შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე,შენ და ცუდი ბიჭები (13)


19-12-2016, 21:02
ავტორი gonegirl
ნანახია 13 250

მოკლედ ჩემო საყვარლებო რამდენიმემ მომწერა 12 თავს ვერ ვნახულობო,ჩემს სიახლეებში შედით და იქედან იპოვით,რაც შეეხება ახალ თავს გამოცდების გამო ხუთშაბათამდე ვერ დავდებ,იმედია ეს თავი გაგყვებათ რამდენიმე დღე :დდ


ლიკა

-კარგი დედა,კი მიმაქვს თბილი ტანსაცმელები,მოკლედ იქ არ იჭერს ტელეფონები და არ ინერვიულო-ვაყრი სწრაფად
-კარგი ლიკუნა დამირეკეთ რომ შეძლებთ
-კაი წავედი მოვლენ მალე-ყურმილს ვკიდებ და გონებაში კიდევ ერთხელ ვთვლი,სვიტრი,თერმოსი,პლედი,კბილის ჩოთქები,შარვლები,სასუსნავები,ფოტოაპარატი...
-კატო კამერა შენს ჩანთაშია?
-კიი-მესმის საძინებლიდან. აივნის კარს ვამოწმებ,ჩაკეტილია.
-მალე მორჩები? მოვლენ მალე-ქუდს ვიღებ.
-კიი,ბუბუ აიყვანე,ლამარა გავაფრთხილე დაგიტოვებ სამი დღით თქო-მეძახის ქოშინით. მაგიდის ქვეშ ვიყურები,სად ხარ ფისო?
-კატო მანდ ხომ არაა?
-არა ბოლოს სამზარეულოში დავინახე-მიწივის მოგუდულად.
სად გაქრებოდა,ო არა,ლეპტოპი
-კატო ისევ კლავიატურაზე ზის
-აიყვანე ეგ მაიმუნი დაფხაჭნის!
მოდი აქ პატარა მავნებელო,უცოდველი თვალებით მიყურებს და ისევ კლვიშებზე ურტყამს თათებს. ზარის ხმაა,მოვიდნენ! ბუბუ მარცხენა ხელში გადამყავს და სახელურს აჟიტირებული ვწევ
-მზად ხარ ცხოვრება?-ხელგაშლილი მეგებება ჩემი ხალებიანი
-ასი პროცენტით-ვიკრიჭები
-ის სადაა?-ლევანის ზურგს უკან თავს ყოფს თვალებანთებული ონიანი
-საძინებელში-დამნაშავესავით ვჩურჩულებ და ორივეს მისაღებისკენ მივუძღვები
-კიდე გაბუტულია?-ეშმაკურად იცინის. თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ
-რო კითხო ვირი ვარ და ესენი კარგად წამოაცუნცულა-ფხუკუნით თითს ადებს დივანთან დაკიდულ ბუშტებს. წარმოდგენაც არ მინდა ეს ორი ერთ მანქანაში როგორ გაძლებენ. გაბადრული ლევანი ხელს მხვევს და ბუბუს ეფერება.
-მოვრჩი-საძინებლიდან მოაბიჯებს ჩანთამოკიდებული კატო.
ბიჭები ჩვენს ტვირთს ინაწილებენ.
-მომეცი მაგასაც წამოვიღებ-კატოს უახლოვდება ბაჩი
-არ მჭირდება შენი ჯელმტმენობები-თითს გამაფრთხილებლად წევს კატერინა და სადარბაზოში მივაბიჯებთ.
-ისე ამდენი ბარგით მანქანაში როგორ დავეტევით?-მიჩნდება ლოგიკური კითხვა
-ტოიოტა ფორ რანერით მივდივართ-თვალს მიკრავს ჩემი ხალებიანი. ნუ აზრზე რომ ვიყო ეგ რას ნიშნავს მთლად კარგი იქნებოდა მაგრამ სავარაუდოდ დიდი მანქანაა.
-წითელი ჩვენია-თითით მანიშნებს ლევანი,კი დიდი ყოფილა. უკან მდგომი ლურჯი ჯიპიდან ხელების ქნევით გვეგებება ჯაბა,დათო ფანჯრიდან ყოფს თავს, კართან მდგარი თამუნა კი ცალყბად გვიღიმის.
-ამას ვუთხრათ ხევსურეთში რომ მივდივართ ბრაზილიის კარნავალის მაგივრად თუ ვუმალავთ ჯერ?-თამუნას ქუსლიანებზე მიმითითებს ახორხოცებული კატო
-ჩუ!-ვცდილობ არ გამეცინოს
-დაეწვას წითელი პომადა-იკეცება კატო. მორჩა ტუჩები თავისით მეხსნება და აკისკისებული ვხტები მანქანაში. საჭესთან ჩემი ხალებიანი ჯდება და ძრავს.
-ახლა ნინისთან გავალთ,მერე კარვებზე გავივლით და პირდაპირ მთებისკენ-თავს ჩვენსკენ აბრუნებს მძღოლის გვერდით მჯდომი ონიანი.
-მაგარია-ემოციებისგან ადგილზე ვეღარ ვჩერდები
-შენ კი ქალბატონო-ახლა კატოსკენ იშვერს საჩვენებელ თითს-კარვებისთვის რომ მივალთ სერიოზული ხალხია იქ და ბაჩუკი არ დამიძახო!
-ვაიმე როდის იყო ბაჩუკის გეძახოდი ბაჩუკი?-ბოროტად ხითხითებს კატო.
კელვინ ჰარისის Blame ირთვება,მე და ლევანი სიმღერას მთელ ხმაზე ვყვებით,ჩემს გვერდით უცნაურად იშმუშნება კატო,უკანა ხედვის მინიდან კი მისკენ მიმართულ ონიანის თვალებს ვაწყდები. უჰუუ ყველაზე მაგარი ლაშქრობა იქნება ჩვენს ცხოვრებაში!
მე,შენ და ცუდი ბიჭები (13)


კატერინა

აქედან ფეხით უნდა გავაგრძელოთ-მთის ციცაბო ბილიკისკენ მიგვითითებს ჯაბა.
-და მანქანები?-იოცებს ნინი.
-აქვე დავტოვებთ ჩემს ნაცნობთან,ბარგი გადმოვიღოთ ჯერ-გვაკვალიანებს დათო. უკანა სავარძელზე ხელს ვაფათურებ,სად გაქრა ჩემი ჩანთა?
-ავიღე უკვე -ზურგს უკან ჩამძახის მისი უმაღლესობა. ვაიმე ნუ გეღიმება კატო! სახეს ვასწორებ და ლიკასკენ მივაბიჯებ.
-კარვები მე და დათოს მოგვაქვს-ხელს წევს ჯაბა
-ბარგი ჩვენ-გვატყობინებს ლევანი და ბილიკს მივუყვებით.
-ნახე რა მაგარი ბუნებაა-მხარს მკრავს ლიკა. ინსტიქტურად ქვემოთ ვიყურები,მოსახლეობა თითქმის აღარ ჩანს
-მართლა მაგარია-საკუთარი აღფრთოვანებული ხმა უცხოდ ჩამესმის-თან რა ჰაერია
-ამას ყურადღება მიაქციეთ ველურია და არ გაგვექცეს ამ ტყე-ღრეში- გადაცურა იუმორის ზღვები ბიჭმა. თვალებს ვუბრიალებ
-მართლა ხოარ აპირებ გაქცევას კატო?-მხარზე ხელს მხვევს ახითხითებული ჯაბა
-ე ამის გაბრაზების უფლება მარტო მე მაქვს-ხელს ძირს აწევინებს ტყეების მამამთავარი.
-ხო კონტრაქტი გვაქვს დადებული სახელად „კატოს სიცოცხლის მოსწრაფების ტრაქტატი“-ვუმოწმებ.
-ბაჩიი ფეხი გადამიბრუნდა-წიკვინით შუაში გვეკვეტება ქერა. და ფეხი თუ გადაუბრუნდა ასე ჩქარა როგორ მოშლიგინდა გამაგებინებს ვინმე? ლიკას „შენც იმას ფიქრობ რასაც მე“ თვალებით ვუყურებ,გაღიმებული თავს იქნევს,ხო აშკარად იგივეს ფიქრობს.
-წყალი ხომ არ გინდათ გოგოებო-ბოთლებს გვაწვდის ლევანი.
უკვე გვარიანად მოსაღამოვებულა,საათზე ვიყურები,ხო თითქმის რვაა
-მალე მივალთ?-ჩემს აზრებს კითხულობს ნინი
-ერთი რთული მონაკვეთიღა დაგვრჩა და ასე ოც წუთში მივალთ-ქოშინებს დათო. კლდიდან გამოწეულ საცალფეხო ბილიკთან ვჩერდებით,ხო რთულში ამდენად რთული თუ იგულისხმებოდა არ მეგონა.
-აქ ფრთხილად უნდა გადავიდეთ და ეგაა-მხიარულად გვიცხადებს ლევანი,ვაიმე რატომ არ მოწონს კატოს ეს აზრი? ლიკა ლევანს ჭიდებს ხელს,მის უკან თამუნა და დათო მწკრივში მიდიან,ონიანი თვალს მავლებს და ისიც მიყვება,ჯანდაბა ისუნთქე კატო! არაფერი საშიში,თან უკან ჯაბა და ნინი მოგყვებიან დამშვიდდი. ალბათ 30-40 მეტრი გავიარეთ,წინ ვიყურები ხო ცოტაც და უკვე ტყე იწყება
-აქ პატარა გადმოსახტომია და სათითაოდ გადმოხტით-წინიდან გვიყვირის ლევანი,ჩემს წინ მიმავალი მეფეთ-მეფე წამით ყოვნდება, დიდ ნაბიჯს ადგამს,იქედან ლევანი იჭერს,ახლაღა ვხედავ გზას. ჯანდაბა! ძირს ვიყურები ჩემსა და მეორე ნაპირს შორის სულ 40 სანტიმეტრი სიგრძის ხრამუკაა,მაგრამ მაინც ხრამი ხოა! ნინის წინ ვატარებ,მარდად ხტება და ბიჭები ხელს აშველებენ
-გადმოხტი-დასაჭერად ხელებს იშვერს ლიკას ხალებიანი,ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ და კიდევ ერთხელ შორიდან დავყურებ უფ
-არ შემიძლია-ვკნავი
-ნუ გეშინია,მოდი მეც გადავალ და დაგიჭერთ-მხარზე ხელს მიტყაპუნებს ჯაბა,სკუპ და ისიც მეორე მხარესაა. ნაბიჯს გაუბედავად ვდგამ და ნიადაგს თვალს არ ვაშორებ,უიმე კატო კოჭლი ნადიაც კი გადავიდოდა აქ რა გემართება,ჰაერს ღრმად ვისუნთქავ,ის-ისაა კიდეს უნდა მივუახლოვდე რომ დაიცადეო მაჩერებს ნაცნობი ხმა და მისი უხტუნვესობა და უმოხერხებულესობა ბარგს ყრის,ისევ ჩემს მხარეს ხტება და ორ წამში წინ მიდგას,მოიცა რა ქნა ეხლა, ამის უკან მობრუნებით სიმამაცე შემემატება თუ ხიდი გაიდება?
-ფსიქოლოგიური კონსულტაცია უნდა გამიწიო?-ტუჩებს ვპრუწავ
-არა მე უნდა გადაგიყვანო-ამაყად მიცხადებს და სანამ იმის თქმას მოვასწრებდე არც იფიქრო შე არანორმალურო თორე მაგდანას ლურჯასავით გადაგჩეხავ ხევში თქო უკვე ჰაერში ვარ
-რას აკეთებ?-თვალებს ვუკარკლავ
-მოვიდა გმირი შენს გადასარჩენად-ხითხითებს და იმ უფსკრულისკენ ხელში აყვანილი მივყავარ
-შენ შოკში ხომ არ ხარ? მე თვითონ გადმოვალ-ვაყრი სასწრაფოდ. ჯანდაბა ახლა უფრო საშიში ჩანს აქაურობა თუ მეჩვენება?
-ნუ ფართხალებ თორე გაგიშვებ იცოდე-უაზროდ მხიარული თვალებით მიყურებს და ოდნავ მარყევს,ინსტიქტურად კისერზე ხელებს უფრო მაგრად ვხვევ. ხო სულაც არ ჩანს წინააღმდეგი. ვაიმე ერთი ფეხი დავდგა მიწაზე და წამში ჩამოგიგდებ მაგ მაღლა ავარდნილ თვითშეფასებას.
ჯანდაბა ვუახლოვდებით
-ახლა ჩავცვივდებით-მიყვირის აჟიტირებული
-მოგკლავ იცოდე-ვწივი და თვალებს ვხუჭავ. რყევას ვგრძნობ.მოიცა ჩავვარდი უკვე და მოვკვდი? არა ხელები ვიღაცის კისერზე მაქვს მოხვეული,თვალებს ვჭყეტ და დაფეთებული ვაწყდები გაღიმებულ ჰერკულესს,აქილევსის ფარის გამომჭედს და შვარცნეგერის გარე ბიძაშვილს. ჰო თუ მოვკვდი ჯერ ვერ გადამიწყვეტია სამოთხეში მოვხვდი თუ ჯოჯოხეთში.
-დიდხანს უნდა მეხუტებოდე?-ზედ ყურთან ჩამსისინებს ქურციკების რისხვა. აზრზე მოვდივარ
-დამსვი ახლავე-ვცრი. ფეხზე მოკიდებულ ხელს ნელა უშვებს და მეც მიწას ვეხები
-მადლობას გეტყოდი მაგრამ გუშინწინდელი არ დამვიწყებია!-თვალებს ვაწვრილებ
-რომ დაგავიწყდება მითხარი და გავიმეორებ-თვალს მიკრავს. ეს თავხედი ვირი! გაგამეორებინებ მე შენ სიკვდილს! და ვინმე ამიხსნის წელზე ჯერ კიდევ რატომ ვგრძნობ ამის თათს? არც მე ვარ ქეით უინსლეტი არც ეს დიკაპრიო,ხო და არც ეს კლდეა ტიტანიკი ასე რომ...
-ხელს არ გაწევ?-ვუბღვერ
-გამაწევინე-ტუჩებს პრუწავს,რა დიდი სიამოვნებით გლეწებდი!
-კი ბატონო-მარცხენა ხელს ზურგზე ვიცურებ,რბილი კანის შეხებაზე ვჩერდები და მთელი ძალით ვბრწკენ
-აუაუ-ლეკვივით წკმუტუნებს და დენდარტყმულივით უკან წევს იმ მარჯვენას კონსტანტინე არსაკიძის მაგივრად ამისთვის რომ უნდა მოეჭრათ. „ნახე რა საყვარელია“ ამბობს ტვინის პატარა ნაწილი,“ის ნაწილი ლიკვიდირებულია“ ხითხითებს ტვინის დარჩენილი სფერო. თავს ვაქნევ და ტყეში მივაბიჯებ,ჩიტებს ჭიკჭიკში და ფოთლებით დაფარულ ბილიკზე ვხვდები რა მაგარია სამყაროდან მოწყვეტილად რომ გრძნობ თავს,ჩემს წინ მოშრაშუნე ლიკას მისი პრინცი შუბლზე კოცნის,ის რაღაცას უჩურჩულებს და ეს კიდე კისკისებს,ქერა ფოთლებჩამოცმული ქუსლებით მიაბიჯებს,ჰაჰ მარტო ამის სანახავადაც ღირდა წამოსვლა!
-ვუჰ-ვიღაცის ყვირილი და ნეკნებში ბიძგი ერთდოულად მატყდება თავს,უნებლიედ წაკივლების მსგავს ხმას გამოვცემ და უკან ვბრუნდები,ხო რა თქმა უნდა სხვა ვინ იქნებოდა!
-ახლა გუდიანი გადმოხტება-შეთქმულივით მიჩურჩულებს სრულიად კლდეების მპყობელი და ბუჩქებისკენ იშვერს თითს.
-შენზე დიდი გუდიანი ვინ უნდა იყოს-ენას ვუყოფ. არა ეს შეშინება ბოლო წვეთი იყო. გადაწყვეტილია,დღეს მრთელი ვერ გადამირჩება. დიდი კატო ნატოსავით მხოლოდ შეშფოთების გამოთქმით ვერ დაკმაყოფილდება! დაუნდობელ მზერას ვტყორცნი და ხეებში მის უკან ვიკვალავ გზას,ჯანდაბა ვინ დადო ეს ფესვი აქ! ა ხო ტყეში ვართ. მოიცა გონება დაძაბე კატო დიდი ფესვუკა პლიუს ტუტუცი მაიმუნი რას ნიშნავს? ჰაჰ. ყვითელ ფოთლებს საგულდაგულოდ ვაფარებ,ყველაფერი ბუნებრივად უნდა იყოს! ჩვენი დღის გმირი სადაა? ოჰ კარგა გვარიანად მოგვშორებია,თმაში გვერდითა ბუჩქიდან გადმოწეულ ტოტს ვიხლართავ,ესეც შენი საბაბიი
-ბაჩიიი-ვყვირი ბოლო ხმაზე,მაშინვე ტრიალდება-მოდი აქ თმით გავიჭედე!
ჰო ამასაც მეტი რა უნდა,ხარხარით მოაბიჯებს,დებილი ეს!
-რაო პატარავ გაები?-ხითხითებს მოახლოებული. უიმე თუ გამომივიდა ვინ იქნება გაბმული მაგასაც ვნახავთ დღნაჩვო!
-ნუ დამცინი დამეხმარე-ვწიკვინებ. მიახლოვდება,კარგი ბიჭი ხარ მოდი მოდი! ძირს არ დაიხედო
-ხომ იცი შენ ვინც გაწყენინებს ყველას დავხოცავ-აგრძელებს მაიმუნობას,ცინიკოსი ციყვი!
-ვაიმე თავიც უნდა მოიკლა ბაჩუკი?-ენას ვუყოფ,პირს აღებს მომავალი სიბრძნის სათქმელად და ჰაჰ ფეხით ედება. სასწრაფოდ ვიძრობ ტოტს თმიდან და დასაცემად გზას ვუთავისუფლებ
-რაო ვშხვერთეთ სამეფო სახით?-თავზე ვადგები. ვაიმე ახლა ჩავიკეცები. ეგრე მოგიხდება!
-ხო მშვიდობა გაქვთ მანდ?-გვიკივის ლიკა შემაღლებული ადგილიდან
-კი ლიკუნაა-საკუთარი ბედნიერი ხმა ჩამესმის და წასასვლელად ვბრუნდები,მაჯაში ძლიერ ჩავლებას ვგრძნობ და მეც ფოთლებში ვებერტყები,რატომ მყავს ზემოდან მოქცეული ეს მხეცი? ჯანდაბა,ასეთი რამ ჩემს გეგმებში არ შედიოდა,გაქცეულიყავი რო გამიმართე აქ ჭორაობა კატო!
-აბა ახლა ვინაა მიწაზე გაკრული?-წარბებს ათამაშებს
-სახეზე ტალახი გაქვს იდიოტო-სიცილს მანც ვერ ვიკავებ.
-რა გიყო ახლა?-თვალებში მიყურებს
-გამიშვი-ვთავაზობ ყველაზე ლოგიკურ გამოსავალს. თავს უარყოფის ნიშნად აქნევს
-უკეთესი იდეა მაქვს,აი იმ გუბეში ჩაგაგდებ-ტუჩის კუთხეს ტეხს და თავით 7-8 მეტრით მოშორებული ჭაობივით ადგილისკენ მანიშნებს.
-არა შენ ამას არ იზამ-წარბებს საცოდავად ვწევ
-კი ვიზამ-მხიარულად მპასუხობს და წამოსადგომად ემზადება
-ჯანდაბა არ ჩამაგდო და დღეს მეტჯერ აღარ ვიმაიმუნებ-სხაპა-სხუპით ვუკარკლავ
-ამ დასვრილ მოსაცმელსაც გაწმენდ,აღარც მესწერვები და ბუტიაობასაც დაანებებ თავს?-წარბს მიწევს. გონებაში აწონ-დაწონვას ვიწყებ, ჯანდაბა სხვა რა გზა მაქვს
-კაი-ვჯუჯღუნებ. კმაყოფილი ღიმილით დგება და ხელს მიწვდის.

ვაკე ადგილას გავდივართ,გარს შემორტმულ მთებს თვალს ვავლებ,ღმერთო რა მაგარია! სანამ ჯაბა მატლით ხელში კივილ-წივილით დაარბენინებს თამუნას ბიჭები კარვებს შლიან,ნინი და დათო ცეცხლს ანთებენ,მე და ლიკა კი საჭმელებს ვიღებთ და სამწვადეებს შესაწვავად ვამზადებთ.
-აუ კატო რა ბედნიერი ვარ იციი?-ხელს მჭიდებს თვალებგაბწრყინებული ლიკა
-ჯერ სად ხარ ლიკუნა ეხლა იწყება რაც იწყება-თმებს ვუჩეჩავ.
-დავანთეეთ-ყვირის ნინი
-ესენი სიყვარულის ცეცხლას მალე დაანთებენ-ხითხითებს ლიკუნა და კოცონისკენ მივიწევთ. სანამ დავლაგდით გვარიანად ჩამობნელდა,ჯაბა გიტარით გვიერთდება,ლევანი ლიკუნას უსკუპდება და ხელს ხვევს,დაუმთავრებიათ კარვების გაშლა.
-ნახე რა მოგიტანეთ-რაღაცას ყურთან მიშრიალებს მისი უმაღლესობა
-არ მინდა-არც ვუყურებ ისე ვპასუხობ
-შოკოლადებია, არ გინდა?-უკვე ცხვირწინ მიფრიალებს ცელოფანს,რაფაელოს და ბაუნტს მოვკარი თვალი თუ მეჩვენება? ჯანდაბა სულ შოკოლადებით ნუ იქრთამები კატო!
-კაი დატოვე და წადი-ვბურდღულებ. ჩემს და თამუნას შორის სკუპდება,ჰო რას ელოდი აბა!
ჯაბა სიმებს ასწორებს და იწყებს „სადღაც შორს ისე ლამაზაად თოვს მზის სხივებსაც შეპარვიათ სევდა“,დათოც ყვება,არ ვიცი ვისი სიმღერაა მაგრამ მონუსხულივით ვუსმენ და ხელებს კოცონზე ვითბობ,ლევანი ერთჯერად ჭიქებს გვირიგებს.მთვარე,კოცონი,ღამე მთაში და გიტარა,ამ გარემოს სასიამოვნოც არ ქვია,თავი ზღაპარში მგონია.
-დალევ?-კონიაკს მაწოდებს გაბადრული ლიკა
-არა ლიკუნა მადლობა-ვუღიმი.
-ვიცეკვოთ?-მესმის გვერდიდან,ხო მე აშკარად არ მეკითხება
-კიი-გახარებული თამუნას ხმაც არ აყოვნებს და ჯაბას ჰანგების ფონზე ნელ მოძრაობებს იწყებს მისი უმაღლესობა და მისი უქუსლესობა. ჯანდაბა სხვაგან გაიხედე კატო! ტუჩის კუთხეჩატეხილი ონიანი ხელმოხვეული ეცეკვება ქერას და დაჟინებულ მზერას არ მაშორებს. დამპალი,რას შვება ახლა მისი ჭკუით?
-ვაიმე ლიკუნა გადავიფიქრე,დამისხი-სასწრაფოდ ჭიქას ვიშვერ.

ჯაბა ჩიტიშვილის „მესამყაროების“ დაკვრას ასრულებს,ტაშს გამალებით ვუკრავთ და გატიალებული მთვრალები ხარხარით მივბანცალებთ დასაწოლად.
-ჩაცმულები დაწექით მზის ამოსვლისას უნდა გაგაღვიძოთ-ხითხითით გვაფრთხილებს არანაკლებ გალეწილი დათო
-არის უფროსო-ასეთი მხიარული ნინი ისტორიას არ ახსოვს.
-ჯანდაბა ვინ ჩამოკიდა აქ კარი?-თავს ვურტყამ რაღაცას
-კატო რა უნდა კარავში კარს-იკეცება ლიკა
-აა ხო-მის გვერდით კისკისით ვეგდები.გოგოებს ყველაზე დიდი კარავი გამოგვიყვეს ასე რომ მეორე მხარეს ნინი მიწვება,ლიკას იქეთ კი თამუნა კალათდება
-ძილინებისა ბუსა-ლოყაზე მკოცნის ლიკუნა და მეტმასნება
-ძილინების კუსა-ვეხუტები და თვალებს ვხუჭავ.

თმაში რუტინულად მოძრაობს თითები,მგონი ძილბურანში ვარ
-ვაიმე ლიკუნა არ ვიცი როდის დაგიგრძელდა ბოტოტა თითები მარა მიხარია-ვბურდღუნებ და თვალებს ვნაბავ,ახლა ბუბუსავით ავკრუტუნდები
-გაიღვიძე-მესმის ჩურჩული
-ლიკუნა რატო გაქ იმ ვირის ხმა?-ვიშმუშნები
-იმიტო რო ის ვირი ვარ-ფხუკუნზე თვალები თავისით მეჭყიტება-წამო-შემომცინის,კი ნამდვილად ის ვირია
-აქ რას აკეთებ?-შეცხადებასავით გამომდის
-ჩუ! გაეღვიძებათ,რაღაც უნდა გაჩვენო-ხელს მიწვდის,მობილურს ვანთებ და დროს თვალმოჭუტული ვარჩევ,თითქმის 4 საათია
-გაგიჟდი? ამ ღამით არსად არ წამოგვყვები-ვუცაცხანებ
-არაფერს არ დაგიშავებ წამო-მიცინის
-დაიფიცე!
-გეფიცები!
უიმე აწიე კატო ერთი ადგილი ჯობია ამან მოგკლას ვიდრე ცნობისმოყვარეობით მოკვდე.
ბურდღუნით ფრთხილად ვიწევი,ლიკა იშმუშნება მაგრამ ძილს აგრძელებს
-ეს წამოიღე დაგჭირდება-მიმითითებს პლედზე,ხელს ვავლებ და კარვიდან ვძვრები. ახლა რაღა მოიფიქრა თავისი ცალფაზა ტვინით? დამრეც გზაზე მიაბოტებს,უკან დასჯილი ბავშვივით მივყვები,რა უცნაურია გზას მშვენივრად ვარჩევ,სულ ათიოდე მეტრში მომაღლო ადგილას ჩერდება და გაბადრული მიყურებს
-აბა გენიოსო,მდელოს წვერი უნდა გეჩვენებინა?-ფეხებს ვაბაკუნებ
-ზემოთ აიხედე-თითს მაღლა იშვერს,ინსტუქტურად თავს ვწევ,აი თურმე რატომ ვხედავდი გზას,ჯანდაბა რა სილამაზეა!
-დილამდე შეიძლება მოღრუბლულიყო-ახლოდან მესმის ნაცნობი ხმა. ისევ მოწმენდილ ცას ვაშტერდები,ასე მგონია მთვარე ერთი ორად გადიდდა,ამდენი ვარსკვლავი კი ბავშვობის მერე არ მინახავს. ძირს ჯდება,ინსტიქტურად იგივეს ვიმეორებ.
-ხომ გითხარი მოგეწონება თქო-ვგრძნობ როგორ აბრუნებს თავს
-რა მაგარია-თავს ვეღარ ვიკავებ,ჰო მის უმაღლესობას ნამდვილად გამოუვიდა გაოცება. პლედს ბეჭებზე უფრო მჭიდროდ ვიხვევ,ამას ქვია სრული ნეტარება. ვგრძნობ როგორ ეხება ჩემი მარჯვენა მხარი მის მარცხენა მხარს,კაი კატო არ ვიმჩნევთ.
-ველურო-ფიქრებიდან გამოვყავარ
-აფთარო-მეღიმება
-გინდა საიდუმლო გაგიმხილო?-შეთქმულივით ჩურჩულებს
-მიდი განმანათლე-ვკბენ. ხედს მიშტერებული ჰაერს ღრმად ისუნთქავს,ჰე ამოღერღოს ახლა
-შენ მე გიყვარვარ
მგონი თავში ყველაფერი რიგზე არ მაქვს. ამ წუთას მართლა საკუთარ თავს აუხსნა სიყვარული თუ მეჩვენება? რომელმა იდიოტმა მოიგონა ასეთ დროს მუცელში პეპლები დაფრინავსო,ჩემსაში პეპლები კი არა ყველა ჯიშის ცხოველი,მთელი ფლორა,ფაუნა და ილინოისის ზოოპარკი დათარეშობს მგონი,ჯანდაბა!
-რა თქმა უნდა არა-სასწრაფოდ ვაყრი
-მე კითხვა არ დამისვამს-არ აყოვნებს პასუხი,ვერ ვხედავ მაგრამ ზუსტად ვიცი რომ იღიმება. ცინიკოსი! ფეხზე ვხტები,უხ ეს არ უნდა მექნა,უბრალოდ მშვიდად უნდა დამეწყო ღადავი,ჯანდაბას უკვე გვიანია უნდა წავიდე.
-დაოკდი მეც მიყვარხარ-ხელზე თბილი ხელი მქაჩავს და ისევ ჩემს ადგილას ვეჟღერტები. ვაიმე იდიოტი როგორ დამაბერტყა?! მოიცა....მოიცა რა თქვა ამ არანორმალურმა? მომესმა ხო? თავს მისკენ ვაბრუნებ,წარმოდგენაც არ მინდა როგორ მაქვს ასული თვალები შუბლზე,კატო რა გემართება? ისევ ცასაა მიშტერებული,გეგონება ორი წამის წინ ის არ გამეგოს რაც გავიგე. მორჩა ჩატეხილმა ტუჩის კუთხემ გასცა. ახლაღა ვხვდები მისი ხელი ისევ ჩემსაზე რომაა ჩაჭიდებული,ხო ამით მაინც გავმუხტო სიტუაცია
-თათი!-სიმკაცრის მაგივრად ამოკნავლებასავით ისმის ჩემი ხმა
-გინდა ხელი გაგიშვა?-ისევ იმ პოზაში მჯდომი მეკითხება. ჯანდაბა სიმართლის წამოყრანტალება არც იფიქრო კატო!
-ხო მინდა-ვუკარკლავ,ჰო ეს ომახიანად გამომივიდა
-მე არა-ტუჩის კუთხეს ტეხს და ხელზე უფრო მაგრად მიჭერს

მე,შენ და ცუდი ბიჭები (13)



№1 სტუმარი lile

ვაფრენ ვაფრენნ უმაგრესიაააა joy joy bowtie

 


№2  offline წევრი Sali_sali

რა მაგარიი თავიი იყოოო heart_eyes heart_eyes რა მოიცდის ხუთშაბათამდე ეხლააა ... რანაირი გოგო ხარ შენ რა relaxed relaxed პოზიტიუროო,,ტკბილოოო შოკოლადო შენ kissing_closed_eyes kissing_closed_eyes მიყვარხარ მე შენ heart_eyes

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

ვაიმეეე რა საყვარლობა იყო ვგიჟდები ამათზე რა უკარგესი ხარ შენ წარმატებები გამოცდებზე აუუ კიდე მინდააა მაგარი ისტორიაა რა.ხო ვამბობდი უმაგრესი გამოვათქო heart_eyes გყვარობ იცი?

 


№4 სტუმარი ცაკო ბაგალიშვილი

ძაან მაგარი იყო,არ მეგონა ასეთ სიტუაციაში თუ აუხსნიდა სიყვარულს მაგრამ ძალიან მაგრად გამოუვიდა.იმედია მალე დადებ შემდეგ თავებს...

 


№5  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

აუ ძაან მაგარი იყო. მე ძალიანვისიამოვნე აუ და მაგრად ვიცინე ლიკვიდირებულ ტვინზე იმდენ ვიცინე და კიდევ სხვა ხუმრობებზეც რომ არ ვიციიი.მაგარი ხარ მომენატრება ეს მოთხრობა ხუთშაბათამდე მაგრამ რას ვიზამთ. იმედია ხუთშაბათის თავი ამ მოწყენილობას დავგავიწყებს. წარმატეებებს გისურვებ აბა შენ იცი გელოდებიიი!!!!!!!!!!!!!!!

 


№6 სტუმარი Guest სალი

ყველაზე განსხვავებულია და განსაკუთრებულად მიყვარს. და საერთოდ, ვგიჟდები კატო-ბაჩუკი წყვილზე :დდდ

 


№7  offline წევრი eto-elene

მოკლედ ძალიან მაგარი ხარ რა შოკი :* არ ველოდი ბაჩუკი თუ ეტყოდა კატოს ააა მაგარია :) მოკლედ სრულ შოკში ვარ ეხლაც არ ვიცი რას ვწერ :) :)მოკლედ მოუთმელად ველოდები შემდეგ თავს და წარმატებები გამოცდებზე :* :* <3 <3 <3

 


№8  offline წევრი Mtirala

Au xutshabatamde ra moicdis cudad var ra tkbili iyo davdni gmertomiyvars bachi ar bachuki awi ese davudzaxeb tu bachi davudzaxo agar vici. Mokled es iyo shoki chemtvis da pikic mokled miyvarxar da ar meyo ro damtavrdeba mere ragavqna albat movkvdebi
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№9 სტუმარი Guest Londa dm

შენ მე გიყვარვარ . ეს ნარცისი როგორ მიყვარს

 


№10  offline წევრი MariamLecter

რა მოითმენს ხუთშაბათამდე მაგრამ ჯანდაბას!! ღირს ლოდინი ! <3

 


№11  offline მოდერი gonegirl

lile
ვაფრენ ვაფრენნ უმაგრესიაააა joy joy bowtie

Sali_sali
რა მაგარიი თავიი იყოოო heart_eyes heart_eyes რა მოიცდის ხუთშაბათამდე ეხლააა ... რანაირი გოგო ხარ შენ რა relaxed relaxed პოზიტიუროო,,ტკბილოოო შოკოლადო შენ kissing_closed_eyes kissing_closed_eyes მიყვარხარ მე შენ heart_eyes

sameone crazy girl
ვაიმეეე რა საყვარლობა იყო ვგიჟდები ამათზე რა უკარგესი ხარ შენ წარმატებები გამოცდებზე აუუ კიდე მინდააა მაგარი ისტორიაა რა.ხო ვამბობდი უმაგრესი გამოვათქო heart_eyes გყვარობ იცი?

იიი მეც მიყვარხართ blush
ცაკო ბაგალიშვილი
ძაან მაგარი იყო,არ მეგონა ასეთ სიტუაციაში თუ აუხსნიდა სიყვარულს მაგრამ ძალიან მაგრად გამოუვიდა.იმედია მალე დადებ შემდეგ თავებს...

nawkas12345
აუ ძაან მაგარი იყო. მე ძალიანვისიამოვნე აუ და მაგრად ვიცინე ლიკვიდირებულ ტვინზე იმდენ ვიცინე და კიდევ სხვა ხუმრობებზეც რომ არ ვიციიი.მაგარი ხარ მომენატრება ეს მოთხრობა ხუთშაბათამდე მაგრამ რას ვიზამთ. იმედია ხუთშაბათის თავი ამ მოწყენილობას დავგავიწყებს. წარმატეებებს გისურვებ აბა შენ იცი გელოდებიიი!!!!!!!!!!!!!!!

მადლობააა heart_eyes
Guest სალი
ყველაზე განსხვავებულია და განსაკუთრებულად მიყვარს. და საერთოდ, ვგიჟდები კატო-ბაჩუკი წყვილზე :დდდ

ბავშვებოოო kissing_closed_eyes
eto-elene
მოკლედ ძალიან მაგარი ხარ რა შოკი :* არ ველოდი ბაჩუკი თუ ეტყოდა კატოს ააა მაგარია :) მოკლედ სრულ შოკში ვარ ეხლაც არ ვიცი რას ვწერ :) :)მოკლედ მოუთმელად ველოდები შემდეგ თავს და წარმატებები გამოცდებზე :* :* <3 <3 <3

დიიიდი მადლობა kissing_closed_eyes

Mtirala
Au xutshabatamde ra moicdis cudad var ra tkbili iyo davdni gmertomiyvars bachi ar bachuki awi ese davudzaxeb tu bachi davudzaxo agar vici. Mokled es iyo shoki chemtvis da pikic mokled miyvarxar da ar meyo ro damtavrdeba mere ragavqna albat movkvdebi

არ მოკვდები არაა smile
Guest Londa dm
შენ მე გიყვარვარ . ეს ნარცისი როგორ მიყვარს

მასაც უყვარს თავისი თავი laughing
MariamLecter
რა მოითმენს ხუთშაბათამდე მაგრამ ჯანდაბას!! ღირს ლოდინი ! <3

იმედია bowtie kissing_closed_eyes

dadunini
Kato favoritia....dzalian magari mwerali xar da imedia male morchebian kato da bachi ertmanetis kbenas..nu erti shexedvit mxiarulia magram ufro gamixardeboda tu bachi da kato agiareben tavian grdznobebs .

მადლობა smile ხო კბენის მორჩენის რა მოგახსენო relieved
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№12 სტუმარი Guest ნინი

აუ სასწაულია სასწაულიიიიი მალე არ დააამთავრო გთხოოოვ

 


№13 სტუმარი Guest თამარი

აუუ სად შეწყვიტე? არადა როგორ მომწონს ეს წყვილი. სულ ცოტაც გაგვეგრძელებინა ახლა რა ქენი შენ ინტრიგა ჩააგდე? კარგი რა :დდ რა დაიცდის ხუთშაბათამდე

ძალიან მომწონს და მიყვარს. უბრალოდ კომენტარს ვერ ვწერ ხოლმე ვეღარც ჩემ გვერდზე შევდივარ პაროლი დამავიწყდა და ისედაც ვეღარ ვიცლი "ოხ ეს აბიტიტიენტობა". მოედ სულ ვკითხულობ და ველი Dემდეგს წარმატებები❤❤

 


№14  offline წევრი karma

როგორ მიყვარს ეს ისტორია ♡ ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებს.
უმაგრესი გოგო ხარ! ამათ ძლივს ეშველათ მგონი :)

 


№15  offline მოდერი gonegirl

Guest ნინი
აუ სასწაულია სასწაულიიიიი მალე არ დააამთავრო გთხოოოვ

თენქიუ საყვარელო kissing_heart
Guest თამარი
აუუ სად შეწყვიტე? არადა როგორ მომწონს ეს წყვილი. სულ ცოტაც გაგვეგრძელებინა ახლა რა ქენი შენ ინტრიგა ჩააგდე? კარგი რა :დდ რა დაიცდის ხუთშაბათამდე

ძალიან მომწონს და მიყვარს. უბრალოდ კომენტარს ვერ ვწერ ხოლმე ვეღარც ჩემ გვერდზე შევდივარ პაროლი დამავიწყდა და ისედაც ვეღარ ვიცლი "ოხ ეს აბიტიტიენტობა". მოედ სულ ვკითხულობ და ველი Dემდეგს წარმატებები❤❤

Guest თამარი
აუუ სად შეწყვიტე? არადა როგორ მომწონს ეს წყვილი. სულ ცოტაც გაგვეგრძელებინა ახლა რა ქენი შენ ინტრიგა ჩააგდე? კარგი რა :დდ რა დაიცდის ხუთშაბათამდე

ძალიან მომწონს და მიყვარს. უბრალოდ კომენტარს ვერ ვწერ ხოლმე ვეღარც ჩემ გვერდზე შევდივარ პაროლი დამავიწყდა და ისედაც ვეღარ ვიცლი "ოხ ეს აბიტიტიენტობა". მოედ სულ ვკითხულობ და ველი Dემდეგს წარმატებები❤❤

მადლობა საყვარელოო heart_eyes
karma
როგორ მიყვარს ეს ისტორია ♡ ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებს.
უმაგრესი გოგო ხარ! ამათ ძლივს ეშველათ მგონი :)

იიი კნუტო kissing_closed_eyes
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№16  offline აქტიური მკითხველი lalita

ძლივს არ ეღირსათ?!.. კარგი იყო .

 


№17 სტუმარი Guest თაკო

ძალიან ძალიან ძალიან მაგარია :*

 


№18  offline წევრი lamazmani

au dzaan magari iyo dzaan shemdegi tavi am momentidan gaagrdzele anu ufro rame magridan velodebi male

 


№19  offline მოდერი gonegirl

lalita
ძლივს არ ეღირსათ?!.. კარგი იყო .

Guest თაკო
ძალიან ძალიან ძალიან მაგარია :*

lamazmani
au dzaan magari iyo dzaan shemdegi tavi am momentidan gaagrdzele anu ufro rame magridan velodebi male

მადლობები კანფეტებოო kissing_closed_eyes
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№20  offline ადმინი მწარე

ვაიმეეე რამაგარიი გოგო ხარ შეენ
--------------------
ბედნიერება წვრილმანებშია

 


№21 სტუმარი nene

ხუთშაბათამდე მოვკვდები ალბაააათ!!! ძალიან მაგარი,უმაგრესი გოგო ხარ და მალე არ დაამთავრო რააა! ისე მომეწონა თავიდან ბოლომდე 4ჯერ წავიკითხე. ასე ჯერ არაფერი მომწონებია და კატო და ბაჩუკი რაღაც პიკიაა!!!! იუმორი არ შეცვალო ძალიან მაგარია!!! აუ ხუთშაბათს დიდი თავი დადე რაა გთხოვ!!!! არაჩვეულებრივი გოგო ხაააარ !!! ვაფრენ ამ ორზეეე!!! საყვარელი ბაჩუკი .

 


№22  offline მოდერი gonegirl

Mware
ვაიმეეე რამაგარიი გოგო ხარ შეენ

nene
ხუთშაბათამდე მოვკვდები ალბაააათ!!! ძალიან მაგარი,უმაგრესი გოგო ხარ და მალე არ დაამთავრო რააა! ისე მომეწონა თავიდან ბოლომდე 4ჯერ წავიკითხე. ასე ჯერ არაფერი მომწონებია და კატო და ბაჩუკი რაღაც პიკიაა!!!! იუმორი არ შეცვალო ძალიან მაგარია!!! აუ ხუთშაბათს დიდი თავი დადე რაა გთხოვ!!!! არაჩვეულებრივი გოგო ხაააარ !!! ვაფრენ ამ ორზეეე!!! საყვარელი ბაჩუკი .

მადლობა საყვარლებოოო kissing_closed_eyes heart_eyes
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№23 სტუმარი Tako...^^

ვგიჟდები <3 <3 <3 <3 !!!!! რო დამთავრდება დეპრესიაში ჩავვარდები ალბათ <3 <3 :(((( :D

 


№24  offline წევრი დიანა23

ძაან გთხოვ არ დააშორო ეს წყვილი რაა .. ხუთშაბათამდე კი მოვკვდები . რა მოითმენს worried smile და კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ რომ მაგარი გოგო ხარ .. მიყვარხარ <3

 


№25  offline წევრი isterichka123

vau dzalian magaria gagrdzele

 


№26  offline მოდერი gonegirl

Tako...^^
ვგიჟდები <3 <3 <3 <3 !!!!! რო დამთავრდება დეპრესიაში ჩავვარდები ალბათ <3 <3 :(((( :D

დიანა23
ძაან გთხოვ არ დააშორო ეს წყვილი რაა .. ხუთშაბათამდე კი მოვკვდები . რა მოითმენს worried smile და კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ რომ მაგარი გოგო ხარ .. მიყვარხარ <3

isterichka123
vau dzalian magaria gagrdzele

ბავშვებო heart_eyes kissing_closed_eyes
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№27 სტუმარი Guest მარიამი

გააგრძელე ძაან მაგრად წერ ძაან მომწონს ისერომ აგფრთოვანებას ვეგარ ვმალავ მაგარი ხარ ძაან ♥♥♥

 


№28  offline მოდერი gonegirl

Guest მარიამი
გააგრძელე ძაან მაგრად წერ ძაან მომწონს ისერომ აგფრთოვანებას ვეგარ ვმალავ მაგარი ხარ ძაან ♥♥♥

მადლობაა heart_eyes
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№29 სტუმარი qeti

ყველაზე მაგარი თავი იყო heart_eyes heart_eyes ძაან საყვარლები არიან ეს დამპლები heart_eyes ნეტა ერთად იყვნენ heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes რა მოითმენს ხუთშაბათამდე frowning frowning ვაბოდებ ორივეზე heart_eyes რაც შეიძლება მალე დადე heart_eyes

 


№30 სტუმარი mariami

ვაიმე ვაიმე გავგიჯდებიი რა კაი იყოო ან სად გაწყვიტეე ჰაუუ რამდენი ვიცინე ტამუნაზე რაა ფისო რა საყვარელლია მეეც ზუსტტად ასეთი მყავს და მიო მქვია აუ მაგრად მომეწონა

აუუ დგეს არ დადებ?
ხუთშაბათია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent