუკა– რომელიც ჩემს მეზობლად ცხოვრობს და ორი უცნობი ბიჭი იყო, რომელთაგანაც ერთ–ერთმა ჩემი ყურადღება მიიპყრო.
ძალიან სიმპატიური იყო. კარგი აღნაგობა, არც ძალიან დაკუნთული და არც სუსტი, ზუსტად ისეთი როგორიც მე მომწონდა. ნაცრისფერი თვალები, ლამაზი ფორმის თავი ოდნავ წამოზრდილი თმებით და მსხვილი ტუჩებით, რომლებიც დარწმუნებული ვარ ძალიან გემრიელი იქნება.
მალევე გამოვერკვიე და მარის კითხვით სავსე მზერა ვესროლე.
– სესი, გაიცანი ლევანი და გაბრო, რეზის ძმაკაცები.
„სასიამოვნო“–თი შემოვიფარგლე და მეგობრებს მივუბრუნდი. წამით მომეჩვენა, რომ გაბრო მათვალიერებდა, ჩავთვალე რომ მომეჩვენა და უდარდელად გავაგრძელე მეგობრებთან საუბარი.
კარტი ვითამაშეთ, ვისაუბრეთ, ვიცინეთ, ვიმხიარულეთ. ღმერთო, როგორ მომნატრებია ეს ყველაფერი.
ათისთვის დავიშალეთ.
– ხვალ შეგეხმიანები და გადავწყვიტოთ ტბაზე წასვლის ამბავი.
– ოქეეი – სიცილით შემომაგება მარიამ. გამოვემშვიდობე ყველას და სახლისკენ გადავუხვიე.
“ გაბრო... გაბრო ... რა სიმპატიურია... არა, სესილი გამოფხიზლდი, ასე არ გამოვა. “
თავი გადავაქნიე ფიქრების გასაფანტად და სახლში შევაბიჯე.
– მოვედი დე
– ჩემი ჭკვიანი, გაერთე?
– აუ კიი. ისე ორი ბიჭი შემოგვემატა, რეზისთან არიან– მივხვდი არ ესიამოვნა დედას. არ მოსწონს უცნობ ბიჭებთან ჩემი ყოფნა.– კაი რა, დე, ახლა ამის გამო ხომ ვერ შევწყვეტ მარისთან სიარულს .
– კაი, ოღონდ ჭკვიანად იყავი ხოლმე მათთან, არავის არაფერი აფიქრებინო.
– კაი, ოთახში შევალ და ჩამოვწვები ცოტახანს.
„დორიან გრეის პორტრეტი“ ავიღე და ჩამოვწექი. თვალს ვაყოლებდი მაგრამ ვერაფერს ვიგებდი. სულ მასზე მეფიქრებოდა. ბოლოს გადავწყვიტე მარიასთვის მიმეწერა და ჩემთან დარჩენაზე დამეყოლინიებია. ტელეს გადავწვდი და მარიას მივწერე.
– ‘ მარიაა, ამო რა, ჩემთან დარჩი . ფლიზზ...’
– ‘ გოგო შუაღამეა უკვე რა ამოვიდე’
– ‘ აუუ... ფლიზზ... ‘
– ‘ ხო კაი ამოვალ ხუთ წუთში ‘
– ‘ მიკახააარრ ‘
– ‘ ვიცი და მეც ‘
– ‘ მიდი ჩქარა ამოირბინე ‘
– ‘ ხო, კაი გოგო მოვდივარ ვაა... ‘
ორი წუთში მარიამაც შემოაბიჯა ოთახში.
– მოდი, წუწუნა, მომიწექი გვერდზე.
– აუ ნუ მეძახი ამ წუწუნაას– დამიბღვირა და ტუჩები სასაცილოდ გამობურცა.
– ხო კაი მოდი ჩემთააან.
გვერდით მომიწვა. როგორ მომნატრებია ჩემი წუწუნა.
– სეს...
– გისმენ
– მომენატრე
– მეც
დიდად გულჩვივები არცერთი არ ვიყავით, მაგრამ ამ მომენტში მონატრებამ მაინც თავისი ქნა. ორივეს ცრემლი გადმოგვივარდა, ერთმანეთს ჩავეხუტეთ დასამშვიდებლად. ამ მომენტში მთელი ჩვენი საერთო მოგონებები ერთბაშად ამომიტივტივდა. წელიწადში მხოლოდ ერთი თვე ვიყავით ერთად მაგრამ მაინც სულიერი მეგობრები ვიყავით. დამშვიდებულებს მალევე ჩაგვეძინა.

ვიცი ძაან პატარა თავია მაგრამ მაინტერესებს, როგორ ფიქრობთ ღირს გასაგრძელებლად თუ არა?



№1  offline წევრი yviteli minioni

ძალიან კარგიაა <3 ცოტა დიდი თავები დადე

 


№2 სტუმარი nia

Zaaan momwons gaagrzele

 


№3 სტუმარი მარიაა

მომეწონა და ველი შემდეგ თავს უფრო ვრცელს ♡

 


№4  offline წევრი Frigga

მაგარია.... მხოლოდ ამით შემოვიფარგლებიი

 


№5  offline წევრი CRAZY GILR

მადლობაა... <3 ხვალ საღამოს დავდებ მეორე თავს. ვნახოთ მუზა თუ მეწვევა :D <3

 


№6  offline წევრი LSD

Vaime rogorc momewona ❤❤tbili da tkbili tavi iko dzaan ese ganagrze veli shemdegs da warmatebebi❤❤

 


№7 სტუმარი lela

Kargia. Vrcel tavebs velodebi ufro!

 


№8  offline მოდერი D-roni

კარგი სიუჟეტია , სათაურიც ამართლებს , შენც კარგი ხარ ვგრძნობ რომ უკვე მეორე თავის ლოდინში ვგიჟდები!
ოღონდ ერთი თხვნა მაქვს , მომენტებში შეგიხლია ესა თუ ის სიტუაციები განავრცო და დიალოგებიც ჩართო მეგობრების წრეში , გაბროც მონწონს უკვე !
წარმატებებს გისურვებ ❤️

 


№9 სტუმარი Guest Maka

Zalian kargi dasawyisia chemo kargo gaagrzele da saertod tu gulit ginda wero dawere iyavi shen tavshi darwmunebuli nurc jansagi kritika shegashinebs shemdegi motxrobis dawerashi dagexmareba ase ro warmatebebs gisurveb da velodebi momdevno tavs ufali shenskenკომენტარი

 


№10  offline წევრი CRAZY GILR

ამ კომენტარებმა უფრო გამამხნევა და უკვე ვაპირებ ამ ბოთხრობის ბოლომდე მიყვანას. heart_eyes kissing_heart მადლობა დიდი

 


№11  offline წევრი khatia khatia

ამმ კაი იყოოო ძააანნ ამმმ ვაფრენ გაბრიელზე ნუუ სახელზეე ძაან მომწონს
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent