შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

7 თვე (2 ნაწილი)


19-12-2016, 00:07
ავტორი mariamgg
ნანახია 1 349

დაახლოებით ღამის 4 საათი იქნებოდა და კარებზე კაკუნი მომესმა.
ცოტა შემეშინდა. ვინ უნდა ყოფილიყო ამ შუა ღამეს ჩემთან მოსული?!
ხალათი შემოვიცვი და კარის გასაღებად წავედი. დიდი ხანი ვეჯაჯგურებოდი და ბოლოს ძლივს გავაღე. ისეთი რაღაც დავინახე , ცოტა ხანი თვალებს ვიფშვნიტავდი , ხომ არ მეჩვენება მეთქი. ჩემს წინ გიო იდგა დიდი თაიგულით ხელში.
-ხომ არ გაგაღვიძე ნინი?
ცხოვრებაში ჩემთვის ასეთი ბანალური კითხვა არ დაუსვამთ. ნეტა რაუნდა მეკეთებინა ღამის 4 საათზე?!! მაგრამ ამას გაუმართლა, არ მეძინებოდა.
-აააა, არაუშავს..
-შემომიშვებ?
-კი შემოდი.
მორცხვად გავუღიმე.
-ყვავილები მომეცი გიო, ლარნაკში ჩავდებ და მოვალ ახლავე.
-მიდი გელოდები.
ძალიან დაბნეული ვიყავი, ნეტავ რა უნდა ეთქვა ასე ღამე რომ მოვიდა.
-ნინი არ გინდა გავისეირნოთ?
-კი მაგრამმ, ძალიან ცივა .
გარეთ გავიხედე და იმხელა თოვლი იდო , სიხარულისგან ლამის წავიქეცი. მხოლოდ თოვლის ხათრით მინდოდა ახლა გარეთ გასვლა, ან შეიძლება გიოსთვისაც , არ ვიცი.
-კაიი, დამელოდე ჩავიცვამ და გამოვალ ორ წუთში.
-კაი. თბილად ჩაიცვი არ გამიცივდე ნინი.
მოიცა რაა? თბილად ჩაიცვიო?? რას უნდა ნიშნავდეს ეს?? ოთახში შევედი და ზოზინით ჩაცმა დავიწყე. თან ვფიქრობდი ამ სიტყვების მნიშვნელობაზე. ნეტავ რატომ მითხრა??არვიცი... გარეთ გავედი, კაშნი მოვიხვიე, ქუდი დავიფარე და გავედით . გარეთ საოცრება ღამე იყო : თოვლს, ლამპიონები საუცხოოდ ანათებდნენ.. ბრჭყვიალებდა თოვლი ყველგან.
-ვაიმეე რა ლამაზია გიო.
-ძალიან. ხომ არ გცივა??
-კი ცოტა.
გიომ ხელი გადამხვია და თითქოს ყველანაირი სიცივე დამავიწყდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი იმ წუთას. ძალიან ბევრი ვიცინეთ და ვიხალისეთ. არ მინდოდა ჩემს თავს იმაში გამოვტყდომოდი ,რომ გიო მომწონდა, თანაც ძალიან ძალიან მომწონდა. მიზიდავდა მისი ასეთი საქციელები, მიუხედავად იმისა რომ, ღამე დამადგა სახლში.
-ნინი გინდა მზის ამოსვლას ვუყუროთ?
-კი ძალიან მინდა...
წავედით და ფეხით ვიარეთ. ძალიან , ძალიან ბევრი. უკვე მზე ამოდიოდა . დიდ გორაზე ვიდექით.. არ ვიცი სად ვიყავით. ახლა მხოლოდ მას ვენდე. გიო ჩემკენ შემობრუნდა და თვალებში ჩამაშტერდა. ცოტა უფრო ახლოს მოვიდა.. ხელი თმაში შემიცურა და ძალიან მორცხვად მაკოცა ტუჩზე. ეს პირველად ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში და ისე ავყევი, ვერც შევამჩნიე. ბოლოს მივხვდი და შეუმჩნევლად გავჩერდი. ძალიან დიდი გრძნობა მომაწვა და მინდოდა მისთვის რამე მეთქვა თუმცა, არ ვიცი რა. გიომ სახლამდე გამაცილა . ჩავეხუტე და კიბეზე ავედი. საოცრად კარგ ხასიათზე ვიყავი. უკვე დილის 7 საათი ხდებოდა. იმის მიუხედავად, რომ მთელი ღამე არ მეძინა, მაინც არ მეძინებოდა. ტელევიზორი ჩავრთე და რაღაც ფილმის ყურება დავიწყე. ცოტახანში თიკომაც დამირეკა..
- გოგო რას შვები??
-რავიი ფილმს ვუყურებ შეენ?
-რავი გოგო არაფერს . გამოვალ რა შენთან სულ მარტო ვარ.
თიკოსგან ასეთი ლაპარაკი ძალიან არ გამკვირვებია, ძირითადად ძალიან მალე უვლის გაბრაზება ყველასგან და ძალიან ჩვეულებრივად შეუძლია ,, დაიკიდოს’’ . ცოტა ხანში თიკო მოვიდა. უკვე 9 საათი ხდებოდა. არ ვიცი სკოლაში რატომ არ წავედი. მგონი წელს არ ვივლი საერთოდ და მხოლოდ კერძო მასწავლებლებთან მივალ ხოლმე.
-გოგო გუშინ ღამით რატომ არ გეძინა??
-რავი ვერ ვიძინებდი.
-და მერე სად გახვედი?
-არსად გავსულვარ გგოოგო
-რა არ გასულხარ ძაანკარგად დაგინახე. გიო იყო ხო მოსული?
-კაი ხოო, იყო გიოო. გავისეირნეთ. ძაან მაგარი იყოო. მგონი ძაან მომწონს და რავქნა?
თიკოს რათქმაუნდა, როგორც სჩვეოდა ისე ჩავარდა კრუნჩხვებში. ათასი რამე მკითხა. ძაან აკლია ამ გოგოს... ცოტა ხანში თიკოს ჩაეძინა და მე facebook-ზე შევედი. წერილი გიოსგან დამხვდა:
Giorgi amashukeli
Nini ras shvebi? 
Ninii?
akxar?
dges gcalia?
მგონი ორი დღეა არ შემოვსულვარ აქ. ამან კიდე ტელეფონზე ვერ დამირეკა??!
ცოტახანში მართლა დამირეკა გიომ.
-ნინი რას შვები?? დღეს არგინდა სადმე წავიდეთ?
-რავიგიო, ახლა გავღვიძე. რავი სად?
-კახეთში .
-სად??
-კახეთში ნინ.
-მოიცა მანდ რამეხდება?
-რავი რაუნდა ხდებოდეს. პატარა სახლივით მაქვს და იქ გავიჩითებით რა.
-კაიი წამოვალ აუცილებლად. რომელზე გამომივლი?
-6სთვის .
-კაიი
-კაი გკოცნი ჩემო პატარა.
რა? აუუ . რა ჩემო პატარააა. სულ გაგიჟდა ეს ბიჭირაა.
-თიკოო გაიღვიძეე მალეეე.
-რახდებაა ქალოო
-გოგოეხლა დამირეკა გიოომ. კახეთში მივდივართ და წამო რააა.
***
-გააფრინეე? სადწამოვიდე თქვენ წადით რაა. მეზარებაა. იქნებ ნიკუშაც მოყავს და არმინდა მაგის დანახვა.
-უიმეე. კაიხო წავალთ მედაის. შენ გარეშე უფრო გავერთობით ხოიცი.
თიკომ ბალიში კიდევ მესროლა .. მარა ,,დავიკიდე’’ . მე რომ მესროლა კიდევ კრუნჩხვებში ჩავარდებოდა. საღამოს გიომ გამომიარა და თავის მანქანით წავედით. გზაში გავჩერდით და ვიგუნდავეთ. ძალიან ლამაზი იყო და ძალიან მაგრად გავერთეთ. იქ რომ მივედით, საოცარი სიტუაცია დამხვდა: ბუხარი გიზგიზებდა და ძალიან თბილი გარემო იყო. მე და გიო ბუხრის წინ ვიჯექით და საშიშ ისტორიებზე ვლაპარაკობდით. უცბად კარი გაიღო.
-ვაიმეეეეეეეეეეეეეე
-რახდება ნინი?
-ვაიმეე გიოო, არშემიძლია. კარი გაიღოო
არც ვიცი როგორ მაგრამ გიორგის ხელებში თავი ჩავრგე, ძალიან შემეშინდა.
-კაი სულელო. რამოხდა მერე . ქარია და გაიღო.
-არვიცი ძალიან შემეშინდა გიოოო.
გიო ჩამეხუტა. ამ დროს საოცარი გრძნობა მქონდა. თითქოს გამაჟრუალა და ჩემ მუცელში პეპლებმა დაიწყეს ფრენა. გიო ჩემს ტუჩებს დაეწაფა და მეც ავყევი. მივხვდი რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან ადამიანად იქცა. ის 3 დღე ძალიან გავერთეთ. მივხვდი რომ ძალიან მომწონდა, ან რასაც ვგრძნობდი ეს მოწონებაზე ბევრად მეტი იყო. მალე თბილისში ვიყავით. გიო ჩემთან დარჩა იმ ღამით. და ის მოხდა, რაც ალბათ არ უნდა მომხდარიყო. ჩემს ცხოვრებაში ეს პირველი იყო და თავიდან მეშინოდა. მაგრამ მაინც გადავდგი ეს ნაბიჯი. გიო ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი გახდა. ძალიან კარგად ვიყავით ერთად. ხშირად ვსეირნობდით და თამამად შემიძლია ვთქვა შეყვარებული მყავდა. სულ მასზე ვფიქრობდი და ვეღარ ვმეცადინეობდი , ტვინი მერეოდა. არა არც მანამდე ვიკლავდი თავს, მაგრამ მაინც. ძალიან მალე გავიდა პირველი სემესტრი. ამ დროის განმავლობაში შევიძინე ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი. მან ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.
მეორე სემესტრიც თითქმის მიიწურა. მალე საატესტატო გამოცდები მქონდა. უკვე ძალიან ბევრს ვმეცადინეობდი. ღმეებს ვათენებდი და გიოც მეხმარებოდა ყველაფერში. როგორც იქნა გამოცდის დღეც დადგა.
შევედი და არც კი მეგონა ასე მალე თუ გამოვიდოდი. რათქმაუნდა ჩავაბარე. ძალიან გახარებული ვიყავი. ამის აღსანიშნავად მეგობრები ბათუმში წავედით. იწყებოდა ცხელი ზაფხული. უამრავი ბედნიერი წუთი თიკოსთან და გიოსთან ერთად. ნიკუშა და თიკო შერიგდნენ და ყველა ერთად წავედით ბათუმში. პირველივე დღეს ძალიან ბევრი ვისეირნეთ მე და თიკო მაღაზიებშიც ვიყავით. ღამე წვეულებას ვაწყობდით.
-ნინი მოდი ჩემთან.
-რაიყო გიოო არმცალიაა ნამცხვარს ვაცხობთ ვერხედავ?
-ოჰოო კაიერთირაა. ორიწამი მოდი გოგო.
-რაგინდაა??
გიოსთან მივედი ჩავეხუტეე და ყელში ვაკოცე.
-რაგინდა? ვუთხარი სიცილით
-მიყვარხარ
-ვაიმეე მეცც ძალიან ხოიიციი. რახდება?
-რაუნდა ხდებოდეს გოგო მიყვარხარ მეთქიი
-ვიცი ვიცი ამისთვის დამიძახეე? უიმეეე მოვალთ ცოტახანში ძალიან გემრიელი გამოდიისს
-მოდიგაკოცოო
-უიმე გიოო რა სიყვარულის ბუშტი გაგისკდა რა გჭირს .
მე და თიკომ სიცილი დავიწყეთ. ორივე ფქვილში ვიყავით ამოსვრილები. არ ვიცი რატომ მაგრამ გიო ისე მელაპარაკებოდა მეგონა მემშვიდობებოდა. გული რაღაცას მიგრძნობდა. არ ვიცი კარგს თუ ცუდს.
***
,,ხანდახან ვფიქრობთ იმაზე, თუ რამდენი დრო გვქონდა საყვარელი ადამიანებისთვის, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ამას თითქოს ვნანობთ, მაგრამ თან არ ვთვლით ჩვენ თავებს დამნაშავედ, და ვამბობთ ,თითქოს ასე იყო საჭირო. ’’
***
7 ივლისი
უკვე თბილისში ვიყავით და ვაპირებდით ქობულეთში წასვლას 15ში. დილა გათენდა და ძალიან ცხელოდა. მე და თიკო ჩემთან ვიყავით. გავიღვიძეთ თუ არა გიოს დავურეკე. ზარი გადიოდა მაგრამ არავინ იღებდა. თავიდან არ მინერვიულია, მაგრამ მერე ძალიან ავნერვიულდი. გიოს ასეთები არ სჩვეოდა. კვლავ დავიწყე რეკვა, მაგრამ მაინც არავინ იღებდა ყურმილს. გავედი ზალაში და მაგიდაზე პატარა კონვერტი დამხვდა. ხელის კანკალით გავხსენი და კითხვა დავიწყე : ,, გამარჯობა, ჩემო პატარა. ყველაფერი 7 თვის წინ დაიწყო. გახსოვს? პირველად რომ გნახე. ცუდად მიყურებდი მაშინ. მე კიდევ პირველივე დანახვისას შემიყვარდი. შენზე გაფანატებით ვიყავი. როცა გხედავდი გული მიჩქარდებოდა . ძალიან მალე გავიდა ეს 7 თვე არა? თითქოს არ გვეყო ჩემო პატარა. მაგრამ უნდა დაგტოვო. ყველაფერზე მეტად მინდა მთელი ცხოვრება შენს გვერდით გავატარო, მაგრამ არ შემიძლია. არ შემიძლია გესმის? ავად ვარ ჩემო სიცოცხლე. არ ვიცოდი როდის უნდა მეთქვა შენთვის. ხანდახან ვფიქრობთ იმაზე, თუ რამდენი დრო გვქონდა საყვარელი ადამიანებისთვის, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ამას თითქოს ვნანობთ, მაგრამ თან არ ვთვლით ჩვენ თავებს დამნაშავედ, და ვამბობთ ,თითქოს ასე იყო საჭირო.
მართლა ძალიან ვწუხვარ, რომ გტოვებ.. სხვა გზა არ მაქვს. სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ! ჩვენი 7 თვე ყველასგან განსხვავებული იყო.ჩვენი საოცნება 7 თვე. ამ თვის მანძილზე მე ჩემი ოცნება ვიპოვე. შენ ჩემი ოცნება ხარ. ციდან დაგათვალიერებ. პატარა!
გიო ’’
***
ცოტა ხანი არაფერი არ მახსოვდა. თვალები რომ გავახილე თიკო მედგა თავზე და ტიროდა
-თიკო ცუდად ვარ
-არ ინერვიულო რა გთხოვ
უბრალოდ ვიწექი ლოგინზე და ჭერს ვუყურებდი. ვერ ვხვდები რატომაა ცხოვრება ასეთი უსამართლო... ყველაზე უბედური მეგონა ამ დროს ჩემი თავი. თითქოს ყველაფერმა დაკარგა აზრი. არაფერი არ მინდოდა საერთოდ... 7 თვე, 7 საოცარი თვე, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩემი სამყარო !
***
ჩვენს ცხოვრებაში ხშირია მომენტები, როცა არვიცით რა გვინდა . ან გვინდა რაიმე საერთოდ? როცა მარტო ყოფნა გვსურს და ყველაფრის გაკეთება გვიჭირს. არსებობს ძალიან ბევრი ასეთი მომენტი, თუმცა ყველაფერს აქვს თავის მიზეზი. მიყვარხარ!



№1  offline წევრი mariamgg

komentarebi daceret

 


№2  offline წევრი LSD

Megona ro meti grdznoba meti emocia ikneboda vifiqre agwerdi imdgesbs romelic ertad gaatares ro gitxra gadavirie am tavze metqi mogatkueb magram mainc kargi iko imedimakvs dzaan ar dachkareb movlenebs warmatebebi❤❤

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Me momwons siamovnebit gavagrdzeleb kitxvas. Xo agrdzeleb?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent