შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Magic always come with a price, deary! (საცდელი თავი)


18-12-2016, 17:53
ავტორი lucifer :)
ნანახია 1 384

-ძვირფასო გთხოვ ჩამოდი
-წადი დედა!
ლამის ვყვირი და ვგრძნობ როგორი ნაწყენი ნაბიჯებით ჩადის მისაღებ ოთახში, მარჯვნივ უხვევს და პატარა მაგიდის ერთ-ერთ სკამზე მოწყვეტით ეშვება.
არ უნდა შეეჩვიო ლისაბედ! გიკრძალავ! უკვე საკმარისად გეტკინა!
ვუმეორებ თავს ყოველდღე მაგრამ არ გამომდის. უკვე დიდი ხანია მათ შევეჩვიე. დიდი ხანია ჩემს ახალ მშობლებს ისე მივეჩვიე გეგონება ბიოლოგიურები იყვნენ.
-ღმერთო დამეხმარე
ვამბობ სასოწარკვეთილი ხმით და იატაკზე მუხლებით ვეცემი. საგრძნობლად მტკივა მაგრამ არ ვყვირი არც წარბს ვხრი.ეს ტკივილი არაფერია, ეს ტკივილი უფრო მალე გადამივლის.
ამ საუკუნეში და ზოგადად ამ წელში მიცნობენ როგორც ქრისტინეს თუმცა მე ლისაბედი ვარ!
მიკვირს რომ ჩემი სახელი აქამდე ისევ მახსოვს. საკვირველია როგორ შემორჩა ჩემს გონებას. სხადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყნებში ხან ნერსეს სახელით მოვიხსენიბოდი ხან ანიტას, დეას ან იოანას. არასდროს ვიყენებდი ჩემს ნამდვილ სახელს რადგან მეშინოდა.
მალე შეამჩნევენ რომ აღარ ვიზრდები. წასვლა მომიწევს მაგრამ ჯერ დავრჩები. სკოლას დავამთავრებ დიპლომს ავიღებ და მერე სამუშაოსაც ვიშოვნი აი მერე კი წასვლა მომიწევს.სკოლაში კარგად ვსწავლობ. რა გასაკვირია სინამდვილეში ხომ 230 წელს ვუკაკუნებ და ეს მასალები გადაღეჭილი მაქვს.
ალბათ გაინტერესებთ ვინ არიან ჩემი მშობლები. სიმართლე გითხრათ არ ვიცი. იმდენი მშობლები მყავდა დამავიწყდა. მხოლოდ უამრავი ფერადი და ლამაზი მოგონება მაქვს რომელიც სინამდვილეში ტყუილია.დიდი ფარსი რომელიც ჩემმა უბარდუკმა არსებობამ შექმნა. ალბათ დაიბენით მაგრამ დამიჯერეთ მეც ძალიან დაბნეული ვიყავი სანამ ყველაფერს გავიგებდი...სანამ მივხვდებოდი რომ არ ვიზრდები, არ ვბერდები და საერთოდ ავად არ ვხდები...სანამ მივხვდებოდი რომ ბუნების ანომალია, დედამიწის შავი ხვრელი და ღმერთის უდიდესი შეცდომა ვარ.
ხალხი ფიქრობს რომ 17 წლის ვარ. ჰგონიათ რომ ცხოვრებას ახლა ვიწყებ და ახლა ვჯდები იმ მატარებელში ცხოვრება რომ ჰქვია. მაგრამ სინამდვილეში მე დამჭკნარ ყვავილს ვგავარ რომელმაც ის ფერადოვნება დაკარგა რაც 230 წლის წინ ჰქონდა.
1786 წელს, ერთ-ერთ წვიმიან ღამეს დავიბადე. როგორც დედაჩემი მიყვებოდა ‘’ღამე წყვდიადი იყო, მთვარეც კი არ ჩანდა ცის კამარაზე და ამ დროს მომესმა ახალშობილის ტირილი რომელიც დახმარებას ითხოვდა. იქვე ახლოს ბეღელი დავლანდე, შევედი და ჩვრებში გახვეული ახალშობილი დავინახე რომელიც ბედის ანაბარა დატოვეს. ღმერთის წყალობით კი მე გიპოვე ძვირფასო’’ ასე ასრულებდა თხრობას და შუბლზე მკოცნიდა.
მას მერე დიდი ხანი გავიდა. ის ყველაზე მეტად მიყვარდა. დღესაც ყველაზე მეტად მიყვარს. მისი ნაჩუქარი ჯვარი ისევ ყელზე. ეს მაშინ მომცა როცა ღრმად მოხუცებული, სახეზე ღიმილით ჩამაკვდა ხელში. მე გავიქეცი. ეს ის პირველი გაქცევა იყო რომლის შემდეგაც სირბილი აღარ შემიწყვეტია.
ჯადოქრობისთვის ისჯებოდნენ. ხალხს ყველაფერი არანორმალურის ეშინოდა. ხალხის შიშს ეკლესიის მოძღვრება აღვივებდა და მალე აალდა კიდეც. კოცონზე წვავდნენ. ყველას ესმოდა მათი კივილი სანამ მათი სული დანახშირებული სხეულიდან გამოვიდოდა და სამუდამოდ ტოვებდა ცოდვილ სხეულს, ცოდვილ დედამიწას. შიშის გამო უდანაშაულონი ეწამნენ. დღემდე მახსოვს. ალბათ იმიტომ რომ ჩემი ნახევარდა ამ შიშს შეეწირა. მაგრამ მათ აერიათ სინადმვილეში მე უნდა დავეწვი. მახოვს როგორ დაწვეს ქალი მხოლოდ იმიტომ რომ სახლში ბალახები აღმოუჩინეს ამ ბალახებს კი მხოლოდ და მხოლოდ სამკურნალო დანიშნულება ჰქონდა, არავის აინტერესებდა, ყველას დაავიწყდა რომ ამ ქალის მიერ დამზადებულმა წამლებმა გადაარჩინა.
ჩემი და კი...ის უბრალოდ ძალიან ბედნიერი ადამიანი იყო. მზე იყო რომლის გვერდითაც ყველა ხარობდა. მზე იყო რომელიც მთელს სოფელს ანათებდა ყველას უყვარდა მაგრამ ყველგან მოიძებნებიან ისეთნი ვისაც ეშინიათ მზესთან მიახლოების, ეშინიათ მისმა კაშკაშმა არ დააბრმავოს. სამწუხაროდ ასეთებიც მოიძებნენ და მას ჯადოქრობაში დასდეს ბრალი. სოფელი რომელსაც მარიტა ადრე ქალღმერთად მიიჩნევდა მას გადაემტერა. იმ საღამოს ვერავის თვალებში დავინახე დანდობა და ადრინდელი სიყვარულის პატარა ნაპერწკალი. დღემდე მახსოვს მარიტას ნაღვლიანი და ტკივილით სავსე გამომეტყველება,მისი ჩამქრალი თვალები. და სიტყვები რომელმაც ბრბო უმართავი გახადა
-ღმერთმა მოგიტევოთ
ის დაწვეს მე კი ვერაფერი გავაკეთე. მისი დამწვარი სხეულის სუნი დატრიალდა...გაუსაძლისი იყო და გავიქეცი. კიდევ კარგი დედა ამას არ მოესწრო თორემ ხელმეორედ მოკვდებოდა. შიში ყველაზე ძლიერი გრძნობა რომელიც ხანდახან (ხშირ შემთხვევაში) გაუცნობიერბლად გმართავს. ჩემს შემთხვევაში ეს ყველაზე ხშირად ხდება, როცა მეშინია ან საფრთხეს ვგრძნობ გავრბივარ. მართალია ჯადოქრობისთვის დაწვა აღარ არსებობს მაგრამ ხალხს ეშინია შეუცნობლის, ახლის და განსხვავებულის ამიტომაც მე ვიმალები. ისეთი კარგად რომ მგონია მართლა ქრისტინე ვარ 17 წლის რომელსაც ჰყავს დედა და მამა და რომელბსაც მზე ამოსდით ჩემზე. ხანდახან ჩემს თავსაც ვატყუებ მაგრამ ცოტახნით სანამ ისევ დამალვა და შენიღბვა არ მიწევს. ეს უკვე გაუსაძლისია.



№1  offline წევრი Mtirala

Kargia momwons ragaceebi cota gaugebari iyo iyo magram araushavs xo gaagrdzele
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

გააგრძელე.ვნახოთ მომდევნო თავი როგორი იქნება.ეს თავი მომწონს
--------------------
ლანა

 


№3  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

მეც მქონდა ამ ჟანრის მოთხრობა და ამიტომ ძალიან მომწონს. შეიძლება ყველამ ვერ გაიგოს, მაგრამ დაიკიდე, მაგია ყველასთვის არ არის smiling_imp

 


№4  offline წევრი davinna

Ouu dzalian momwons da sashinlad dainteresoa..velodebi shemdegs..kaii gogoxar <3 ogond upro didi tavi dade

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent