პეპელა 7
I love my eyes when you look into them. I love my name when you say it. I love my heart when you touch it. I love my life when you are in it:) როგორ უჭირდა. ვერავინ ვერასდროს იფიქრებდა, ასეთი რამე თუ მოხდებოდა. საავადმყოფოს პალატაში რომ შემოცვივდნენ უგულო, ბოროტი ჟურნალისტები, ლუკამ ღრიალი დაიწყო. ნინაკა ტიროდა. გაუცნობიერებელი სიძულვირის გრძნობა დაეუფლა იმ ხალხის მიმართ, კამერით და მიკროფონით რომ მორბოდნენ საწოლზე მწოლიარე გოგონასთვის, რომელსაც ცხოვრება თავზე ჩამოენგრა. რომელსაც ყველაფერი უცებ გაუტყდა, ამდენი ხნის ნაშრომი და აწყობილი კარიერა უცებ წყალში ჩაეყარა. _ ლუკა, წავიდნენ, უთხარი წავიდნენ _ სახეზე ხელები აიფარა და თავი ბალიშში ჩარგო. _ დამშვიდდი კარგი? აქ ვარ _ უკვე მერამდენედ ამბობდა ამას. მეორე დღეს ტელევიზორები ააფეთქა "ცხრამეტი წლის წარმატებული, მაგრამ მაინც უიღბლო ბალერინის ნინაკა კანდელაკის დავარდნამ. მის კარიერას საფრთხე ემუქრება". აღარაფერი უნდოდა, მარტოობის გარდა და სულ წამის მეასედით იფიქრა თვითმკვლელობაზე. მერე ელენე გაახსენდა და სასწრაფოდ უარყო ეს აზრი. _ აქ აღარ შემიძლია _ ნინაკა, გაგწერენ მალე და წავალთ _ წავალთ? მე წავალ ლუკა. საქართველოში დავბრუნდები და შენ... _ ერთი კვირა მჭირდება. აქაურობას ჯერ ვერ დავტოვებ, არ შემიძლია _ მესმის, მართლა. შენ ისედაც როგორ შეგაწუხე _ გაუღიმა და მხრები აიჩეჩა. ლუკას გაეცინა, თავზე აკოცა და მის საწოლზე კარგად მოთავსდა. _ ფრენა როდის გაქვს? _ ზეგ. ელენემ იმდენჯერ დამირეკა, მის წამოსვლას ჩემი წასვლა სჯობს. ძალიან ნერვიულობს. _ მამაშენი სად არის? _ ჰკითხა და აწკრიალებული ტელეფონი გამორთო. ნინაკას გაეღიმა და საკუთარ ხელებს დახედა. _ იცი ლუკა, ადამიანებს რომ ესმოდეთ, რას აკეთებ, არასდროს გააკეთებდნენ. _ ტყუილია ეგ _ არა, არ არის, დამიჯერე _ ისევ ეღიმებოდა. _ მე წარსულს წავშლიდი _ წარსული? ეგ გავლილია, აღარაფერი ეშველება. არც დამწვარ კარტოფილს არ ეშველება არაფერი _ საშინელი მზარეული ხარ ხომ? _ სიცილი აუტყდა ლუკას _ მთავარია დედაჩემი მყავს _ თვალი ჩაუკრა და დაამთქნარა _ დავიძინებ რა მე. ___________________ ორ დღეში უკვე თბილისში იყო. თვითმფრინავიდან რომ ჩამოვიდა, მაშინვე ტაქსი გააჩერა და სახლში წავიდა. მაინც რა სასტიკია ხანდახან ცხოვრება. წაგართმევს, სანაცვლოდ რაღაცას მოგცემს და მერე იმასაც გართმევს. ასე არ უნდა ხდებოდეს. ბედნიერება ასე მარტივად არ უნდა ქრებოდეს. ჩემოდნები ტაქსის მძღოლმა აუტანა კარამდე. ახალგაზრდა ბიჭი იყო და თანაც ძალიან შეეტყო, რომ ნინაკას ვინაობა იცოდა. _ მადლობა _ გაუღიმა გოგომ და ზარი დარეკა. _ ნომერს ჩაგაწერინებ თუ გინდა და... _ მადლობა _ მოკლედ მოუჭრა. ახლა ასეთი ხალხის გაცნობის სურვილი ყველაზე ნაკლებად ჰქონდა. ბიჭმა თავი დაუქნია და უსიტყვოდ ჩაირბინა კიბეები. ალბათ კისერს მოიტეხავდა ეს საცოდავი. _ დე, მომენატრე _ კარების გაღება და ელენეს ხელები ისე მოეხვივნენ, ნინაკას გაუორმაგდა მის მიმართ სიყვარული. _ მეც ელენე, ყველაფერზე მეტად _ როგორ ხარ? _ გაწითლებული ჰქონდა თვალები. _ იტირე? _ არა დე, ხახვს ვჭრიდი _ გაიცინა. ნინაკასაც გაეცინა და სადღაც ეტკინა ელენეს ცრემლები. _ აღარ იტირო, კაი? _ შემოდი შენ, რედი და ლალო გელოდებიან _ მაგათ ხომ ვერ მოიშორებ რა _ იხუმრა და პირდაპირ მისაღებისკენ წავიდა. _ ვესვრი ამას რამეს _ ტელევიზორის მიმართულებით ყვიროდა ლალო. რედი ხელზე ქაჩავდა და აწყნარებდა _ მიდი მე მისროლე _ ნინაკასკენ შემობრუნდნენ და უცებ წამოხტნენ ფეხზე. _ როდის მოხვედი შე მათხოვარო? _ ძალიან მაგრად ჩაეხუტა ლალო და ტირილი დაიწყო. ვერც გააჩერებდა ნინაკა. ლალოს ვინც იცნობდა იცოდა, რომ თუ ტირილის დროს დამშვიდებას დაუწყებდი, ათმაგად უჩუყდებოდა გული და მერე უფრო ტიროდა. _ ძალიან გტკივა? _ შეწუხებული ჩანდა რედიც. მაშინვე გამორთო ტელევიზორი და ნინაკას გადაეხვია. _ იცი ეს ბოლო დღეები სულ სკაიპზე ვიყავი იქნებ დამირეკოს თქო და შენ არ შემოდიოდი _ უსაყვედურა ლალომ. ოთახში ელენე შემოვიდა, ცხელი შოკოლადის სუნიც მაშინვე ეცა ნინაკას და ყურებამდე გაღიმებულმა ახედა დედამისს. _ საუკეთესო ხარ, იცოდი? _ ჭიქას ხელები მოხვია, დივანში ჩაეშვა და ტელეფონი ამოიღო. _ ფოტოები მანახე რა _ რედიც გვერდით მიუჯდა. ყველანაირად ცდილობდნენ მის გამხიარულებას, იმიტომ რომ იცოდნენ როგორი იყო ნინაკა და ეს სამი ადამიანი ნინაკასთვის მთელ დედამიწას უდრიდა... და ვინ იცის, იქნებ ისიც. იქნებ? _ ეს დადე ფეისბუქზე _ ტელეფონი ხელიდან ააცალა ლალომ და დაუფიქრებლად დაუდო ფეისბუქზე ფოტო. ნინაკა სარკესთან იდგა, სწორედ ის კაბა ეცვა, იდეალურთან ძალიან ახლოს რომ იყო და პუანტები. ხელში თავისი ტელეფონი ეჭირა და სტანდარტულად იღებდა ფოტოს. _ აუ ღორო, ნეტა შენნაირი პროფილი მქონდეს _ ლალო ჩუმად სვამს მაგიდაზე დადებული ჭიქიდან ცხელ შოკოლადს და ელენეს ანიშნებს, კარგიაო. სიცილი უტყდებათ და ნინაკა მაშინვე ხელიდან აცლის ჭიქას _ ისე, ეს შენი ცხვირი ერთადერთია რა _ ეცინება რედის _ დე პლასტიკურ ოპერაციაზე დამთანხმდები? _ ლალო, შეგიძლია გახვიდე, პაკა _ მასხრად მიგდეფთ? _ მხარი გაკრა ელენეს და ნაწყენი მზერა "სტყორცნა". _ კაი, მაგას ვიკადრებდით? _ მოკლედ რა, პაკა მართლა _ ეცინება მასაც. ნინაკა ცდილობს ჩუმად აიღოს ტელეფონი და ფოტო წაშალოს. _ კაი რატო ოფლიანობ დაო? _ ლალო ტელეფონს ბლოკავს და სიცილს იწყებს _ აუ წაშალე რა _ იცი რამდენი მოწონება აქვს? ორი წუთია დავდე და... _ ფეისბუქზე შედის და თვალები უფართოვდება _ უი, სადღაც ოთხასია. არა, ხუთასი. კომენტარები უნდა ნახო. _ მანახე კაი, არ წავშლი _ ათვალიერებს. მესიჯი მოსდის და მაშინვე ხსნის. " მართალი ხარ. ადამიანები რომ ხვდებოდნენ, რას აკეთებენ, აღარ გააკეთებდნენ." ნინაკას თვალები ემღვრევა და სულ ოდნავ ეღიმება. _ ნინაკა, ლუკა ვინ არის? _ მოასწრო ნახვა ლალომ. _ არ ვიცი. მეძინება _ კაი მიდი, ნამგზავრი ხარ შენ. მეორე დილას ნინაკამ სპორტულები ჩაიცვა და ელენესთან ერთად მოამზადა სადილი _ ნინაკა, წყალი დაუსხი შროშანებს _ ისევ. ისევ ისეთი, ზუსტად ისეთი ხმით. ცოტა გატეხილი, სევდიანი და ღიმილშეპარული. ელენე რომ არა, ნინაკა ვერასდროს დაიჯერებდა, რომ სამუდამო რამე არსებობს. _ დე, მე უნდა წავიდე _ აივნიდან რომ გამოდის, მაშინვე თავის ჩანთას ეძებს და "სტენ სმიტებს" იცვამს ფეხზე. _ სად მიდიხარ? _ გთხოვ, მითხარი რა, მისი საფლავი სად არის _ ძალიან უჭირს და ელენე რომ ერთ ცრემლს ყლაპავს, იქ თითქოს ნანობს კიდეც. _________ იმუხლება. საფლავის ქვაზე არ არის მითითებული დაბადების და გარდაცვალების თარიღი. მხოლოდ სახელი აწერია, ისიც "სანდრი" და ქვემოთ აშკარად ელენეს სიტყვები. _ sure, i can delete your photo, your text messages, your presents but how do i delete your face, your voice and our memories. i miss you more than anything. ნინაკა ზედიზედ შვიდჯერ კითხულობს და თვალები უწყილიანდება. თავს ვეღარ იკავებს, მუხლებით უკვე დგას სანდროს საფლავის წინ და ხელისგულებით მიწას ეხება. _ სანდრო... რა უცნაურია, ვერ წარმოიდგენ. მამას ვერ გეძახი, არ მახსოვხარ. არაფერი არ მახსოვს შენი, საერთოდ არაფერი _ ყვირის და მაღლა იყურება _ შენ სადღაც მანდ ხარ ხომ, ცაში? მაგრად ხარ სანდრი? ჩვენ აქ მარტო ვართ, მე მარტო ვარ და მტკივა, მიჭირს სანდრო, ცუდად ვარ, ძალიან ცუდად ვარ რა _ ტირილს იწყებს, მერე დაუფარავად კივის და გაჩერებას არც ცდილობს. _ შენ მანდ საკაიფოდ ხარ ხო, ჩემზე არ გიფიქრია? მა, შენთან ერთად მინდა, დედასაც უნდა, ენატრები... ვიცი, აზრი არ აქვს ახლა აქ ამოსვლას, ამ მიწის ქვემოთ შენი უსულო სხეული იხრწნება. თუმცა რავიცი, ამბობენ ასე უფრო დიდ კავშირს გრძნობენო. მოკლედ, არ ვიცი რა, უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა რომ გვენატრები _ ცრემლები მოიწმინდა, ჩანთას ხელი დაავლო და წამოვიდა. უკან არც მოუხედია. ნათქვამია, რაღაც ძალიან თუ გინდა, აგიხდებაო. სანდროს დააბრუნებენ? სანდრო დაბრუნდება? _ რას შვები _ უნდა დავიძინო, შენ? _ მე კაფეში ვარ ისევ _ იცინის ლუკა _ ფეხი გტკივა? _ ძალიან აღარ. ექიმთან მივდივარ დილას, ვნახოთ _ ისევ იცეკვებ ნინაკა, გპირდები _ ლუკა, გთხოვ არ გინდა. ტყუილს არ გაპატიებ არასდროს იცოდე _ აღარ გვინდა ამაზე, ბერლინში პირველად როდის იყავი? _ აუ არ მახსოვს, მანდ დავიბადე რა _ ღადაობ? _ არა, რატომ _ ძაან ცუდია მერე, არ ყოფილხარ სულით ქართველი _ ეცინება და კამერას ასწორებს. ისეთი საყვარელია _ ლუკა, ძაან საყვარელი ხარ _ შენ ძაან ლამაზი. საერთოდაც ნუ მოგერიდება იმის თქმა, რომ საყვარელი ვარ. არ მესმის რა საჭიროა რაღაც საზღვრები _ ურთიერთობებში სხვანაირად ვერ მოიქცევი. რაღაც ხომ უნდა დაგრჩეს? _ მე შენ არ მომბეზრდები _ ლუკა. _ ხო _ ჩვენ არ გვაქვს ურთიერთობა ისეთი, როგორიც... გთხოვ. ახლა ძალიან მჭირდები _ გვიანია უკვე, დაიძინე _ გკოცნი _ მეც, და მენატრები. ლეპტოპი გვერდით გადადო და ძილის წამლები ხელისგულზე დაიყარა. ტირილი დაიწყო, წამლები დააბრუნა და იმ ღამეს ძალიან, ძალიან ბევრი იტირა. ყველაფერი ერთად იტირა, იმიტომ რომ ძალიან ტკიოდა და ვეღარ მოითმინა. მთელ დღეს დაგროვილი ცრემლებისგან სკდებოდა და ყელში აწვებოდა. მონატრებაც, სევდაც და სიყვარულიც. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.