მე,შენ და ცუდი ბიჭები (12)
ლიკა -აბა ლიკუნა რატომ მოიწვიე გენერალური ანსამბლეა?-ყავას ადგამს კატო. -იმედია ტერორისტი კატოს გასაუვნებელყოფად-ქირქილებს ონიანი,თვალებმოჭუტული კატო ენას უყოფს და ისიც მაგიდასთან დგება -მოკლედ რისთვის შეგკრიბეთ-ვიწყებ-ხვალ ზოოპარკში საქველმოქმედო ღონისძიება ხო ტარდება,ხოდა დიდი ვაივაგლახით ერთ-ერთ კოორდინატორად დამნიშნეს,მოხალისეები მჭირდება და დამეხმარეთ რაა-მუდარით სავსე მზერას ვავლებ მსმენელებს -რასთან დაკავშირებითაა?-იდაყვებს ეყრდნობა კატო -ბავშვთა სახლების დასახმარებლად-ვპასუხობ სწრაფად -ეგ კარგი აზრია,და ჩვენ ბუკლეტები უნდა დავარიგოთ და რამე?-დაინტერესებული თვალებით მიყურებს ლევანი -არა თამაშები იმართება ხალხის მისაზიდად ხოდა რამდენიმეში რომ მიიღოთ მონაწილეობა რა,ძალიან მარტივებია. აი ბრიტანული Red Nose Day რომ წარმოიდგინო ოღონდ წითელი ცხვირების გარეშე-ვიკრიჭები -შენთან ვარ ცხოვრებაა-თვალს მიკრავს ჩემი ხალებიანი -საქმეში ვარ-ხელს მაღლა წევს ონიანი და გვერდით მდგომ კატოს გამომწვევად უყურებს -მეც ლიკუნა,ოღონდ შემდეგში გონებაშეზღუდული ბაჩუკის დასახმარებელი ფონდიც გავხსნათ-კისკისებს თითგაშვერილი კატო და სკამზე დასაჯდომად ემზადება,წამის მეასედში ვხედავ როგორ ეცლება საყრდენი და წივის,მეორე მეასედში კი ცალხელში სკამდაჭერილი ბაჩი მეორე ხელით დაცემამდე იჭერს კატოს და თან ხარხარებს. -დეგენერატო-ხელებს იქნევს გაოგნებული კატო და გაზქურისკენ იღებს გეზს. ეჰ არ ეშველებათ ამათ არაფერი. შოკოლადებს მაგიდაზე ვდებ და ლევანის გვერდით ვსკუპდები -ანუ ხვალ მთელი დღე ერთად ვართ-მაცდური ღიმილით ხელს მხვევს -დიახ დიახ-თავს ვუქნევ -სხვებსაც ვეტყვი იქნებ წამოვიდნენ-თვალს მიკრავს -ჩემი გმირი ხარ შენ-ვუღიმი -კაით თორე ნაუშნიკებს გავირჭობ ახლა ყურში-გვებუზღუნება კატო და ყავით სავსე ჭიქებს გვიდგამს -მადლობააა-ფინჯანს ხელში იღებს ლევანი -მადლობა ცხოვრება-იცინის ონიანი და ყავას წრუპავს,უცებ სახე ეცვლება,იჭყანება და ყლუპი ისე გადააქვს გეგონება შხამი დაალევინესო,ალბათ ძალიან ცხელია. -ეს იმისთვის დილის ექვსზე რომ მაღვიძებ ხოლმე და იმისთვისაც კინაღამ ზღართანი რომ მომადენინე კაფელზე-კისკისებს კატო. ვერაფერი ვერ გავიგე. -ვერ გადამირჩები კატერინა-კბილებში ცრის ბაჩი და სკამიდან ხტება,კატო კი წივილ-კივილით წყდება ადგილს -გამარკვიე ერთი რა მოხდა ახლა-ვუყურებ ჩემსავით გაკვირვებულ ლევანს,მხრებს იჩეჩავს,ონიანის ჭიქას იღებს და ფრთხილად წრუპავს -ფუ მარილიანია-ხარხარებს ლევანი -გააღე ახლავე!-მესმის ბაჩის ყვირილი -ლიკუნა მოაშორეთ ეს არანორმალური კარს თორე მანანასთან დავაგვიანებთ იცოდე-მოგუდული ხმით მეძახის სავარაუდოდ საძინებელ ოთახში გამაგრებული კატო. კატერინა კრემიანი ნამცხვრებით სავსე ლანგარი ყურებამდე გაკრეჭილ ლიკასთან მიმაქვს,რაღაც კლასობანას მსგავს თამაშში მოგებულ ბავშვს ბუშტს აძლევს და ჩემსკენ ბრუნდება -რაქენი კატო?-მიცქერს აღფრთოვანებული -ექვსის მეტი ვერ გავყიდე-წარბებს ვკრავ-ერთი ვიღაც ბაბუას მგონი ხაჭაპურში აერია და მაგიტო იყიდა,ერთმა ქალმა კიდე დიეტური ხოაო და აბა რა ქალბატონო თქო-სიცილს ვეღარ ვიკავებ -მაინც მაგარია კატო-ფარ-ხმალს არ ყრის ლიკუნა -კი ძალიან,სულ რაღაც ორმოცდაოთხი დარჩა გასაყიდი-თვალებს ვატრიალებ და მომდევნო მსხვერპლის ძებნას ვიწყებ -აბა რას ვშვებით?-მესმის მხიარული ხმა ზურგს უკან,ვაიმე რატომაა ასეთ კარგ ხასიათზე ეს ოპოსუმი? არ შებრუნდე კატო,ნერვებს მოგიშლის! ჰაჰ აღარაა საჭირო,თვითონ მესვეტება წინ -შეხედე შენი სახლი-ფარშევანგების გალიაზე მანიშნებს -უი მეზობლები ვყოფილვართ-თითს მაიმუნების ვოლიერისკენ ვიშვერ -შეიძლება გავსინჯო?-წარბებს ათამაშებს -2 ლარი-წამოღებულ ხელზე ვურტყამ -ათს მოგცემ თუ კრემს წამასმევინებ ცხვირზე-ფხუკუნებს. დინოზავრების შთამომავალი! ვაიმე რა მოვიქრე -გენიოსი ხარ ბაჩუკი,წამომყევი ჩქარა-ლანგარს ვაჩეჩებ და მკლავში ჩავლებულს მივათრევ -არა გენიოსი კი ვარ მარა სად მიგყავარ,დეედა უნდა გამაუპატიურო?-შეშფოთებული ხმით მეუბნება და ხარხარებს. მოიცა გახორხოცებ მე შენ ცოტა ხანში. თვალებს ვუბრიალებ და ტირთან ახლოს ვაჩერებ. -აქ ვერ დაგნებდები კატო-ქირქილებს და ლანგარს აწონასწორებს,ვაიმე ეს ნამცხვრები რომ დაყაროს მივასხმევინებ ტვინს. -მანდ იდექი და ხმა არ ამოიღო-ხელს ვუქნევ,ხალხისკენ ვბრუნდები და ხმამაღლა ვიწყებ -აბა ვის უნდა კრემიანი ნამცხვრებით ომი?-ოციოდე ცნობისმოყვარე ჩემსკენ ტრიალდება,მიდი კატო უნდა გამოგივიდეს-ვინც პირდაპირ სახეში მოარტყამს ნახევარი თანხა უკან უბრუნდება-ვაცხადებ მხიარულად და თითს პირდაღებული მისი უმაღლესობისკენ ვიშვერ -მე მინდა მეე-სავარაუდოდ დედამისს ექაჩება თვალებანთებული ფუმფულა ბიჭი.ო როგორ მიყვარს ბოროტი ბავშვები! -მოდი პატარავ-შევცინი და ლანგრის ასაღებად მისტერ „აუ რა მაგრად გავებისკენ“ ვბრუნდები -მოგკლავ-ჩამსისინებს ღიმილშემხმარი.ჰაჰ რას ტლიკინებდა რო ტლიკინებდა. -ქველმოქმედება უპირველეს ყოვლისა-თითს ვუწევ და ტუჩებდაპრუწული აჟიტირებულ ბავშვს ერთ ნამცხვარს ვაწვდი. სასროლ მანძილს ვნიშნავ, უმიზნებს.მიდი მიდი! მარცხენა მხართან არტყამს. ნუ სახე უფრო გამიხარდებოდა მაგრამ რაც მთავარია ხომ გაგვიფუჭდა ჯორჯო არმანი. -ყოჩააღ! აბა კიდევ ვის უნდა ბაჩის გატუტყვა?-ხელებს ვშლი -მეე მეე-შემოგვმატებია ხალხი. -ჩვენც რიგში ჩაგვწერეთ-მოიწევენ გაბადრული ლევანი და ჯაბა,დათო და ნინიც მოსულან,ქერა სადღაა ნეტა? ალბათ სოლარიუმში დროს გადააჭარბა და გახმა. ჯუნგლების მეფეს ცბიერ ღიმილს ვაგებებ. ლანგარზე დარჩენილ სამ ნამცხვარს დავყურებ და მზერა მისტერ მოსიარულე ტორტზე გადამაქვს. მას შემდეგ რაც მის უდიდებულესობას ოთხჯერ თქვლეფეს პირდაპირ სახეში ამ დღეს ვეღარაფერი გამიფუჭებს! ბოლო კლიენტებიც მოდიან და ნამცხვრებს ვაწვდი,ვხედავ როგორ უხსნის აჟიტირებული ჯაბა 12 წლამდე ბავშვს როგორ მოარტყას თავისი წილი პირდაპირ თვალში. ბიჭიც მონდომებული დგება და ისვრის,ონიანი თვალს ხუჭავს,ჰეჰ ნიკაპზე მოხვდა, მაინც კარგია! სახეწაშლილი გზების რაინდი ადგილს წყდება და ჩვენსკენ მოემართება -ტკბილო მოდი ჩემთან-ხელებს იშვერს ჯაბა -მოდი აგლოკო-იკეცება დათო მისი უნამცხვრესობა თვალებს უბრიალებს -შენ ქალბატონო ამისთვის პასუხს აგებ-გათხუპნულ თითს მიქნევს -სარკეში ჩაიხედე ბაჩუკი,კრემიანი დათუნიების არ მეშინია მე-ენას ვუყოფ და ლიკასკენ ამაყად მივაბიჯებ,მარკეტინგის მეფე ხარ კატო რაა! მესამე კრახის შემდეგ იმედგაცრუებული ვდებ ტირის თოფს,ესე იგი ისე ქონდა ლულა აცილებული აქედან კრემლში მჯდომ პუტინს უფრო მოარტყამდი ვიდრე იმ სამიზნეს,ეჰ მშვიდობით ვარდისფერო დათუნავ. ნინისთან ერთად თვალების ცეცებით მივიწევ შეჯგუფებული ხალხისკენ. მოზრდილებიღა დარჩენილან ზოოპარკში. კრემითმოსილი ბნელეთის მბრძანებელი სად გაქრა? -კატო რომელი საათია?-ფიქრებიდან გამოვყავარ ნინის,მაჯაზე ვიყურები -შვიდი ხდება უკვე-ვუღიმი და ლიკუნას ვუახლოვდებით -მალე დამთავრდება,კარგად ვიმუშავეთ დღეს-ხელს მხვევს გაბადრული ლიკა.ჰაჰ შენ არ იცი ბაჩუკიმ როგორ იმუშავა. -რაშვებით ბარტყებო?-გვიერთდება ლევანი. გულთამპყრობელ ჯაბას ვიღაც უპოვია და გაქაფული ელაპარაკება მეტად საჭირბოროტო თემებზე. -წყვილების თამაში იწყება-გვატყობინებს ლიკა და ადგილზე ცქმუტავს,ხო აუცილებლად ვითამაშებთ მე და მე. -კიდევ ერთი თამაშის დროა-გვიცხადებს ფუმფულა ქალი გულთან ჩამოკიდული ბეჯით-მოკიდეთ თქვენს გაბედულ მეწყვილეებს ხელი და ამოდით,გამარჯვებული აი ამ ბუშტებს მიიღებს საჩუქრად-ხის სცენისკენ მიგვითითებს და შესაწირების ყუთით ქვემოთ ჩამოდის. არა თუ გამარკვევთ რა და როგორ ხდება ამოვალთ მე და ჩემი ჩანთა და ვითამაშებთ. -ავიდეთ?-ნინის ხელს უწვდის გვერდით ატუზული დათუნა,ოხ მომავალი ურთიერთობების სუნი მცემს. ნინი მორცხვად მშორდება და კარგიო კნავის. -მოდით ძალიან მარტივია-ამხნევებს ხალხს ფუმფულა ქალის გვერდით მდგომი სათვალეებიანი კაცი და თავმოყრილ სამ წყვილს ტაშით ეგებება -წამო-თავის ხალებიანს სცენისკენ მიაპორწიალებს ლიკუნა,მათ კიდევ ორი მიყვება. -ჩვენც მოვდივართ-ზურგს უკან ნაცნობი ხმა ჩამესმის,ოჰ დაგვიბრუნდა ტარიელი? ჩვენცო ბიჭმა,უპოვნია ნესტან დარეჯანი. არ მიიხედო კატო! მობილურს ვიღებ. რატომ მავლებს ტარიელი მკლავში ხელს? ოჰ გამოგვიცვლია გათუთხნული ვეფხის ტყავი. -რას აკეთებ?-ვცდილობ ხელი გავითავისუფლო,უფრო მიჭერს. ნადირი! ტუტანჰამონის გაქუცული კატა! -ქველმოქმედება უპირველეს ყოვლისა-მიმეორებს ჩემს სიტყვებს და სცენისკენ მიმათრევს. უიმე გააჯავრე შენნაირი მამომნტები -არ მინ....ჯანდაბა გვიანია,გახარებული ფუმფულა ტაშის დაკვრით გვეგებება. ნაძალადევად ვიღიმი. ლიკა ჭკუაზე არაა. კიდევ ერთი წყვილი ამოდის და შვიდნი ვგროვდებით. -დავიწყეთ-საზეიმოდ გვიცხადებს ფუმფულა-სამი მარტივი დავალება,გამარჯვებულს ათკაციანი ჟიური ადგენს,მაყურებლებიდან არჩეულ ხალხზე მიგვითითებს. ოჰ რაღა მიჭირს,ცხოვრებაში პირველად მინდა რომ დროზე გაგვაგდონ! -ზუსტად ოც წამში რამე ორიგინალური ილეთი უნდა გვიჩვენოთ-ვიღებთ პირველ დავალებას,დაბნეული ვაცეცებ თვალებს,ჩვენს გვერდითა წყვილს ხელი გადაუხვევია ერთმანეთისთვის,ჯაბა ლოყაზე კოცნის აწითლებულ ნინის,ჩვენ რომელი ვაჩვენოთ როგორ ვყრით ერთმანეთს ბინძურ წყალში თუ როგორ გავრბივარ თავქუდმოგეჯილი და მომსდევს,ლიკამ რაღა მოიფიქრა? გახედვას ვერ ვასწრებ ისე მეშლება ფეხი,თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ არ ვიკივლო,ამდენი ხალხის წინ წამაქცევს? არა წელით მიჭერს,მეორე კი სახეზე აქვს მოდებული. თვალებს ვ....პ,არ მაინტერესებს უნდა მივალანძღო! პირს ვაღებ,ტაშის და სტვენის ხმები ერთმანეთში ირევა,ალბათ დრო გავიდა. მაინც ვერ გადამირჩები ვირო! ლევანს ხელში აუყვანია ლიკა,უიმე კუსკუსები. -თვალებში მიყურე-ტუჩის კუთხეს ტეხს აკრობატიის მამა. -მოგკლავ-ყურებამდე გაღიმებული ვჩურჩულებ,ახლაღა ვამჩნევ მის კისერზე მოხვეულ ხელებს,ხო აშკარად ჩემი ხელებია. -პირველი ტურის გამარჯვებულიაა..... ორი,სამი,ხუთი და შვიდი ნომრები. რიგს ვითვლი,ხო ჩვენ ვართ მესამე,ვაიმე რა გიხარია კატო? წარბებს კმაყოფილად მითამაშებს მეწყვილე,უხ ბაჩუკი ერთი დამაპუტვინა ეგ ბაჩუკური ბუწუწები! გავარდნილ სამ წყვილს ტაშს ვუკრავთ,ნინი და დათოც შემცირებაში მოყოლილან. -მეორე ნდობის ტურია-გვიცხადებს შემდეგ დავალებას,ჰაჰ ნდობაო,ვსო წავაგეთ-გოგონებს თვალებს აუხვევენ,ბიჭები კგზას კარნახობთ ვინც უფრო მალე მიაღწევთ მეწყვილემდე ის ორია ფინალისტი! ონიანს ეჭვის თვალით ვუყურებ -გამოგვივა-თვალს მიკრავს -ფეხსაც არ მოვიცვლი ადგილიდან-ვეჭყანები -იცოდე ბეჰემოთის ვოლიერში ჩაგაგდებ-სიცილს ძლივს იკავებს. დამპალი! ტუჩებს ვპრუწავ,თვალს თვალში მიყრის,კი ჩამგდებია! ხო ბეჰემოთის ხსენებამ აშკარად სტიმული მომცა,რაღაც თამაშის ხასიათზე მოვედი. ქვემოთ ჩავყავართ და ვიღაც თვალებს შავი ნაჭრით მიხვევს. რამდენჯერმე მატრიალებენ,გამარკვევს ვინმე რა ხდება? -დაიწყო-გვატყობინებენ მიკროფონიდან. ხალხის შეძახილებში და სხვა წყვილების მითითებებში ძლივს ვარჩევ ონიანის ხმას -მარჯვნივ შემობრუნდი კატო-მესმის ბრძანება და სასწრაფოდ ვბრუნდები -წინ იარე-ყვრის ისევ,ჯანდაბა ვერაფერს ვხედავ! ხელებს წინ ვიშვერ და ბანცალ-ბანცალით მივდივარ. აქ რომ ცხვირ-პირი დავილეწო პლასტიკურის ფულს თვითონ გადამიხდის! -კიდე მოდი კიდე-ჯერ კიდევ შორიდან მესმის,სიარულს ვაგრძელებ,ვიღაც ჩემნაირი გზააბნეული მეჯახება.ჯანდაბა სულ ამერია ორიენტაცია -მარცხნივ ოდნავ შემობრუნდი და ჩქარა წამო-ვარჩევ ხმას,ოჰ რა კარგია ბრძანებების გაცემა! გონებას ვიკრებ -მოდი მოდი კარგი გოგო ხარ-უფრო ახლოდან მესმის,ვაიმე ამდენი ფორთხიალის მერე რომ ვერ მოვიგო რევოლუციას მოვუწყობ იმ არანორმალურს. კიდევ ორი ნაბიჯი,სამი და ვიღაცა ხელებით მიჭერს -ჯერ არ მოიხსნა-ზედ ყურთან ჩამჩურჩულებს ნაცნობი ხმა და ბეჭებზე ხელებს მხვევს,ლოყაზე სუნთქვას ვგრძნობ,ჯანდაბა ახლა ვხვდები რას ნიშნავს ჰაერის დამუხტვა. აზრზე მოდი კატო! -შეგიძლიათ მოიხსნათ-აღფრთოვანებული ფუმფულას ხმას გონზე მოვყავარ.მაშინვე ქვემოთ ვწევ ნაჭერს და ონიანს ზუგს ვაქცევ. ისუნთქე კატო! ისუნთქე! შუა გზაში გაშეშებული ლიკა ხელს მიქნევს,მასზე წინ ფინიშამდე კიდე ერთი გოგო იხსნის სახვევს. ორნიღა დავრჩენილვართ, სცენაზე ტორტმანით მივაბიჯებ -ბოლო დავალებაც და გავიგებთ ვის ხვდა წილად მთავარი პრიზი-გვიცხადებს თვალებანთებბული ქალი. ხო აბა რა სულ ვოცნებობდი ამ მაიმუნთან ერთად წითელი ბუშტები მომეგო-ახლა ჩემო ძვირფასებო ნახევარ წუთში საქციელით უნდა გამოხატოთ თქვენი გრძნობა-შემოგვცინის ფუმფულა,მორჩა აღარ მოსწონხარ კატოს! ჩვენი მოწინააღმდეგე ბიჭი წელზე ხელს ხვევს თავის გოგოს და აბზრიალებს,ისიც კისკისით უჭერს ყელზე შემოხვეულ ხელებს. ტაშს ვუკრავთ,ხო მართლა საყვარლობა იყო. ახლა ჩვენ გვაშტერდება ხალხი,გამოჩიჩინებული ვდგავარ და აზრად არ მომდის რა გავაკეთო,ჯაბა და ლევანი ბოლო ხმაზე გვამხნევებენ,ჯანდაბა რა სირცხვილია! ამათ მერე ჩახუტებული დადგომაც კი ტეხავს,უბრალოდ ვეტყვი დავნებდეთ თქო,მისი უმაღლესობისკენ ვბრუნდები,ეს ამდენ ხანს თავთან მედგა? -არ გამარტყა თორე წავაგებთ-ტუჩის კუთხეს ტეხს,მოიცა რატო უნდა გავარტყა? სანამ ჩემი ტვინის ერთი ნაწილი წამის მეასედში ეძებს პასუხს,მეორე ნაწილი აცნობიერებს როგორ მეხება მისი ხელი თმებზე და გაღიმებული სახე ახლოს მოაქვს,ხო ახლა ზუსტად ვიცი რატომაც უნდა გავარტყა. აღფრთოვანებული შეძახილები ბუნდოვნად ჩამესმის. არა არა! ცუდი ტარიელი! ცუდი! ხელს გასაწევად ვადებ.სახიდან რამდენიმე მილიმეტრით დაშორებული ჩერდება,პირდაპირ თვალებში მიყურებს და ღრმად ისუნთქავს. არა ამას ვერ გაბედავს! ცაო დამსეტყვე! გაბედა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.