შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იმედის შუქი / light of hope თავი6


17-12-2016, 03:31
ავტორი ანობანო
ნანახია 1 514

- კარგი კარგი ახლავე წამოვალ
ტელეფონი გავთიშე თუ არა გზაზე გავვარდი, რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ ტაქსი გავაჩერე და მისამართი ვუკარნახე, ფული წინასწარ გადავუხადე, ვნერვიულობდი
ნეტავ რა მოხდა?ნინასთან დარეკვას ვცდილობდი მაგრამ არ მპასუხობდა რაც კიდევ უფრო მანერვიულებდა,
- ძალიან გთხოვთ იჩქარეთ
- მეტი ჩქარა ვერ ვივლი შვილო,
როგორც იქნა მივედით სახლთან როგორც კი შეაჩერა მაშინვე გადავედი და სახლისკენ გავიქეცი კარი ლამის შევგლიჯე მისაღებში არავინ დამხვდა ამიტომ კიბეები ავირბინე და ჩვენს ოთახში შევედი მაგრამ არც იქ იყო არავინ, სააბაზანოს კარზე დავაკაკუნე და პასუხი რომ ვერ მივიღე კარები შევაღე მაგრამ ცარიელი იყო
- ნინა! ნინა! ბექა! მთელი სახლი შემოვირბინე , ღმერთო ნეტავ სად არიან
ისევ ნინას დავურეე და ამჯერად აიღო
- ალო ნინა სად ხართ?
- ჩვენს ქუჩაზე საავამდმყოფოში
გვუთიშე, ახლოსვე იყო ამიტომ ფეხით წასვლა ვარჩიე,გზაში რა აღარ ვიფიქრე და წარმოვიდგინე, ფეხები მიკანკალებდა ყელი გამიშრა ნერვიულობისგან სულ გავხურდი
ძვლივს მივაღწიე კლინიკამდე მისაღებში ნინა დავინახე და მისკენ წავედი ჩემს დანახვაზე წამოდგა და შემომეგება
- მარიამ
- რამოხდა? ბექა სად არის?
- ის ... კიბიდან დაგორდა ფეხი აქვს მოტეხილი და დაჟეჯილობები აქვს პალატაში ყავთ ახლა ირაკლია მასთან
ღმერთო არა... თითქოს ნელნელა ვითიშებოდი რომ წარმოვიდგინე რა შეიძლება მომხდარიყო
- მარიამ დე კარგად ხარ? ფერი არ გადევს , მოდი აქ დაჯექი
სკამზე დამსვა და ორწუთში წყლით სავსე ჭიკით დაბრუნდა
- დალიე
ვცდილობდი დავმშვიდებულიყავი, ძვლივს გადავყლაპე ორი ყლუპი
ირაკლი პალატიდან გამოვიდა თუარა მაშინვე ჩვენთან მოვიდა და როგორც ფილმებშია ფეხზე წამოვდექით და ველოდით რას იტყოდა მაგრამ ეს ფილმისგან განსხვავებით წამებში მოხდა
ნინა მოეხვია, კისერზე მჭიდროდ მოხვია ხელები და ამშვიდებდა
- ყველაფერი კარგადაა მთავარია ძლიერი ბიჭია "ჩვენი" ბექა
- მას რომ რაიმე მოსვლოდა... არვიცი ნინა ვერ გავუძლებდი
- ჩშშ დამშვიდდი საყვარელო ის კარგადაა
იმდენად აღელვებული ვიყავი მათ ქცევაზეც კი არ მეშლებოდა ნერვები
- თუ გინდა შეგიძლია ნახო
ირაკლის წინადადების დამთავრება არ ვაცადე რომ პალატისკენ წავედი კარი შევაღე და შევიხედე
- შეიძლება? მაგრამ ჩასძინებია
შიგნით შევედი და კარები ფრთხილად დავხურე
ისეთი სიმპატიურია ძილის დროსაც კი...ალბათ ძალიან ტკივა
მარიამ გონს მოდი როდის მერეა მისი ტკივილი გადარდებს?
საწოლს მივუახლოვდი, შეიშმუშნა და თვალები გაახილა
არვიცი რატომ მაგრამ გამიხარდა ჩემი მიახლოვება რომ იგრძნო,ნუ მე ასე ჩავთვალე
- როგორ ხარ?
- მოხვედი? უკმაყოფილოდ მკითხა
- რომ დამირეკე ძალიან შემეშინდა და მაშინვე წამოვედი, მაპატიე რომ სახლში არვიყავი
- რომ ყოფილიყავი რა შეიცვლებოდა? მე მაინც დავგორდებოდი კიბიდან,ასე პირველად არ ხდება და არც უკანასკნელად,
მეტად ნაღვლიანი მეჩვენა მისი ხმა,ალბათ უკვე გაუსაძლისია და დაიღალა
ხელებში მისი ხელი მოვიქციე თანაგრძნობის ნიშნად
- ასე ნუ ამბობ ის ძლიერი ბიჭი სად გაქრა?შენ ყველაფერს გაუძლებ ფეხი ვის არ მოტეხია, იცი პატარა რომ ვიყავი მეც დავეცი სადარბაზოში კიბეზე და ხელი კოვიტეხე
- საქმე ფეხის მოტეხვაში არ არის მარიამ,
ხელი უხეშად გაწია და თავი გვერდით გააბრუნა თუმცა მაინც შევამჩნიე როგორ ჩადგომოდა ცრემლები თვალებში,დასუსტებული და უიმედოდ იყო ვიგრძენი რომ უჭირდა და პირველად ვიგრძენი რომ უძლური ვიყავი არშემეძლო დავხმარებოდი
- ყველაფერი კარგად იქნება
- მარამ წადი გთხოვ
- არსადაც არწავალ
- არმინდა შენი აქ ყოფნა წადი ! ძალიან უხეშად მითხრა
ძალიან არმინდოდა მაგრამ პალატიდან გამოვედი
ირაკლიმ მაშინვე მომიახლოვდა
- რაიმე გითხრა? მომლოდინე თვალებით მიყურებდა
- არა. იმედები გაუცრუვდა და ნინას გადახედა
- თქვენ სახლში წადით დაისვენეთ მე ხვალ გამოწერენ და ბარემ წამოვიყვან
- ჩვენც აქ ვიქნებით
- არა მარიამ დედასთან ერთად სახლში დაბრუნდი ასე აჯობებს დამიჯერე
უსიამოვნოდ დავხედე ჩემს მხარზე მის ხელს მანაც მიხვდა ჩემი კესტი და უხერხულად ჩაიდო ჯიბეში,
ნინასთან ერთად სახლში დავბრუნდი
- ჩაის დალევ?
ემოციურად იმდენად დაღლილი ვიყავი რომ ჩაი ნამდვილად მომაფხიზლებდა
- კი დავლევ
კურთუკი საკიდზე ჩამივკიდე და ტელეფონს დავხედე, 3 გამოტივებულუ ზარი და ერთი სმს რათქმაუნდა ეკასგან
- რატომ არ მპასუხობ?
დავურეკე
- ალო გოგო სადხარ ჩემთვის რომ ვერ მოიცალე
- მაპატიე არმეცალა საავადმყოფოში ვიყავი
- რანაირი ხმა გაქვს ავად ხარ? საავადმყოფოში რა გინდოდა?
- არა მე კარგად ვარ
- აბა?
- ბექას სანახავად ვიყავი
- ვაიმე გოგო ბექუნას რა ჭირს?
ბექუნას? როდის მერე გახდა ეკასთვის ბექუნა, ან ასე ძალიან რატომ ღელავს, გავბრაზდი არმესიამოვნა
- მერე მოგიყვები ახლა უნდა წავიდე დროებით
- მარი შაქარი რამდენი ჩაგიყარო
ინდენადაც კი არმუცნობს რომ არიცის რამდენად ტკბილი ჩაისს ვსვამ
-4
- მოდი მზადაა
სამზარეულოში შევედი და ფინჯანი ავიღე რომ ისევ მისაღებში დავბრუნებულიყავი
- ჩემთან ერთად დალიე გთხოვ
მის წინ დავჯექი,ვისხედით ორივე ჩუმად და ჩაის ვსვამდით
გაგიკვირდებათ და დუმილი მე შავარღვიე ძალიან მჭირდებოდა ვინმესთან საუბარი
- ასე უხეშად რატომ მომექცა?
- სტრესშია და იმიტომ, მომხდარზე ძალიან ღელავს, ისეთ დღეშიი დაგვხვდა რომ მოვედით შენ საიდან გაიგე
- დამირეკა სასწრაფოდ მოდიო
- ჰო ჩვენც მან დაგვირეკა იფიქრა რთული არაფერიაო და სასწრაფოში არდაურეკავს
როგორც ჩანს პირველი მე დამირეკა ეგოისტურად ჟღერს მაგრამ მესიამოვნა
- მაგრამ იქ მის სანუგეშებლად მივედი მანკი თავიდან მომიშორა
- ახლა რთული პერიოდი ექნება გაღიზიანებულია და მისი ხასიათის ატანა მოგვიწევს
მალე გადაუვლის ძალიან ტკივა
რაღაცნაირად იმოქმედა ჩემზე მისმა სიტყვებმა ვუსმენდი საკუთარ დედას როგორ ღელავდა სხვის შვილზე როცა არასდროს უფიქრია მე როგორ მტკენდა
- მეც მტკივა ნინა გულზე ხელი მივიდე აი აქ
დაღონებულმა ვუთხარი,თვალებში ვუყურებდი და ველოდი, დახმარების ხელს
თანადგომას დამშვიდებას
- ვიცი
სულ ეს არის? ერთი სიტყვა, ის ვერ ხვდება და ვერ განიცდის
- სხვის ტკივილს ვერ გაიგებ სანამ თვითონ არ იგრძნობ " დედა"
ბოლო სიტყვა მეტად ირონიულად წარმოვთქვი და დავტოვე,ჩემს ოთხში ავედი

არ მძინებია,ვერ დავიძინე იმდენად მივეჩვიე უმისოდ ვერ ვეგუებოდი ამ სახლს ,ამ ოთახს ვნერვიულობდი ალბათ ისევ დაგვეძაბება ურთიერთობა
ახლა აქ რომ იყოს ვეტყოდი რომ ღამით მისი ყურება სულაც არ არის ცუდი
რომ საოცრად ლამაზი და ჭკვიანი შავი თვალები აქვს, ვეტყოდი რომ სწორედ მან მომცა ძალა მან ჩამისახა იმედი რომელსაც სიცოცხლის გასაგრძელებლად სარწყავივით ვიყენებ,ვეტყოდი ბედნიერი ვარ რადგან ყოველ ღამით შენ მისურვებ ტკბილ ძილს
მაგრამ... ჩემს გვერდით ცარიელი საწოლია
დილით შვიდი საათი იყო რომ ავდექი, მოვწესრიგდი და პირველ სართულზე ჩავედი
დედაც მალევე ადგა ისაუზმა და ატელიაში წავიდა, კარგ ხასიათზე ვიყავი უძილობის მიუხედავად, გადავწყვიტე რამე გამეკეთებინა, ყველაზე კარგად რაც გამომდის ტორტია
ჰოდა მეც შოკოლადის ტორტი გავაკეთე
ბექა რომ მოვა ყველაზე დიდ ნაჭერს მას მოვუჭრი, იმედია მოეწონება, რათქმაუნდა მოეწონება და მეტყვის კიდევ მომიჭერი ერთიცო
ამ დროს ზარის წკარუნიც გაისმა, ყოველთვის ნერვებს მიშლიდა ეს ხმა მაგრამ ახლა გამახარა კიდეც წამებში კარებთან გავჩნდი, გავაღე
- კარგია რომ მიხვედით, ღიმილიანი სახით შევეგებე
ოთახში შემოსულ ირაკლის და ეტლში მჯდომ ბექას, ცოტა კი დავიბენი
- ეტლში რატომ ზის?
- იმიტომ რომ ფეხი ლოვიტეხე და ბრმებს არშეუძლიათ ყავარჯნებით სიარული
მამა ძალიან გთხოვ ზემოთ ამიყვანე
ეტლს წინ გადავუდექი
- არა არა მოიცათ ტორტი გამოვაცხვე სპეციალურად თქვენთვის
- მამა !
გვერდი ამიარეს, მეწყინა იმდენად მეწყინა რომ ცრემლებიც კი მომადგა თვალებზე
არადა როგორ ვეცადე, გულდაწყვეტილი სამზარეულოში გავედი და სკამზე დავჯექი ვუყურებდი მაგიდის შუაგულში დადებულ ტორტს და სამ თეფშს.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

აუუ რა კარგი იყოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო, დამაკლდა კიდე მინდოდაა. ბოლოს გული გამიტყდა.
საოცრად მაინტერესებს ბექა, გტხოვ რატქმაუნდა თუ არის შესაძლებელი , რომ ერტი ტაი მაინც ბექქას მოაყოლო, დიდი კითხვის ნიშანია ის ჩემთვის, მოუთთბენლად ველი შემდეგსს!!!!!!!!!!!!!!!!

 


№2  offline წევრი ანობანო

nawkas12345
აუუ რა კარგი იყოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო, დამაკლდა კიდე მინდოდაა. ბოლოს გული გამიტყდა.
საოცრად მაინტერესებს ბექა, გტხოვ რატქმაუნდა თუ არის შესაძლებელი , რომ ერტი ტაი მაინც ბექქას მოაყოლო, დიდი კითხვის ნიშანია ის ჩემთვის, მოუთთბენლად ველი შემდეგსს!!!!!!!!!!!!!!!!

ერთ თავში აუცილებლად იქნება ბექას მონათხრობი
--------------------
ანოსია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent