შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სადღაც შორს... მთებში თავი 10


21-12-2016, 15:08
ავტორი katiusha
ნანახია 4 001

-რა გაცინებს?მიშველე რამე?-შეევედრა თამუნა და სატირლად მოემზადა.
სოფოს გულწრფელად შეეცოდა მეგობარი. ის ხომ ბავშვობიდანვე ფაქიზი და სათუთი იყო. ისეთი ჭიანჭველასაც რომ ვერ დაადგავდა ფეხს. სოფო კი ბავშვობიდანვე ახტაჯანა. სულ რაღაცას აშავებდა. თამუნას მწერების და მღრღნელების ისე ეშინოდა რომ მათ დანახვაზე კინაღამ გული წასვლოდა და საშველად სოფოს ეძახდა.ის კიდევ რომელიმე მათგანს რომ მოკლავდა მერე ტირილით სკდებოდა ეცოდებოდა....
-ახლავე გიშველი მოიცადე ერთი წუთით. -სოფომ ბარემ თუ ხუმრობაა ხუმრობა იყოსო და ონკანს მილი შეუერთა. წყალი მოუშვა და მეგობარს მიუშვირა.
-კარგად უნდა გაგაუფთავო თორემ სახლში არ შეგიშვებ.-იცინოდა ის რაც უფრო მეტად უმატებდა თამუნა კივილს.
-მოგკლავ სოფო გიგაურო. მოგკლავ, ვერ გადარჩები კიოდა ის. ბოლოს
სოფომ წყალი გადაკეტა და მილი ძირს დაადგო.
-როგორ მომენატრე იცი?ყველაზე ძალიან ასეთი სიგიჟეები მომენატრა ერთად რომ გვაქვს გადატანილი,-უთხრა და გაწუწულ და სველ მეგობარს მოეხია. თმები აუჩეჩა საყვარლად.
-ხომ იცი რომ ასეთ რაღაცეებს ვერ ვიტან, მაინცდამაინც ასე უნდა მაწვალო?ამისთის ჩამოვედი?-უსაყვედურა თამუნამ და მეგობარს უკან აედევნა
-ნუ წუწუნებ სააბაზანოში შეხვალ და წყალს გადაივლებ. არც ისეთი სოფელია შენ რომ ფიქრობ. კომფორტი მაქვს შენთვის მოწყობილი. გაეცინა სოფოს და სახლის კარი შეაღო.- მოვედიითთ
სამზარეულოდან გემრიელი სუნი გამოდიოდა. მალე ქალიც გამოჩნდა.
-ეს ჩემი მეობარია თამუნა, ეს კი მარო ბებო. ქალი რომელმაც შემიფარა და დამეხმარა ყველაფერში. -წარუდგინა ერთმანეთს.
-შენსავით საყვარელი და ლამაზია შვილო. მაგრამ ეს რა არის რას?შველი რატომაა?
-ჩემმა მეგობარმა ისეთი დახვედრა მომიწყო ვერასოდეს რომ ვერ წარმოვიდგენდი. ვიცოდი რომ გადარეული იყო მაგრამ ასეთი თუ გახდებოდა რა ვიცოდი.-გაეცინა თამუნას.
-ჰა ბებია წაიყვანე ახლა გამოიცვალოს, მოწესრიგდით და მერე გემრიელად ვისადილოთ. სტუმარი მოშიებული იქნება, გემილე ხაჭაოურებს ვაცხობ შენთვის ჩემო კარგო
სოფომ მადლობა გადაუხადა და თამუნა თავის ოთახისკენ წაიყვანა.
-სააბაზანო გვერდითაა, დროზე მოწესრიგდი ერთი სული მაქვს შენს ამბებს როდის მმიყვები.
-მე კიდევ შენი ამბები უფრო მაინტერსებს. უპასუხა თამომ და პირსახოცს დასწვდა...

საღამოს გოგოები ეზოში ისხდნენ და ერთმანეთს თავის ამბებს უყვებოდნენ. მოხუცმა ჩაი მიუტანა, დაემშვიდობა და დასაძინებლად წავიდა. მარტო დარჩნენ.
-ჯერ კიდევ არ მჯერა რომ აქ ხარ.
-ხო, ვერც მე ვიჯერებდი რომ შემეხმიანე. მეგონა თვალები მატყუებდა.მაგრამ აქ ვარ და ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნება.მე და შენ ერთად ყველას და ყველაფერს დავუპირისპირდებით
-მე არავისთან დაპირისპირება არ მინდა თამო. მე ყველაზე მთავარი- სიმშვიდე მოვიპოვე და მას არავის და არაფრის გამო არ დავთმობ. აქ ჩემთვის წყნარად ვარ, ჩემს საქმეს ვაკეთებ და უბრალოდ ცხოვრებას მივყვები.
-ეს ყველაფერი კი გასაგებია მაგრამ რატომ წამოხვედი?ეს მაინტერესებს ყველაზე მეტად.
-ასე უბრალოდ ,ავდექი და წამოვედი.
-უბრალოდ არ წამოსულხარ და ეს ორივემ კარგად ვიცით,მას წინ ძალიან ბევრი რამე უძღვოდა. სამწუხროდ ჩემი ინტუიცია მართალი აღმოჩნდა იმ არაკაცთან დაკავშირებით. ნეტავ უფრო მეტად მომეთხოვა შენთვის კარგად დაფიქრებულიყავი და ამეხილა თვალი. ყველაზე მეტად ამაზე ვბრაზობ რომ მაშინ არ შეგაჩერე.
-არა უშავს რაც მოხდა მოხდა. როგორც ამბობენ რაც არ გკლავს ის გაძლიერებსო, ხოდა მეც ასე მომივიდა. ხედავ რამდენ რამეს მივაღწიე?შენ ჯერ არ გინახავს ის ყველაფერი რისი მფლობელიც მე ვარ.-გაეცინა სოფოს.
-მოკლედ ეგ სხვა დროს, ახლა განაგრძე მოყოლა...
-ყველაფერი ტყუილი იყო. ისიც რომ მეგონა მისი დავიწყება შევძელი. ის თვეები არაფერს ვიმჩნევდი და მხოლოდ თავს გაჩვენებდით ყველას რომ კარგად ვიყავი,თუმც ასე არ იყო,ისევ ვეძებდი ყველა ადამინში მის სახეს, ისევ ისე მიჩქარდებოდა გული მის დანახვაზე,უკანასკნელ იმედს ვებღაუჭებოდი გული სისღრმეში რომ ის გატაცება გადაუვლიდა და მოვიდოდა, პატიებას მთხოვდა, შემირიგდებოდა. ეს თავის მოტყუება იყო. დღე სამსახურში არაფერი მეტყობოდა გულს ვაყოლებდი, მაგრამ მეზიზრებოდა ყოველი საღამო, ყოველი ღამე მძულდა რადგან მასზე ფიქრები და მისი მონატრება მკლავდა, ვერ ვიძინებდი, ტირილში ვათენებდი. იმდენჯერ მეხსნებოდა თითქოს შეკკრული იარა რამდენჯერაც მასზე ახალ ინფორმაციებს ვიგებდი. იმდენჯერ მოვკვდი უკვე აღარც მახსოვს. საბოლოოდ მაშინ მივხვდი რომ დავკარგე როცა მისი ქორწილის ფოტოები ვნახე. აუტანელი იყო ჩემთვის მისი იმ ქალის გვერდით დანახვა. მერე უკვე იმ ბავშვმა სამუდამოდ დააკავშირა ისინი ერთმანეთს. მე კი ყველაზე სათუთი და ყველაზე ბედნიერი რამე დამაკარგვინა მისმა დაბადებამ. ისეთი ბედნიერები იყურებდნენ იმ ფოტოებიდან რომ ვეღარ ვუძლებდი.ალბათ ყველაზე მეტად იცი რას ვდარდობდი?იმას რომ იდიოტი ვიყავი და ვერ დავინახე როგორი მექალთანე იყო,მანამდე რომ ადვილად ვპატიობდი ყველაფერს და ოღონდაც ის ყოფილიყო კარგად, ყველაფერს ვაკეთებდი, ყველაფერს ვთმობდი მისთვის. შენც კარგად იცი რამდენი რამე დავთმე და როგორ წავაგე.
-რატომ სოფო?რატომ არ მიყვებოდი?მე ხომ მაინც უნდა მცოდნოდა ეგ ყველაფერი?რატომ მაჩვენებდი თავს თითქოს კაგად იყავი?უფრო ადვილად გადაიტანდი ამ ყველაფერს.მოსაკლავი ხარ რააა.
-თან გული მისკდებოდა და მშობლების მეშინოდა რომ გაეგოთ მათმა საამაყო გოგომ რაც ჩაიდინა.
-მაინც ხომ გაიგეს და მერე მაინც გეთქვა.
-მეგონა ადრე თუ გვინა შენც ისევე შემაქცევდი ზურგს როგორც ყველამ.ამიტომ ერთ დღეს როცა შენ სამსახურში იყავი ჩემი ნივთები ჩავალაგე და წავედი. არ ვიცოდი სად მივდიოდი. არ ვიცოდი რას გავაკეთებდი მომავალში. იმ მომენტში ეს საუკეთესო ვარიანტად მივიჩნიე,მინდოდა ისეთ ადგილზე წავსულიყავი სადაც არავინ მიცნობდა. სადაც არავინ ილაპარაკებედა ჩემზე და არავინ დაიწყებდა ზურგსუკან ჩემს გაკიცხვას,. პრინციპში ბევრი არაფერი დამიკარგავს ჩემი წამოსვლით პირიქით აქ კარგად ვარ.
-ჩემი სულელი გოგო. იცი რამდნი გეძებე, რამდენი ვინერვიულე?არავინ არაფერი იცოდა შენზე, უკვალოდ გაქრი. პოლიციაში მისვლას ვაპირებდი მაგრამ შენმა შეტყობინებამ რომ არ მომძებნო მე დაგიკავშირდები როცა დრო მოვაო. შემაჩერა. მივხვდი რომ თავს არაფერს დაუშავებდი და უბრალოდ მარტო ყოფნა გინდოდა. თავიდან მეგონა ეს მალე გაგივლიდა და დაბრუნდებოდი, მაგრამ მას მერე რამდენი წელი გავიდა. შენ არ გამოჩნი. მე შანსი მომეცა კვალიფიკაცია ამემღლებინა და გერმანიაში წავედი. ახლახანს დავბრუნდი და სწორედ მაშინ დამიკავშირდი. ნუთუ ადენი წელი უნდა გასულიყო რომ გამოჩენილიყავი.
-ხო როგორც ჩანს ასე უნდა მხდარიყო.
-ახლა რას იზავ?დაბრუნდები თუ ისევ აქ აპირებ დარჩენას?
-აქ კარგად ვარ, იქ რა მინდა?-მხრები აიჩეჩა სოფომ
-რა ვიცი შენი პროფესია? შეენ ხომ ერთ-ერთი საუკეთესო იყავი, რამდენ ბავშვს დაეხმარე ამ ქვეყნად მოვლინებაში?კიდევ ხომ უნდა დაეხმარო მათ?
-მე ყველაზე მთავარი ჩემი შვილი ვერ დავიცავი. აღარ მინდა, ვერ გავუძლებ...
-დრო მოვა და ისევ დაბრუნდები აი ნახავ თუ არა. მე მჯერა რომ თავს ისევ მაღლა ასწევ და ყველას დაანახვებ ვინ არის სოფო გიგაური.
-ჩემების შესახებ არაფერი იცი?როგორ არიან?
-შენები?დიდი ხანია არ მინახავს. ბოლოს მაშინ ვნახე როცა გერმანიაში მივდიოდი. შემთხვევით ქუჩაში შევხვდი. თვალი ამარიდეს, მაგრამ მაინც მივედი მოვიკითხე . საუბარს გაურბოდნენ, თუმცა ეტყობოდათ რომ შენზე მაინც დარდობდნენ.
-ხო ისე დარდობდნენ რომ სახლიდან ისე გამომიშვეს არც კი დაინტერესულან რა მომივიდოდა. ირონიოა გაურია ხმაში. ტკივილი ეტყობოდა
-არ გინდა სოფო, ნუ განსჯი მათ. შენ იგივეს ნუ გააკეთებ, რაც მათ გააკეთეს.
-მართალი ხარ, მაგრამ ხანდახან ბრაზი მომერევა ხოლმე,ასე მარტივად დამთმეს და მომიშორეს. მე ჩემს შვილს სიცოცხლის ფასად დავიცავდი. ვისაც რა უნდა ის ეთქვა და ის ელაპარაკა, რაც არ უნდა ის დაეშავებინა გვერდით დავუდგებოდი. იქნებ გვერდრით რომ მყოლოდნენ ის ამბავი არ მოხდარიყოო და შვილი არ დამეკარგა.იქნებ ისევ მქონოდა იმის შანსი რომ შვილს ისევ გავაჩენდი
-რას ვიზავთ ,ყველაფერი უფლის ნებაა და ალბათ ასე უნდა მომხდარიყო. მათაც მძიმედ გადაიტანეს ყველაფერი და დარწმუნებული ვარ ძალიან ნანობენ ყველაფერს. მითუმეტეს ახლა. როგორც ვიცი მამაშენს ვალები დაედო და ბიზნესი ჩაუვარდა. სახლის გაყიდვა მოუწიათ, ვალები გაისტუმრეს,მაგრამ ქირით ცხოვრობენ გარეუბანში.კარგი სამსახური არ აქვთ,მამაშენს და შენ ძმას კაპიკებს უხდიან. შენ ძმამ ცოლი მოიყვანა და ორი წლის გოგონა ჰყავთ. შენი სახელი დაარქვა, შენ გგავს.ხშირად გახსენებს ჩემთან და მეკითხება ხომ არ იცი სად არისო.
-არფერი არ უთხრა იცოდე ჩემს შესახებ. ჯერ არ მინდა მათთან დაკავშირება.
-არა არ ვეტყვი, ეს შენ უნდა გადაწყვიტო.
-ძალიან უჭირთ?
-კი ძალიან უჭირთ.არავინ აღარ ეხმარება მათ, აღარავის აღარ უნდა უფულო და ღატაკი მამაშენი. სოფო იქნებ დაეხმარო მათ?-სთხოვა თამუნამ
-მაგას რა თქმა უნა რომ დავეხმარები?მე არ ვიცოდი უბრალოდ ეს ყველაფერი, თორემ აქამდე ასე უმოქმედოდ ხომ არ ვიქნებოდი? ახლა აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი, კარგ თემებზე ვილაპარაკოთ. სიყვარული?მამაკაცი?არავინ გამოჩენილა შენს ცხოვრებაში?
-მეხუმრები?გაეცინა მას?-არ იცი რა უხასიათო და უჟმური ვარ?ვინ გამიძლებს მე?მაქსიმუმ ერთი კვირა ჩერდებიან მამაკაცები ჩემთან, მერე უკან მოუხედევად გარბიან,- გაეცინა თამუნას
-შე საწყალო. არ იდარდო, აქ გიპოვი ერთ კარგ, ჯანიან სოფლელ ბიჭს. -გააჯავრა სოფომ
-ჰო. აბა მაგრამ ისიც ისეთივე იქნება როგორც ის იდიოტი. არა ჩემს მანქანაში როგორ გაიხადა პერანგი, თითქმის გაშიშვლდა.-
-შენ რა შიშველი მამაკაცი არ ინახავს?
-საკუთარი ნებით რომ იხდიდეს ისეთი არა. ისინი ვინც მინახავს ან შემოხეული ტანსამლით შემოჰყავდათ საავადმყოფოში, ან გვამი იყო და ან სიკვდილს ებრძოდნენ.-გაეცინა თამუნას.
-შენ ძალიან მორიდებული გამხდარხარ. სოფოს კიდევ რაღაც უნდა ეთქვა მგრამ ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა. ნომერი იცნო და ჩაეღიმა. შეტყობინება გახსნა და უმალ დაუბრუნა პასუხი.
-აბა ახლა მაგ მამაკაცზე მომიყევი?
-რაა?ვისზე?რა იცი რომ მამაკაცი იყო?
-სულელივით იღიმებოდი და წამით სამყროსაც კი მოსწყდი. რამე სერიოზულია? ვინ არის?
-აქ გავიცანი. ერთი მამაკაცია. ვერ ვიტყვი რომ შეყვარებული ვარ მასზე ან სერიოზულია რამე მაგრამ ძალიან კარგი ადამინია და მასთან ყოფნა მსიამოვნებს.
-იმედია შეცდომებს აღარ დაუშვებ.
-გაკვეთილი უკვე გავლილი მაქვს თან ძალიან მწარე. ასე რომ ახლა სხვანაირად ვუყურებ ყველაფერს.
-იცის შენი წარსული?
-არა ჯერ არაფერი არ მითქვამს და ძალიან მეშინია ამ ყელაფრის.არ ვიცი როგორ ვუთხრა.
-ჯერ არაფერი არ უთხრა.ამას სიტუაცია მოიტანს თვითონ დ მიხვდები რა უნდა უთხრა და როდის. მაგრამ ჭკვიანდ იყავი ჩემო საყვარელო კარგი?
-კარგი. მაგრამ ახლა ჯობის რომ წავიდეთ და დავიძინოთ. გვიანია უკვე.
-ხო საუბარში დრო უცებ გაგვეპარა. საათს დახედა თამუნამ
-ხვალ ბევრი საქმე გვაქვს. აქაურობას დაგათვალიერებინებ.-მეგობარს ხელი მოხვია და კიბეს აუყვნენ..
*************************

" ორი დღე ისე გავიდა რომ ზაზა არ გამოჩენილა. სოფო ძალიან დარდობდა და განიცდიდა მაგრამ არც ის არ ურეკავდა. თავს ძალას ატანდა რომ სამსახურში წასულიყო და ემუშავა. მერე დაურეკა. მაგრამ გოგომ არ უპასუხა,გაუთიშა, არც მის შეტყონინებეს არ პასუხობდა, ბოლოს ეტყობა ბიჭს მობეზრდა ეს გაუგებრობა და პირდაპირ სამსახურში მიადგა. სოფო და თამუნა საოპერაციოდან ახალი გამოსულები იყვნენ და საავადმყოფოს კაფეში ყავას სვავდნენ, თან ოპერაციის დეტალებს განიხილავდნენ. პირველმა თამუნამ შეამჩნია მათკენ მიმავალი ბიჭი
-მოდის ვაჟბატონი,-გადაუჩურჩულა სოფოს
-მაგას ვაჩვენებ სეირს, აქ მოსვლა როგორ გაბედა. გაბარაზდა და მკაცრი მზერა შეაგება ბიჭს
-ვილაპარაკოთ?
-არაფერი გავქვს სალაპარაკო. წადი.
-გვაქვს.
-წადი-თქო გითხარი, აღარ გაგიმეორებ. ჩვენ შორის ყველაფერი მორჩა.
-ვერ გაიგე რა გითხრა?-ჩაერთო თამუნა.-წადი
-მარტო დაგვტოვე და გვაცადე ლაპარაკი. მიუბრუნდა ზაზა მას.
სოფომ თამუნას ანიშნა წაიდო და ისიც მაშინვე გაეცალა იქაურობას. მაგრამ არ წასულა შორიდან უურებდა მათ.
-აბა დაიწყე. გისმენ.
-ბოდიში მინდა მოგიხადო, რაღაც მოხდა და იმ დღეს ვერ მოვედი.
-შეგეძლო ერთი ესემესი მოგეწერა, შეგეძლო დაგერეკა.ყველაფერი შეიძლებოდა რომ მოგელოცა, მაგრამ შენ არც კი გაგხსენებივარ.
-ცდები ასე არა.ეს ძნელი ასახსნელია.
-რა არის ძნელი ასახსნელი ზაზა?მითხარი ნუთუ ძნელი იყო ის რომ ოცდაოთხი საათის განმავლობაში ერთი წუთით ვერ მოიცალე რომ ჩემთვის მოგელოცა. რომელ რესტორანში მოსვლაზეა ლაპარაკი?მეგობრების წინაშე შემრცხვინე. არც იქ მოხვედი. საერთოდ ფეხებზე დამიკიდე. რა პატივისცემაზე და სიყვარულზეა ლაპარაკი?
-მაპატიე დამნაშავე ვარ.მაგრამ ვერ გეტყვი რა მოხდა. უბრალოდ უნდა მენდო?
-გენდო?მე შენ აღარ გენდობი. ვგრძნობ აღარც გიყვარვარ, ჩემს მიმართ ცივი გახდი,შენი მიიღე რაც გინდოდა და ახლა თავს მარიდებ.ასე არაა როცა მოგინდება ჩემთან სექსი მაშინ მოხვიდე დამიძახო. ერთმანეთს შევხვდეთ. ერთად დრო გავატაროთ, მერე კი ადგე და ისე წახვიდე უკან აღარ მოიხედო. ისე ვერ მომექცევი როგორც ბოზებს ექცევიან ზაზა?-სოფო უკვე თავს ვეღარ აკონტროლებდა
-გაჩუმდი, ხმას ნუ უწევ. ასე არაა. ხალხმა არ გაიგოს.ეს ჩვენი საქმეა მხოლოდ.
-რაო იმ თემას შევეხე რაზეც შენ საუბარს ვერ ბედავ?დარწმუნებული ვარ იმ ღამეს იმიტომ არ მოხედი რომ ვიღაც ქალთან იყავი, სხვასთან იყავი და მე საერთოდ დაგავიწყდი. გვიან გაგახსენდა და სწორედ მაშინ დამირეკე. ხო ასეა,ნამდვილად ასეა, გული მიგრძნობს.-სოფოს ცრემლი მოერია.
-ჩემს ოჯახში რაღაც მოხდა. მამაჩემი საავადმყოფოში გადავიყვანეთ და იქ ვიყავი.
-მატყუებ. იცოდე ჯობია სიმართლე მითხრა, უფრო გაპატიებ, ვიდრე იმას რომ ყველაფერი მამაშენს გადააბრალო.
-სიმართლეს გეუბნები. ზაზამ თავი დახარა.
-არაა ეგ სიმართლე. არ ვარ პატარა და სულელი ბავშვი რომ კიდევ მოატყუო. რა იყო რომელიმე ბოზთან გაიარე და ახლა ის გაშანტაჟებს რომ შენგნ ორსულადაა?
ზაზას სახეზე ცვლილება შეეტყო, მაგრამ მაინც არ გაიტეხა იხტიბარი.
-შენს გარდა სხვასთან არავისთან არ მაქვს სექსი.
-დღეიდან აღარ გვექნება და მოგიწევს დამიმიტკიცო რომ გიყვარვარ დ ყველაფერი ძველებურადაა. ახალ მეც ისევე მოგექცევი როგოც შენ მომექეცი.
-ანუ მაპატიე?-
-პირიქით უნდა დაიმსახურო ჩემი პატიება. სოფო წამოდგა და წასავლელად მოემზადა.
-დაგირეკავ ხოლმე. ისევ დამელაპარაკები?
-უნდა დამიმტკიცო რომ გიყვარვარ და მე შენი მორიგი საკბილო და გასართობი არ ვიყავი. ეს კი ძნელი დამიჯერე. ნდობის დაბრუნება ძნელია. აღარ გენდობი.
-საღამოს გნახავ.გავისეირნოთ.თავიდან დავიწყოთ.
-თავიდან ვერ დავიწყებთ, მაგრამ შანსს გაძლევ რაღაცეები გამოასწორო. სოფო მოტრიალდა და ისე წავიდა რომ არც დამშიდობებია.... "

**************************

რეზოს მთელი დღე შეხვედრებზე მოუწია ყოფნა, მაგრამ გულს ვერ უდებდა ვერაფერს. ერთი სული ჰქონდა რომ უკან დაბრუნებულიყო.როგორც იქნა ყველაფერი მორჩა. საჭირო შეთანხმება გააფორმა. ნაჩქარევად დაემშვიდობა ყველას. ვახშამზე არ დარჩენილა. მაშინვე უკან გამოემგზავრა. გზიდან სოფოს შეტყობინება მისწერა უკვე ვბრუნდები და საღამოს გნახავო.
მაგრამ გოგოს პასუხმა გული დასწყვიტა....
ნომერში ავიდა. წყალი გადაივლო და დაღლილი საწოლზე წამოწვა დასასვენებლად. ტელევიზორი ჩართო, მაგრამ გული ვერ დაუდო. დროდადრო ტელეფონს დახედავდა. საათს დახედა. თერთმეტი სრულდებოდა. არადა გოგოს ნახვა უნდოდა. დაძინებასაც ვერ ახერხებდა., სულ მასზე ფიქრობდა. -სახლში ხომ არ მივადგები ამ შუაღამისას რას იტყვისო.-გაიფიქრა,თუმცა თავს ვერ მოერია. სპორტული ზედა მოისხა , მანქანის გასაღებს ხელი დასტაცა და ნომრიდან გავიდა.
-უნდა ვნახო. თუნდაც ერთი წუთით მაგრამ უნდა ვნახო. იმ პატარა ბიჭივით გრძნობდა თავს სასურველ სათამაშოს რომ მიუტანენ და ქვეყანა თავისი რომ ჰგონია. ამ პატარა და სიფრიფანა, მაგრამ ამავე დროს ძლიერმა გოგომ ისე გადარია ბექაური საკუთარი თავის თვითონვე უკვირდა. -ამდენი წელი ამას ველოდი, ალბათ ეს ყოფილა ის გრძნობა პოეტები რომ წერდნენ და ფილმებში რომ გადმოსცემდნენო.
-შენს სახლთან ვარ. გელოდები გამოდი გარეთ. ერთი წუთით გნახავ და წადი მერე. მისწერა როცა მის სახლს მიაუხლოვდა. მანქანა შორს გააჩერა და ფეხით წავიდა.პასუხი არ მოსვლია. -იქნებ სძინავსო და არც უნახავს შეტყობინებაო. გაიფიქრა.იცოდა მეგობარი ჩამოუვიდა სტუმრად და . იქნება არ უნდა მას გააგებინოს. ფიქრობდა გულში და თან ეზოს კართან ელოდა.
ხუთი წუთი გავიდა. ათი.. სოფო არ ჩანდა... სიგარეტს მოუკიდა და მოწევა დაიწყო. .. უკვე იმედი გადაეწურა და წამოსვლას აპირებდა, როცა კარის ხმა მოესმა და სოფოც გამოჩნდა.სასაცილო ფორმაში იყო.პიჟამოებზე ხალათი მოესხა და იბუზებოდა.
-აქ რა გინდა გადარეულო ამ შუაღამისას?-გაუცინა
-რა ვქნა ვერ გავძელი. გაეცინა რეზოსაც და გადაკოცნა.-ერთი წუთით მაინც უნდა მენახე.
-ჩუმად არ მინდა ვინმემ გაიგოს. მითუმეტეს ჩემმა მეგობარმა.
რეზომ მანქნას გახედა და მაშინვე იცნო.
-ის გოგო შენთან მოდიოდა?გაეცინა მას.
-ვინ გოგო?შენ რა იცი?
-იმედია ჩემი მეგობარი არ მოუკლავს. ვურეკავ და არ მპასუხობს.
-რაა? ვერაფერი გავიგე?
-მოკლედ ჩვენ ქალაქში მივდიოდით შეხვედრაზე და დავინახეთ რომ გზაზე მანქანა იყო გაჩერებული. გოგო დახმარებას ითხოვდა ჩვენ დავეხმარეთ, უფრო სწორედ მე წავედი და ჩემი მეგობარი დავტოვე მისახმარებლად. სანამ წავიდოდი ერთი ორი წაკინკლავება მოასწრეს. გაეცინა რეზოს.
-ახლა ვხვდები ვინ იყო ის გადარეული მანქანაში ჩემს მეგობარს ნახევრად შიშველი რომ ჩაუჯდა და ჭკუიდან გადაიყვანა.-აჰყვა სოფოც.
-ეგ არ ვიცი. ესეგი ასე გაგრძელდა?
-ხო პერანგი დამისვარე და შენ გამირეცხეო, გაუხდია და დაუტოვებია მისთვის.
-საინტერესოა.
-იმედია შემდეგ შეხვედრაზე ერთმანეთს არ დახოცავენ.-ჩაილაპარაკა სოფომ.
-ორივე კერკეტი კაკალი ჩანს. მაგრამ ახლა ეგ არ მაინტერესებს. ჩვენ რა ვქნათ?
-რას ქვია რა ვქნათ?
-როდის შევხდეთ?
-ხვალ არ მცალია მთელი დღე მასთან ერთად უნდა გავატარო უკვე დაგეგმილი მაქვს.
-ერთი კარგი იდეა მომივიდა.თქვა რეზომ
-გისმენ აბა?
-მოდი ხვალ საღამოს ვითომ შემთხვევით სასტუმროს რესტორანში მოდით, ვითომ შემთხვევით ისინიც მოხვდით იქ.ისინიც ერთმანეთს შეხვდებიან. მერე მარტო დავტოვოთ და ჩვენ გავეპაროთ.
-მაჭანკლობას აპირებ ბექაურო?
-ასე გამოდის.
-იქნებ ჯერ შენი თავისთვის მიგეხედა.
-მე უკვე ვიპოვე ადამიანი, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრების გატარებას ვისურვებდი. რეზომ ხელები გაშალა და სოფოს მოეხვია. მიიხუტა და ცხვირი მის თმაში ჩარგო.....

****************************

მაპატიეთ პატარა თავისთვის, მალე შემდეგ თავსაც დავდებ :) იმედია მოგწონთ



№1 სტუმარი Guest თიკო

ძალიან მაგარი ისტორიაა..ველოდები შემდეგ თავს

 


№2  offline წევრი katiusha

მიხარია რომ მოგწონთ

 


№3 სტუმარი makukuna

მე მგონი, დროა უკვე უთხრას, რაც აქვს მოსაყოლი. ბავშვის ამბავი ამ თავში გამოჩნდა და მეც ძალიან მაინტერესებს, რა მოუვიდა ბავშვს და რა მოხდა საერთოდ. კარგი ადამიანია რეზი და იმსახურებს ნამდვილად ნდობას.

 


№4  offline წევრი katiusha

[quote=makukuna]მე მგონი, დროა უკვე უთხრას, რაც აქვს მოსაყოლი. ბავშვის ამბავი ამ თავში გამოჩნდა და მეც ძალიან მაინტერესებს, რა მოუვიდა ბავშვს და რა მოხდა საერთოდ. კარგი ადამიანია რეზი და იმსახურებს ნამდვილად ნდობას.[ყოველთვის მიხარია შენს კომენტარს რომ ვხედავ. მიხარია შენს აზრს ასე რომ გადმოსცემ. ყოველთვის ვითვალისწინებ შენს შეხედულებებს :)

 


№5  offline წევრი ghghg

დდმარჯობა ძალიან საინტერესოა და შემდეგ თავს როდის ღაღებთ.. ვეღარ ვითმენ უკვე

 


№6  offline წევრი katiusha

დღეს იქნება ცოტა მოგვიანებით

 


№7  offline წევრი tamuna.s

როდის დადებ ახალ თავს?

 


№8 სტუმარი makukuna

დააგვიანე, ძალიან worried frowning

 


№9  offline წევრი katiusha

უკვე მზადაა დაიდებ სადაცააა :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent