შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"კარგი" გოგოს დღიურები (თავი 10)


20-12-2016, 13:12
ავტორი Bonnie Blue
ნანახია 2 144

ცივა. წვიმს. წვეთები ნელ-ნელა ჩამოდიან მინაზე და ხედს ბუნდოვანს ხდიან. ფანჯრიდან ვიყურები და ვათვალიერებ დეკემბრის თბილისს. ამინდის მიუხედავად, ის მაინც ძალიან ლამაზია. თითქოს წვიმა თავის ხიბლს აძლევდეს. მანქანა სწრადად მიდის ჩაბნელებულ და გაჩუმებულ ქუჩებში. ახლა ჩემი საყვარელი დროა, გვიანი ღამე. არ ვიცი რატომ მაგრამ ყოველთვის როცა ღამეა მე თავსშვიდად ვგრძნობ. ის მაიმედებს და მეუბნება რომ ყველაფერი კარგად იქნება.
გიო : როგორ ხარ?
ტელეფონის ეკრანს გაშეშებული ვუყურებ. ვერ გადამიწყვეტია ვუპასუხო თუ არა. არ ვიცი გიოსთან შერიგება ღირს თუ არა. მე მას ვეღარ ვენდობი და იგივე ურთიერთბა ვეღარ გვერქნება.
ნიკა : რას შვები?
მეორე მესიჯი, მაგრამ უკვე სხვისგან. ამას კი ნამდვილად არ მოველოდი. რატომ მომწერა ნიკამ? მოხდა რამე? მოკვდა ვინმე?
მე : თუ ვინმეს რამე მოუვიდა პირდაპირ მითხარი.
ნიკა : ვინმეს რამე რატო უნდა მოსვლოდა?
მე : აბა რატო მომწერე? -_-
ნიკა : სწერვობა გვინდა და არ გამოგვდისო?
ამაზე ნერვები მეშლება და ტელეფონს ჩანთაში ვდებ. წარმოვიდგენ როგორ ღადაობს ჩემზე თავის ძმაკაცებთან ერთად და ნერვები უარესად მეშლება. არადა ვიფიქრე რომ შეიძლება კარგი დღე ყოფილიყო. აზრებს გონებიდან ვიგდებ და ჩემ ფოტოაპარატს ვიღებ. ხატვა და სურათების გადაღება პატარაობიდან ჩემი ჰობი იყო, ახლა კი მინდა რომ ხელოვნებას სერიოზულად გავყვე.
ტაქსიდან გადმოვდივარ და თბილისის ძველ ქუჩებს ინტერესით ვათალიერებ. ყოველთვის მიყვარდა აქ მოსვლა, ძველი სახლების, კედლების, ქუჩების ნახვა და იმის წარმოდგენა რომ მეც იმათი სამყაროს ნაწილი ვიყავი. ფოტოაპარატს ვიმარჯვებ და სურათების გადაღებას ვიწყებ. შემდეგ კი უკვე დავიწყებ ჩამახატების გაკეთებას.

ნ ი კ ა

ყვალას ნახვას მოველოდი, მაგრამ არა ამისას. ვერ ვხვდები შუა ღამით მარტო ქუჩადი რას აკეთებს. ბიჭებს ვუყურებ გარშემო. ყველა ისე იქცევა თითქოს მას იცნობენ. ზოგი მიდის და ესალმება კიდევაც. ის კი დგას და ყველას უღიმის.
-იცნობ?- ვეკითხები გიგის ჩემ მეგობარს, ისთან დასარჩენედაც წამოვედი. ის თავს მიქმევს და იღიმის.
-მარი ქვია. ყოველთვის მოდის ხოლმე და ან სურათებს იღებს ან ხატავს. - ჩატეხილი ტუჩის კუთხით ვხვდები რომ შეიძლება გიგის მარი მოწონდეს. არც გამიკვირდება, რადგან ასე თუ ისე მარი ლამაზია. გრძელი, ტალღოვანი ღია ყავისფერი თმა, დიდი მწვანე თვალები და ულამაზესი ღიმილი.- ლამაზია. - გიგი ჩუმი ხმით იძახის და ჩემში საშინელი გრძნობა იღვიძებს, რომელსაც გიგის მოკვლა უნდება.
-არის რა. - ვიძახი ჩვეულებრივი ტონით და ვცდილობ გაბრაზება არ დამეტყოს. - ეკაკოს ვერ ჯობია.
გიგის ეცინება და თავს აქნევს. ვისთვის როგორო ლუღლუღებს და პირდაპირ მარისკენ მოსბიჯებს.

გ ი გ ი

მარის ვუყურებ და ვიღიმი. ეს გოგო ძალიან დიდი ხანია რაც მომწონს, მაგრამ ერთხელაც კი ვერ დავაინტერესე ჩემით. ასეთი რამ კი პირველად ხდება. გოგოები ყოველთვის ჩემთან არიან და ალბათ რამდენიმე სულსაც გაყიდდა ჩემი გოგო რომ რქმოდა. მაგრამ მარი პირიქითაა, სულ მიკვირდა მისი ასეთი საქციელი სანამ არ გავიგე რომ ვიღაც უყვარდა. ამის შემდეგ კი მისი პატივისცემა გამიორმაგდა. მას მაინც უყვარს, იმის და მიუხედავად რომ იცის იმ ბიჭს არ უყვარს. ჩემი აზრით ასეთია ნამდვილი სიყვარული.
-როგორ ხარ?- მეკითხება მხიარული ხმით და მიღიმის.
-კარგად შენ?- ვეკითხები და ჩემკენ მომართულ კამერას ხელს ვუქნევ.
-მეც. ცოტა დავიღალე. - "წუწუნებს" და პირდაპირ ტროტუარზე ჯდება. მისი ასეთი საქციელი და მისი უცნაურობები ყოველთვის მაკვირვებდა და მომწონდა. უმეტესად მისი საქციელი ხდიდა მას უნიკალურს.
- დიდხანს უნდა იყო კიდე? წვიმს და გაცივდები.- მზრუნველი ხმით ვეუბნები და ვუღიმი. ყოველ ჯერზე როცა მოდის, გიანობამდე არ მიდის, თან ამინდს ყურადღებასაც არ აქცევს.
-აზრი ზუსტად ასეთ ამინდში გადაღებულ სურათს აქვს. - მეუბნება გამარჯვებული ხმით და ჩემ უკან იყურება. სახე უცივდება და უთეთრდება, თითქოს მოჩვენება დაინახაო.


მ ა რ ი

როცა იმ ნეანდერტალელს ვხედავ სახე მიქვავდება და სისხლი მეყინება. მინდა ვიყვირო, ვილანძღო, ვიჩხუბო, მინდა ვუთხრა რომ წავიდეს და გაქრეს ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ ამის მაგიბრად შეცბუნებული სახით ვდგავარ და ველოდები სანამ თვითონ იტყვის რამეს.
- ეს ნიკაა. - გიგი ნიკას "მაცნობს" და იღიმის. - ნიკა ეს მარია. - თავს ვუქნევ და ნიკაც იგივეს აკეთებს, მაგრამ სახეზე ორივეს უნდობლობა გვაწერია. გარშემო ვიყურები რომ შევამოწმო ამისი ერთ უჯრედიანი ძმაკაცებიდან არის თუ არა ვინმე.
-კარგად ხარ? - გიგი მეკითხება და ჩემთან მორბის. ნიკა გიგის მკვლელ მზერას ასვრის და თვალს გვარიდებს.
-კი. - ვუღიმი, მაგრამ გიგიც კი ხვფება თუ როგორი ყალბი ღიმილია. -დავიღალე, მგონი ჯობია სახლში წავიდე. - გიგი თავს მიქნევს, მე კიდე ქუჩაზე გადსვბივსრ და ტაქს ვაჩერებ.
*******
მთელი გზაა ნიკაზე ვფიქრობ, არ ვიცი რატომ არის ყვეკაგან საც მე ვარ? დავიჯერო მსოფლიო მართლაც მასეთი პატარაა?
ხელზე ვიხედები და პანიკაშივვარდები. ყველაგან ვეძებ მაგრამ არსად არ არის.


ნ ი კ ა

ძირს ვიხედები და ბრჭყვიალა ნივთს ვხედავ. დაბლა ვიხრები და სამაჯურს ვიღებ. პატარა, ვერცხლისფერი, რკინის მაგრამ მაინც ლამაზი სამაჯურია. ალბათ იმ უიღბლოს მოძვრა ხელიდან რომ მირბოდა. არაუშავს ხვალე სკოლაში ვნახავ და იქ მივცემ.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

უფრო და უფრო საინტერესო ხება ყელაფერიიი
ველოდები შEმდეგს!!!!!!!!!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent