შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თოვლს მოყოლილი მამაკაცი


20-12-2016, 20:45
ნანახია 1 619

თოვლს მოყოლილი მამაკაცი

"დილა იწყება ყავით ნესკაფესთან ერთად", ზუსტად ასე იწყება ჩემი დილა, ის არ გავს სხვებს, ის მე არ მიწამებს ცხოვრებას, პირიქით სასიამოვნოც კი არის ხოლმე, დილით ადრე გაღვიძება, ვარჯიში, შხაპის მიღება და 9 საათამდე ყავის სმა განუყრელი ლეპტოპით ხელში, ყოველდღიურ რუტინად მექცა ეს ყველაფერი, რუტინად, რონელსაც ბოლო არ უჩანს, ალბათ ისევე სიმარტოვეში მოვკვდები, როგორც ჩემი წინა მორბედი, რომელიც ამ სახლში ცხოვრობდა, არადა სახლს რას ვერჩი მშვენიერი სახლია, კეთილმოწყობილი, თუ გავითვალისწინებთ ჩემ სამსახურს, ხელფასს.
უკვე 2 წელია მარტო ვცხოვრობ, იმ დროიდან რაც სწავლა დავამთავრე და მშობლები დამეღუპა, იმის შემდეგ რაც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი აღარ ვარ, ზუსტად იმ დღიდან 2 წელი გავიდა და 1 წელში რეზიდენტურას დავამთავრებ, თუ გამიმართლა სამსახურსაც ვიპოვნი, ალბათ.
მშობლები, როდესაც გარდამეცვალა ჩვენს სახლში გარკვეული პერიოდი დავყავი, მაგრამ იქ გაჩერება ვეღარ გავძელი და სახლი გავიყიდე, მე კი ბაბუაჩემის მიერ დატოვებულ სახლში გადავიდოდით საცხოვრებლად, ადვილი ნამდვილად არ იყო ამ ყველაფერთან გამკლავება, მაგრამ ჩვენ კი ვართ ცოცხალი, მკვდარმა იკითხოს თორე. ადამიამი ასეთია, ადვილად ეგუება ყველაფერს, და მეც შევეგუები, განა წლობით ცრემლების ღვრა რამეს უშველიდა? არა, ნამდვილად არა და ახლა კი ვარ აქა.
ერთფეროვანი ცხოვრებით ვცხოვრობ, რეზიდენტურას გავდივარ ავერსის კლინიკაში და პლუს გამოცდებისთვის ვემზადები, რომელიც 1 წელში მიწევს.

ამდენ ლაპარაკში კლინიკაში დამაგვიანდა კიდეც, უფროსი კი ისეთი მყავს, ოოოოო, ჯობია არ იცოდეთ, არადა შესახედავად არ არის ცუდი ქალი, პირიქით, მაგრამ კარგად მახსოვს ერთადერთხელ დავაგვიანე და ისიც ისეთი თვალებით შემომხედა და მითხრა
-"ქალბატონო ანასტასია დღეს თქვენ დასჯილი ბრძანდებით, არცერთ ავადმყოფს არ მიეკარეებით და ასისტენტობას გაუწყებთ ირაკლის(კურსელი)", არადა იმ დღეს რამდენი ავადმყოფი იყო, ჩემთვის და ჩემი პრაქტიკისთვის მისწრება იქნებოდა.

აი უკვე ტაქსიდან გამოვედი, მძღოლს თანხა მივაწოდე და კლინიკისაკენ დავიძარი.
კიდევ კარგი არ დამგვიანებია თორემ თამარის "მამის მკვლელ" თვალებს რა აიტანდა.

გასახდელში შევედი, ტანოსამოსი გავიხადე და ფორმა ჩავიცვი, ერთადერთი რაც ამ საავადმყოფოში მომწონს რეზიდენტების ფორმებია, ლურჯი, მუქი ლურჯი, ჩემი საყვარელი ფერი.

ჩემს ჩაცმაში სხვებიც მოვიდნენ და გავსწიეთ პირველი პალატისაკენ სადაც ავადმყოფი გველოდა, რომელსაც ფეხის ამპუტაცია ჭირდება, ჩვენ კი ოპერაციამდე მისი მდგომარეობა უნდა ვაკონტროლო, რომ განგრენა მეორე ფეხზეც არ მოხდეს.

პაციენტი საკმაოდ ჭირვეული ქალბატონი იყო, მაგრამ ფეხის ამპუტაცია, რომ არ გააკეთონ შეიძლება მოკვდეს, რადგანაც და ბაქტერიები, რომლებმმაც ხორცი შეჭამეს, ასე შეიძლება ვუწოდოთ, შეიძლება მეორე ფეხზეც გადავიდეს, იმ ფეხიდან კი სხვ აქ ორგანოებიდან დაიძრეს, ასე, რომ ფეხის ამპუტაცია აუცილებელია მისივე სიცოცხლისათვის.

ასე გავიდა მთელი დღე, რამდენიმე პაციენტიც მივიღეთ და მალევე გავუშვით.

დღე დასასრულს მიუახლოვდა, კლინიკიდან გამოვედით, მე კი ჩემი სახლის გზას ფეხით გავუდექი.

აი სახლი მივედი, ტანისამოსი გავიხადე და აბაზანაში შევედი, სადღაც 20 წუთის შემდეგ კარებზე ზარის ხმა მესმის, რა უნდა მექნა, გრძელი პირსახოცის ხალათი ჩავიცვი და კარების გასაღებად გავემართე.

გარეთ კი ზუსტად ის დამხვდა ვის ნახვასაც ყველზე ნაკლებად მოველოდი.



№1 სტუმარი Anna

გაგრძელებას დაველოდები <3

 


№2  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

კარგობაა მართლა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent